ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მოთარეშენი

DreaMyთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 7:05 PM | შეტყობინება # 1
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
სახელწოდება: მოთარეშენი
ავტორი: ლუკა სეფაშვილი
ბეტა:არ მყავს
დისკლეიმერი:გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი:G (General)
ჟანრი: დრამა
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისაგან:ეს მოთხრობა ახლახან წავშალე ამ საიტზე და ისევ ვდებ, ოღონდ შეცვლილი სახელწოდებით. (წინაზე ერქვა "მომღერალი")

DreaMyთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 7:08 PM | შეტყობინება # 2
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
თავი პირველი

- მის მორის, ნუთუ გაქვთ იმის ძალა, რომ სცენაზე ახვიდეთ? თქვენ ხომ ახლახან გამოხვედით საავადმყოფოდან.
ქ-ნმა თანამოსაუბრეს სიყვარულით შეხედა.
- აბა, იფიქრეთ! როგორ უნდა გავუცრუო იმედები ამ ხალხს, ამ „პატარა ადგილს“. ისინი ხომ მოუთმენლად მელოდებიან. ჩემი ხმა უნდათ რომ გაიგონ. უნდათ ოდნავ მაინც გავახალისო მათი მძიმე, ტვირთმზიდავი ცხოვრება, - მიუგო მშვიდად და ჰარმონიულად.
- კი, მაგრამ თქვენ სულ მათზე ხომ არ იფიქრებთ?! ნუთუ არ გჭირდებათ დრო, რომ გამოკეთდეთ და რომ ძალა დაგიბრუნდეთ, ხმის იოგებიდან რაღაც ზღაპრულის ამოფურჩქნისთვის? თქვენ, ქალბატონო, ბევრი გადაიტანეთ ამ ცხოვრებაში. იცით, თუ როგორია ეს მდარე არსებობა, სავსე ფათერაკებით, ხიფათებით, მაგრამ, ამავდროულად, თავისი კეთილი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით. და ახლა, როცა ავად იყავით, ისიც უნდა შეიგნოთ, (ბოდიშით ჩემი უხეში ტონისთვის) რომ თქვენი სცენაზე გამოსვლა სახიფათოა. მეშინია, რომ უცებ დასუსტდებით და ძირს დავარდებით, როგორც წინათ.
ქალმა გააცნობიერა, რომ მისი მეგობარი სწორს ლაყბობდა. იგი სკამიდან წამოდგა, რომელიც სარკის წინ იდგა, დაკეცა თავისი პარფიუმერიის ყუთი და მოსაუბრეს ნაზად და თითქოს მოთენთილობით აღსავსე მზერით შეხედა. მან მას ხელი ლოყაზე მოუთათუნა, შემდეგ ოთახის შუაში მდგარ სავარძელზე წამოჯდა და სიგარა გააბოლა. თანამოსაუბრე, სახელად ნიკოლი, გვერდით დაუდგა.
- თქვენ, ძვირფასო ნიკოლ, როგორც ჩემი საუკეთესო მეგობარი, ბევრ სასარგებლო რჩევას მაძლევთ ამ ცხოვრების მანძილზე. თქვენი დამსახურებაა, რომ ისევ ფეხზე ვდგავარ. თქვენი დამსახურებაა, რომ შემწევს ძალა, გესაუბროთ. თქვენ რომ არა, მე დავიღუპებოდი. დიახ, დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! თქვენ ჩემი ცხოვრების თილისმა ხართ, ერთხელ ნახვით რომ ცხოვრების საგზალი ხდება, - ქალმა ფეხი ფეხზე გადაიდო ისე, რომ თავისი დიდი, მოფრიალე კაბა უფრო ლამაზად გამოჩენილიყო, - ახლა სადმე გეჩქარებათ?
ნიკოლი გვერდით, ქალბატონთან ახლოს, სკამზე ჩამოჯდა. იდაყვებით მუხლებზე დაეყრდნო და წამოსასხამის შიდა ჯიბიდან რაღაც ამოაძვრინა, რამაც მისი მეგობარი ძალზედ გაახარა. მან მას ვარდი გაუწოდა, ნიშნად იმისა, რომ იგი ღვთაებრივი იყო, მომხიბვლელი და წარმტაცი სილამაზის პატრონი.
- ოჰ, ნიკოლო! თქვენ მე ვარდი მომართვით? მოიცადეთ, - იგი ისევ სარკეს მიუბრუნდა და თმებში ვარდი გაირჭო. მაგრამ ისე, რომ მაინც მოჩანდა მის მორისის ქერა, მაღლა აზიდული თმები.
- ახლა ქალბატონო, უნდა წავიდე.
- რატომ? დარჩით კიდევ ცოტა ხანს, - მის მორისმა მას ხელი მოუჭირა, - არ დამტოვოთ! ძალიან გთხოვთ! ხომ იცით, რომ თქვენ გარდა მეგობარი არ მყავს და ვერც მეყოლება, რადგან თქვენნაირი ერთულება არავის არ გამოუჩენია ჩემ გარშემო მყოფთ შორის, - ქალმა მუდარით სავსე თვალებით შეხედა. მან თავისი მზერა ჩაარჭო ნიკოლოს გულში, რის შემდეგაც იგი ქ-ნის თანამოზიარე უნდა გამხდარიყო; უნდა შეეგრძნო ის დიდი ვედრება, რაც მის მზერაში იგრძნობოდა. მაგრამ ნიკოლომ მაინც დააპირა წასვლა. საოცარია! როგორ ვერ იმქომედა ამ ეშხიანი ქ-ნის მზერამ მასზე. მას ხომ ყველაფერი ისე ჰქონდა აწყობილი ამ ცხოვრებაში, როგორც მოისურვებდა.
- ჩემო ქ-ნო, თქვენ კარგად იცით, რისთვის უნდა წავიდე. ისე, მე სულაც არ მინდა აქაურობის დატოვება. თქვენთან ყოფნა მსურს, მაგრამ...
ქალს უცებ ამოუტივტივდა გონებაში ყველაფერი, რაც მას დავიწყებოდა საავადმყოფოში ყოფნის დროს. მან გაიხსენა, რომ ნიკოლოს ძმა მძიმედ იყო ავად.
მის მორისმა სევდიანად უპასუხა:
- ბოდიშით, ჩემო მეგობარო, რომ გაკავებთ! ვიცი, ვიცი, აი, უცებ გამახსენდა ყოველივე ეს უბედურება... ნეტავ არც გამხსენებოდა! მეც ვიტანჯები, განციცდი თქვენს მდგომარეობას. ოჰ, როგორ მინდა რომ დაგეხმაროთ! მაგრამ მე ის შემიძლია მხოლოდ, რომ ჩემი სითბოთი განუგეშოთ, - ქალმა ნიკოლოს ხელები თავის ხელებში მოაქცია, შემდეგ წამოდგა და იგი გულში მაგრად ჩაიხუტა.
- თქვენ, ქ-ნო, ყოველთვის იცოდით როგორ დაგემშვიდებინეთ ოდნავ მაინც. თქვენი დამსახურებაა, მე რომ ვცოცხლობ ...და პირიქით, - ნიკოლო ქალს მაგრად ეხუტებოდა, მისმა ცრემლებმა მის მორისის კაბა დაასველა. ისე ცხარე იყო ეს ცრემლი, მდუღარე, როგორც ნიანგის თვალის წვეთი.
- ნუ ტირით, ნუ! - ანუგეშებდა ქალი, - გამოგყვებით თუ გინდათ!
- არა, ქ-ნო! თქვენ სუსტად ხართ, ნუ გამოგყავთ თქვენი თავი გმირად!
გარეთ საღამო იყო. ქუჩებს ლამპიონები ანათებდა. დიდ ქვაფენილზე კი, რომელიც სახლის წინ იყო დაფენილი, ეტლი იდგა.
- აქაა ჩემი ეტლი, ახლავე წავალთ! არ შემეპასუხოთ!
მის მორისმა ნიკოლოს ხელი სტაცა და გარეთ გაიყვანა.
ისინი ეზოში გავიდნენ, სადაც აქა-იქ ფარფატებდა სილამაზე. ღამით კი, მთვარის შუქზე, აქაურობის სანახავად ქ-ნი აივანზე გამოდიოდა ხოლმე, თან ცხელ რძეს ხვრიპავდა, რომ ცივ ღამეს რამენირად გამთბარიყო.
მის მორისი და ნიკოლო სანთლებით განათებულ ეტლში ჩასხდნენ. ქ-ნმა მეეტლეს შეჰყვირა:
- საავადმყოფოში, გთხოვთ!
მეეტლემ ცხენებს მათრახი მაგრად ჰკრა და ეტლი გააქანა.
ქ-ნი გარეთ, ფანჯრიდან იყურებოდა. უცქერდა სოფლის უბრალო და მდიდრულ სახლებს; ღარიბ და მდიდარ კაცებს, რომლებიც თავ-თავიანთი მძიმე სამუშაოს დამთავრების შემდეგ სახლში ადიოდნენ.
მის მორისი ხმას არ იღებდა. დუმდა და არაფერზე ფიქრობდა. ანდა რაზე ეფიქრა? მას ხომ არაფერი ჰქონდა საფიქრალი. მისი ცხოვრება უბრალოდ სიმღერა იყო, წყნარ მელოდიაზე შესრულებული....

***
მძიმე იყო, ძალიან მძიმე ნიკოლოსთვის აქ ყოფნა.
იგი საავადმყოფოს კიბეებზე ავიდა. მას მის მორისი მიჰყვებოდა.
ნიკოლო აქ თავს ცუდად გრძნობდა. თითქოს შებოჭილი იყო, გაკოჭილი თოკებისაგან, რომელიც ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უჭერდა. მის მორისიც ამავეს გრძნობდა. მას უჭირდა ფეხის გადადგმა, განძრევა. ჰაერი თითქოს შეზღუდულიყო აქ და სუნთქვაც ჭირდა.
ნიკოლოს არავინ არ ჰყავდა. მარტოდმარტო ცხოვრობდა თავის ძმასთან ერთად. ყოველთვის უნდოდა ცოლი, შვილები, მაგრამ ამის დრო არ ჰქონდა. ძმა კი, რომელიც მისი ერთადერთი შენაძენი იყო ამ წუთისოფელში, ახლა უკვდებოდა. საწყალი, სულ ფერმკრთალი იწვა საწოლზე. თითქოს მისი პალატის კაშკაშა ოთახი სულ გაფერმკმრთალებულიყო და მკვდრის ფერი მიეღო. გადაიფარა სუდარა, რომლის მოშორებაც შეუძლებელი იყო. მხოლოდ უფალი გადახდიდა მას და ისევ აგრძობინებდა აქაურობას სიცოცხლეს, მაგრამ აი მას (ძმას) კი არაფერი ეშველებოდა. იგი ცხოვრების ჭირ-ვარამის მსხვერპლი იყო, გაწირული სამუდამოდ... მის ფილტვებს სუნთქვა უჭირდა, ტუჩები უკანკალებდა, თვალები უბრიალებდა... მისი ფეხები და ხელები კი უძრავი გამხდარიყო, რის გამოც იძულებულ იქნა ლოგინს მიჯაჭვოდა. სახეზე ღიმილი ჩაკვდომოდა. მხოლოდ ძმის ხილვა თუ მოგვრიდა შვებას იმ ტანჯვის შემდეგ, რასაც ის მარტოობის ჟამს განიცდიდა.
ეს „ჭირთა ბუდე“ სასაფლაოს ჰგავდა, სადაც ყველაფერი სიკვდილისთვის იყო გამზადებული. ექიმები, რომლებიც საკუთარი ძალებიდან გამომდინარე, ცდილობდნენ რაიმე ეღონათ და გადაერჩნათ პაციენტები, სულ ოფლად იღვრებოდნენ, მაგრამ ყველაფერი მაინც კრახით სრულდებოდა.
სწორედ სიკვდილისთვის იყო განწირული ადამიანი, ნიკოლოს ძმა, რომელსაც ჰაილი ერქვა. იგი სოფლის მერი იყო ერთ დროს და აქაურობას ავაზაკების შემოსევებისაგან იცავდა.
დიახ, დიახ, ავაზაკები, რომლებიც სულ აქ დაძრწოდნენ, ტყეებში იმალებოდნენ და ყველაფერს აუბედურებდნენ! ყველა სოფელში მყოფი უბედური იყო და იქნებოდა კიდეც, სანამ ავაზაკები ითარეშებდნენ...

მის მორისი სანამ დერეფანს გაივლიდა, თავისი დაემართა - შეეშინდა. მან გაიხსენა ცხოვრების ის მწარე მომენტები, როდესაც იძულებული იყო აქ დაწოლილიყო, რის დროსაც დიდი შოკი გადაიტანა. მისთვის აქ დაწოლა, იგივე სიკვდილი იყო. ეგონა, რომ ამით საკუთარ ფიზიკურ სისუსტეს გამოაჩენდა და სხვების დასაცინი გახდებოდა.
იგი ფიზიკურადაც ისეთივე სუსტი და დაღონებული იყო, როგორც სულიერად. მთელი თავისი სიძლიერე სადღაც გაუჩინარდა, რომლის უკან დაბრუნების საშუალება მისთვის მხოლოდ სიმღერა წარმაოდგენდა. სწორედ წყნარ მელოდიას შეეძლო ქ-ნის გამხნევება და სულიერი წვრთნა. მუსიკა იყო ერთადერთი მისი „სიყვარული“, რომელზეც სიმღერის შესრულებისას „ოცნებობდა“. იგი თვალებს ხუჭავდა ისე, რომ სინათლეს ვერ შეეღწია თვალის გუგებში და მუსიკასთან ერთად გადაენაცვლებინა „სინაზის სამყაროში“, სადაც, მისი წარმოსახვით, მხოლოდ ბედნიერება იარსებებდა და ყველა მხიარულად იქნებოდა. ის კი, როგორც „ბედნიერების დედოფალი“, ყველას ხელს გაუწვიდა, დაეხმარებოდა, თუ უეცრად რაიმე ცუდი მოხდებოდა მის მიერ დაარსებულ ქვეყანაში, არა, არა - მსოფლიოში, სადაც არ იქნებოდა დაცინვა, ლანძღვა, პოლიცია, არამედ იარსებებდა მხოლოდ ერთმანეთისადმი ნდობა და პატივისცემა.

პალატის კარმა გაღებისას რაღაცნაირად, სიძველის გამო გაიჩხრაკუნა. ორმა ადამიანმა შიგნით შეიხედა. მათ დაინახეს საწოლზე გაშოტილი მძინარე ადამიანი, რომელიც სუნთქვასთან ერთად ტანჯვით ოხრავდა. თვალები ძლიერ ჰქონდა დახუჭული, თითქოს ცხოვრების ბოლო წუთებში სურდა რაიმეს წარმოსახვაო. ტუჩები უთაქთაქებდა. ეტყობოდა, რომ ძლიერ ღელავდა. საწყალს, არ უნდოდა სიკვდილი. ის ხომ მხოლოდ ორმოცი წლისა იყო. გამხდარი, მაღალი, ტანადი... სახე მთვარესავით თეთრი ჰქონდა. თითები კი უკანკალებდა. რამდენჯერ გადატრიალდა აქეთ-იქით, ვინ იცის?! ალბათ ეწინააღმდეგებოდა ბუნების კანონს და გაღვიძება არ ეწადა. ეტყობა კარგ სიზმარს ხედავდა, რომლის წარმოსახვიდან დაკარგვა არ სურდა.
ოთახში შესული ორი პირი კი მას მიაჩერდა. კედელზე მიკრულნი, თითქოს ერთმანეთთან ბორკილებასხმულნი, ვერ ბედავდნენ მასთან მიკარებას. არ სურდათ, რომ მისი უკანასკნელი წუთების უკანასკნელივე ცხოველი სიზმარი დაეფრთხოთ.
სიკვდილთან მდგარ პიროვნებას ისევ ეძინა. ალბათ ძილი შეიბრუნა.
ის ორი ადამიანი - ქალ-ვაჟი კი გარეთ გავიდა. მათ უნდა მოეყვანათ მღვდელი, რათა მომაკვდავს აღსარება ჩაებარებინა.
ისინი ეტლში ჩასხდნენ და ეკლესიისაკენ გაემართნენ. მათთვის რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ამ ქვეყანას კიდევ ერთი ადამიანი დააკლდებოდა, მაგრამ წუხილს ოდნავ მაინც უქარვებდათ იმაზე ფიქრი, რომ მომაკვდავი შვებას პოვებდა საიქიოში, რისთვისაც ბევრი იღწვის...

მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ ყველაზე მაღალ გორაკზე იდგა, საიდანაც მთელი სოფელი ხელისგულივით მოჩანდა. სწორედ აქ იმართებოდა ყველა დღესასწაული, რადგანაც ეს ადგილი თავისი ეკლესიით დიდი მადლის შემცველი გახლდათ.
ამ გორაკს „სენ-ჩეიზი“ ერქვა. იგი ისეთი მწვანე იყო და მაღლა აზიდული, გეგონებოდა, ცაში იწვდის ხელებსო. და მწვერვალი თავის ეკლესიათურთ ღრუბელთა კასკადში შეერეოდა და შიგ დაინთქმებოდა. სიკეთით აღვსილი ცა კი თითქოს ხელს გაუწვდიდა „სენ-ჩეიზს“ და წვიმით გაამდიდრებდა. წყლით გაჟღენთილ ნიადაგს მცენარე ფოტოსინთეზისთვის გამოიყენებდა. და სწორედ ამ პროცესისმ შედეგად ქროდა აქ ცივი ნიავი, რომელიც ძვალში ატანდა. იგი სუსხავდა ადამიანს: ფეხებში შეუფრინდებოდა - ცოტა შესცივდებოდა, შემდეგ ქვევიდან მოყოლებული ზევით - თავამდე აიწევდა და მთელ ტანს სიგრილეს მოსდებდა. და თუ ეს პროცესი დიდ ხანს გაგრძელდებოდა, ადამიანი სიცივისაგან ოდნავ გაიკანკალებდა კიდეც.
განაკუთრებით კი საღამო იყო აქ ჯადოსნური. მთვარის თითქოს თეთრი სხივები გორაკს ეცემოდა და აქაურობას ბრილიანტივით ქათქათას ხდიდა. მას არ ენანებოდა თავისი ნათელის აქ გადმოფრქვევა. ის ხომ გორაკს ზედ ედგა, უყურებდა, როგორც დედა და შვილივით უფრთხილდებოდა, შემდეგ, როდესაც ჩამობნელდებოდა ისე, რომ ციცინათელაც კი იხულავი ხდებოდა, მთვარე დაიძინებდა და თავის „სიზმრებს“, „ოცნებებს“ (ნათებას) თითქოს უფრო და უფრო ძლიერ გადმოანთხრევდა „სენ-ჩეიზზე“. იგი ხომ მისი შვილია. მას, რასაკვირველი, არ ენანებოდა მისთვის არაფერი, თუ გინდა სულ დაცლილიყო მბზინავი აურისაგან, რომელიც ისეთი წმინდაა რომ თეთრი - ანგელოზის ფერი მიუღია.
ეკლესია კი იდგა ისე, როგორც „შვილის თოჯინა“, რომლის დაკარგვის შემდეგ „ბავშვი“ ძლიერ ატირდებოდა, რაც დიდ წარღვნას გამოიწვევდა. დედაც (მთვარე) მასთან ერთად ატირდებოდა, ქვევით ჩამოვიდოდა, შვილს მოეფერებოდა, რის შედეგადაც ყველაფერი გაფერმკრთალდებოდა. მამაც (მზე) გაბრაზდებოდა ისე, რომ თავის გაცეცხლებულ გულს ქვევით გადმოისროდა. დაწვავდა, გაანადგურებდა ყველაფერს თავისი სიკეთის მიუხედავად.
ამიტომ არ უნდა დანგრეულიყო ეს ეკლესია! ეს რომ მომხარიყო აღარაფერი იარსებებდა!.. ჩაკვდებოდა ქრისტიანობის სული, მომავლის იმედი და რწმენა, რომელსაც უფალი ქადაგებს!..

ეტლი წინ მიიწევდა. მან ლამაზი ხეივანი გაიარა, შევიდა ვარდებით აყვავეულ გზატკეცილზე და გორაკის ძირას მიადგა. „სენ-ჩეიზზე“ ისეთი დამრეცი ფერდი იყო, რომ ეტლით ავლა შეუძლებელი იქნებოდა. მწვერვალზე მისასვლელად კი სპეციალური კიბეები არსებობდა.
ეტლი გაჩერდა. საღამოს სასიამოვნო სიო ისევ ქროდა, რომელიც ეტლიდან ჩამოსვლისას ქ-ნს სახეზე მოელამუნა და კაბა აუფრიალა ისე, რომ მისი ფეხები უფრო კარგად გამოჩნდა. ნიკოლოს შავი, ფარფლებიანი ქუდი ეხურა; ტანზე შავი წამოსასხამი ჰქონდა შემოხურული, რომელიც მის ჯენტლმენურ ხასიათზე მიანიშნებდა; გამოკვეთილ, თხელ, ქალივით ფეხებს ოდნავ მოტმასნული შარვალი უმშვენებდა, რაც ისედაც ლამაზ ფეხებს უფრო მშვენიერს ხდიდა მაყურებლის თვალში; ფეხებზე კი გაპრიალებული ფეხსაცმელი ჩაეცვა, რომელიც „სენ-ტუილის“ მაღაზიაში ჰქონდათ გამოფენილი სპეციალურ ვიტრინაზე, რომელზეც განლაგებული საქონლისათვის ხელი ბევრს ვერ მიუწვდებოდა.
ცივი ნიავი, რომელიც ძვალ-რბილში ატანდა, მის მორისს მოსწონდა. ნიკოლოს კი აშკარად არ სიამოვნებდა ამ ადგილას ყოფნა, არა იმიტომ რომ ციოდა, არამედ იმიტომ, რომ არ უყვარდა საღამოობით ასეთ ადგილას სიარული. ეს გორაკი ხომ „სოფლის ცივილიზაციისაგან“ ოდნავ იყო მოშორებული. მან დიდი წარბები ძლიერ შეჭმუხნა.
ნიკოლომ კარგად იცოდა, რომ აქ ყოფნა ძმის გამო უწევდა, ვისთვისაც ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდაც კი წმინდად წასულიყო იმქვეყნად.
მეეტლე აქ დარჩა. მან ფეხი ფეხზე გადადო, სიგარა ამოიღო ჯიბიდან და გააბოლა.
- ავიდეთ? - ჰკითხა ნიკოლომ ქ-ნს, - თუ გინდათ მარტო მე ავალ. თქვენთვის დიდი დატვირთვა....
- აღარ გაიმეოროთ ეგ სისულელე. დაწყნარდით!.. არაფერი მიჭირს. კარგად ვარ!.. - მორისმა ნიკოლოს ტუჩებზე თითი მიადო, ნიშნად იმისა, რომ გაჩუმებულიყო. მერე კი ყურში ჩასჩურჩულა: “ჩუუუ“ და გზას სწრაფი ნაბიჯებით გაუდგა. ნიკოლო, თითქოს სულ მთლად გაშტერებულიყო, მოჯადოებულიყო, გონს კი მოეგო მაშინ, როცა ქ-ნს კარგა მანძილი გაევლო კიბეებზე.
- დამიცადეთ! - შეყვირა იმ მომენტში ოდნავ გახალისებულმა, დაიმედებულმა, რაც მალევე ჩაქრა მასში და გულში შიშმა იფეთქა.
მორისმა ნიკოლოს კელუცურად შეხედა, თავი გააქნია და დაუძახა. ვაჟი მას უახლოვდებოდა. ქალი კი კიბეებზე, ხელებით კაბააწეული, არბოდა, მაგრამ მეგობარს ვერ გაქცეოდა.
ცაზე პირველი ვარსკვლავი გაჩნდა და კრთომა დაიწყო. თითქოს აქა-იქ ოდნავ ირწეოდა და ცაზე მოსვენებაც ვერ პოულობდა, როგორც ნიკოლოს ძმა, რომელიც, ალბათ, საწოლში ასევე მოუსვენრად კოტრიალობდა.
მხოლოდ ერთი ვარსკვლავი მოჩანდა: პატარავდებოდა, დიდდებოდა და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს... ეტყობოდა ვიღაცის სიკვდილს აცნობდა დედამიწაზე მყოფთ.
- ნახეთ, როგორ ანცობს ეს ოხერი ვარსკვლავი, - კიბეებზე არბენისას წამოიძახა ნიკოლომ.
- რა დროს ეგაა, ნიკოლ. დრო არ იცდის, - ქალს მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი ეცვა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც თავგანწირულად დარბოდა. ნუთუ ნაავადმყოფარმა მაინც შეძლო ძალის ასე მოზღვავება? ალბათ არ უნდოდა, რომ ვინმე დაიღუპულიყო მის თვალწინ, რაც უკვე ქ-ნისთვის უცხო არ იყო. მის თვალწინ მოკვდა მამა, დედა და ძმა. სწორედ ასეთი ნაცნობი ემოციები დაუფლებოდა, რამაც მასში ისევ იჩინა თავი და საუკეთესო მეგობრის ტანჯვა საკუთარ გულის წუხილადაც იქცა.
მათ სხარტად აირბინეს კიბე ისე, რომ არ დაღლილან. რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით უფრო ძლიერ გრძნობდნენ გორაკის სიმწავნის ნამდვილ, განუმეორებელ სურნელს, რაც, ალბათ, კარგა ხანია არ ჩაუსუნთქავთ და თითქოს სწორედ ახლა აპირებდნენ ფილტვების ამ ჯადოსნური, ამბრის არომატით ამოვსებას.
მათ მიაღწიეს მწვერვალს, საიდანაც თვალწინ ნაცნობი ადგილები რუქასავით გადაეშალათ.
- მამაო ახლაც იქნება ტაძარში. ვიცი, ის ისეთია, რომ ლოცვის გარეშე წამსაც ვერ ძლებს, - განაცხადა მორისმა და ნიკოლოს ხელი ხელში მოაქცია, შემდეგ გულზე მიიდო და მიუგო: - მე მწამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
„როგორც იქნება ყველაფერი კარგად, როგორ!“ - გაიფიქრა ნიკოლომ ისე, რომ სახეზე ძალით ღიმილი მოიფინა. არ უნდოდა საკუთარი ემოციებით ქალის დამწუხრება, როდესაც იგი, პირველად, კარგა ხნის შემდეგ, აქ ამოსვლისას, ოდნავ მაინც გახალისებულიყო ღრუბელთა შორის თითქოს მოთამაშე ვარსკვლავის ხილვით.
ცაზე კიდევ ორი ვარსკვლავი გამოჩნდა.
- ეს ორი ჩვენ ვართ, ის კი შენი ძმა. ნახე როგორი დასუსტებულია, მალე უნდა მივუსწროთ.
ორივენი კი ჩქარობდნენ, მაგრამ ეკლესიაში მშვიდად შევიდნენ. მათ იხილეს სასწაული: მამაო მიწაზე დაჩოქილიყო, ჩაბნელებულ ადგილას, რომელსაც მხოლოდ სანთელი და „ღვთის მადლი“ ანათებდა, და ლოცვებს კითხულობდა. ჭიშკრის გაღებისას გამოწვეულმა ხმაურმა კი საყავრელ საქმეს მოაცდინა და მზერა იქითკენ გადაიტანა, საიდანაც ფეხის ნაბიჯები მოესმა. მამაომ სანთლები აანთო.
- გამარჯობა! - გაისმა ნიკოლოს ხმა.
მამაოც მიესალმა
- გამარჯობა, შვილნო ჩემო, რამ შეგაწუხათ? - ჰკითხა სრულიად მშვიდად, ჰარმონიულად, აუღელვებლად.
სიჩუმე ჩამოდგა...
- ჩვენ, უბრალოდ, რაღაც თხოვნა გვაქვს თქვენთან, - ხმა ამოიღო მის მორისმა.
მამაომ ტკბილად გაუღიმა ორივეს.
- გისმენთ, - და კიდევ ერთი ღიმილი აჩუქა მათ.
- ერთი ადამიანი კვდება და... - ნიკოლოს არ შეეძლო ხმის ამოღება და ასე, რომ ქალმა უპასუხა.
- გასაგებია. ახლავე წამოვალ. სახლში თუ საავადმყოფოში?...
- საავადმყოფოში, - მიუგო ნიკოლომ.
- ახლავე, მომიცადეთ, - იგი სადღაც გავიდა, სიბნელეში გაუჩინარდა.
რამდენიმე წუთში დაბრუნდა და სანამ თავის „საქმეებს“ აკეთებდა, მორისმა და ნიკოლომ ბევრი ილოცეს. მათ კარგად იცოდნენ, რომ იგი ვეღარ გადარჩებოდა და ამიტომ ღვთისმშობელს მისი ცოდვების მიტევებასა და ნათელი კარის დახვედრას ემუდარებოდნენ. ისეთი მრავლისმთქმელი იყო მათი ლოცვა, რომ მამაოს, რომელმაც მათ ვედრებას ყური მოჰკრა, თვალზე ცრემლი მოადგა.
- ახლავე გავუდგეთ გზას, - უთხრა მან ქალ-ვაჟს და სამივე კარისკენ გაემართა.
ცაზე ახლა უკვე ოთხი ვარსკვლავი ანცობდა. ერთი უფრო დიდი ჩანდა და უფრო თეთრი, ოღონდ სხვებისაგან განსხვავებული, წმინდა და უფრო მბზინავი.
მათ მალევე ჩაირბინეს კიბე. ჩასვლისაც მღვდელმა ისინი გამოკითხა:
- ვინ კვდება?
- ჩემი ძმა.
საუბარი მღვდელსა და ნიკოლოს შორის გამართულიყო. ქ-ნი კი წინ მიიწევდა. სისუტე არ ემჩნეოდა, რაც ნაავადმყოფარს ყოველთვის თან სდევს ხოლმე.
- აჰ, - შეკივლა მამაომ, - მისტერ ნოლიკი? ქალაქის მერი რომ იყო ერთ დროს?
- დიახ, დიახ, - ნაღვლიანად მიუგო.
„ეჰ, საწყალი კაცი. იგი აუცილებლად უნდა მოხვდეს სამოთხეში, მაგრამ ის უმნიშვნელო ცოდვებიც კი შეიძლება მისთვის დამაბრკოლებელი გახდეს, რომ არ მოინანიოს!“ - თავისთვის ფიქრობდა მამაო, და თან ფეხის ნაბიჯებს მოუმატა.
როგორც იქნა ეტლს მიაღწიეს.
- ეს თქვენი ეტლია? - ჰკითხა მორისს.
- დიახ, - ქალმა გაუღიმა ისევე, როგორც მამაომ ეკლესიაში.
მას არასოდეს არ დაავიწყდებოდა ეს ტკბილი ღიმილი.
- სალვადორ, მზად ვართ! - ბრაძნება გასცა მორისმა.
მეეტლე სიგარას აბოლებდა. მან ნამწვი გადასიროლა და თავის ადგილზე დაჯდა.
- დიახ, ქალბატონო, მზად ვართ!
სამივე ეტლში ჩაჯდა.
თითქოს საშინელი მორცხვობა დამკვიდრებულიყო ეტლში. ხმას არავინ არ იღებდა. თითქოს ერთმანეთს ელოდებოდნენ, აი, ახლა ხმას ის ამოიღებსოო, ალბათ ფიქრობდა თითოეული მეეტლეს გარდა, რომელიც ისეთი მხიარული იყო, საუბრის ნებართვა რომ მიგეცა, იმდენს ილაქლაქებდა, ტყეში გადასაგდები გახდებოდა. მის მორისი გარეთ იყურებოდა, ბუნებას აკვირდებოდა, ფიქრებში წასულიყო; ნიკოლო წამომჯდარიყო ისე, რომ ვერავის შეემჩნია მისი ნაღვლიანი სახე; მღვდელი კი მომაკვდავის სულის გადარჩენისთვის ლოცულობდა.
ეტლი საავადმყოფოსთან გაჩერდა.
- თქვენ აქ დამელდოეთ, სალვადორ! - უთხრა მეეტლეს მორისმა.
მეეტლე სალვადორი მას დაემორჩილა და როგორც წინათ, სიგარა გააბოლა, ოღონდაც ახლა ფეხზე დადგა.
ისინი დაწესებულებაში შევიდნენ. დერეფანში მისტერ ნოლიკის ექიმი შეხვდათ.
- როგორაა? - ჰკითხა ნიკოლომ და სანამ პასუხს მიიღებდა სასო სულ მთლად წარეკვეთა.
- იმედი არაა, - მიუგო მშვიდად. თითქოს ამის თქმა უკვე მისთვის დიდ სიძნელეს აღარ წარმოადგენდა, - სჯობს, რომ მალე მოინანიოს ცოდვები. უი, თქვენც აქ ყოფილხართ მამაო? - მან სრულაიდ გულგრილად მიესალმა მამაოს, აშკარად ძლიერ იყო დაღონებული დატვირთული დღის შემდეგ.

... - როგორ ხარ, ძმაო?
- ვკვდები, - ძლივს წარმოთქვა თითოეული ასო-ბგერა.
- უნდა მოინანიო ცოდვები, ეს აუცილებელია.
- რადგან ეს აუცილებელია ჩემი სულისთვის...
მამაომ ლოცვა დაიწყო. იგი ოდნავ ღელავდა. ალბათ პირადად იცნობდა ამ კაცს და მისი სიკვდილი ამწუხრებდა, ვინ იცის?
მორისი და ნიკოლო მოშორებით დამდგარიყვნენ...
...ამინ - დაამთავრა მამაომ.
- გმადლობთ, მამაო, - მისტერ ნოლიკი მას ხელზე, დიდი წავლების შედეგად, ეამბორა.
მისტერ ნოლიკის სახე კიდევ უფრო გაფერმკთალებულიყო, თითქოს რაღაცის თქმა სურდაო და ვერ ამბობდა. მან ხელზე თითები აათამაშა და უღონოდ გაიშოტა. მისტერ ნოლიკმა მამაო ნახა უკანასკნელად, სანამ თვალებს სამუდამოდ დახუჭავდა. მისი ხატება კი, რომელიც „სულში შთაებერა“, წინ წარუძღვებოდა სასუფეველში და დაეხმარებოდა წმინდა კარის გაღებაში. საბედნიეროდ კი, მას მოენანიებინა ცოდვები, რაც კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს სულიერი ამაღლებისთვის.
- რა ხდება? - მორისი გაოცდა. რაღაც ხმები შემოესმა. თითქოს ხალხი დარბის აქეთ-იქითოო.
ვიღაც ექთანი შემოვარდა პალატაში, რომელსაც ალბათ ამის შეტყობინება დაავალეს.
- ავაზაკები, - ნამტირალევმა და გონების დაკარგვისაკენ მისულმა გამოაცხდა.
გვამი საწოლზე ესვენა. კიდევ კარგი ამას ვეღარ მოესწრო...

***
ღრმა ტყეში, ისეთ ადგილას, სადაც თითქმის არაფერი ხარობდა, ერთი ქოხი იდგა. იგი სიძველის გამო დანგრევის პირას იყო მისული, მაგრამ მასში მცხოვრებთ ძლიერ გაემაგრებინათ იქაურობა, რათა, ალბათ, კიდევ ცოტა ხანს გასძლოდა.
ქოხის „სახურავი“ თივისგან აეშენებინათ ისე, რომ „დარბაზში“ წვიმა არ ჩასულიყო.
- ვითომ ყველაფერს სწორად გააკეთებენ? - რიტორიკულად იკითხა პირველმა.
- იმედია, - მიუგო მეორემ, უფრო ბუნჩულამ და მსუნაგმა.
ქოხში მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანი დარჩენილიყო. ორთავეს ისე საზიზღად ეცვა, მგელს რომ დაენახა, მათ საჭმელადაც კი არ გაიმეტებდა, აითვალწუნებდა და სხვა საკვებს მონახავდა.
- არ გააკეთებენ და, - განაგრძო მეორემ, - მზის სინათლეს ვეღარ იხილავენ.
- ოჰოჰო, - გაეცინა პირველს, - შენ ვითომ მათ რას უზამ. ჩვენზე ათასჯერ ძლიერები არიან. შენ კი დონდლო ხარ, მხოლოდ ჭამაზე ფიქრობ და რაც ჩაგდის კუჭში, იმაზეც არა ხარ კმაყოფილი.
- რა გინდა?! რა სულ ჩემს მუცელზე მასხრობ. კარგა ხანია ნორმალური საჭმელი არ მიჭამია. სულ რაღაც ბალახებს მივირთმევთ და მუცელი საშინლად მიმწვანდება.
- მაგარი იდიოტი ხარ! მუცელი როგორ უნდა გაგიმწავდნეს?
- აბა რა ფერია შიგნიდან მუცელი, როდესაც მწვანეს შეჭამ? აი, მაგ: როცა წითელ რამეს შეჭამ, წითლაც შეგეღებება და როცა თეთრს - თეთრად და ა.შ. ხომ მიხვდი?
- იდიოტი ხარ, სულელი!
- დანას გაგიყრი ყელში, - გაეხუმრა.
პირველმა გადაიხარხარა, მეორეც აჰყვა.
ღამე იყო. სხვათაშორის, „სენ-ჩეიზისაგან“ განსხვავებით, აქ არ ციოდა, პირიქით, ცხელოდა. ალბათ, იმიტომ, რომ მისგან მოშორებით მდებარეობდა.
ეს ორი ჩერჩეტი ადამიანი (თუ შეიძლება მათ „ადამიანი“ ვუწოდოთ) სხვებს ელოდებოდნენ. თვითონ კი, შიშის გამო, აქ დარჩენა ისურვეს. და თუ მათ წაჰყვებოდნენ მხოლოდ ხელს შეუშლიდნენ და სხვა არაფერი. - ეს კარგად იცოდნენ.

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 7:10 PM | შეტყობინება # 3

436
7  +
9  ±
   ±
Offline
happy ess kargia,magram shemdegic dade

------თარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 7:14 PM | შეტყობინება # 4
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
ერთიანად შენც რა გიგანტური თავი გამოგსვლია biggrin
ეს სათაურიც უფრო საინტერესოდ ჟღერს
ველოდები ახალ თავს ყეაჰ :>

DreaMyთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 9:02 PM | შეტყობინება # 5
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
თავი მეორე

მოულოდნელობაა სწორედ ის, რაც გვაწამებს.

გარეთ ჰაერი დამძიმებულიყო. ამ ბოროტებით გაჟღენთილ ჰაერში ხელის განძრევაც კი ჭირდა; გონება ხო იძირებოდა და იძირებოდა უფსკრულში, თანდათან წყდებოდა სინათლეს და სიბნელეში ინთქმებოდა.
მერცხლები თავისუფლებას ეძებდნენ. ცეცხლს ვეღარ უყურებდნენ. ვერ უჩერებდნენ თვალს საშინელებას, სიძულვილს, ბოროტებას და ქედმაღლობას. ისინი ხომ სიკეთის ჭვრეტისთვის იყვნენ შექმნილნი. მათი თვალები, შორიდან თითქოს მუდამ წყლით გაჟღენთილი რომ ჩანს, უფრო და უფრო, იკრავდა ბურუსს, ნისლს და ვეღარაფერს ვეღარ ხედავდა. ზეცაში მიიწევდნენ და ღრუბლებში განისვენებდნენ ბოროტებისაგან შორს.
თითქოს ჟანგბადის „პოვნა“ რთული გამხდარიყო ატმოსფეროში. სუნთქვა ჭირდა. კვამლი მოსდებოდა არე-მარეს. სოფელი კი ღელავდა, აღრენითა და ზიზღით მირბოდა მშვიდობისაკენ.
ცეცხლი მოსდებოდა ბუჩქებს, ყვავილებს, დიდ, მრავალწლოვან ხეებს. ფოთლები სულ მთლად გახრწნილიყო და ხის ქერქები კვამლით აღვსილიყო.
- გაიქეცით, გაიქეცით, - გაჰყვიროდა სოფლის გუბერნატორი. მას მალე პოლიციაც შეუერთდა, რომელიც ხალხს სახლებიდან გამოსვლაში ეხმარებოდა.
- წყლის მოწოდება ჭირს. მამაკაცებო, თქვენ გვჭირდებით, - გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე ოფიცერი, - მდინარეებიდან წყალი ვედროებით მოიტანეთ. დაგვეხმარეთ, როგორც შესძლებთ.
ქალები, ბავშვები და მოხუცები თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ. ცეცხლი მთლიანად მოსდებოდა სოფელს. იწვოდა ყველაფერი, როგორც ასანთი ცეცხლის მოკიდებისას.
კაცები თავდაუზოგავად შრომობდნენ. მდინარის წყალი ხანძრის ჩასაქრობად არ იყო საკმარისი. მაგრამ სოფლელთა შრომა, რომლებიც „საგვარეულო მამულის“ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ, გულის ამაჩუყებელიც კი იყო.
- დედიკო,- გაჰყვიროდა ბავშვი, რომელსაც ცრემლები თვალებიდან ღაპა-ღუპით ცვიოდა. დედამ მას ხელი ნაზად მოუთათუნა ღაწვებზე, ცრემლები ჩამოწმინდა და ხელში აიყვანა, შემდეგ კი ძლივ-ძლივობით გაირბინა.
- რა გჭირს, ადოლფ? - მან შვილი გულში ჩაიკრა და ფეხის ნაბიჯებს მოუმატა.
- მამა სადაა, დე?
- მამა სხვაგანაა, შეიძლება ძალიან გვიან მოვიდეს. არ იდარდო შენ ამაზე, - დედამ ვაჟიშვილს შუბლზე ტუჩი შეახო და ნაზი კოცნით დაასაჩუქრა.
ბავშვი ოთხი წლისა იქნებოდა. კბილები ლამაზად ჩამწკრივებოდა და კარგა ხოშიანად ლაპარაკობდა. თან მის ხმას ძალიან ლამაზი, ბავშვური სილაღე დაკრავდა.
ხალხმა თვითონაც არ იცოდა საით გარბოდა. ხანძარი ხომ მთელ სოფელს მოსდებოდა. ამიტომ ისინი ეძებდნენ იმ „ბრწყინვალე კარს“ რომლის მიღმაც ოდნავ შებას მაინც იგრძობნდნენ ამ საშინელი ამბის შემდეგ.

საავადმყოფოს შენობა სულ ფერფლად ქცეულიყო. აქა-იქ კი მოჩანდა რამდენიმე კედლის ნანგრევი, რაც ხანძარს შემთხვევით გადარჩენოდა.
მთავარმა ექიმმა და რამდენიმე ექთანმა შეძლეს თავის დაღწევდა. ავადმყოფების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დამწვარიყო შენობის კედლებთან ერთად.
მორისი და ნიკოლო წინ მიიწევდნენ. ისინი გაჰყურებდნენ თავიანთ სავანეებს, სადაც ცხოვრობდნენ და ნავარდობდნენ ერთ დროს.
- ცოტა კიდევ, ცოტაც, - გაიძახოდა მის მორისი, რომელიც სულ მთლად გაოფლიანებულიყო და მისი ლამაზი, მოფარფარე კაბაც, შესაბამისად, სიბინძურეში, კვამლში გამოვლილი, გადასაგდები გამხდარიყო.
- ძალიან დავიღალე, - მიუგო ნიკოლომ.
- არაუშავს, უნდა გავუმკლავდეთ ამას, უნდა! არა, ეს აუცილებელია, - მორის ძლივს სუნთქავდა, - ეს დამპალი ავაზაკები, იდიოტები. როგორ გადაწვეს სოფელი. ასე არასოდეს არ უმოქმედიათ. ახლა ვითომ რა ჭირი ეტაკათ? - ქალმა ღრმად ჩაისუნთქა. იგი წინ ნელ-ნელა მიიწევდა, რადგან დიდი სიმძიმის ტარება უწევდა, - როგორ მოკლეს მამაო. იგი ხომ მხოლოდ გადარჩენას ცდილობდა, - მორისის ხმაში ნაღველი და მწუხარება გამოსჭვიოდა.
ნიკოლოს შუბლი მოიჭმუხნა და ამოიხვნეშა:
- კარგი მღვდელი იყო, სულიერად ძლიერი და პატიოსანი. არც ისე სუსტი ჩანდა ფიზიკურადაც, ჯან-ღონით სავსე იყო, მაგრამ რატომ ვერ დააღწია თავი საავადმყოფოს ნანგრევებს? იქნებ თვითონაც უნდოდა სიკვდილი?
- ეგ არავინ არ იცის, მხოლოდ უფალმა, რომელიც ჩვენ, უბრალო მომკვდავებს, არაფერს გვეუბნება, - მორისს კაბის ბოლო ფეხებში ებლანდებოდა და სიარული უჭირდა.
ისინი ტყეში შეჭილიყვნენ და საიმედო ადგილს დაეძებდნენ.
- დასანანია, მღვდლის გვამი რომ ვერ ვიპოვეთ. დაიწვა საწყალი. იგი ამას არ იმსახურებდა.
- ჰეი, ცოტა უფრო კარგად! ხო ხედავ ძალიან მძიმეა გვამი და მიჭირს მისი ტარება.
- გაუძელი ცოტაც, მორის! აი, ცოტა მოშორებით დავმარხოთ.
- აი, იქ არა? თან კარგა მანძილი გავიარეთ. შენი ძმის სამარხს ვერაფერს ვერ უზამენ. თან, ნახე, რამხელა ხეებითაა გარშემორტყმული აქაურობა.
- კარგი. ახლა ხელებით უნდა ამოვთხაროთ მიწა, - თქვა ნიკოლომ და გვამი მიწაზე დაასვენა.
მორისი ცოტა მოწესრიგდა. კაბა ხელებით გადაიწმინდა და ფერფლი ჰაერში გააბნია.
- თუ გინდა მეც მოგეხმარები, - უთხრა ქალმა ნიკოლოს, რომელიც ორმოს თხრიდა.
- თუ ხარ დარწმუნებული, რომ თავს არაფრით არ ავნებ, დამეხმარე, - ნიკოლომ მას დამურული სახით გაუღიმა. ქალმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მუხლებზე ჩამოჯდა და მეგობართან ერთად მიწის თხრას დაიწყო.
ნიკოლო ქალს მრავლისმეტყველი თვალებით უცქერდა.
მან თქვა:
- ძალიან ლამაზი ხართ ამ დამურულ კაბაშიც კი.
მორისმა ჩაიცინა.
- არა, არ ვტყუი, - მორისმა თავი ჩაქინდრა და ისევ თხრას მიჰყო ხელი, - უკვე ღამეა, ხომ არ გეშინიათ?
- ნუთუ შიშის უფლება მაქვს?
- არა, უბრალოდ თქვენზე ვზრუნავ.
მორისი და ნიკოლო ერთობლივად მუშაობდნენ. მათი ხელები ერთმანეთში იბლანდებოდა და, ამავდროულად, ნაზად ეხებოდა.
უკვე კაგა სიღრმეზე იყო ამოთხრილი ორმო, რომ გვამი შიგ ჩაასვენეს.
- ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ მიწა დავაყაროთ. იტყვით რამეს, მანამ სანამ თქვენის ძმის ცხედარს ხედავთ?
- არა, არ ღირს. მეშინია რამე არ დაგემართოთ და ჯობია მალევე დავაყაროთ მიწა.
- რისი უნდა გეშინოდეთ?
- მეშინია იმის, რომ შეიძლება აქ, ტყეში, რამდენიმე ავაზაკი იმყოფებოდეს. კაცმა არ იცის, თუ რა შეიძლება სურდეთ მათ.
- მაშ, მალევე გავეცალოთ აქაურობას. სიმართლე რომ გითხრათ, თქვენზე ვდარდობ და ვღელავ.
- რატომ?
- ახლახან ძმა მოგიკვდათ და კიდევ სოფელი ხანძარმა გაანადგურა.
- თუ კაცი ამ ცხოვრების ყოველივე ცუდს ჩაუღრმავდება და გულთან ახლოს მიიტანს, ის ადამიანი აღარაა, რადგან მას არ შეუძლია ჭირ-ვარამში თავის ხელში აყვანა, რაც, ალბათ, ჩვენი ყოფის ერთ-ერთი მთავარი საგანძურია, სხვა ძუძუმწოვრებისაგან რომ გვანცალკევებს.
- მე თქვენი ყოველთვის მწამდა და მჯერა, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი შეგიძლ... - მორისმა ყურები დაცქვიტა და სახე გაუფერმკრთალდა.
- რა იყო, მორის? - ნიკოლო მისკენ მიიწია.
- რაღაცამ გაიჩხრაკუნა, - მიუგო ქალმა.


შეტყობინება შეასწორა DreaMy - ოთხშაბათი, 2012-07-04, 9:15 PM

------თარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 9:29 PM | შეტყობინება # 6
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
Quote (DreaMy)
მოულოდნელობაა სწორედ ის, რაც გვაწამებს.

happy happy

ძაან კაი თავი იყო ეს, ფილმი წარმომიდგა თვალწინ *__* და ნუ ინტრიგაააა biggrin შემდეგი თავიც მაინტერესებს, მარა რატომღაც არამგონია ის ვიღაც ავაზაკი იყოს...
მოკლედ ყოჩაღ, იხვეწები და იხვეწები :> მიხარია რომ ისევ გახსენი თემა.

DreaMyთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 10:19 PM | შეტყობინება # 7
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
Exceptionally_Ordinary, gmadlob happy

makieთარიღი: ოთხშაბათი, 2012-07-04, 11:48 PM | შეტყობინება # 8

144
4  +
28  ±
   ±
Offline
kargiaa rom gaagrdzeleeee smile smile smile momewonaa taviii smile


Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 0:44 AM | შეტყობინება # 9

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ixveweba? araa sulac ara, ukve sakmarisze metadac ki daxvewilia ,es tavic amaves mowmobs ) mokled xandzris scena mshvneivrad gaqvs agwerili , ise rom mteli momenti kitxvisas tvalwin medga da tviton xandzris ideac dzalian efeqturi gamovida. bolos intriga rom chagvigde ragacnairad ert-erti avazaki mgonia,an vinme axali personaji. vnaxot,vnaxott

Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 0:46 AM | შეტყობინება # 10

436
7  +
9  ±
   ±
Offline
kidev aseti zomis tavebi chemtvis sakmarisia arc dzalian didi da arc mocucqnuli biggrin

DreaMyთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 9:13 AM | შეტყობინება # 11
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
makie, გმადლობ.
Mari_Ami, ოჰო, გმადლობ. ნუ ვერ დაგპირდები, ამხელა თავებს დავდებ-მეთქი, შეიძლება ოდნავ გავადიდო ზომა, მაგრამ პირველ თავისნაირი სიდიდის თავებს აღარ დავდებ :დ biggrin ალბათ biggrin

Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 12:47 PM | შეტყობინება # 12

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ogondac magxelebi ar gvinda,kidev kargi wakitxuli mqonda ukve torem chinelivit gamixdeboda tvalebi biggrin

------თარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 1:13 PM | შეტყობინება # 13
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
Quote (DreaMy)
makie, გმადლობ. მაგრამ შენი კომენტარი მაინც ცოტა მშრალი მეჩვენება

აუუუუფფ არ გინდა რაა biggrin

ni[n]inთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 1:57 PM | შეტყობინება # 14

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
Exceptionally_Ordinary, utrakebs ra ginda

Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2012-07-05, 2:39 PM | შეტყობინება # 15

436
7  +
9  ±
   ±
Offline
iise moulodneloba gvawamebs? biggrin
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: