სახელწოდება:Je t'aime [color=FF00CC]ავტორი:Karkusha=] ბეტა:Karkusha=] დისკლეიმერი:გმირების სახელები ეკუთვნის ს.მეიერს.(ზოგიერთი მე დავამატე) დანარჩენი ყველაფერი ჩემია. რეიტინგი:G/PG-13 პეირინიგი:უცნობია ჟანრი:Romance სამარი :ბელა უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში მიემგზავრება. რა მოხდება როდესაც, მწვანეთვალებიან ლამაზმანს შეხვდება? როგორ განვითარდება მისი ცხოვრება? სტატუსი: პროცესშია. ავტორისაგან:პირველად გადავწყვიტე ფანფის წერას მოვკიდო ხელი. დიდი ხანია რაც ფანფებს ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ვწერდი კიდევაც. ამ ნაწარმოების დაწერა უეცრად გადავწყვიტე =) იმედია მოგეწონებათ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება,ამირომ ყველანაირ სიგიჟეს ელოდეთ!=] P.S. ახალი თავი ყოველ კვირას დაიდება. სწავლა და უამრავი პრობლემა მაქვს,ამიტომაც გთხოვთ გამიგოთ. =)
Karkusha=], ოხ, ოხ. ეს რაები მოგიმოქმედებიაააა კარლაილი და მაფიოზი? საინტერესოააა... ტანია მართლა შემეცოდა. რთულს სიტუაციაშია ნამდვილად. თანაც ედვარდი მართლა უყვარს. კარგია, რომ ბელამ სიმართლე გაიგო. ნეტავ რამეს თუ მოიმოქმედებს? ედვარდი მთლად დადებითი პერსონაჟი არაა. ნუ, მთლად კი არადა მგონი საერთოდ. მაგრამ მე ასეთი პერსონაჟები უფრო მიზიდავენ ხოლმე ხანდახან. ბოლოს რომ გამოსწორდებიაააანნნ ძალიან საინტერესოდ მიგყავს სიუჟეტი. თანაც შენი წერის მანერას ძააალიაან მომწოონსსსს მაგრამ მაინც მინდა გავიგო პერსონაჯების ფიქრები და რა ვქნაააა ყველაზე მეტად ედვარდის ფიქრები მაინტერესეეებსსსსს. თუმცა, ფიკისთვის ნამდვილად ასეა საჭირო. სხვა შემთხვევაში ყველაფერი ადვილად გაირკვეოდა. პოლინასა და სებასტიანის წყვილის იდეა მომწონს. უხდებიან ერთმანეთს ბოლო მონაკვეთი ძალიან მომეწონააა. მაგრად გაქვს აღწერილი. ზუსტად თვალწინ წარმომიდგა ის სამყარო. რამდენჯერ მომდომებია მეც იმ ბიჭივით ვყოფილიყავი მარტო და ვარსკვლავებისთვის მეყურაა. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თააავ. კარგია, რომ ნელ-ნელა რაღაცეები გამოააშკარავდა. აბა შენ იცი თააამ მიყვრხარ მაგრააადდ :*
vaime karkuush, am uinternetobas ra vutxari tore ese gvian unda gitovebde koments?! mokled dzaan magari da emociuri tavi iyo. karlaili mafiozad ro warmovidgine chavbjirdi da edwardis aseti uxeshi qceva qceva ar momewona sashinlad magram mtlianobashi yvelaferi srulyofili da umagresi iyo. axali tavi male iqneba?
ერთი ჩვეულებრივი საღამო იდგა პარიზის ქუჩებში. მზე ნელ-ნელა ჰორიზონტისკენ მიიწევდა, ჩიტების ჭიკჭიკი, მოსეირნე ხალხის ჟრიამული...პარიზში ცხოვრება ჩქეფდა. ბელა და ელისი სასეირნოდ იყვნენ გასულები. ტანია ცოტა ხნით დედამისთან, ნიუ-ჯერსიში გაემგზავრა. ედვარდმა საკმაოდ ადვილად გაუშვა,რითაც ტანიასი და ბელას გაოცება გამოიწვია. რაილი ბიბლიოთეკაში იყო წასული, პოლინა და სებასტიანი კი, როგორც ყოველთვის ლუვრში. ასე რომ, დარჩნენ ელისი და ბელა. ელისმა შოპინგი აიჩემა და ბელამაც უარი ვეღარ უთხრა. თანაც სახლში მარტო ჯდომა მობეზრდა. გოგონები მაღაზიებს არ ტოვებდნენ. ნელ-ნელა ელისის ყვითელი პეჟო საყიდლებით ივსებოდა. ბოლოს როდესაც დაღლა იგრძნეს კაფე „La Defence”-ში გაჩერდნენ. იქვე, ამ კაფესთან იყო ყვავილების მაღაზია. გარეთ გამოეტანათ წითელ-ყვითელი, ნაირ-ნაირი ყვავილები. საოცარი სურნელებით იყო იქაურობა გაჟღენთილი. ელისმაც მოინდომა ყვავილების ყიდვა. მაღაზია შიგნიდანაც სულ ყვავილებით იყო მორთული. ელისმა გვირილების თაიგულის ყიდვა მოინდომა, გამყიდველი კი არსად ჩანდა. ხუთ წუთში გამოჩნდა ახალგაზრდა, ყავისფერი თმებით და მოცისფერო-მომწვანო თვალებით. ბელამ შეამჩნია რომ ელისი გაინაბა. -მაპატიეთ რომ გალოდინეთ. - გაიღიმა ბიჭმა. - რით შემიძლია დაგეხმაროთ? პაუზა. ბელა ელისის პასუხს ელოდებოდა,მაგრამ გოგონა დუმდა. -ელის? უცებ ელისი გონს მოეგო და დაბნეულად შეხედა ბიჭს. -ეე...უკაცრავად...მმ...აი ამ თაიგულის შეძენა მინდა... - წაილუღლუღა ელისმა და გვირილებზე მიუთითა. -ო, რა თქმა უნდა. - ბიჭმა მომხიბვლელად გაიღიმა და თაიგულის შეფუთვა დაიწყო. სანამ ის ამ საქმით იყო დაკავებული, ბელა სიცილით იგუდებოდა. ელისი მიუტრიალდა და თვალები გადაატრიალა. -ბელა გეყოს, თორემ მოგკლავ. -ვერა, ვერ მომკლავ. მეშინია თვალებით არ შეჭამო ეს უბედური - დაიჩურჩულა ბელამ. ელისს თვალები გაუფართოვდა. -მოკეტე! - და გაიცინა. ამასობაში ბიჭმა შეფუთვა დაამთავრა და ელისს გადასცა. ელისმა საფასური გადაიხადა და უკვე გამოსვლას აპირებდა მაღაზიიდან,რომ ბიჭმა დაუძახა. -გოგონი! - ელისი გაკვირვებული მიტრიალდა. ბიჭი უკვე მასთან გამჩდარიყო. ხელში ორი ცალი წითელი ვარდი ეჭირა. -ეს თქვენ. - წარმოთქვა ღიმილით და ერთი ბელას მიაწოდა ერთი კი ელისს. ელისი გაწითლდა. -ვაიმე...დიდი მადლობა! - თქვა ბელამ. - ძალიან ლამაზია! ბიჭმა მხოლოდ გაიღიმა და თქვა: -შეხვედრამდე. ბელა და ელისი მაღაზიიდან გამოვიდნენ. ბელამ ახლაღა შეამჩნია,რომ ელისს ხელში ფურცელი ეკავა და ღიმილით დაჰყურებდა. -ელის? ეს რა არის? - და ფურცელი გამოართვა.
„Je m’appelle Jasper. Tu es très belle Alice. “
„მე ჯასპერი მქვია. ძალიან ლამაზი ხარ ელის.“ ბელას სიცილი წასკდა. -ეტყობა მასაც მოეწონე, ელ! - ელისმა გაბრაზებულმა შეხედა. -ხო,მომეწონა. მერე რა? ხომ იცი რომ მე რაილი მყავს. ბელამ გაიღიმა, მაგრამ არაფერი უპასუხა. სიყვარული მაშინ მოდის, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი მას. მკითხველო, დამეთანხმები ეს მართლაც ასეა. ელისსაც ზუსტად ასე მოუვიდა. არ ელოდა სიყვარულს, ეგონა თითქოსდა ყველაფერი ჰქონდა,მაგრამ უცებ ბახ! და მთელი მსოფლიო ამოტრიალდა. გაჩნდა ის, ვისსზე ფიქრსაც თავიდან ვერ იგდებ. ელისი ცდილობდა ჯასპერის სანახავად არ წასულიყო, მუდამ არიდებდა ამ მაღაზიას თავს. ეგონა რომ რაილი იყო მისი ერთადერთი. ჯიუტი იყო და თავის გრძნობებს ეწინააღმდეგებოდა. მეც და თქვენც კარგად ვიცით, თუ როგორ ცდებოდა ჩვენი პატარა ელფი.
ლუვრის მუზეუმი. იგივე დღე.
პოლინა და სებასტიანი დაეხეტებოდნენ ლუვრის დარბაზებში. ნამუშევრების წინ ჩერდებოდნენ და უყურებდნენ, და უყურებდნენ. ფაქტიურად ყველა ცნობილი ნამუშევარი შეისწავლეს. სულ ერთად დადიოდნენ. ყველგან და ყოველთვის. ერთმანეთს ძალიან დაუხლოვდნენ და ორივეს უხაროდა ასეთი ცვლილებები. რამოდენიმე საათის შემდეგ ორივე დაიღალა. სებიმ პოლინა რესტორანში დაპატიჟა. გოგონაც დათანხმდა. საღამო ძალიან მშვიდად და სასიამოვნოდ გაატარეს. პარიზის ერთ-ერთ უმშვენიერეს რესტორანში ისხდნენ ტურ ეიფელზე. იქიდან შესანიშნავი ხედი მოჩანდა. ერთმანეთს ბავშვობის ამბებს უყვებოდნენ. ცდილობდნენ უფრო დაახლოვებულიყვნენ. მათი სიცილი ხალხის ყურადღებას იპყრობდა. ყველა იღიმოდა მათი შემხედვარე. ფიქრობდნენ: „რა ტკბილი წყვილია“. ნუთუ მართლა ასე ჰგავდნენ შეყვარებულ წყვილს? ნუთუ შეიძლებოდა მათი ერთად ყოფნა? რატომაც არა.
პარიზის ერთ-ერთი გარეუბანი.
მიდიოდა...სად მიდიოდა არც იცოდა. უნდოდა ეყვირა, უნდოდა მთელი მისი ბოღმა და სიბრაზე ამოენთხია. ცხოვრება მწარე ჰქონდა. მწარე,უსიამოვნო,სიხარულს მოკლებული. რა მოხდა? ვინ იყო? ძალიან გაინტერესებს? რომ ვერ გეტყვი?... ჯერ ვერ გეტყვი... ცოტაც მოიცადე და გაგიმხელ ყველაზე დიდ საიდუმლოს, რომელიც ამ ფარდებს უკან იმალება.
მიაბიჯებდა...შემოდგომის გრილი საღამო იდგა. მიაბიჯებდა... სად? თვითონაც არ იცოდა. უბრალოდ მიდიოდა. ფეხებით ყვითელ-წითელ ფოთლებს აშრიალებდა. გგონია ჩუმად იყო? არაა...ტიროდა...სიმწრისგან. მისთვის ყველაფერი დამთავრდა. რითი უნდა ეცხოვრა? რა უნდა ექნა? ჰქონდა საერთოდ სიცოცხლის რაიმე მიზეზი? არა...არა და არა... გაწვალებ? ვიცი. ისიც წვალობს. რითი? იმითი რომ საყვარელი ადამიანი დაკარგა. ის ადამიანი ვინც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. ყველაზე საყვარელი...ყველაზე თბილი... მიდიოდა...მიიწევდა წინ. მზისკენ. უნდოდა აფრენილიყო...მაღლა,მაღლა...გაეშალა ფრთები..ეყვირა...მთელი ძალით...მთელი სხეულით. მაგრამ ამ დედამიწაზე რაღაც ძალა აჩერებდა. ძალა რომელიც ლოდივით ეკიდა მხრებზე. თავს პატიმრად გრძნობდა. თავისი თავის პატიმრად. გაჩერდა. სიბრაზე ყელში მოაწვა. კისერზე ძარღვები დაეჭიმა. ბრაზობდა ამ ცხოვრებაზე, მთელ ქვეყნიერებაზე. თან ცრემლები ახრჩობდა. დაიყვირა. მთელი ძალით,მთელი თავისი სული გაათავისუფლა. ღრიალებდა როგორც ველური, მაგრამ ამაში შვებას პოულობდა.
თავისუფლება. "la liberté"
შეეძლო ყველაფერი დაევიწყებინა. შეეძლო ახალი ცხოვრება დაეწყო. გათავისუფლდა სიკეთისაგან,ბოროტებისაგან. მიწიერი გრძნობებისაგან..სიყვარულისაგან...შურისაგან... ზურგში ხმაურიანი სიო უმღეროდა.ჭკუიდან იშლებოდა. ნელა...ჩიტივით თავისუფალი გახდა. აფრინდა... აფრინდა...ქარი თმებს უჩეჩავდა. თვალები დახუჭა და აფრინდა...
ბოლო ნაწილზე ამ სიმღერას მოუსმინეთ. უფრო გაგაგებინებთ რას გრძნიბდა ჩვენი უცნობი გმირი.
დიდი ბოდიში ბავშვებო ამხელა პაუზისთვის. დრო არ მყოფნის... აი ახალი თავი. ველოდები თქვენს მოსაზრებებს
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