დ+მ=♥
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-05-06, 10:50 PM | შეტყობინება # 1 |
572
Offline
| სახელწოდება:დ+მ=♥ ავტორი: RoB-dOd ბეტა: ♥vampiressa♥ რეიტინგი: PG-13 ჟანრი: რომანტიკა, მელოდრამა, კომედია სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისგან: ბავშვებო!ეს მოთხრობა რამდენიმე ხნის წინ დავიწყე,მაგრამ შევწყვიტე წერა,იმიტომ რომ დრო არ მქონდა.სიმართლე გითხრათ ეხლაც არ მაქვს თავსაყრელად დრო,მაგრამ მინდა რომ წაიკითხოთ და შემიფასოთ.ხო რაც მთავარია ნათიას ყველაზე დიდი მადლობა!ჩემ საყვარელ ბეტას და მეგობარს. ყველანაირ კრიტიკას ვიღებ გაშლილი ხელებით! შესავალი:ამ ცხოვრებაში ყველაფერს გააჩნია წესები,მათ შორის სიყვარულსაც. დაემორჩილება თუ არა წესებს ეს წყვილი... ?
I Hate This FuCkinG Life <3
შეტყობინება შეასწორა RoB-dOd - ორშაბათი, 2012-05-07, 6:56 PM | |
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-05-06, 11:09 PM | შეტყობინება # 4 |
572
Offline
| თავი პირველი: -დე!მალე თორე დამაგვიანდა თვითმფრინავზე! -ეხლავე დე,თბილი შემოსაცმელებიც ხომ უნდა ჩავდო,ყოველი შემთხვევისთვის.ხო,იქნებ დაგჭირდეს! არ იცი იქ საღამოობით როგორ გრილა? -აბა რა ვიცი დედა,მე ხომ პირველად მივდივარ იქ! -ხოდა მე ვიცი და დამიჯერე.იცოდე იქ წესიერად მოიქეცი არაფერი იმაიმუნო.-ორივემ გავიცინეთ.-მოდი გაკოცო აბა შენ იცი!ჭკვიანად. როგორსაც გიშვებ ისეთი ჩამოდი.არანაირი სვანური კილო! მამა რომ ხედავდეს როგორი ბედნიერი ხარ სვანეთში წასვ... -დე!-ჩავახველე.-არ გვინდა მაგის გახსენება.ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ასეც იქნება ყოველთვის!არც არავინ გვჭირდება. -ჰო დედიკო გენაცვალოს!-ყოველთვის დედა ისე მომმართავდა როგორც პატარა გოგონას...ვერც კი ხვდებოდა,რომ უკვე დიდი ვიყავი. მე და დედა მანქანაში ჩავჯექით და აეროპორტში გავეშურეთ.ყოველ წელს მქონდა სურვილი სვანეთში წასვლის.ახლა კი ამ დიდი სურვილის ასრულების დროც დადგა! ცოტა ვღელავ,რავიცი იქ რა სიტუაცია დამხვდება.სირცხვილი მე! ჩემი კუთხის გარდა თითქმის ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი,თუმცა ბევრი რამ მაქვს გაგონილი და წაკითხული სვანეთზე და სვანებზე. უკვე აეროპორტში ვიყავი. -დე,გთხოვ არ მოიწყინო! დაქალუშკები,რამე-რუმე გართობა და ისე გავა ორი თვე ვერც გაიგებ!ოკეი? -ოკეი.ჩემი პრინცესა,როგორც ჩახვალ დამირეკე! -კი დედა.მაგას თქმა უნდა?!-დედა გულში ძლიერ ჩავიკარი,ღრმად ჩავისუნთქე და თვითმფრინავში ასასვლელად გავეშურე. -welcome to svaneti!-მესტიის აეროპორტიდან გამოსვლისას დავიყვირე.ვიყურებოდი აქეთ-იქით და ვერ აღვიქვავდი ასეთ სილამაზეს.ჰმ...აქ არ მოვიწყენ! როგორც ნათესავებს შევუთანხმდი აეროპორტთან "ვილისი"-თ დამხვდებოდნენ.რა პრობლემაა! თვალებით მაქანას დავუწყე ძებნა. -ჰეი შენ!-მომმართა უკნიდან ვიღაც უცნობმა უკმეხად. -ბატონო!-იგივე თონით ვუპასუხე. -ელენე დადიანი ხო არ ხარ? -კი მე ვარ,მერე? -მე გიორგი მჭედლიანი ვარ.არავის ეცალა ყველა შენს დასახვედრად ემზადება,ასე რომ მე მომიწია შენი წაყვანა.ისე რა დასახვედრიც შენ ყოფილხარ! რიგითი თბილისელი გოიმი.-ჩაისისინა და მანქანისაკენ არ იყო შეტრიალებული,რომ გამოწვევაზე გამოწვევით ვუპასუხე. -ახლა მომისმინე შე ხისთავიანო იდიოტო! შენი თავი დიდი ვინმე ხო არ გგონია?თუ სიმეღლე გატყუებს?-შევათვალიერე.-მე სყუმართ-მოყვარე ნათესავებთან ჩამოვედი და შენ ვინ ჯანდაბა ხარ? ჩაჯექი შენ ჯაბახანაში და დაახვიე აქედან,მე თვითონ მოვაგნებ სახლს.-ახლაღა შევამჩნიე მისი სილამაზე და სილის გარტყმის მაგივრად ღრმად ჩავისუნთქე და პასუხს დაველოდე. -როგორც გინდა.-მშვიდად მიპასუხა.ჩქარი ნაბიჯით მანქანასთან მივიდა და "ადგილს მოსწყდა" გრუხუნ-გრუხუნით.-ფუ...იდიოტი!კრეტინი!არა როგორ გაბედა?მაგას ვუჩვენებ მე სეირს.დაიცადოს მაგან!ჯერ სახლს მივაგნო ოღონდ...ახლაღა გამახსენდა..დედა. -ალო დე!ჩავედი უკვე!მანქანით სახლში მივდივარ.ახლა ვერ დაგელაპარაკები,სახლში მივალ და დაგირეკავ!-სიტყვის თქმა არ ვაცადე რომ გავუთიშე.ცოტა ხანი ასე გაშეშებული და გაოგნებული ვიდექი მესტიის აეროპრტთან ჩანთებზე მიყრდნობილი.ცხოვრებაში არ მენახა ასეთი უზრდელი და თავში ავარდნილი ტიპი...და არც არასდროს მოუმართიათ ჩემთვის ასეთი სიტყვებით!აუუ. ეხლა საით წავიდეე? გზას გავხედე,რომელიც ოთხად იყოფოდა.არც რუკა მქონდა,არც არაფერი.ბოლოს "ქალის ინტუიციით" რომელიღაცა ამოვარჩიე და მისკენ დავიწყე სვლა.ჩამოსვლა ნამდვილად არ მინანია,მაგრამ ჩემი თავი,რომ წარმოვიდგინე...მარტო,როგორ მივათრევდი ორ დიდ ჩემოდანს და თან როგორ ვიწვოდი ცხელ მზეზე, ნამდვილად შემეცოდა.ზურგ-ჩანთიდან ცხელი მზისგან დამცავი კრემი ამოვიღე და წავისვი.მაინც ვერ ვწყნარდებოდი,ამიტომ აიპოდი და კამერაც ამოვიღე. ვაპირებდი სვანეთში ყოფნისას ყველა წამი და ყველა დეტალი აღმებეჭდა ფოტოზე. პირველად კი ვაპირებდი გადამეღო...ვაიმე კიდე ეს...ეს! -ხომ არ გადაგიფიქრებია ფეხით წამოსვლა?-აჰა ესეიგი სწორ გზაზე მივდიოდი.პასუხი შეგნებულად არ გავეცი. -შენ რა ყრუ ხარ?ბოდიში მოგიხადო,რომ წამოხვიდე?-მე ჩუმად და ჩემოდნების თრევით ვაგრძელებდი გზას.მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.უცებ დავაკვირდი.მაღალი,თაფლისფერთვალება,რიგითი ბიჭი იყო,მაგრამ აშკარად ჰქონდა რაღაც ხიბლი. -ელენეე!-ხელები სახესთან მოიტანა და აქეთ-იქით ქნევა დაიწყო. -გიორგიი!თუ შეიძლება თავი დამანებე!კიდევ ის სიტყვები გაგიმეორო თუ რა გავაკეთო აქედან რო წახვიდე?! -კაი,კაი,მარა მაგარი სულელი გოგო ხარ!-წამებში ჩემი მარჯვენა ხელი,წინ მდგომის მარცხენა ლოყისაკენ წავიდა.იმდენად ძლიერად დავარტყი,რომ ტკივილისაგან ხელის აქეთ-იქით ქნევა დავიწყე. -ველურ...-ახლა მარცხენა ხელი გავუქანე რაც შემეძლო ძლიერ ლოყისკენ.იეს!ეტკინა!ტკივილისაგან სახე დაემანჭა.წამის მეასედში ბარგი და მე უკანა სავარძელზე ვეგდეთ. -არამზადა ხარ!გამიჩერე უნდა ჩავიდე!ეეე! -მანქანის მართვაში ხელს ნუ მიშლი,თორე წეღან რაც დაგაკელი იმას აგინაზღაურებ! -შენც ფერარს არ მართავდე რა!ვერაფერსაც ვერ მიზავ,აუტანელო!-მანქანა უცებ დაამუხრუჭა.თავი პირდაპი სავარძელს ვთხლიშე. -ჩადი! -რა? -ჩადი მეთქი ვერ გაიგე?დავიღალე ხვეწნა-მუდარით.საერთოდ მე არავისთან დამჭირვებია ხვეწნა.მითუმეტეს მდედრობით სქესთან! ხო გინდოდა ფეხით წასვლა?ხოდა ჩადი.მე ყოველი შემთხვევისთვის მანქანით გამოგყვები,მაინც გზა არ აგებნეს! -ოჰ...-ერთი ჩავილაპარაკე,მანქანიდან ბარგი ჩამოვათრიე და ისევ ტრასაზე დავიწყე ნელი სვლა,ისიც ნელ-ნელა მომყვებოდა .ხანდახან ვჩერდებოდი და ვისვენებდი.ამ შესვენებაში მანქანამ გამასწრო.უცებ ჩემს წინ ლექსუსი გაჩერდა. -საით მიდიხარ ლამაზო?ჩაჯექი წაგიყვან მაინც იქით მივდივარ!მესტიაში.- მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭმა გადმოყო თავი და ამათვალიერა. -გაიარე რა! -ჩაჯექი!რა იყო ტო?- გამიძალიანდა.მანქანიდან გადმოსვლას აპირებდა,როცა გვერძე ვილისი გაჩერდა. -გაიარეო ვერ გაიგე? -შენ ვაფშე რა გინდა?გადმოდი აბა მანქანიდან რა პრობლემა გაქვს გავარკვიოთ.-მე დასხივებული ვიდექი და ბუნდოვნად ვუყურებდი როგორ "დაყურებდა" ვიღაც უცნობს გიო.მხოლოდ ეს სიტყვებიღა მომესმა... -კაი ბრატ რა ბაზარია,მე მაპატიე...-ვგრძნობდი როგორ ვვარდებოდი და როგორ შემომხვია ვიღაცამ ძლიერი მკლავები წელზე.
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-05-06, 11:10 PM | შეტყობინება # 5 |
572
Offline
| Vampire-Barbie, იმედია შენს იმედებს გავამართლებ!))
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|