დ+მ=♥
|
|
|
|
ninicullen | თარიღი: კვირა, 2012-07-08, 8:35 PM | შეტყობინება # 498 |
38
Offline
| axaali tvi mindaaa :(((:@@@
| |
|
|
|
ni[n]in | თარიღი: კვირა, 2012-07-08, 10:54 PM | შეტყობინება # 500 |
47
Offline
| jandaba raa martlacda shinaarsi damaviwyda ukve, tu sadme apirebdi wasvlas shegedlo gagefrtixlebinet ramdeni xani ver dadebdi andac maqamde dagesrulebina ukve viglebi amdeni lodinisgan
| |
|
|
elle:Xx | თარიღი: ორშაბათი, 2012-07-09, 3:02 PM | შეტყობინება # 501 |
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
Offline
| | |
|
|
RoB-dOd3310 | თარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 2:55 PM | შეტყობინება # 502 |
26
Offline
| რა დუდღუნები ხართ ბავშვებო! მოგეხსენებათ სვანეთში ვარ და ეს უკვე ვთქვი რო მივდივარ თქო,ნათქვამი მქონდა უფრო სწორად. ხოდა მაპატიეთ რა,ვერ ვახერხებ დადებას. აქ იმდენი საქმეა:(( ტურისტები და ა.შ. ახალი თავი შევეცდები რო მალე ავკრიფო და თუ ვინმეს მობეზრდა ნამდვილად არ ვაძალებ კითხვას! გკოცნით და მიყვარხართ!
| |
|
|
|
|
♫თამუნა♫ | თარიღი: სამშაბათი, 2012-07-10, 5:55 PM | შეტყობინება # 505 |
თამუნა გირგვლიანი
63
Offline
| dodo male raaaa
When I Die.... PLease Don,T crY.... JusT Look aT skY.... anD saY GooD BYe:)
| |
|
|
RoB-dOd3310 | თარიღი: ორშაბათი, 2012-07-16, 8:49 PM | შეტყობინება # 506 |
26
Offline
| svanuka, თამ,ეს უეჭველი შენ ხარ არაა:))))))
| |
|
|
RoB-dOd3310 | თარიღი: ორშაბათი, 2012-07-16, 8:58 PM | შეტყობინება # 507 |
26
Offline
| თავი მეთხუთმეტე: (ელენე) -აუ!ფეხის კუნთები როგორ მტკივაა!-საწოლში დიდხანს წოლის შემდეგ წამოვიყვირე.-მოიცა,აბა თუ გავივლი.-ვთქვი საწყლად და ფეხზე წამოვდექი.-მეღადავები ელენე?მშვენიერად დადიხარ...-გემრიელად გავიზმორე,სააბაზანოში გავედი,მოვწესრიგდი და ისევ ოთახში დავბრუნდი.ოთახი ავალაგე და სამზარეულოში ჩავედი. -ვაა,დილამშვიდობის სალო!-ვუთხარი სალომეს.რომელიც საყვარლად იჯდა და ყავას სვავდა.-გუჯიკო სადაა? -დილამშვიდობის.შენი გუჯიკო გასულია,მაგრამ სამაგიეროდ ერთი ძალიან მაგარი ამბავი მაქვს შენთვის,ოღონდ ჯერ მითხარი ყავას დალევ თუ ჩაის. -მითხარი რა სალო! -გუშინ ვიყავი ექიმთან,უკვე რამდენიმე ხანია გულის რევები მაწუხებდა,ხოდა... -ვაიმე!-დავიყვირე ხმამაღლა.-ბიჭია თუ გოგო? აუ მაგრად გამახარე! დაჯექი ჩემო ორსულო,მე თვითონაც კარგად მივხედავ თავს!-სალომესთან მივედი და გადავეხვიე. -ორი თვის ორსული ვარ.სქესი?არც მინდა გავიგო სანამ არ გაჩნდება,მაგრამ ხომ იცი დედის წინათგრძნობა?ბიჭი მეყოლება,გუჯიკოს დაემსგავსება... -რა კარგია!-მართლაც ძალიან მიხაროდა. -ისე,შენც აღარ ხარ პატარა გოგო..-მითხრა უცებ. -ხო,მართალი ხარ,მაგრამ არავინ მიყვარს...-მოვიტყუე და რაც შემეძლო გავიღიმე. -დასანანია! ეს ჩემი ტელეფონის ზუმერია?-თქვა და ფეხზე ადგა. -მე მოგიტან!-ვთქვი და მეორე ოთახიდან ტელეფონი სასწრაფოდ მოვურბენინე. -ალო...კარგად...კი,სახლშია...კარგი ვეტყვი...აჰა.. -გიორგი იყო?-„ქალური ინტუიციით“ მივხვდი. -აჰა,გამოვიდეს საქმე მაქვსო. გრილა გარეთ და რამე შემოიცვი! -კარგი.-მივედი და ლოყაზე ვაკოცე. ოთახში ავედი,თბილი შემოსაცმელი შემოვიცვი და გარეთ გავედი. ამინდი მართლაც გაფუჭებულიყო,ძალიან ციოდა,არადა უკვე თორმეტი ხდებოდა. კარებთან გიორგი მელოდებოდა.მივედი და თბილად ვაკოცე ლოყაზე.მან კი არც შემომხედა,ისე წავიდა წინ. -როგორ ხარ?-ვკითხე შეცბუნებულმა.გული მტკიოდა,რაღაც ხდებოდა... -კარგად შენ?-უღიმღამოდ მითხრა. ოთხი-ხუთი სახლი გავიარეთ უჩუმრად,ბოლოს ორივე გზის კიდესთან გავჩერდით. -ელენე,ალბათ შენ კარგად იცი,რომ მე და შენ მეგობრებზე მეტი ვერასოდეს ვიქნებით,ხომ ასე ფიქრობ? -რაზე მეკითხები?-გაოცებულმა წამოვიყვირე. -გუჯას უნდა ეთქვა წესით.-ასევე უგრძნობლად განაგრძო.-დედაჩემი დადიანია გვარად,ხოდა მამაშენის ახლო ნათესავია,ოღონდ არ ვიცი როგორ და რანაირად. -რა?აქამდე რატო არავინ მითხრა?-მეც მისნაირად დავიწყე საუბარი. -ვერ მოვახერხე... -გიო მე... -ვიცი! გთხოვ დაივიწყე ეს... ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე! -მართალი ხარ! შენ მე დანაშაული ჩამადენინე და ამას არასოდეს გაპატიებ!არასოდეს!-შემოვბრუნდი და სახლისკენ გავიქეცი,არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა. -მოიცა! ერთი წამი... -გიორგი რა გინდა?იცი რა გააკეთე?-საშინელი ხმით დავიყვირე. -მე სულ ვცდილობდი მეთქვა,მაგრამ რაღაც,ყოველთვის ხელს მიშლიდა! -თუმცა რა მადარდებს? ფეხებზე მკიდიხარ! -ნუ ამბობ მასე ელ...-ახლოს მოვიდა და ის-ის იყო უნდა ჩამხუტებოდა,რომ ხელი ვკარი და მოვიშორე. -არც იფიქრო! იცი რა?დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთე ჩემთვის!ახლა კი გთხოვ თავი დამანებე. მანდ იდექი და არ გამომყვე! -შენ როგორც გინდა..-ბოლოჯერღა შევხედე ჩემ „ანგელოზს.პირდაპირ თვალებში ჩავხედე. აცრემლებული და საცოდავი თვალებით მიყურებდა. სახლში შევვარდი,ოთახში ავედი და ქვითინი დავიწყე. ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი.. რა ნათესავი უნდა ყოფილიყო გიორგი,მამაჩემმა ყველა ჩვენი ნათესავი გამაცნო და შემაყვარა,არასოდეს უხსენებია მარინე დადიანი! მამიკო...ჩემო საყვარელო,როგორ მჭირდები..ტირილს უფრო ვუმატე.არა! აქ ვეღარ გავჩერდები,არ ვიცი რა არის ეს,მაგრამ მე ძალიან მცხვენია... ჩანთაში აეროპორტის ნომრის ძებნა დავიწყე,მალევე ვიპოვნე და აღარ დავაყოვნე ისე ავკრიფე. -გამარჯობათ.ძალიან გთხოვთ,დღესვე ერთი ბილეთი მინდა თბილისის მიმართულებით! -ამ...ერთი წამი.გვაქვს ერთი ბილეთი ოთხ საათზე თბილისის მიმართულებით. თქვენი სახელი და გვარი. -ელენე დადიანი. -აჰ,კარგით. ფულს აქ როგორც მოხვალთ მაშინვე გადაიხდით.რეგისტრაცია ერთი საათით ადრე იწყება! -დიდი მადლობა.კარგად!-ცრემლების ახალმა ნაკადმაც არ დააყოვნა. -შენ რა მიდიხარ?-საიდანღაც თეონას ხმა მომესმა. ფუ,ამის,ფანჯარა ღია დამრჩენია! ფანჯარასთან უნდა მივსულიყავი,სხვა გზა არ მქონდა.ცრემლები მოვიწმინდე,თმები გავისწორე და ფანჯარასთან მივედი. -შენ რა ტირი?-ხმა აუკანკალდა თეოს.-ახლავე მოვდივარ.-ორ წუთში ჩემ კარებზე კაკუნის ხმაც გაისმა.კარები ნელა გავაღე,თეო შემოვარდა და ჩამეხუტა.-რა ხდება?-თვალაცრემლიანებულმა მითხრა -არაფერი...უბრალოდ დედა მომენატრა და მივდივარ!-მოვტყუე და ტირილი დავიწყე. -მერე მაგის გულისთვის ტირიხარ სულელო?ხვალე წახვალ! -ხვალე ვერ წავალ ბილეთი უკვე დავჯავშნე.-ჩემს მაგივრად,ახლა უკვე სხვა ვიღაც,ცივი და ამაყი ადამიანი ლაპარაკობდა. -ელენე! ეს შენ არ ხარ! ნუთუ,ასე უბრალოდ მიმატოვებ? -რა ვქნა.დედასთან მინდა! -კარგი როგორც გენებოს.კეთილი მგზავრობა კარგად!-ტირილის არ წყვეტდა თეოც. -ჩემო საყვარელო მეგობარო!შენ რა დააშავე...მიყვარხარ ძალიან და მომენატრები!-თეო ისევ ჩამეხუტა და თავისი ნელ-თბილი ცრემლებით მაგრძნობინა კიდევ ერთხელ თუ როგორ ვუყვარდი. -კარგად! შენ ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი ხარ და იქნები! -შენც ჩემო ლამაზო... -აუცილებლად დამირეკე ხოლმე! -აუცილებლად!-თეო ისევ გავარდა ოთახიდან.ჩემი,ორი დიდი ჩემოდანი ,საწოლის ქვემოდან გამოვაცურე,ყვეელაფერი ჩავყარე,ერთხელ კიდევ მოვავლე თვალი ჩემს საყვარელ ოთახს და ჩანთებიანად ქვევით ჩავედი.სასტუმრო ოთახში,როგორც ყოველთვის,ჩუმად და ტკბილად გუჯა და სალომე იჯდნენ. -მეჩვენება თუ აქ,ბარგებითურთ ელენე დგას ნამტირალევი თვალებით?-თქვა გუჯამ და სალომეს გადახედა. -არა,არ გეჩვენება! დედიკო მომენატრა,თბილისში ვბრუნდები...ბილეთი დაჯავშნილია! -ჰა?რატო?აუ,არ მოგეწონა აქ?-შეწუხდა გუჯა. -არა,არა,გუჯ! ძალიან საყვარელი და კარგები ხართ! თუ შეგიძლია,გამიყვანე აეროპორტში,ძალიან მაგვიანდება და...-ვუთხარი თუ არა,ერთი ცრემლი ჩამოსრიალდა ჩემს ლოყაზე,რომელიც ვერცერთმა ვერ შეამჩნია. -არაა პრობლემა...ახლავე..-თქვა დაბნეულმა გუჯამ და სამზარეულოში გავიდა. -სალო!აბა შენ იცი გოგო! ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის! -კარგი რა მადლობა!შენ იცი აბა..რა აღარ ჩამოგვივლი? -არ ვიცი.თავს მოუარე და რათქმაუნდა პატარას!-მივედი და გადავეხვიე.ამ დროს,სამზარეულოდან,გასაღებით ხელში,გუჯა გამოვიდა. -წავედით.თქვა,ჩანთები გარეთ გაიტანა და მანქანა გამოიყვანა. ამ დროის განმავლობაში მე გარეთ დაცდა მომიწია.დავინახე,როგორ იყურებოდა გიო კარებიდან მალულად.ხო,ხო,დავინახე,როგორ ჩამოუვარდა ცრემლი! დავინახე და მანაც კარგად დაინახა,რომ მეც ვტიროდი.. აეროპორტში მალევე მივედით,რეგისტრაციაც უცებ გავიარე,რადგან ბევრი ხალხი არ იყო. -აბა შენ იცი! დედაშენს დავურეკავ. -არა.არაა საჭირო,მე როგორც ჩავალ დაგირეკავ იქიდან!-ვუთხარი და გადავეხვიე.არ მეგონა თუ ასე გამიჭირდებოდა აქედან წასვლა,თბილისი უკვე უცხო იყო ჩემთვის...-დიდი მადლობა! -დიდი მადლობა არა ის,კიდევ ჩამოგვიარე! -კარგი...-გუჯას მოვცილდი და თვიმფრინავში ასასვლელად გავემართე.ცრემლები კი აღარ მტოვებდნენ და არც ვცდილობდი მათ შეჩერებას. არ არსებობდა აღარაფერი,რაც მე გამახარებდა! -მარტო მე რატო ვარ უბედური!-ჩუმად ვთქვი და თვითმფრინავში ავედი...
შეტყობინება შეასწორა RoB-dOd3310 - ორშაბათი, 2012-07-16, 9:00 PM | |
|
|
RoB-dOd3310 | თარიღი: ორშაბათი, 2012-07-16, 9:39 PM | შეტყობინება # 508 |
26
Offline
| თავი მეთექვსმეტე: ერთ საათში თბილისში ვიყავი.ტაქსი გავაჩერე და ჩემი საყვარელი სახლის მისამართი ვუთხარი. სამი სართული ავირბინე,მინდოდა ჩუმად შევსულიყავი სახლში,იმის და მიუხედავად,რომ განადგურებული ვიყავი,მინდოდა დედა გამეხარებინა.ზურგ-ჩანთაში გასაღების ძებნა დავიწყე და ჩემდა გასაოცრად ვიპოვნე.ჩუმად გავაღე კარები,ჩემოდნები იქნევე მივყარე და სასტუმრო ოთახში შესასვლელად მოვემზადე. -აქ ნეტა რა ხდება,ვინ ხითხითებს!-ვთქვი ჩემთვის და სასტუმრო ოთახის კარები შევაღე.სცენა კი ასეთი დამხვდა: დედაჩემს,ვიღაც უცნობი კაცისთვის ხელები მოეხვია,მაგიდაზე კი შამპანიურის ბოთლი და ორი ჭიქა იდგა. -დედა რას აკეთებ!-ვიღრიალე ბოლო ხმაზე და უკან წავედი. ორი სართული ისე ჩავირბინე,დედა ვერ დამეწია,მაგრამ კორპუსის კარებში გასვლისას დამიჭირა. -ელენე,გაჩერდი! ყველაფერს აგიხსნი!-თქვა დედან ტირილით. -ვინ ხარ!სად არის ჩემი დედიკო..-უკვე ვეღარ ვტიროდი,უბრალოდ აღარ შემეძლო ამეტანა ეს ყველაფერი.-ახლა მიხსნი ყველაფერს დედა?არ გცხვენია?როგორ გაუკეთე მამას ეს? -საყვარელო! მამა აღარ არის.მეც მაქვს ბედნიერების უფლება... -ეს ბედნიერება არაა!ეს არის,ფუ ამის!-უცნობი კაციც მოგვიახლოვდა.-ეს გაეთრიოს აქედან! -ელენე წესიერად! პატივი ეცი ჩემ მომავალ საქმროს! -არა,ეს უკვე მეტისმეტია! არ შემაჩერო დედა!-შემოვტრიალდი და გამოვიქეცი.ამის მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? ჩემი გული და სხეული გაიყინა... ისევე ტაქსი გავაჩერე და ნაცნობი ბარის მისამართი ვუკარნახე. ათი წუთის შემდეგ უკვე Jack&Daniels-ის ბართან ვიდექი. -ერთი წუთით თუ შეიძლება,ახლავე მოვალ.-ვუთხარი მძღოლს.უცებ შევედი,ერთი ბოთლი დენიელსი ვიყიდე და გარეთ გავედი. -ახლა,ძალიან გთხოვთ ზღვაზე წამიყვანეთ..თემაზე! -ქალბატონო უკვე ცხრა საათია! -რასაც გეუბნებით ის გააკეთეთ! -თქვენ როგორც გინდათ...-უცებ მანქანის სარკეში ჩავიხედე.ვინ იყო ეს?ბედნიერი და მოციმციმე თვალები სადღაც გამქრალიყო,მის მაგივრად კი,ჩასისხლიანებული და გაყინული თვალები ჩანდა. -მოვედით.-კიდევ კარგი საფული მქონდა ჯიბეში.ქაღალდის ფული მივაწოდე და უცებ გადმოვედი მანქანიდან.-ქალბატონო ხურდა! -თქვენი იყოს! -ოცი ლარ...-მოვბრუნდი და აღარც მოვუსმინე.უკვე ბნელოდა.სანაპიროსკენ გავიქეცი,სადაც ხალხი უკვე აღარ იყო.მეც ეს არ მინდოდა?სასმელი გავხსენი და მოვიყუდე. ვტიროდი და ვტიროდი... ************************* ბოთლში ბოლო წვეთსაც კი ვერ იპოვნიდით...ბოთლი გამოცალა,ელენეც გამოიფიტა,დათვრა და შვება იგრძნო. შორიდან პატრულის ხმა გაისმა.მალე ნაპირთან კატერი მოვიდა,იქიდან კი ორი ბიჭი გადმოხტა. -ამას უყურე ერთი!-უთხრა ერთმა მეორეს.-რა გქვია,სად ცხოვრობ? -ელ...ელენე დადიანი... ვაჟა.. ფშაველას 67.. მეცხრე კორპუსი...-თქვა გოგონამ და თვალები მილულა. -ეს გოგო არ შემოგვაკვდეს შეჩემა.მიდი პატრულს გამოუძახე და სახლში დააბრუნონ. პატრულის მანქანაც მალე მოვიდა.საწყალი ელენე მანქანაში ჩასვეს.კორპუსთან მიიყვანეს და დიდი ხნის ძებნის შემდეგ სახლში დააბრუნეს. -დიდი მადლობა,რომ მოიყვანეთ!-თქვა ელეს დედამ. -რა მადლობა ქალბატონო! კარგად ბრძანდებოდეთ. -კარგად!-პატრულის წასვლის შემდეგ,დედა,თავისი შვილის ოთახში დაბრუნდა. -ეს რატომ გააკეთე დე!-მივიდა,საწოლზე ჩამოჯდა და თავის შვილს მოფერება დაუწყო. -არ მომეკარო.-ერთი ჩაიბუტბუტა გოგონამ და მხარი იცვალა.
შეტყობინება შეასწორა RoB-dOd3310 - სამშაბათი, 2012-07-17, 1:42 AM | |
|
|
|
|