Название: Never back down (Никогда не сдавайся) Автор: Я, т.е. S@li Рейтинг: R или PG-13 Бета: Приветиквсем (Люда) + Лейла Квициани с 13-ой главы. Пейринг: Эдвард/Белла Жанр: Angst, Deathfic, Romance Дисклеймер: Имена героев принадлежат Стефани Майер + мои выдуманные Статус: в процессе Саммари: Она - девушка с тяжёлым прошлым и настоящим, а будущее её туманно. Он - красив, популярен и богат. У него есть всё, и в то же время ничего. Судьба свела их, чтобы помочь друг другу…
ბავშვებო, ჯერ ერთი, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ რუსულად ვდებ, რადგან რუსულად ვწერ და ქართულად წერის ნიჭი არ გამაჩნია. თუ მაინც გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვისაც ფანფიკი დააინტერესებს, მოხარული ვიქნები... ეს ფანფიკი დაიდო, პირველ რიგში, დიანასა და ნუნუკას დაჟინებული თხოვნით. უკვე ამერია, რამდენია ხანია მარწმუნებენ, რომ დავდო. მე კიდე სუსტი ნერვები მაქვს, კარგა ხანია ამათ ვებრძვი, მაგრამ ამათი შემჩერებელი მე არა ვარ ასე რომ, აი, ვდებ.
ცხოვრება – თამაშია, რომლის პირველი წესია – თვლიდე, რომ ეს სულაც არ არის თამაში, არამედ რეალობაა..
სულ პატარა ვიყავი, როდესაც მიმაბარეს წმინდა პატრიკის კერძო ბავშვთა სახლში, რომელიც პორტ–ანჯელესში მდებარეობდა. იქ ვსწავლობდი და გავიზარდე. ჩემს მშობლებს არასდროს არ ვიცნობდი. უცნაური, მაგრამ მინდოდა არასდროს ვეშვილებინე ვინმეს. ვერ ვიტანდი მდიდარ წყვილებს, რომლებსაც უნდოდათ ვიღაცა ეშვილებინათ მხოლოდ საკუთარი ახირების გამო. მიუხედავად ამისა, ვიცოდი რომ მალე მომიწევდა ამ ადგილის დატოვება. სამწუხაროდ, ეს დღე ძალიან მალე დადგა. ეს იყო დღე, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე, ახალ ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად გადავედი ვაშინგტონის შტატის ჩრდილო–აღმოსავლეთით პატარა ქალაქში – ფორკსში. აქ თითქმის ყოველთვის ღრუბლიანი ამინდია, ნალექი კი იმაზე მეტი მოდის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მთელს ტერიტორიაზე. თავიდან ვფიქრობდი რომ ეს ოჯახი სულაც არ იყო ცუდი, მაგრამ მაშინ მხოლოდ 11 წლის სულელი გოგონა ვიყავი. მას შემდეგ, აგერ უკვე ექვსი წლის განმავლობაში, მე ვცხოვრობ ჩვენი ქალაქის ერთ–ერთ ყველაზე შეძლებულ ოჯახში – სილვერმენებთან. ოჯახის უფროსია – რიჩარდი, ქალაქის მერი. მოგვიანებით, ამ ოჯახში ჩემი გამოჩენის შემდეგ, მე გავიგე რომ ჩემი შვილად აყვანა მხოლოდ მორიგი პოლიტიკური ტრიუკი იყო ამომრჩეველთა კომპანიაში ხმების დასაგროვებლად. ფორკსი ხომ პატარა ქალაქია და ხმებიც მომენტალურად ვრცელდება. ვინ დარჩება მის მიმართ გულგრილი, როდესაც მან საცოდავი ობოლი გოგონა შეიფარა? ალბათ ბევრი. მაგრამ აქ, ფორკსში, არა. მისი ცოლი – რეიჩელი, შეიძლება ითქვას აქ სვეტური დედალი ლომია [светская львица << ვერ მივხვდი როგორ გადავთარგმნო ქართულად სწორად. ალბათ ისევ რუსულად ჯობია]. მას, ისევე როგორ მის ქალიშვილ მეგანს, მხოლოდ ფული, რეპუტაცია და პოპულარობა ანაღვლებს. „მხიარული“ ოჯახია, არა? რაც მთავარია, ამ ოჯახის ყველა წევრი გულწრფელად ვერ მიტანს. მოკლედ, მე იზაბელა სილვერმანი (ვერ ვიტან ამ გვარს) ვარ. მოგესალმებით ჩემს სამყაროში. სამყაროში, სადაც სიტყვების „სითბო“, „კომფორტი“ და „ოჯახი“ მნიშვნელობები ჩემთვის უკვე დიდი ხანია დავიწყებულია.
ბოდიშს ვიხდი, ვიცი რომ არ არის პროფესიონალურად ნათარგმნი, მაგრამ ვინც რუსული არ იცის გამოადგება (იმედია). თუ მოგეწონათ და მერე თუ მე არ დამეზარა ნელ–ნელა თავებსაც გადავთარგმნი, თუ არა და – მე მაინც ვისიამოვნე ამის გადათარგმნისას