ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მომავლის კარი

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 6:32 PM | შეტყობინება # 16

436
7  +
9  ±
   ±
Offline
თავი 2
ავტომობილმა სავალ გზას გადაუხვია და გოგონას პირისპირ გაჩერდა. ანამ უკან დაიხია,ერთი სული ჰქონდა როდის ჩაწევდნენ საქარე მინას,ან მანქანის კარებს გააღებდნენ.ბოლოს გოგონას ნაცნობი სახე დაენახა:
-ახალგაზრდა უნივერმაღიდან!- წარმოთქვა ანამ,თუმცა ბიჭი სულაც არ იყო ხუმრობის განწყობაზე და თავდაჯერებული ხმით ალაპარაკდა:
-მისმინე,კარგია რომ გზად შემხვდი,თორემ შენთან სახლში მოსვლა მომიწევდა...
-ვერ ვხვდები რისთვის გჭირდები?!- შეაწყვეტინა ცრემლმორეულმა.
-სამსახური აღარ გაქვს და მინდა დაგეხმარო! მოკლედ...იქნები ჩემი 'ძიძა'?- პასუხის მოლოდინში მყოფმა თვალებში შეხედა ანას.
-არ ვიცი!- მოულოდნელობისგან გულწრფელად წარმოთქვა და წამიერი დუმილის შემდეგ განაგრძო:
-მაგრამ თქვენს გულმოწყალეობაზე ვიფიქრებ!
-მაშინ ჩემს სავიზიტო ბარათს მოგცემ,თუ გადაწყვეტ,მოდი!- უცნობმა ავტომობილის მმართველს თვალებით ანიშნა და მძღოლმაც ბარათი გადასცა.
ხო მართლა,-დაიწყო კვლავ ბიჭმა: -ჩემი სახელი და გვარი მანდ წერია!- სიტყვის დასრულებისთანავე მანქანა დაიძრა,ანა კი ისევ იმავე წერტილზე დარჩა.
-როგორ ფიქრობთ,მოვა?- იკითხა დაინტერესებულმა მძღოლმა.
-რა თქმა უნდა,გაბრიელ!
ავტომობილი საერთო საცხოვრებლის ეზოში შევიდა. გაბრიელმა საბარგულიდან ინვალიდის სავარძელი ამოიღო და ახალგაზრდა ყმაწვილი გადმოიყვანა.
-გმადლობ!..- სახლში შესულმა მიმართა მძღოლს.პასუხად მან თავი დაუკრა.
-მომვლელი შევცვალე და მოგვიანებით დამჭირდები, ახლა კი თავისუფალი ხარ,შეგიძლია გახვიდე!
მარტო დარჩენილმა თავისი ეტლი ხელის ოდნავი მოძრაობით ფანჯარასთან მიაგორა.გახედა ჰორიზონტს რომელსაც მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა.მთვარე კი ნელ-ნელა სრულყოფილებას აღწევდა.იგი არ იყო მარტო,მას მრავალი მეგობარი უმშვენებდა გვერდს,იგი არ იყო მარტოსული,რადგან მას ჰქონდა უნარი და მშვენიერება,არ იყო მობეზრებული,რადგან მას არ უწევდა მთელი თავისი ყოფის მანძილზე გამუდმებით ზრუნვა! და ღამე?! ღამე ხომ მეგზურია მარტოობის,ოცნებისა და დაუსრულებელი ფიქრის. ოცნება ბედნიერებაზე,ფიქრი წარსულზე,რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს დაწყევლილი აწმყო, და მომავლის განჭვრეტა,რომელიც მხოლოდ რჩეულებს ძალუძთ. -რატომ არის ღამე ასეთი მწარე და ამავდროულად ტკბილი?!-რადგან მას მოსდევს ხვალინდელი დღე,იმედი იმისა,რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება.ეს არის სასწაული ,ზოგჯერ უმნიშვნელო,რომელიც განაცოცხლებს ხორციელს. ღამე კი მთავრდება და იწყებ ახალ სამყაროში,ახალ ცხოვრებას!
სახლში ფეხის ნაბიჯები მოისმა.ყმაწვილი სტუმრის დასახვედრად მისაღებში გავიდა.მას თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა. მოკლე,ხვეული ქერა თმა კვეთდა მის ფირუზისფერ დიდ თვალებს,რომლებიც არაამქვეყნიურ სილამაზეს ანიჭებდა.ატმისფერი ღაწვები და გრძელი,მოწაბლისფრო წარბები კიდევ უფრო ამშვენებდა მრგვალ სახეს. გოგონას ყელი ჩაემალა თბილ კაშნეში და ამავდროულად სიცივისგან ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა,ხოლო ასევე არანაკლებ სიმპათიური ბიჭის დანახვაზე თითქოს შეკრთა,თუმცა მალევე ალაპარაკდა მოხდენილი ბაგეები:
-სალამი,მე ანა ვარ, ანა არაბული!
-კეთილი იყოს, დიტო თოფურია!

Fields of Gold


შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ოთხშაბათი, 2013-03-06, 7:05 PM

Vampire-Barbieთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 6:44 PM | შეტყობინება # 17

352
5  +
7  ±
   ±
Offline
Quote
იქნები ჩემი 'ძიძა'?!
აქ მარტო კითხვის ნიშანიც იკმარებდა biggrin ნუ მომეწონა ეს თავი happy განსაკუთრებით პეიზაჟის აღწერა happy
დიტო–მიყვარს ეს სახელი biggrin



Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 6:47 PM | შეტყობინება # 18

436
7  +
9  ±
   ±
Offline
უიმე თამარი (: ჩემი რჩეული სახელიიაააა^

Vampire-Barbieთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 6:52 PM | შეტყობინება # 19

352
5  +
7  ±
   ±
Offline
როდის აქედან მიწოდებთ თამარს? wink


Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 7:06 PM | შეტყობინება # 20

436
7  +
9  ±
   ±
Offline
biggrin მე ბოდიში წერის გადამკიდე ოფიციალურად მოგმართე

Vampire-Barbieთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 7:17 PM | შეტყობინება # 21

352
5  +
7  ±
   ±
Offline
Mari_Ami, მოვიღებ მოწყალებას და გაპატიებ kiss ხო იცი რა კეთილშობილი და სულგრძელი არსება ვარ biggrin


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 9:18 PM | შეტყობინება # 22
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ძალიან კარგი იყო, მეც პეიზაჟის აღწერა მომეწონა განსაკუთრებით და კიდე გოგონსაციც, ლამაზად გქონდა გადმოცემული, დავმშვიდდი კითხვის დროს. კარგად წერ happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 9:52 PM | შეტყობინება # 23
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
საინტერესო ჩანს... დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო თავს. იქნებ შეძლო და უფრო დიდი თავი დაწერო? თორემ ძალიან პატარაა და არ მყოფნის. ამ ბიჭზე უკვე შემექმნა წარმოდგენა, როგორი ტიპაჟიცაა და ძალიან, ძაააალიან მომწონს! ანას რაც შეეხება, ჯერ ბევრი არაფერი არ ვიცი და შეფასებისგან თავს შევიკავებ. ერთი ისაა, რომ გადაწყვეტილებას ვუწონებ biggrin კაი ქნა სამუშაოზე უარი რომ არ თქვა.


Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 10:13 PM | შეტყობინება # 24

436
7  +
9  ±
   ±
Offline
დიდი მადლობაა ყველაას, მაგრად მიხარია რომ ჯერ კითხულობთ და თან რომ მიფასებთ happy შემდეგი თავი ამ შაბათს იქნება და უფრო დიდი:*

შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ოთხშაბათი, 2013-03-06, 10:14 PM

NaT_Usiთარიღი: პარასკევი, 2013-03-08, 10:49 PM | შეტყობინება # 25

1
1  +
1  ±
   ±
Offline
chemo sayvarelo kiss chemo nichieri... dzalian miyvarxar mar ... glonti tyuilad ki ar ireva shenze biggrin :D biggrin
motxrobas ki rac sheexeba dzalian momwons... adre rom werdi rveulshi isic momwonda da guli damwyda rom agar gaagrdzele smile

Vampire-Barbieთარიღი: პარასკევი, 2013-03-08, 11:19 PM | შეტყობინება # 26

352
5  +
7  ±
   ±
Offline
NaT_Usi, უი ეგ კარგი გამახსენდა მეც biggrin Mari_Ami, გოგო რატო მიანებე იმის წერას თავი? ისე ხლა მეც ვწერ რაღაცას biggrin


Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2013-03-09, 1:29 AM | შეტყობინება # 27

436
7  +
9  ±
   ±
Offline
NaT_Usi, გენათალე მეც მიყვარხარ მაგრად kiss ნინო მასწი ახლა რომ ამას კითხულობდეეს უიუი biggrin

Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2013-03-09, 11:03 PM | შეტყობინება # 28

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ახლა კი დავდებ შემდეგ თავს,კი დამიგვიანდა ;d

Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2013-03-09, 11:26 PM | შეტყობინება # 29

436
7  +
9  ±
   ±
Offline
თავი 3
ანამ შეათვალიერა უცნაური ბიჭი.შეხედა ქერა წარბებში ჩამალულ მწვანე თვალებს,რომლებიც კმაყოფილებით ათვალიერებდა გოგონას.სწორი ცხვირი კიდეც უფრო ერწყმოდა ყმაწვილის სახეს,მაღალი შუბლი კი მისი გამჭრიახობის მიმანიშნებელი იყო.
ფიქრებში გართულს გაეღიმა კიდეც,მაგრამ დუმილი დიტომ დაარღვია:
-აგიხსნი შენს მოვალეობებში რა შედის!სადილი მოამზადო,სახლი უნდა მოაწესრიგო,მომიარო...
-რატომ ამიყვანეთ?-საუბარი შეაწყვეტინა გოგონას კითხვამ.
-შენ დამეხმარე,რასაც ბევრი არ ჩაიდენდა!
ანამ მზერა აარიდა და სივრცეში მიმოიხედა.შეამჩნია ქალის სურათი,რომელსაც ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა. პატარა, ახალგაზრდა ქალბატონს ძალიან ჰგავდა.იმავე ქერა თმები და თვალები.მათ დანახვაზე ანგელოზი წარმოგიგდებოდათ თვალწინ.ბიჭმა შენიშნა ეს და ანას მიმართა:
-დედაჩემია!შვიდი წლის ვიყავი რომ დაიღუპა!
-ვწუხვარ...-ნაღვლიანი თვალებით შეხედა ბიჭს,შემდეგ ყურადღება ისევ სურათისკენ გადაიტანა და განაგრძო:
-ჩვილი ბავშვი შენ ხარ?
-სულ ასეთი კი არ ვყოფილვარ!-მწარედ გაიღიმა,თვალები დაბლა დახარა.
-შენ შესანიშნავი ადამიანი ხარ,დიტო!
-სულ არ მიცნობ,ანა!მე ერთი გამაღიზიანებელი პიროვნება ვარ!...-კვლავ გაიღიმა.
-შეიძლება,მაგრამ ახლა ამის დრო აღარ გექნება!-ანამ ხელებით ინვალიდის სავარძელი გაწია და ბიჭს ანიშნა მასთან მისულიყო.
-მოდი მე ჩემს პირველ მოვალეობას შევასრულებ!-თქვა და სამზარეულოში გავიდა,თან დააყოლა:
-შენ კი შემიფასებ!
-უკეთესს ვერც ვინატრებ!
ანამ ის იგრედიენტები გამოიღო,რომლებიც პიცის დამზადებაში დასჭირდებოდა.შემდეგ ღუმელში შედო და ხელები შემოჰკრა:
-10 წუთში მზად იქნება! თქვენ კი ყურადღება მიაქციეთ,მე ფორთოხლის წვენს გავაკეთებ!
-დასაქმებაც ასეთი უნდა!-წარმოთქვა ბუტბუტით. ანას კი მის შემხედვარე გაეცინა.
-მგონი საკმარისია, ანა!-სერიოზული ხმით წარმოთქვა ახალგაზრდამ.
-ახლავე მოვალ და მივხედავ!-გოგონამ ღუმელიდან პიცა გამოიღო და მაგიდაზე დადო.
-რა გაცინებს?- წუთის შემდეგ ბიჭი შეეკითხა სახემომღიმარს.
-არაფერი!-მოუჭრა სწრაფად.
-შენი ხელით რომ მაჭმევ ეგ მიგაჩნია სასაცილოდ?!
-რა თქმა უნდა არა,დიტო!-თუმცა მიხარია,რომ ამას ვაკეთებ!გეხმარები,რადგან შენც დამეხმარე!
სიჩუმე ჩამოვარდა.მათი სახეები თითქოს მსჯელობისგან მოქუფრულიყო.
-წვენი გინდა?- კვლავ ალაპარაკდა ანა.
-არა,ჩემს ოთახში გავალ!თუ დამჭირდები დაგიძახებ!-ბიჭს ხმაზე ეტყობოდა,რომ ცუდ ხასიათზე იყო და ამ დროს ყოველთვის განმარტოება ერჩივნა.
-როგორც იტყვით!-ბავშვურად წარმოთვა გოგონამ და დიტოს მის დანახვაზე ღიმილი მოჰგვარა.
პიცისთვის გმადლობ!-თქვა და სამზარეულოდან გავიდა. უემოციო სახით შევიდა საძინებელ ოთახში.მაგრამ გოგონამ მცირე ყოყმანის შემდგეგ კარები შეაღო:
-შეიძლება შემოვიდე?-გაისმა კარს მიღმა ხმა.
თანხმობის შემდეგ ანა საწოლზე ჩამოჯდა და საუბარი დაიწყო:
-საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი,მაგრამ...ახლა მხოლოდ ის მინდა დავიცალო ამ წყეული ფიქრებისგან!-დიტოს გაუკვირდა ასეთი გულწრფელობა.სარკეს წინ მიაგორა ეტლი და ანას ყური დაუგდო.
-მამაჩემი არ ვიცი ვინ არის და სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს.დედაჩემი ორსულად იყო როდესაც მიატოვა და არც დღემდე არ იცის თუ ვარსებობ! ამის გამო მუდამ დეპრესიაში იყო.დღეები გადიოდა უსაქმოდ,ერთ ადგილზე ათენებდა და აღამებდა.თუმცა იყო ისეთი ჭუთებიც,როდესაც თითქოს რაღაც უხილავი ძალა ეძლეოდა და სიცოცხლის ხალისი უბრუნდებოდა. მე ხომ მის გარდა არავინ მყავდა.ის იყო და მუდამ იქნება ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი.დედას ვერავინ შეგვიცვლის,გინდ ცუდს და გინდ კარგს! მე მხოლოდ მისი ბედნიერება მსურდა და მასაც რაც შეეძლო ჩემი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებდა.სწორედამიტომ დაქორწინდა კაცზე,რომელიც მოჩვენებითად შეუყვარდა.დედაჩემს ეგონა,რომ ის კაცი უფრო კარგ მომავალს შემიქმნიდა.მაგრამ ჩემი აზრით სწორედ აქ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა! ისინი დღემდე ვერ ეწყობიან ერთმანეთს,დღემდე აქვთ კონფლიკტი ჩემი მამინაცვლის სამსახურის გამო.
-და ამ ყველაფრიდანკარგი იცით რა არის?!-მე ვისწავლე,რომ ჩემი ცხოვრება ჩემს ხელთაა და მევე გადავწყვეტ როგორ ვმართო იგი. ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ! ყველაფერი კარგად შევისწავლე,რაც ცხოვრებამ მომიმზადა და შევისწავლი იმას რასაც ახლა მიმზადებს!
ახალგაზრდა სარკეში გამოსახულებას მისჩერებოდა და თავში მხოლოდ ანას მიერ წარმოთქმული ფრაზები უტრიალებდა " შევისწავლე და შევისწავლი!ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ!" აქ კი ბიჭმა თავის ფიქრებში დაამატა:"მარგამ მანამ ვერ ისწავლი,სანამ შენვე არ დაუშვებ შეცდომას!" ალბათ საჭიროა გამოიარო აწმყო,რომ გახდე ღირსი შეაბიჯო მომავალში!
დიტო გოგონასკენ მიბრუნდა და უსიტყვოდ გადახედა.ანა მას სრულიად არ უყურებდა.თავისი ამბის თხრობის დროს ჩანდა არა დიტოს,არამედ სულ სხვას,არარსებულს ესაუბრებოდა,რომელიც არავის და ვერავის გაუმხელდა საიდუმლოს. ბიჭი კი ოთახიდან გავიდა და მალე სახლის კარები გაიღო .

Hold You


შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - კვირა, 2013-03-10, 12:44 PM

Vampire-Barbieთარიღი: კვირა, 2013-03-10, 9:33 AM | შეტყობინება # 30

352
5  +
7  ±
   ±
Offline
მომეწონა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო მარა ამ ძახილის ნიშნებს ასე ბევრს რატო სვამ? ზოგან უადგილოა.
Quote
დედაჩემია!შვიდი წლის ვიყავი რომ დაიღუპა!
მაგალითად აქ რად უნდოდა? ო.ო


  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა: