ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მომავლის კარი

Mari_Dreamerთარიღი: კვირა, 2013-03-10, 9:05 PM | შეტყობინება # 31

2
1  +
1  ±
   ±
Offline
chemi chkviani:D heart

Mari_Amiთარიღი: კვირა, 2013-03-10, 9:12 PM | შეტყობინება # 32

436
7  +
9  ±
   ±
Offline
Vampire-Barbie, რავიცი სადაც საჭიროა იქ ვსვავ
მარი მადლობაა kiss

Vampire-Barbieთარიღი: კვირა, 2013-03-10, 9:23 PM | შეტყობინება # 33

352
5  +
7  ±
   ±
Offline
Mari_Ami, და ზოგან რო არაა საჭირო? biggrin აუ შემდეგი როდის იქნებაა? ;((((


Mari_Amiთარიღი: კვირა, 2013-03-10, 9:52 PM | შეტყობინება # 34

436
7  +
9  ±
   ±
Offline
შემდეგი ოთხშაბათს,როგორც მიწერია ახალ თავს ვდებ ოთხშაბათს და შაბათს biggrin

littlegirlთარიღი: სამშაბათი, 2013-03-12, 2:26 PM | შეტყობინება # 35
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
awwww happy



♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2013-03-12, 6:45 PM | შეტყობინება # 36
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
kargi tavi iyo, tbili da simshvidis momgvreli happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-13, 9:03 PM | შეტყობინება # 37

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ახლა დავდებ შემდეგ თაავს <3

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-13, 9:16 PM | შეტყობინება # 38

436
7  +
9  ±
   ±
Offline
თავი 4

სახლში გაბრიელი შემოვიდა, კარები მიხურა და მაშინვე მიმართა:
-რამე გნებავთ,ბატონო?
-დიახ,კარები გამიღეთ!- სიტყვის დასრულებისთანავე ბრძანება შეასრულა და დიტო გარეთ,სუფთა ჰაერზე გავიდა. მისი ბინა ეზოს გადაჰყურებდა,სადაც ბავშვები რაღაც ხრიკებით თავს ირთობდნენ. ახალგაზრდა ერთ ადგილზე გაჩერდა,ბიჭები მას თვალმოუშორებლად ათვალიერებდნენ. ბოლოს ოთხი მათგანი მივიდა დიტოსთან. მას წინ დაუდგა ერთი ტანსრული,სირბილისგან ლოყებაწითლებული ბიჭი და საუბარი დაუწყო:
-გინდა შევეჯიბროთ?-ცბიერად ჩაიცინა და პასუხის მოლოდინში თავი წინ გადაწია. დიტო პირველად განცვიფრდა,შემდეგ გონს მოეგო და ჩუმი ხმით წარმოთქვა:
-შეიძლება!
-რაზე ვითამაშოთ?-კვლავ შეეკითხა დამცინავად.
-ფულზე!-დიტომაც იმავე ჟესტით მიუგო. მცირე ყოყმანის შემდეგ თავი დაუქნიეს და საბრძოლველად მოემზადნენ. ხუთივე მონიშნულ ადგილას დადგა. ოთხი მათგანი ჩაიმუხლა და შეჯიბრის დაწყებას დაელოდნენ. ვიღაცამ პირით დაუსტვინა და ყველა ერთის გამოკლებით ფეხზე წამოიჭრა.
-წააგებთ,პატარა ლიფსიტებო!- დაიყვირა და ხელის კანკალით წინ მიმართა ინვალიდის სავარძელი. ბიჭები კი კვლავ ცდილობდნენ დიტოსთვის გაესწროთ.
ფინიშს ცოტაღა აკლდა, როდესაც ეტლმა დაიწრიპინა.
-ცოტაც ჩემო მეგობარო,არ მიღალატო!-თითქოს თავისი თავიც გაამხნევა,ეტლმა სიჩქარე უკლო,მაგრამ ერთმანეთის დახმარებით ფინიშამდე მიაღწიეს და წითელი ლენტი გადაკვეთეს.
-ეს უსამართლობაა!-აღმოხდა ქოშინით პატარა ბიჭს. დიტომ კი თვითკმაყოფილების გრძნობით აიღო კუთვნილი პრიზი.
-რა გქვია?-გამარჯვებულმა უკანმიბრუნებულს მიაძახა. ხმის გაგონებაზე მოიხედა და გულმოსული ხმით უპასუხა:
-მათე!-შემდეგ კი გზა განაგრძო.
-შენ არ მიცნობ,მე დიტო მქვია!- მიუგო ბავშვური ხმით. ბიჭი კვლავ შემობრუნდა,მიუახლოვდა და გაუღიმა,თითქოს გულისწყრომამ გადაუარაო.
-სხვა დროს მე მოგიგებ,დიტო!- ორივემ გაიცინა.
-ხო...-მცირე დუმილის შემდეგ დაიწყო ახალგაზრდამ: -ფული აიღე და რამე იყიდე.-სიტყვის დასრულებისთანავე ეტლზე დაკიდებული ჩანთიდან ხელების ფათურით ძლივს ამოიღო ფული. ბიჭმა მაშინვე გამოართვა და თავის თანატოლებთან მიირბინა. დიტომ კი თავისი ეტლი დაძრა და შინისკენ გაემართა. უცებ სავარძლის საზურგეს რაღაც მოხვდა და ყმაწვილიც იმწამსვე შემოტრიალდა. შეხედა ძირს,ფეხებთან დაგდებულ ბურთს და შემდეგ მსროლელს მიაპყრო ყურადღება..ეს იყო 4-5 წლის პატარა გოგონა,რომელიც ერთ ადგილზე გაშეშებულიყო და უცნობს თვალმოუშორებლად მისჩერებოდა. ბოლოს ბავშვმა დიტოს თხოვნით მიმართა,რომ დაებრუნებინა სათამაშო.მაგრამ ახალგაზრდა ადგილიდან ვერ იძვროდა. მათ დანახვაზე მათემ მიირბინა, ბიჭის ფეხებთან დაგდებული ბურთი აიღო და მორცხვად წარმოთქვა:
-ბოდიშს ვიხდი...ეს ჩემი და არის, ნატა.- დიტომ გოგონას გაუღიმა და წარბშეკრულმა კვლავ განაგრძო გზა. ბინდდებოდა.მან დაინახა აივნის მოაჯირზე დაყრდნობილი ანა,თითქოს თავის თავზე გაბრაზდა,თვალები დახარა და შინისკენ წავიდა.
-მიყურებდი?-ჰკითხა სახლში შესულმა გოგონას. ანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მიუგო:
-დაგეხმარებით პალტოს გახდაში.
-არა,არ მსურს,უშენოდაც მოვახერხებ!-ცივად უპასუხა და ეტლი მისაღებ ოთახში მიაგორა.
-მე მხოლოდ თქვენი დახმარება მსურდა!-ნაწყენმა უხეშად მიმართა დიტოს.
-რატომ გგონია რომ ყოველთვის ვინმეს დახმარება მჭირდება?!-ყვირილზე გადავიდა და გოგონას თვალი აარიდა.
-შენი პრობლემა იცი რა არის?! ერთი განებივრებული და გამაღიზიანებელი ბიჭი ხარ!- ანამ პირველად მიმართა არაოფიციალურად .დიტოს გაკვირვებული თვალები შეეჯახნენ გოგონას წყენითა და სიბრაზით ავსებულ თვალებს. შეხედა, ბაგეებს რომლებიც ემოციებისგან უთრთოდნენ,მისი გრძელი,ნაზი ხელები კი მთლელი ძალით მომუშტულიყო. ეს ყველაფერი გაფიქრებინებდათ ანას სიმკაცრესა და შეუპოვრობაზე.
-დაახვიე აქედან!-სწრაფად წარმოთქვა დიტომ და ინვალიდის სავარძელი უკან მიაბრუნა.
-მშვენიერია,მაშინ შენს თავს შენვე მოუარე!-ანამ სიტყვების დასრულებისთანავე აიღო თავისი ხელჩანთა,პალტო და კარები ღონივრად მოაჯახუნა.
-პირველივე დღესვე,პირველივე გაცნობისას!-დიდი ნაბიჯებით მიდიოდა და თან ჩუმად ბუტბუტებდა. ბიჭი საძინებელ ოთახში შევიდა,ირგვლივ მიმოიხედა და საწოლთან მიაგორა ეტლი.სივრცეს უემოციოდ უყურებდა.უეცრად ღია კარებში გამოჩნდა გოგონა.მან იქვე,იატაკზე დადო ხელჩანთა და ნელ-ნელა მიუახლოვდა დიტოს.ბიჭი ვერ ხედავდა, მაგრამ ესმოდა მის უკან მოძრაობა. იგრძნო როგორ დაადო ვიღაცამ მხარზე ხელი და ოდნავ მოუჭირა. არცერთი არ იღებდა ხმას,არცერთს არ გაუღიმიათ ერთმანეთისთვის. ანამ ჩასაწვენი ხელსაწყოთი საწლოში ფრთხილად დააწვინა , სინათლე გამორთო და ოთახიდან გამოვიდა .
ღამეს მომხიბვლელობას ნახევარმთვარის მკრთალი შუქი ჰმატებდა. მოშიშვლებული ხეები თითქოს მიჰყვებოდნენ ანას და მისი თანამგზავრები ხდებოდნენ. გოგონას ერთი წამითაც არ უყოყმანია გადაწყვეტილების მიღება.ეს თავისით მოხდა,გულმა თავისით უბიძგა, არ წამოვიდა,არ დატოვა .

What Can I Do


შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ოთხშაბათი, 2013-03-13, 9:31 PM

littlegirlთარიღი: კვირა, 2013-03-17, 12:46 PM | შეტყობინება # 39
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
velodebiiii



Vampire-Barbieთარიღი: კვირა, 2013-03-17, 7:07 PM | შეტყობინება # 40

352
5  +
7  ±
   ±
Offline
მეც ველი ახალს biggrin


eeekთარიღი: შაბათი, 2013-06-15, 1:15 AM | შეტყობინება # 41

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaime exla wavikitxe da dzalian momewona...ar gavs im banalur konkias motxrobebs...chans orive pirovnebis problema,rom aravinaa uproblemo da dalxenili.erts fuli aqvs magram ara janrteloba,meores fuli ar aqvs da janrteloba aqvs.ertamets avseben ragacnairad.tan orive martosulia

Mari_Amiთარიღი: კვირა, 2013-06-16, 0:05 AM | შეტყობინება # 42

436
7  +
9  ±
   ±
Offline
eeek, გმდალობ ^^
ბავშვებო, გამოცდები მაქვს წინ და ვეღარ დავდე მომდევნო თავი :3 სულ მალე გავაგრძელებ kiss გმადლობთ ვინც მიფასებთ ფიკს ^^

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-07-10, 9:05 PM | შეტყობინება # 43

436
7  +
9  ±
   ±
Offline
თავი 5

დიტო და ანა საავადმყოფოს ერთ-ერთ კაბინეტში,შუახნის მამაკაცის პირისპირ ისხდნენ და ელოდნენ როდის დასრულდებოდა ეს არაფრისმომცემი ლოდინი. იქაურობა წამლის სუნით გაჟღენთილიყო. ათასგვარი მედიკამენტები თავბრუს ახვევდა ოთახში მყოფთ. დიტოს არასდროს მოსწონდა თეთრ ხალათში შემოსილი ადამიანები,დუმილი,რომელიც ყურებში არასასიამოვნო შრიალს იწვევდა და ლოდინი. ოჰ,რომ შეეძლოს წამში გაეცლებოდა ამ ტანჯვას. ექიმი რაღაცას სწრაფად ფურცლავდა,უკმაყოფილოდ თავს აქნევდა და ჩუმად,თავისთვის ბურტყუნებდა. სათვალე ცხვირზე ჩამოსწეოდა. – „ნეტავ როგორ ვანუგეშო ეს ახალგაზრდები“-ფიქრობდა იგი,თან შუბლს იჭმუხნიდა. ბოლოს სათვალის მაღლიდან მიანათა თავისი მზერა ჯერ ანას,შემდეგ კი დიტოს და დაიწყო:
-ბატონო დიმიტრი,ახლა დავასრულე თქვენი ისტორიის კითხვა.
-დიახ,შევამჩნიე.-სარკასტულად გაუღიმა ბიჭმა.
- ცუდი ამბავი უნდა გითხრათ..-ყოყმანით წარმოთქვა ექიმმა. ანამ დიტოს გადახედა,ექიმის ნათქვამ სიტყვებზე მას ერთი ძარღვიც კი არ შეტოკებია.
-განაგრძეთ,თუ შეიძლება.-ნერვიულად წარმოთქვა ბიჭმა.
-დიახ,მოგეხსენებათ თქვენ ცერემბრალური დამბლის ნიშნები გაქვთ. ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს,რომ გაუმჯობესების ნიშნები თითქმის არ არსებობს. ბავშვობაში გადატანილმა უბედურმა შემთხვევამ თავის ტვინი დაგიზიანათ,თუმცა ავღნიშნავ რომ ეს მცირედ გამოხატულია. საკვირველია ხელი რომ არ შეგიშალათ ინტელექტუალურ განვითარებაზე ან სულაც მეტყველებაზე.-აქ წამით შეჩერდა,ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო.- ყურთასმენაც ნორმალური გაქვთ..
-მაშ უფლის მადლიერი უნდა ვიყო ამისგან მაინც თუ გადავრჩი?!-ცინიზმით აღსავსე სიტყვები მიახალა ბატონ გიორგი გოგოჭურს,რომელმაც გაკვირვებული თვალებით შეხედეა ახალგაზრდას.წამით ადგილზე გაიყინა და ხმის ამოღება ვერ შეძლო. მის მაგივრად ანა ალაპარაკდა:
-დიახ,დიტო,თქვენ არათუ მადლიერი,ასევე ბედნიერი უნდა იყოთ რომ ეს განსაცდელი არ გხვდათ წილად. უფალი იმაზე მეტს არ მოგივლენთ,რისი გადატანაც არ შეგიძლიათ.
-მშვენიერია, მადლობა შენ მაცხოვარო,რამეთუ ვარ ინვალიდი,არ შემიძლია ხელ-ფეხის გამოძრავება და დამოკიდებული ვარ გამოუცდელ გოგოზე,რომელიც ასე სკეპტიკურად არის განწყობილი ცხოვრებაზე!- ნელ-ნელა,ძალდაუტანებლად ამბობდა ბიჭი თავის სამადლობელს და ოთახის ფანჯარას მიშტერებოდა.
-ოჰ,რა უმწეო ხართ ახლა დიტო.-ნიშნის მოგებით სწრაფად წარმოთქვა ანამ.- ვფიქრობ ამ განწყობაზე მყოფი ადამიანი ვერასდროს მიაღწევს მიზანს. ასე არ არის,ექიმო?-თვალი ჩაუკრა და სიტყვა მას დაუთმო. ბატონი გიორგი მიუხვდა განზრახვას და ახლა თავად განაგრძო:
-გოგონა მართალია,ბატონო დიმიტრი.თქვენ გმართებთ მოთმინება,უნდა მიჰყვეთ ჩემს მიერ შემოთავაზებულ გზას და მერწმუნეთ კარგად თუ არა,უკეთესად აუცილებლად იგრძნობთ თავს.
-ჰო,თქვენ არაადამიანურ მოთმინებას მირჩევთ,რომელსაც მე რა თქმა უნდა არ დავთანხმდები.- მწარედ გაიღიმა და დაამატა:- გმადლობთ დრო რომ მომიკალით,მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ.-სიტყვის დასრულებისთანავე ეტლი გასასვლელი კარებისკენ მიმართა და ანას გადახედა:
-თუ შეიძლება,კარები გამიღეთ.-გოგონა მაშინვე წამოდგა,ექიმ გიორგი გოგოჭურს დაემშვიდობა და ბიჭს კარები გაუღო.
-თქვენთვის რაღაცის თქმა დამავიწყდა...
-მაინც რისი თქმა გსურს?- კითხვით მიმართა და ანას მშვიდ და ნაზ თვალებში შეხედა.
-აუტანელი პიროვნება ბრძანდებით!- გოგონამ ცინიკურად გაუცინა,არ აცალა კარებში გასვლა და სწრაფი ნაბიჯით დერეფანისკენ გაეშურა.
-შენ ვერასდროს გაიგებ,ანა.-წარმოთქვა ახალგაზრდამ თითქმის ჩურჩულით და გოგონას უკან გაჰყვა.

-გაგიმეოროთ რა გითხრათ ექიმმა? პირველ რიგში არ უნდა ინერვიულოთ,ის ვარჯიშები უნდა გააკეთოთ რითიც გააუმჯობესებთ თქვენს მდგომარეობას და შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ ოპერაცია გაიკეთოთ.-აქ ანა შეჩერდა,დრო მისცა ბიჭს დაფიქრებულიყო,შემდეგ,როცა დარწმუნდა რომ არავინ უსმენდა,უფრო ხმამაღლა და მკაფიოთ წარმოთქვა:-თქვენ თუ არ გინდათ ეს ყველაფერი ჩემთან ერთად გადაიტანოთ,მე მით უმეტეს და გაფრთხილებთ,ნუ გამოცდით ჩემს მოთმინებას!
-ეს შენვე გამოცდი ჩემს თავაზიანობას,ანა. ვფიქრობ უნდა მინდოდეს ცოტახნით განმარტოება,რომ ზედმეტი ადამიანებისგან დავისვენო,შენ რას იტყვი?-გულუბრყვილოდ შეხედა ფანჯრისკენ მიტრიალებულ გოგონას,რომელიც გაუნძრევლად იდგა გულხელდაკრეფილი.
-თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ,გეტყვით რომ იმ ადამიანს სულაც არ სურს წასვლა.-მანაც იმავე მზერით უპასუხა დიტოს და გამომცდელად გაუღიმა.
-კარგი იდეა არ არის. ალბთ იმ ადამიანს მალე მოსწყინდება და თავისი სურვილით წავა.- ეტლი ოდნავ წინ მისწია,ხელის გაწვდენაც უნდოდა,მაგრამ მიხვდა რომ მაგას ვერ შეძლებდა და ძალა აღარ დაატანა.გოგონამ კი,რომელმაც ვერ შენიშნა ყოველივე ეს,ჩვეულებრივი სიმშვიდით უპასუხა:
-შეიძლება მობეზრდეს და წავიდეს,შეიძლება არც არასდროს დაბრუნდეს კვლავ,მაგრამ ის თავხედი ბიჭი მერწმუნეთ ყოველთვის ემახსოვრება.
-არასდროს..ყოველთვის,ამ სიტყვებს ასე დაუფიქრებლად ნუ ისვრი. ეს სიტყვები იმ ადამიანთა განკარგულებაშია, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ თავიანთ ცხოვრებაზე და ღმერთს შემწეობას სთხოვენ.
-თქვენ თუ გითხოვიათ დახმარება?-ანა ცნობისმოყვარეთა ჯგუფს არ განეკუთვნებოდა,მაგრამ ეს კითხვა საუბარმა დაუბადა,ყოველშემთხვევაში მას ასე სჯეროდა.
- წარმოიდგინე ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა,ჩემი თავისიც მიკვირს,რატომ ჩავიდინე ეს უგუნურება. შვიდი წლის ვხვდებოდი იმ დღეს. ავტომანქანით დედაჩემს ჩემი და,ნინო ბაღში მიჰყავდა.მე არ მოვითმინე და მანქანაში ჩავჯექი. შემდეგ დაუსრულებელი ხმაური..ყვირილი...სასწრაფო დახმარების მანქანების ზარი..იცი,ცხოვრებაში ერთი გოგონა მყვარებია,მთელი გულით და ეს ნინო იყო. ის პატარა ანგელოზია,რომლის სულიც უსასრულო ცაში იკარგება ელენესთან ერთად. მხოლოდ დედაჩემს,ელენეს შეეძლო ჩემი დამორჩილება,რადგან საოცრად ჯიუტი ბავშვი ვიყავი. თუმცა ეს იმ დღეს მოკვდა ჩემში, რა დღესაც ისინი დავკარგე და ამ წყეულ ეტლში აღმოვჩნდი!მე მაშინ ვითხოვდი დახმარებას,მაგრამ..ოჰ რა სულელი ვიყავი!-ისე ყვებოდა ყოველივეს,თითქოს თავად არ გადახდომოდა.გოგონა მცირე დუმილის შემდეგ ალაპარაკდა,მის ხმაში საყვედური ისმოდა.
-და ამის შემდეგ კვლავ ბედს ემორჩილებით?!
- მას შემდეგ თერთმეტი წელი გავიდა, მეოცნებე არ ვარ ანა და გირჩევ შენც ნუ შეიქმნი ილუზიებს, ილუზიაა შეუძლებლისკენ სწრაფვა,ისევე როგორც სიყვარული და მის ბრჭყალებში მოქცეული ადამიანის მიერ ოცნების კოშკებიის აშენება.
-ახლა ისიც თქვით რწმენა უმწეოთა იმედიაო..-ანას არ ესმოდა ახალგაზრდას შეხედულებები,მაგრამ მაინც ჯიუტად არ ეშვებოდა.
-რა თქმა უნდა,ანა.- ჩანდა ბიჭი ყველაფერს სერიოზულად ეუბნებოდა და მთელი დამაჯერებლობით ალაპარაკდა:- რწმენა სკეპტიკოსთა საქმეა,რომლებიც ვერ ხვდებიან რომ ტირილი და ვედრება არაფერს შეცვლის. იმისთვის რომ რაიმეს მიაღწიო უნდა იმოქმედო.
-თქვენს სიტყვებში რომ იყოთ დარწმუნებული,ახლა აქ,ამ მდგომარეობაში არ იქნებოდით!-ანამ ხმას მოუმატა და სწრაფად წარმოთქვა,მაგრამ მაშინვე იანანა თავისი ფრაზები.დიტომ თვალები დაბლა დახარა,მიხვდა რომ მწარე სიმართლით გოგონამ გაიმარჯვა და შეესიტყვა:
-ალბათ მართალი ხარ,ანა. გამიყვანე ოთახში,საუბარში ისე გავერთეთ ვერც კი მივხვდი როგორ დაღამდა,მერე კი სახლში წადი.
გოგონამ თხოვნა შეუსრულა,თავისი საქმე თითქოს სინდისის ქენჯნით გააკეთა,ვერ ეპატიებია თავისი თავისთვის,ის რაც ბიჭს შეჰკადრა. ოთახიდან გამოსული გარეთ,სუფთა ჰაერზე გაეშურა. ზოგჯერ კმაყოფილების გრძნობაც აცდუნებდა,რომ ეს ჭიდილი წარმატებით დასძლია. სახლიდან გამოსულს გაბრიელი შეეგება.
-სალამი,ანა.-ხელი გაუწოდა და თბილად გაუღიმა.გოგონამაც სიცილით უპასუხა:
-მე მივდივარ,გაბრიელ,და შეგიძლია დარჩე დიტოსთან. თუ რაიმე დასჭირდეს ნუ მოგერიდება,რა დროც არ უნდა იყოს,შემატყობინე.
გამომშვიდობების შემდეგ ანა ერთ პატარა სკვერში შევიდა და გადაწყვიტა ღამის სიმშვიდით დამტკბარიყო. ყველაფერი რა ყალბი ეჩვენა იმ წუთას. მზე ჩაესვენა უკიდეგანო სივრცეში და მთვარემ დაჩრდილა თავისი მომხიბვლელობით. იგი ყალბია,ყალბია სილამაზე,რომლის მეშვეობით ნათელს ხდის ღამეს.მზე რომ არა, სრულიად უსარგებლო სხეული იქნებოდა. გოგონა გაიტაცა ფიქრებმა და ვერც კი შენიშნა როგორ მიუახლოვდა მას ერთი ფიგურა.


შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ოთხშაბათი, 2013-07-10, 9:11 PM

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-07-10, 9:08 PM | შეტყობინება # 44

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ჰმმ,აი შემდეგი თავი,ძაან კი დამაგვიანდა,მაგრამ ვგონებ წაიკითხავთ ^ ^

eeekთარიღი: ხუთშაბათი, 2013-07-11, 11:28 PM | შეტყობინება # 45

142
21  +
40  ±
   ±
Offline
dzalian kargia mariamm <3
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა: