დ+მ=♥
|
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-17, 8:24 PM | შეტყობინება # 229 |
572
Offline
| nati_cullen, ვერი ბიგ თავი რო დავწერე ეს იმას ნიშნავდა,რომ ინგლისური არ ვიცი გერმანული ვიცი თქო.(ვიცი არა ის) რადგან,ყველამ თქვით გერმანიაზე მეც მინდა ვთქვა.ვიიტყვიი რაა?:დ გერმანია ძალიან მომწონს.ჯერ იმიტომ რომ სასტიკად განსხვავდება საქართველოსგან,ძ ალიან. თან მომწონს<33 მიყვარს მოწესრიგებული_ქვეყანა,ადამიანი და ყველაფერი საერთოდ. ასე,რომ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებბდი გერმანიაში,იღონდ ჩე მს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად(მოვინდომე ეხლაა ) ახალ თავს რაც შეეხება კი,ერთ საათში მაქსიმუმ.მადლობთ,რომ კითხულობთ!
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
|
|
littlegirl | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-17, 9:12 PM | შეტყობინება # 235 |
NObody's Little Girl
224
Offline
| | |
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-17, 9:51 PM | შეტყობინება # 237 |
572
Offline
| თავი მეშვიდე: -ამმ...ელენე ხო?როგორ ხარ? -ამმ...ილო ხო?კარგად შენ?-ახლაღა გამახსენდა ეს ბიჭი.ის იყო,ქეიფზე დაჟინებული მზერით,რომ მიყურებდა. -რავი.მეც კარგად.მარტო რო გამოსულხარ არ გეშინია ასეთ ლამაზ გოგოს? -კაი რა.ნუ გამაწითლე.ცოტა ხნით გამოვედი და დრო ისე გავიდა, ვერც შევამჩნიე!საით მიდიხარ? -არსად.მეც ისე გამოვედი. აქ ვცხოვრობ,აი იქ...-ხელით ერთ-ერთ მოხდენილ სახლზე მანიშნა. -ააა...ხო კარგი.ქვევით მოდიხარ? -ხო.ძმაკაცს უნდა შევუარო. -მეც ქვევით მოვდივარ. მე და ილომ ცოტა ვისაუბრეთ სანამ სახლამდე მივიდოდი.ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა!თან სიმპატიური.ყველაზე მეტად კი მისმა კულულა, ყავისფერმა თმამ მომხიბლა და რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც.კარებთან მივედით.თეონაც იქ იდგა და მელოდა.ილოს შეხედა,დაიბნა და ლოყები გაუწითლდა. -ელენე?ილო?გეძახდი.-მითხრა აღელვებულმა. -ხო თეუშ.ცოტა გავისეირნე და ილო შემხვდა!-ჩუმი პაუზის შემდეგ ისევ თეომ ამოიღო ხმა. -ილო როგორ ხარ?-თქვა და ისევ აუწითლდა ლოყები. -კარგად.კაი წავედი მე და გნახავ მერე ელ! -დიდი სიამოვნებით! კარგად.-ილო გაგვცილდა,თეო კი უგრძნობლად მიყუდებოდა კარებს. -თეო,რა გჭირს?ცუდად ხომ არ ხარ?-თვალები ამიცრემლიანდა.ვერ გამეგო ასე უცებ რამ შეუცვალა ხასიათი,თან ესე. -თავი გამანებე!გიოს გამოვუშვებ ეხლა და ის წაგიყვანს "ჰაწვალში",მე ცუდად ვგრძნობ თავს და დასვენება მინდა.-ისევ,ისე უგრძნობლად მიპასუხა. -ჯერესერთი მასეთი ტონით ნუ მელაპარაკები და მეორეც,არავის უთხოვია სვანეთი დამათვალიერებინეო!თეო რა გჭირს?-გოგონა უკანმოუხედავად გაიქცა.მეც გავეკიდე.ჭიშკარი გააღო და ტირილ-ტირილით შევარდა სახლში.მეც,ასე ტირილ-ტირილით მივსდევდი.სულაც არ მაღელვებდა ის,რომ უცნობ სახლში შევვარდი. -თეო!თეო!რა გჭირს?მაპატიე!-თავის ოთახამდე ვსდიე,მაგრამ ბოლო წუთს კარები ცხვირწინ მომიხურა. -წადი გთხოვ...უბრალოდ წადი!-ყვიროდა ოთახიდან თან კარებს ხელებს უბრახუნებდა. -რა დაუშავე?-ჩაილაპარაკი გიორგიმ საშინელი ხმით,რომელიღაცა ოთახიდან გამოსვლისას. -აუ შენღა მაკლდი რა!გამატარე!-ხელებით მის დაჭიმულ სხეულს შევეხე და უკან ვუბიძგე.ცრემლები კი არ ჩერდებოდნენ. -არსად არ წახვალ.გეკითხები!-მანაც ხელებით უკან მიბიძგა. -მე...მე არ ვიცი...გარეთ ვიყავი ილოსთან ერთად...კარებთან შეგვხვდა მე და ილოს...მერე გამოიქცა...-აქ კი უკვე ვეღარ გავუძელი და მუხლებში ჩავიკეცე.გიორგი მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა.არც კი ვიცოდი რა მექნა.ის კი ვიცოდი,რომ ამ წუთას ვერ გავექცეოდი მის ძლიერ მკლავებს.უბრალოდ არ შემეძლო.მისი სხეულიდან უდიდეს სითბოს ვგრძნობდი,მაგრამ მისი სიტყვები...ქცევები...ყველაფერს ყინავდა. -არაუშავს,გადაუვლის და გამოვა.-ფეხზე წამომაყენა.თვალებში მიყურებდა.უთქნელად დავწყნარდი,მივხვდი უკვე აღარ ვტიროდი და გონს მოვედი. -ჩემი წასვლის დროა.ვისაც მე არ ვჭირდები,ყველა ფეხებზე მკიდია!-ბოლო სიტყვები ხმამაღლა ვთქვი და გიოს გაოცებულ მზერას შევეფეთე.კარები გაიღო და იქიდან დაწყნარებული,მშვიდი სახით,თეო გამოვიდა.მომიახლოვდა და ჩამეხუტა.ყველაფერი გაქრა,ყველანაირი წყენა მის მიმართ.ახლა მხოლოდ ერთი სიტყვა და ყველაფერს ხაზს გაუსვამდა. -მაპატიე!რაღაცეები ვიბოდიალე. -მეც მაპატიე არ ვიცი რა,მაგრამ მაინც! -კარგი.მოდი გამოვიცვლი და მე,შენ და გიო წავიდეთ სადაც დავგეგმე თავიდან. -კარგი აზრია!-დავეთანხმე. -მე არ მცალია!თქვენ წადით! -ძალიანაც კარგი.-ენა გამოვუყავი გიოს,მაგრამ სამწუხაროდ მას უკვე ძველი გიო დაბრუნებოდა.“იაზვა“ თვალებით შემომხედა და წავიდა. -შემოდი.ცოტა არეულობაა! -არაუშავს!კი,მაგრამ არ მეტყვი რა მოგივიდა? -მაგის ხასიათზე რო მოვალ მაშინ გეტყვი.კარგი? -მასე იყოს.იცოდე სიტყვაზე გიჭერ! -ხო,ხო.ეხლა ამარჩევინე რა ჩავიცვა-კარადასთან მიმიყვანა თეომ. -ამით რო წამოვიდე?არ შეიძლება? -არა!ველოსიპედით უნდა ავიდეთ იმ ადგილზე და კაბით? -ხო კაი!მაშინ ჩემთანაც უნდა შევირბინოთ. -მოსულა.-თქვა თეომ და ტასნაცმლის არჩევა განაგრძო.თხელი,დახეული ჯინსი-"ბუტირკა",უბრალო მაისური და converse-ს შავი კედები აარჩია, თმები ცხენის კუდივით შეიკრა და მე შემომხედა.ამ დროის განმავლობაში კი მე მის ყველა მოძრაობას ვაკვირდებოდი. -ვარგა?-მკითხა და ჩემს წინ დატრიალდა. -ძალიან ვარგა!-ვუთხარი სიცილით.-ისე წეღან რა სისულელე ვთქვი,ბევრი რაღაც მაქვს ასაღები სახლიდან.კაბით,რომ ვაპირებდი ვითომ წამოსვლას. თეონას სახლიდან გამოვედით და ჩემს სახლში შევირბინეთ.უბრალოდ ჩავიცივი,Lee-ს კოლექციიდან ერთ-ერთი შორტი ამოვარჩიე.ამასობაში თეომ,შავი უბრალო მაისური და თეთრი კედები მომაწოდა.ჩაცმა დავამთავრე.სხვადასხვა ნივთები ავიღე,რაც მჭირდებოდა და შავ ზურგჩანთაში ჩავყარე.უცებ ინსტიქტურად თეოს გავხედე.თეთრი ზურგჩანთა ეკიდა_ასეც ვიფიქრე. -გბაძავ!-ჩამეცინა. -ფუ ,გოიმკა! -სიცილისგან თავი უკან გადასწია,მეგონა აი ეხლა წაიქცევათქო,მაგრამ არა.(რა სისულელეა,მეც არ მინდოდა რომ წაქცეულიყო.)პირველ სართულზე არავინ დამხვდა,ამიტომ უპრობლემოდ ავიღეთ გეზი მესტიისკენ.დანარჩენი კი თეომ იცოდა. -ეხლა საით?-ვკითხე მესტიაში ბოდიალის შემდეგ. -ხო, ეხლა სასტუმრო "თეთნულდში",ველოსიპედები იქ ქირავდება,იქიდან კიდე პირდაპირ ავალთ "ჰაწვალში".ძალიან მოგეწონაბა ვიცი!ატარაქსი* კიდევ კარგი თან მაქვს.-გაიცინა და ენა გამომიყო. -ძალიან კარგი! მესტიაში სეირნობისას სკვერიც გავიარეთ,უცნაური გრძნობა დამეუფლა.რატომღაც,თვალებით გიორგის ძებნა დავიწყე,მაგრამ ვერც ერთ ჯგუფში ვერ მოვკარი თვალი,სამაგიეროდ ილო დავინახე.ვიღაც გოგოზე ხელი ჰქონდა გადახვეული და უაზროდ იცინოდა შიგა და შიგ.კერავს!უეჭველი,სახეზე ეტყობა_ვმსჯელობდი ჩემთვის.თეონას აღარ ვუთხარი ილოზე,მეშინოდა ისევ რამე არ დამართნოდა.ფიქრებში გართულმა,ვერც კი შევამჩნიე,როგორ მივედით სასტუმროსთან.თვალები დავახამხამე და დაკვირვება დავიწყე.ულამაზესი ეზო ჰქონდა,ათასნაირი ყვავილებით სავსე,რომლებიც კიდეებში ყვაოდნენ.სასტუმროს გვერდზე კი ჩამომწკრივებული იყო უამრავი,სხვადასხვა ფერის ველოსიპედები.იქვე ორი ფორმიანი ბიჭი დასეირნობდა.დაცვა იყო,რომ შეტრიალდა ერთ-ერთი, ზურგზე დავაკვირდი,სადაც ეწერა-"025".თეომ ხელკავი გამიკეთა და რომელიღაცასთან მიმიყვანა. -გამარჯობა.ორი ველოსიპედის ქირაობა გვინდა და სად უნდა მივიდეთ,რომ წაყვანის უფლება ვითხოვოთ?-უთხრა თავაზიანად დაცვას თეომ. -გამარჯობათ.მეორე სართულზე,ბოლოში,თეთრი კარებია!იქ ხდება გაფორმება. -დიდი მადლობა. სასტუროს კიბეს ავუყევით.ძალიან მომეწონა დიზაინი.თეონას შევხედე,ისიც იგივეს ამბობდა თვალებით. -ოხ,ეს მიშა.-ვთქვით ორივემ ერთად და გულიანად გავიცინეთ. -თე,ისეთი არაფერი არ წამოგცდეს,თორემ ყველგან მაგისი ხალხია!-ვთქვი და სიცილს უფრო მოვუმატე.ბოლოს მუცელი ამტკივდა და გავჩერდი,თან საქმემაც მოითხოვა.უკვე კარებთან ვიდექით.დავაკაკუნეთ.კარები ახალგაზრდა გოგონამ გაგვიღო.ოთახში შეგვიპატიჟა,ყველაფერში გაგვარკვია,ბოლოს მისი ოთახის გვერდით მოწყობილ სალაროში გაგვგზავნა და რაღაც ფურცლები გაგვატანა. ფული დიდი ჩხუბის მერე,გავყავით და ისე გადავიხადეთ.გამოვიდა,რომ ჩვენ-ჩვენი გადავიხადეთ,რაც მე ძალიან არ მომეწონა,მაგრამ რა მექნა.ოთახში დაბრუნებისას,ყოველი შემთხვევისთვის ჩვენი პირადობები დაგვატოვებინა ნატომ_(ასე გაგვეცნო.)ბოლოს კი ამ სიტყვით გამოგვაცილა: -ეს ველოსიპედები უბრალო არ გეგონოთ.არ ფუჭდება,ასე,რომ მაგის პრობლემა არ შეგექმნებათ,თუ შეგექმნებათ კიდე დაზღვევა რისთვის აქვს ყველა ველოსიპედს და თქვენც.რათქმაუნდა გაფუჭდება,როცა დააგდებთ და მანქანა გადაუვლის.თქვენ იცით გოგოებო!-კიდევ ერთი ფურცელი მოგვაჩეჩა ხელში,რომელიც დაცვისთვის უნდა წარგვედგინა,რომ ნებართვა მოეცათ წაყვანის. -დიდი მადლობა და დროებით.-ფურცლები დაცვას ვანახეთ.თანხმობის შემდეგ კი ორი ვარდისფერი,საყვარელი ველოსიპედი ავარჩიეთ და ჰაწვალისკენ გავეშურეთ. *ძლიერი,დამამშვიდებელი წამალი.
I Hate This FuCkinG Life <3
შეტყობინება შეასწორა RoB-dOd - ხუთშაბათი, 2012-05-17, 10:02 PM | |
|
|
viku-vuku | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-17, 9:55 PM | შეტყობინება # 238 |
397
Offline
| | |
|
|
viku-vuku | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-17, 9:56 PM | შეტყობინება # 239 |
397
Offline
| iri sityvit:magrebi xart!
შეტყობინება შეასწორა viku-vuku - ხუთშაბათი, 2012-05-17, 9:58 PM | |
|
|
|