ეს უბრალოდ ისე... დღიურიდან რამდენიმე პატარა წერილია, რომელმაც სამწუხაროდ თავისდროზე ადრესატამდე ვერ მიაღწია. დღეს შემთხვევით წავაწყდი და რატომღაც მომინდა,რომ ვინმეს მაინც წაეკითხა. იმედია სისულელედ არ ჩამითვლით
<> <> <>
ყინვამ სახე ისე ამიწვა, როგორც შენი მზერის დროს ვიწვი. ქარმაც იქით წამიყვანა, სადაც სითბო მელოდებოდა და შენთან მომიყვანა. ვინ თქვა, რომ სიყვარული არ არსეობს? მაშინ შენც არ უნდა არსებობდე!
შენზე ჩაფიქრებული დათოვლილ ბილიკს მივუყვები და მიკვირს, შენს გარეშე საერთოდ როგორ დავდიოდი? აქამდე როგორ ვარსებობდი? ახლა მხოლოდ შენით ვცოცხლობ და შენს გარეშე ეს სამყარო ვერ წარმომიდგენია. უშენოდ ერთი დღეც არ მინდა. მინდა ყველგან შენ გხედავდე, ყოველ წუთს და ყოველ წამს! მინდა ყველას მოვუყვე შენს შესახებ, რომ არსებობ, რომ მართლა არსებობ! მინდა გავგიჟდე და შენი სახელი ვიყვირო! ვიყვირო - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ყველას გავაგებინო როგორი ბედნიერები ვართ! რომ შენ ჩემი ხარ, მე კი შენი... და ასე იქნება ყოველთვის! ერთმანეთი არასდროს მოგვწყინდება, სიამის ტყუპებივით მუდამ ერთად ვიქნებით. ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს!
<> <> <>
უკვე დავიღალე ერთნაირი წერილებით, ეს გაუთავებელი ლაპარაკი კი სრული ბოდვაა! ბრაზიც შეუმჩნევლად გაივლის და ყველაფერი რაც იყო უაზრობად მოგეჩვენება. ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის წუთებსაც დაივიწყებ და მიხვდები, რომ გული დიდიხანია გაგიცივდა. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია... ჰაერში გულს დავხატავ და ისიც სადღაც გაქრება. ალბათ ერთხელაც, ბურუსში გახვეულ, შემოდგომის წვიმიან დღეს სიყვარული სამუდამოდ დამტოვებს და ისიც იმ გულივით ჰაერში გაქრება. მე შენი სიყვარულის გარეშე არ მოვკვდები, მაგრამ მკერდში რაღაც მაინც მტკივა, ალბათ ჩემს გულს შენი დაკარგვა არ სურს. არა! არ მომკლავს ეს სიყვარული, მაგრამ გთხოვ ერთი რამ გაიგე: მე ყოველთვის მემახსოვრები და დაგელოდები.
<> <> <>
ღამით თოვლი დამესიზმრა, თავი ნამდვილ ზღაპარში მეგონა.დილით კი ფანჯრიდან, რომ გავიხედე ჩემი ზღაპრული თოვლი წვიმად გადაქცეულიყო. ზუსტად ასე დაემართა ჩვენს სიყვარულსაც. გვეგონა საუკუნეც კი ცოტა იყო მისთვის, მაგრამ დროებითი აღმოჩნდა...
ახლა ისე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც ორი პლანეტა, ორი შორეული ვარსკვლავი. ჩვენი ნაზი და სათუთი სიყვარული დაიმსხვრა! მხოლოდ მისი ნატეხებიღა დარჩა, რომელზეც შენ უარი თქვი და მე წამოვიღე. ვერ გავიმეტე და უსარგებლო ნივთივით ვერ მოვისროლე, როგორც შენ მოიქეცი. შეიძლება ოდემე ვინმემ ისევ მაჩუქოს ახალი სიყვარული, მაგრამ მე ამ ნამსხვრევებს მაინც შევინახავ და ტკბილად მაინც მომაგონდება ის დრო, როცა ის მთელი და ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი იყო...
<> <> <>
ჩემო ანგელოზო! კვლავ შენ მესიზმრები, ძილშიც არ მასვენებ? ვიღვიძებ და კვლავ შენს ლანდს ვხედავ. როგორ გავარჩიო სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისგან ასეთ ბნელ ღამეში? არა! არ მინდა ბოროტი იყო, შენ ხომ ისეთი კეთილი და სათნო თვალები გაქვს... ყოველთვის ჩემი კეთილი ანგელოზი იყავი. შენს გარეშე სრული არარაობა ვარ! უშენოდ იმის ძალაც კი არ შემწევს, საკუთარ დაბადების დღეზე ტორტზე ანთებული 18 სანთელი ჩავაქრო. გახსოვს იმ ზაფხულს, ზღვიდან რომ დაგირეკე და ჩვენი სიყვარულის განადგურება მთხოვე? შეგისრულე თხოვნა. მე ის ზღვაში ჩავძირე, სწორედ ისე დაუნდობლად მოვექეცი, როგორც შენ მოექეცი! მეგონა სამუდამოდ იქ დარჩებოდა- ზღვის ფსკერზე, მაგრამ შევცდი! ამ ზაფხულს იქ ყოფნისას შტორმის დროს, ტალღებმა ის უკან გამორიყა და მანაც უცბათ მიპოვა, ამედევნა და აგერ უკვე ამდენი თვეა ისევ მაწვალებს და მტანჯავს. ჩემო ანგელოზო არც კი ვიცი რა გითხრა... მე შენთვის გამოცანა არასდროს არ ვყოფილვარ და ალბათ უკვე მიხვდი რის თქმასაც ვცდილობ... ჩემო მტანჯველო ანგელოზო! შემიყვარე, ისეთად შემიყვარე როგორიც ვარ, შემიყვარე.
<> <> <>
ჩემო ანგელოზო!
შენი სახე თვალწინ მიდგას მუდამ მე...
ჩემო ანგელოზო!
უსიყვარულოდ ჩემი გული ვერ გაძლებს.
გამომეცხადე სიზმარში,
მაგრამ არ გაქრი უცბათ შენ,
დიდიხანია გელოდი და მომენატრე...
და მომენატრე...
შემოდგომა მოახლოვდა,
ყველაფერი ირგვლივ სულ შეიცვალა.
სიყვარულმა ჩემო კარგო
უშენობა არა, არ შემიცვალა.
არ დამივიწყო ნანატრო,
მე შენ ძალიან მიყვარხარ!
უშენობით მე ვერ გავძლებ!
ჩემო პატარა... ჩემო პატარა...