|
|
|
DreaMy | თარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 0:17 AM | შეტყობინება # 19 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| თავი მესამე სიბინძურე... მხოლოდ და მხოლოდ სიბინძურე!.. გისოსებიანი ფანჯრიდან სავსე მთვარე მოჩანდა. მისი ციმ-ციმი არე-მარეს ოდნავ მაინც ანათებდა. ცაზე, მასთან ერთად, ვარსკვლავიც გამოჩენილიყო, რომელიც, თითქოსდა, ზეცაში აბობოქრებულიყო და უფრო წინა პლანზე ცდილობდა წამოჭიმვას. ოდნავ მკრთალისფერი ცა ამ სოფელს ზევიდან დაჰყურებდა. მისი საცოდაობით მჭვრეტელი მთვარე კი კიდევ ცდილობდა გაბრწყინებას, თითქოსდა სურდა სოფლისთვის შეეტყობინება ის, რომ მასთან ერთად ძლიერ იტანჯებოდა. სოფელი გადამწყვარიყო; სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ჩანდა. მხოლოდ ერთი-ორიღა უსახლკაროდ დარჩენილი ავადმყოფი თუ სკლეროზიანი დაძრწოდა აქა-იქ და გაოგნებული რაღაცას დაეძებდა, რისი პოვნაც მას, რაღა თქმა უნდა, არ შეეძლო. აი, ერთმა ვირთხამ გადაირბინა... „წრუპ-წრუპ“ - მისთვის დამახასიათებელი ხმები გამოსცა, შემდეგ საკნის კუთხეში მიიმალა და გაიტრუნა. მას რისიღა ეშინოდა?! შენობის შავი კედლები ღამის წყვდიადში, მთვარის შუქზე, ოდნავ გაცისფრებულიყო. ავაზაკებს მთელი სოფელი გადაეწვათ. პოლიციის მოხელეების გვამები აქა-იქ მიმოეფანტათ. მოსახლეობის ერთ ნაწილს მოეხერხებინა თავის გადარჩენა და ტყეში შეღწევა; მეორე ნაწილი კი ხანძარს შესწიროდა და სამუდამოდ დაეძინა. ეს მიყრუებული სოფელი, რომელიც თავის დღეში არავის დახმარებას არ იღებდა, ავაზაკების მმართველობის ქვეშ მოქცეულიყო, თან როგორ... - სულ რაღაც ერთი ხელის მოსმით. არა, არა. ამის პატიება შეუძლებელი იყო!.. - ნიკოლო, როგორ ხართ? - ჰკითხა მორისმა ერთგულ მეგობარს, რომელიც გვერდითა საკანში გამოეკეტათ, - ჩვენ რატომ არ დაგვხოცეს? ჰა? რატომ არ ამოგვწყვიტეს იმ უდანაშაულო ხალხთან ერთად? - მორისს ტირილი წაკსდა. მისი ბაგეები ცრემლებმა დანამა, რომელიც მთვარის შუქზე უფრო დაბერილი ჩანდა. - მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, - ნიკოლომ უღონოდ ჩაიბუტბუტა, ისე, რომ მორისს გაეგო. - ძალა გამოგელია, საყვარელო ნიკოლ? - თქვენ არც კი იცით თუ როგორ, - თქვა და საკნის ერთი კუთიდან მეორეში ძლივს გადაინაცვლა. - იმედია აქაურობას თავს მალე დავაღწევთ. - იმედია. ... და ისევ ჩამოდგა სამარისებური სიჩუმე. კარგად მოისმოდა ავაზაკების ფეხის ბაკუნი. ისინი მთელ შენობას ყარაულობდნენ, ვაიდა არავინ გაგვეპაროსოო. აქ გამოეკეტათ ყველა ის პირი, ვინც მათ სოფლის დაპყრობაში ერთ დროს ხელს უშლიდა, რათა დაეტანჯათ და ბოლოს გული ამოეგლიჯათ. მაგრამ რატომღა დაიჭირეს ნიკოლო და მორისი? რატომ არ ამოხოცეს იქვე, უდანაშაულო ხალხთან ერთად? - ავაზაკი მოდის, - დაიჩურჩულა ნიკოლომ. მორისი საწოლზე ჩამოჯდა და უმანკო სახე მიიღო. თავისი მოფრიალე კაბა დაგლეჯოდა; თმები აწეწვოდა და, მოკლედ რომ ვთქვათ, სულ მთლად გამურულიყო და დამახინჯებულიყო მისი ფიზიკური მშვენიერება. ავაზაკმა მათ საკნებს გვერდი აუარა. კედელს, რომელიც ნიკოლოსსა და მორის ერთმანეთისაგან ანცალკევებდა იმდენად ბრტყელი იყო, რომ ერთმანეთისთვის ხმის მიწოდება შეეძლოთ. ისინი იმ განმაცალკევებელ კედელთან ახლოს დასხდნენ და ღრმად ჩაფიქრდნენ. ხმა არავის ამოუღია, მანამ სანამ ავაზაკის ფეხის ნაბიჯების ბაკუნი ოდნავ მაინც მიწყდა. - გვამი სად წაიღეს, გვამი!!! - გაოცებულმა მორისმა შეჰყვირა, თითქოსდა უცებ წამოარტყა რაღაცამ თავშიო. - ჩუუ... - მითხარი, ნიკოლო! - არ ვიცი, ალბათ დაღის დასასმელად თავისთან დაიტოვებდნენ. მორისს სახე მოეჭმუხნა. - ალბათ მათი დაღუპული მეგობრებისთვის უნდა იძიონ შური, რომლებიც ჩემი ძმის ბრძანებით იქნენ თავმოკვეთილნი. ზოგჯერაც კი მათ ტანჯვა-ვაებას ნოლიკი საკუთარ ტავზე აირებდა... - თუ იცი, ნიკოლო, ეს მე აქამდე არასოდეს მიკითხავს, რა პერიოდებს მოიცავს ავაზაკების ისტორია? ანუ როდის გამოჩნდნენ ჩვენს მიწებზე? - საერთოდ, ავაზაკები ჩვენს სოფელში, თქმულების თანახმად, მეთორმეტე საუკუნის მიწურულს დასახლდნენ. არსებობს ასეთი ლეგენდა, რომელსაც ბავშვობაში მამა მიყვებოდა: ტყეში ერთი ბანაკი იყო, სადაც სხვადასხვა რასის ხალხი ცხოვრობდა. ისინი აქა-იქ მოგზაურობდნენ და მსოფლიოს ღირშესანიშნაობებს, იმათ რაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია, თავიანთ ნაწერებში აღწერდნენ. ჰოდა, ცხოვრობდნენ ისინი მშვიდად, წყნარად. ბანაკში არაფერი ხდებოდა ისეთი. ათასში ერთხელ თუ გამოჩნდებოდა მგელი, რომლის მოკვლაც მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. დილაობით მდინარეზე ჩადიოდნენ საბანოდ, მთელ დღეს უსაქმურად ატარებდნენ, საღამოობით კი კოცონს დაანთებდნენ, გარშემო შემოუსხდებოდნენ და ერთმანეთს უსაქმურად გატარებულ დღეებზე უყვებოდნენ, შემდეგ კი, ზოგჯერ, საშინელებათა ამბებს ყვებოდნენ დიდ ბუსა და მხოხავ თევზზე. მეორდებოდა ასე ყოველ დღე: საშინელებათა ამბები მხოხავ თევზსა და დიდ ბუზე, ბანაობა, საუბარი და ა.შ.. ცხოვრება დუნედ მიდიოდა თავის რელსზე, - ნიკოლომ ნერწყვი გადაყლაპა, - ჰოდა, რაც მთავარია, რისთვისაც ვყვები ამას: - მოყოლა განაგრძო, -ერთხელ, შუადღისას, სადილზე, პატარა ბავშვმა დედას ვაშლი სთხოვა. დედამ ბავშვს ხილი არ მისცა და მდინარეში გადაუგდო. ბავშვიც, შესაბამისად, გაბრაზდებოდა. მივიდა მდინარესთან, და ტანსაცმლიანა წყალში გადახტა. გავიდა ერთი კვირა. ხალხი მას გამუდმებით დაეძებდა, მაგრამ ვერა და ვერ ეპოვათ. ის ბავშვი მდინარეს წაეღო, შემდეგ კი, მშობლებისაგან მოშორებით, ნაპირას, გამოერიყა. როცა თვალები გაახილა, წყალში ჩაიხედა და დაინახა, რომ სახე სულ მთლად დანაოჭებოდა და ბოღმითა და შურის ძიების წყურვილით აღვსებოდა გული. მან მიმდებარე ტერიტორიებზე ნავარდი დაიწყო. ყველას კლავდა, ხოცავდა, მანამ სანამ იქაურობა „ადამიანის გვამთა უდაბნოს“ არ დაამსგავსა. ლეგენდის თანახმად, იყო ერთი ადამიანი (დემონს შემთხვევით რომ გადარჩენოდა), რომელმაც ურჩხულს „ავაზაკი“ შეარქვა. „ავა“ - მის ენაზე ბოროტს ნიშნავდა; „ზაკი“ კი - გამანადგურებელს. ... მხოლოდ ეს ლეგენდაა შემორჩენილი მათ შესახებ. ბავშვობაშიც სწორედ ამ ლეგენდას გვასწავლიდნენ, რადგან სხვა ინფორმაცია ავაზაკების შესახებ არ მოიპოვებოდა და არც მოიპოვება. ერთი კიდევ ის ვიცით, რომ მეთორმეტე საუკუნის ბოლოსკენ დასახლდნენ ჩვენთან. ახლა რაც მოგიყევი კი მხოლოდ ლეგენდაა და არა ნამდვილი ამბავი. არ გეგონოს, რომ მართლა არსებობდა მხოხავი თევზი და დიდი, უზარმაზარი ბუ, - ნიკოლომ თხრობა დაამთავრა, ღრმა ჩაისუნთქა და გულიანად გადაიხარხარა. - რა იდიოტური ლეგენდაა, - მორისსაც გაეღიმა. - აბა, აბა. - რა ვქნათ, ნიკოლო? - როგორმე უნდა გავაღწიოთ აქედან. - მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელია. - ეჰ. გისოსებიანი ფანჯრებიდან კარგად მოჩანდა სოფლის ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ზემოდან მთვარე დასტიროდა...
შეტყობინება შეასწორა DreaMy - სამშაბათი, 2012-07-10, 4:05 PM | |
|
|
|
DreaMy | თარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 0:40 AM | შეტყობინება # 21 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| Quote (Exceptionally_Ordinary) nu gezareba mezareba, mezareba :((((
gmadlob rom dagaINTERESTINGa
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 0:52 AM | შეტყობინება # 22 |
436
Offline
| albat is legenda nawilobriv gamartldeba da morisic da nikoloc ragac shuashi arian am ambavtan magito ar mokles..ahaa sainteresoa ^^
| |
|
|
|