,,სიყვარულზე მეოცნებე ''
|
|
viku-vuku | თარიღი: პარასკევი, 2012-05-04, 11:38 PM | შეტყობინება # 16 |
397
Offline
| თავი 4 ,,ზოგჯერ ვიქცევით ისე, რისი გაკეთებაც არ გვინდა...ვიქცევით ისე რისიც არ გვჯერა... მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ მაინც ისე, როგორც გულს უნდა...რისიც სხვის გულს ჯერა... რისიც ჩვენ გვჯერა, სადღაც გულის სიღრმეში...იქ სადაც, მხოლოდ სევდა და იმედი სახლობს...და შენ არასოდეს თქვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისგამო გააკეთე...''
-ფუ...-შევუბერე და 21 სანთელი ერთდროულად ჩავაქვრე. -ყოჩაღ შენ!-შემაქო ნიკამ-რა ჯანზე ყოფილხარ! რამდენი ბიჭი გყავს გალახული, ამ ხნის მანძილზე? -ეგ შენი საქმე არაა!-ვუთხარი და პატარა ბავშვივით გსვიბუსხე. -როგორც მახსოვს, ბოლოს 34-ზე შეჩერდი-თქვა სერიოზული ხმით. მერე კი სიცილით განაგრძო-როგორ დაგტყობია ჩვენი აქარ ყოფნა! -ჰმ...ჰმ იცი რა ნიკა ვერ ვიტან შენს ხუმრობებს! მგონი დღეს იუბილარი ვარ და მოვითხოვ, რომ პატივი მცეთ! -არის სერჟანტო!-თქვა ეს და მაგრად ჩამეხუტა... მაგრად ვერთობოდით, დავლიეთ კიდევაც, ბევრიც ვიცეკვეთ და ბავშვობა გავიხსენეთ... -რა კარგი იყო არა სოფელში. ჩვენ ყველა, ერთად ახლოს ვცხოვროდით, ერთ კლასში ვსწავლობდით და ბევრს ვღლაბუცობდით..-დაიწყო სოფომ მჭერმეტყველობა, როგორც ძველად- გახსოვთ, ჩემ ძაღლს ღვინოში ჩადებული პური, რომ აჭამეთ და მერე მთელი დღე ბარბაცობდა? მე კი ვტიროდი, მოკვდება შეხედეთ, რა სჭირს იქნებ ვეტერინარისთვის დაგვერეკამეთქი-ამაზე ყველას გაგვეღიმა. -გახსოვთ ექსკურსია კახეთში?-დაიწყო ვახომ და ყველას შემოგვხედა-რა დღეში ვიყავით, ვერთობოდით... -ხო და მე ნიამ, სალიმ და ლილუმ, როგორ აგწაპნეთ ჩურჩხელები-ამის გახსენებაზე ყველას გაგვეცინა. -მახსოვს როგორ არა! როგორ ატეხეს ტირილი ბიჭებმა.-გაახსენდა თამოს მეტსახელად<ბალტუნიას> -შენც არანაკლებ დღეში იყავი! ჩემ ძმას რატო შეუჭამეთო!-ატეხა სიცილი გიორგიმ -ხო და შენც მადლობას ასე მიხდი!-შეუბღვირა გიოს თამომ -გახსოვთ ბავშვებო მე და ლუკამ ბებიაჩემის შუბები, რომ ჩავიცვით ზაფხულში და მეზობლებთან რომ დავდიოდით?-დაიწყო ანიმ -როგორ არა გრიშასთან, რომ გადადით და სახლში არ იყო. -ხო მახსოვს.. რუსიკო ბებო მაღაზიაში მისულა და უთქვამს დროზე სახლში წადი, ვიღაც მოხუცები იყვნენ შენთან შუბებითო და როგორ მორბოდა გრიშა-ამის გახსენებაზე საოცრად მომენატრა ბავშვობა.. -რამე მოყევი შენც კობა! შენ ყველაზე ცელქი იყავი!-ვთქვი და თვალები დავუბრიალე -კაი.. ალბათ ნია შენ არ გემახსოვრება მაშინ მგონი... ა ხო თბილისში იყავი... მოკლედ, სახლში ვარ კონკრეტულად კი წინ აივანთან კიბე, რომ მაქვს.. ვერაფერი ვერ ვნახე გასართობი და არც არავინ მომაქცია ყურადღება... ხოდა მეც ავტეხე კივილი ვაი....ვაი...ვაი...ვაი.... ვკივი ბოლო ხმაზე, არც ვჩერდები წარმოიდგინე ახლა, როგორი სიტუაცია იქმნება. გამორბიან მეზობლები წივილ-კივილით, ვინ მოკვდაო აქედან ჩემი მეზობელი აზა მორბის, გახსოვს რა მსუქანი იყო საწყალი, სანამ აქამდე მოვიდოდა ერთი ცხრაჯერ მაინც წაიქცა. საწყალს მისი შვილიშვილი აყენებდა..იქედან ლია მორბის, ბავშვს რამე ხომ არ დაემართაო...იქიდან მზია...იქიდან დედაჩემი და რომ მოვიდნენ.. ჭიშკართან, მე გავჩუმდი და ჩემს ,,საქმეს'' მივუბრუნდი, იმათ იფიქრეს ალბათ მოგვესმაო და უკან გაბრუნდნენ. მარა მე დედაჩემს გადავურჩებოდი?..მოკლედ მაგრა კი მომხვდო მგონი 7853 გალახვა იყო ჩემი-ყველა ვიცინოდით, როცა ეს გაგვახსენდა. მართლაც კარგი დრო იყი-ახლა თქვენი ჯერია! -ნუ კარგი-თქვა ანიმ-მეც მოვყვები. გახსოვთ მერაბ მასწავლებელს რა გავუკეთე? -შენ და სიეშმაკე? ეგ არ ვიცი, მომიყევი-გაკვირვებული იყო გუგა -თუ მაცდი მოვყვები-ენა გამოუყო ანიმ გუგას და გუგამაც დანებების ნიშნად ხელები აწია-გახსოვთ მერაბს ქართულის მასწავლებელს რომელიც 85 წლის იყო და არ ესმოდა, კარადაში რომ დავემალე? მთელი გაკვეთილი მკითხულობდა ანი სადაა, ანი სადააო და მერე შემთხვევით კარადა გამოაღო და ისიც ზარი, რომ იყო დარეკილი, მაშინ უნდა გენახეთ თუ როგორ მირტყა თავისი ბამბუკის ჯოხი, რომელიც შენ გაუკეთე იდიოტო!-შეუბღვირა გუგას და ტორტის ნაჭერი ესროლა. აი აქ კი წავიდა ,,ომი''. ერთმანეთში ავიზილეთ, ამ საჭმელებზე ვკოტრიალოდით სულ ამოთხვრილები და გიჟებივით ვიცინოდით. კიდევ კარგი, რომ რესტორნის მეპატრონე არ მოსულა, თორემ ამ დღეში, რომ დავხვედროდით სირცხვილისგან ,,გავსკდებოდი'' ალბათ. ბოლოს როგორც იქნა ,,მოვწესრიგდით'' და ყველაფერი ,,მივალაგეთ''. -როგორ მიდის თქვენი საქმეები?- ჩემი კარიერის შესაფერი სიტყვა დავსვი -ნუ ნორმალურად -თითქმის ყველამ ასე მიპასუხა -ნუ ღელავთ თქვენზე გადაცემის წაყვანას და ამნაირ რამეს არ ვაპირებ!-ვთქვი და ყველას ენა გამოვუყავი.-კარგი მგონი ჯობია მე ვთქვა. ახლა რაღაც გადაცემა უნდა წავიყვანო, ოღონდ რა, თავად უნდა მოვიფიქრო და იქნებ თქვენც დამეხმაროთ? -არ გინდა სოფლის ცხოვრება აღწერო?-მკითხა სალომ -თქვენ რას ფიქრობთ?-ვკითხე ყველას მათი აზრი მაინტერესებდა -კარგი აზრია-ყველა ამ აზრს დაეთანხმა -არავითარ შემთხვევაში! ვერ ვიტან სოფლურ ცხოვრებას! იქედან ძლივს გავაღწიეთ და ახლა კიდე გინდათ, რომ დავრუნდეთ?-ირონიით თქვა ანიმ. მისმა ამ სიტყვებმა ფანტასტიური აზრი მომაფიქრა. -მიყვარხარ -ეს ვუთხარი და მოვეხვიე-უკვე ვიცი თუ როგორაც მოვიქცევი მადლობთ! - ეს ვთქვი და ყველას გავუღიმე..... ამის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ. გოგოებმა ვიჭორიკნეთ კიდევაც. ვინ თქვა რომ მარტო გოგონებს უყვარს ჭორაობა? არა! ყველაზე მეტად მამაკაცებბს უყვართ ჭორაობა და ქალებივით საუბარი! რადგან ამის თვალსაჩინო მაგალითია გიო, ნიკა, გუგა, ვახო, და საერთოდ ყველა. იქ მყოფი ბიჭები, გოგონებზე მეტად ემებოდნენ, ამ ჭორების საუბრისას და ყველაზე მეტი მათ იცოდნენ!...კარგად გავერთეთ და გვიან დავიშალეთ. გული კი მწყდებოდა, რომ ასე მიდიოდნენ და ვეხვერწეოდი დარჩითმეთქი, მაგრამ არცეთს არ შეეძლო...სახლში მალე მივედი პირდაპირ. აბაზანაში შევვარდი და მანამდე სანამ დგუშს შევუდგებოდი, ერთი დიდი ჭიქა ძლიერი ყავა დავლიე, რათა ფეხზე არ ჩამძინებოდა. გაამართლა კიდევაც, საბედნიეროდ არ დამძინეიბია, მაგრამ ცხელმა შხაპმა ისე მომთენთა, რომ სულ ხოხვა-ხოხვით მივედი საწოლამდე. ზემოდან დავაწექი და ვცადე დამეძინა....
samwuxarod xval ver davdeb amitom dges davdeb komentarebi datovet
| |
|
|
|
|
|
|
|
viku-vuku | თარიღი: კვირა, 2012-05-06, 4:21 PM | შეტყობინება # 22 |
397
Offline
| ,,ყველას შეგშურდეთ ჩემი! მე მყავს ადამიანები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე კარგები არიან! უნდა გშურდეთ, რადგან თქვენ ვერასოდეს გექნებათ ისეთი ურთიერთობა, როგორიც ჩვენ გვაქვს...რატომ? პასუხი ნათელია. თქვენ ამას ბავშვურ ქცევას ეძახით...''
მთელი ღამე თვალიც არ მომიხუჭავს. ვფიქრობდი დაუსრულერივ, თითქოს მთელი სევდა, რაც გულში დამიგროვდა, ახლა მთელ სხეულზე ჭრილობებად დამეტყო...ვფიქრობდი წარსულზე, ბავშვობაზე, რომელსაც გამუდმებით მივტიროდი...აწმყოზე, რომელიც საოცრად მაღელვებს და მომავალზე, რომელიც ჩემთვის შიშთან და იმედთან ასოცირდება..დაახლოებით 5 იწყებოდა, როცა ჩამეძინა, მაგრამ ზუსტად 5-ზე მაღვიძარამ დარეკა. -ჯანდაბა! დასწყევლოს ეშმაკმა ვინ დააყენა მაღვიძარა 5-ზე! ამის მომგონი დაიწვას ცეცხლში!-გავკიოდი ბოლო ხმაზე და მოხუცი ბებრუხანასავით ვიწყევლებოდი. ვერ ვიტან მაღვიძარებს! ალბათ ანიმ დააყენა, მოვკლავ, დავახრჩობ მაგ გოგოს! თვალის გაუხელად გადავწიე ხელი. -მიწვდი! მიწვდი რა...-ვუძახი ჩემს ხელს. ბოლოს დავნებდი, თვალები თითების დახმარებით გავახილე, მაგრამ რას მიწვდები? თურმე ზაკაზად ისეთ ადგილზე დაუდვია, რომ უნდა ადგე თანაც ფანჯარასთან! ავდექი მოსანცმელი მოვიცვი სიცივე არ იყო, მაგრამ უბრალოდ მიჩვევის გამო.. ოთახის ჩუსტებში შევუდგი ფეხი და ფანჯრისკენ გავემართე.. მაღვიძარასთვის, არც შემიხედავს ისე გამოვაღე ფანჯარა და მარვიძარას წინ დავდექი. კარგად მოვზომე ჩვენს შორის მანძილი და როგორც ფეხბურთელმა მთელი ძალით დავარტყი...პირდაპირ ნაგვის ურნაში ჩავაგდე! საწყალი ნაწილებად დაიშალა. -ჩემგან რა ფეხბურთელი დადგებოდა-ამ ფიქრებზე გამეღიმა, მაგრამ უცებვე მოვეგე გონს... -მანდ არის შენი, შენი გამომგონებლის და ანის ადგილი! შენ არ ინერვიულო, უკანასკნელი მალე შენთან იქნება-მთელი ხმით შევძახე. ალბათ მეზობლები გადაირეოდნენ, მაგრამ მე ხომ გაბრაზებული ვიყავი!ამიტომ, ლოგინისთვის არც შემიხედავს, ტელეფონს ხელი დავსტაზე და ანის დავურეკე. ზარი გავიდა, ყურმილის აღებას არც მოველოდი, ამიტომ ავტომოპასუხეს დაველოდე. -თუ გგონია ამას შეგარჩენ ცდები! მართალია მომიგე.. ბრავო! მაგრამ ეს მხოლოდ უბრალო ბრძოლა იყო! ,,ომი'' ახლა იწყება! მაგრამ გახსოვდეს ეს ძროხის კოცნით აღარ შემოიფარგლება! ეს ვთქვი და ყურმილი დავკიდე. არც მიცდია დაძინება, პირდაპირ ოთახში ბოლთის დარტყმაზე გადავედი. ვერ ვიტან, როდესაც ვინმე ასეთ ოინს მიწყობს. მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ! ამიტომ შევუდექი ახალი გაგმის მოფიქრებას.. ათასი აზრი მომდიოდა თავში და მეც ბოროტი ღიმილი მუდამ დამთამაშედა. აქედან ყველაზე საშინელი ავირჩიე... ამის შემდეგ, გადავწყვიტე მაღაზიეში წავსულიყავი და რამე მეყიდა ხოლო ამ ,,ომით'' საღამოს დავტკბარიყავი. მართლაც ბევრი რამ შევიძინე. საღამოც დადგა ჩემი ოინის განხორციელეის დრო.. es axali tavi tu komentarebi agar damxvdeba agar vapireb rom gavagrdelo
| |
|
|
|
|
Vampire-Barbie | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 9:03 PM | შეტყობინება # 25 |
352
Offline
| Imedi Maq Ar Miwyen Rasac Exla Getyvi, Quote nu tu komentarebi ar damxvda arc mere iqneba.. amas ro wer,me tavidan weras ro viwyebdi ertaderti mkitxveli myavda,chemi sauketeso daqali,shemdeg aq gamovaqveye da 3 tu 4 adamiani kitxulobda,amitom dzalian gtxov imis gamo,rom auareba mkitxveli ar gyavs ar gawyvito
| |
|
|
|
Vampire-Barbie | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-07, 9:52 PM | შეტყობინება # 27 |
352
Offline
| Quote me tavidan weras ro viwyebdi ertaderti mkitxveli myavda,chemi sauketeso daqali
| |
|
|
|
|
|