ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მომავლის კარი

Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2013-07-12, 10:28 PM | შეტყობინება # 46

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ახალ თავს შაბათს დავდებ

Mari_Amiთარიღი: კვირა, 2013-07-14, 6:01 PM | შეტყობინება # 47

436
7  +
9  ±
   ±
Offline
თავი 6

-ოჰ,ნიკა..როგორ შემაშინე!-გულაჩქარებულმა სწრაფად წარმოთქვა და მის წინ მდგარ ბიჭს მხარზე ხელი დაარტყა.
-არ მელოდი..მშვენიერია.- მოწონებით ჩაილაპარაკა და ანას მიუახლოვდა.
-რამ შეგაწუხა?-ბიჭის სიახლოვით დაეჭვებულმა მიმართა და თან შეათვალიერა. სახე თითქმის არ უჩანდა. სიბნელემ შთანთქა მისი ნაკვთები,ოდნავი ნიავი თმას ურხევდა ბიჭს,რომელიც ცალ ფეხზე დაყრდნობილიყო,ერთი ხელი შარვლის ჯიბეში ჩაედო,მეორე ხელი კი ანასკენ გაეშვირა.
-შენთან პატარა საქმე მაქვს.-ჩაახველა და უფრო ნელა განაგრძო:-ამ ხუთშაბათს ჩემს სახლში ვიკრიბებით და შენც ხომ წამოხვალ? უარი არ მიიღება.
-წამოვალ,მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ ერთი მეგობრის წამოყვანაზე დამთანხმდები.-ანამ მომხიბვლელი თვალები მიაპყრო ბიჭს და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
-მოსულა,ვინც გინდა ის გახლდეს თან.- გაუცინა და ცალ ლოყაზე გაშვერილი ხელი ჩამოუსვა. გოგონა ოდნავ შეირხა,სახეზე მკრთალმა სიწითლემ გადაურბინა.ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა,ისე რომ მის წინ მდგარს არაფერი შეუმჩნევია.
-ხუთშაბათს, 7 საათზე გელოდები,შეხვედრამდე.- ახალგაზრდამ თვალი ჩაუკრა და უკან გაბრუნდა.
-გაიძვერა.-ჩაილაპარაკა ანამ თავისთვის,შემდეგ კი თავადაც შინისაკენ წავიდა.
გოგონა გზას იკვლევდა ჩაბნელებულ ქუჩაზე.მთვარის შუქი სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა. ხეები თავს ვერ იმაგრებდნენ ცდუნებისგან,ქარის ხმას მიჰყვებოდნენ უგზო-უკვლოდ. თავიანთ მტერს ემორჩილებოდნენ და არც ანაღვლებდათ მომავლი.ცხოვრობდნენ დღევანდელობით,ქარიზმატულად. ანა ამ თავბრუდამხვევმა წუთებმა გაიტაცა, ფოთლებით დაფარულ გზას თვალები მოაცილა და ფიქრებში ჩაიძირა. ნეტავ რა გძნობა იყო ის,სიწითლემ რომ მოიცვა მისი სახე? ნუთუ ძველი დრო ამოუტივტივდა გონებაში და რაღაც ლტოლვა კვლავ განაღვიძა? ან იქნებ მხოლოდ წამიერი უმანკო გრძნობა დაეუფლა? არა,ეს არ იყო ძველი სიყვარულის გადმონაშთი. თუმცა არც მაშინ ჰქონდა წმინდა გრძნობა,რასაც ნამდვილ პირველ სიყვარულს ვეძახით,ეს გახლდათ წამიერი გატაცება და მეტი არაფერი. შეიძლება ამით მხოლოდ თავს ინუგეშებდა გოგონა და ცდილობდა გრძნობები უერყო. ასე, თუ ისე,სახლის ჭიშკართან მისულმა ეს ყოვლად არაფრისმაქნისი ფიქრები უკუაგდო და კარები შეაღო. ისევ იგივე სურათი,რაც ყოველდღე ხვდებოდა.თითქმის მდუმარე სახლი,დაძველებული კედლები,ყველაფერი გულისამრევად ეჩვენებოდა.ოჰ რომ შესძლებოდა,წამითაც არ დაფიქრდებოდა ისე გაეცლებოდა ამ ჯოჯოხეთს. მისაღებში შევიდა,რომელსაც ანა ხშირად თავის ოთახს უწოდებდა. სიანთლე აანთნო,ჩვეულებრვ სახლში დაბრუნებული ვერ ძლებდა სიბნელეში,თუმცა გარეთ გასულს ეს სიამოვნებად მიაჩნდა.ზურგჩანთა და პალტო დივანზე დადო, თავად კი სამზარეულოში გავიდა. აქაც შუქი აანთო,ის იყო მაცივრის კარები უნდა გაეხსნა,რომ მაგიდასთან მჯდარი ქალის სილუეტი შეამჩნია.
-ოჰ,დედა როგორ შემაშინე. რას აკეთებდი აქ,მარტო,თან სიბნელეში?- დაეკითხა გოგონა.
-მოდი ჩემთან,ჩამოჯექი.-მიუგო ქალბატონმა და სკამზე ანიშნა. შემდეგ კი განაგრძო:
-შენ სჯობს მითხრა როგორ მიდის შენი საქმეები? ხომ იცი,ფული უნდა მოაგროვო,რომ სწავლა განაგრძო,თორემ მამა..-აქ მას ხმა ჩაუწყდა და სიტყვა შეანაცვლა:-თორემ გიორგი ჯერ ვერ ამოსულა ვალებიდან.
-სწორად აღნიშნე,იგი მამაჩემი არ არის და ამას ვერც ვერასდროს ეღირსება. სულაც სად არის? უკვე ათს გადასცილდა.
-გამაფრთხილა,რომ დღეს ვერ მოვიდოდა,რა საქმეზეა არ ვიცი.-ნერვიულად წარმოთქვა ქალმა და გოგონას თვალი აარიდა.
-აი,ხედავ!- ცინიკურად გაიცინა ანამ და კვლავ განაგრძო იმავე ტონით:-არ იცი სად დადის,როდის მოვა,ან თუ დაბრუნდება საერთოდ.
-გეყოფა ანა,უფლება არ გაქვს განსაჯო!- დაიცვა ქალმა თავისი ქმარი.
-კარგი..-გოგონა ჩაფიქრდა,უნდოდა თემა შეეცვალა და ცოტაოდენი დუმილის შემდეგ დაიწყო:-დღეს ნიკა შემხვდა,მითხრა,რომ სახლში წვეულებას აწყობს.
-უნდა წახვიდე?-დაეკითხა დედა.
-რატომაც არა? ჩვენ შორის ყველაფერი გარკვეულია,თანაც იცის რომ აღარ მაინტერესებს და ალბათ თავადაც მასე გრძნობს.
-შეიძლება შენი მიპატიჟებით სურს გაანახლოს თქვენი ურთიერთობა?-კვლავ არ ეშვებოდა ქალი.
-ცირა,თუ შეიძლება ნუ მსჯელობ მასე!- მშვიდად მიმართა ანამ.რატომღაც ეუხერხულებოდა ამ საკითხე საუბარი ქალთან,რომელიც არასდროს დალაპარაკებია სიყვარულზე.
-თანაც მარტო არ მივდივარ,თანმხლები მეყოლება!-წარმოთქვა თამამად.
-მაინც ვინ წამოგყვება,ანა?-მოულოდნელობისგან შეძრწუნებული მიაშტერდა გოგონას,შემდეგ კი თითქოს მიხვდა იმ ადამიანის ვინაობას, გაკვირვებისგან შეჰკივლა. ანამ კი დედის მიხვედრილობით კმაყოფილმა ღრმად გაიცინა.

littlegirlთარიღი: ორშაბათი, 2013-07-15, 1:52 PM | შეტყობინება # 48
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
uum happy



Mari_Amiთარიღი: პარასკევი, 2013-08-23, 1:41 AM | შეტყობინება # 49

436
7  +
9  ±
   ±
Offline
აბა დავდო ახალი თავი? რაღაც არ აკტიურობთ ))

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2013-09-30, 3:37 PM | შეტყობინება # 50
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
agar agrdzeleb? :/


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2013-12-21, 7:41 PM | შეტყობინება # 51

436
7  +
9  ±
   ±
Offline
მაშ ერთხელ კიდევ ვცდი და დავდებ. (:

Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2013-12-21, 7:42 PM | შეტყობინება # 52

436
7  +
9  ±
   ±
Offline
თავი 7

დილით ანა ჩვეულებრივზე უფრო ხალისიანი მიაბიჯებდა ქუჩაში,გაჩერებასთან შეჩერდა და ყურსასმენები გაიკეთა.მალე მარშრუტმა ჩამოიარა,მისდა გასაკვირად ბევრი ხალხი არ აღმოჩნდა და თავისუფლად ჩამოჯდა სავარძელზე. იმავ წამს გვერდით ერთმა ახალგაზრდა გოგომ დაიკავა ადგილი. 23-25 წელზე მეტს ვერ მისცემდა კაცი. ანა სახეზე მიაშტერდა,მკვეთრი მაკიაჟი კიდევ უფრო კვეთდა სახის ნაკვთებს. შავგვრემანის ლამაზი ცხვირი,წინ გამოწეული ღაწვები, ატმისფერი ბაგეები და თამამი შავი თვალები ირგვლივ მყოფთ მამაკაცთა ვნებებს აღვიძებდა. ამავე დროს დამკვირვებელმა შეხედა ფეხზე მდგომ 32-34 წლის მამაკაცს.გოგონამ მის მზერას თვალი გააყოლა და როცა შეამჩნია სად მთავრდებოდა, ტუჩებზე ღიმილი გამოეხატა. ოჰ, რა საცოდავი იყო მამაკაცის ტრფობა მისგან მილიონი მანძილით დაშორებულ ქალზე. როგორი ცდუნება იყო მოკლე,მოხდენილი კაბა,მასთან კარგად შერწყმული ფეხსაცმელი და სწორად არჩეული სუვერინები. ოჰ,ყალბი სამკაულები,თითქოს, მართლაც ყელსაბამსა და საყურეს ძვირფასი თვლები ამშვენებდეს. შავგვრემანმაც დაიჭირა არანაკლებ სიმპატიური მამაკაცის მზერა და კმაყოფილებით აათამაშა თავისი თლილი თითები. დრო და დრო ცალი თვალით გახედავდა მას და თავს მაღლა ასწევდა. კიდევ უფრო მომაჯადოვებლად ეჩვენებოდა ფეხზე მდგომს ქალის ჩამოსხმული ყელი.ალბათ ნატრობდა,როდის დააკვდებოდა მისი ბაგეები ამ მშვენებას,მაგრამ შეუძლებლისკენ სწრაფვა ხომ ფუჭი დროის კარგვაა. ანა აღტაცებული შესცქეროდა ამ სანახაობას და ერთხანს თითქოს დიტოს შეხედულებაზე დადგა,მაგრამ ეს აზრი მაშინავე თავიდან მოიცილა.თუ მამაკაცი გაბედავდა პირველი მოქმედებას,ქალიც მაშინვე აჰყვებოდა მაცდურ თამაშს.სულ მალე მარშრუტის კარები გაიღო და აგერ მეორე მამაკაცი თავის თანმხლებ ქალბატონთან ერთად ამოვიდა. პარტნიორის შეხედულება ასი წლის მოხუცს მოგაგონებდათ. არადა 30 წელზე მეტის არ იქნებოდა. ჩანდა თავისი მეუღლე ძლიერ ეტრფოდა მას. ამოსვლისთანავე ანამ ყურადღება მიაპყრო წყვილის ხელებს,რომლებიც ერთმანეთს ძლიერ ჩაშჭიდებოდენ. მაგრამ აი ეშმაკის თვალები სად იჩენს თავს. ამ მოწიფულმა მამაკაცმა ერთი მზერით შეათვალიერა ანას გვერძე მჯდომი. თუმცა ანა გრძნობდა რომ მისგან სულ სხვა ტრფობა მოდიოდა,რაღაც წმინდა თავშეკავებული.წამით ამ მამაკაცისა და ანას თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. იგი კარგად დააკვირდა მამხილებელ თვალებს და იგრძნო სრულიად მშვიდ თვალებში რაოდენ სევდა ჩამდგარიყო,დიახ, სინანული იმ ქალის მიმართ,რომელიც ასე კარგად იწონებდა თავს. მარშრუტი გაჩერდა და გოგონა ფეხზე წამოდგა. ერთ წამში ორივე მათგანს მოავლო თვალი,კვლავ კმაყოფილებით გაიღიმა და ფეხზე მდგომ მამაკაცს სულ ახლოს ჩაუარა,მხოლოდ ერთი ბიძგი სჭირდებოდათ,რომ ერთმანეთს მთელი სხეულით მიჰკვროდენ. მამაკაცს თავბრუ დაახვია ქალის გასაგიჟებელმა სურნელებამ.კარი დაიკეტა და ახლა შიგნიდან უყურებდა უკვე შორს წასულ სილუეტს.მეორე გაჩერებაზეც კარი გაიღო,ამჯერად ვეღარ მოუთმინა გულმა და სწრაფი ნაბიჯით ჩავიდა მარშრუტიდან,უკან მიემართებოდა გაუჩერებლად და ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა –„მშვენიერია,გრანდიოზულია,ფანტასტიურია!“-ფიქრებში გართული აღრფთოვანებით გაიძახოდა ანა,შემდეგ კი შეამჩნია რომ დიტოს სახლს კარგა მანძილით გამოსცდენოდა. ბოლო გაჩერებაზე გინებით ჩამოვიდა და გზას ჩქარი ნაბიჯით უკან გაუყვა.
-15 წუთით შეგაგვიანდა.- სახლში შესულს შეეგება დიტოს სიტყვები.
-დილამშვიდობისა…ბოდიშს ვიხდი,- ნელ-ნელა საუბრობდა,თან სულს ითქვამდა.
-ჩანს ძალიან ჩქარობდი,დაისვენე და შემდეგ მომართვი სადილი.
-საწოლიდან ვინ აგაყენათ?- დასვენების შემდეგ ანამ თვალი შეავლო ეტლს და მასზე მჯდომ ახალგაზრდას.
-საწოლში გაჩერება აღარ შემეძლო და გაბრიელს ვუბრძანე ეტლში ჩავესვი. კი ძალიან იწვალა,მაგრამ მოუხდება. ბოლო დროს ტლანქი გახდა.
- კარგი,დღეისთვის რა მოვამზადო?-ჰკითხა ანამ და სამზარეულოში გაიქცა.
-რაც შენს ნორჩ გულს გაეხარდება,- სიცილით წარმოთქვა დიტომ და გოგონამაც იმავე ჟესტით უპასუხა.
სადილის მირთმევის შემდეგ ანამ ბიჭი მისაღებ ოთახში გაიყვანა,თავად სავარძელზე მოეწყო,ცოტაოდენი დუმილის შემდეგ მთელი სერიოზულობით,რასაც თან ახლდა საოცრად ნაზი ტონი, საუბარი წამოიწყო:
-დიტო მინდა ჩემთან ერთდა წვეულებაზე წამოხვიდეთ.
-არა,- ღიმილით,მოკლედ მოუჭრა ახალგაზრდამ.
-ერთმა ნაცნობმა მიმიწვია და მსურს თქვენთან ერთად წასვლა,-კვლავ აგრძელებდა ანა.
-წარმოუდგენელია,- ისევ ღიმილით გამოეპასუხა დიტო შემოთავაზებას.
-მერწმუნეთ,იქ მშვენიერ დროს გაატარებთ.
-შეუძლებელია,-ირონია გაისმა ბიჭის ხმაში.
-თავს არ შეგაწყენთ,-დაბალ ხმაზე წარმოთქვა გოგონამ. დიტომ ელექტრო ეტლი მომართა და ანას პირისპირ,სულ ახლოს შეაჩერა.
-ახლა რომ კომპანიონობა გაგიწიო,როგორ გგონია საიმედო დასაყრდენი ვიქნები?
-სავსებით,-მიმართა მან და ლამაზი თვალები მიაპყრო. ბიჭი თითქოს მზერამ დაიმონაო,მაშინვე დათანხმდა და შემდეგ მოუთმენლად ჰკითხა:
-მაშ როდის არის ეგ შენი საქები წვეულება?
-ხუთშაბათს 7 საათზე,-მოკლედ უპასუხა და ახალი კითხვის მოლოდინში გაინაბა.
-ორ დღეში ვფიქრობ სრულებით მოვასწრებთ მომზადებას,-აღფრთოვანებული ხმით წამოიძახა ახალგაზრდამ.
-ანუ..თქვენ..რას აპირებთ?- ნაწყვეტ-ნაწყვეტ,გაუგებრად წარმოთქვა ანამ.
-დიახ,ჩემო კარგო,- კეთილშობილურად გაუღიმა გოგონას.
-მე ვერ ვისარგებლებ თქვენი შემოთავაზებით.
-ისარგებლებ და თანაც როგორ! კარგი, კარგი წამოდექი ფეხზე და პალტო ჩაიცვი. მაღაზიები გელოდებიან,- კვლავ იმავე ტონით წამოიძახა დიტომ. გოგონა აღარ შეწინააღმდეგებია. მაშინვე წამოდგა,დიტოს მოსაცმელი წამოასხა. შემდეგ თავისი პალტო და ზურგჩანთა ბიჭის მუხლებზე მოათავსა და ორივე გარეთ, ახალი სიამოვნების შესაგებებლად გაემართა.

***
ავტომანქანა ერთ-ერთი მაღაზიის წინ გაჩერდა. წუთის შემდეგ ანა თავის პარტნიორთან ერთად შიგნით აღმოჩნდა. გოგონამ ათობით კაბა შეიტანა გასახდელში და საათობით ისინჯავდა.ბოლოს წითელ,გულღია კაბაში გამოწყობილი წარსდგა დიტოს წინაშე.
-აი ეს..მმ მშვენიერია,-თავისი ტანის სილამაზით მოჯადოებულმა წამოიძახა.
-მართლაც,საშინელია!-აღშფოთებით წარმოთქვა ყმაწვილმა.
-ნუთუ არ მოგწონთ?!-გაოცებით შეჰკივლა გოგონამ და დიტოს მიაშტერდა.
-რა თქმა უნდა, არა,-წამით შეჩერდა.სიტყვებს აყალიბებდა,რათა თავისი სისწორე დაემტკიცებინა,შემდეგ კი დაიწყო:
-ეს კაბა..როგორ გითხრა, ვულგალური მეჩვენება.არც დიზაინია მეტად სახარბიელო.
გოგონამ კიდევ ერთხელ შეათვალიერია თავისი თავი სარკეში.-„ქერა ქალბატონისთვის წითელი ფერი მართლაც საჭიროზე მეტად გამომწვევია,“-გაიფიქრა მან და წუთის შემდეგ ნაზად წარმოთქვა:-ალბათ მართალი ხართ,- ბიჭმა შვებით ამოისუნთქა და მოთმინებით დაელოდა შემდეგ ჩვენებას. ამჯერად ანა ლურჯ,თითქმის გამჭირვალე კაბაში გამოჩნდა. გრძელ,ლურჯ კაბაზე შავად მოქარგული ყვავილები მეტად მომხიბვლელსა და წარმტაცს ხდიდა გოგონას ფიგურას. ანამ წამით შენიშნა თანმხლების მოქუფრული სახე,მაშინვე შავი მოსაცმელი წამოისხა და ახლა ასე შეეცადა თავის მოწონებას. ბიჭმა ოდნავ უკან გასწია სავარძელი, უნდოდა უფრო შორიდან შეეფასებინა ეს მშვენიერება,ბოლოს უკმაყოფილომ გადაწყვეტილება მიიღო:
-ვისაც უბრალო გემოვნება აქვს,მას ცოტას ხილვაც კი აგიჟებს. ასეთი კაცი კი იოლი შესაფასებელია,- ანა ამ სიტყვებზე ცოტა წამოწითლდა,რაც გაბრაზების პირველ ნიშნებზე მეტყველებდა. ხმისამოუღებლად უკან,გასახდელში გაბრუნდა და ზანტად შეუდგა ახალი ტანსაცმლის მოსინჯვას.ამჯერად იგი წარსდგა “ელი სააბის“ კრემისფერ კაბაში,რომელსაც წელზე ოქროსფერი ატლასის სამაგრი ამშვენებდა,მუხლებამდე დაშვებული კაბა ხაზს უსვამდა ანას ნაზ ფეხებს. მარგალიტის თვლებით გაწყობილი მკლავები კი კვეთდა თლილ თითებს, გოგონას კანი სიფერმკრთალით დამშვენებულიყო.დიტოს სწორედ ასეთი სურდა ეხილა .
-ფანტასტიურია,- შენიშნა მან. ანამ კმაყოფილებისგან ხელები მაღლა ასწია და სიამოვნების გრძნობა დაეუფლა.
-თანახმა ხარ?
-რასაკვირველია,-გოგონას სილამაზით დაბრმავებულმა ფული არ დაინანა. თვალებგაბრწყინებულმა მოლარემ საკრედიტო ბარათი გაატარა და ნიშნის მოგებით კოლეგას გადახედა.
ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე მაღაზიაში შეიარეს. ანამ შეიძინა ოქროსფერი ფეხსაცმელი და ასევე ამ ფერში გადაწყვეტილი ხელჩანთა,რომელებიც ჰაეროვნად ერწყმოდა კაბის სტილს.
-დღეს შენი დღე იყო,ანა,- საკუთარ ბინაში მისულმა ყმაწვილმა შვებით ამოისუნთქა და გოგონას გადახედა.
-არც კი ვიცი რა გითხრათ..-დაიწყო მან და მთელი მომხიბვლელობით აათამაშა მაგიდაზე დაწყობილი თითები.დიტო უხერხულობის გაფანტვას შეეცადა და უთხრა:
-ჩათვალე ეს მხოლოდ ერთი დღის საჩუქარია,- ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ კი გადაწყვიტა პირადად გადაეცა დაუკითხავად ნაყიდი სუნამო. სავარძლის ჯიბიდან ხელის კანკალით ამოიღო „ელი სააბის“ ფირმის,პატარა,დახვეწილ კოლოფში ჩადებული ძვირფასი სუვენირი.დაქანცულობისგან გოგონას ერთხანს ყურადღება არ მიუქცევია ბიჭის მოძრაობისთვის,მაგრამ თავისდაუნებურად თვალი გაექცა.
-ეს რა ნივთია?-წარმოთქვა გაკვირვებით და ხელით კოლოფზე ანიშნა.
-მე მიყვარს მოგზაურობა,ხოლო ახალი ადგილები - ახალი არომატია, - უპასუხა სავსებით სერიოზული ხმით და ანას სუნამო გაუწოდა.
-ნამდვილი ფუფუნებაა!-გოგონა პირველი ეფექტით დაითრო. ეს ის სურნელება აღმოჩნდა,რომელიც განგმირავს პარტნიორს და პარალიზებას მოახდენს. სუნამოში ჩაქსოვილიყო იდუმალი არომატი,მისტიური გამოწვეევა. საკმარისი გახლდათ მისი სულ ერთი წვეთის პკურება,რომ მთელს სხეულს მოიცვავდა და განწმენდდა.უნიკალური ფლაკონი წარმოადგენდა პირველად ნოტს,პირველ შთაბეჭდილებას სურნელისგან.იგი უსათუოდ წაუშლელი დარჩებოდა ადამიანის გონებიდან.ქალებს ყვავილების მსგავსად,საკუთარი,განუმეორებელი კლასიკა ახასიათებთ,სადაც ყოველი ნოტი პატრონის სულის დახვეწილობაზე მეტყველებს. სუნამოების მთავარი ამოცანა ხომ იმპულსის მიცემა და დაპყრობაა. იგი ქალს სხვა გარშემომყოფთაგან ერთი ნიუანსით გამოჰყოფს.ნათელს ხდის,თუ რამდენად არ გავს იგი სხვებს და რამდენად უტოლდება დედოფლის სილამაზეს.ანა პირველ რიგში საკუთარი სხეულის სისუფთავეზე ზრუნავდა. კოსმეტიკასა და სუნამოსგან საკმაოდ შორს იდგა,რადგან უპირატესობას ყოველთვის სუფთა სხეულის სურნელს ანიჭებდა.ამასთან ერთად ძალიან ადვილად არჩევდა იაფფასიან სურნელს ძვირადღირებულისგან. ეს კი არცერთს არ ჰგავდა, შეუფასებელი იყო.
ყმაწვილი თვალმოუშორებლად უყურებდა გოგონას სახეს,რომელზედაც მთელი გულუბრყვილობით გადაშლილიყო მისი ფიქრები. თითქოს დიტომაც შეიგრძნო იმავე და სანამ სურნელებისგან მოჯადოებული პირველად არ ალაპარაკდებოდა,გადაწყვიტა თავად ხმა არ ამოეღო. ეს მალე მოხდა, სიამოვნებისგან გაგიჟებულმა გოგონამ თვალები გაახილა და მადლიერებით წარმოთქვა:
-მე ბედნიერი ვარ.
-არა,შენ მხოლოდ და მხოლოდ ნასიამოვნები ხარ,-სიცილით წარმოთქვა ბიჭმა.
-შეიძლება,მაგრამ ვთვლი რომ ბედნიერება და სიამოვნება ერთი და იგივე ცნებაა.-კვლავ გულიდან წამოსულმა სიტყვებმა გაიჟღერა,დიტოს ეჩვენებოდა,რომ ანა სულაც არ იდგა მიწაზე მყარად,ან საერთოდ რა ესაქმებოდა იმ წუთას ქვეყანაზე.ბიჭმა თვალები დაბლა დახარა და ღიმილით ჩაილაპარაკა:
-ბედნიერება და სიამოვნება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება,ისევე როგორც მოჯადოება და მოწონება.


შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - შაბათი, 2013-12-21, 7:45 PM
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა: