ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
,,სიყვარულზე მეოცნებე ''

viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 5:03 PM | შეტყობინება # 1

397
10  +
12  ±
   ±
Offline
სახელწოდება:,,სიყვარულზე მეოცნებე ''
ავტორი: მე
ბეტა: არ მყავს
ჟანრი:რომანსიკა
სამარი: ისტორია არის ერთ გოგონაზე რომელსაც ლილუ ჰქვია...ის ოცნებობს რომ ,,ფრთები ქონდეს''
ავტორისაგან: ა მ ნაწარმოების აქ დადებას არ ვგეგმავდი, მაგრამ რატომღაც დავანებე ყოყმანს თავი და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. იმედია მოგეწონებათ და მინდა გთხოვოთ რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი
სტატუსი: წერის პროცესშია



viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 5:04 PM | შეტყობინება # 2

397
10  +
12  ±
   ±
Offline

თავი1

,,შენ არ გეგონოს, რომ ვიცინი, გულს ეღიმება, ნაღვლიანი ვარ, მაგრამ ამას სხვა ვერ მიხვდება, მეუბნებიან გაიცინეო, სიცილი გიხდება და მეც ვიცინი, რადგან საქმეს ასე სჭირდება...!!!''

-ვერ ვიტან პარასკევს! მძულს! ჭირსაც წაუღია ეს დღე!-შევძახე მთელი ხმით და დოკუმენტები, მთელი ძალით მაგიდას დავახეთქე.
-შენ, რომელ დღეს იტან, ერთი ეგ მაცოდინა და მეტი არაფერი მინდა-მომღიმარი სახით შემოვიდა ჩემს კაბინეტში ვალერი-ახლა რაღა ამბავია? თაყვანისმცემლები?-მითხრა და ტუჩები ყურებამდე გაეწელა
-გაეთრიე ჩემი კაინეტიდან! ვერ ვიტან რომ შემოდიხარ!-შევუბღვირე თვალები დავუბრიალე და სასწრაფოდ დავამატე-გაეთრიე ვალი მეთქი ეგღა მაკლია მევალეები მომადგნენ!-ვუთხარი და დავეჭყანე კიდეც
-ნუ მიბღვერ შენი მაინც არ მეშინია! შენ კიდე დარჩები მასე და მერე ნახე, ისედაც რომ გიწუნებენ, საერთოდ გაუთხოვარი დარჩები!-ეს მითხრა და სასწრაფოდ გავარდა ჩემი კაბინეტიდან, რადგან შეამჩნია, რომ ჩემს მაგიდაზე დადებულ ლარნაკს წავავლე ხელი... ვგიჟდები ამ ბიჭზე, საოცრად ხუმარა, ერთგული და მოსიყვარულე ადამიანია, რაცარუნდა ცუდ ხასიათზე იყო, ყოველთვის მოახერხებს შენს გახალისებას. მე ლილუ ქაჯაია ვარ. მშობლებმა ეს სახელი, ვიღაც ციგნის გამო დამარქვეს. მართალია კარგი სახელია, მაგრამ მე მაინც არ მომწონს! დაერქვათ მაგალითად: ნია, ანი, ლუჩია, ალირა, ნასტენკა, საშა და თუნდაც ვარდო! ეს ყველა სახელები ფილმებიდან მომწონს, არ მახსოვს ზუსტად, რომელი ფილმებიდან, მაგრამ მართლა ძალიან მომწონს. მყავს სამი მეგობარი ძალიან საყვარლები საოცრად მზრუნველები. სახელებს არ ვახსენებ, თორემ აუცილებლად ატეხასვს ,,კივილს'' ჩემი მობილური. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე! ეს ხომ მეთვითონ გადავწყვიტე, არავის რჩევის გარეშე. სამწუხაროდ არავის გარეშე. 15 წლის უკვე დავობლდი, მშობლებიც ჟურნალისტები იყვნენ. ვერტმფრენში იმყოფებოდნენ რაღაც გადაღებებიდან ბრუნდებოდნენ, თვითმფრინავს ძრავა დაუზიანდა და მფრინავებმა დაშვება კარგად ვერ განახორციელეს... ეს ჩემთვის მეტად მტკივნეული თემაა. ყველაფერზე ფიქრს თავი დავანებე და საბუთების გადახარისხებას შევუდექი, თან ამასთანავე ვფიქრობდი ახალ გადაცემაზე. ერთ-ერთი პოპულარული წამყვანი ვარ, ჩემი უკანასკნელი გადაცემა იყო ,,წარსული-აწმყო-მომავალი''. საკმაოდ პოპულარული გადაცემა გახლდათ. მოვრჩი და ქაღალდების შეკვრა გვერდზე გადავდე. ავდექი, მოსანცმელს ხელი დავადე და ის იყო რომ გარეთ გამოვედი
-არა! არა! მძულს ეს პარასკევი რაარი ამდენი სამუშაო რა ამათ ჩემი მოკვლა უნდათ?- ჩემთვის ჩავიდუდღუნე, როცა დავინახე, რომ მაგიდაზე ჯერ კიდევ იყო, ქაღალდების შეკვრები.ქურთუკი იქვე იატაკნე დავაგდე და სკამზე დავეხეთქე. არა რა რა მემართება? მგონი ჩემი პენსიაზე გასვლის დროა...ამ ფიქრებში გართულმა გავიგონე კარზე კაკუნი. მიუხედავად იმისა, რომ არ მითქვამს ,,შემოდით კარი ღიაა'' ოტახში მაინც შემოვიდნენ. ყველაფერი ეს კი, ნაბიჯების ხმიდან გავიგე.
-რა გნე..-სიტყვა ვერ დავასრულე, ვალი იყო! მეც ლარნაკს ხელი დავტაცე ის იყო უნდა მესროლა მისთვის, რომ მთელი ძალით დაიყვირა
-არ მესროლო გათხოვ! შენს დასახმარელად მოვედი!-მის ამ სიტყვებზე პირი ღია დამრჩა. მაწყობდა ამიტომ ლარნაკი გავუწოდე შეთანხმების მხრივ. გამიღიმა ლარნაკი გამომართვა
-პირი დამუწე უკვე მეორე ბუზი შეგიფრინდა!-ეს ყველაფერი, ისე სერიოზულად თქვა, რომ დავიჯერე კიდევაც.
-ფუ ახლა გული ამერევა!-ეს ვთქვი და სახე საშინლად დავმანჭე. მან იმწამსვე სიცილი ატეხა, თანაც ბოლო ხმაზე!
-იმედია მარჯვენა ფეხით მაინცვ შემოდი!-ვთქვი ,,ხუმრობა'', მაგრამ მივხვდი, რომ არც ისე კარგი გამოვიდა და შევუბღვირე კიდევაც. ამაზე სულ გადაირია ცოტაც და მიწაზე ხოხვას დაიწყებდა!-შეწყვიტე! ძალები დაზოგე, ისედაც ბევრი სამუშაო გვაქ!-და ქაღალდების შეკვრებისკენ ვანიშნე. მას ვითომც არაფერიო წარბიც კი არ შეუხრია!
-მე მოგაწვდი დახარისხებულს შენ კი თუ საჭირო იქნება ხელს მოაწერ და შეინახავ!-გასცა ბრძანება კაპიტანივით.
-არის სერ!-გავცინე ჯარისკაცებს და მარჯვენა ხელი შუბლზე მივიდე...



viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 5:32 PM | შეტყობინება # 3

397
10  +
12  ±
   ±
Offline
veli Tqvens komentarebs. imedia dawert tu ras fiqrobt es chemtvis umnishvnelovanesia



შეტყობინება შეასწორა viku-vuku - ხუთშაბათი, 2012-05-03, 5:33 PM

♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 6:38 PM | შეტყობინება # 4

225
6  +
16  ±
   ±
Offline
კაარგიაა happy smile


viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 6:41 PM | შეტყობინება # 5

397
10  +
12  ±
   ±
Offline
martla?


♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 6:50 PM | შეტყობინება # 6

225
6  +
16  ±
   ±
Offline
აბა ტყუილად ხომ არ დავწერ? biggrin biggrin


viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 6:54 PM | შეტყობინება # 7

397
10  +
12  ±
   ±
Offline
mixaria es chemtvis bevrs nishnavs vfiqrob rom es iqneba namdvil istoriebze agebuli ase rom bevrs icinebt. mtavari is aris rom chem cxovrebastan axlosaa istoriebi iqneba namdvili ararealur nawarmoebshi biggrin biggrin biggrin biggrin imedia mimixvdebi tu ras vgulisxmob daaxloebit 4 tavi maq dawerili da isini amaze kargebia


♫_Ani_♫თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 6:55 PM | შეტყობინება # 8

225
6  +
16  ±
   ±
Offline
viku-vuku, საინტერესო ჩანს happy


viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 9:15 PM | შეტყობინება # 9

397
10  +
12  ±
   ±
Offline
თავი2

,,მთელი ცხოვრებაა შენ გელოდები, მინდა რომ მეც მესტუმრო მინდა რომ მეც გავიგო თუ როგორია როცა ,,დაფრინავ'' მაგრამ არა შენ ჯიუტი ხარ გამირიხარ თითქოს ჭირი მჭირს.. მე კი ისევ გელოდები იმის მოლოდინში რომ გამიმართლებს შემომხედავ ,საცოდავი თვალეით და თუნდაც წამიერ სიყვარულს მაჩუქებ. მე კიდევ გელი აქა ვარ და თუნდ სამუდამოდ დაგელოდები, ოღონდ ვიცოდე რომ მეც მაღირსებ... ''


ყველაფერს მალე მოვრჩით. მართალია დამპატიჟა წამო სადმე ყავა დავლიოთო, მაგრამ მე მკაცრი უარი განვუცხადე და სახლში წამოვედი. სახლში შესვლისთანავე, სინათლეც კი არ ამინთია, იქვე დავაგდე მოსანცმელი, მანქანისა და სახლის გასაღები და ჩემს ოთახში ავირბინე, ისეთი სისწრაფით თითქოს, სადმე შეიძლებოდა გაპარულიყო.არც კი გამოვიცვლია, მძიმე დღის შემდეგ, ამის თავიც არ მქონდა, პირდაპირ ,,დავეგდე'' საბანზე და მივეცი უფლება სიზმრების სამყაროს, რომ შთავეთანთქე...11 საათი იყო, რომ გავიღვიძე. თვალები გავახილე იმის მოლოდინში, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იქნებოდა და ახლა ჩემს გვერდით, ვინმე მომხიბვლელი, თავისდამვიწყებელი მამაკაცი იქნეbოდა, რომელიც მე გამიღიმებდა, გულში ჩამიკრავდა და მეტყოდა ,,ლილუ ნუ ტირი! ეს ხომ სიზმარია, მხოლოდ სიზმარი! მე შენს გვერდით ვარ! გთხოვ პატარავ, ნუ ტირი, მე აქ ვარ შენს გვერდით...''- ფიქრებში წარმოვიდგინე და ,,გავცინე'' ხვერდოვანი ხმის მფლობელს-მე კი იმით გახარებულს ,რომ ეს ყველაფერი უბრალო სიზმარი იყო, მაგრად მივეკრებოდი გულზე, იმდენად ძლიერად, რამდენადაც შემეძლებოდა...მაგრამ რას ველი, არც არაფერს! გარდა სველი ბალიშისა, რომელსაც დღე ვაშრობ და დილით სველი ,,მხვდება''. რაზე ვფიქრობდი, როცა კარიერას ვეძებდი და არა ადამიანს? არა მე ეს დავიმსახურე, მე ამის ღირსი ვარ! შევწყვიტე ტირილი, სასწრაფოდ ავდექი და სააბაზანოსაკენ გავეშურე. ცხელმა შხაპმა მართლაც მიშველა და მთელი დაძაბულობაც სადღაც გაქრა, ისე თითქოს არც ,,გამოჩენილიყოს'' . დღეს ვინაიდან შაბათი იყო და არ ვმუშაობდი გადავწყვიტე, რომ პიველად მაინც, სახლში მეჭამა. დიდი არაფერი ჩაი და კარაქიანი პური გავიმზადე და ,,სუფრაც'' გავაწყვე. არასოდეს ვჭამდი ბევრს, რადგან მაინდამაინც არ მიყვარდა ჭამა, მაგრამ აი შოკოლადზე კი რა მოგახსენოთ, უზომოდ ვიტენიდი მუცელში, რამდენიც ჩამეტეოდა, მაგრამ ყველას შესაშურად არასოდეს ვიმატებდი. ჩემი მეგობრები: სალი, ანი და ნია ყოველთვის ბრაზდებოდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ ფორმი გამო ჭამა, მე კი მათ ,,ჯინაზე'' ვილუკმებოდი. მათი ხსენება და ტელეფონიც აწკრიალდა:
-დილა მშვიდობის ძილისგუდავ! ესე იგი, იმედია დღეისთვის არაფერი დაგიგეგმავს, თორე მისი გადადება მოგიწევს! უარი არც განიხილება! დღეს რესტორანში მივდივართ გოგონები და შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ! მანამდე კი შენთან მოვალ, რომ მოგაწესრიგო, თორემ შენი ამბავი რომ ვიცი, ძონძებს ჩაიცვამ! კაი აბა გავე ნახევარ საათში მანდ ვიქნები იცოდე !
-ანი.. ალო!.. ალო!-ვყვირი მთელ ხმაზე, მაგრამ რაღა დროის, ეს ყველაფერი ვირის კვინტებივით მიაყარა და გამითიშა, არც კი უკითხავს რამე. ოხ ანი, ანი! ვერ ვიტან ასე რომ იქცევა! მაგრამ მასთან შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, ამიტომ მეც სწრაფად ვეცი საჭმელს, რომ მალე დამემთავრებინა. კარგად ვიცოდი მისი ხასიათი, როცა ამბობდა 30 წუთს 5 წუთს გულისხმობდა. (მართალიც გამოვდექი) დავჯექი და ლუკმა ჩავიდე პირში, საცაა უნდა გადამეყლაპა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ჯანდაბა ლუკმა ყელში გამეჩხირა, კინაღამ დავიხრჩე. მაცივარს ვეცი და ლამი კარები გამოვგლიჯე, რაც ხელში მომხვდა პირზე მივიყუდე და ის იყო ვიფიქრე გადავრჩიმეთქი, რომ მაცივრისკარები ერთი ფეხით მივხურვის დროს, მეორე იქვემდგარ სკამს გამოვდე და მიწაზე გავიშხლართე! ანი დაგახრჩობ, ოღონდ ჯერ ავდგე! გავიფიქრე და მერე მთელი ხმით დავჭექე
- ამას თუ გადავურჩი, იცოდე ჩემი ხელით დაგახრჩობ ანი!-ფეხზე წამოვდექი. ის იყო სამზარეულოს კარის სახელურს მივწვდი, რომ კარი ჩემსკენ გამოიღო და პირდაპირ შუბლში მომხვდა! თავი კომედიური ფილმის მასხარა მეგონა, რომელსაც ეს ყველაფერი ემართება და ხალხი მის ასეთ უიღბლობაზე იცინის..
-ვაი..- ერთი ეს ამოვიკნავლე და იქვე კარების გვერდძე ჩავიმუხლე.
-ლილუ!..-ოთახში ქალბატონი შემოვარდა- უი... არ მინდოდა ლილ, ბოდიში რა, გთხოვ მაპატიე-მართლაც შეწუხებული სახე ჰქონდა ანის.
-მაგ მწუხარებას და ,,ცრემლებს'' ჯობს მაცივრიდან ყინული გამოიტანო, სანამ შუბლზე დიდი კოპი არ დამაჯდა-ეს ყველაფერი მინდოდა მრისხანებით მეთქვა, მაგრამ გამახსენდა თუ, რა შემემთხვა და სიცილ-ხარხარით წარმოვთქვი.
-ახლავე... იქნებ ექიმთან წავსულიყავით?... აშკარად ტვინის შერყევაა-ბოლო სიტყვები ჩემი სახის შემხედვარემ ჩუმად ჩაილაპარაკა და ნერწყვიც გადაყლაპა, თან ისე ხმამაღლა ,რომ თავი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავტეხე ,,კივილი''.
-იცი როგორი სახე გაქ?!-ვკითხე პაუზის შემდეგ
-მაინც როგორი? -ეტყობა საშინლად გააბრაზდა ჩემმა რეაქციამ
-იცი როგორი, თითქოს მოჩვენება დაინახე და საცაა აღსასრულს ელოდები!-ამ სიტყვებზე თავისი პატარა ენა გამომიყო და ყინულებით სავსე პარკი მესროლა.
-დროზე მორჩი! ...უი შოკოლადი?!-ეს ყველაფერი საოცარი ზიზღით თქვა და მე შემომხედა-გაგიჟდი! გინდა ,,ძროხას'' დაემსგავსო?! აღარ დავინახო ეს მე!-ხელით შოკოლადზე მანიშნა და იქვე მდგარ ნაგვის კოლოფში ჩააგდო-ესეც ასე!
-ბოროტო! კუდიანო!-ვუთხარი ვითომ ნაწყენმა.
-გასუქდები და მერე ნახე! მალე დაემსგავსები ძროხას -მითხრა და ენა გამომიყო.-კაი გვეყო, ტყუილად ცდილობ დაძვრენას!-ეს მითხრა და ჩემსკენ ,,ბოროტი'' ღიმილით წამოვიდა...
-საზიზღარო!-შევძახე მთელი ხმით როცა იქვე მდგარი წყლით სავსე ტოლჩას ხელი დაავლო-არ გაბედო! და ეგ თავის ადგილ...მოგკლავ!-ვიკივლე მთელ ხმაზე როცა ,,დამბანა''-ასე არა!-გაბრაზებულმა ვეცი მაცივარს და იქიდან ყინულიანი წყალი გამოვიღე.
-არა-კივილი ატეხა და გაიქცა მანამდე დავრბოდით სანამ თავზე არ გადავვლე, მერე ბალიშებით ,,ომი'' გავმართეთ. ისე ვიქცეოდით როგორც პატარა ბავშვები, მაგრამ ანი მალე დასერიოზულდა და იმწამსვე ჩემი ოთახისკენ გამაქანა....



viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 9:23 PM | შეტყობინება # 10

397
10  +
12  ±
   ±
Offline
sxva tavebi ufro didi iqneba smile smile smile veli tqvens komentarebs


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-03, 9:38 PM | შეტყობინება # 11
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
kai iyoo, momewonaaa happy lilu cota fsixapatka chans biggrin male gaagrdzele kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 7:45 AM | შეტყობინება # 12

397
10  +
12  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, sulac ara ubralod megobrebtan ase iqceva tavs ufleas azlevs moiqces bavshvivit


viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 4:39 PM | შეტყობინება # 13

397
10  +
12  ±
   ±
Offline
თავი 3
,,ზოგჯერ ცდილობ, რომ დაივიწყო წარსული. იმ მიზნით, რომ გენატრება ყველა, ვინც შიგნით იყო და ახლა შენს გვერდით არ არის....ცდილობ არ გაიხსენო წარსული...წარსული რომელიც შენ უზრუნველ ბავშვობას გაძლევდა...ცდილობ არ გაიხსენო ის, რომ ოდესმე უკეთესად გიცხოვრია, რათა არ ინანო...მაგრამ ცხოვრება ისეთი არაა ჩვენ, რომ წარმოგვიდგენია. ის სიურპრიზებს გვიმზადებს წარსულიდან, რათა ჩვენში იმედი ჩაისახოს...''


დაახლოებით 4 საათი ვემზადებოდით. ანი მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა, რომ ჩემთვის ეს ,,ტანჯვა'' შეემსუბუქებინა, მაგრამ როგორც ყოველთვის არ გამოუდიოდა...ყველაფერს, რომ მოვრჩით 4 სრულდებოდა. კარები მაგრად ჩავკეტე და ჩემი მანქანისკენ დავაპირე წასვლა, როცა ვიღაცის ხელმა შემაჩერა.
-საით?!-ეს ყველაფერი დატუქსვით მითხრა ანიმ და საოცარი სახით შემხედა ,თითქოს დანაშაულზე წაესწროს-არ დაგავიწყდეს, რომ აზრზე არ ხარ სად მივდივართ! მე ჩემი მანქანით ვარ და მე მომყვები!-მითხრა ეს და თავისი მანქანისკენ მიმიშვირა არათითი.
-ხო, მაგრამ..-ამ სიტყვებზე ისეთი სახე მიიღო ,,ცოტაც და აქვე მზერით გამგმირავს-მეთქი'' ეს გავიფიქრე-კაი ... არ არის საჭირო...-ეს ვთქვი და მის მანქანაში ჩავჯექი. ის მძღოლისადგილზე დაჯდა კმაყოფილი სახით შემომხედა, თითქოს ბრძოლა მოეგოს.
-ხო მართლა შენთვის სიურპრიზი მაქვს!-განაცხადა ეს თავმომწონედ.
-მაინც რა?
-სიურპრიზი....
-ხო გავიგე, რომ სიურპრიზია და არ მეტყვი!-ეს ვთქვი და შევუბღვირე. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ფანჯრიდან ვიყურებოდი, მაგრამ არა გარეთ არამედ აქედან შორს...
-მოვედით- ეს ყველაფერი ლამის წაიღიღინა თავის წკრიალა ხმით-ლილუ მოვედით-ეს მითხრა და საოცარი თვალებით შემომხედა.
-მოიცა! მგონი მივხვდი თუ აქ რას ვაკეთებთ და რა სიურპრიზია!-ეს ყველაფერი ვთქვი და ირგვლივ მიმოვიხედე. ბოლოს ანის შევხედე, რომელიც შიშით მიყურებდა და მისი სახე მხოლოდ ერთ კითხვას სვამდა ,,რას მიხვდა?''-შენ ინიშნები ხო? და მე აქ იმიტომ წამომიყვანე, რომ შენი შეყვა..საქმრო გამაცნო-ის მიყურებდა გაშტერებული, ბოლოს გაიცინა, მისი ზარივით წკრიალა ხმით და დამცინავი მზერა მომაპყრო.
-ნუ ღელავ, როცა დანიშვნას გადავწყვეტ შენ აუცილებლად გაგაგებინებ ამ ამბავს და მარტო შენ კი არა, სხვებსაც გავაცნობ ჩემ რჩეულს! ახლა კი შევიდეთ გველოდებიან-მითხრა და ბავშვურად გამიღიმა...
-კარგი, მაგრამ რა იცი იქნებ ეგ შენი სიურპრიზი, სულაც არ მომეწონოს-ვთქვი ნაღვლიანად, რადგან ვიცოდი, რომ ცუდი მსახიობი ვიყავი და ყველაფერს გავაფუჭებდი!
-მოგეწონება და იცი რა, ეგ მარტო ჩემი სიურპრიზი არაა.. ახლა კი წავიდეთ!-მითხრა და ხელზე ხელი მომკიდა
-წავედით-ვუთხარი ყოყმანის შემდეგ და მანქანიდან გადავედი. ირგვლივ მიმოვიხედე და გავოცდი, აქ არ იყო ჩამწკრივებული სახლები, მაღაზიები, ან სხვა რამე, უბრალოდ ტრიალი მინდორი და ხეები იყო ასევე ბაღებიც, რომელიც საოცარ სიმშვიდესა და ბედნიერების, ცხოვრების ხალის ძენდა გარემოს. ყველაფერს კი რესტორნის დიზაინიც ემატებოდა. ორსართულიანი მთლიანად შუშის. საოცრად ვგრძნობდი თავს აქ ყოფნა მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წუთია შევამჩნიე ეს ყველაფერი... ანისთან მივედი ჩავეხუტე და ვუჩურჩულე
-მადლობ, სიურპრიზი შედგა.. მიყვარხარ!
-მაგრამ ეს არაა სიურპრიზი-მითხრა და ესმაკურად აუციმციმდა თვალები.ამ დროს ჩახველების ხმა გავიგე. მივტრიალდი და კივილი ავტეხე
-აააააააააააააააააააა, არ მჯერა, თქვენ! ნუთუ ეს სიმართლეა? მიჩხმიტეთ მგონი მძინავს და ,,კოშმარს ვხედავ''! ბავშვებო, როგორ მომენათრეთ!-ვერ ვიჯერებდი და სათითაოდ ჩემი კალასელების სახელებს გავკიოდი, მაგრამ მათ არ ვეკარებოდი მეშინოდა, რომ შევეხებოდი და გაქრებოდნენ, ხოლო ყველაფერი ეს მხოლოდ სიზმარი იქნებოდა...
-ლილუ..
-ლილ ..
-ჩემი თხა!..
-მოგვენატრე პატარავ!...
-ასე უნდა გაქრე?
-მეც მომენატრეთ ბავშვებო-ყველას სათითაოდ ვეხვეოდი, ვკოცნიდი, ვეფერობოდი მათ, ჩემს წარსულს, რომელმაც მათი თავი მაჩუქა! როცა ყველაფერს მოვრჩით შიგნით შევედით, მაგრამ მოხდა საოცრება სინათლე ჩაქრა. ყველა წუწუნებდა, ყველა ილანძღებოდა... მაგრამ დავინახე, რომ რაღაც სინათლე გამოჩნდა მივბრუნდი და
-გილოცავთ დაადების დღეს!-ეს ყველაფერი ერთად შესძახეს. მე გული გამიხეთქეს და თავად კი სიმღერა დაიწყეს.
-რა? რა დაბადების დღე?-გამიკვირდა ეგ რას ნიშნავდა..
-რა და დღეს 8 აპრილია შენი დაბადების დღე -იკივლეს ბავშვებმა ერთად
-ჩემი საწყალი გოგო! ასე არ უნდა მუშაობდე, საკუთარი დაბადების დღე დაგავიწყდა!- წუწუნებდა ნია
-ხომ... მაგრამ ....რა... ფუ დამავიწყდა...
-არაუშავს ამას მალე გამოვასწორეთ -თვალი ჩამიკრა სალიმ
-კარგი გეყოთ!- შეაწყვეტინა გიამ(ერთ-ერთი კლასელი)-სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქვრე! ხელი მომაწყდა. ადვილი ხომ არ გგონია, ამხელა ტორტის ხელში დაკავება?
-არაფერი დაგემართება, თუ ცოტახანი მასე იქნები!-ვუთხარი და ენა გამოვუყავი-კარგი ახლავე-დავამატე ეს სწრაფათ, როცა დავინახე, თუ როგორ დამიბრიალა თვალები-ჩემი სურვილია..
-არ გაბედო!-აკივლდა ანი-გულში, თორემ არ აგიხდება!
-მე არ მჯერა...მაგრამ კაი..-,,მინდა, რომ მეც შემიყვარდეს, თავდავიწყებით, უზომოდ, მინდა მეც ,,დავფრინავდე''''-ჩავიფიქრეე...



viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 4:42 PM | შეტყობინება # 14

397
10  +
12  ±
   ±
Offline
es patara tavia magram gpirdebit rom shemdeg tavze evrs ixalisebt. tanac shignit namdvili amebi iqneba smile smile smile . veli tqvens komentarebs


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 8:07 PM | შეტყობინება # 15
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
wow ra kargi iyooo happy happy happy happy au ar mesmis adamians sakutari dab dge rogor unda daaviwydes da momkali raa biggrin biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: