ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დ+მ=♥

T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-07, 10:29 PM | შეტყობინება # 421

266
15  +
30  ±
   ±
Offline
littlegirl, chagetvalaaa biggrin biggrin


viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-06-09, 10:08 PM | შეტყობინება # 422

397
10  +
12  ±
   ±
Offline
dapirebuli tavi sad aris?


makieთარიღი: შაბათი, 2012-06-09, 11:02 PM | შეტყობინება # 423

144
4  +
28  ±
   ±
Offline
dodoo axali da didi taviiiii gvindaaaaaaa smile smile


RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-06-10, 0:56 AM | შეტყობინება # 424

572
28  +
48  ±
   ±
Offline
თავი მეცამეტე:
-ელე!ელე!ჩქარა ადექი!-კარებზე აბრახუნებდა ვიღაც.თავი ძლივს ავწიე და ასევე ძლივს ჩამოვწიე ფეხები საწოლიდან.სახლის ჩუსტები ჩავიცვი თუ არა და ერთი ნაბიჯი გადავდგი, უმალვე ძირს გავიშოტე.
-რა ასხია ძირს?-სიტყვა არ მქონდა დასრულებული, რომ კარის იქიდან კისკისის ხმა მომესმა.ვინ არ გამოიცნობდა ამ სიცილს...
-თეონა რა ქენი შე ნაგლ...-ფეხზე წამოდგომა ვცადე,მაგრამ ისევ ძირს გავიშოტე. დასვრილი ხელები სახესთან მივიტანე და საგულდაგულოდ დაკვირვება დავიწყე.ზეთი!აშკარად იატაკზე ზეთი ესხა,არა უფრო სწორედ ვიღაცამ სპეციალურად დაასხა.
-ოხ,ეს ჩუსტები როგორ სრიალებს!-გავყვიროდი ბოლო ხმაზე.მინდოდა თეოს შეშინებოდა და დამხმარებოდა,ის კი ისევ იქ იდგა და სიცილით კვდებოდა.
-ჰო,კაი, შემოვდივარ.-კარები ჩქარა გააღო და შემოვიდა.ძლივს-ძლივობით წამომეყანე და ასევე ძლივს მოიტანა ტილო ოთახის გასაწმენდად.
-რა სულელი ხარ!ნეტა რას ფიქრობდი?-სიცილით გული რომ ვიჯერე ვუთხარი თეოს.
-რავი გიომ მითხრა...-საწყალი თვალებით შემომხედა.
-მაგას არ გეტყოდა გიო!-თეოსთან მივირბინე და ხელებში მაგრად ჩავავლე ხელები.-ჰა,მელაა! თქვი ეხლა რა გინდოდა!-ისე შეეშინდა ტილო ხელიდან გაუვარდა და ისტერიკული სიცილი დაიწყო.
-გიომ,გიომ მითხრა!-სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული,რომ ფეხი წამოვუდე,ძირს დავაგდე და ღიტინი დავუწყე.
-გააღვიძეო არა?
-არა, გამოაღვიძეო!აუ!აუ! მეღუტუნება.-უკვე სული ეხუთებოდა თეოს.ფეხზე წამოვდექი,ხალათი შემოვიცვი და სირბილით სააბაზანოში წავედი.თეომ მოასწრო და ბალიში გამომიქანა.
-დამაწია.შეხედე ამას!-აბაზანაში შევედი და იქიდან დავიძახე.
-უცებ გამო რა გიო გველოდება,ილოც...-ჩუმად ჩაიხითხითა.
-კაი,თორე ილოსი რო ვიცი,ლოდინი არ უყვარს.
-ჰმ...აჰა!-უცებ მოვწესრიგდი.ცხიმი ძლივს მოვიშორე კანიდან და რაც მთავარია თმიდან.სააბაზანოს კარი გავაღე,გარეთ გამოვედი და ის-ის იყო უნდა მეთქვა თეოსთვის რაღაც,რომ კარებთან ფურცლის ნაგლეჯი შევნიშნე.
"მეც გავცხიმიანდი,წავედი გადავივლებ.მალე გამოდი.ვარდისფერი მაისური ჩაიცვი.ჩემს ეზოში ვართ."-წერილი წავიკითხე და ოთახში შევედი. ვარდისფერი,converse-ს მაისური,შორტი და ასევე ვარდისფერი converse-ს კედები ჩავიცვი.ტალღოვანი თმები გავიშალე და ჩამოვივარცხნე.სარკის წინ დატრიალება რათქმაუნდა არ დამვიწყებია...მომეწონა ჩემი დღევანდელი სტილი.ჩანთაში ყველა საჭირო ნივთი ჩავყარე და თეოს სახლისკენ გავწიე.პირველ სართულზე გუჯას შევეჩეხე.
-გუჯ,მე და თეო...
-ხო,ვიცი მითხრა თეომ.ჭკვიანად იყავით.-ლოყაზე მაკოცა.სახლიდან გამოვედი და თეოს სახლში შევედი.ეზოში თეო და ილო დამხვდნენ.ისეთი საყვარლები იყვნენ...ილოსთან მივედი და გადავკოცნე,მერე თეოს მოვეხვიე და სკამზე მის გვერდით ჩამოვჯექი.
-გიო სადაა?
-აქ ვარ.-სახლიდან გიო გამოვიდა.ჯინსის ბრიჯები,თეთრი მაისური და თეთრი კედები ეცვა.
-როგორ ხარ?-მოვიდა და გადამკოცნა.
-კარგად,შენ?-უცებ,უნებლიედ ჩემს სახეს ღიმილი გადაეფინა.
-კარგად. "ზდ,ბრატ"-ახლა ილოსთან მივიდა და ხელი ჩამოართვას პონტში,მან კი რაღაც უთხრა სვანურად.გიომაც რათქმაუნდა უპასუხა(სვანურად),მერე თეო ჩაება საუბარში და დამაყენეს დებილივით.
-სვანებო!-ვთქვი მკაცრად.
-უი,შენა ხარ?!-თქვა გიომ და ლოყაზე "მიპწკინა".-აბა გოგოებო წავედით ახლა.
-ე,თქვენ მოტაცებაზე ხო არ ჩალიჩობთ?-ვთქვი სიცილით.
-ეგ მერე იყოს.-გამიღიმა გიომ და სკამიდან წამომაყენა.ჯიბიდან მობილური ამოიღო და ვიღაცას დაურეკა.რამოდენიმე წუთში კარების წინ მანქანამ დაამუხრუჭა.თეო და ილო ერთად წამოდგნენ.გიო წინ წავიდა.ახლაღა შევამჩნიე,რომ თეოს ვარდისფერი მაისური ეცვა.(აქამდე სულ გიორგიზე ვფიქრობდი და...)
-აა,მაგიტო მითხარი?-ვანიშნე მაისურზე.
-აჰა.-კარებთან გავჩერდით,სადაც „დელიკას“ ფირმის მანქანა იდგა.გიო ახალგაზრდა მძღოლს ელაპარაკებოდა სვანურად.
-მუხბე(ავტ:ძმაო) კარგად გავუფრთხილდებით.შენ არ იდარდო.-დაამატა ქართულად.
-ხო,მუხბე.გზაზე ფრთხილად,მაქეთ მაინც კარგად არაა გაკეთებული გზა.
-ღადაობ?კარგი ძმა.აბა ჰე,ხო,ეს კიდე აიღე.-გიორგიმ ჯიბიდან ორმოცდაათლარიანი ამოიღო და უცნობს ძლივს-ძლივობით და ჩხუბით ჩაუდო ჯიბეში.უცნობი დიდხანს აღარ მდგარა.მალევე მოგვშორდა.
-აბა გოგოებო ჩასკუპდით.-თქვა სიცილით.-ჩანთები უკან!-მე და თეო უკან ჩავჯექით,ილო და გიო კი_წინ,საჭესთან გიო დაჯდა და მანქანა დაძრა.
მესტია გავიარეთ და უცნობ გზას დავადექით.
-აუ,შორსაა?-ვიკითხე,ისე თითქოს უკვე დავიღალე მგზავრობით.
-შენ რატო გიყვარს წუწუნი?-თქვა თეომ.-იმ დღეს "მარგიანების სახლ-მუზეუმში" წავიყვანე და სანამ არ მივედით შემჭამა_"დავიღალე,დავიღალეთი".
-ერთი როდის?-"გავიკვირვე"
-გაჩუმდი ახლა.ისე გიო უშგულში მეც არ ვყოფილვარ ხო იცი...სირცხვილი მე!
-უშგულში მივდივართ?-გამიხარდა.-როგორ მინდოდა.ძაან მაგარი ადგილია,სურათები მაქვს დათვალიერებული.
-ოცნებებში არ ჩაიძირო ელენე.-გაიცინა გიომ.
-ნუ ხარ შენ მწარე!-ტუჩები გავბუშტე.
-ხო მართალია გიო...-ჩაება ილოც.
-შენ,შენ თეოს მიხ...-ამ დროს თეომ გამომიქანა ხელი და თავში "გემრიელად წამომარტყა".
-რა?-გიომ და ილომ ერთად თქვეს.
-ა,არაფერი.-თეოს რისხვას მოვერიდე.
მთელი გზა სულ ოღრო-ჩოღრო ადგილები იყო,მაგრამ გასაოცარი...ჩემს თვალწინ ბუნება ყოველ წამს იცვლებოდა.ხან უღრანი ტყე გამოჩნდებოდა,ხან ყვავილების მდელოები,მაგრამ უფრო ხშირად პატარ-პატარა ჩანჩქერები,რომელშიც გიო უპრობლემოდ გაივლიდა ხოლმე მანქანით.მე და თეომ სამჯერ ზედიზედ "ჩემო თბილის ქალაქო" ვიმღერეთ,მეოთხეჯერ უკვე "ჩემო სვანეთო ჯუნგლებო" დავცხეთ,რომელშიც რათქმაუნდა გიო და ილოც აგვყვნენ,(სვანეთზე იყო ლაპარაკი და)ფინალი კი "დნნ დშნ"-თი დავამთავრეთ.ძალიან,ძალიან ბევრი ვიმხიარულეთ...ზუსტად ორ საათში გიომ გახარებულმა წამოიძახა_"მოვედითო".
-გადმოდით პრინცესებო.უშგული გელით!-დაიძახა ილომ.ზურგჩანთა მოვიკიდე და მანქანიდან გადმოვხტი.
-გადასარევია!-წამოვიძახე და გარემოს თვალიერება განვაგრძე.უშგული...ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია და კიდევაც ეტყობა ეს ბუნებას.გარშემო ვერც ერთ ხეს ვერ შეამჩნევ,სულ გორები და გორებია...მაგრამ ეს იმდენად უცნაურია,ალბათ ხეები რომ ყოფილიყო ასეთი სილამაზე ვეღარ იქნებოდა.გზის იქით უკვე დასახლება იწყებოდა.კოშკებს დავაკვირდი.იმდენად გასხვავდებოდა მესტიის კოშკებისაგან...მესტიაში მაღალი და ასე ვთქვათ "გამხდარი" კოშკებია,აქ კი შედარებით დაბალი და მსუქნები,თანაც ბებრები.
-ჯიგრები ხართ!-ილოსთან და გიოსთან მივედი და გადავკოცნე.
-რაზე?-წამოიძახა ილომ
-ასეთ მაგარ ადგილას რომ მომიყვანე!
-მოგვიყვანეთ!-აღტაცებულმა თეომ თქვა და ბიჭები გადაკოცნა.ჩემნაირი...
-წამოდი ახლა გავისეირნოთ.-თქვა გიომ.ცოტაოდენი მანძილი გავიარეთ და პატარა "ჰოტელს" მივადექით, რომლის წინაც სასადილო იყო. გარედან ძალიან უბრალო მოჩანდა,მაგრრამ მის გარშემო ისეთი სუნი ტრიალებდა...
-აუ,მშია!-წამომცდა.
-ღორმუცელა!-თქვა თეომ.-წამო რამე ექნებათ საჩვენო.
-გოგოებო,ახლა გეგმებს ნუ ჩაგვიშლით!-თქვა ილომ და თვალი ჩაგვიკრა.-სასუსნავი წამოღებული გვაქვს,ოღონდ ვიღაც-ვიღაცეებმა ცოტა უნდა მოითმინონ!
-ა,ოქეი.ძალიან კი არ მშიოდა ისე.-მოვიტყუე და გზა განვაგრძე.უკნიდან ცხენის ჯირითის ხმა შემომესმა.უკან შევტრიალდი და სწრაფად გვერდზე გადავხტი.ორ ულამაზეს ცხენზე ბიჭები ამხედრებულიყვნენ და ჩვენსკენ მოემართებოდნენ.ერთ წუთში ჩვენს წინ გაჩერდნენ.
-აბა,ახალგაზრდებო,ხუთი საათი,ოცი ლარი,რათქმაუნდა თითო ცხენი!-თქვა კაცმა და ცხენიდან ჩამოხტა.
-ვაა!-წამოიძახა გიომ.-რამინ,შენა არ ხარ მუხბე?
-გიორგი!-ხელებგაშლილი გამოექანა მისკენ ჩემთვის უცნობი ბიჭი და გიოს ჩაუხეტა.
-ბიჭო აქ საიდან მოხვდი?-თქვა აღტაცებულმა გიომ.
-ფულს ვაკეთებ ვერ მიყურებ?თან რა მაგარი პონტებია...
-საღოლ!ბავშვი როგორ არის?
-მაგრად.ესენი ვინ არიან?
-ეს ჩემი დაა,თეო.-თქვა თეოზე.-ეს ჩემი ძმაკაცი,ილო,ეს კიდე ელე, ჩემი...ჩემი მეგობარი!
-ძალიან კარგი.სასიამოვნოა!წავედით ახლა ჩემთან მაგრად ვიქეიფოთ,გოჭი მყავს დას...
-აუ,მუხბე.-სამწუხაროდ დანარჩენი სიტყვები ვერ გავიგე.გიორგიმ სვანურად უთხრა რაღაც რამინს,რამინმა კიდევ უპრობლემოდ ჩააბარა ლაგამი გიოს,მერე მეორე ცხენზე მჯდომს გადასძახა რაღაც,ისიც უმალვე ჩამოხტა და ილოს დაუთმო ლაგამი.
-ილო,ძმა,შენ ხო იცი ჯირითი?-უთხრა გიომ ილოს,როდესაც რამინი და ვიღაც მოგვცილდნენ.
-ჰეჰ!-გაეცინა ილოს.-აბა რა.
-ერთი წამი მაშინ.ახლავე მოვალ.-გიო მანქანისკენ წავიდა,საბარგული გააღო და იქიდან უზარმაზარი ჩანთა ამოიღო,თუმცა ზურგზე,რომ მოიკიდა მისი სიდიდე სადღაც გაქრა.
-აბა წავედით!
-მოიცა ჩვენ ფეხით მოვდივართ?-თქვა თეომ და მე შემომხედა.
-ხო,თქვენ ფეხით უნდა წამოგვყვეთ.-გიო ცხენზე დაჯდა და ხელი გამომიწოდა,მეც რათქმაუნდა მის ხელს ჩავებღაუჭე და წინ მოვუსკუპდი,ოღონდ ფეხები გვერდზე გადმოვდე, ასე უფრო მერჩივნა.თეო,კი ჩემგან განსხვავებით ათი წუთი ცდილობდა ცხენზე ასვლას,ბოლოს ილომ წელზე ხელი შემოხვია და წინ მოისვა.როგორ უბრწყინავდა თვალები თეოს...
-ხო არ გეშინია?-ჩურჩულით მკითხა გიომ.
-შენთან ერთად არაფრის...-ძალიან ჩუმად ვუთხარი,მაგრამ მან ძალიან კარგად გაიგო და გამიცინა.
-იიჰააა!-დაიყვირა და ცხენს გავაზე ხელი დაარტყა.ცოტა შემეშინდა.ხელები წელზე შემოვხვიე და თავი მის გულს მივადე.საშინლად ჩქარი პულსი ჰქონდა.
-ეე,რას აკეთებთ მანდ,წავედით!-დაიყვირა გიომ და უკან გაიხედა,ხმამაღლა გაიცინა და თვალით მანიშნა გამეხედა.წელზე ხელები არ გავუშვი ისე გავიხედე უკან.თეო ილოს წინ იჯდა, ილო კი გამწარებული ურტყავდა გავაზე ხელს ცხენს.
-მუხლები მოუჭირე!-გასძახა გიომ სიცილით.ილომაც იგივე გააკეთა და ერთ წამში ჩვენც გაგვასწრეს.
-აა,ვაიმე,ჩქარია!-გაჰყვიროდა თეო.გიომაც კიდევ ერთხელ დაჰკრა გავაზე ხელი ცხენს და გააჭენა.ათი წუთის განმავლობაში მდინარის გვერდზე მივქროდით ცხენებით.რა ძალიან გახარებული ვიყავი!მეშინოდა კიდეც ამდენი ბედნიერებისგან გული არ გამისკდესთქო...
-როგორია?-ჩამჩურჩულა ყურში გიომ.
-ყველაზე მაგარი!-ვუთხარი ჩუნჩულით და ლოყაზე ვაკოცე.-დღეს ძალიან კარგად იქცევი!-დავუმატე სიცილით.
-ვცდილობ.-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.ცოტა ხანი კიდევ მივქროდით მდინარის გვერდზე ბილიკზე,მხოლოდ მწვანე, მობიბინე მინდვრები და უცნაური ყვავილები..არანაირი ხე ან თუნდაც ბუჩქნარი.
-გიო ეგ ჩანთა რად გინდა?რა გიდევს?
-სასუსნავები!-მითხრა და ენა გამომიყო.
-ძალიან კარგი.-გულწრფელად გამიხარდა.
-აბა,ახლა თუ მიხვდები,რომელი მდინარის გვერდზე მივდიოდით?
-ამმ...ალბათ ენგურის.ხო,ზუსტად..."უშგულში ენგურის დასასრულიო",გამიგია!
-ჭკვიანი გოგო!-გაიღიმა გიომ.ენგურიც დამთავრდა.წინ უზარმაზარი გორები გამოჩნდა.დიდი,მაგრამ საკმაოდ კარგი ასასვლელად.
-გავაჭენოთ!-იყვირა გიომ და ცხენს მუხლები მოუჭირა.
-ჩვენ მაინც ვერ გაგვასწრებთ!-თქვა ილომ,თეომ კი ენა გამომიყო,რათქმაუნდა მეც გამოვუყავი.ოდნავ გაგვისწრეს,მაგრამ წინაც კარგად ჩანდა როგორ საყვარლად ეთამაშეობდა თეო,ილოს კულულებს და თან ეღიმებოდა.
-ამათ უყურე შენ!-მითხრა გიომ და ცხენს ფეხები უფრო მოუჭირა.ისიც გაიქცა.
-ჩემი თმები ხომ არ გიშლის?-საგულდაგულოდ ერთ ადგილზე მქონდა გადმოყრილი,მაგრამ მაინც მიფრიალებდა.
-არა,არა რა სისულელეა!-გაიცინა გიომ.-შეხედე!-მითხრა და გამიღიმა.მე კი წინ გავიხედე.უზარმაზარი მინდორი გადაშლილიყო.ათასნაირი მინდვრის ყვავილები.ისეთი სურნელი ტრიალებდა...ბუნება პირდაპირ მეძახდა ჩამოხტი და გაიქეციო.მეც არ დავაყოვნე.ცხენიდან უპრობლემოდ ჩამოვხტი და მინდორში გავიქეცი.გიჟი თავისუფალიაო! ფეხებში სხვადასხვა ყვავილები მედებოდა.ძირს დავიხარე,ერთი პატარა,ულამაზესი ვარდისფერი ყვავილი მოვწყვიტე და თმაში ჩავიმაგრე.თეოც წამომეწია და ხელი ჩამკიდა,ახლა უკვე ერთად მივრბოდით პატარა,უდარდელი ბავშვებივით...სიმყუდროვე გიოს ყვირილმა დაგვირღვია.
-აქ მოდით!-აქნევდა ხელებს.
-საკმაოდ შორს წავსულვართ ხო იცი?-ვთქვი ყურებამდე გაღიმებულმა.თეოს შევხედე.დუმდა...სიჩუმე მან დაარღვია და ღიმილით მითხრა.
-მიყვარს!ისეთი ბედნიერი ვარ.
-ვიცი! მეც...
-როგორ გგონია, მასაც?
-რა თქმა უნდა!შენნაირი ლამაზი გოგო ვის არ შეუყვარდება.აუ რას ვმაზავ გოგო რო ვარ!-ვუთხარი სიცილით.
-აბა,აბა.-მითხრა და ჩამეხუტა.-ჩემი საყვარელი მეგობარი...ყველაზე საყვარელი ხარ!-სიტყვა არ მქონდა დამთავრებული,რომ უფრო მიმიხუტა.მე კი გული ამიჩუყდა და ბედნიერების ორმა ცრემლმაც არ დააყოვნა.თეომ ეს ვერ შეამჩნია,მაგრამ ხომ იგრძნო...
-წავედით თორემ გიო მიგვახრჩობს!-ჩურჩულით მითხრა თეომ და ხელი ჩამკიდა.რამოდენიმე წუთში ბიჭებთან მივედით.მათ უკვე "გაეთელათ" ბალახი და პიკნიკიც გაეწყოთ,ცხენები კი იქვე ახლოს საძოვრად გაეშვათ.
-ვაიმე,როგორ მშია.-წამომცდა უცებ.ტუჩზე კბენაც კი ვერ მოვასწარი.
-დაბრძანდით,მის!-ჩემთან გიო მოვიდა.ფეხი წამომიდო და „ძირს მომაჯინა".
-რატომ წუხდებით,სერ!-მე კი საპასუხოდ "ფეხზე ვუპწკინე".ჩვენს პიკნიკს შეადგენდა ერთ დიდ პარკში ჩაყრილი ორცხობილები და ორი ცალი, ორლიტრიანი ნატურალური წვენები.
-ვა,ვა,რა სუფრა გაიჩითა!-თქვა სიცილით თეომ.
-მოიცა ეს რა არის ჯერ.-უპასუხა ილომ.
-აუ,მოწამლული ხო არ არის?-ორცხობილას დავხედე და ენა გამოვუყავი გიოს.
-აი, ა რ ა -დამარცვლა გიომ,ორცხობილა აიღო და გემრიელად შეჭამა.-ახლა მიირთმევ?
-კი, კი.-ვთქვი სიცილით და ორცხობილა შევჭამე.-ჰმ,რა გემრიელია!
-მეიდ ინ მარინა!
-ეტყობა!-აღტაცებულმა ვთქვი და კიდევ ერთი ორცხობილა ჩავახრამუნე.ცოტა ხნის შემდეგ ილომ იქვე ბალახებში ჩამალული თერმოსი და "Kinder Chocolate"-ი მოიტანა.ყავა ყველას ერთჯერად ჭიქებში ჩამოგვისხა.
-შოკოლადი აიღე!-მითხრა გიომ.
-თქვენის ნებართვით,სერ!-შოკოლადი ავიღე და პირისკენ წავიღე,მაგრამ უცებ თეომ წამართვა და შეჭამა.
-ეს ჩემი შოკოდალია!აი ახლა რას გიზავ ნახე.-ფეხზე ავდექი და თეოსთან მივედი.მან წამოხტომა მოასწრო.გავეკიდე,მაგრამ ვაი ამ სირბილს. ორივეს გვიჭირდა მინდორში,მუხლამდე ბალახში სირბილი.უკნიდან სირბილის ხმა მომესმა,რამოდენიმე წუთში ზურგიდან ვიღაცა მომაწვა.
-მიდი,მიდი,დაეწევი!-იცინოდა გიო.
-დაეწევა არა ის!-გვერდზე გაგვირბინა ილომ და თეოს მიაწვა.მაინც დავეწიე,ილო მოვიგერიე და ფეხის წამოდებით თეო წავაქციე.ყვავილებში ჩაიმალა.ილომ მორბინა და ის-ის იყო უნდა წავექციე,რომ გვერდზე გიომ გადამაგდო.ვითომ მიშველა,მაგრამ მეც თეოსავით გულაღმა წავიქეცი.არც ამდგარვარ...მომეწონა კრიალა ცის ყურება...ისეთი ლამაზი იყო,სიმშვიდე!სიმშვიდეს ქადაგებდა.გიოც ძირს წამოგორდა ჩემნაირად და ცის ცქერა დაიწყო,ილომაც იგივე გააკეთა.ასე ვიწექით ოთხნი და ცას ვაკვირდებოდით,რატომღაც უცებ მომინდა,რომ გიოს გულზე თავი დამედო ან თუნდაც ხელი...მაინტერესებდა რას გრძნობდა ამ წუთას.მისი პულსი,ისევე გალამებით ცემდა,როგორც ყოვულთვის?
(გიორგი)
ისე,რომ არც ველოდი ელენემ ჩემსკენ მისი პატარა და თეთრი ხელი წამოიღო...გულზე დამადო და ასე ედო რამოდენიმე წუთი.როგორ მსიამოვნებდა რომ მეხებოდა...ხელი აიღო და ყვავილებიდან თავი წამოყო.
-როგორ გიცემს გული...-თქვა თვალებგაფართოებულმა.
-ხო,რავიცი.-გავიცინე და თმაზე მოვეფერე.ლოყები ოდნავ შეუწითლდა,მაგრამ უმნიშვნელოდ.
-არ წავიდეთ?-თავზე დოინჯშემორტყმული თეო დაგვადგა.
-ასე მალე?
-რაღა მალე ექვსი საათია.სახლში რომელზეღა უნდა მივიდეთ?-ო,ეს დები!ყოველთვის როგორ უყვართ მაგარი სიტუაციის ჩაშლა...
-კაი ხო წავედით!-ფეხზე ავდექი,იქვე მდგომ ცხენებთან მივედი.ყველა ჩვენ-ჩვენ ადგილებზე მოვკალათდით და მანქანისკენ გავეშურეთ.
მალევე მივედით მანქანამდე.ეს მხოლოდ,იმიტომ რომ ილო ვაიძულო ჩქარა მივსულიყავით,თორემ მართლაც ძალიან დაგვიგვიანდებოდა სახლში.ელენე ისევ უპრობლემოდ ჩამოხტა ცხენიდან,რასაც ჩემ მოუხერხებელ დაზე ვერ ვიტყვი.ცხენები რამინს დავუბრუნეთ,დიდი მადლობა გადავუხადეთ და მანქანაში დაღლილები "ჩავესვენეთ".მეგონა გზაში ჩამომეძინებოდა,მაგრამ არა!"ვერ მოგართვით!" აი ელენეს კი უკვე რამდენი ხანია სძინავს...სარკიდან ჩუმად გავხედავ ხოლმე...ისეთი საყვარელია,მართალია თვალები დახუჭული აქვს,მაგრამ მაინც! თეოსაც ჩათვლიმავს ხოლმე,მაგრამ ვინაიდან და რადგანაც "ფხიზელი" ძილი აქვს მალ-მალე ეღვიძება ხოლმე.
უკვე სახლთან ვიყავით.ელენე ვერა და ვერ გავაღვიძე,ამიტომ მანქანიდან გადმოვიყვანე,ხელში ავიყვანე და სახლში შევიყვანე თეოსთან ერთად. ვერ გაიგეს როგორ შევედით.საწოლზე მივაწვინე...ცეცხლი მეკიდა!უკვე ცუდად ვიყავი.ხელში მეჭირა,სულ ახლოს ჩემთან და არ მქონდა უფლება,რომ მოვფერებოდი ან მეკოცნა.თეომ გამომიშვა,აწი მე მივხედავო.მეც ფინია ძაღლივით სახლში დაბრუნება გადავწყვიტე.დათოს დავურეკე და მანქანა გავატანე.მხოლოდ მე და ილო დავრჩით ქუჩაში.
-კარგად ბრატ!-მივედი და ხელი ჩამოვართვი.
-კარგად!-გადამეხვია და თავის გზას დაადგა. ხუთ წუთში თეოც მოვიდა და ერთად შევედით სახლში.თეოს კოცნით დავემშვიდობე,ჩემს ოთახში შევედი და გახარებულ-დაღონებული მივესვენე საწოლზე.


I Hate This FuCkinG Life <3


შეტყობინება შეასწორა RoB-dOd - კვირა, 2012-06-10, 0:57 AM

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-06-10, 0:59 AM | შეტყობინება # 425

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ახალი თავიც! იმდენი ვწერე ბავშვებო რო ცუდად ვარ.ბოდიში ძალიან დაგვიანებსთვის.მიყვარხართ ყველა<3 იმედია მოგეწონებათ ეს თავი.

I Hate This FuCkinG Life <3

Crazyთარიღი: კვირა, 2012-06-10, 10:54 AM | შეტყობინება # 426

202
11  +
6  ±
   ±
Offline
vaiime pirvelivaaaaaaar !! ra sayvareli tavi iyo ai ai ai magari sayvareliiiii ^^ ra sayvarelia gio da mivxvdi ro uyvars elene biggrin mara ra ushlis xels? dry nanatri tavi ^^ ra kai iyo da ra didi ^^ happy happy vaime dodo rogor miyvarxar kiss axali tavi ro dadeee :*:*


RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-06-10, 11:18 AM | შეტყობინება # 427

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Crazy, იიიი,ჩემო საყვარელო,დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის! მიხარია,რომ მოგეწონა და შენი მოლოდინი არ გავმაზე .მეც მიყვარხარ!<3

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-06-10, 3:00 PM | შეტყობინება # 428
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
chemi favoriti taviiii!!!! love miyvarxar heart


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle:Xxთარიღი: კვირა, 2012-06-10, 3:55 PM | შეტყობინება # 429
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
RoB-dOd, vahahaa umagresiii iyo chemo kargoooo kiss kiss



Mari_Amiთარიღი: კვირა, 2012-06-10, 4:22 PM | შეტყობინება # 430

436
7  +
9  ±
   ±
Offline
RoB-dOd, martlac rom dagitexavs xelebi,asec ar sheidzleba dodi tongue

elle:Xxთარიღი: კვირა, 2012-06-10, 6:15 PM | შეტყობინება # 431
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin



Mari_Amiთარიღი: კვირა, 2012-06-10, 7:02 PM | შეტყობინება # 432

436
7  +
9  ±
   ±
Offline
pirdapir dagliija dod.imdeida male dadeb axal tavs, xom icii ra gaumadzgari var **

littlegirlთარიღი: კვირა, 2012-06-10, 8:44 PM | შეტყობინება # 433
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
auu ushgulshi mec var namyofi da dzaan magaria raa biggrin yochag dood kiss kaia kiss me vici rac ushlis xeels wink wink wink wink



viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-06-10, 10:01 PM | შეტყობინება # 434

397
10  +
12  ±
   ±
Offline
vaime es iyo didi uzarmazari tavi? ara meyo meti didi mindodaaaaaaaaaaaaaaaaaaaa cry cry cry cry cry


RoB-dOdთარიღი: კვირა, 2012-06-10, 10:34 PM | შეტყობინება # 435

572
28  +
48  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, ჩემი ცხოვრება<33
elle:Xx, მადლობ:-*:-*
Mar_Ie, არ მინდოდა თქვენი იმედების გაცრუება და;))შევეცდები მალე იყოს ძმა:-*
littlegirl, ხო გავდა ცოტა? :-* მეც ვარ ნამყოფი რათქმაუნდა<3 მადლობა დდედიიი:-*პმ-ში მომწერე აბა)) biggrin
viku-vuku, ვიკკკკ;ს იცი რამდენი ვწერე?:-*  cry dry


I Hate This FuCkinG Life <3
ძებნა: