ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 13
  • 14
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » შემდეგი გაჩერება_სიკვდილი
შემდეგი გაჩერება_სიკვდილი

Mari_Amiთარიღი: შაბათი, 2013-01-26, 6:58 PM | შეტყობინება # 16

436
7  +
9  ±
   ±
Offline
daa axali tavi rodistvis?

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2013-01-27, 4:07 PM | შეტყობინება # 17
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 1
კალმის წვერი ფურცელს ეხება და მე თქვენთვის იმ ამბის თხრობას ვიწყებ, რომელიც ოცდაორი წლის წინ დაიწყო. ზუსტად ოცდაორი წლის წინ, ერთი მიყრუებული სახლის მიყრუებულ ოთახში, მწვანეთვალება, წაბლისფერთმიანი გოგონა დაიბადა. მის დაბადებას სულაც არ გამოუწვევია განსაკუთრებული სიხარული, დედისთვის გულზეც კი არ დაუწვენიათ ისე გააქცუნეს გასაწმენდად. ნონა_ქალი, რომელიც გოგონას დედას მშობიარობაში ეხმარებოდა, ბავშვს ყოველგვარი სინაზისა და სიფრთხილის გარეშე წმენდდა. როდესაც საქმეს მორჩა და ოთახში ბავშვიანად დაბრუნდა, მათ დანახვაზე ნატომ_გოგონას დედამ ტირილი დაიწყო.
-გაიყვანე ოთახიდან! ჩემი შვილი ძლივს დავარწმუნე და გთხოვ გადაწყვეტილებას ნუ შეურყევ!-ნონას შეუღრინა მაიამ და ჩანთაში ქექვა დაიწყო ჩეკის მოსაძენად.
-მომიყვანე ჩემი შვილი!-ამოიკვნესა ნატომ და ხელები ჩვილისკენ გაიშვირა.-მხოლოდ რამდენიმე წუთით, გთხოვ!
ნონამ კითხვანარევი თვალებით გახედა მაიას და ნებართვის აღების შემდეგ ნატოს თავისი შვილი მიუყვანა. ქალმა ბავშვი გულში ჩაიკრა და მთელი სახე დაუკოცნა. შემდეგ ყელიდან პატარა, მრგვალი ფორმის, წარწერიანი კულონი მოიხსნა და გოგონას გაუკეთა.
-მინდა რომ მთელი ცხოვრება ჩემი დარქმეული სახელი ატაროს. მისი სახელი იქნება სოფი...-ნატომ პატარას შუბლზე აკოცა და შემდეგ ნონას მიუყვანა.
-გთხოვ, რაც შეიძლება მალე წადით, აღარ მინდა მისი ნახვა...-ნატომ გვერდი იცვალა და ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა. კიდევ ცოტა ხანი რომ ეყურებინა ბავშვისთვის, აუცილებლად შეიცვლიდა გადაწყვეტილებას, რაც არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა.
შუაღამისას ქუჩას ორი ადამიანი მიუყვებოდა. ერთი საკუთარი ფეხით მიაბიჯებდა, მეორე კი ხელში აყვანილი მიყავდა პირველს. ქალს ახალშობილი გულზე მიეხუტებინა და ცდილობდა დაემალა. მალევე შეუხვიეს ქუჩის კუთხეში და შემდეგ გაუჩინარდნენ.
წლები გადიოდა, სოფი იზრდებოდა და დღითიდღე უჭირდა დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა. იცოდა ის, რომ მყვირალა ქალი რომელთანაც იზრდებოდა დედამისი არ იყო. ისიც იცოდა, რომ ნონა მის გაზრდაში სერიოზულ თანხას იღებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, თუკი დედამისმა მიატოვა, რაღატომ ადარდებდა მისი ბედი და რატომ ცდილობდა რომ გოგონას არაფერი მოკლებოდა. ან რატომ დაუტოვა კულონი, რომელზეც ამოტვიფრული იყო წარწერა: ”მუდამ შენს გვერდით”. ნატო კი ცდილობდა რომ სოფის ცხოვრება უზრუნველყოფილი ყოფილიყო, მაგრამ აბა რა იცოდა, რომ გოგონასთვის გაგზავნილ ფულს ნონა ისე მოიხმარდა, როგორც გაუხარდებოდა. სოფის სასკოლო წიგნების ყიდვაც კი დიდი ჩხუბის ფასად უჯდებოდა, გართობაზე საკუთარ თავს ფიქრსაც უკრძალავდა. ბოლოს, როცა ეს ყველაფერი აუტანელი გახდა, სოფიმ გადაწყვიტა რამე ეღონა და თექვსმეტი წლის ასაკში სწავლის პარალელურად კაფე-ბარში ბარმენად დაიწყო მუშაობა. უწევდა მთვრალი კაცების, შეურაცხყოფის, დამცირების ატანა, მაგრამ ამ ყველაფერს ღირსეულად უძლებდა. ჯიბის ფულს საკუთარი შრომით გამოიმუშავებდა და ეს ცოტათი მაინც უმსუბუქებდა მძიმე ცხოვრებას. სწორედ კაფე-ბარში მუშაობისას გაიცნო თავისი საუკეთესო მეგობარი ლიზა. ეს წითური, ლამაზი გოგონა ყოველ დღე, შუაღამისას მოდიოდა და ცდილობდა ბარის მაგიდაზე ჩაძინებული, გალეშილი მამამისი სახლში წაეყვანა. ეს ყველაფერი თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა. გოგონებმა ვერც გაიგეს ისე დაახლოვდნენ. სოფის ძალიან ეცოდებოდა ლიზა და ცდილობდა დახმარებოდა მამამისის სახლში წაყვანაში. შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა, სოფიმ მეგობრის ხელებზე სილურჯეები შენიშნა. ლიზა არწმუნებდა არაფერია, არც მახსოვს როდის ვიტკინეო, მაგრამ რას გამოაპარებდა! ერთხელ, როდესაც სოფიმ სკოლასა და სამსახურს შორის ცოტა თავისუფალი დრო გამონახა, გადაწყვიტა მეგობარი მოენახულებინა. კიბეებზე ასვლისას ლიზას სახლის შეღებული კარიდან გინების და ჩხუბის ხმა მოესმა და როდესაც შიგნით შევარდა, დაინახა როგორი შეშლილი სახით უყვიროდა გურამი შვილს. ხელიც დასარტყმელად ჰქონდა მომზადებული, მაგრამ სოფიმ იქვე მდგარი ლარნაკი თავზე დააფშვნა. კაცს არაფერი მოსვლია, უფრო გამხეცდა და ახლა სოფისკენ შემობრუნდა, მაგრამ მისმა ყინულივით ცივმა მზერამ შეაჩერა. მისი დაბნეულობით ისარგებლა ლიზამ და თავის ძმასთან შეტყობინების გაგზავნა მოასწრო. მადლობა ღმერთს, რომ გიო მალევე მივიდა, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა. მან პოლიციაც მიიყვანა და როდესაც ლიზამ ბორკილებდადებული მამამისი დაინახა, ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. როცა ყველაფერი მიწყნარდა, გიომ ლიზასთან დალაპარაკება მოინდომა და სოფიმაც წასვლა არჩია. ლიზამ ბოდიში მოუხადა ამ ყველაფრისთვის და გააცილა. მისი და გიოს დიდხნიანი საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ ბინა გაეყიდათ და სხვა უბანში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. არც თუ ისე ცოტა წვალების შემდეგ გიომ ერთ-ერთ ფირმაში დაიწყო მუშაობა, მოტოციკლეტებს აწყობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ ლიზა მაინც ვერ ისვენებდა. აწუხებდა ის ფაქტი, რომ გიო მთელი დღე მუშაობდა, თვითონ კი სკოლისა და მეცადინეობის შემდეგ საკმაო თავისუფალი დრო ჰქონდა და უსაქმოდ იჯდა. ამიტომ როგორც კი გაიგო, რომ ერთი მდიდარი ქალბატონი ეძებდა ადამიანს, რომელიც ოთახის კედლებს ხელით ექსკლუზიურად მოუხატავდა, ბევრი არ უფიქრია, ჩაალაგა თავისი სამხატვრო ინვენტარი ზურგჩანთაში და მის სახლს მიადგა. სახლის პატრონი შუახნის ქალბატონი_მაია მაყაშვილი იყო, ცნობილი მხატვრის_ნატო მაყაშვილის დედა. ნატო ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, ისე, რომ არ გათხოვილა. ლიზამ მაია დაინახა თუ არა, მაშინვე სოფი წარმოუდგა თვალწინ, მაგრამ თვითონაც ვერ მიხვდა რატომ. მაიამ ლიზას უთხრა, რომ თუ სამხატვრო ინვენტარი დასჭირდებოდა, შეეძლო ნატოს ნივთები გამოეყენებინა, რომლებიც სხვენში იყო. როცა ოთახში მარტო დარჩა, ლიზამ ყურსასმენები გაიკეთა, მუსიკალურ ფლეერში მოცარტის მეოცე ნოქტურნი ააჟღერა და ხატვას შეუდგა. საქმეში გართულმა ვერც შეამჩნია ისე გამოელია საღებავები. დერეფანში გავიდა, რომ მოახლისთვის ეთხოვა სხვენში აყოლოდა, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. არც ქალბატონი მაია ჩანდა სადმე, ამიტომ გოგონას მარტოს მოუწია სხვენში ასვლა. კიბეებზე ადიოდა და თან ბუზღუნებდა, რომ მტვრიან ოთახში მოუწევდა შესვლა და შემდეგ მთელი დღე ცრემლდენისა და ცემინების ატანა. სხვენში რომ ავიდა, დენის ჩამრთველს ვერ მიაგნო, ჩაბნელებულ ოთახში გაურკვეველ საგანს ფეხი წამოკრა და კარადას შეასკდა, საიდანაც ყუთი გადმოვარდა და პირდაპირ თავზე დაეცა. ძირს დანარცხებისას ყუთს თავსახური მოსძვრა და იქიდან პატარა წიგნაკი გადმოვარდა. აფეთქების პირას მყოფმა ლიზამ წიგნაკი ხელში აიღო და ის იყო თავის ადგილას უნდა დაებრუნებინა, რომ იქიდან გადმოვარდნილმა მომცრო ზომის სურათმა მისი გაოგნება გამოიწვია. სურათზე ხმ სოფის ბავშვობა იყო აღბეჭდილი! კი მაგრამ, საიდან მოხვდა ის აქ? გოგონას ცნობისმოყვარეობამ სძლია და რაიმე მნიშვნელოვანის ძიებაში იმ ნივთების თვალიერებას მოჰყვა, რომლებიც ყუთში წიგნაკთან ერთად იყო შენახული. იქ სხვა საინტერესო ვერაფერი ნახა. იყო მხოლოდ ფუნჯები, პალიტრა, რამდენიმე ხელნაკეთი სამკაული და პატარა ზარდახშა. თითქოს საეჭვო არაფერი, მაგრამ ლიზას მაინც არ ასვენებდა კითხვა: საიდან აღმოჩნდა სოფის ფოტო ნატოს დღიურში? გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი აუცილებლად გაერკვია და დღიური სახლში წაიღო. მას აუცილებლად დააბრუნებდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერს გაარკვევდა. ბევრი წვალება არც დასჭირვებია, ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ ისიც თქვენსავით მალევე მიხვდა, რომ ნატო სოფის დედა იყო. მაგრამ სრული შოკი მაშინ მიიღო, როცა დღიურის ბოლო ფურცელზე მიმაგრებული კონვერტი აღმოაჩინა, რომელსაც ლამაზად გამოყვანილი ასოებით ეწერა: ”სოფის”. ლიზამ აქ კი ვეღარ მოითმინა და სასწრაფოდ სოფისთან წავიდა. მეგობარს ყველაფერი დეტალურად მოუყვა და წერილთან ერთად დღიურიც გადასცა. სოფის არ უნდოდა წაკითხვა, რადგან ქალს, რომელმაც მიატოვა, დედად არ აღიარებდა, მაგრამ ლიზამ აიძულა და არც შემცდარა. საოცრად ემოციური წერილის ბოლოს ეწერა, რომ სოფის აუცილებლად ენახა ზარდახშა, რომელიც კიდევ ერთ საიდუმლოს ინახავდა. ლიზას არც ამ ზარდახშის მოპოვება გასჭირვებია. მოიგონა სხვენში ჩემი უძვირფასესი ფუნჯი დამეკარგა და თუ შეიძლება მოვძებნიო. რა თქმა უნდა დაუჯერეს და მანაც ზარდახშა უპრობლემოდ წამოიღო. ვიცი, შეიძლება გაკიცხოთ, როგორ შეიძლება სხვისი ნივთების დაუკითხავად აღებაო, მაგრამ ისინი ხომ მან მხოლოდ დროებით ითხოვა და ისიც მეგობრის დასახმარებლად. ზარდახშაში სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ. იქ ლამაზი, ძველებური ფორმის გასაღები იყო, რომელზე გამობმულ ლენტზეც მისამართი ეწერა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს გასაღები სოფის დედის და ახლა უკვე სოფის სახლის გასაღები იყო. მან რა თქმა უნდა უარი თქვა ამ სახლზე და მეგობარსაც სთხოვა, რომ ეს ამბავი დაევიწყებინა და დღიურიცა და ზარდახშაც უკან დაებრუნებინა. სოფის მანამდე სჯეროდა იმის, რომ ლიზა მართლაც ასე მოიქცა, სანამ ერთ დღეს ნონასთან სერიოზული ჩხუბის შემდეგ მეგობარს არ მიაკითხა და მან გასაღები არ მისცა.
-იყავი ბედნიერი, ნუ იტანჯები იმ მონსტრთან! და ბოლოს და ბოლოს, შეიგნე, რომ ის, რაც მოხდა, დედაშენის ბრალი არ ყოფილა! მას ბებიაშენმა აიძულა ამის გაკეთება, შენთან ყოველგვარი კონტაქტი აუკრძალა, მაგრამ ნატომ მაინც მოახერხა ის, რომ შენთვის უზრუნველყოფილი მომავალი შეექმნა. შენთვითონაც ხვდები ამას, მაგრამ იმდენად ჯიუტი ხარ, რომ აღიარება არ გინდა! ახლა კი ადგები, ჩემთან ერთად წამოხვალ და შენს სახლს ნახავ!
ლიზა და სოფი მითითებულ მისამართზე წავიდნენ. შეიძლება ითქვას უბრალოდ მოპირდაპირე კორპუსში გადავიდნენ, რადგან როგორც აღმოჩნდა, გოგონების კორპუსები ერთმანეთის პირისპირ იდგა. იქ კიდევ ერთი სიურპრიზი დახვდათ. მისაღებ ოთახში, დაბალ მაგიდაზე იდო წერილი, რომელშიც ბანკის ანგარიშის ნომერი ეწერა. ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ზღაპარში! სოფიმ იმავე დღეს მიახალა ნონას პირში რასაც მასზე ფიქრობდა, შემდეგ ბარგი შეკრა და დედამისის დატოვებულ სახლში გადავიდა. სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ასევე წარმატებით ჩაირიცხა კონსერვატორიაშიც ვოკალის განხრით. პარალელურად საღამოს ცვლაში მუშაობა დაიწყო წიგნების მაღაზიაში და შესაბამისად ბარიდან წამოვიდა. ლიზა კი ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა ას პროცენტიანი გრანტით. ორივეს ეგონა, რომ მათ ცხოვრებაში მძიმე პერიოდმა უკვე გაიარა და საბოლოოდ გადავიდნენ თეთრ ზოლზე, მაგრამ რა იცოდნენ წინ რა ელოდათ, განსაკუთრებით კი, სოფის... მან სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობასთან ერთად როკ ბენდშიც დაიწყო სიმღერა და დრო თითქმის აღარ ჰქონდა. 13თებერვალსაც მის ბენდს როკ-კლუბში კონცერტი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი 22:00საათზე დაიწყო და კაცმა არ იცოდა როდის დამთავრდებოდა, მაინც უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ბენდმა ”Forever Young” სცენაზე ცეცხლი დაანთო, სოფიც ბოლომდე დაიხარჯა. ხალხი ნასიამოვნები იყო, ბევრი იცეკვეს და იმხიარულეს. კონცერტი გამთენიისას დასრულდა, მაგრამ სანამ ბენდი სცენიდან არ ჩამოვიდა, ერთ ადამიანსაც კი არ დაუტოვებია კლუბი. ხუთი ხდებოდა სოფი სახლში რომ მივიდა. ისეთი გადაღლილი იყო, ტანსაცმლიანად მიწვა საწოლზე და ჩასთვლიმა თუ არა, მაშინვე მისი მობილური ამღერდა. გოგონამ ერთი კი შეიკურთხა, ხელის ფათურით მოძებნა მობილური და ეკრანზე არც დაუხედავს ისე უპასუხა. იქიდან კი მამაკაცის სასიამოვნო, ხავერდოვანმა ბარიტონმა უთხრა:
-ვალენტინობას გილოცავ, სოფი!-შემდეგ კი წყვეტილი ზუმერი გაისმა...
სოფიმ დილით თავი ბალიშიდან ძლივს ასწია. ვერ იტანდა, როცა დაღლილი იღვიძებდა და ახლა სწორედ რომ ასე გრძნობდა თავს. სამსახურში რომ არ ყოფილიყო წასასვლელი, შუა დღემდე არც ადგებოდა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ ჰქონდა. მითუმეტეს, რომ წიგნების მაღაზიას, რომელშიც სოფი მუშაობდა, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური ფასდაკლებები ჰქონდა და სამსახურის გაცდენა შესაძლოა გოგონას მის დაკარგვადაც დასჯდომოდა. სოფიმ შხაპი მიიღო, უცბადვე გამოეწყო ჯინსსა და სვიტერში, ფეხზე უგები ამოიცვა, ნახევრად სველ თმაზე ქუდი ჩამოიმხო, ქურთუკი შემოიცვა, ჩანთა ცალ მხარზე გადაიკიდა, ყურსასმენებით აღიჭურვა და მეცხრე სართულიდან ლიფტით დაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფუთნილი იყო, ზამთრის სუსხიანმა ქარმა სახე მაინც აუწვა. საბედნიეროდ გაჩერებაზე დიდხანს დგომა არ დასჭირვებია, მალევე მოვიდა ავტობუსი და სოფიც ნახევარ საათში უკვე ”პროსპეროს წიგნების მაღაზიის” კარს აღებდა. ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელსაც საკუთარი სამსახური ძალიან უყვარდა. იქ თავს სრულიად თავისუფლად გრძნობდა და მართლაც არ ჰქონდა ბევრი შეზღუდვა. მუშაობდა ყოველ დღე, დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე. ორკვირიანი მუშაობის შემდეგ ნინი ცვლიდა და ახლა სოფის დასვენების ჯერი დგებოდა. გასამრჯელოც იმდენი ჰქონდა, რომ თვიდან თვემდე თავისუფლად ჰყოფნიდა, მაგრამ თუ თავს განებივრების უფლებას მისცემდა ამაში ხელს დედის მიერ დატოვებული, თითქმის ხელშეუხებელი საბანკო ანგარიში უწყობდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალზედ კომფორტულ პირობებში მუშაობდა. ახლა კი, იდგა და ერთ ”ინტელექტუალს” უხსნიდა, რომ ამ მაღაზიაში არ იყიდებოდა წიგნები იმ მსახიობების ავტოგრაფებით, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ წიგნების ეკრანიზაციაში. მთელი ნახევარი საათი ცდილობდა ტონალური საცხით და მაკიაჟით ”გალამაზებული” გოგონასთვის იმის ახსნას, რომ ფილმებს იღებენ წიგნების მიხედვით და არა პირიქით, შესაბამისად ყველაზე კარგ შემთხვევაში წიგნს შეიძლებოდა მწერლის ავტოგრაფი მოყოლოდა და არა მსახიობის, მაგრამ ამაოდ. ნატრობდა, რომ ნერვებს არ ემტყუნა და საბედნიეროდ გაუმართლა_გოგონა როგორც იქნა მიხვდა და გავიდა. როცა სოფიმ ცოტა თავისუფალი დრო გამონახა, ლიზასთან გადარეკვა დააპირა, მაგრამ გუშინდელი ზარი გაახსენდა და გადაწყვიტა ნომერი შეემოწმებინა. როდესაც ნომრის ნაცვლად ”დაფარული კონტაქტი” დახვდა, ღიმილი სახეზე შეეყინა. ვინ შეიძლება ყოფილიყო ის რომანტიკოსი უცნობი? რომელი ნორმალური ადამიანი დარეკავდა გოგოსთან გამთენიისას ვალენტინობის მისალოცად? სამწუხაროდ სოფი ვერ გაარკვევდა ამას, რაზეც გული იმ მარტივი მიზეზის გამო სწყდებოდა, რომ გაურკვევლობას ვერ იტანდა. ბოლოს, როდესაც გადაწყვიტა, რომ ეს ზარი დაევიწყებინა, მობილური ხელში აუმღერდა, განათებულ ეკრანზე კი ”დაფარული ნომერი” ციმციმებდა...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

