Strange
|
|
RoZy_HaLe | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-27, 6:17 PM | შეტყობინება # 1 |
Some People Call Me "Loony", Actually..
765
Offline
| სახელწოდება: უცნაური ავტორი: ანანო თვარაძე ბეტა: eXceptional რეიტინგი: G დისკლეიმერი: პერსონაჟების სახელებზე საავტორო უფლება მაქვს მე სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: ეს არის ისტორია ძალიან უცნაურ და სასტიკ გოგონაზე, რომელიც იდუმალებითაა სავსე. აღმოჩნდება, რომ გულის სიღრმეში ის სულ სხვანაირია. ყოველთვის მარტო იყო..არავინ უნდოდა. მხოლოდ თავისი თავი უყვარდა -ეგოისტობაც უყვარდა. მარტოსული იყო, თუმცა უნდოდა კიდეც, რომ მარტოსული ყოფილიყო. არავინ ჰყავდა... ერთი მხიარული მეზობელი გოგონას გარდა, რომელსაც მერი ერქვა...რომელიც ყოველთვის თბილად იღებდა, ყველაფრის მიუხედავად. მან იცოდა ბევრი რამ ემის გრძნობებზე... მაგრამ, ემის არავინ უნდოდა. მასაც ბოროტად ექცეოდა. იმ დღეს იჩხუბეს: -ემი, ძალიან კარგი ფეხსაცმელები გაცვია! შეგიძლია მითხრა სად იყიდე? მეც ძალიან მინდა ასეთები! -გადი ჩემი ოთახიდან! -დაიღრიალა ემიმ, - ასეთს მაინც ვერასდროს იპოვნი! არ მიინდა ჩემთან ერთად ვინმე იყოს! მარტო მინდა. -კარგი მაგრამ თუ რამე დაგჭირდა მითხარი მე ყოველთვის დაგეხმარები. - მისი ხმა ემის აღარ გაუგია. მწვანეთვალება გოგონა სახლში მარტო ცხოვრობდა. მაგრამ ეს პირიქით ახარებდა, პრობლემებს ახშობსო. სკოლაში არ დადიოდა...არაფერს აკეთებდა. ერთ ღამეს როდესაც დასაძინებლად დაწვა, დაიწყო ფიქრი დედაზე. პატარა იყო როდესაც ის გარდაიცვალა,მამა კი საერთოდ აღარ ახსოვდა... ალბათ, დედის გამო იყო ასეთი...ნანობდა, მაგრამ ვერაფერს ცვლიდა. თვითონაც სწყინდა, რომ ყველას გულს სტკენდა..მერისაც, რომელსაც მასთან მეგობრობა უნდოდა... მე მისი ღირსი არ ვარ... ჯობია მერის დავუმეგობრდე. იქნებ მაშინ გავხდე ისეთი, როგორებიც სხვები არიან. მინდა, შევიყვარო... მარტო აღარ ვიქნები. დიდხანს ფიქრობდა, თუმცა გადაწყვიტა ისეთივე დარჩენილიყო, როგორიც იყო... მას არ უნდოდა ყველასნაირი ყოფილიყო...მას, ალბათ უნდოდა ყოფილიყო უცნაური. ფიქრის დროს ემის ჩაეძინა. მაგრამ მალე უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა...
შეტყობინება შეასწორა RoZy_HaLe - ხუთშაბათი, 2011-01-27, 7:33 PM | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|