ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
წყვდიადი

saaaliთარიღი: კვირა, 2010-12-26, 2:02 PM | შეტყობინება # 1
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
სახელწოდება: წყვდიადი
ავტორი: saaali
ბეტა: stupid_l@mb
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
ჟანრი: მელოდრამა, დრამა, რომანტიკა...
რეიტინგი:G (General)
პეირინგი: ბ.ს.
სტატუსი: წერის პროცესშია

პროლოგი

თვალები გავახილე და გაშტერებული ვიდექი.. ჩემს ირგვლივ სრული წყვდიადი იყო და სიცარიელე. თითქოს ვიღაცას დავემარხე მიწაში სადაც არც ხალხის ხმა აღწევს და არც დღის ნათელი ..არ ვიცი რა ადგილას ვიყავი, მაგრამ ეს ადგილი ღმერთს უხვად ჰქონდა დაჯილდოვებული სიცარიელით, სიბნელით და სიცივით; მაგრამ მერე ყველაფერი გავიაზრე და უფლის მადლობელი ვიყავი , რომ ესეთი სატანჯველი გამომიგზავნა.ეს და არა სიკვდილი.. ვინ თქვა რომ სიკვდილი ადამიანების ყველაზე მწარე სასჯელია ?? არა იგი მხოლოდ ლაჩრებისთვის არის, რომლებსაც ცხოვრების სირთულეების ეშინიათ და ბრძოლის მაგივრად გაურბიან მათ... მაგრამ განა მე თვითონ ლაჩარი არ ვარ ?? ყველაზე დიდი სულმდაბალი არსება ვარ რაც კი არსებობს დედამიწაზე და ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას რაც ჩავიდინე.. აი სწორედ ეს იყო ჩემი დასჯა! მე არ მოვკვდებოდი, ჩემს თავს შვებას არ მივცემდი პირიქით ჩემს შეცდომაზე პასუხს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაგებდი
..

პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - კვირა, 2010-12-26, 8:41 PM

DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-12-27, 7:57 PM | შეტყობინება # 16
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
saaali, არაა პრობლემა, ჩემო კარგო.. facebook_ზე მომწერე, თუ აქ არ ვიქნები და მერე მე უკან გამოგიგზავნი :*


★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 10:45 AM | შეტყობინება # 17
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
saaali, dzaan momewona pirveli tavi snegurochka snegurochka dzalian sainteresoa da kargad gaqvs yvelaferi gadmocemuli happy smile smile


bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 2:58 PM | შეტყობინება # 18

842
83  +
   ±
Offline
saaali, ohooo.ufro metad davinteresdiiii biggrin biggrin happy netav ra mouvida aseti bellas rom sheicvalaa? dzalian mainteresebs. imedia axal tavs dges dadeb :*

saaaliთარიღი: სამშაბათი, 2010-12-28, 9:43 PM | შეტყობინება # 19
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
თავი 2

კარები გამოვაღე,მანქანაში ჩავჯექი და უხმოდ დავქოქე. მთელი გზა ჩუმად ვიყავით და ხმა არცერთს არ ამოგვიღია.. ანდა რა უნდა მეთქვა ? ეხლაც კი მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე შეიცვალა. ადრე მოსიყვარულე და-ძმა ვიყავით. მის ცუდ მხარეებზე ყურადღებას არ ვამახვილებდი და არც ის ამახვილებდა ჩემსაზე. ეხლა კი, რასაც ქვია, გამოჭერაზე ვართ, მაგრამ დეიდა მართალი იყო.. ვერ გადავიტანდი მასაც რამე რომ მოსვლოდა და თანაც ჩემს გამო.. მეორედ, უკვე ამასთან გამკლავება აღარ გამომივიდოდა.
-გაკვეთილები 3_ზე მიმთავრდება და მანქანაში დაგხვდები,_საუბრის წამოწყება ვცადე.
-ბელა, არა მზრუნველი დაიკოს როლის თამაში საჭირო,_ უკმეხად ჩაიცინა,- ეხლა მანქანაში ჩვენს გარდა არავინაა.
ნუთუ? ერთი მაგრად ვხევდი იმ დიდ, გასიებულ, თვითკმაყოფილ სახეში! მაგრამ არა, საჭესთან ვზივარ და არ ღირს.. ჯობია ახლა დავმშვიდდე და აღარ გამოველაპარაკო.. „ტყუილად ვეცადე“, გავიფიქრე ჩემთვის. მართლა არ მომეწონა ესეთი პასუხი, მაგრამ მისგან სხვანაირი უფრო უნდა გამკვირვებოდა, ვიდრე ასეთი.
-ხო და მართლა, დღეს ჩემი, ძიძობა არ დაგჭირდება. შეგიძლია სახლში მარტო წახვიდე,_უცებ ამოყარა სიტყვები.
- ხოო? რატოომ? რა ხდება ასეთი? აბა როდის მოხვალ? _გაკვირვებული ვიყავი, მეგონა სახლში ფეხით წასვლა მე მომიწევდა.
-საერთოდ არ მოვალ. დღეს ნიკთან ვიქნები. აბა შენ ვინ აგიტანს?_მკითხა დამცინავად და ისე შემომხედა, თითქოს მისი მოსაბეზრებელი თაყვანისმცემელი ვიყავი.
- როგორც გინდა. მეც ეგ მაწუხებდა და ძალიანაც მიხარია მე რომ არ მომიწევს წასვლა,_არც მე დავრჩი ვალში და გამარჯვებულის გამომეტყველებით გავიხედე წინ.
- ხო კარგი, ოღონდ არ დაგავიწყდეს, ხვალისთვის დეიდას უთხარი რა დამჯერი ბიჭი ვარ. სკოლიდან მოვედით, ვისადილეთ და მერე მთელი საღამო წიგნიდან არ ამიღია თავი.. ბოლოს და ბოლოს, 12 საათისთვის მოვრჩი გაკვეთილებს და დავიძინე..მეორე დილასაც ასეთი საყვარელი ვიქნები, არაა?_შემომხედა და ძალით „ჰოლივუდური ღიმილით“ დამაჯილდოვა. უყურეთ ამას, თურმე კიდევ რა უნდა? კარგი, ეგრე იყოს, მისი სახლში არ ყოფნა მეც მაწყობს და ეშმაკურად გამეღიმა, როცა თავში რაღაც წვეტიანი აზრები მომაწვა.
-კარგი, ტაილერ, შევთანხმდით. ეგრე იყოს, _ ვუთხარი და გულუხვად გავუღიმე..
-აჰა, ეგრე არ ჯობია? კარგი, ახლა უნდა წავიდე... ძლივს მოვედით! რა ნელა ატარებ მანქანას, ლამის ჩამომეძინა,_ მიტრიალდა და კარების სახელურს ხელი მოკიდა, რომ გადასულიყო.. მაგრამ არც ესე სწრაფად, მეგობარო. უცებ დავუძახე:
- ოღონდ, სიჩუმეს თავისი ფასი აქვს, ხომ იცი? - უცებ სახე შეეცვალა. მაგარ ბიჭს აღარ გავდა, რომელიც წამის უკან მეჭყანებოდა.
-ხო, აბა მეც არ გამიკვირდა, უანგაროდ როგორ მეხმარება-თქო? - ოჰ საწყალი, რომ არ ვიცნობდე შემეცოდებოდა ეს საზიზღარი დონ-ჟუანი.
- რას ვიზამთ, პირობა ესეთია.. მე შენ გეხმარები და შენ მე.. ოღონდ შეიძლება დღეს და ხვალ არაფერი გთხოვო. ასე რომ სრულ მზადყოფნაში იყავი. რა იცი რა მომინდება,_ ჩანთას ხელი დავავლე და მანქანა ტრიუმფალურად დავტოვე, ისე რომ მისი სახისთვის არც შემიხედავ. ჯერ არ ვიცოდი ეს სურვილი რა იქნებოდა, მაგრამ თვითონაც მიხვდა რომ არაფერი კარგის იმედი არ უნდა ქონოდა.
სკოლის ეზოში შევედი და ნაცნობმა ადგილმა ჩემში ბევრი ნაცნობი და უცნობი შეგრძნება გამოიწვია. ყოველ წელს ასე იყო, მაგრამ არაა.. ამ წელს რაღაც სხვანაირი განცთა მქონდა და მშვენივრად ვხვდებოდი, რა იყო ის. ეზო მართლაც ძალიან ლამაზი იყო, უამრავი ხე, ბუჩქი და რამოდენიმე მოედანიც გაეკეთებინათ ზაფხულში სათამაშოდ. მასში ყოველთვის მხიარული სიცილ-კისკისს თუ გაიგონებდით : დილით, სასწავლო დღის დაწყებისგან და შუადღეს ამ დღის დასასრულისგან გამოწვეულს...
მაგრამ დღეს ეს სიხარული მეგობრების მთელი სამი თვის უნახავობისგან იყო გამოწვეული.. ეზო მანაქანებით, მოსწავლეებით და მშობლებით იყო გადაჭედილი.. ვდილობდი ამდენ ხალხში ჩემი ნაცნობები მეპოვა და ფეხისწვერებზე, კისერმოღერებული მივდიოდი წინ. აი როგორც იქნა ისინი.. ჩემი საუკეთესო მეგობრები, მაგრამ განსაკუთრებით ერთის დანახვა გამეხარდა.
როზალინდა ჯონსონი ლამაზი, შავგრემანი გოგონაა, სიმაღლით არც თუ ისე მაღალი ჩემზე, დაახლოებით ერთი თავით დაბალი. ულამაზესი, გრძელი, შავი, ატლასივით თმით და საყვარელი, ბავშვური, მრგვალი სახით, რომელსაც მუდმივად მისი მომხიბვლელი ღიმილი ამშვენებს. კბილები იმდენად თეთრი აქვს, რომ როცა იცინის ისინი ანათებენ მის სახეზე. ასეთი არის ჩემი დაქალი, ყოველ შემთხვევაში ასეთი მახსოვდა. როცა დავინახე კი პირი მაშინვე გაკვირვებისგან გავაღე და თვალებს ვერ ვუჯერებდი. ისიც ამავე მდგომარეობასი იყო.
-ღმერთო ჩემო, ბელა, ეს შენ ხარ? როგორ შეცვლილხარ! თითქოს სამი თვე კი არა სამი წელი გასულიყოს,_თვალებს ვერ უჯერებდა და მისი მესმოდა კიდეც, მართლაც ეგრე იყო.
- როუზ, ამის მერე შენ მე მეუბნები შეცვლაზე რამეს? ძლივს გიცანი მაგრამ ახალი სტილი მართლა ძალიან მოგიხდა,_სწორედ ის გოგონ,ა რომელიც აღვწერე, ჩემს წინ იდგა მოკლე თმებში, დახეულ ჯინსის შარვალში და ტყავის ქურთუკში. ვერ ვიჯერებდი! ძველ როუზს საერთოდ არ გავდა. მასთან შედარებით უფრო გიჟი, გადარეულიც იყო.. ძლივს გონზე მოვეგეთ თუ არა ერთმანეთს ათასნაირი წივილ-კივილით ჩავეხუტეთ და თან ადგილზე ვხტუნაობდით დიდიხანი. ბოლოს მაიკის ხმამ გამოგვაფხიზლა და მეც მივხვდი, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ბავშვი იყო. მაიკისაც მივესალმე. ისიც, როგორც როუზი, საშინლად იყო შეცვლილი. გარუჯული, შარშანდელთან შედარებით ბევრად მაღალი და ჭკუითაც გაზრდილი მეჩვენებოდა, მაგრამ მისი ცისფერი თვალები და თბილი მეგობრული ღიმილი უცვლელი იყო. შემდეგ პირველი ვინც დავინახე, ეს მისი და და ჩემი კლასელი-ამანდა როჯერსი იყო. უფრო სწორად, კი არ დავინახე მივხვდი, რადგან ისე შემომახტა რომ მის გარდა სხვა ასე არავინ მოიქცეოდა.
- მოიცა, ერთი კარგად შემოგხედო... ეს რა არის? რაც ჩემგან შორს იყავი მოდასაც დაშორდი როგორც ჩანს,_უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვიდრე ჩემთვის, - მაგრამ არაუშავს ამას აუცილებლად გამოვასწორებთ,_და მანაც გამიღიმა ისეთი ღიმილით როგორიც მე მიყვარდა.
-ბავშვებო, ყველანი ძალიან მომენატრეთ.. მართლა დიდი დრო გავიდა რაც არ გვინახავს ერთმანეთი,- და ეს მართლაც ესე იყო. ეს ადამიანები ჩემი ცხოვრების შემადგენლი ძირითადი ნაწილები იყვნენ ჩემი ოჯახის შემდეგ, მაგრამ რადგან იქ ყველაფერი თავდაყირა მაქვს ახლა მარტო ესენიღა დამრჩა.
აშკარად ცოტა უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, მიუხედავად იმისა რომ ეზოში საშინელი ყაყანი იყო.
-აი, მონატრებულმა ზარმაც დარეკა სამი თვის შემდეგ. მგონი დროა შევიდეთ და პირველ გაკვეთილზე არ დავიგვიანოთ,_ ასეთ სიტუაციებში შველა მხოლოდ მაიკს შეეძლო და ახლაც მან იხსნა ყველა და ასევე ზარმაც. მაშინვე დავიშალეთ და სკოლისაკენ გავემართეთ.
ვერც კი წარმოიდგენთ, რა გაჭედილი იყო შესასვლელი კარები. საერთოდ სკოლა დიდი 4 სართულიანი შენობა იყო, მაგრამ შესასვლელი მხოლოდ ერთი ფართო კარები ჰქონდა. სამწუხაროდ ყოველ დილით აქ ისეთი ამბავი იყო... სკოლაში როცა მოხვიდოდი, დაახლოებით 15 წუთი გჭირდებოდა შიგნით შესასვლელად. მით უმეტეს დღეს! გაორმაგებული თუ გასამმაგებული იყო ხალხის რაოდენობა, რადგან თითქმის ყველა მოსწავლეს მშობლები ახლდნენ. ამის დანახვაზე გული საშინლად მტკიოდა, მაგრამ ვცდილობდი ირგვლივ აღარ გამეხედა და რაც შემეძლო, მალე შევსულიყავი შენობაში. ბოლოს 5 წუთის შემდეგ, მეც შევძელი ცხვირის შეყოფა სკოლაში, დანარჩენებს დროებით დავემშვიდობე და ადმინისტრაციისკენ წავედი. დერეფანს გავუყევი და როდესაც იმ მუქ, ყავისფერ კარებს მივადექი, სადაც გარედან მიკრული იყო ‘ადმინისტრაცია’ მაშინვე ფრთხილად დავაკაკუნე. იქიდანაც საპასუხო ნებართვა მომესმა და მეც შევედი მზიან და ყვავილებით მორთულ ოთახში. პირველი რაც თვალში მომხვდა საწერი მაგიდა, უამრავი საბუთები აქა-იქ (მაგრამ მოწესრიგებული) და ლამაზი, საშუალო სიმაღლის და ასაკის სათვალეებიანი ქალი იყო. მისის კუპერი სკოლაში ბევრ საქმეებზე მუშაობდა, მაგრამ დღეს რატომღაც აქ გაამწესეს, რომ მოსწავლეებისთვის საჭირო კოორდინატები და ინფორმაცია მიეცა. მართალია დღე ახალი დაწყებული იყო, მაგრამ ქალს უკვე დაღლილის შეხედულება ჰქონდა.
-გამარჯობათ მისის კუპერ,_ შევეცადე რაც შემეძლო რბილად მეთქვა და თბილად გამეღიმა. საპასუხოდ მანაც ისევე ნაძალადევად გამიღიმა, როგორც მე.
-გამარჯობა ბელა! მიხარია კარგად რომ ხარ,_ ცოტა უხერხულად გაწითლდა ამის თქმის შემდეგ,- მართლა ძალიან ვწუხვარ შენი მშობლების გამო, ისინი შესანიშნავი ადამიანები იყვნენ.
მემგონი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამის მოსმენა ნამდვილად არ მინდოდა და მაშინვე გავაწყვეტინე,- მადლობთ თანაგრძნობისთვის, მისის კუპერ. ჯობია ჩემი ცხრილი გამოგართვათ და სწრაფად წავიდე გაკვეთილზე, თორემ უკვე კარგად დამაგვიანდა,_შეიძლება ცოტა უხეშადაც გამომივიდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ მადარდებდა.
- ხო, მართალი ხარ, ცოტა გამიგრძელდა მემგონი,_ თავის გასამართლებლად გაიცინა,- აი შენი ცხრილი. აქ ხელი მოაწერე და შეგიძლია წახვიდე გაკვეთილებზე.
მეც მოვაწერე ხელი რაღაც ფურცელზე, მისის კუპერს დავემშვიდობე და სასწრაფოდ წავედი იმ კაბინეტისაკენ სადაც გაკვეთილი მქონდა. ცხრილში ჩავიხედე, პირველი მათემატიკა იყო. სახე დამემანჭა. ნამდვილად არ მინდოდა ამ გაკვეთილით დაწყება, მაგრამ ვერსად გავექცეოდი..ასე რომ თამამად გავუყევი დერეფანს.
მათემატიკაზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ეს არც მიკვირდა. შესვლისას ჩემმა, მგონი სიცოცხლის ზღვარს გადაცილებულმა მასწავლებელმა, საყვედური მომაგება და ისე გამისტუმრა მერხისკენ. გაკვეთილი კი ნამდვილად მოწყენილობის სამეფო იყო, ისეთი როგორც ამ საგანს და ასეთი ასაკის კაცს შეეფერება. დრომ კი თავის თავს არ უღალატა და უდარდელად გაიწელა, თითქოს ჩემი ნერვების მოსაშლელად. გამოუვიდა კიდეც მგონი. როგორც კი ზარი დაირეკა მაშინვე გავვარდი კლასიდან ცეხლწაკიდებულივით და ცხრილს დავხედე. შემდეგი ისტორია მქონდა და თითქმის სკოლის მეორე ბოლოში უნდა მივსულიყავი. არა, აშკარად არ იყო კარგი დღე.
როგორც იქნა გაკვეთილები დამთავრდა და მეც შვებით ამოვისუნთქე. მეგობრებს დაღლილობის მიზეზით დავუძვერი და პირდაპირ ჩემი მანქანისკენ წავედი. ავტოსადგმოზე როგორც ყოველთვის ხალხი ირეოდა და ნახევარი უკვე ცარიელი იყო. მანქანაში ჩავჯექი და იმით ნასიამოვნებმა რომ დღეს მარტო ვიქნებოდი სახლში, გუნება გამომიკეთა და გახარებული გავუყევი ნაცნობ სკოლა-სახლის გზას.


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 10:17 AM | შეტყობინება # 20
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
saaali, magari tavi iyo yochag kargad wer dzaan mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi velodebi shemdeg tavs


DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 8:16 PM | შეტყობინება # 21
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
saaali, სიტუაცია თანდათან იკვეთება და მკითხველი უკვე ხვდება, რაშია საქმე... მაგრამ ჯერ ყველაფრი არაა ცნობილი happy
ძაალიან კარგი თავი იყო და ბევრი რამ გვითხრა (მაგალითად ის, რომ ძალიან ნიჭიერი და შესანიშნავი მწერალი ხარ happy )
მშობლების სიკვდილმა დაღი დაამჩნია ბელას ცხოვრებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მას კარგად წაადგება... სკოლის დაწყების ეპიზოდის კითხვის დროს დეჟავუ მქონდა biggrin
რაც შეეხევა ძამიკოოს... <_< ცოტა უხეში ბიჭია, მაგრამ დარწმუნებული ვარ დაიკოს მიმართ გულის სიღრმეში ძალიან კარგი გრზნობა აქვს happy
აბა, ასე გააგრძელეეე snegurochka snegurochka snegurochka snegurochka ძალიან კარგი გოოგ ხარ და ახალი თავები არ მოგვაკლოო :*



kristenთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 8:39 PM | შეტყობინება # 22
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
dzalian kargia momwons genacvaleeee. rogorc dikos isetive azrebi mawuxebs dzalian nichieri adamiani xar :* ase gaagrdzele da momdevno tavebis xilvis bedniereba mogveci biggrin


elle____თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 9:34 PM | შეტყობინება # 23
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaaan kargad vitardeba movlenebiiii : )))) dzaaaan kargiaaa :*:*:*:*:*:* dzaaan kargad wer, velodebi sheeeeemdeeeg taaaaavsss :*:*:*:*:*:*:*:*:*


saaaliთარიღი: კვირა, 2011-01-02, 0:34 AM | შეტყობინება # 24
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
madloba bavshvebo sul yvelas .. mixaria rom chems nawerebs rom kitxulobt da mogwont.. shevecdebi rom male davdo axali tavi ukve dawerili aris tan happy happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

DiiiK♥თარიღი: კვირა, 2011-01-02, 0:45 AM | შეტყობინება # 25
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
saaali, შენ კი არა მე შევეცდები biggrin ხვალ არა მგონია... და ზეგ ვეცდეებიიი :* :(((((((


♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 11:22 PM | შეტყობინება # 26
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dzalian dzalian dzalian magari iyo da dzalian kargad wer. yvelaferi gasagebad gaqvs agwerili da saertod momwons sheni stili. axla orive tavi ertad wavkitxe da dzalian momewona, yochag, martla nichieri xar. moutmenlad velodebi axal tavs happy happy happy happy happy snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 3:13 PM | შეტყობინება # 27
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
თავი 3

სახლში მისვლისთანავე ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ სახლის ცარიელი იყო, ყველაზე მყუდროდ თავს მაინც იქ ვგრძნობდი. ადგილი, სადაც ყველაზე დიდი ხანი მაქვს გატარებული ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მყუდრო, მოსახერხებელი და ჩუმი იყო, რაც მისი მთავარი ღირსება გახლდათ. მას ლაპარაკი არ შეეძლო, ჩემდა საბედნიეროდ... ოთახი ნამდვილად არ იყო საზეიმო ფერებში. კედლები ლურჯად შეეღებათ, ასევე მუქი იყო ფარდები და ამიტომ დღითაც კი ძლივს შემოდიოდა მზის სინათლე. აქ იყო ერთი საწოლი, სარკე თავისი ე.წ. „ტრილიაჟითურთ“, ზემოთ მოხსენიებული დიდი გარდერობი, საწერი მაგიდა (რომლეზეც ასევე განთავსებული იყო კომპიუტერი) და მის წინ ერთი სკამი. ოთახი ძალიან მაღალი არ იყო, მაგრამ ჩემთვის ესეც კმაროდა, რაც მთავარია მასში თავისუფლად ვეტეოდი.
აქ ყოველთვის მომწონდა ყოფნა. (რადგან „მიყვარხარ“ კიდევ მეორდება ამ წინადადებაში, აქ ჯობია „მომწონდა“ ყოფილიყო) რატომღაც ჩემი უსაყვარლესი ადგილი იყო და ამიტომაც მიყვარდა აქ შემოსვლა. დღესაც ასე ვიყავი. თავი ისევ იქ ვიგრძენი, სადაც უნდა ვყოფილიყავი,სადაც ჩემი ადგილი იყო . შესვლისთანავე ჩანთა მოვისროლე, სად დავარდა არც მახსოვს. საწოლოთან მივედი,პირქვე დავემხე და უეცრად რაღაც საშინელი თავისუფლება ვიგრძენი.
აღარ მახსოვს ასე რამდენი დრო გავიდა.. ერთი, ორი ან შეიძლება ბევრად მეტიც.. ყოველთვის მიკვირდა, როცა იქ ხარ სადაც გინდა ყოფნა რა მალე გადის დრო? არა, დრო საერთოდ არ უნდა მეხსენებინა. მასზე სასტიკი მგონი ამ ქვეყნად არაფერია იყო. რაც არ უნდა მოხდეს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თავისთვის მიდის და თუ არ გაყევი, ისე გადაგივლის, რომ ვერც ვეღარასდროს დაეწევი. შესაძლებელი რომ იყოს, თუნდაც ერთი საათით, იმ მშვენიერ წარსულში დაბრუნება და არაფრის შეცვლა, მაინც თანახმა ვიქნებოდი. ბევრ სურათებს გადავიღებდი, თითოეულ მომენტს დავაფიქსირებდი და საერთოდ, არაფერს დავტოვებდი უყურადღებოდ. მართალია ეს სურათები მერე უფრო დიდ ტკივილს მომაყენებდა, მაგრამ სამაგიეროდ მომხდარის დავიწყების უფლებას არ მომცემდა. ამის ნებას არც მე მივცემდი ჩემს თავს რა თქმა უნდა.
ნერვები მომეშალა ჩემს იდიოტურ ფიქრებზე და სწრაფად ავდექი საწოლიდან. მაგიდას მივუჯექი და კომპიუტერი ჩავრთე, თან წიგნებს ვიღებდი ჩანთიდან. ორი საქმის ერთდროულად გაკეთებას ვცდილობდი, მაგრამ რატომღაც ვხვდებოდი რომ რომელიღაცას არ გამოდიოდა. იმასაც ვხვდებოდი, ეს „რომელიღაცა“ რაც აღმოჩნდებოდა. ინტერნეტში შევედი, ფოსტა შევამოწმე და მალევე გამოვედი. არავის წერილი არ დამხვედრია და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. რა უცნაურია რომ კომპიუტერთან ვიჯექი და ამას ვფიქრობდი. აშკარად რაღაც ვერ იყო ჩემს თავს და ამას მეც კარგად ვხვდები.
ბოლოს მაინც გაკვეთილებს მივუბრუნდი და მეცადინეობა დავიწყე. საერთოდ, ყოველთვის ძნელი გაკვეთილებით ვიწყებდი და შემდეგ ვაკეთებდი ადვილებს. არ მინდოდა , რთული საკითხები გვიანობისთვის შემომეტოვებინა და მერე წიგნზე ჩამომძინებოდა. ასე ორმაგად დავზარალდებოდი : ვერც გაკვეთილს ვისწავლიდი და ვერც წესიერად გამოვიძინებდი. ასე, რომ ტრადიციას არ ვუღალატე და საძულველი მათემატიკა გადავშალე. ხოო, აშკარად ამის სწავლის განმავლობაში ბევრი დრო გვიდოდა და კარგადაც დავიღლებოდი.. დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოვრჩი მათემატიკას და მერე ინგლისურს მივუბრუნდი. ნამდვილად მიყვარდა ეს გაკვეთილი, პირველი იმიტომ, რომ მშობლიური ენა იყო და მეორეც, ადვილად ვსწავლობდი ხოლმე.. ასე ადვილი-ძნელი საგნების პაექრობით დაახლოებით, მგონი 5-მა საათმა გაირა, სანამ ბოლომდე არ დავამთავრე მეცადინეობა.. უკვე 8 საათი იყო მოსული. ძილისთვის ნამდვილად ზედმეტად ადრე იყო, რამე უნდა მომეფიქრებინა დროის გასაყვანად. პირველ სართულზე ჩავედი და სამზარეულოსკენ გავშურე. მაცივარი გამოვაღე და იქაურობას თვალი გადავავლე.. საჭმელები, ბოსტნეულის და წვენების გარდა არაფერი იყო, შიმშილი კი ნამდვილად არ მაწუხებდა. მისაღები ოთახისკენ გავეშურე, სავარძელში გემრიელად მოვიკალათე და ტელევიზორი ჩავრთე. იქნებ რაიმე საინტერესო გადაცემა ან ფილმი მეპოვა და დრო ამით გამეყვანა. უშედეგო ძებნის შემდეგ ტელევიზორი გამოვრთე და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი და საწოლზე დავჯექი. სულელივით ერთ წერტილს მივშტერებოდი, უფრო სწორად უსაქმურივით, რომელსაც ბუზების თვლის მეტი საქმე არ ჰქონდა. უცებ, დაწერა მომინდა და ჩემი დღიურის ძებნა დავიწყე.. საბანის ქვეშ ხელი შევყავი და გამოვიღე, გავფერთხე რომ მტვერი მომეცილებინა და გადავშალე.. ბოლო ნაწერს თვალი მოვავლე და როდესაც თვე დავინახე, ნაწერის ქვემოთ გული რაღაც უცნაურად ტკივილით და სინანულით შემეკუმშა. ბოლოს მაისში მქონდა დაწერილი, მას მერე იმდენი დრო გავიდა, ასე მეგონა, ეს სამი თვე კი არა, უზარმაზარი წელი იყო.. ტკივილის წელი, რომელიც სამუდამოდ გამყვება თან და სიმშვიდის საშუალებას სამუდამოდ დამიკარგავს..
საწერი კალამი მოვიმარჯვე და წერა დავიწყე:

დამატებულია (2011-01-06, 3:12 PM)
---------------------------------------------
„გამარჯობა! მას შემდეგ, რაც აქ ბოლოს დავწერე, დიდი დრო გავიდა, ძალიან დიდი და ბევრი რამ შეიცვალა.. საერთოდ, არავისთვის არ მომიყოლია ამის შესახებ, მაგრამ ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ. ვიცი, რომ ვიღაცასთან დალაპარაკება მჭირდება და იმედი მაქვს, რომ შენთან საუბარი ახლაც ისევე დამეხმარება, როგორც ადრე.
მაისში, როდესაც სასწავლო წელი დავამთავრეთ და ამ ცერემონიის შემდეგ ხალხი დაიშალა, ყველა სახლებში წავიდა, თითქმის ყველა.. მე და ჩემი კლასელები ამ დღისთვის დიდი ხანი ვგეგმავდით წვეულების გამართვას.. ჯონმა (ჩემმა კლასელმა და ასევე მეგობარმა) თავისი სახლი ზრდილობიანად შემოგვთავაზა, რომელიც ქალაქიდან რამოდენიმე მილის მანძილზე იყო. მართლაც და ამ საბედისწერო, მშვენიერ დღეს ამინდიც გადასარევი იყო, ანუ ჩვენს გეგმებს ხელს არაფერი უშლიდა... ამიტომ, როგორც კი სკოლიდან მოვედი, მაშინვე ჩანთა დავაგდე და წავედი.. გარეთ რომ გამოვედი მაიკის მანქანა დავინახე და მისკენ გავემართე.. გზა ნამდვილად არ იყო მოსაწყენი, მითუმეტეს ამდენი ბავშვები ვიყავით და კარგადაც ვხალისობდით... ამიტომ, ისე მალე მივედით, რომ დროის გასვლა საერთოდ ვერ შევამჩნიეთ.. როდესაც მანქანიდან გადმოვედით, ნამდვილად თვალწარმტაცი სანახაობა დაგვიდგა თვალწინ... ტიპიური ამერიკული, საკუთარი სახლების ქუჩა იყო, ყველა ერთი ზომის და ფერის, თავიანთი პატარა გაკრეჭილი გაზონებით ნამდვილად სიმშვიდეს ფენდა ყველა იქ მცხოვრების სახლს..
ჯონის სახლი ორსართულიანი იყო და მართალია, არც ისეთი ბუმერაზი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც საყვარელი სხვების ფონზე.. შიგნით რომ შევედი, ჩემს განცვიფრებას, უკვე ვეღარ ვმალავდი და ყველაფერი სახეზე მეწერა.. ბუშტები, ათასგვარი გაფორმება და მუსიკა იქაურობას ნამდვილ ჯადოსნურ ადგილად აქცევდა..როდესაც სხვა ოთახში გავედი, იქაც უხვად იყო ისეთი რაღაცეები, რაც პირველში და სხვებში, მაგრამ იქ ვიღაცას სცენა დაეყენებინა და წინ დიდი თავისუფალი ადგილი დაეტოვებინა... ზუსტად არც მახსოვდა რა უკრავდა, მაგრამ თითქმის ყველა ცეკვავდა.. ჩვენც სიტუაციას მოვერგეთ და დალევაც კი დავიწყეთ, მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა კლასელები ვიყავით (მე ასე მეგონა) აღმოჩნდა , რომ აქა-იქ უცხოებიც გარეულიყვნენ. სიმართლე გითხრა, მათი არც სახელი და არც გვარი არ მახსოვს, რადგან სასმელს უკვე კარგად ვყავდი გაბრუებული და ფეხზე ძლივს ვიდექი.
მართლაც, რომ კარგად გავერთეთ. წვეულება ან ალბათ უფრო თინეიჯერების ფართი შესანიშნავად დასრულდა.. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა და ყველა კმაყოფილი იყო.. ძალიან ბევრი ბავშვი იყო უმანქანოდ და ამ მხრივ ცოტა პრობლემა შეიქმნა. ზოგმა ტაქსი გამოიძახა, ერთეულებს იქვე ეყენათ მანქანა და უმეტესობის სახლამდე მისვლა კი მაიკის მთავარი საზრუნავი გახდა.. მართალია მეც შემომთავაზა წაგიყვანო, მაგრამ შემეცოდა, ჩემს გარდაც ისედაც ძალიან ბევრი ჰყავდა მისაყვანი და თან თვითონაც უნდოდა დასვენება.. ამიტომ მეც ტელეფონი ამოვიგე და მამაჩემს დავურეკე. ტელეფონი მალევე აიღო და შეშინებულმა მკითხა სად ვიყავი.. მეც მოკლედ ავუხსენი ყველაფერი და ვუთხარი მოსულიყო და წავეყვანე.. მამამ მითხრა რომ ზუსტად ახლა მორჩენილიყვნენ ის და დედა მუშაობას და ეხლავე წამოვალთო..მეტი აღარაფერი უთქვამს და ტელეფონი გამითიშა.. დახლოებით ნახევარ საათში მოვიდნენ და მეც სიტყვის უთქმელად ჩავჯექი მანქანაში.. მათაც არ მოუბეზრებიათ კითხვებით თავი, ეტყობა მიხვდენ რომ ახლა ლაპარაკის თავი არ მქონდა და ამიტომ თავიანთ სამსახურზე და როგორც ყური მოვკარი, მგონი გახარებულები, დაწინაურებაზე ლაპარაკობდნენ.. მეც შიგადაშიგ ჩავერთვებოდი ხოლმე თან ისე, რომ ნახევრად მეძინა.. მაგრამ უეცრად საშინელმა სინათლემ და მოცურების ხმამ გამომაღვიძა... დავინახე, მანქანამ როგორ მოუხვია და ჩვენ პირდაპირ ტყისკენ გავქანდით უზომო სისწრაფით..“

წერა უეცარმა ზარმა შემაწყვეტინა.. ცოტა არ იყოს, ასეთ დროს ნამდვილად არავის ზარს არ ველოდებოდი.. უფრო მეტად კი ის გამიკვირდა როცა ნომერს დავხედე და დავინახე, რომ ტაილერი მირეკავდა.

დამატებულია (2011-01-06, 3:13 PM)
---------------------------------------------
madloba bavshvebo rom kitxulobt da mogwont chemi fiki happy happy happy


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 4:58 PM | შეტყობინება # 28

842
83  +
   ±
Offline
saaali, აჰაააა. საიდუმლოც გაიხსნაააა. როგორ მაინტერესებდა happy ძაალიან კარგი თავი იყოო. ძალიან ნიჭიერი ხარ snegurochka ახლა ის მაინტერესებს ბელას და მის ძმას რატომ აქვს ცუდი უერთიერთობა? ალბათ ამ ავარიის გამო. ველოდები შემდეგ ტაავს :*

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 6:31 PM | შეტყობინება # 29
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au sal, rogorc yoveltvis dzaan magari tavi iyo, tan saidumloc gaixsna, rac dzalian gamixarda biggrin ai tavis dzmastan urtiertobas rac sheexeba, ki vfiqrob rom bellas abralebs mshoblebis sikvdils, raxanc bellam daureka modito, gamovicani? biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 6:43 PM | შეტყობინება # 30
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
saaali, wow yochag sali dzaan magari tavi iyo kargia rom gairkva ra daemartat bellas mshoblebs dzaan mainteresebs ra moxdeba shemdegshi imedia shemdegi tavi male iqneba

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა: