წყვდიადი
|
|
saaali | თარიღი: კვირა, 2010-12-26, 2:02 PM | შეტყობინება # 1 |
 Life sucks either way
990
Offline
| სახელწოდება: წყვდიადი ავტორი: saaali ბეტა: stupid_l@mb დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე ჟანრი: მელოდრამა, დრამა, რომანტიკა... რეიტინგი:G (General) პეირინგი: ბ.ს. სტატუსი: წერის პროცესშია პროლოგი თვალები გავახილე და გაშტერებული ვიდექი.. ჩემს ირგვლივ სრული წყვდიადი იყო და სიცარიელე. თითქოს ვიღაცას დავემარხე მიწაში სადაც არც ხალხის ხმა აღწევს და არც დღის ნათელი ..არ ვიცი რა ადგილას ვიყავი, მაგრამ ეს ადგილი ღმერთს უხვად ჰქონდა დაჯილდოვებული სიცარიელით, სიბნელით და სიცივით; მაგრამ მერე ყველაფერი გავიაზრე და უფლის მადლობელი ვიყავი , რომ ესეთი სატანჯველი გამომიგზავნა.ეს და არა სიკვდილი.. ვინ თქვა რომ სიკვდილი ადამიანების ყველაზე მწარე სასჯელია ?? არა იგი მხოლოდ ლაჩრებისთვის არის, რომლებსაც ცხოვრების სირთულეების ეშინიათ და ბრძოლის მაგივრად გაურბიან მათ... მაგრამ განა მე თვითონ ლაჩარი არ ვარ ?? ყველაზე დიდი სულმდაბალი არსება ვარ რაც კი არსებობს დედამიწაზე და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას რაც ჩავიდინე.. აი სწორედ ეს იყო ჩემი დასჯა! მე არ მოვკვდებოდი, ჩემს თავს შვებას არ მივცემდი პირიქით ჩემს შეცდომაზე პასუხს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაგებდი .. პირველი თავი მეორე თავი მესამე თავი მეოთხე თავი
www.caribbeanpirate.ucoz.com www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - კვირა, 2010-12-26, 8:41 PM | |
|
|
|
|
|
saaali | თარიღი: კვირა, 2010-12-26, 4:29 PM | შეტყობინება # 5 |
 Life sucks either way
990
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
|
|
saaali | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 12:45 PM | შეტყობინება # 12 |
 Life sucks either way
990
Offline
| exlavee shemo skypeshi თავი 1 მაღვიძარამ დარეკა; დილის 7 საათი იყო. სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდი და ასე ადრე ადგომა არ მჭირდებოდა, მაგრამ როგორც კი მზე ამოვიდოდა ლოგინში ვეღარ ვჩერდებოდი. დღესაც, როგორც ყოველთვის, ერთი ზედმეტად ჩვეულებრივი დღე გათენდა. ფანჯარაში გავიხედე და გამეღიმა, როდესაც იქ ჩემი საყვარელი ამინდი დამხვდა... მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, მაინც ყოველდღე გარეთ შიშით ვიყურებოდი და მაინც ყოველთვის იქ წვიმა მხვდებოდა. ერთ-ერთი რამ, რაც ლონდონში ყველაზე მეტად მიყვარს ეს ამინდია. თავიდან მიკვირდა ხალხს მზიანი ამინდის გარდა სხვანაირი ამინდი როგორ უნდა მოწონებოდათ-მეთქი, მაგრამ ეხლა უკვე აღარ მიკვირს… მათი მესმის კიდეც.. საერთოდ, ვინც აქამდე მიცნობდა, უფრო სწორედ ვინც აქამდე ძველ ბელას იცნობდა, მათთვის ახალი ბელა სრულიად უცნობი იქნებოდა.. ამ ზაფხულში ბევრი რამ მოხდა რამაც ასე რადიკალურად შემცვალა.... მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვაპირებ იმ საზარელი ამბის გახსენებას, თორემ სკოლაში ნამდვილად ვეღარ წავალ. ფიქრებიდან თავი რომ დამეღწია უსაქმოდ ჯდომას თავი დავანებე და სააბაზანოსკენ წავედი. შხაპი მივიღე, კბილები გამოვიხეხე და თმების გაშრობას შევუდექი. როცა ეს საქმიანობა დავამთავრე ჩემს ოთახში გამოვედი და ტანსაცმლის კარადასთან მივედი რომ დღეისთვის რამე შემერჩია.. დაახლოებით ნახევარი საათი ვიქექებოდი და ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა. შორტების, მინი კაბების და ე. წ. „მოდური ზმანების“ გარდა ვერაფერს ვპოულობდი.. არა, აშკარად გარდერობი გასაახლებელი მაქვს, მიუხედავად იმისა რომ ეს ტანსაცმელები იდეალურად მომერგება ვერც ერთს ვერ ჩავიცმევ. ყველა გადასაყრელია. ბოლოს როგორც იქნა ბედმა გამიღიმა და მუქი ლურჯი ჯინსი და გრძელი შავი მაისური ვიპოვე. იმ წამსვე ხელი დავსტაცე მეშინოდა არ გამქრალიყო და ჩაცმა დავიწყე. როცა მოვრჩი ჩანთას ხელი დავავლე და კიბეებზე დავეშვი. ორს ან სამ საფეხურს ერთად ვახტებოდი. გამეცინა, როდესაც ამაზე დედას რეაქცია გამახსენდა.. „ბელა რა ველურივით დახტუნაობ.. ცოტა