littlegirlთარიღი: კვირა, 2013-01-27, 4:22 PM | შეტყობინება # 18
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
vax happy mainteresebs neta ra akvshiria shesavalsa da pirvel tavs shoris :))))



Rhaegarთარიღი: კვირა, 2013-01-27, 4:38 PM | შეტყობინება # 19
...to porcelain, to ivory, to steel.
15
0  +
0  ±
   ±
Offline
Quote (littlegirl)
mainteresebs neta ra akvshiria shesavalsa da pirvel tavs shoris :))))

+1 smile
sainteresoa... dialogebic rom iyos uketesi iqneboda happy
shemdeg tavs velodebi..




"When the snow falls and the white winds blow, the lone wolf dies but the pack survives.”

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2013-01-27, 4:52 PM | შეტყობინება # 20
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
madlobt bavshvebo kiss
Quote (Rhaegar)
dialogebic rom iyos uketesi iqneboda

es tavi ubralod mimoxilvasavit mqonda da imitom gamovida aseti, shemdegshi agar ganmeordeba biggrin
6tavi ki maqvs akrefili bavshvebo, ubralod exla ro ertianad davdo, skolis gamo mere kai xani vegar movaxerxeb da amitom gamovizogav jobia. albat kvirashi or, maqsimum sam tavs davdeb biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mari_Amiთარიღი: კვირა, 2013-01-27, 8:44 PM | შეტყობინება # 21

436
7  +
9  ±
   ±
Offline
xo eg minusi dialogebze sheidzleba arc chaitvalos,radgan tu amgvarad dawerdi dialogi zedmeti iqneboda^^ tavebze ki imas getyvi rom shabat-kviras daamtxvie kiss

♡COLD♡თარიღი: სამშაბათი, 2013-01-29, 1:15 AM | შეტყობინება # 22

26
3  +
0  ±
   ±
Offline
ძალიან მომწონს ახალი ისტორია რათქმაუნდა ვიცი რომ კარგად წერ შენი სხვა ისტორიაც მაქვს წაკითხული ...
პერსონაჟებიც მომწონს...
ველი გაგრძელებას.



♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2013-01-29, 3:11 PM | შეტყობინება # 23
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
♡COLD♡, didii madloba kiss Mari_Ami, tu tqven mase gindat, mashin marto shabat-kviras davdeb, araa problema, me ki mzad maqvs ukve, maggram... smile smile


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: სამშაბათი, 2013-01-29, 11:25 PM | შეტყობინება # 24
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
პროლოგი ძალიან მაგარი იყო , მართლა <3 საერთოდ მიყვარს დეტექტიური რომანები =))
რაც შეეხება პირველ თავს , მომეჩვენა რომ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა და უცბად ერთ თავში ჩაეტია , ჩვილი ბავშვი უცბად მოზარდად იქცა , მაგრამ ვიცი ტყუილად არ წერ , შენი ინდივიდუალური წერის სტილი გაქვს და მე პირადად ძალიან მომწონს.
ცოტა საეჭვოა, ერთი უბედური , ობოლი გოგო როგორ უცბად გადაიქცა ''ბედნიერ'' ადამიანად და აქ რაღაც ინტრიგაა ჩამალული , ყველა გიცნობთ შენ ;დ
თან ეს ზარიიიც ................................... და ფიკის თავების საინტერესო ადგილას გაწყვეტა ......................... გიცნოოოოოოობთ :))
მოკლედ , მე , პირადად , მჯერა შენი და ვიცი ესეც ძალიან მაგარი გამოვა, როგორც სხვა ყველა , დანარჩენი . :)) მეც ძალიან მაინტერესებს , როგორ დაუკავშირდება პროლოგი მომავალში სოფის ისტორიას.
მიყვარხარ kiss



♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2013-01-30, 4:08 PM | შეტყობინება # 25
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Jack♥sparrow, martlac rom kargad micnob nin biggrin shemdegi tavi albat paraskevs iqneba. manamdec ki shemidzlia, magram vici am oxeri skolis gamo tqvenc chemsavit dakavebulebi xart, amitom paraskevs davdeb happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-01-30, 4:24 PM | შეტყობინება # 26

436
7  +
9  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, ici jobia eerti tavi dado an shabats an kviras da meore tavi swavlisdgeebshi ^^

Sallomeთარიღი: ოთხშაბათი, 2013-01-30, 10:27 PM | შეტყობინება # 27

76
4  +
6  ±
   ±
Offline
dzalian momwons..:))) kargi xar, rogorc yoveltvis lips lips love
shens ertgul mkitxvelad migule ... happy happy



♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2013-01-31, 3:00 PM | შეტყობინება # 28
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 2
-გისმენთ!-დაბნეული ხმით უპასუხა სოფიმ.
-გამარჯობა, სოფი! როგორ გრძნობ თავს? იმედია სამსახურში ძალიან არ იღლები, თორემ ალბათ რა ძნელია სამსახურის შემდეგ კიდევ ბენდის რეპეტიციაზე წასვლა. დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები, ლურჯი სვიტერი შენს ქათქათა კანს კიდევ უფრო ალამაზებს.
-მოიცა!-შეაწყვეტინა სოფიმ.-ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან?
-რა უნდა მინდოდეს? ჩემი ერთადერთი სურვილი ის არის, რომ შენ ბედნიერი იყო და მეც ჩემის მხრივ ვეცდები ამაში დაგეხმარო. ხოლო ჩემ ვინაობას რაც შეეხება, ამას მაშინ გაიგებ, როცა საჭირო იქნება. დღეს საღამოს სავარაუდოდ მოთოვს, ასე რომ ქურთუკი კარგად შეიკარი, თორემ გაცივდები, ყელი აგტკივდება და სიმღერას ვეღარ შეძლებ. საერთოდ არ უფრთხილდები შენს თავს, დღეს დილითაც სველი თმით წახვედი სამსახურში, აბა როგორ შეიძლება ასე?!
-ახლავე გაჩუმდი! მითხარი ვინ ხარ, თორემ გავთიშავ!
-თუ ჩემთან ლაპარაკს განაგრძობ, ამას თავად გამოიცნობ. გაინტერესებს ვინ ვარ? მაშინ გამოიცანი.
-ვთიშავ!-მოჩვენებითი სიმშვიდით უთხრა სოფიმ და გაუთიშა.
დღის ბოლომდე სხვა საინტერესო არაფერი მომხდარა, სულ რამდენიმე წიგნი გაყიდა, უამრავი შეტყობინება მოუვიდა ”უცნობისგან”, რამდენიმე შეკვეთა კურიერს გადასცა, ბოლოს კი მაღაზია დაკეტა და სახლისკენ გაემართა. გაოგნდა, როცა გარეთ გასვლისას შეამჩნია, რომ თოვდა, შემდეგ ”უცნობის” სიტყვები გაახსენდა და ქურთუკი შეიკრა. გზად საკონდიტროში შეიარა, ნამცხვარი იყიდა და ლიზასთან ავიდა. უყვარდა ასეთ ამინდში მასთან ყოფნა, ყავის დალევა და ნებისმიერ სისულელეზე ლაპარაკი.
-აბა, როგორ ჩაიარა გუშინდელმა კონცერტმა? მაპატიე რომ ვერ მოვედი, დღევანდელი გამოცდისთვის ვემზადებოდი.-უთხრა ლიზამ როდესაც მოკითხვებს მორჩნენ, სავარძლებში მოკალათდნენ და ნამცხვარს შეექცნენ.
-კონცერტმა კარგად ჩაიარა. მგონი ხალხმა ისწავლა, რომ ”კაკლის მურაბა”-სა და ”თბილისი და წაღვერი”-ზე გემოვნებიანი მუსიკაც არსებობს. გამოცდაზე არც გეკითხები, ვიცი ბრწყინვალედ დაწერდი.
-ის საკითხები შემხვდა, რომელიც მინდოდა-გაეცინა ლიზას.-გატყობ რაღაც გაქვს მოსაყოლი და ვერ ისვენებ...-ცალი წარბია აწია გოგონამ და მეგობარს ინტერესიანი მზერით მიაჩერდა.
-რა კარგად მიცნობ! გუშინ ვიღაცამ დამირეკა დაფარული ნომრით და ვალენტინობა მომილოცა, დღესაც დამირეკა და მომიკითხა. მითხრა რომ ლურჯი სვიტერი ჩემ კანის ფერს ძალიან უხდებოდა და იმის გამო მისაყვედურა, რომ სახლიდან სველი თმით გავედი. მან არამარტო ჩემი სახელი, არამედ ჩემზე ყველაფერი იცის!
-ოჰო, ფარული თაყვანისმცემელი?-წარბები აზიდა ლიზამ.
-ან ვინმე ფსიქოპატი!
-მოიცა რა, ფსიქოპატი არა მანიაკი! მომინდომა გოგომ მსხვერპლის როლში ყოფნა,-დასცინა ლიზამ და ყავა მოსვა.-რას აპირებ?
-არ ვიცი. მითხრა, თუ გაინტერესებს ვინ ვარ, მაშინ გამოიცანიო.
-მაშინ ადექი და შენც აყევი თამაშში! ვერ დავიჯერებ რომ არ გაინტერესებს ვინ არის!
-არ მაინტერესებს კი არა, ვკვდები ინტერესით! მაგრამ ვითომ დარეკავს კიდევ?
-თუ რეალური პიროვნებაა და უბრალოდ არ ”კაიფობს”, მაშინ აუცილებლად გამოჩნდება.
ლიზა მართალი აღმოჩნდა. უცნობი გამოჩნდა. ის ყოველ დღე და დღეში რამდენჯერმე ურეკავდა სოფის. უყვებოდა ყველაფერს მასზე და არამარტო მასზე. სოფის ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს არ არსებობდა რამ, რაც მან არ იცოდა. ისეთი სასიამოვნო მოსაუბრე იყო, სოფის იმის დისკომფორტიც არ ჰქონდა, რომ უცნობს ესაუბრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ უცნობად აღარც თვლიდა. აბა როგორ შეიძლება უცნობი იყოს ადამიანი, რომელსაც თვენახევრის განმავლობაში ყოველ დღე ესაუბრები. ”ის” ყოველთვის ურჩევდა სოფის როგორ მოქცეულიყო. ერთხელ ისიც კი უთხრა, გაჭრილ თითს კარგად მიხედე, ინფექცია არ შეგეჭრასო. ამ ფრაზამ სოფის შოკი გამოიწვია. საიდან უნდა სცოდნოდა სასიამოვნო ბარიტონიან ბიჭს, რომ გოგონამ სამსახურში შემთხვევით ქაღალდის საჭრელი დანით თითი გაიჭრა? მაგრამ ყურადღება არ მიაქცია ამ ფაქტს და საუბარი უდარდელად განაგრძო. უკვე მისმა ყველა მეგობარმა იცოდა მისი უცნობი მეგობრის არსებობის შესახებ და ყველა ურჩევდა რომ რეალობაში დაბრუნებულიყო და შეეწყვიტა იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც არც კი იცნობდა. სოფი კი თავადაც ვერ ხვდებოდა მათ ჯიბრზე თუ თავისი სურვილით, უფრო და უფრო უახლოვდებოდა ”მას”. იმასაც კი უყვებოდა, რა ჭამა და რა ფილმს უყურა. მასზე იმდენად დამოკიდებული გახდა, რომ ერთხელ, როდესაც უცნობმა ჩვეულ დროს არ დაურეკა, კინაღამ შეიშალა. მაგრამ როდესაც ის მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩნდა, სოფიმ ისიც კი იფიქრა, რომ რამე მოუვიდა და ანერვიულებულმა ლიზას დაურეკა. მისი მეგობარიც არ იყო უკეთეს დღეში.
-შენ რაღა მოგივიდა?-შეწუხდა სოფი.
-გიოს დღეს რბოლა აქვს, შესაბამისად გამთენიისას მოვა, ანუ მაშინ, როდესაც მე მეძინება. არადა დღეს სამსახურიდან დაურეკეს, ვერ ვუკავშირდებით და გადაეცით, რომ ხვალ დილით აუცილებლად შეხვდეს გერმანელ კომპანიონს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საერთოდ ნუღაც მოვა სამსახურშიო.
-მერე რა პრობლემაა? თუ მობილური გამორთული აქვს წავიდეთ და გავაფრთხილოთ.
-ჭკვიანო, დაგავიწყდა რომ ამიკრძალა იქ მისვლა?
-კარგი რა ლიზა, აუცილებელი საქმეა! მეც წამოგყვები და როდესაც გაიგებს რატომ მივაკითხეთ აღარ გაბრაზდება.
-ვითომ?
-ვითომ კი არა მართლა. მიდი გაემზადე, ამოგივლი და წავიდეთ.
თხუთმეტ წუთში გოგონები უკვე ტაქსიში ისხდნენ და მძღოლს უხსნიდნენ სად უნდა მისულიყვნენ. მძღოლის უცნაური მზერა კი დაიმსახურეს, მაგრამ ახლა მათთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო სწორად მისულიყვნენ რბოლის ადგილას.
-სწორად მოვედით?-იკითხრა გაოგნებულმა სოფიმ, როდესაც ტაქსიდან გადმოვიდნენ და მიყრუებულ გზაჯვარედინთან აღმოჩნდნენ.
-თითქმის. ახლა ცოტა ფეხით უნდა გავიაროთ და მივალთ. ტაქსით იქამდე ვერ მივიდოდით, ხომ იცი, უკანონო რბოლაა.
-ოხ გიორგი! რას გაეხვა ამ ამბებში რა!-იცოფებოდა სოფი და თან ლიზასთან ერთად გზას მიუყვებოდა. როდესაც ერთ ჩიხში შეუხვიეს და ხმაური შემოესმათ, შეშინების ნაცვლად შვებით ამოისუნთქეს.
გიორგის სანახავად ბევრი ძებნა არ დაჭირვებიათ. რბოლის წინა ხაზზე იდგა და ვიღაც უცნობ ტიპებს ელაპარაკებოდა. ლიზას დანახვაზე თვალები შუბლზე აუვიდა, მზერა გაუმკაცრდა და მაშინვე გოგოებისკენ გაემართა.
-თქვენ აქ რა გინდათ?
-გიო, არ გაბრაზდე, აუცილებლად უნდა მოვსულიყავით! სამსახურიდან დაგირეკეს...-სანამ ლიზა თავის ძმას საქმის ვითარებას უხსნიდა, სოფის მობილური ”დაფარულმა ნომერმა” აამღერა და გოგონაც შედარებით მშვიდი ადგილისკენ გაემართა.
-როგორ ხარ?-აღმოხდა მაშინვე, როგორც კი უპასუხა. საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, როგორც აღმოჩნდა ”უცნობს” იმიტომ არ ეცალა, რომ რაღაც ძალზედ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა. სოფი გააბრაზა მისმა პასუხმა და ჯერ გაუთიშა, შემდეგ კი მობილური საერთოდ გამორთო.
-უნამუსო! იდიოტი! ის თურმე კარგად იყო და მე კი ტყუილად მანერვიულა!-ილანძრებოდა სოფი და თან გზის გაგნებას ცდილობდა, როცა გვერდით შავ ”იამაჰაზე” ამხედდრებულმა ტიპმა ჩაუარა.
-ეი, ლამაზო! გზა ხომ არ აგებნა?-სოფის დანახვაზე სიმპატიურმა ბაიკერმა ჯერ წაუსტვინა, შემდეგ კი ჩამოქვეითდა და ბაიკს მიეყრდნო.
-გაიარე რა!-შეუღრინა სოფიმ.
-ოი, რა ბრაზიანი ყოფილხარ! და რომ იცოდე როგორ გიხდება გაბრაზება!-ჩაიცინა უცნობმა.
-შემეშვი!-სოფიმ მარცხენა ხელის შუა თითი დაანახვა და გზა განაგრძო, მაგრამ როცა მიხვდა რომ უკან დასაბრუნებელ გზას ვერ პოულობდა, ამოიგმინა:
-ჯანდაბა! როგორ უნდა გავაღწიო აქედან?
-დაჯექი, გაგიყვან!-შესთავაზა ბაიკერმა და ძრავა ააღმუვლა, მაგრამ სოფი განძრევასაც არ აპირებდა. ბოლოს როცა მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, უკმაყოფილო სახით შემოუჯდა უკან, მაგრამ ხელები ზურგზე არ შემოუხვევია. უბრალოდ მაგრად ჩაეჭიდა სპეციალურ მოსაჭიდებელს დასაჯდომის უკან და შემდეგ ბაიკი წინ გაიჭრა. ადგილზე მისვლისას სოფი სწრაფად ჩამოქვეითდა და მათკენ წამოსული გიოსკენ გაემართა.
-რა ხდება?-იკითხა დაბნეულმა გიომ.
-რა უნდა ხდებოდეს, ამ მშვენიერ არსებას გზა აებნა და დავეხმარე.-გაიცინა ბაიკერმა და გიოს ხელი ჩამოართვა, ოღონდ არა ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ესალმებიან ერთმანეთს, არამედ ისე, როგორც უახლოესი მეგობრები ართმევენ ხელს ერთმანეთს.
-მოდი მაშინ ამ უმშვენიერეს არსებას გაგაცნობ. ის ლიზას საუკეთესო მეგობარი სოფია და ისე მიყვარს, როგორც ლიზა. სოფი, ეს კი დანია, ჩემი უახლოესი ძმაკაცი.
-ძალიან სასიამოვნოა!-ხელზე ეამბორა დანი გოგონას და შემდეგ თვალებში მომნუსხველად შეხედა. ამ მზერამ სოფი იმდენად დააბნია, რომ ძლივს ამოიბლუყუნა ”ჩემთვისაცო” და შემდეგ ლიზასკენ გაემართა. მისმა საქციელმა დანის სიცილი გამოიწვია, მაგრამ როდესაც გიოს მზერა დაიჭირა, მაშინვე დასერიოზულდა.
-რა?-იკითხა დაბნეულმა. ვერ ხვდებოდა რამ გამოიწვია გიოს გაბრაზება.
-დანი, როგორც გითხარი სოფის ისე ვუყურებ, როგორც ჩემ დას, ანუ საშენო გოგო არ არის.
-”საჩემო გოგოში” რას გულისხმობ?
-იცი რასაც! სოფი არაა ის გოგო, რომელსაც ერთი ღამისთვის გამოიყენებ.
-ეი, რა მოგივიდა? როდიდან მჭირდება იმის ახსნა როგორ უნდა მოვექცე ძმაკაცის დას?
-დავინახე როგორ უყურებდი, დანი. გითხარი უკვე, ის ჩემთვის იმავეს წარმოადგენს, რასაც ლიზა.
-არ მჭირდება ახსნა, გასაგებია!-დანი ძმაკაცს გადაეხვია, შემდეგ კი თავში წამოარტყა და უთხრა:-წამო, რბოლა იწყება...
* * *
-რაო გიომ, ხომ არ გაბრაზდა?-დაიწყო სოფიმ მაშინვე, როგორც კი ლიზასთან მივიდა, რადგან თავიდან აერიდებინა კითხვები დანის შესახებ.
-გიო არ გაბრაზებულა, მაგრამ შენ რატომ ცდილობ თავის დაძვრენას ქალბატონო? აბა დაიწყე მოყოლა ჯერ სად გაუჩინარდი და მერე რა გინდოდა დანისთან ერთად?
-”მან” დამირეკა და იმიტომ გავედი, აქედან ლაპარაკი ყოვლად შეუძლებელი იყო.-სოფი თითქმის ყვიროდა, რადგან მრბოლელები უკვე აღმუვლებდნენ ბაიკებს და სტარტს ელოდნენ.-რაღაც სულელური მიზეზები მოიდო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მქონდა მისაღება და მაგიტომ ვერ დაგირეკეო. გავბრაზდი და გავუთიშე.
-ეგ კარგი, მაგრამ იმაზე რას იტყვი წეღან რაც გკითხე?-ლიზამ თვალით დანისკენ ანიშნა.
-რა უნდა ვთქვა, შენ თვითონაც იცი ვინაა. გზა ამებნა და აქამდე მომიყვანა. და საერთოდაც, რა დაკითხვაა ვერ გავიგე!-”გაბრაზდა” სოფი.-წამო, რბოლას ვუყუროთ,-შემდეგ კი ლიზა ხალხის ბრბოსკენ წაათრია და ”საპატიო ადგილები” დაიკავეს პირველ რიგში.
რბოლა დიდხანს არ გაგრძელებულა და რა თქმა უნდა ექსცესების გარეშეც არ ჩაუვლია. რომელიღაც გადარეული ცდილობდა გიო ჯებირზე შეეხეთქებინა, მაგრამ დანის წყალობით თვითონ აღმოჩნდა მის ადგილას. ფინიშის ხაზთან პირველი დანი მივიდა, შესაბამისად ფულიც მან დაიმსახურა. როგორ შეიძლებოდა აღებული პრიზი მაშინვე არ დაეხარჯა, ამიტომ გიოსა და რამდენიმე ძმაკაცთან ერთად ბარში წასვლა გადაწყვიტა. გოგოებსაც შესთავაზეს მასთან ერთად წასულიყვნენ, მაგრამ სოფიმ უარი თქვა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დანისთან რამდენიმე წუთიანი კონტაქტისასაც კი საშინლად იბნეოდა და მთელი საღამო მის გვერდით ვერ გაძლებდა. შესაბამისად არც ლიზა წასულა. შუაღამისას დაბრუნდნენ სახლში. სოფიმ მობილური რომ ჩართო, ”უცნობისგან” ოცი გამოტოვებული ზარი იყო და ოცდამეერთედ ახლა ურეკავდა.
-რა გინდა?-უხეშად უპასუხა სოფიმ, უნდოდა ეგრძნობინებინა, რომ გაბრაზებული იყო.
-რა გჭირს?-მაშინვე შეატყო უხასიათობა.
-როგორ თუ რა მჭირს? შენ საერთოდ ნორმალური ხარ? ჯერ მთელი დღე იკარგები და რაღაც სულელურ მიზეზებს მეუბნები, მერე კი მირეკავ და ვითომც არაფერი ისე გინდა საუბარი?
-დაწყნარდი და მომისმინე!-ხმა გაუმკაცრდა ”მას”.-მე შენ არასდროს არ მომიტყუებიხარ, გასაგებია? და არც მაშინ მოგატყუე, როცა გითხარი სერიოზულ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი და ამის გამო ვერ დაგირეკეთქო. შენ რა, ჩემი არ გჯერა?
-ის ისეთი გამყინავი და დემაგოგიური ხმით ლაპარაკობდა, რომ სოფიმ წამით თავი დამნაშავედაც კი იგრძნო. მაგრამ მალევე მოეგო გონს.
-მჯერა, მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ.
-მაშინ მოდი ჩემ გადაწყვეტილებას გაგანდობ, ხასიათსაც გამოგიკეთებს და თან მგონი უკვე მზად ხარ ამისთვის.
-ოჰო, აბა გისმენ!-გაეცინა სოფის და დაინტრიგებული ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა.
-მიყვარხარ!
-ახალი ამბავი! შენც ძალიან ახლობელი ხარ ჩემთვის.
-არა სოფი, ვერ გამიგე. მე ისე მიყვარხარ, როგორც ქალი და არა როგორც მეგობარი. ჩემი ზარების მიზანიც ის იყო, რომ ამისთვის შემემზადებინე, რადგან შენც გიყვარვარ, უბრალოდ ამას ვერ ხვდები. აბა, რას იტყვი?
-რას და ცოტა ადრე მოგივიდა. პირველი აპრილი ხვალ არის და ხვალ თუ მეტყოდი უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.
-სოფი, მე მართლა გეუბნები. ეს არანაირი ხუმრობა არ არის!
-კი, როგორ არა! დავიჯერე.-სიცილს არ წყვეტდა გოგონა.
-ჩემს სიმართლეში რომ დაგარწმუნო, გთხოვ რომ ცოლად გამომყვე!
-ბრავო! ქედს ვიხრი შენს წინაშე! ჩემი არსებობის ოცდაორი წლის განმავლობაში მეც კი არ მომიფიქრებია ასეთი საპირველაპრილო ხუმრობა.
-სოფი, გითხარი უკვე_მე არ ვხუმრობ! გთხოვ, გახდი ჩემი მეუღლე.
-ცოლად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგყვები, თუ მთელ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით დარჩენილნი.
-კარგი, იცოდე ვიმახსოვრებ!
-დაიმახსოვრე, გადაწყვეტილებას მაინც არ შევიცვლი. ახლა კი მოდი სერიოზულად, რას აკეთებდი დღეს? იცი, მე დღეს პირველად ვიყავი ბაიკერების რბოლაზე. ეგ კი არა, ბაიკზეც ვიჯექი!
-რა? ალბათ როგორც ყოველთვის გიოსთან იჯექი, არა?
-გაგიკვირდება და არა! შენ რომ გელაპარაკე გვერდით ვიყავი გასული. გზა ამებნა, უკან ვეღარ ვბრუნდებოდი, შემდეგ კი დანი გამოჩნდა და იმან წამიყვანა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ გიოს ძმაკაცია. რბოლაშიც პირველ ადგილზე გავიდა და ბიჭებთან ერთად ბარში დაგვპატიჟა მე და ლიზა, მაგრამ არ წავედით. ბოლოს ტაქსიში ჩაგვსვეს და გამოგვიშვეს, თვითონ კი ბაიკებით წავიდნენ.-სოფიმ თვითონაც ვერ შენიშნა ისეთი აჟიტირებული ყვებოდა ამ ამბავს. მართალია სოფიმ ვე შენიშნა, მაგრამ ”მას” არ გამოპარვია და კითხა კიდეც:
-სოფი, იმ ვიღაც ტიპზე ასეთი აღფრთოვანებული ხმით რატომ ლაპარაკობ?
-რა? არა, რა სისულელეა!
-მე არაფერი არ მეჩვენება, სოფი!
-მოდი ჯობია გავთიშავ. ვერ აეწყო დღეს ჩვენი საუბარი და ჩხუბის ხასიათზე არ ვარ!-უთხრა სოფიმ და სანამ გათიშვის ღილაკს დააჭერდა, წყვეტილი ზუმერი გაიგო, რამაც საშინლად გააცოფა! არა, როგორ გაუთიშა? ან ის რა სულელური ხუმრობა იყო? ვერ იტანდა ასეთ რაღაცეებს და არც ”ის” ეგონა ასეთი ადამიანი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ცდებოდა... კი მაგრამ, რამ გაასულელა ამხელა კაცი? სოფი მას მართლაც პატივს სცემდა და უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ ადამიანს, როელიც ნანახიც არ ჰყავდა, ვერ შეიყვარებდა როგორც მამაკაცს და მთელი ცხოვრების მასთან ერთად გატარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
საშინლად გაბრაზებული იყო, ახლა სახლში რომ დარჩენილიყო, აუცილებლად რაღაცას დაამტვრევდა, ამიტომ მუსიკალური ფლეერი აიღო, ქურთუკი შემოიცვა და სახლიდან გავიდა. შორს არსაც მიდიოდა, პირდაპირი სვლით გაემართა სახურავისკენ. უყვარდა ღამე აქ ჯდომა. კარგ ამინდში პლედს აფენდა, ზედ წვებოდა და ვარსკვლავებს უყურებდა, თან ოცნებობდა. ოცნებობდა ენახა მამა, რომელიც არც კი იცოდა ვინ იყო. აინტერესებდა როგორ მიიღებდა ის. რა თქმა უნდა თუკი მას ოჯახი ჰყავდა, სოფი ისევე გაქრებოდა მისი ცხოვრებიდან, როგორც გაჩნდა, მაგრამ უნდოდა მამამისს სცოდნოდა, რომ სადღაც, ამ დედამიწაზე მასთან ერთად დააბიჯებდა გოგონა, რომელიც მისი შვილი იყო. აქაურობა საოცრად ამშვიდებდა. ხშირად წვიმის დროსაც კი ამოსულა აქ. ამ ადგილისადმი სოფის დამოკიდებულება მხოლოდ ლიზამ იცოდა, ერთხელ აქ იქეიფეს კიდეც. მაგრამ რა თქმა უნდა კაპასი მეზობლების შიშით ხმაურს მოერიდნენ. ბევრი არაფერი ჰქონდათ. მათი ”სუფრა” შედგებოდა მხოლოდ გოგრა ბლისა და საფერავისაგან, მაგრამ იმ მომენტში ეს ყველაფერი მდიდრულ ნადიმად ეჩვენებოდათ. უკან როგორ ჩამოვიდნენ დღემდე ვერ იხსენებენ, მაგრამ როდესაც მეორე დილით სოფიმ აბაზანაში გაიღვიძა და ლიზამ კი სამზარეულოს მაგიდაზე, მიხვდნენ რომ ამდენი არ უნდა დაელიათ. ახლა კი სოფი იჯდა, წარსულს იხსენებდა და ეღიმებოდა. თმაზე თოვლის ფიფქების შეხება იგრძნო, მაგრამ არ გაკვირვებია. ეს ხომ თბილისი იყო. ნიკო გომელაურის ლექსი გაახსენდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
”ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს,
შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს...”
მართალია სოფისთვის მზის სხივს არ უკოცნია, მაგრამ უკვე აპრილი იყო და თოვლის ფიფქები თმაზე ადნებოდა. მართალია ქარი სახეს უწვავდა და გაყინული ხელები უკვე სტკიოდა, მაგრამ თავს მაინც ბედნიერად გრძნობდა. სიამოვნებდა იმის შეგრძნება, როგორ ევსებოდა ფილტვები სუფთა ჰაერით. ზურგზე გადაწვა, ბოლო ხმაზე დაიყვირა და დაგროვილი ემოციებისგან დაიცალა. ბოლოს, როცა ეს სიცივე აუტანელი გახდა, სახლში ჩავიდა, დაძინებამდე ლიზას შეტყობინება გაუგზავნა ტექსტით: ”ძალიან მიყვარხარ”, შემდეგ კი ლოგინში ჩათბა და ტკბილად დაიძინა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2013-01-31, 6:32 PM | შეტყობინება # 29

266
15  +
30  ±
   ±
Offline
♥vampiressa♥, pirveli vaaar <3
moikled, kargi tavi iyo, erti amosuntqvit wavikitxe, ar mindoda damtavrebuliyo. shens yvela nawarmoebs didi siamovnebit vkitxulob da ver warmoidgen rogor velodi shengan axal motxrobas happy imedia axali tavi male iqneba, shabat-kvira modis da iqneb gagvanebivro cota happy



T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2013-01-31, 6:33 PM | შეტყობინება # 30

266
15  +
30  ±
   ±
Offline
gmerto dani ra magari tipia cudad mxdis :O gioze xom laparakic zedmetia, chemi Huntsmani biggrin

ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » შემდეგი გაჩერება_სიკვდილი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 13
  • 14
  • »
ძებნა: