ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
i found my muse

viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-19, 6:50 PM | შეტყობინება # 1

397
10  +
12  ±
   ±
Offline
სახელწოდება: i found my muse
ავტორი:viku-vuku
ბეტა:Vampire-Barbie
დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლება ეკუთვნის სტეფანი მეიერს
ჟანრი:რომანტიკა
სამარი: ყველაფერი ხდება როდესაც წარსულის შესახებ არაფერი იცი...
ავტორისაგან: პირველ რიგში მადლობა Vampire-Barbie ჩემს ბეტას რომელიც ასე მეხმარება
და რაც შეეხება ფიკს იმედი მაქ ისიამოვნებთ



viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-19, 6:51 PM | შეტყობინება # 2

397
10  +
12  ±
   ±
Offline
თავი1
დილას ადრე გამეღვიძა,მაგრამ როგორც წესი ყოველთვის სხვა მაღვიძებს.მაშინვე თვალები დავხუჭე და ძილი გავაგრძელე.
როცა საბოლოოდ გამოვიღვიძე უკვე 15 საათი იყო. გუშინ,ჩემს კონცერტზე მართლაც ძალიან გადავიღალე.საწოლიდან წამოვხტი და თავი მოვიწესრიგე.
ალბათ ისევ მშობლებთან ერთად რომ ვცხოვრობდე დედაჩემი ერთ ამბავს დამაწევდა,შენნაირი ცნობილი ადამიანი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოსო.მე ერთ–ერთი პოპულარული მომღერალი ვარ, ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე და მართლაც ავიხდინე ეს ნატვრა, გავხდი ვარსკვლავი. მყავს შეყვარებული ელროუზი, როცა კარგ განწყობაზეა ელს ვეძახი,ხოლო როცა ბრაზობს- როუზს. ერთხელ მკითხა ასე რატო მეძახიო მეკი ვუპაუსხე ვარდი უეკლოდ არ არსებობს, ხოლო ელისი კი ელფს ერქვა იმ ზრაპარში ბავშვობაში მშობლები რომ მიკითხავდნენ.ამ ზღაპარში ის ყველაზე მშვენიერი პრინცესაა და გადაარჩენს მახინჯ მათხოვარს რომელსაც დაარწმუნებს, რომ ოცნებები სრულდება.მათხოვარში ჩემ თავს ვხედავ,პრიცესაში კი შენ. ასევე მყავს უმცროსი და როზი რომელსაც ზის ვეძახით და მისი ტყუპისცალი ჯასპერი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ზისგან. ზი-ფიცხი და ამავე დროს დინჯია, ხოლო ჯასი კი მისი საპირისპირო შეიძლება ითქვას,რომ ერთმანეთს ავსებენ.მეგობრები არმყავს,რადგან ჩემი პროფესიის წყალობით მათზე უარის თქმა მომიწია.
არაფერი მიჭამია ისე წავედი სარბენად.მშობლებთან ერთად საკმაო ხანს ვცხოვრობდი, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრება გადავწყვიტე ჩემი და ძმებისაგან განსხვავებით გვიან....
სირბილს როცა მოვრჩი სახლში დავბრუნდი და ელისს დავურეკე, არ ვჩაქარობდი რადგან ვიცოდი, რომ ჩაწერაზე იქნებოდა. მეც ვარ ხოლმე ამ დროს სტუდიაში მაგრამ ახლა მთელი ერთი კვირით ვისვენებ. შეიძლება ითქვას,რომ შვებულება მაქ.
ნომერი ავკრიფე და პასუხს დაველოდე
--- გისმენთ? ვინ ბრძანდებით?–ადრე ამ ხმის გაგონებაზე გული საგულიდან მივარდებოდა,მაგრამ ახლა არანაირი რეაქცია არ მქონია
----ისე ლაპარაკობ თითქოს ვინმეს ელოდები–ისეთი ხმით ვუთხარი თითქოს გაბუტული ვიყავი
----ედვარდ რათქმაუნდა ველოდები როდის დამირეკავს ედმუნდი, ედუ, ედი,ედვა და კიდევ სხვა ბევრი
----ასე არა? მაშინ მე ზედმეტი ვყოფილვარ–ყურმილი დავუკიდე. ვიცოდი რომ თვითონ გადმომირეკავდა.მართლაც ასეც მოხდა დამირეკა და მეც პირდაპირ ვუთხარი თუ გინდა რომ გაპატიო მითხარი ვინ ვარ მე შენთვისმეთქი
----ჩემი ანგელოზი, მამაკაცი რომელიც მიყვარს და მეყვარებააააააააააა
----არ მესმის რაღაც დაემართა ამ ტელეფონს ცოტა ხმამაღლა თორე დავკიდებ ეხლააააააააა
----მიყვარხარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ
----აარ ისმისსსს
----მიყვარხარ ედვარდ კალენ და მუდამ მეყვარები–ბოლო ხმაზე იკივლა
----აი ეს უკვე სულ სხვა საქმეა
----ხო
-----ხმაზე რა მოგივიდა? –შევიცხადე მე სულელმა
-----ჰმ ჰმ ჰმ რა მომივიდა და ახლა შენ შეგეწირა
----კარგი გეყოს ნაჭრის დაფარება მაგ ტელეფონზე.არც ეგეთი უტვინო ვარ
----შენ ჩემი ა ნ გ ე ლ ო ზ ი ხარ
----ოჰ ნუ მაწითლებ
----უნდა წავიდე,მაპატიე,ტერნერი მეძახის
----უკვე ყელში ამოვიდა ეგ შენი ტერნერი
პიველი რაც ამის შემდეგ გავაკეთე ის იყო რომ ბარგი ჩავალაგე და საქართველოში გავეშურე სადაც ჩემი მშობლები მელოდებოდნენ



viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-04-20, 2:45 PM | შეტყობინება # 3

397
10  +
12  ±
   ±
Offline
თავი2

( იზაბელა)
დილის 6-ზე გამეღვიძა, ავდექი და ჩემი იარაღი გამოვიღე ბალიშის ქვემოდან. მას შემდეგ რაც ეს პროფესია ავირჩიე ვისწავლე, რომ საფრთხისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყო... მე იზაბელა მეიერი ვარ ვაგრამ მე ბელა მირჩევნია. პროფესიით მცველი ვარ,ვცდილობ ადამიანებს საფრთხე ავაცილო. როგორც ღარიბებს ისე მდიდრებს.ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ. მხოლოდ მაშინ მომმართავენ დახმარებისთვის როდესაც საფრთხე მართლაც მაღალია..... ანუ 50%-ია იმისა რომ მოკვდები მე კი მას ყოველთვის მინიმუმამდე ვიყვან.მშობლები 14 წლისას დამეღუპა, ისინიც პროფესიონალი ქილერები იყვნენ მე მათით დიდად არ ვამაყობ,რადგან უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ. როცა მათი დაღუპვის ამბავი გავიგე დიდად არ შევწუხებულვარ პირიქით ისი კი ვიკითხე ახლა უნდა ვიტირომეთქი? ვიღაც კაცი მიყურებდა და ბოლოს გამიღიმა შენგან პროფესიონალი დადგებაო და წავიდა. თოთხმეტ წლამდე ჯარის პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობდი შემდეგ კი მისი ცალკე განხრა მცველობა ავირჩიე,რაც იმას ნიშნავს რომ ვიცავ მდიდარ მამიკოებს, მის შვილებს და ა.შ.



viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-04-20, 2:46 PM | შეტყობინება # 4

397
10  +
12  ±
   ±
Offline
თავი3
(ედვარდი)
საქართველოში გამგზავრება ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე სანამ ჩემი კონცერტები გაიმართებოდა, მაშინ ჩემი ელიც იქ იყო და ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ გამოტანაში სწორედ ის დამეხმარა. თან მეუბნებოდა, რომ ეს დრო ძალიან კარგი იქნებოდა ამისათვის რადგან ეს სამი თვე დაკავებული იქნებოდა. მეც დავთანხმდი რადგან იქ ყოფნა ყოველთვის მომწონდა.
როცა თვითმფრინავშიავედი მამამ დამირეკა.
(მამაჩემს კარლაილი ჰქვია დედას-ესმე,ორივენი საოცრად თბილი და მოსიყვარულე მშობლები არიან მათ წარსულზე ბევრი რამ არ ვიცი უბრალოდ არ დავინტერესეულვარ..თუმცა ერთხელ ვკითხე და დედას ცრემლები წასკდა მამა კი მის დამშვიდებას ცდილობდა.ამ უცნაური ამბის შემდეგ არასოდეს მიკითხავს) მათთვის წარსულის შესახებ.
--კარლაილ მოხდა რამე?
-- ედვარდ შენთან სასწრაფო საქმე მაქვს უნდა მოხვიდე! ეს აუცილებელია!
--კი მაგრამ...–სანამ წინადადებას დავსარულები თვითონ შემაწყვეტინა
--არავითარი მაგრამ! სასწრაფოდ მოდი!-და ყურმილი დამიკიდა ვერ ვხვდებოდი რა დაემართა.ასეთი აღელვებული და მკაცრი არასოდეს ყოფილა....
საქართველოში მალე ჩავედი... თვითმფრინავიდან, ჩამოსვლისას მანქანა დამხვდა,-მანქანები ჩემი სისუსტეა და მათში კარგად ვერკვევი ასეთ მანქანებს კი სპეციალური შეკვეთით ყიდულობენ რადგან ესეთები მხოლოდ შეკვეთით მზადდება.შიგნიდან რამოდენიმე კაცი გადმოვიდა და მთხოვეს რომ ჩავმჯდარიყავი.
მათ თხოვნას დავემორჩილე და ჩავჯექი. სახლში შესვლისას გასაოცარი სიტუაცია დამხვდა დედა, მამა, ჩემი და-ძმა ყველა მისაღებ ოთახში მელოდებოდნენ, მაგრამ არა მარტონი,იქვე ფანჯრებთან რამოდენიმე უცნობი ადამიანი შევნიშნე. მათში ქალებიც ერია, მაგრამ სტუმრებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია უბრალოდ მივედი და მონატრებულ იჯახს ჩავეხუტე.
სიჩუმე მამამ დაარღვია და სერიოზული ხმით დაიწყო ლაპარაკი
--პიველ რიგში მინდა გთხოვოთ რომ გვაპატიოთ.რადგან ეს..ეს ადრეც უნდა გვეთქვა ......ვწუხვარ....
გვინდოდა გვეკითხა რას გულისხმობმეთქი, მაგრამ ხელის აწევით გაგვაჩუმა
--პირველ რიგში სანამ ყველაფერს აგიხსნით მინდა გთხოვოთ რომ მოგვისმინოთ და არ შეგვაწყვეტინოთ.....და გთხოვთ რომ ....რომ გვაპატიოთ
ესმე კარლაილთან მივიდა და გვანიშნა დავმჯდარიყავით თვითონ კი კარლაილს მიუახლოვდა და ანიშნა დაიწყეო.



littlegirlთარიღი: პარასკევი, 2012-04-20, 3:19 PM | შეტყობინება # 5
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
viku-vuku, es is fikia xo "me chemi simgera vipove"? momwons



elle:Xxთარიღი: პარასკევი, 2012-04-20, 3:24 PM | შეტყობინება # 6
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
viku-vuku, va ragac sainteresoa xo icii rodis gaagrdzeleeb???



viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-04-20, 3:34 PM | შეტყობინება # 7

397
10  +
12  ±
   ±
Offline
mixaria xo is pikia


Bella_and_Edwardთარიღი: პარასკევი, 2012-04-20, 4:56 PM | შეტყობინება # 8

96
6  +
14  ±
   ±
Offline
viku-vuku, dzalian magaria da dzalian dzalian sainteresoo male dade shemdgi taviii kiss love

http://s1.ipicture.ru/

viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-04-20, 5:09 PM | შეტყობინება # 9

397
10  +
12  ±
   ±
Offline
Bella_and_Edward, madloba es yvelaferi ki chemi betis damsaxureaa magra ki vawvale sawyali biggrin biggrin biggrin smile smile smile


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2012-04-20, 9:25 PM | შეტყობინება # 10
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime davintigdii!!! es saqartveloshi gamgzavreba chemtvis imdenad ucnauri iyo rom ramis tvalebi gadmomcvivda, magram ravici biggrin male gaagrdzele


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-04-20, 9:57 PM | შეტყობინება # 11

397
10  +
12  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, mixaria rom ar gadmogcvinda torem kitxvas xom ver gaagrzelebdi? biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin


viku-vukuთარიღი: შაბათი, 2012-04-21, 7:42 PM | შეტყობინება # 12

397
10  +
12  ±
   ±
Offline
თავი 4
(ბელა)
აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე. გამოსვლისას სარკესთან მივედი და თვალი შევავლე ჩემს ანარეკლს შავი თმები, დიდი თაფლისფერი თვალები, რომლებიც უზარმაზარ სევდასთან ერთად სიბნელესაც ასხივებდა, წითელი ტუჩები, რომლებიც კანთან და თმასთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა... არ ვიცი, რა იზიდავდა მამაკაცებს ჩემში, ალბათ მაინც ჩემი გარეგნობა...შავ ფერში გამოვეწყვე, არ ვიცი რატომ, მაგრამ რაც თავი მახსოვს ეს ფერი ძალიან მიყვარს.შავი ლეგინგები,იმავე ფერის მაისური და ქურთუკი მოვიცვი.ფეხსაცმელებიც შავი ფერის ავარჩიე.
გადავწყვიტე ჩემ საყვარელ კაფეში წავსულიყავი ყავის დასალევად.რატომღაც დარწყმუნებული ვიყავი, რომ დღეს რთული დღე მელოდა. (რაზეც არ შევმცდარვარ)ჩემი ,,გოგონა'' და მობილური ავიღე, კარი საიმედოდ ჩავკეტე და გავედი. მანქანაში ჩავჯექი- ჩემ ,,ბიჭზე'' ვგიჟდები, ვერცხლისფერი ვოლვო არასოდეს მღალატობს. მისი ,,იმედი'' ყოველთვის მაქვს- კაფეში შევედი, რომელსაც ,, ფლაუერსი'' ჰქვია. ძალიან სადა და მოკრძალებული ადგილია. დღეში სადღაც ყველაზე მეტი ხუთი ადამიანი შევიდეს. მეც დავჯექი და ერთი ფინჯანი ყავა შევუკვეთე. ჩემს მეტი არავინ იყო. ფიქრებში ჩავიძირე როდესაც მიმტანი მოვიდა და ჩემი შეკვეთა მომართვა. მეც გულთბილად გავუღიმე და ნაღდი ფულით გადავუხადე. კარგი გოგონაა ნამდვილად,ნინი ჰქვია გვარად სანებლიძე, ყავს დედა რომელიც ავადაა და ოჯახის რჩენა თვითონ უწევს,მამა კი ადრეულ ასაკში დაეღუპა.
ის იყო ფინჯანი პირთან მივიტანე რომ ჩემი მობილური აწკრიალდა.
--გისმენთ
--სამსახურში პრობლემებია თქვენი დახმარება გვჭირდება მისს–მაშინვე ფეხზე წამოვხტი და გავედი
სამსახურში მალე მივედი და მანქანა ჩემს სადგომზე დავაყენე შენობისგან 100 მ დაშორებით. ასეთი ჩვევა მქონდა გამომუშავებული.დეტექტორში გავიარე და ბევრი სხვა შემოწმებაც...ბოლოს როგორც იქნა მოვრჩი და პირდაპირ უფროსის კაბინეტში შევედი.
ოთახში საოცარი სიტუაცია დამხვდა დაახლოებით 40 წლის მამაკაცს მასზე ოდნავ უფროსი ქალი ჩახუტებოდა, ორივეს ხელზე ნიშნობის ბეჭდები ეკეთათ და ერთმანეთს უზომო სიყვარულით შეცქეროდნენ...ქალი საშუალო სიმაღლის იყო მხრებამდე თმით და თბილი, ახლა უკვე ცრემლებით გაჟღენთილი თვალებით, პატარა ტუჩებით და დიდი შუბლით რომელიც გულს უფრო წააგავდა...მამაკაცი მასზე ოდნავ მაღალი, ქერა, სავსე ტუჩებით, მწვანე თვალები რომლებიც ოქროსფერში გადასდიოდა და ყოველივე ამას მისი ათლეტური აღნაგობაც ემატებოდა...საოცრად დავიძაბე და შემშურდა მათი შვილების, რადგან მეც ხომ ოდესღაც მათნაირ მშობლებზე ვოცნებობდი თბილზე...მოსიყვარულეზე...
--იზაბელა მარსონ (ისევ ეს ირონია. ეს ხომ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა)
--დიახ მისტერ ბობ ჩემთან საქმე გქონდათ?
--ბელა გაიცანით ესენი მისტერ და მისის კალენები არიან მისტერ კალენი მოგიყვება შენი აქ ყოფნის მიზეზის შესახებ –თავის დაკვრით ანიშნა რომ დაეწყო მამაკაცი წელში გაიმართა სევდიანი მზერა შეავლო მის მეუღლეს, ძალით გაუღიმა და მერე მე ფრთხილად და მოწიწებით შემომხედა თითქოს მისი უკანასკნელი იმედი ვყოფილიყავი.
--ძალიან ვწუხვარ რომ ასე ადრე გაწუხებთ–არადა 11 საათი იყო---მის მინდა გთხოვოთ დამეხმაროთ რათა შევინარჩუნო...წინადადების დასრულება ვეღარ შეძლო როდესაც მის მეუღლეს ცრემლები წასკდა და საშინელი ხმები ამოუშვა... გული დამეწვა ამ სიტუაცის გამო, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს რამით დაემუქრო? ალბათ ამას მალე გავარკვევდი..
--უკაცრავად..მამაკაცმა შემომხედა მის თვალებში შიში იგრძნობოდა, შიში რომელმაც სიტყვა გამაწყვეტინა.. მაგრამ გონს მალევე მოვეგე და გავაგრძელე
–გთხოვთ ასე ნუ ღელავთ მე დაგეხმარებით ყველაფრით რაც შემიძლია, მაგრამ ამისათვის სიტუაციაში უნდა გამარკვიოთ.თქვენი საიდუმლო ჩემთან და ბატონ ბობთან შეინახება...მინდოდა კიდევ რაღაც დამემატებინა მაგრამ ვეღარ შევძელი. ქალი და კაცი ბედნიერი თვალებით შემომცქეროდნენ რომლებშიც იმედის ნაპერწკლები ჩანდა.–როგორი კარგი მშობლები იქნებოდნენ ჩემთვის გავიფიქრე და გამეღიმა
--ღმერთმა დაგლოცოს და ისეთი ბედნიერი გამყოფოს რომ ასეთ სიტუაციებს გაშოროს და მისი მფარველობა არ მოგკლებოდეს.ჩემ ლოცვას აგრძელებდა მაგრამ მე გავაჩუმე და ვუთხარი
--მის...
--ესმი-შემეშველა-
--ქალბატონო ესმი მე ყველანაირად დავეხმარები თქვენი და თქვენი მეუღლისნაირ ადამიანს მაგრამ გთხოვთ... წინადადება განგებ არ დავასრულე.მან გამიღიმა ცრემლები შეიმშრალა და მეუღლეს უთხრა
–მე მოვყვები....
მაც შემდეგ რაც მათი ისტორია მოვისმინე საშინელ ხასიათზე დავდექი,რადგან სიტუაცია მართლაც მძიმე იყო და მე რათქმაუნდა ეს ყველაფერი დავმალე მე ხომ არაჩვეულებრივი მსახიობი ვარ-და მომღიმარი სახით შევუმშრალე აცრემლებული თვალები მისი სახე ახლა ნამდვილად გულს გავდა...
--ნუ ნერვიულობთ არ არსებობს არანაირი საფრთხე- ეს ვთქვი და ძალიან სერიოზული სახით შევხედე მისტერ კარლაილს შემდეგ კი ცბიერი ღიმილიც დავუმატე და ვთხოვე სასწრაფოდ თავიანთი შვილებისათვის დაერეკეთ,რათა ყველა მათ სახლში შეკრებილიყო.ვურჩიე რომ ეს ყველაფერი მათთვისაც ეთქვათ. ორივენი დამეთანხმენ და წავიდნენ
შემდეგ კი , ბობს მივუბრუნდი
--ბობ საქმე მეტად სერიოზულია
--როგორც ყოველთვის მართალი ხარ...
-- მე ამ ყველაფერს საკუთარ თავზე ვკისრულობ...წინადადების დამთავრება არ მაცადა ისე შემაწყვეტინა
--ამ რისკზე წახვალ?
--დიახ-მოკლედ მოვუჭერი-ესეიგი აგენტები დამჭირდება...რისთვის ამას მერე მოვიფიქრებ ელისი და ემეტი, ასევე ვიქტორია რომელიც ელროუზს უთვალთვალებს და მას დაიცავს...
--როგორც შენ იტყვი
სულ მალე ელისი და ემეტი ჩემს გვერდით იდგნენ, მათ მე სიტუაციაში გარკვევა მომთხოვეს მეც რათქმაუნდა ყველაფერი მოვუყევი და ავუხსენი კიდევაც რა უნდა ექნათ. ყველაფერს რომ მოვრჩით კარლაილთან სახლში წავედით. სახლს რომ მივუახლოვდით ლამის პირი დამრჩა ღია.საშუალო ზომის იყო, ვიცოდი რომ მილიონრები იყვნენ მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ სახლში ცხოვრობდნენ. მისაღებ ოთახში შევედით,მთელი პირველი სართული მისაღებად გადაეკეთებინათ. არმოსავლეთი მხარე მთლიანად შუშის იყო რაზეც ძალიან გავბრაზდი.
--კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს სახლში მადლობთ რომ მობრძანდით-ისევ ისეთივე თბილი გამოხედვა ჰქონდა.უკვე ვფიქრობდი, რომ ეს ქალი სიყვარულისა და სიკეთის ქალღმერთს უფრო ჰგავს ვიდრე ადამიანს...
--ეს ჩემი თანასემწეები ემეტი და ელისი არიან
--სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,ვწუხვარ რომ პრობლემებს გიქმნით
--ნუ ღელავთ თქვენ არაფერ შუაში ხართ ყველაფერს ჩვენ მივხედავთ-ეს ვთქვი და ბრძანება გავეცი რომ ტყვია გაუმტარი მინით შეეცვალათ ძველი მინა.სულ მალე მოვიდნენ მათი ორი შვილი როგორც ვიცი როზი და ჯასპერიც მოვიდნენ.ედვარდს კი აგვიანდებოდა ამიტომ მშობლებმა აუხსნეს მიახლოებით რომ როდესაც ედვარდი მოვიდოდა ყველაფერს მოუყვეოდნენ და სანერვიულოც არაფერი იყო. ამასობაში ჩამობნელდა კიდეც ჭიშკარი გაიღო მანქანა ეზოში გაჩერდა, იქიდან დაცვა გადმოვიდა შემდეგ კარი გაიღო და დავინახე ედვარდ კალენი მაღალი სიმპატიური ყმაწვილი ნუ ლამაზი რომ ვთქვა არ გამოვა იმის შესაფასებლად თუ როგორი იყო იგი...სახლში შემოვიდა,ბარგისთვის ხელი არც კი უხლია ერთი შეხედვით მოავლო თვალი ოთახს წამიტ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდენენ მაგრამ მას მე არც დავუნახივარ როცა მისი ოჯახი დაინახა,მივიდა და ჩაეხუტა... ამას ვერ ავღწერ რა განვიცადე მინდოდა რომ მომკვდარიყავი და ეს არ მენახა ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ეს უხაროდათ ისევე როგორც მე გამიხარდებოდა...
სიჩუმე მისტერ კარლაილმა დაარღვია
--პიველ რიგში მინდა გთხოვოთ რომ გვაპატიოთ.რადგან ეს..ეს ადრეც უნდა გვეთქვა ......ვწუხვარ....
--პირველ რიგში სანამ ყველაფერს აგიხსნით მინდა გთხოვოთ რომ მოგვისმინოთ და არ შეგვაწყვეტინოთ.....და გთხოვთ რომ ....რომ გვაპატიოთ
ესმე კარლაილთან მივიდა და ანიშნა რომ დამჯდარიყვნენ თვითონ კი კარლაილს მიუახლოვდა და თავი დაუქნია იმის ნიშნად რომ დაეწყო ...
მე კი უკვე მეორედ მიხდებოდა ამ საზარელი ისტორიის მოსმენა...




შეტყობინება შეასწორა viku-vuku - შაბათი, 2012-04-21, 8:00 PM

elle:Xxთარიღი: შაბათი, 2012-04-21, 8:18 PM | შეტყობინება # 13
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
viku-vuku, dzaan damainteresa da dzaan davintrigdii magaria. shemdeg tavs rodis dadeb????



Vampire-Barbieთარიღი: შაბათი, 2012-04-21, 10:12 PM | შეტყობინება # 14

352
5  +
7  ±
   ±
Offline
elle:Xx, ჩვენ მზად გვაქ თავები და როდის დადებს აზრზე არ ვარ wacko


littlegirlთარიღი: შაბათი, 2012-04-21, 10:14 PM | შეტყობინება # 15
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
viku-vuku, kai iyoo biggrin


  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: