ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დ+მ=♥

elle:Xxთარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 1:24 PM | შეტყობინება # 451
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
axali tavi kide ar chans sad



makieთარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 4:03 PM | შეტყობინება # 452

144
4  +
28  ±
   ±
Offline
ratooom dagviviwyeeee??...ratoom?ratooom?ratoom ??


DreaMyთარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 4:12 PM | შეტყობინება # 453
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
albat gamocdebi aq da magito agar shemodis :))

შეტყობინება შეასწორა DreaMy - სამშაბათი, 2012-06-26, 4:12 PM

Vampire-Barbieთარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 4:12 PM | შეტყობინება # 454

352
5  +
7  ±
   ±
Offline
makie, Porke? Porke?? Porkee???


ninicullenთარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 4:17 PM | შეტყობინება # 455

38
1  +
2  ±
   ±
Offline
yvela ase aketebs raa sad isedac ramdeni dgea ar daidia axali tavii

Mari_Amiთარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 4:20 PM | შეტყობინება # 456

436
7  +
9  ±
   ±
Offline
male iqneba nu gelavt :))

elle:Xxთარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 4:48 PM | შეტყობინება # 457
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
DreaMy, gamocdebi morcha ukve kai xania



RoB-dOd3310თარიღი: სამშაბათი, 2012-06-26, 10:43 PM | შეტყობინება # 458

26
4  +
2  ±
   ±
Offline
ორ საათში იქნება ბავშვებო,რაღაც პრობლემები მქონდა და^ cupid

ninicullenთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 3:32 PM | შეტყობინება # 459

38
1  +
2  ±
   ±
Offline
ori saati mgoni gavidaaaa

ni[n]inთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 4:37 PM | შეტყობინება # 460

47
1  +
-3  ±
   ±
Offline
vaime vaime vaiime dodoshk male dade vegar vitmeen :/

RoB-dOd3310თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 6:32 PM | შეტყობინება # 461

26
4  +
2  ±
   ±
Offline
თავი მეთოთხმეტე:
(გიორგი)
-გიორგი!-ლამაზი სიზმრიდან დედაჩემის ტკბილმა ხმამ გამომაღვიძა.თვალები მოვიფშვნიტე,საბანი გადავიფარე,რომელიც იატაკზე ეგდო და კარში მდგომ დედას გავხედე.
-რა ხდება დე?
-თეო გეძახის,ქვევითაა და საუზმობს.
-კარგი.მოვდივარ.-დედა რო გავაცილე,შორტი ამოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი.
-რომელი საათია?რატო გამაღვიძე გოგო.-მადუღარა დავდგი და ყავა ჭიქაში ჩავყარე.
-ათია.რატო და წავიდეთ დღეს მთაში რა...
-მე და შენ?-პასუხს ველოდებოდი "ელენეს" სახით.
-არა რათქმაუნდა,ელენე და ილოც,
-კარგი წავიდეთ.ფეხით ხო?
-აბა მანქანით?სულელო.მომიჯექი წინ,უნდა გელაპარაკო.-სახე დაუსერიოზულდა.ყავას,ცხელი წყალი დავასხი,მაგიდაზე დავდე და თეოს წინ მივუჯექი.
-რამე ხდება?
-რამე?-გაიცინა.-თუ ამას "რამე",ჰქვია კი. გგონია ვერ ვხვდები ელენე რო მოგწონს?
-რა ელენე გოგო,გაგიჟდი?-ცივმა ოფლმა დამასხა.
-გიორგი!ხომ იცი ვერაფერს გამომაპარებ! არ ვიცი მე,დღესვე ეტყვი,რომ ნათესავები ვართ და მოეშვები ამ "რაღაც" მაიმუნობებს,თორე სოფლის თავებმა რო გაგიგონ... შენთვითონაც ძალიან კარგად იცი,რომ შენთვის კარგი მინდა და რათქმაუნდა მისთვისაც!
-გაჩუმდი! ყველაფერს მოვაგვარებ.-ბოლო ყლუპი მოვსვი,ჩემს ოთახში დავბრუნდი,საწოლზე წამოვგორდი და ფიქრი დავიწყე. ჩემ თავზე მებრაზებოდა.თავიდანვე უნდა მეთქვა და ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა.სუფთა იდიოტი ხარ!წავა სვანეთიდან და რაღა გეშველება შე უჭკუო.ჰო,ვენებს გადაიჭრი! ნუთუ მართლ...კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
-გელოდებით გიო.-მითხრა ჩემმა საყვარელმა ხმამ.
-მოვდივარ ელ.-მაისური გადავიცვი,კუთხეში მიგდებული ზურგ-ჩანთა მოვიკიდე და გარეთ გამოვედი.პირველ სართულზე ჩავირბინე,სადაც ელე და თეო დედას ელაპარაკებოდნენ.
-ილო არ მოსულა?-ელესთან მივედი და გადავკოცნე.
-მეც მოვედი.-კარები შემოაღო ილომ."ჩვენი მისალმებით",მივესალმე და ახალი მოსულები ყავაზე დავპატიჟე.
-ო,არაა მაგის დრო!-თქვა თეომ.
-კარგი,კარგი წავიდეთ მაშინ.
-წავიდეთ!-თვალი ჩაუკრა ილომ თეოს და კარებისკენ გაუძღვა.ეს,"რაღაც" რაც ამ ბოლო დროს თეოს და ილოს შორის გაჩნდა,საშინლად მანერვიულებდა.ჯერ,იმიტომ რომ ვიცნობ ჩემ ძმაკაცს და ისიც ვიცი,რომ ჯერ არავის ერთგული არ ყოფილა და მეორე,ვერ დავუშვებ,რომ ვინმეს ჩემ დისთვის გული ეტკინა!-ამ ფიქრებში ჩვენ სოფელთან ძალიან ახლოს მდებარე ეკლესია "იელს" მივუახლოვდით. საერთოდ,ქეიფის დროს სულ მას ვიხსენებთ და მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის."იელი" ანუ-"იესოქრისტე".
ელენეს შევხედე,საკმაოდ დაღლილი იყო.უჭირდა ასვლა,დავეწია და მივაწექი.
-ეს რა გჩვევია.მადლობ.-შემომხედა და გამიღიმა.
-არაფერს,უი,ხო,დღეს საღამოს სალაპარაკო მაქვს და ისე არ შეხვიდე სახლში იცოდე.-სიტყვის დამთავრებისას,იქვე მდგომ თეოს გადავხედე,რომელმაც შეუმჩნევლად დამიქნია თავი.ოხ,ეს წესები! თანაც,რა ნათესავი უნდა იყოს ელენე ჩემი,წელს ვნახე პირველად!მაგრამ დედაჩემმა,რადგან თქვა,ალბათ ასეა.უნდა შევეგუო! ჰეი!გიორგი,შენ თავს აღარ გავხარ!სად დაიკარგა გოგოების გულთა მპყრობელი გიო?არა,რა გადავირევი...
-რა ხდება გიო?-მითხრა ელენემ.
-არაფერი,რა უნდა ხდებოდეს?-გავიმართლე თავი.
-რავიცი,ორი საათია მოვდივართ და ხმა არ ამოგიღია,მე და ილო კი უკვე დავიღალეთ ლაქლაქით.-ილოს გადახედა და გაიცინა.
-არა,როდის იყო ილო ლაპარაკობდა?-ენა გამოვუყავი ძმაკაცს.
-მე ხო,მაგრამ შენ რაღა ჭირი კეტაკა?-ვალში არ დამრჩა ილოც.მეც მივედი და გვერდზე მივუჯექი ილოს,რომელიც ისვენებდა და წინ გავიხედე.
-უი,რამდენი გამოგვივლია!-წამომცდა უცებ.
-აი!ნახე რა,ხო ვთქვ...-თქვა ელენემ.
-ლენჯერი აღარ ჩანს.-სიტყვა გავაწყვეტინე ელენეს და გავიცინე.-ისე,მთაში ცხენებიც არიან და თუ კარგად მოიქცევით შენ და თეო...
-იეს,სერ.-თქვეს გოგოებმა ორივემ ერთად.
-უკანალი კი დამეჭეჭყა,მაგრამ არაუშავს!
-უშგულში...ახლაც მაქვს ტკივილები.-გაიცინა ილომ.
-ეე,ჩვენც აქ ვართ!-სერიოზული ხმით თქვა თეომ.ტუჩზე ვიკბინე და წამოვდექი.
-წავიდეთ თუ გინდათ რო მალე მივიდეთ!
-აჰამ.-დამეთანხმა ელენე და ფეხზე წამოდგა.
ცოტა მანძილიღა გვაშორებდა ჩვენი სათიბიდან.სათიბი ზღ.დ.1500მ-ზე იყო. ერთ ჰექტარ მიწაზე,მხოლოდ პატარა ქოხი იდგა,მეტი არაფერი,მაგრამ ზაფხულში ისეთი წვავილები იყო...-ამ ფიქრებში პატარა ჩანჩქერსაც მივუახლოვდით,რომელსაც ელენემ რათქმაუნდა უამრავი ფოტო გადაუღო.
-მე ბანაობა მინდა!-თქვა თეომ.
-მეც!-დაეთანხმა ელენე.-გადით,ცოტა ხანი ვიბანავებთ რა!
-თითქოს თქვენი ტანი ნანახი არ გვაქვს.
-ნეტა როდის ერთი?-თქვა თეომ და ცალი თვალით შემომხედა.
-მდინარეზე.-თვალი ჩაუკრა ილომ და გაიცინა.ამ დროს ელენეს ვაკვირდებოდი.
-ვსიო ხო იბანავე!-ხელებზე და ფეხებზე შეისხა წყალი.
-კაი წავიდეთ.-თქვა თეომ და გაგვისწრო.
თხუთმეტ წუთში უკვე ჩვენი სათიბის "დანჯღრეულ" ღობესთან ვიყავით.
-ესაა,თქვენი სათიბი?-თქვა გაოცებულმა ელენემ.
-ესაა!-სიტყვა არ ჰქონდა დაბოლოვებული თეოს,რომ ელენე ღობეზე აძვრა და გადახტა.ჩვენც უცებვე გადავხტით. ელენე და თეო წინ გაიქცნენ,როგორც ყოველთვის და მდელოზე,საყვარელ ყვავილებში "ჩაწვნენ".
მე და ილო მივუახლოვდით მათ და გვერდზე მივუჯექით.ეს ადგილი ძალიან მიყვარდა...ყველაფერი ჩანს:უშბა,თეთნულდი,მწვანე,ხასხასა გორები და რაც მთავარია ჩვენ ახლოს მდებარე "პლანის ბაღი"-ჩემს ფიქრებზე გამეცინა.
-ვიცი რაზე გაგეცინა!-თქვა უცებ ილომ.-"ბუჩქნარი" ხო არ გაგახსენდა?-ასე ვეძახოდით ჩვენ ორნი,რომ ვერავინ მიხვედრილიყო.
-ზუსტად!
-აუ,რაა,ჩვენც გვითხარით რა!-ყვავილებიდან თავი წამოყო ელენემ.
-ო,სანაცვლოდ?
-რაც შენ გინდა!
-კაი მაგას მერე მოვიფიქრებ.აი,იქ,ქვევით გაიხედეთ.-ხელით,დიდ,მწვანე მობიბინე "ბაღზე" ვანიშნე.-აი ჩვენი განძი.იცი რა მაგარი პლანია? წელიწადში ორჯერ ასწორებს...
-დებილებო!-თქვა თეომ და გაიცინა.უცებ თავში ნათურა აინთო.-წეღან რა მითხარი,რაც შენ გინდაო ხო?-ვკითხე გაოცებულ ელენეს.
-კი ეგრე გითხარი.
-ხოდა,მინდა რო ახლა ჩემთან ერთად მოწიო!
-კაი,გაგიჟდი?-სიცილით თქვა ელენემ.
-არა,ერთხელ მოწევა არაფერს დაგიშავებს,მითუმეტეს ძლიერი არაა.
-ე,მე არ მეკითხებით?-თქვა სიცილით თეომ და ფეხზე წამოდგა.
-შენც მოწევ დაიკო!-გამეცინა ჩემს სიტყვებზე.
-ნახე რა..აი ძმაც ამას ქვია,დას წირავს...
-ვწირავ არა ის,მომიწევია და არაა ძლიერი თქო,თორე მოგაწევინებთ გგონია?თან ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს მოწეული.
-რატო ერთი.-თქვა თეომ.
-მაცადე გეტყვი,იმიტომ რომ თავში და ფილტვზე არასოდეს გაგიჩნდებათ სიმსივნე,კლავს უჯრედებს!-სიცილით დავამატე ბოლო სიტყვები.
-ღირს?-ელენემ,თეოს გადახედა.
-რავიცი..კარგი! ერთხელ მხოლოდ ცხოვრებაში.-წამოვხტი და ჩვენს ქოხში შევედი.იქ მქონდა გამხმარი პლანიც და ქაღალდიც.ოთხი ცალი სიგარა დავამზადე,იქვე მიგდებული ასანთი ავიღე და გარეთ გავედი.ელენესთვის ახლაც შეიძლებოდა თქმა,იქნებ ახლა მაინც გამებედა და მეთქვა ყველაფერი,მაგრამ მოსაწევი ხომ ძლიერი არაა...
-მომეცი ახლა და გვითხარი რა ვქნათ.-თქვა თეომ,თან სიცილით კვდებოდა."აწი ნახე დაიკო სიცილი"-გავიფიქრე ჩემთვის.
-მოკლედ,თუ არ მოგიწევიათ სიგარეტი და დარწმუნებული ვარ რო არა,ხო დაგინდახავთ როგორ ეწევიან.-აუხსნდა გოგოებს ილომ. მეც ყველას დავურიგე სიგარეტი და იქვე დავჯექი.
-არა,მარა დამინახია.-თქვა თეომ.
-ხო,მეც.-დაეთანმხა ელენე.
-ხოდა მასე მოწევთ რა.თავიდან ცოტა თავბრუ დაგეხვევათ,მერე კიდე სიცილით მოკვდებით,ერთ საათში კი ჩვეულებრივ დაუბრუნდებით დედამიწას.
-კაი,მიდი მომიკიდე.-მომიბრუნდა ელენე,რომელსაც უკვე სიცილისგან თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
-ეეე,თქვენ,სანამ წამოხვიდოდით მაშინ ხო არ მოწიეთ?
-გაგიჟდი?-მითხრა ელენემ და სიგარეტი პირში ჩაიდო.თეომაც იგივე გააკეთა.ჯერ გოგოებს მოვუკიდე,მერე მე და ილომ მოვიკიდეთ.
-აი,ასე უნდა.-ვთვი და პლანი "შევისუნთქე".პირველ ჯერზე ორივეს ხველება აუტყდათ,მაგრამ მერე ბოლომდე ისე მოწიეს,რომ საერთოდ არ დაუხველებიათ.ათი წუთის შემდეგ, ელენემ უკვე გაუჩერებელი სიცილი დაიწყო,რომელშიც ყველა აგვიყოლა.
-იქ წითელ ქათამს ვერ ხედავთ დავიჯერო?-თქვა სიცილით თეომ.
-მთაში ქათამი თეე?-სიცილით უპასუხა ილომ და თმაზე მოეფერა.მე სრულიად საღ გონებაზე ვიყავი,რადგან ეს მოსაწევი ჩემთვის "არაფერი" იყო.
-ახლა მითხარი რაც უნდა გეთქვა.-შემეხვეწა ელენე და მუცელზე თავი დამადო.თეომ გადმოგვხედა,მაგრამ ვერ "გაიაზრა".კვდებოდა სიცილით.
-დარწმუნებული ხარ?
-ისე,როგორც არასდროს...-თავი ასწია და სულ ახლოს მოიტანა ჩემ სახესთან.არვიცოდი რა გამეკეთებინა.პირველი რაც მოვიფიქრე ეს იყო ფეხზე ადგომა.წამოვდექი და ელენეც ავაყენე.საერთოდ ვერ შეატყობდა ადამიანი რო კაიფში იყო,არც იყო ალბათ...
-ერთი წამი გავალთ ილო.-ვუთხარი ძმაკაცს.
-რაზე?კაი წადით.-ელენეს ხელი ჩავკიდე და ქოხის უკან ისევ ბალახში მოვკალათდი.ისიც გვერდზე მომიჯდა.
-იცი,მეც მინდა რაღაც გითხრა.
-რაა?
-ჯერ შენ მითხარი.-გამიღიმა.
-ხო,ისა,არ ვიცი როგორ გითხრა...-დავიწყე ბლუყუნი.არ ვიცოდი როგორ მეთქვა მისთვის,ან როგორ გამიგებდა...
-მოდი მე გეტყვი!ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ვინც კი გამიცნია...
-არა,მოიცადე.-ვიცოდი "ასეთ" სიტყვებს,რაც მოყვებოდა.
-არა!მაცადე!იცი მე მართლა...
-ფუ ამის!-ფეხზე წამოვდექი და თეოს გავხედე.-სულელები!-დავიყვირე და მათთან გავჩნდი.ილოს,თეოზე ხელი გადაეხვია და ის-ის იყო უნდა ეკოცნა.
-ე,შენ შ*** ხომ არ გაქვს?-თეო მოვაცილე და ფეხზე ავაყენე ილო.
-გიორგი!-დაიყვირა თეომ.
-აუ ბიჭო,ძმა!მე მართლა...ერთი წამი გავიდეთ.-ცოტა მანძილით მოვშორდით გოგოებს.
-ჯერ იყო და ეს თბილი გაღიმებები,თმებზე მოფერებები,უნდა მელაპარაკა და ნახე შენ უარესი არ ქენი!იმით ისარგებლე რო მოწია?-ვყვიროდი ხმამაღლა.მინდოდა გამერტყა,მაგრამ არ მაძლევდა რაღაც ამის საშუალებას.
-ხო,არ უბერავ შეჩემა.შენი და სერიოზულად შემიყვარდა და ნამდვილად არ ვაპირებ მის დათმობას.ჯერეთერთი ლოყაზე კოცნას ვაპირებდი! გგონია დაბოლილი ვარ?შენთვითონაც იცი რო არა და არც იმით მისარგებლია რო თეომ მოწია და უბრალოდ თავბრუ დაეხვა...ზუსტად ახლა ვაპირებდი სიყვარულის ახსნას და შენ ვერ დამიშლი თეოსთან ურთიერთობას!
-მე შენ კარგად გიცნ....
-როგორც ჩანს არ მიცნობ,გეუბნები სერიოზულად მიყვარს თქო!
-და იმას კითხე,უყვარხარ თუ არა?
-თვალებზე ეტყობა.რო არ ვყვარებოდი ასე თბილად არ მომექცეოდა.
-გენდობი ძმა და ყოველთვის გამიხარდება ჩემი დის ბედნიერება.ერთი იცოდე,ჩემ დას რო რამე აწყენინო, მ ო გ კ ლ ა ვ !-დავუმარცვლე ბოლო სიტყვები.
-ნუ უბერავ რა!წავედით ახლა.მე და შენ არ გვეკადრება ასეთი რაღაცეები.ხო,მართლა,მოიცადე!-მკლავში ხელი მომკიდა და გამაჩერა.-შენ კიდე ელენეს რამე რო აწყენინო,მ ო გ კ ლ ა ვ !-სერიოზული ხმით მითხრა და გამისწრო.
-ბაზარი არაა.-უკან გავყევი.ახლა თეონა ადგა და გვერდზე გამოსვლა მთხოვა.
-გიო რა უთხარი?-მკითხა აკანკალებული ხმით.
-უყვარხარ.რაღა უნდა მეთქვა?შენ იყავი ბედნიერი და...-უცებ თეონას ცრემლები წამოუვიდა და ჩამეხუტა.
-მიყვარხარ ძამიკო...
-მეც!-უფრო ძლიერად ჩავიკარი გულში და თავზე ვაკოცე.
ცოტა ხანში გოგოები საერთოდ გამოვიდნენ "ვითომ კაიფიდან".ერთ საათში სიტუაცია ძალიან შეიცვალა,მე მეგონა სხვა სამყაროში დავიწყე ცხოვრება.უკვე გზაში ვიყავით და სახლში ვბრუნდებოდით,სამწუხაროდ ცხენები ვერსად ვნახეთ... ელენე ჩუმად და ბედნიერი სახით მომყვებოდა უკან.შიგა და შიგ თეოს გადახედავდა და ეღიმებოდა.ჩემ დას ვეღარ ვცნობდი უკვე.ასეთი ბედნიერი არასოდეს მენახა,ილოც ასე იყო...მხოლოდ მე და ელენე მივდიოდით ჩვენთვის,თან ცალ-ცალკე...
ლენჯერსაც მივუახლოვდით.
-მეტყვი სათქმელს?დავრჩე?-მკითხა ელენემ.
-ხვალე გნახავ და გეტყვი,ახლა მეჩქარება სახლში,კარგი?
-შენ როგორც გინდა.-მითხრა და გამიღიმა.ძალიან მიყვარდა ეს ღიმილი...თბილი და ყოველთვის ლაღი...ახლაღა მივხვდი,რომ საკმაოდ მოსაღამოვდა.
სახლთან გავჩერდით.
-რომელი საათია?-იკითხა თეომ.
-ათის ნახევარი..დაღამებულა ტო.-უპასუხა ილომ.-კარგი აბა წავედი მე,მოგწერ ტელეზე.
-აუცილებლად!-თბილად აკოცა ლოყაზე თეომ და სახლში შევიდა.
-მეც წავედი.-თქვა ელენემ და გადაგვკოცნა ორივე.-კარგად აბა!
-კარგად ძმა!-მხარზე ხელი დამარტყა ილომ.
-ერთი წამი.-გავაჩერე ილო.-ასეთი ბედნიერი ჩემი და არ მინახავს და ძალიან გთხოვ,არ დაიშურო მისთვის ბედნიერება!
-მუხბე!ძმა ხარ რა..-მოვიდა,გადამეხვია და სახლისკენ გაუდგა გზას.მეც დიდი ხანი აღარ ვმდგარვარ ქუჩაში,სახლში შევედი და ის-ის იყო ოთახში უნდა ავსულიყავი,რომ სამზარეულოში მოჭუკჭუკე დედაჩემი და თეო დავინახე.
-ყველა ბედნიერია ჩემს გარდა...-ჩუმად ვთქვი და ოთახისკენ გავწიე.

RoB-dOd3310თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 6:35 PM | შეტყობინება # 462

26
4  +
2  ±
   ±
Offline
აი,მე მაგალითად არ მომწონს ეს თავი,ძალიან ისე მაქვს დაწერილი...
საერთოდ ვერ ვიტან ამდენ დიალოგებს:/ ვნახოთ თქვენ თუ მოგეწონებათ...
მიყვარხართ ყველა,ბოდიში დაგვიანებისთვის!

makieთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 7:51 PM | შეტყობინება # 463

144
4  +
28  ±
   ±
Offline
natesavebbiiiii ????? cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry araa shenii ar mjeraaaaa!!!! .
kargi tavii iyo...me momewonaaaa smile smile smile smile smile smile smile smile smile



ninicullenთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 8:37 PM | შეტყობინება # 464

38
1  +
2  ±
   ±
Offline
au natesaveebii? esei wyvili rogor gawireee? me happy endi mindodaaa :((((

nati_cullenთარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-27, 8:44 PM | შეტყობინება # 465

400
9  +
30  ±
   ±
Offline
ar arian natesavebi da me vici ratomac :DDDD hah :DDD

ძებნა: