დ+მ=♥
|
|
|
|
|
|
littlegirl | თარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 10:18 PM | შეტყობინება # 260 |
NObody's Little Girl
224
Offline
| | |
|
|
RoB-dOd | თარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 10:25 PM | შეტყობინება # 261 |
572
Offline
| nati_cullen, ამ წუთას ასწორებს ბეტა სერ! და დავდებ სერ!
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 10:34 PM | შეტყობინება # 263 |
572
Offline
| თავი მერვე: თავიდან ცოტა გამიჭირდა ველოსიპედზე ჯდომა.დაახლოებით შვიდი წელია არ ვმჯდარვარ და ამის გამო ალბათ.მაგრამ ცოტა ხანში,"დავუმუღამე" და მშვენივრად გავატარე.თეოს საერთოდ არ გაუჭირდა,რაც დაჯდა არ ამდგარა ველოსიპედიდან.მოდი დავივიწყოთ ველოსიპედი.ახლა ათასნაირი ხედი იშლება ჩემს თვალწინ.ჰაწვალი_სვანეთის ულამაზესი ადგილი.ენით აუღწერელი ბუნება.ჩიტების ჭიკჭიკი,მდინარის ჩხრიალი,რომელიც სადღაც ახლოდან ისმის,უზარმაზარი ნაძვისა და ფიჭვის ხეები,მართლაც,რომ ბუნების უნახავს გაგხდის! ტყისგან,მხოლოდ საავტომობილო გზით განასხვავებთ,რომელიც ტყეს ორად ყოფს. -ულამაზესია!-შევხედე უშბას,რომელიც ძალიან კარგად ჩანდა ამ ადგილიდან.-პირდაპირ თვალებში მიყურებს! ღმერთო რა სილამაზეა!-უშბა,ჩვენგან ძალიან შორს იყო,მაგრამ ამ ადგილიდან ისე მოჩანდა თითქოს შენს წინ იყო აღმართული.სულ,რამოდენიმეჯერ იყო დაპყრობილი,მაგრამ ყველა მაინც დაუპყრობელს და ახალგაზრდას უწოდებს მას.ალბათ,იმიტომ რომ მთას არ ჰგავს,კლდესავით არის აღმართული.მართლაც ძნელი იქნება ამის დაპყრობა!-ვფიქრობდი ჩემთვის.ფოტო-აპარატით უშბას უამრავი ფოტო გადავუღე.მერე ულამაზეს ბუნებას,რომელშიც მე მთლიანად ვიყავი ჩაფლული.უცებ ჩემთვის წავიღიღინე... -წამოდი, ლამაზო, სვანეთში წავიდეთ და იქიდან კი უშბაზე ავიდეთ…-ძალიან მიყვარდა ეს ლექსი.ეს იყო მაქი კვიციანის ლექსი,რომელზედაც ბავშვობაში ვაფანატებდი.ახლაც,მაგრამ უფრო "ლაითად".თეომ შემომხედა და გამიღიმა. -მართლაც,მშვენიერია ეს ჩვენი უშბა! მიყვარს ეგ ლექსი...კვიციანიც.ისე,სვანი კაცის ხასიათში ჯდება უშბა,ხო იცი? წარმოიდგინე რა ბიჭი იქნებოდა, რა გამოხედვით.-ჩაიკისკისა თეომ. -და შენ დაიპყრობდი არა?-ენა გამოვუყავი. -რატომაც არა.-შემომხედა და ნაღვლიანად გამიღიმა.ვერ ვხვდებოდი რა იყო ამ ნაღველის მიზეზი,რომელიც თეონას თვალებს არ შორდებოდა.ნეტა რა უნდა ხდებოდეს...ფიქრებიდან თეომ გამომაღვიძა. -ოე! წამო.აუ ეხლა გაგიჟდები ისეთ რაღაცას გაჭმევ.ატარაქსს მოვიმარჯვებ!-თეონა ველოსიპედისკენ გაიქცა,რომელიც რამდენიმე წუთის წინ "მიაყენა",დაჯდა და სწრაფად წავიდა. -ოო კაი რა. მოიცა თე!დამელოდე.-მეც გავიქეცი და ველოსიპედით თეონას დავედევნე.ოდნავ გამასწრო და გზის კიდეში გააჩერა."პარკინგი ამ ადგილს არ ეხება!"_გავიფიქრე,ველოსიპედი მის ველოსიპედს გვერდზე მივუყენე და თეონას დაველოდე, რას იზამდა.ის კი გზიდან ჩამონგრეულ ნიადაგზე ავიდა და ტყეში შევიდა.იქიდან კი ხელის ქნევით დამიძახა "ამოდიო".მეც ავხოხდი ვაი-ვაგლახით და თეონასთან მივედი,რომელიც ჩაკუზული იყო და რაღაცას კრეფდა. -ეეე,რა არის ეს?-ახლოს მივედი და დავინახე პატარა,წითელი მცენარის ნაყოფი.თეომ კი მუჭაში შეგროვილი,ნაყოფი პირში ჩაიყარა და აღტაცებულმა წამოიძახა. -აუ,რა კარგია გასინჯე!ეს არის მე,როგორც ვეძახი "მინი მარწყვები".მარწყვია,ოღონდ ძალიან პატარა ზომის და იცი? რასაც,ათი ცალი ვაშლი გარგებს იმას,ხუთი ცალი ეს პატარა მარწყვი გარგებს. -ვა,საინტერესოა!-ძირს დავიხარე და პატარა მარწყვი მოვწყვიტე.ძალიან მჟავუნა აღმოჩნდა,მაგრამ ძალიან მომეწონა.კარგად "გავძეხით" და ველოსიპედებისკენ გავიქეცით.ისევ,გავაგრძელეთ სეირნობა,"გონკაობა" და სურათების გადაღება.მოსაღამოვდა,გზაზე ლამპიონები აინთო.უკვე წასვლის დრო იყო. -მაგარი იყო დღეს! არ წავიდეთ? -დღეს მარტო? ცოტა ხანიც მოიცადე და ისეთ ლამაზ რაღაცას ნახავ,ნამდვილად არ ინანებ. -არა,შენთან გატარებული ყველა დღე მაგარია!კარგი.მაშინ დრო რომ გავიყვანოთ დამეგონკავე.აი იმ ბოძამდე-ვანიშნე თითით და ადგილს მოვწყდი.თეოც გამოექანა და ბოლოს ბოძს,რომ მივუახლოვდით ერთად გავჩერდით. -ორით-ერთი-მითხრა სიცილით. -ეეე,ეხლა არ მოგიგე? და შენ ორი საიდან ტო? -წეღან.-მოკლედ მომიჭრა და ისევ კბილები დაკრიჭა. სეირნობაში,ალბათ ნახევარი საათი გავიდა.მე,ისევ ტრასის კიდეში მივქროდი ველოსიპედით,თეოც ისევ უკან მომყვებოდა. -აი ეს მესმის!-ხმამაღლა დავიყვირე და ველოსიპედიდან გადმოვხტი.აქედან,მესტია ხელისგულივით ჩანდა,მაგრამ ეს ყველაფერი როდი იყო.მესტია მთლიანად განათებული,კოშკები კი!კოშკები_მათზე ლაპარაკიც ზედმეტია,თითოეული კოშკი იყო განათებული.იმდენად ლამაზი სანახაობა იყო ჩემს თვალწინ,გული ამიჩქარდა და კინაღამ თეოს ატარაქსი ვთხოვე. -დღეს,გამაოცე რასაც ჰქვია!-ვუთხარი თეონას,რომელიც ჩემს გვერდზე იდგა და სიამოვნებით უყურებდა ხედს,მაგრამ მალევე უკან გაიქცა. -ეგ კი ლამაზია,მაგრამ რვაზე ველოსიპედ... -აუ ხო.-აღარ დავამთავრებინე.ერთხელ კიდევ შევავლე თვალი მესტიას და თეოს გავყევი ველოსიპედით. მისვლა მოვასწარით.სასტუმროში ავედით,პირადობები გამოვართვით ნატოს,გარეთ გამოვედით და მესტიის განათებულ ქუჩებში დავიწყეთ სეირნობა. -შევიაროთ?-მითხრა თეომ,როდესაც სკვერს მივუახლოვდით.იქ მყოფებს თვალი გადავავლე,სიტუაცია არ მომეწონა.ვერც გიორგი დავინახე გიტარით,ამიტომ თავი გავაქნიე. -კაი,როგორც გინდა.ისე მეც დავიღალე. სახლებში მალევე დავბრუნდით.სანამ თეო სახლში შევიდოდა დრო ვიხელთე და ლოყაზე ვაკოცე და "ტკბილი ძილიც" ვუსურვე.რატომღაც,არ ვიყავი ძილის ხასიათზე,ამიტომ სახლში შევირბინე, ჩანთა დავდე,სპორტიული შემოვიცვი და გარეთ გავედი. -საით?-კარებში გასვლისას დამიძახა გუჯამ. -გუჯ,ცოტა ხანი გავალ და შემოვალ,ახლა მოვედი მაგრამ ძილის ხასიათზე არ ვარ,გაიგე ძმა?-გავუღიმე,მივედი და ვაკოცე. -კაი პრინცესა,ოღონდ მალევე შემოდი.თუ რამეა დამირეკე! -კაი რა უნდა იყოს.ადუ,ხოჩა.(ხო,კარგი)-ბოლო სიტყვები სვანურად ვთქვი,რამაც მისი სიცილი გამოიწვია,მანაც სვანურად მიპასუხა,მაგრამ ვერაფერი გავიგე.სვანურად მხოლოდ სამი სიტყვა ვიცოდი:_არა,კი და კარგი. გარეთ გავედი,ყურებში ყურსასმენები გავიკეთე და ბოდიალი დავიწყე ბილიკზე.ძალიან მესიამოვნა ცივი და სუფთა ჰაერი.ოცნებებში გადავეშვი და სეირნობა გავაგრძელე.
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: კვირა, 2012-05-20, 0:20 AM | შეტყობინება # 270 |
572
Offline
| თავი მეცხრე: (გიორგი) -კაი წავედი დე,ცოტა ხანი გავალ და შემოვალ! -იცოდე არ დაიგვიანო!-დედასთან მივედი ლოყაზე ვაკოცე და გარეთ გავედი.ყურსასმენები გავიკეთე და სეირნობა დავიწყე მესტიის ქუჩებში.ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა ჩემ საყვარელ მესტიაში სეირნობა.მითუმეტეს იმ დროს როცა ძალიან აფორიაქებული ვარ,მართლაც ჩემი ცხოვრება გარედან ფერადია,შიგნიდან შავ-თეთრი.ყოველთვის ასე იყო და არ მომწონდა ეს ჩემში,ვცდილობდი მეც,ჩემი ოჯახიც,ამის გამოსწორებას,მაგრამ მე ასეთი ვარ და ვერავინ შემცვლის! ვერც სიყვარული "ალბათ",მაგრამ ეს ხომ ჩემთვის საერთოდ სხვა თემაა."მკიდია",მე სიყვარულის კაცი არ ვარ.ქალი უნდა "იხმარო" და მერე დაიკიდო_მე ასე ვფიქრობ.ხო...შეიძლება არსებობდეს ერთი,მაგრამ... -ელენე?აქ რას აკეთებ ამ დროს!-ელენე დავინახე,რომელიც უდარდელად სეირნობდა."ჩემნაირი"... -რა შენი საქმეა?-მითხრა უკმეხად. -რა?ჩემი...ჩემი მეზობელი ხარ და მაინტერესებს!-იგივე ტონით ვუთხარი. -გაიარე,შენს ხასიათზე არ ვარ!-ძალიან გავღიზიანდი,მაგრამ გაღიზიანება დავივიწყე და უკეთესი რაღაც მომაფიქრდა.გამახსენდა ჩემი "ხერხები" ქალებთან.მივუახლოვდი.გვერდზე გაიწია,მიმიხვდა,მაგრამ მაჯაზე ხელი მოვკიდე და ახლოს მოვწიე.ახლოს?!ძალიან ახლოს უფრო...წელზე ხელები შემოვხვიე და თვალებში ჩავხედე.მისი თვალები...ულამაზესი ცისფერი...ზღვისფერი.ისე ჩავიძირე მის თვალებში,მეგონა უკაცრიელ პლიაჟზე მოვხვდი.სახე სულ ახლოს მოვატანინე ხელით,თან ყოველ მის მოქმედებას ვაკვირდებოდი."მაკოცე გიო!მაკოცე..."_მეუბნებოდა მისი თვალები,მაგრამ ჰმ...მე არ შემეძლია.თვალები დახუჭა და მელოდებოდა როდის ვაკოცებდი.მე კი ყველაზე დიდი სისულელე ჩავიდინე.უკან დავიწიე და "სიცილი" დავიწყე. -გეგონა გაკოცებდი?კაი რა...-"ძალით სიცილს" ვაგრძელებდი.ეს ძალიან არ მსიამოვნებდა,მაგრამ...მაგრამ ხომ ყოველთვის არსებობს.თვალები ნელ-ნელა გააღო.იმ წამს სახეზე იმდენი გრძნობა,იმდენი ტკივილი გამოესახა კინაღამ "მართლაც" ვაკოცე. პირი გააღო.უეჭველი მაგინებს თქო გავიფიქრე. -შენს გალანძღვას არ ვაპირებ!მე ვარ დებილი.შენნაირ ადამიანთან საერთოდ ერთ წუთსაც,რომ ვჩერდები!-მითხრა თუ არა გატრიალდა,ყურსასმენები გაიკეთა და გვერდზე გამიარა.გავუშვი...პირდაღებული დავრჩი,მაგრამ ცოტა ხანში უფრო გავვოცდი,როცა ის ილოსთან,ჩემ ძმაკაცთან ერთად სკვერში დავინახე,თან ძალიან ბედნიერი.საშინლად გავბრაზდი.ფუ ამის დედაც!ხო,ღირსი ხარ...არადა როგორ მომწონს! ერთი წუთით ჩვენი თვალები ერთამენთს შეხვდა.მე კი მხოლოდ ზიზღი დავინახე...მეტი არაფერი.აღარ შემეძლო ჩემი თავის ატანა,ამიტომ სახლში დაბრუნება და დაძინება გადავწყვიტე. (ელენე) რაც ამ საღამოს მოხდა ჩემ ცხოვრებაში პირველი,შავი წერტილი იქნება,რომელსაც ალბათ ვერასოდეს წავშლი ჩემი მეხსიერებიდან.ვიჯექი თითქმის უცხო ადამიანთან და საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი."ვერ" და "არ".არა ეს როგორ დამამცირა?უკვე მერამდენედ?_ვეკითხებოდი ჩემს თავს და თან თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვაკავებდი.ახლა კი მართლაც მძულდა.შიგნიდან რაღაც მტკიოდა..არ შემეძლო,რომ უბრალოდ შემეძულებინა! -კაი წავედი ილო.დროებით.-მხრიდან ხელი ჩამოვაღებინე მხარიდან და ავდექი,მაგრამ ხელი ხელზე მაგრად მომიჭირა და უკან მომატრიალა. -ცოტა ხანიც დარჩი.-ჩემს მთლად გაყინულ კანს ესიამოვნა მისი თბილი კანის შეხება. -არა გუჯა ინერვიულებს.თუ ასე ღელავ გამაცილე!-ენა გამოვუყავი.იმ წამსვე წამოხტა და ხელკავი გამიკეთა. -რა ბაზარია,ჩემი გოგო!-ბოლო სიტყვებიი რაღაცნაირად თქვა.არ მესიამოვნა,მაგრამ გავატარე. მალევე მივედით.სახლს ვუახლოვდებოდით,როცა მეზობელ კართან ვიღაც შევამჩნიე,მაგრამ ,რომ დავფიქრდი აშკარად მოჩვენებას გავდა,ამიტომ ყურადღება აღარ მივაქციე. -კაი წავე.თენქს,რომ მომაცილე!-რაც შემეძლო გავუღიმე ილოს. -რა თენქს გოგო.კაი აბა დიდხანს არ შეგაწყენ თავს და დროებით.-გადავკოცნე და დავემშვიდობე. სახლში ჩუმად შევედი.უკვე საკმაოდ გვიანი იყო და არ მინდოდა ვინმე გამეღვიძებინა.ასევე ჩუმად გადავივლე და საწოლზე გავიშხლართე.მხოლოდ მაშინ მივხვდი გული,რომ მტკიოდა,როცა ერთი ჯიუტი ცრემლი ჩამოგორდა ჩემს ლოყაზე.ეს იყო ერთი ცრემლი,მაგრამ უდიდესი და ყველა ემოციით დატვირთული.ემოციებისგან დაღლილს კი მალევე ჩამეძინა...
I Hate This FuCkinG Life <3
შეტყობინება შეასწორა RoB-dOd - კვირა, 2012-05-20, 0:21 AM | |
|
|