სიყვარულის დედოფალი
|
|
|
|
|
|
|
nati_cullen | თარიღი: პარასკევი, 2012-08-24, 9:47 PM | შეტყობინება # 201 |
400
Offline
| თავი 24 დილით ლოგინიდან ძლივს ავდექი,ძლივს გავიღვიძეთქო ვერ ვიტყვი,არც მძინებია.ჩაცმას მოვრჩი როცა მობილურის ხმა გავიგონე.რთული არ იყო მიხვედრა ვინც მირეკავდა.უამრავი პრობლემებისდა მიუხედავად მაინც ღიმილით ვუპასუხე -როგორ არის ულამაზესი იუბილარი დედამიწაზე? -მადლობ კარგად,და მისი უსაყვარლესი შეყვარებული? -უკვე სახლთან გელოდება. -სახლთან?_შეშინებულმა დავავლე ხელი ჩანთას_მაშინ გამოვდივარ_მამას არაფრის დიდებით არ უნდა ენახა.კიბეებზე ჩამოვირბინე და დავინახე მამას ოთახში ეძინა.ქვემოთ ჩასული სანამ გარეთ გავიდოდი,ამოვიღმუვლე თავი უკან გადავაგდე და ორი წამით შევჩერდი.როგორ ვერ ვიტანდი როცა ლუკას უნდა დავლაპარაკებოდი ცუდ საკითხებზე,მაგრამ ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა.გაღიმებული სახით მელოდებოდა,ისეთი საყვარელი იყო ავტომატურად გამეღიმა.უბრალოდ ხელი მომხვია და სკოლისკენ წავედით_გაკოცებდი შენს მეზობლებს ჩორაობა რომარ უყვარდეთ_ჩაიცინა და ზემოდან გადმომხედა.მე ახლა სხვა რამ უფრო მაინტერესებდა. -ლუკა დღეს პირველი დღეა სკოლასჰი რაც ჩამოხვედი,რას აპირებ? -რას უნდა ვაპირებდე?არაფერს,გაკვეტილებზე ჯდომას და შენს ყურებას_უცოდვილო თვალებით გადმომხედა. -იცოდე დათო უკვე უკან მოვიტოვეთ,აღარ მინდა გახსენება,უბრალოდ დავივიწყოთ გთხოვ. -უფროსის ბრძანება ჩემთვის კანონია_ხელი საფეთქელთან მიიდო და გაიჯგიმა თითქოს ჯარში ყოფილიყო,მის საქციელზე გამეცინა და მოვეხვიე_ხანდახან მაგიჯებ -მეც სწორედ ეგ მინდა_სიცილით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. როგორც იქნა სკოლაშიც მივაღწიეთ,დათო ჯერ არ ჩანდა სამაგიეროდ გოგოებმა მაშინვე მოირბინეს,ლუკა გადაკოცნეს და ჩამოსვლა მიულოცეს,მოყოლა დაიწყეს თუ როგორ აღარ მომიწევდა დღეში სამჯერ ბალიშის ცრემლებით დასველება და ასე შემდეგ მაგრამ როგორც კი ლუკას სახეს მოკრეს თვალი მაშინვე გაჩუმდნენ.აქედან მეც ვუბღვერდი როცა ზარის ხმა გაისმა. სწორედ ამ დროს გავიგონე მანქანის ხმა და რატომღაც მივხვდი ვინ მოვიდოდა გვიან.პირველი გაკვეთილი მე და ლუკას ერთად არ გვქონდა ამიტომ გადმოიხარა უცებ რომ ეკოცნა და წასულიყო თუმცა სანამ წასასვლელად შებრუნდებოდა ჩემს გვერდით დათოს ხმა გაისმა: -კაი რა ლიკ ეხა არ თქვა რომ ჩემი კოცნა უკეთესი არ იყო თორემ მხოლოდ მე კიარა სკოლის ნახევარი გოგონები არ დაიჯერებენ_ვითომ ირონიულად ტუჩის კუთხეში გაიცინა და ორივეს გადმოგვხედა,სწორედ აქ შეცდა,მაშინ შევამჩნიე ნამდვილი რეაქცია მის თვალებში რაც ჩვენი ერთად დანახვის დროს იგრძნო.ლუკას შეხედვა ვეღარ მოვასწარი იმიტომ რომ სანამ გავიხედავდი მისი მუშტით უკვე დათო ძირს ეგდო და სიცილისგან კვდებოდა. -რათქმაუნდა უნდა ცემო ის ადამიანი ვინამაც შენი საკუთარი შეყვარებულის ტუჩებით პირი ჩაიტკბარუნა,და მერე რა?არც თითონ უთქვამს დიდად უარი_და ისევ გააგრძელა უაზროდ სიცილი.თვალები დავხუჭე და ღმერთს ვევედრებოდი ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო,უკვე გაისმა სკოლის ეზოში მოსწავლეების ქირქილი და ჩუმი ჩაცინებები.რათქმაუნდა სკოლის ახალი საჭორაო თემა გავხდი...გული საშინლად მეტკინა მაგრამ მათ ჩხუბსაც ვერ ვუყურებდი ლუკა გამეტებით ურტყამდა მაგრამ არც დათო რჩებოდა ვალში.ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ბოლო ხმაზე დავიღრიალე:-გეყოფააათ,როგორ არ დაიღალეთ,გეყოფათ_ცრემლები წამომცვივდა და სკოლის უკან გავიქეცი.თვალის კუთხით შევამჩნიე როგორ მიაგდო ლუკამ დათო იქვე და მე უკან გამომყვა.ცრემლებს ვერ ვიღერებდი ამიტომ სიარულსაც ვაგრძელებდი,ლუკაც მორჩილად მომყვებოდა უკან.ბოლოს სადგაც მდელოზე გავედი და ტირილით პირდაპირ ბალახებში ჩავჯექი.მალევე მომეხვია ლუკას ხელები.არაფერს მეუბნებოდა უბრალოდ მამშვიდებდა,მაგრამ ვეღარ გავძელი,უნდა მეთქვა. -მამაშენმა მამაჩემი გამოაგდო_ცრემლი მოვიწმინდე და მის წინ გადავჯექი.ჯერ გაოცებულმა მიყურა მერე კი ხელები სახეზე ჩამოისვა. -ოდესმე გვეღისება ორი დღით მაინც ნორმალურად ბედნიერები რომ ვიყოთ? -არ ვიცი ლუკა არ ვიცი,საბენდიეროდ დედა მუშაობს თორე არ ვიცი რა გვეშველებოდა,ან ჩემს სწავლას რა ეშველება._თავი კალთაში ჩავუდე და ცალ გვერძე დაწოლილი ჩემს მუხლებს მოვეხვიე. არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვიჯექით,არ გვინდოდა რამე გვეთქვა,უბრალოდ ერთად ვიჯექით.ბოლოს ლუკას მობილური აწკრიალდა.ეკრანის დანახვისას ჩაიფრუტუნა -მამა რა გინდა?_თვალები დავხუჩე და არაფერი შევიმჩნიე,თუმცა როცა ვიგრძენი ლუკა როგორ დაიძაბა წამოვიწიე და სახეზე შევხედე,მართლაც დაძაბული იყო. -ხომ იცი რომ ეგ საქმე და თუნდაც შენი კომპანია არ მაინტერესებს?განსაკუთრებით დღეს როცა გავიგე ხალხის გაშვება ისევ ისე კარგად რომ გამოგდის სამსახურიდან.მართლა? მპირდები და არ მომატყუებ?კარგი მოვდივარ_უკვე გაღიმებულმა ჩააბრუნა მობილური უკან ჯიბეში.ჩემი კითხვით აღსავსე მზერის შეხედვისას ჩაეცინა და მიპასუხა -კომპანიაში პრობლემები აქ,რამოდენიმე წევრი უჩივის,ძალიანაც გამიხარდა და არც დახმარებას ვაპირებდი მაგრამ რაღაცეებს დამპირდა და მემგონი კარგი საჩუქარი გამომივა შენთვის -კიდევ საჩუქარი?კარგი რა ლუკა ასე უნდა დამტოვო და არაფერი მითხრა?კარგი რაა_ტუჩები მოვკუმე და ქვედა ტუჩი ამოვაბრუნე,ჩემ სახეზე გაეცინა და გაბუტულ ტუჩებზე ტკბილად მაკოცა. -საღამოს ბუნაგში შევხვდეთ კარგი?ყველაფერს მოგიყვები და შენს დაბ დღესაც ავღნიშნავთ.ხომ მოხვალ? -რათქმაუნდა მოვალ მაგრამ არც ასე იოლად გაგიშვებ_ჩემსკენ მოვწიე და ხელებით კისერზე მოვეხვიე,ჩემს ჩანაფიქრზე გაეცინა და კოცნა დამასწრო.ვერ ვიგრძენი როგორ გადამაწვინა ბალახზე და როგორ შეაცურა ხელი ჩემს თმებში,გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე როცა ჰაერი აღარ გვყოფნიდა და ვეღარ ვსუნთქავდით -აი ახლა მართლა უნდა წავიდე თორემ_აღარ დაამთავრა და ცხვირზე მაკოცა.მეც გამეცინა და თავი დავუქნიე.წამომაყენა და ღიმილით მაკოცა კიდევ ერთხელ.-იცოდე არ დააგვიანო. 10 წუთის შემდეგ მივხვდი რომ დებილივით ისევ ისე გაღიმებული ვიდექი.ჩანთას ხელი მოვკიდე და სკოლისკენ წავედი.ჩემი და ლუკას სკამზე დავჯექი და თვალებ დახუჩული რამოდენიმე წუთის წინ მომხდარ სცენას თვალწინ ვიტრიალებდი.გვერდით ვიღაცამ ჩაახველა.გავხედე და გავშეშდი. -შენ რა ჭკუა სად დაკარგე?ჩემთან მოსვლას როგორ ბედავ?_იმით გათამამებულმა რომ ეზოში არავინ იყო,გვერდითაც კი მომიჯდა. -დათო შენ რა ვერ გაიგე?წადი აქედან -უკვე გავიგე მამაშენზე -მადლობ რომ ისევ გამახსენე_გაბრაზებული წამოვდექი და წასვლა დავაპირე მაგრამ ხელი ჩამავლო და უკან დამაჯინა,ის იყო პირი გავაღე რომ გამეპროტესტებინა რომ დამასწრო -უბრალოდ მომისმინე,მინდა დაგეხმარო,ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს ვიცი არ დამიჯერებ,მაგრამ მართლა ვნანობ.ვიცი იდიოტივით ვიქცეოდი.უბრალოდ მაინტერესებს რამე იდეა გააქვს შენს მშობლებს რომ დაეხმარო? -არა_თავი ჩავღუნე და ხელებში ჩავრგე_აზრზე არ ვარ._უცებ წამოდგა და თავი ამაწევინა._იცი რა ასე არ უნდა იჯდე,სულ გხედავ როგორ წერ შენს დღიურში,თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომშენ შეყვარებულსაც წერა უყვარს მემგონი რთული არაა დანარჩენის მოფიქრება_ადგა და თვალი ჩამიკრა_მომენატრა რაიმე ნორმალური წიგნის წაკითხვა და ღიმილით გამეცალა.რათქმაუნდა,აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე,მართალია საკმაოდ რთული იქნება მაგრამ როცა რამე ასე გინდა შეუძლებელი არაფერია.გახარებული წამოვხტი და ბუნაგისკენ გავემართე,დარწმუნებული ვიყავი ლუკა უარს არ მეტყოდა.
| |
|
|
|
anka-anushkebi | თარიღი: კვირა, 2013-10-27, 4:21 PM | შეტყობინება # 203 |
9
Offline
| bavshvebo vinme xart aaq?
| |
|
|
anka-anushkebi | თარიღი: კვირა, 2013-10-27, 4:50 PM | შეტყობინება # 204 |
9
Offline
| თავი 25 ლუკას არყოფნის პერიოდში ბუნაგში ბევრი რამ შევცვალე.მითუმეტეს გაყვანილობა წესრიგში იყო და სამზარეულოც და სააბაზანოც სრულიად მოვაწესრიგე..ახლა მივხვდი რომ სწორადაც მოვქცეულვარ.ვიცოდი ტორტს თვითონ მოიტანდა ამიტომ გადავწყვიტე საჭმელი მომემზადებინა მითუმეტეს რომ ვიცოდი დააგვიანდებოდა და მშიერი მოვიდოდა.პირველ რიგში პიცის მომზადება დავიწყე პარალელურად კარტოპილის შეწვასაც ვაპირებდი,ვიცოდი ძალიან უყვარდა.სანამ კარტოფილს ავურევდი მაგიდა გავაწყვე, სანთლებს ვალაგებდი მობილურის ხმა რომ გავიგონე.დედა იყო. -ლიკ სახლში გელოდები აუცილებლად უნდა მოხვიდე. -აუ დედა კარტოფილს ვწვავ -როგორც კი მოამზადებ მაშინვე მოდი. დავთანხმდი რადგან დედა ასეთი არასოდეს მინახავს.10 წუთში სახლისკენ მივდიოდი.სახლში შესულს დედა გაბადრული დამხვდა.ბედნიერი სახით მახარა მამაშენს სამსახურიდან დაურეკეს ბოდიში მოუხადეს და უკან დაბრუნება სთხოვესო.გახარებული გადავეხვიე კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე.დედა ჩემ გაშვებას არ ჩქარობდა, უამრავ სხვა თემაზე გადავიდა მე კი ვეხვეწებოდი რომ ლუკა უკვე მელოდებოდა და გავეშვი თუმცა არაუშავსო და ლაპარაკი განაგრძო.ბოლოს როგორც იქნა მობილურზე დაურეკეს და თვითონ ხმაც არ ამოუღია ისე გათიშა რამდენიმე წამში.. -სამსახურში მიბარებენ შენც გაგვიანდება აქ რატომ მიზიხარ აბა სწრაფად ლუკა არ ალოდინო _და ასე პირღია თითქმის გამომაგდო სახლიდან.სიცილით ვბრუნდებოდი ბუნაგისკენ და ვფიქრობდი კარტოფილის გათბობას მოვასწრებდი თუვერა ლუკასთვის,თუმცა არამგონია საჭმელი ნდომებოდა.იმდენად აინტერესებდა ჩემი რეაქცია დაძაბული მელოდა და როცა დამინახა როგორ სასიამოვნოდ გაოცებულმა ავიფარე პირზე ხელი ამოისუნთქა და დიდი თაიგულით ხელში ჩემსკენ წამოვიდა..ოთახი სავსე იყო ჩემი საყვარელი ფერის ბუშტებით,ძლივს ჩავუარე მათ ლუკასთვის თაიგული რომ გამომერთმია,შუქი არ ენთო მხოლოდ ერთი პატარა, მრგვალი,უცნაური ფორმის ნათურა იყო,რომლიდანაც სხივებივით გამოდიოდა ფერები,მაგიდა გვერდით ქონდა გაწეული და ძირს ორი მოგრძო პუფი იდო. -მოდი აქ_ხელი ჩამკიდა და პუფზე დავწექით,ზემოთ ახედვისას მივხვდი რატომ იყო ოთახი ჩაბნელებული და მხოლოდ ერთი ნათურა ენთო.მეგონა სახლს სახურავი აღარ აქვს და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ვწევართთქო.ასეთი სილამაზის სიტყვებით აღწერა მართლაც შეუძლებელია.გულზე თავი დავადე და ვუსმენდი როგორ გამეტებით უძგერდა,თითქმის მაშინვე ვიგრძენი როგორ მომხვია ბეჭებზე ხელი.თვალები დავხუჭე და ვიგრძენი რომ მთელი სხეულითა და გონებით განვიცდიდი ბედნიერებას.არ ვიცი რადმდენი ხანი ვიყავით ასე მაგრამ მეგონა რომ ლუკას ჩაეძინა, თუმცა ვგრძნობდი ცოტათი დაძაბულიც იყო.ალბათ მომეჩვენათქო გავიფიქრე და ისევ თვალდახუჭული ვაპირებდი ტკბობის გაგრძელებას როცა მისი ჩუმი ხმა ჩაჩურჩულებასავეთ გაისმა:-ცოლად გამომყვები?
| |
|
|
anka-anushkebi | თარიღი: კვირა, 2013-10-27, 4:51 PM | შეტყობინება # 205 |
9
Offline
| igive nati_culleni var ubralod chemi parolit vegar shemovdivar da chemi didad davdeb awi :)))))))))))) tu isev shemodixart vinme es shemdegi tavia amdeni xnis shemdeg da aucileblad miviyvan bolomde
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: კვირა, 2013-12-15, 3:14 PM | შეტყობინება # 206 |
436
Offline
| ამდენი არუნდა გაგეწელა,ახლა აღარავინ შემოდის აქ ))
| |
|
|