ნაზად მოიქეცი. გოგო ხარ ბოლოს და ბოლოს“.. მაგრამ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი მის შენიშნვას და ისიც ყოველდღე არ იღლებოდა ერთი და იგივეს გამეორებით. როდესაც სამზარეულოში შევედი იქ დეიდა დამხვდა რომელიც ჩაის ადუღებდა და თან კიდევ რაღაცას ამზადებდა გაზზე. დეიდა 27 წლის ლამაზი, ქერა და ღია ცისფერთვალება ქალი იყო. თავს ყოველთვის განსაკუთრებულად უვლიდა და ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მასთან შედარებით ბებერს მე უფრო ვგავდი. -გამარჯობა დეიდა!.. -ვაიი... ბელა რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ გიყვარს მოულოდნელად თავზე წამოდგომა-თქო.. მერამდენეჯერ გამიხეთქე გული.. და კიდევ რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, დეიდას ნუ მეძახი თავი ბებერი მგონია..- პატარა ბავშვივით გაბუსხა ტუჩები, წარბები შეაერთა და ისევ გაზისკენ მიტრიალდა. - კარგი ეგრე იყოს მაშინ,- და ჩუმად ჩამეცინა. მიყვარდა მისი ასეთი რეაქცია- აბა დღეს დილით რა გვაქვს, სამანტა ? -ხო, ეგრე ბევრად ჯობია, ჩემო კარგო,_ მოლბა უცებ, - დღეს გახუხული პურები, კარაქი, ჯემი, ხილი, ჩაი და კიდევ ბევრი რამ გვაქვს.. მაგრამ ჯობია მალე ისაუზმო, თორემ უკვე წასვლის დროა.. ისე შენი ძმა ამდენ ხანს რას აკეთებს? არა და როგორც კი ავდექი მაშინვე გავაღვიძე.. -ოჰოოო აიიი ჩემზეც ჭორაობთ.. უკვე აქ ვარ არც ისე დიდი დრო დამჭირდა წინა დღეებისგან განსხვავებით.. თან დღეს პირველი სასწავლო დღეა და ნელ-ნელა უნდა შევეჩვიო,- გაიარა ვაჟბატონმა , ჭიქა აიღო და დაჯდა ჩემს პირდაპირ.. ტაილერი ჩემზე ერთი წლით პატარა ანუ 16-ის იყო. მხოლოდ ასაკით ჩამომივარდებოდა, სხვა მხრივ კი ჩემზე ნახევარი თავით მაღალი, შავგრემანი და მოკლედ, მწვანეთვალება ლამაზმანი იყო. სკოლის გოგონების ნახევარზე მეტი მასზე გიჯდებოდა (ბევრი ჩემი თანატოლიც კი) და ესეც როგორც ნამდვილი დონ-ჟუანი სიტუაციით კარგად სარგებლობდა. ხან ვინ უწერდა დავალებას, ხან ვინ ეპატიჯებოდა სახლში და ხან ვინ ჩუქნიდა ათას რამეს. ყველას სახელი თვითონაც არ იცოდა და მე ხო საერთოდ; მაგრამ, მოიცა, ერთი გამახსენდა ყველაზე ხანგრძლივი შეყვარებული რომელთანაც დაახლოებით ორი თვე იყო. მას ჯესიკა ერქვა. -კარგი, კარგი შენ რაც არ უნდა გითხრა მაინც არ გჯერა და რა აზრი აქვს წუწუნს,_ამოიოხრა სამანტამ და მე მომიბრუნდა,- ბელა, დღეს შენი მანქანით წადით სკოლაში და მეორეს მე წავიყვან. თან დღეს მორიგე ვარ საავადმყოფოში, ძვირფასო, ხომ გახსოვს და ჩემ გასაღებს მე წავიღებ. იცოდე ყველაფერი იმეცადინეთ! აღარ მინდა მასწავლებლისგან საყვედურები კიდევ მოვისინო.. ეს უფრო შენს საყურადღებოდ, ტაილერ! ტაილერმა არაფერი თქვა.. ვითომ არც გაუგია, ისე ადგა, ჩანთა ზურგზე მოიგდო და გარეთ გავიდა.მეც უკვე დამთავრებული მქონდა საუზმე და ასევე მოვიქეცი.. დეიდას გავძახე სანამ გავიდოდი: -სამანტა, არ ინერვიულო ყველაფერს მივხედავ.. ეხლა მაგვიანდება და უნდა გავიქცე.. მის გამოხტომებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ.. ხომ იცი როგორი იდიოტია. -ბელა, არ გინდა, რაც არ უნდა იყოს ის შენი ძმაა.. ვიცი რომ ეხლა ძალიან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ მაგრამ დამიჯერე, ძალიან უყვარხარ და ასევე შენც გიყვარს ის! მიუხედავად იმისა რომ ამის აღიარება არც ერთს არ გინდათ.. ოღონდ ეხლა არ შემეწინააღმდეგო ! -კარგი, სამანტა, წავედი თორემ უკვე ძალიან დავიგვიანებ,_ლოყაზე ვაკოცე და უკან მოუხედავად წამოვედი, სანამ კიდევ რამეს მეტყოდა. დღეს ნამდვილად მძიმე დღე მექნებოდა, ბავშვებს ჩემი ცვლილება გაუკვირდებოდათ და ახსნას მომთხოვდნენ.. უკვე აღარ მინდოდა წასვლა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ სახლში დღეს მე და ტაილერი მარტო ვიქნებოდით და სიმწრისგან ამოვიოხრე - არა, ბელა, მაინც ვერ აცდები ვერც ერთ სირთულეს ასე რომ გაქცევას აზრი არ აქვს... ვეცადე დავმშვიდებულიყავი, მაგრამ მგონი მაინც არაფერი გამომივიდა.
www.caribbeanpirate.ucoz.com www.gossipgirl.ucoz.org
შეტყობინება შეასწორა saaali - ორშაბათი, 2010-12-27, 1:29 PM | |
|
|
|
|
|