ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ასეც ხდება

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 4:38 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

სათაური:

ასეც ხდება

Бывает и так

Sometimes happens like this

ავტორი: AnasteishA
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: მე
რეიტინგი: PG-13, პირველი ნოველა ასეთია. თუმცა ისეთი არაფერია, უბრალოდ შეიძლება დაიგრუზოთ. დანარჩენები G იქნება
ჟანრი: Deathfic, Drama, Angst, Romance, Action, Humour
სტატუსი: წერის პროცესშია
სამარი: ეს არ არის ერთი მთლიანი ფიკი. ეს არის ნოველების ნაკრები სათაურით "ასეც ხდება". აქ გაეცნობით სხვადასხვა ისტორიებს. ზოგს სასიამოვნოს, ზოგს სევდიანს, ზოგს იუმორით სავსეს. ჯერ-ჯერობით პირველ ნოველას ვდებ. მერე დავამატებ ხოლმე. პირველი სევდიანი ისტორიაა, ძალიან მაგარი არაა ვიცი, მაგრამ უბრალოდ მინდოდა დაწერა და თქვენც განახეთ.



შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2011-03-05, 5:00 PM

elle____თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 4:40 PM | შეტყობინება # 2
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au ra magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaa <3 velodebii pirvel tavs , dzaan sainteresoaaaaaaaa happy happy happy


♥izabella♥თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 4:42 PM | შეტყობინება # 3
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
ohoo happy happy happy me ukve momwooooooons happy happy biggrin biggrin
male dadeeee.......
velodebi moutmenlad happy happy happy happy

Natt♥Booთარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 4:45 PM | შეტყობინება # 4
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
AnasteishA, gelodebiiiii :*****************


Vampire_GvaberiDzeთარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:04 PM | შეტყობინება # 5
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
VeeLoooDeeBiii Dzaann Kai chansss happy


dodoთარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:07 PM | შეტყობინება # 6

267
66  +
69  ±
   ±
Offline
mainteresebss happy happy happy happy es albat sheni fikebis nairad umagresi iqnebaa happy

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:10 PM | შეტყობინება # 7
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ძაან დამაინტერესა კარგი რაგაც ჩანს ველოდები პირველ თავს


☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:15 PM | შეტყობინება # 8
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

1. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე

თავდაპირველად ეს იყო შოკი. ნამდვილი შოკი. ვერ წარმოიდგენდა, რომ ფილმების, რომანების, ჭორების გარდა სადმე თუ შეიძლებოდა მომხდარიყო მსგავსი რამ. ფილმებში ხან იხოცებოდნენ, ხან არა, ხან დახოცილები ცოცხლდებოდნენ. მკვდრის ახლობლები იტანჯებოდნენ, ტიროდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც აგრძელებდნენ ცხოვრებას. ეს სისულელე იყო. როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება, როცა შენი ცხოვრების ცენტრი, შენი მზე, შენი ყველაფერი სიცოცხლეს ასრულებს. როცა ოცნებები, ფიქრები, გეგმები, აზრები, საერთოდ არსებობა ერთ ადამიანზე გაქვს აგებული. როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება? შეუძლებელია. ფრთამოტეხილი ფრინველი ხანდახან ისევ აღიდგენს ხოლმე ფრენის უნარს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც სული მოუკვდება, ვერასდროს გააგრძელებს სიცოცხლეს. შეიძლება იარსებოს, როგორც ცოცხალმა ლეშმა, მაგრამ გრძნობებისგან დაცლილი და სულიერად ბებერი იყოს, თუნდაც ასაკით ჩემსავით 20 წლისა.
მაშინ ვიყავი 16-ის. ყველაფერი ბანალურად მოხდა. კლასელის დაბადების დღეზე ჩვეულებრივი ბიჭი მოვიდა ჩვეულებრივ გოგოსთან და საცეკვაოდ გაიწვია. იცეკვეს, შემდეგ ილაპარაკეს. ხან პირით არც, უბრალოდ თვალებით ეუბნებოდნენ იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე მათი პირი გაბედავდა ახალგაცნობილთან თქმას.
შემდეგ სახლში გამაცილა, შემდეგ ტელეფონის ნომერი გამომართვა. ვხვდებოდით, ვსაუბრობდით, ვმეგობრობდით, ვშეყვარებულობდით. მახსოვს, როგორ ამიკანკალდა მუხლები, როცა პირველად შემომხედა სხვანაირად, ყურსუკან თმა გადამიწია და მითხრა, რომ ვუყვარვარ. ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად მოხდა, არავითარი დაჩოქება, ვარდები, სერენადები და გულები ასფალტზე. მე არ მითქვამს რომ მიყვარდა, მაგრამ ის იღიმოდა, ჩემს გულში ჩემი თვალების გავლით იხედებოდა.
გადიოდა წლები და მე ყოველი დღის გათენება მიხაროდა. მზეს ვეტრფოდი, წვიმასაც, ღრუბლებსაც, თოვლსაც, ქარსაც, ყვავილებსაც, ადამიანებსაც. არ მწყინდა არაფერი, ყველა მიყვარდა და ყველას ვუყვარდი. გადიოდა დღეები, გადიოდა და ვერ ვხვდებოდი, რომ ბედნიერი დღეების დინება ოდესმე ბარიერს შეასკდებოდა და ეს დღეებს კი არა მე მეტკინებოდა. ბევრი მსმენია, რომ მოგონებები ათბობს ადამიანს, ლამაზი დღეების მოგონება აწმყოს ულამაზებს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ ყოფილა. მე მტკიოდა წარსულის ყოველი წამი, მისი ყოველი ღიმილი, ყოველი მზერა, ყოველი ხელისჩაკიდება, ყოველი კოცნა. მე ის ადამიანი მტკიოდა.
მე არ მქონდა ეჭვი, არ მქონდა შური, არ მქონდა ზიზღი, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი ერთბაშად ვიგრძენი. ერთ დღეს სამყარო თავზე დამენგრა თუმცა მზე ანათებდა მისი თვალებივით ლურჯ ცაზე. ეს იყო მაისში, ჩვენს საყვარელ თვეში. ვუყურებდი ცას და გული მწყდებოდა, რომ მისი თვალები უნდა ჩამქრალიყვნენ და ეს ცა კი ძველებური უნდა დარჩენილიყო. ვუყრებდი სამყაროს და ვგრძნობდი, რომ მისი არსებობა მარადიულად გაგრძელდებოდა, ჩემი საყვარელი ბიჭის კი არა. ვუყურებდი ჩემს ჩრდილს მიწაზე და გული ბოღმით მევსებოდა, რომ მე უნდა მეარსება, მას კი არა.
თავდაპირველად ეს იყო შოკი. ლაშა მიყურებდა, მიყურებდა და არც მამშვიდებდა, არც მანუგეშებდა და მე მძულდა იმის გამო, რომ არ მამშვიდებდა. არ მეუბნებოდა, რომ მუდამ ჩემთან იქნებოდა, რომ არ მიმატოვებდა, რომ თან წამიყვანდა. ცრემლები მდიოდა და სიძულვილამდე მიყვარდა ეს არსება. მინდოდა მეყვირა, მეღრიალა, რომ მომშორებოდა, თვალით აღარ დამნახვოდა, რომ წასულიყო და სადღაც ჯანდაბაში ჩამკვდარიყო ჩემგან მილიონი კილომეტრის მოშორებით, რომ აღარასდროს აღარასდროს არ გაჩენილიყო ჩემს ფიქრებში, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. მთელი სხეულით ვძაგძაგებდი, ტუჩებს ვერ ვპოულობდი და ჩემში გაჩენილ ბოღმას ვებრძოდი. ის უბრალოდ იდგა. უცრემლო. არც ისე მშვიდი. იდგა და ჩემს ტანჯვას უყურებდა, წარბშეკრული, მაგრამ მაინც უცრემლო. რატომ არ განიცდიდა ჩემთან დაშორებას? რატომ არ ვუყვარდი ისე სულისშემხუთველად, როგორც მე მიყვარდა? გულში, სულში სიცარიელეს ვგრძნობდი და არ ვწყვეტდი ტირილს. სულ ერთხელ დავახამხამე თვალი და დავინახე, რომ ზურგი მაქცია და წავიდა...
_ლაშა...-თითქოს ახლა გამოვფხიზლდი. ხრინწიანი ხმა მქონდა და თან ჩუმი, მაგრამ ვიცოდი, რომ გაიგონა. არ მობრუნებულა.-ლაშა!-უფრო ხმამაღლა დავინახე. ის ისევ მიდიოდა, ნელი ნაბიჯით, აუჩქარებლად.-ლაშა!-ბოლო ხმაზე ვიკივლე და გავეკიდე. მობრუნდა და მთელი ძალით ჩავეხუტე.-არ გაგიშვებ! არსად არ გაგიშვებ! -სველ სახეს ვადებდი მხარზე, კისერზე და ისიც მთელი ძალით მეხუტებოდა. -არ მოგცემ უფლებას მარტო დამტოვო. არ გაგიშვებ!-მანამ ვბურტყუნებდი, სანამ ასე ჩახუტებულნი მის სახლამდე მივიდოდით. იმ ღამეს მისი გავხდი.

_არ წახვიდე!-საკუთარმა კივილმა გამაღვიძა დილას. მას მაშინვე გაეღვიძა და ჩამიხუტა.
_სანამ შემიძლია, შენთან ვიქნები. გთხოვ. დამშვიდდი.-მისი სიტყვები ვერ მამშვიდებდა. „სანამ შემიძლია“ რა სასტიკი სიტყვებია. გული ამომიჯდა. როგორ მინდოდა მთელი საუკუნე ვყოფილიყავი ასე, მის შიშველ მკერდს მიხუტებული. ო, ღმერთო, რას არ მივცემდი ოღონდაც ასე ყოფილიყო.
_რატომ ხარ ყოველთვის ასეთი იღბლიანი?-ვსლუკუნებდი.-რატომ არ შეიძლებოდა მე დამმართნოდა ეგ? მე მოვმკვდარიყავი...
_სსუ...-მითხრა და კოცნით გამაჩუმა.

_ლაშა! ლაშა, კარგი ამბავი მაქვს! -კონვერტით ხელში შევირბინე მის სახლში გახარებულმა. პასუხი არ ჩანდა.-ლაშა, სად ხარ?-ოთახები დავიარე და ბოლოს საპირფარეშოში ვიპოვე, სისხლის გუბეში.

საავადმყოფოში თქვეს, რომ სისხლის ღებინება მის მდგომარეობაში გასაკვირი არ იყო. მე კონვერტს ვაფრიალებდი და ვამბობდი, რომ ოპერაცია ყველაფერს უშველის. რომ აი, მალე წავალთ და ყველაფერი კარგად იქნება. ამას ჩემს დასამშვიდებლად ვამბობდი, თორემ სხვას არავის აინტერესებდა ეს. სკამზე ვიჯექი მისი საწოლის გვერდით და მის გულზე მედო თავი, როცა თმაში მისი ხელი ვიგრძენი. წამოვიწიე და სახე დავუკოცნე.
_ყველაფერი კარგად იქნება,-გაეღიმა.-არ გატყუებ, აი, ნახე,-კონვერტი გავუწოდე. გადაათვალიერა. ხან მე მიყურებდა, ამოწმებდა ხომ არ ვეხუმრებოდი, შემდეგ ისევ ექიმის დასკვნას უყურებდა.
_ანუ... მართლა... მართლა ყველაფერი კარგად იქნება?
_მართლა-მართლა,-გავცინე. კეფაზე მომხვია ხელი, თავისკენ მიმიზიდა და გრძნობით მაკოცა.
ჰო, ჩვენ ამერიკაში ვიყავით. ჩემი ამერიკა იყო ასეთი: აეროპორტი, პატარა ჰოტელი საავადმყოფოსთან, საავადმყოფოს დერეფნები და პატარა მაღაზია საავადმყოფოსთან ახლოს. მე და ლაშა ვიყავით ორნი, შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ვსამდებოდით. ეს იყო ოპერაციის შემდეგ. მე და ლაშამ ერთად გადავიტანეთ ოპერაცია. მან სხეულზე, მე გონებასა და გულზე. 5 საათი მოკრუნჩხული ვიჯექი იატაკზე საავადმყოფოს დერეფანში და ვლოცულობდი ლოცვებს, რომლებიც არ ვიცოდი რომ ვიცოდი. ვევედრებოდი ღმერთს, რომლისაც არ მწამდა, რომ ვიწამებდი, თუ ლაშას გადამირჩენდა.
შემდეგ ჯოჯოხეთი დამთავრდა. გაიარა წყეულმა „საკონტროლო 24 საათმა“ და გადაწყდა- ლაშა გადარჩა.
მე ვიყავი სამოთხეში. სამოთხე ყველასთვის სხვადასხვაგვარია ალბათ. ეს იყო ჩემი სამოთხე. მე სრულიად მშვიდი, ბედნიერი, იმედიანი, სიყვარულით პირთამდე აღსავსე ვავსებდი ლაშას საბუთებს რომ საავადმყოფოდან გაეწერათ.
ეს იყო ჩვენი სამოთხე, როცა საავადმყოფოდან ხელგადახვეულნი გამოვდიოდით იმის ცოდნით თვალებგაბრწყინებულნი, რომ მალე გავსამდებოდით. ვუყურებდი ამერიკის ლურჯ ცას, რომელიც ჩემი საყვარელი ადამიანის თვალებს მაგონებდა და მიხაროდა, რომ არ ემხობოდა ცა მიწას, რომ სამყრო არ დაინგრეოდა, სანამ ვიარსებებდით ჩვენ, რომ არსებობდა ჩემი ჩრდილი ჩემი საყვარელი ადამიანის ჩრდილის გვერდით და შემეძლო ეს ჩრდილები მეიძულებინა ერთმანეთისთვის ეკოცნათ.
მთელი თვე გასულიყო რაც თვითმფრინავში ვისხედით ბოლოს. მაშინ იმედიანნი, მაგრამ მაინც სევდიანნი ვისხედით. ახლა ბედნიერნი, მხიარულნი, ატლიკინებულნი ვუზიარებდით ერთმანეთს შეგრძნებებს, ფიქრებს, ოცნებებს. გეგმებს, რომლებსაც უახლოეს მომავალში ავისრულებდით.
_როგორ გაგყინვია თითები,-თავის დიდ ხელებში იქცევს ჩემს ჩიტივით პატარა მუჭებს, თან კოცნის. ვუყურებ და მიყვარს ეს ადამიანი. ვსუნთქავ და ვგრძნობ, რომ მიყვარს. მძინავს და მაშინაც ვგრძნობ. თავზე იარაღებიანი კაცი გვადგები.
_თქვენ! ადექით!-გვეუბნება ინგლისურად. მე და ლაშა დაბნეულები ვუყურებდით ერთმანეთს. სიტუაციაში ვერ ვერკვევით.-თვითმფრინავი გატაცებულია. ახლა დროა დავამტკიცოთ, რომ არ ვხუმრობთ!
_არ გესმით? ადექით! -ვიღაც გორილა მოდის და მკლავში მტაცებს ხელს. ლაშა მე მომყვება. თვითმფრინავის კარს აღებენ და ხელს გვკრავენ. მე ხელს ვუჭერ ლაშას. მივფრინავთ.



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:20 PM | შეტყობინება # 9
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
უი. კომენტარები ვიხილე და მომეფონა გულსა ზედა biggrin მადლობა ბავშვებო. იმედია იმედს არ გაგიცურებთ (ტავტოლოგია არ შეიმჩნიოთ biggrin ) ადმინს ვთხოვ თუ არასწორად მიწერია რუსული წარწერა შემისწოროოს. რუსულის ბაიბურში არ ვარ, ეგ ფრაზა ვიცი და რაღაც კარგად ჟღერს და იმედია სწორად დავწერე


DreaMyთარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:27 PM | შეტყობინება # 10
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
Так и бывает
asea swori smile

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:28 PM | შეტყობინება # 11
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Vampire, უი მე პირიქით მაქ ხო? biggrin არ შეიმჩნიო


♥izabella♥თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:34 PM | შეტყობინება # 12
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vaiiiiiiiiiiiiimeeeeeeeeeeeeeeeee cry cry cry cry cry cry cry AnasteishA, raa magari ragaca iyooo ... surprised surprised surprised surprised
kitxvis dros sul majrialebda da kankali amityda surprised surprised surprised
vaime ra cudad dasrulda..... cry cry
ra sayvareli wyvili iyo ,ramdeni rame gadaitanes ertad da bolos es cry cry cry cry

yochag dzalian momewona dzalian magari xar happy happy happy happy biggrin biggrin biggrin


★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 6:02 PM | შეტყობინება # 13
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე რა მაგარი იყო საწყლები რამდენ რამეს გაუძლეს და ბოლოს მაინც როგორ საშინლად დაასრულეს სიცოცხლე. ანი უმაგრესად წერ უნიჩიერესი ადამიანი ხარ კარგია რომ ამის წერა დაიწყე.


dodoთარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 6:07 PM | შეტყობინება # 14

267
66  +
69  ±
   ±
Offline
ra gitxra cry surprised mitxari da getyvi surprised cry ai exla var "tvit kmayopili idiotis" saxit da "miyinuli" kompze....au ar vici ra ai shen maiceb cry surprised umaaaagresiiiiiiiiiiiiiiiiiiii xaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaar surprised happy miy ann happy mixaria shen rom gagicani da mixariaa twifansi ro arsebobssssssss smile surprised surprised gaocebul

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 7:07 PM | შეტყობინება # 15
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
renesme, happy happy mixaria rom mogewona. magaria emociebis gamowveva tu shevdzeli. cudad dasrulda, aseti iyo chandafiqri. cxovrebac bevristvis mtavrdeba cudad. ras vizamt.
★Gvanca★, happy happy happy madloba gvanca. dzalian ketili xar
dodo, happy happy happy happy happy happy happy happy ooo rogor mixaria am fikma aseti efeqti rom moaxdinaaa happy happy


  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: