ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
i found my muse

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-04-22, 0:13 AM | შეტყობინება # 16
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au ufro davintrigdi raa biggrin mara ra ver gavige exla, es situacia saqartveloshi xo xdeba da gasagebia ro vtqvat cullenebi chamovidnen, magram bella da is firma sadac mushaobs isic ucxouria? magrad damabnia am situaciam biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-04-22, 9:53 AM | შეტყობინება # 17

397
10  +
12  ±
   ±
Offline
motmineba motmineba biggrin biggrin biggrin biggrin biggrin


viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-04-22, 8:49 PM | შეტყობინება # 18

397
10  +
12  ±
   ±
Offline
თავი 5
(ედვარდი)
ესმე კარლაილთან მივიდა და გვანიშნა დავმჯდარიყავით თვითონ კი კარლაილს მიუახლოვდა და ანიშნა დაიწყეო.
-- 14 წლის ვიყავი მშობლები რომ დამეღუპა, მაშინ მათმა მეგობარმა რობ მაკარტნიმ მიშვილა. მშობლები მილიონრები იყვნენ და მთელი მათი ქონება მემკვიდრეობით მივიღე. თავიდან რობი ძალიან კარგად მექცეოდა,მოგვიანებით კი მისი ჭეშმარიტი სახეც ვიხილე. თქვენ იცით, რომ მე პროფესიით ექიმი ვარ, ეს კი მისი დამსახურებაა. მას უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი და პიველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ პროფესიულ სასწავლებელში გამგზავნა. 3 წელი ვსწავლობდი. სხვებზე გაცილებით ადვილად ვითვისებდი, ამიტომ მე მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. როდესაც დედათქვენი გავიცანი 17 წლის ვიყავი. ისიც ასე მოხვდა ჩემს სასწავლებელში. მან მომიყვა თუ ვინ იყო რობი სინამდვილეში. მე ვერ ვიჯერებდი, ან როგორ უნდა დამეჯერებინა, როდესაც ვიცოდი რომ რობი წესიერ საქმეში იყო ჩაბმული. არავითარი ნარკოტიკებიკებით ვაჭრობა, არავითარი ქურდობები, მაშინ ვფიქრობდი, რომ დედათქვენს უბრალოდ ეშლებოდა ვიღაცაში. ესმი ერთი დანახვით შემიყვარდა. არ ვიცი როგორ აგიღწეროთ ის გრძნობა, რომელიც მასთან ყოფნისას დამეუფლა. მისი მჯეროდა, მაგრამ ამას ვერ ვიჯერებდი-ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა-როცა 19 წელი შემისრულდა უკვე საფუძვლიანად მქონდა შესწავლილი ჩემი პროფესია,მაშინ რობთან წამიყვანეს. ესმეს ვაწყნარებდი და ვეუბნებოდი, რომ არაფერი მოხდებოდა და ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებოდით. რობთან მისვლისასჩამეხუტა და მითხრა, რომ ჩემით ამაყობდა და დარწყმუნებული იყო, ჩემი მშოლებიც ასევე იამაყებდნენ ჩემით, ყოველივე ამის მომსწრენი რომ ყოფილიყვნენ. წინადადება რომ დაამთავრა სულ სხვა ტონით დაიწყო საუარი. იმავე ტონით როგორითაც მის კლიენტებს ელაპარაკებოდა ხოლმე
,, შემოთავაზება მაქ შენთვის ძვირფასო კარლაილ''- კონიაკი ორ ჭიქაში ჩაასხა, მომაწოდა და განაგრძო -,,მგონი დროა რომ შენც ჩაება ამ საქმეში
-- ,,რა საქმეში?
--,, რა საქმეშიც შენი მშობლები იყვნენ''-მითხრა და ცბიერი ავაზისებრი ღიმილი გადაეფინა მთელ სახეზე-,,მე ეს პროფესია იმიტომ აგათვისებინე, რომ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ჩემ ხალხს უმკურნალებს ხოლმე, როდესაც დაიჭრებიან და ამ მხრივ დიდი ზარალი აღარ მექნება''-ბოლო სიტყვეი თავისთვის ჩაილაპარაკა მე რომ არაფერი გამეგო
--,,რა ქურდები? რა საქმე? შეგიძლია უკეთ ამიხსნა ყველაფერი რობ?''-სწორედ მაშინ მივხვდი, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში შემეშინდა არა ჩემს გამო არამედ ესმეს გამო შემეშინდა რომ მას რამეს დამართედნენ.
--,,შენი მშობლები ნარკოდილერები იყვნენ და თავშესაფარს აძლევდნენ მკვლელებს''-ისე მითხრა ვითომ ეს ყველაფერი უბრალო რამე ყოფილიყოს და მეტი არაფერი-,,ხო მართლა ისიც გავიგე,რომ ესმეს იცნობ''-მითხრა და ისევ ის ღიმილი... ოჰ, როგორ სიამოვნებით წავუშლიდი ამ ღიმილს სახიდან, მაგრამ უნდა მომეთმინა ესმისთვის და მეც ვითმენდი.-,, ის მე გამოვგზავნე სასწავლებლად შენთან, მინდოდა კოლეგებს ერთმანეთი გაგეცნოთ, როგორც ვხედავ კარგად მომიფიქრებია.''
--,,აჯობებს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ''
--,, როგორც გინდა. ესმი შენი თანაშემწე იქნება, ოპერაციების დროს მედდა დაგჭირდება''-ეს თქვა და ოთახში ესმი შემოიყვანეს სევდიანი ნამტირალები სახე ქონდა. მისი დანახვისას გული შემეკუმშა ისე მინდოდა, რომ ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ ყველაფერი კარგად იყო...
--,, მან ყველაფერი იცის და თანახმაა. რას იტყვი?''-ისე მეკითხებოდა რომ თითქოს არჩევანი მქონოდა ამიტომ უცებ ვუპასუხე
--,,თანახმა ვარ''- ცოტა ხანი ვისაუბრეთ და ესმისთან ერთად გამოვედი. ვთხოვე სადმე გაგვესეირნა და ისიც დამთანხმდა. ორივენი ჩუმად მივუყვებოდით გზას რომელსაც აქა-იქ სახლებიდან გამომავალი შუქი თუ გვინათებდა ამიტომ ერთმანეთის სახეებს ვერ ვხედავდით. ბოლოს სიჩუმე ისევ მე დავარღვიე
--ცოლად გამომყევი-მხოლოდ ეს ვთქვი. ის მომიბრუნდა და გაკვირვებული სახით მიყურებდა თითქოს, რაღაც მომესმაო. მე კი იგივე გავუმეორე-ცოლად გამომყევი და გავიქცეთ ერთად, შორს, აქედან შორს-წინადადების დამთავრებაც არ მაცადა, რომ ჩამეხუტა და დამთახმდა, მაგრამ ასე უბრალოდ ვერ წავიდოდით მათ თავისი უნდა მიეზღოთ, ამიტომ საუბარს მოვრჩით და მთავრობას შევუთანხმდით, რომ ჩვენ დოკუმენტებს მივაწვდიდით, რომლის საშუალებითაც რობს და სხვა დამნაშავეებს დაიჭერდნენ მათ კი ჩვენ უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ. ყველაფერზე რომ მოვრიგდით, მე საბუთების ასაღებად წამოვედი- ერთხელ შემთხვევით დავინახე თუ სად ინახავდა მნიშვნელოვან საბუთებს რობი და კოდიც მითხრა თუ ვინიცობისა ფული დამჭირდებოდა- ხოდა მეც ამით ვისარგებლე.-ყველაფერს ამას ისე ლაპარაკობდა თითქოს აქ არც იყო. ჩვენ შებოჭილები ვუსმენდით. ამ ამბის დასასრულს რომ მიუახლოვდა (ალბათ) ჩვენ შემოგვხედა-მთავრობამ ყველაფერი მოგვიგვარა, მაგრამ სახელი და გვარი არაფრის დიდებით არ გამომიცვლია. მათ აქ საქართველოში გამოგვიშვეს, გვითხრეს პატარა ქვეყანაა და დიდ ყურადღებას არავინ მოგაგცევთო, მაგრამ შეცდნენ. ბობი ციხეში ჩასვეს, მე ჩემი ქონება მომცეს ამხელა გამედაობისათვის, მაგრამ მისთვის ხელიც არ მიხლია ეკლესია ავაშენებინე. ცოტა ხნის წინ თავადვე დამიკავშირდა და დამემუქრა თქვენზე და ყველაზე ვინც მე მიყვარს, ვინც თქვენ გიყვართ, რომ არცეთს არ გაცოცხლებდათ ვწუხვარ!-დაამთავრა თავისისაუბარი და თავი ჩაღუნა თითქოს რამე დაეშავებინოს.
--მამა- დავიწყე მე-ჩვენ შენ გვერდში გვიგულე, ამ ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ.
-- ხო მამა, დედა-ამყვა ჯასპერი
--ეს ყველაფერი აქამდეც უნდა გეთქვათ-დაიწყო როზიმ საუბარი-მაგრამ არაუშავს, ჩვენ გვესმის თქვენი. ადვილი არაა ამ ტვირთის ტარებადა თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ამ მძიმე გამოცდას გავუმკლავდებით- თქვა ეს და ესმის და კარლაილს ჩაეხუტა მე და ჯასმა მას მივბაძეთ. ოჯახი ისევ შეიკარა...



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-04-22, 9:11 PM | შეტყობინება # 19
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
aq ra ambebi yofilaaaa biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin da iseti piri uchans uaresebi datrialdeba biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-04-22, 10:33 PM | შეტყობინება # 20

397
10  +
12  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, motmineba biggrin biggrin biggrin yvelaferi tavis droze iqneba me da chemi beta vmushaobt axal tavze da vnaxot sheidzleba xval davdot biggrin biggrin biggrin


elle:Xxთარიღი: ორშაბათი, 2012-04-23, 3:37 PM | შეტყობინება # 21
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
viku-vuku, auu kargi tavii iyo momewonaa, shemdegii????



viku-vukuთარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-25, 8:12 PM | შეტყობინება # 22

397
10  +
12  ±
   ±
Offline
თავი 6 (ბელა)

ოჯახი ისევ შეიკარა...

ვუყურებდი მათ და გული მწყდებოდა. რამდენჯერ მიოცნებია ასეთ ოჯახზე, რამდენჯერ მიოცნებია მყოლოდა ადამიანები, რომლებიც გამიგებდნენ და ვეყვარებოდი ისე, როგორც ეს ბავშვები უყვართ, მაგრამ ახლა ჩემი გრძნობების გამომჟღავნების დრო ნამდვილად არ იყო
---ჰმ..ჰმ -ჩავახველე რომ მათი ყურადღება მიმექცია. მაშინვე მე მომაშტერდნენ გაოცებულები
---მე იზაბელა მქვია, თქვენთვის უბრალოდ ბელა. მე დამავალეს თქვენი დაცვა, ამიტომ მოვითხოვ თქვენგან მხარდაჭერასა და გვერდში დგომას. იმედი მაქ ყველანაირად დაგვეხმარებით.-ყველა მათგანს სათითაოდ შევავლე მზერა , შემდეგ ელისს და ემეტს ვთხოვე გამოსულიყვნენ და ჩემ გვერდში დამდგარიყვნენ-გაიცანით ეს ელისია, ეს კი ემეტი. როზი, ემეტი შენი შეყვარებული იქნება ყველანაირად დაგეხმარება, იმედი მაქ არ იქნები წინააღმდეგი...
---რათქმაუნდა ვარ!-წინადადების დასრულება არ მაცადა ისე გამაწყვეტინა-ვინ ხართ, რომ რამეს მიბრძანებთ?გასაგებია, რომ გვიცავთ მაგრამ ნამდვილად არ მინდა მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ მეუბნებით ეს შეყვარებულად წარვადგინო საზოგადოებაში!
---ვიცი, რომ ეს რთულია თქვენთვის, მაგრამ მას არ ეკითხებით? იქნებ არც მისთვისაა იოლი.
---მას ამაში ფულს ვუხდით და მემგონი თქვენც!- მითხრა და ირონიული ღიმილი გადაეფინა სახეზე
---ხომ გითხარი -უცებ აღრიალდა ემეტი- მე არ მინდა, ამ გოგოს შეყვარებული ვიყო, ამ დავალებას შენი ხათრით დავთანხმდი და გთხოვ ამ ქაჯისთვის არ გამიმეტო, გთხოვ!მართალია თავი დიდი რამე ჰგონია,მაგრამ არაფერსაც არ წარმოადგენს
---ნუ წუწუნებ ემეტ, საქმე მართლაც რთულად გვაქვს! -თვალები დავუბრიალე-შენც გეყო !-ახლა ჩემი განრისხებული მზერა როზიმ დაიმსახურა-ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვტყვი,იმედია ეს ყველაფერი თამაში არ გგონია
---მაპატიე ბელა
---რათქმაუნდა როზი. ელის შენ ჯასპერის შეყვარებული იქნები-ვუთხარი და გავუღიმე. ამ გოგოსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა,შეიძლება ითქვას მეგობრებიც კი ვიყავით
---როგორც იტყვი-წკრიალა ხმით თქვა და ჯასპერს მიესალმა-მიხარია შენი გაცნობა ჯას, იმედი მაქ კარგად აეწყობა ჩვენი ურთიერთობა-ჯასპერმა მხოლოდ თავი დაუკრა
---მე მაწყობს თუ ასეთი მშვენიერი გოგონა, ჩემი ,,შეყვარებული'' იქნება -დაამატა და მომხიბვლელად გაუღიმა
---ვიცი ჩემი მხრიდან ცუდად გამოჩნდება თქვენს თვალში მაგრამ ეს აუცილებელია...-დავიწყე მე
(ედვარდი)
ოჯახი ისევ შეიკარა...
მიხაროდა, რომ ყველაფერი გაირკვა. მახარებდა ის ამბავიც, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიყავით, თუმცა მიზეზზე იგივეს ვერ ვიტყოდი. ვიცოდი რომ ეს ძალიან საშიში ისტორია იყო და ამის გამო ჩვენც საფრთხე გვემუქრებოდა, მაგრამ მთელი გულით მჯეროდა რომ ყველაფერი კარგად წარიმართებოდა და ჩვენ ყველა ამას მალე, როგორც თავგადასავალს ისე გავიხსენებდით...ამდაგვარ ფიქრებში წასულმა დედამიწაზე ჩახველების ხმამ დამაბრუნა
---ჰმ..ჰმ -აქამნდე არ შემინიშნავს, რომ აქ ასეთი მშვენიერი არსება იმყოფებოდა და ჩემ თავზეც გავბრაზდი ამ დღეებში ექიმებს უნდა ვესტუმრო და გავარკვიო მხედველობის პრობლემები ხომ არ მაქვს...ქალი საოცრად მშვენიერი იყო. მასავით მშვენიერი არსება არსად მენახა ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ასეთი მშვენიერება დააბიჯებდა დედამიწაზე, რომ მცოდნოდა აუცილებლად მოვძებნიდი და მას მთელი გულით სიმღერასაც მივუძღვნიდი...მისი აღწერა შეუძლებელია ისეთივე შეუძლებელი, როგორც მზის აღწერა. მასზე მხოლოდ ის შეგიძლია თქვა რომ ანათებს კაშკაშებს და გათბობს, მაგრამ მთავარს მაინც ვერ გადმოცემ, ვერ აღწერ თუ რას გრძნობ მისდამი სინამდვილეში. ვერც მე გადმოვცემდი თითქოს რაღაც მეტაკა და მთელი ცხოვრება გადამიყირავა...
---მე იზაბელა მქვია, თქვენთვის უბრალოდ ბელა. მე ვიკისრე თქვენი დაცვა, ამიტომ მოვითხოვ თქვენგან მხარდაჭერასა და გვერდში დგომას იმედი მაქ ყველანაირად დაგვეხმარებით-მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ მისმა მზერამ თითქოს ენა ჩამაგდებინა. იმ წამს როდესაც ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა ლამის გული გამისკდა.გულის ძგერის ხმა აფრენილი ვერტმფრენის ხმას გავდა შემეშინდა, რომ ეს სხვებსაც არ გაეგოთ.
-გაიცანით ეს ელისია, ეს კი ემეტი-შემდეგ როზის გახედა მოწიწებითა და დიდი სიმპატიით- როზი ემეტი შენი შეყვარებული იქნება. ყველანაირად დაგეხმარება, იმედი მაქ არ იქნები წინააღმდეგი...
---რათქმაუნდა ვარ!-წინადადების დასრულება არ მაცადა ისე გამაწყვეტინა-ვინ ხართ, რომ რამეს მიბრძანებთ?გასაგებია, რომ გვიცავთ მაგრამ ნამდვილად არ მინდა მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ მეუბნებით ეს შეყვარებულად წარვადგინო საზოგადოებაში!
---ვიცი, რომ ეს რთულია თქვენთვის, მაგრამ მას არ ეკითხებით? იქნებ არც მისთვისაა იოლი
---მას ამაში ფულს ვუხდით და მემგონი თქვენც!- გავბრაზდი როგორ შეიძლებოდა ეს ეთქვა ბელასთვის?
---ხომ გითხარი -უცებ აღრიალდა ემეტი- მე არ მინდა, ამ გოგოს შეყვარებული ვიყო, ამ დავალებას შენი ხათრით დავთანხმდი და გთხოვ ამ ქაჯისთვის არ გამიმეტო, გთხოვ!მართალია თავი დიდი რამე ჰგონია,მაგრამ არაფერსაც არ წარმოადგენს
---ნუ წუწუნებ ემეტ, საქმე მართლაც რთულად გვაქვს! -ბელამ ეს თქვა და მომაკვდინებელი მზერით დააჯილდოვა, შემდეგ ჩემს დას მოუბრუნდა-შენც გეყოფა! ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი
---მაპატიე-თქვა ეს როზიმ და თავი დახარა დამნაშავესავით.
---რათქმაუნდა როზი! ელის შენ ჯასპერის შეყვარებული იქნები-ეს ყველაფერი საოცრად თბილად თქვა.
---როგორც იტყვი-ელისი მხიარულად მიესალმა ჯასპერს-მიხარია შენი გაცნობა ჯას, იმედი მაქ კარგად აეწყობა ჩვენი ურთიერთობა-ჯასპერმა მხოლოდ თავი დაუკრა
---მე მაწყობს, თუ ასეთი მშვენიერი გოგონა ჩემი ,,შეყვარებული'' იქნება -თქვა ეს და მომხიბვლელად გაუღიმა. გულში გამიხარდა, როგორც ყოველთვის ასე მაშინ ამბობდა, როცა ვინმე მოეწონებოდა, რაც იშვიათად ხდებოდა...
---ვიცი ჩემი მხრიდან ცუდად გამოჩნდება თქვენს თვალში, მაგრამ ეს აუცილებელია...



viku-vukuთარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-25, 8:13 PM | შეტყობინება # 23

397
10  +
12  ±
   ±
Offline
bodishi rom amdeni galodinet imedi maq imedebi gagimartldebat smile smile smile smile


elle:Xxთარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-26, 6:12 PM | შეტყობინება # 24
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
viku-vuku, kargi tai iyoo magram emets dzalian gaalandzgine rozis tavi tan mat pirdapir es jobia cota sheamoklo an egre ar galandzgo biggrin biggrin biggrin



viku-vukuთარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-26, 7:20 PM | შეტყობინება # 25

397
10  +
12  ±
   ±
Offline
elle:Xx, me egre mchirdeba biggrin biggrin biggrin


elle:Xxთარიღი: კვირა, 2012-04-29, 2:44 PM | შეტყობინება # 26
<< The End Begins, Nowhere Is Safe >>
505
11  +
28  ±
   ±
Offline
viku-vuku, kargi albat rame chanafiqri gaq xoo??
shemdegs rodis dadeb???




viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-04-29, 9:22 PM | შეტყობინება # 27

397
10  +
12  ±
   ±
Offline
elle:Xx, samwuxarod es fiki agar gagrzeldeba betas agar calia da vegar moaxerxebs da...


Vampire-Barbieთარიღი: კვირა, 2012-04-29, 9:30 PM | შეტყობინება # 28

352
5  +
7  ±
   ±
Offline
viku-vuku, აუუ ვიიკ,მე მართალია არ მცალია,მაგრამ ხო მითხარი მაინც გავაგრძელებო? cry


viku-vukuთარიღი: კვირა, 2012-04-29, 9:31 PM | შეტყობინება # 29

397
10  +
12  ±
   ±
Offline
ara es ise chems kompshi metqi smile smile


Vampire-Barbieთარიღი: ორშაბათი, 2012-04-30, 7:50 AM | შეტყობინება # 30

352
5  +
7  ±
   ±
Offline
viku-vuku, ბოროტო არსებავ შენ sad კაი რაა არც მე მყავს ბეტა,მე თვითონ ვარ ჩემი თავის ბეტა,შენც გადახედე ხოლმე შენ ნაწერს ისე თითქოს სხვისი იყოს და გაასწორე ხოლმე happy

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: