ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » შემდეგი გაჩერება_სიკვდილი
შემდეგი გაჩერება_სიკვდილი

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2013-04-14, 3:36 AM | შეტყობინება # 181
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 12
დანი სოფისთან ასვლას და საუბარს აპირებდა, მაგრამ ლიზამ და ალექსმა არ აუშვეს. ურჩიეს, რომ ისეთი მომენტი შეერჩია, როდესაც სოფი შედარებით დამშვიდებული იქნებოდა და შესაბამისად დანის სიცოცხლესაც საფრთხე არ დაემუქრებოდა. ლიზა ჩუმად შეიპარა ოთახში და მოემზადა გოგონას რისხვისათვის, რომელსაც იცოდა, რომ ვერაფრის დიდებით ვერ გადაურჩებოდა. არც შემცდარა, სოფი ნახევარი საათის განმავლობაში უკითხავდა ლექციას და ემუქრებოდა, რომ ამას არ შეარჩენდა, მაგრამ უცბად თვალები გაუფართოვდა, გაფითრდა და კივილით შეხტა ფანჯარასთან მდგარ მაგიდაზე.
-რა ხდება?-გაუკვირდა ლიზას მისი საქციელი.
-თა-თა-თა-თაგვი!-ქვედა ტუჩის კანკალით ამოიბლუყუნა სოფიმ და ნახევარ წამში ლიზაც იგივე მანევრით გაჩნდა მეგობრის გვერდით.
-ლიზა, სანამ ამ ეშმაკის მოციქულს ოთახიდან არ გააქრობენ, მე მაგიდიდან ფეხს არ მოვიცვლი.
-არც მე არ ვაპირებ იქ სიარულს, სადაც ის დემონი დაძვრება!-აჰყვა ლიზაც და შეშინებულმა მიმოიხედა გარშემო.
-მიდი, გიოს დაურეკე და გაგვიყვანოს...-ურჩია სოფიმ, მაგრამ ამ დროს ქვემოდან მოესმათ: „გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!“ და მაშინვე გაახსენდათ, რომ დღეს ფეხბურთი იყო, ანუ არც ერთი არ შეიწუხებდა თავს რომ გოგონები იმ სისხლისმსმელი მონსტრისაგან ეხსნათ. ასეც მოხდა_რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, გიოს მობილურის ხმაც არ გაუგია, ასევე განმეორდა ალექსთანაც და გოგონებს ბოლო იმედად დანიღა დარჩათ.
-დავურეკო?-შეაპარა ლიზამ.
-მირჩევნია სატანის მოციქულმა მომკლას, ვიდრე „მას“ ვთხოვო დახმარება,-ჩაისისინა სოფიმ და ხელები მუხლებზე შემოიჭდო.
-ფანჯრიდან რომ გადავხტეთ? მეორე სართულზე კი ვართ, მაგრამ მგონი არაფერს არ მოვიტეხავთ.
-ლიზა, ხვდები რომ უკვე შიშისგან სისულელეებს ბოდავ?
-აბა, მაშინ შენ მოიფიქრე უკეთესი გეგმა!-შეუბღვირა გოგონამ.
-არ მაქვს არანაირი იდეა, ამიტომ დავრჩეთ აქ. სხვა რა გზაა.
-არის ერთი გზა და შენ ეს კარგად იცი.
-დანი გამორიცხე! გადაწყდა_მაგიდაზე ვრჩებით!
გოგონები მართლა არ ჩამოსულან მაგიდიდან. ხან საუბრობდნენ, ხან კი გეგმას სახავდნენ, თუ როგორ „აღეგავათ პირისაგან მიწისა“ ეშმაკის მოციქული თაგვი. საბოლოოდ, მგზავრობითა და ემოციებით გადაღლილებმა მეტი ვეღარ გაძლეს და ერთმანეთზე მიყრდნობილებს ჩაეძინათ.
ბიჭები კი კარგად ერთობოდნენ. როგორ შეიძლებოდა არ გართობილიყვნენ, როდესაც სიამაყით აღსავსენი უყურებდნენ, თუ როგორ ანადგურებდა „ბარსელონა“ „რეალს“. ლუდი და თევზი ისედაც ამაღლებულ განწყობას კიდევ უფრო უმაღლდებდათ და ტელევიზორს იმხელა ხმაზე აღრიალებდნენ, რომ მობილურის ხმა არც კი გაუგონიათ. დანი წინასწარ აწყობდა გეგმებს, თუ როგორ უნდა შეერიგებინა სოფი.
-გიო, ჩანჩქერთან რაღაც სახლი ხომ არის?
-ნუ, მთლად სახლი არ ეთქმის, ქოხი უფროა. მაგრამ ღამის გათევა შეიძლება.
-მშვენიერია!-ჩაიცინა დანიმ და გიოც განზრახვას მიუხვდა.
-იცოდე წესერად!
-იქნებ მეც გამარკვიოთ რაზე ლაპარაკობთ?-ჩაერთო ალექსიც.
-დანი სოფის შემორიგებას აპირებს და ადგილებს არჩევს...-უცბად აუხსნა გიომ და ალექსის თვალებმა გაგონილის გააზრებისას შუბლისკენ გადაინაცვლეს.
-და ჩანჩქერი და ქოხი იმისთვის გჭირდება, რისთვისაც მე ვფიქრობ?
-ჰმ!-დანიმ უბრალოდ ჩაიცინა და მზერა ტელევიზორზე გადაიტანა, ალექსი კი ჯერ კიდევ უსასრულობაში იყურებოდა.
-ჯანდაბა, მობილურის ხმა არ გამიგონია, სამი გამოტოვებული ზარია ლიზასა და სოფისგან, ნეტავ რა მოხდა...-ბიჭს ფრაზა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ დანი უკვე მეორე სართულზე არბოდა. გიო და ალექსიც მას მიჰყვნენ და როდესაც გოგონების საძინებლის კარი შეაღეს, შემდეგი სცენა დახვდათ: მაგიდაზე მსხდომ ლიზასა და სოფის, თავები ერთმანეთზე მიეყრდნოთ, სიცივისგან მოკუნტულიყვნენ და ეძინათ. გიო და დანი გოგონებისკენ წავიდნენ, ალექსი კი ადგილზევე დარჩა. ფეხის ხმაზე ლიზა შეიშმუშნა და თვალები გაახილა, შემდეგ კი გაბრწყინებული მზერით გაიშვირა ხელები გიოსკენ.
-რა ხდება?
-ოთახში სატანის მოციქულია...
-რა?-ვერ მიხვდა დანი, რომელმაც ღრმა ძილში მყოფი სოფი ხელში აიყვანა და ახლა მთელი ძალისხმევით ცდილობდა აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას.
-თაგვს გულისხმობს.-უპასუხა სიცილისგან გაწითლებულმა გიომ და ლიზა ზურგზე შემოისვა.
სამშვიდობოს რომ გამოვიდნენ, სოფის სწორედ მაშინ გაეღვიძა და ჯერ თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან, შემდეგ კი დანის მკერდზე მუშტები დაუშინა და აიძულა დაესვა.
-აღარასდროს აღარ მომეკარო, იდიოტო!
-როგორც ინებებთ, სენიორიტა!-გაუცინა დანიმ და ისედაც გაოცებული სოფი, კიდევ უფრო გამოაშტერა, როდესაც ზურგი აქცია და თავისი საძინებლისკენ გაემართა. გოგონა მანამ იყურებოდა სივრცეში უაზრო მზერით, სანამ დანიმ საძინებლის კარი არ მიიხურა, შემდეგ კი სოფი ლიზას მიუბრუნდა თავისინაღშფოთების გამოსახატად.
-არც კი შემწინააღმდეგებია! არა, ხვდები? უკვე ფეხებზე დამიკიდა!-ლიზამ სიცილით შეიყვანა სოფი მეორე ოთახში...
დილით გოგონების ოთახში მზის ცელქი სხივები შეიპარნენ და ლიზა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ლოგინიდან წამოფრინდა. ის იყო გოგონა, რომელიც მზის სხივებით საზრდოობდა. ლიზა ხტუნვა-ხტუნვით ჩავიდა ქვემოთ, თავი მოიწესრიგა, მთელს სახლში ფანჯრები დახსნა, შემდეგ კი სამზარეულოსაც მიაშურა. იმდენად კარგ ხასიათზე იყო, რომ ათქვეფილ კვერცხში ამოვლებული პურები, აშიშხინებულ ტაფაზე სულ ღიღინ-ღიღინით დააწყო, შემდეგ კი მეორე სართულისკენ გაემართა მეგობრების გასაღვიძებლად. ეშმაკური სახით შევიდა ჯერ ბიჭების ოთახში და სასტვენის ხმით გააღვიძა, შემდეგ კი იგივენაირად მოექცა სოფისაც და ხუთ წუთში უკვე ყველანი სასაუზმოდ უსხდნენ მაგიდას. სოფი და დანი ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებულ ადგილებს მიუსხდნენ და ცდილობდნენ მათი თვალებიც კი არ შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც თეფშზე ბოლო კრუასანიღა იყო დარჩენილი, ორივე შეეცადა მის მოპოვებას.
-გაუშვი ხელი, ჩემია!-თვალები დაუბრიალა სოფიმ და კრუასანის წართმევას შეეცადა, მაგრამ ამაოდ, დანი დათმობას არ აპირებდა.
-რატომ არის შენი? ერთდროულად მოვკიდეთ ხელი, მე კი შენზე ძლიერი ვარ, შესაბამისად_წაგართმევ...-წარბები აზიდა დანიმ და ახლა ის შეეცადა კრუასანი თავისკენ გაექაჩა, მაგრამ სოფიც კარგად იჭერდა. ლიზას, გიოს და ალექსის თავები ერთდროულად შებრუნდნენ სოფისკენ, მისი პასუხის მოლოდინში.
-იქნებ გაგახსენდეს, რომ გოგო ვარ და დამითმო?
-შენ ხომ გენდერული თანასწორობის მომხრე ხარ?-არ თმობდა დანი.
-ჯენტლმენობის შესახებ გაგიგია რამე?
-მაინც არ დაგითმობ, სოფი.
-არც მე!-შეუღრინა სოფიმ და ორივემ ერთდროულად გაქაჩა კრუასანი თავისკენ, ამ უკანასკნელმა კი მეტს ვეღარ გაუძლო და გაიხლიჩა. სოფის ხელში გაცილებით დიდი ნაწილი აღმოჩნდა და გოგონამ ამაყი სახით, გამომწვევად ჩაკბიჩა კრუასანი ისე, რომ დანისთვის თვალი არ მოუშორებია, შემდეგ კი ლიზას წაავლო ხელი და მეორე სართულზე აათრია.
ზუსტად ხუთ წუთში გოგონები საცურაო კოსტუმებზე გადაცმული თხელი სარაფნებით გამოჩნდნენ და დანიმ სოფის დანახვისას მომდგარი ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა.
-საით?-მიაძახა უკვე კარში გასულ გოგონებს გიომ.
-არაგვზე. სადილზე ჩვენი იმედი არ გქონდეთ, თქვენით მოიფიქრეთ რამე.
-ჩვენც მოვდივართ!-წამოიძახა დანიმ, მაცივრიდან ლუდის ბოთლები გამოიღო, გიომ ჯიბეში ბანქო ჩაიდო, ალექსმა კი მარილიანი თხილის პაკეტებს დაავლო ხელი და გოგონებს გაჰყვნენ.
სოფი ცდილობდა ყურადღება არ მიექცია დანის სხეულისთვის, რომელიც ასე კარგად ჩანდა მის გადახსნილ პერანგში, მაგრამ არ გამოსდიოდა. პულსი თავისდაუნებურად უჩქარდებოდა და მუხლები უკანკალებდა. საბედნიეროდ, შავი სათვალის მიღმა კარგად მალავდა თვალებს, მდინარეზე გადასულებს კი დანის სხეულზე საფიქრელად აღარ ეცალა. ბიჭები ხიდის ქვეშ, ჩრდილში მოკალათდნენ და ბანქოს თამაშს შეუდგნენ, გოგონებმა კი მთელი სხეული გასარუჯი კრემით დაიფარეს და მდინარესთან ახლოს დაფენილ ჭილოფზე წამოწვნენ. მათი მიზანი იყო მაქსიმალურად გარუჯულიყვნენ, ამას კი ნებისმიერ ფასად აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, ხალხი მაინც არ იყო მდინარეზე. ისინი შედარებით ქვემოთ, ფასანაურის მონაკვეთზე გრილდებოდნენ, რადგან გაცილებით კარგი საბანაო ადგილები იყო. ჩაბაროხის მონაკვეთზე ათასში ერთხელ თუ გაჩერდებოდნენ თბილისიდან ჩასულები, ან უცხოელი ტურისტები. სამაგიეროდ, ადგილობრივი ლოთები მრავლად იყვნენ და „საქმიან შეხვედრებსაც“ ხშირად აწყობდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო წაყვნენ ბიჭები სოფის და ლიზას მდინარეზე, თორემ სულ არ ეპიტნავებოდათ ამ სიცხეში სახლიდან გასვლა. წყალიც არ იქნებოდა ამ უთენია სასიამოვნო საბანაოდ, ამიტომ ისხდნენ და ნაცადი გზით ერთობოდნენ.
-სოფ, ვეღარ ვსუნთქავ, არ გადავბრუნდეთ?-ამოიხავლა ლიზამ.
-არა, ჯერ მხოლოდ ორმოცი წუთი გავიდა. ცოტაც მოითმინე და მერე გადავბრუნდეთ.-მტკიცედ უპასუხა სოფიმ, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა ერთ საათამდე გაძლებას.
ბიჭები ისე ისხდნენ, რომ გიო გოგონებისკენ ზურგით იყო, მის პირდაპირ ალექსი იჯდა, გვერდით კი დანი. ეს უკანასკნელი კარგად ახერხებდა სოფისთვის ყურადღების მიქცევას და არც უცნაური ყიჟინი გამოჰპარვია, რომელიც მდინარიდან მოდიოდა. არაგვზე სათვირთო მანქანის საბურავების კამერებზე მოკალათებული ბიჭები ეშვებოდნენ მორევიდან და თან ადრენალინს ველური ყიჟინით იმძაფრებდნენ. გოგონებს მათი გამოჩენა არ გამოჰპარვიათ, მათ კი გოგონების, ამიტომ ფასანაურის ბოლომდე ჩასვლა გადაიფიქრეს, ნაპირზე გამოვიდნენ და სოფისა და ლიზას მიუახლოვდნენ.
-ჰეი, გოგონებო! დღეს ჩამოხვედით? აქამდე არც ერთი არ შემიმჩნევიხართ!-სველი თმა უკან გადაიყარა გარუჯულმა, კარგი აღნაგობის ბიჭმა და იქვე ქვაზე ჩამოჯდა. დანარჩენებმაც მას მიბაძეს, სულ ხუთნი იყვნენ, ხუთივე ადგილობრივები.
-მე აქ მაქვს სახლი, სოფი კი ჩემი მეგობარია. გუშინ ჩამოვედით.-გამოეპასუხა ლიზა და წამოჯდა. სოფიმაც შეწყვიტა საკუთარი თავის წამება და იდაყვებზე დაყრდნობილი წამოიწია.
-მოხარული ვიქნები თუ ხშირად ჩამოვლენ ასეთი მშვენიერი სტუმრები!-გაუცინა ერთმა ლიზას და თვალი ჩაუკრა, ამ უკანასკნელს კი სახეზე საკუთარი თმის ფერი დაედო. ის ბიჭი, რომელიც პირველი გამოელაპარაკა გოგონებს, სოფისთან ახლოს გადაჯდა. გოგონამ კი, იმის შემჩნევით გამხიარულებულმა, თუ როგორი სახით უყურებდა დანი, ბიჭს მხიარულად გაუბა საუბარი. სოფის გაცინება და დანის ადგილიდან წამოჭრა ერთი იყო, მაგრამ გიომ მხრით დაიჭირა და უკანვე დააბრუნა, შემდეგ კი ლიზას დაუძახა:
-ლიზა! თუ შეიძლება, ერთი წუთით მოდი, დაიკო!-გიო ყველანაირად ეცადა, რომ ხმაში ბრაზი ჩაეხშო, მაგრამ კარგად არ გამოუვიდა. ლიზა წარბშეკრული წამოდგა და ძმისკენ გაემართა, მაგრამ სოფიმ შეაჩერა.
-ლიზა, შენ რა მართლა მიდიხარ?-გაოგნდა სოფი და გიოს მომაკვდინებელი მზერა სტყორცნა, რომელიც დანიმ დაიჭირა და გოგონას ხელის დაქნევით მოუხმო:
-ჰო, ჰო, შენც მოდი!-სოფი თმის ძირებამდე გაწითლდა სიბრაზისაგან, დანის დემონსტრაციულად აქცია ზურგი და ბიჭებს მიუბრუნდა. ლიზა კი მაინც წავიდა გიოსთან, რადგან ის ზედმეტად კარგად იცნობდა იქაური ბიჭების ხასიათს.
-აბა, რაზე ვსაუბრობდით?-სიბრაზის დასაფარად, მოჩვენებითი მხიარულებით დაიწყო სოფიმ.
-ბიჭებს ეჩქარებათ, მე დავრჩები...-გაუცინა ისევ შავთმიანმა და დანარჩენებიჩ მიხვდნენ მინიშნებას, სოფის დაემშვიდობდნენ, წამოდგნენ, კამერებს ხელი დაავლეს და ზემოთა სოფლისკენ გაემართნენ.
-სულ დამავიწყდა, მე ლაშა მქვია!-ნაზად ეამბორა ბიჭი სოფის ხელზე.-სოფი, რამდენი ხნით აპირებთ დარჩენას?
-არ ვიცი, ალბათ ორი-სამი დღე დავრჩებით.
-სამწუხაროა. შენნაირ ლამაზ გოგონებს არც თუ ისე ხშირად ვხვდები, მაგრამ დამერწმუნე, გოგონების ნაკლებობას არ ვუჩივი.
-ეს უკვე რიგითი მაჩოს ყოყლოჩინობას ემსგავსება.-დასცინა სოფიმ, მაგრამ ლაშას არც კი გაღიმებია და სოფისაც შეეყინა ღიმილი სახეზე.
-ცდები, სოფი... სულაც არ ვიწონებ თავს, უბრალოდ სიმართლეს გეუბნები. სხვათაშორის, მოხარული ვიქნები, თუ შენც შეემატები ჩემს კოლექციას...-ბიჭმა ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა, სოფი კი ირონიული ღიმილით წამოდგა, თავისი ნივთები ჩანთაში ჩაყარა და ის იყო უნდა წასულიყო, რომ ბიჭმა შეაჩერა. დანიმ განსაკუთრებით მძაფრად აღიქვა ის ფაქტი, რომ სოფი ვერ ახერხებდა ბიჭის ხელისგან განთავისუფლებას და მანამ, სანამ რამეს გაიაზრებდა, უკვე მათ წამოადგა თავზე და ის მეტიჩარა იდიოტი მარტივი მოძრაობით „გადადგა“ გვერდზე. ის იყო დანის მარჯვენა მუშტი ლაშას ყბას უნდა დაკვდომოდა, რომ ბიჭი სოფის ხმამ შეაჩერა.
-დანი...-გოგონას თვალებში იმდენი რამ იკითხებოდა, რომ დანი წამით გაშეშდა და... და იგრძნო მჟავე სითხე, რომელიც მისი ტუჩიდან ქვემოთ მიედინებოდა. სოფიმ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, რომ დანიმ, გიომ და ალექსმა ლაშა გვერდით გაათრიეს.
-მგონი, ყინული ლღვობას იწყებს...-წაიღიღინა ლიზამ და სოფის დაბღვერილი მზერაც დაიმსახურა საჩუქრად.
-ლიზა, არ მინდა ამ თემაზე საუბრით ხასიათის გაფუჩება. მოდი, ისევ მზის აბაზანებით თვითმკვლელობა გავაგრძელოთ.
გოგონები ასეც მოიქცნენ და მზისგან სულშეხუთულებს, სულ არ შეუმჩნევიათ ბიჭების დაბრუნება. ეს ყველაფერი მხოლოდ მოგვიანებით და ისიც სოფიმ შენიშნა, მაშინ, როდესაც ვიღაცის გიგანტური ფიზიონომია მზეს აეფარა, ეს ვიღაც კი დანი იყო.
-რა გინდა? ნუ მიჩრდილავ!
-სოფი, შენთან საუბარი მინდა.
-ოჰ, ხელიც ხომ არ მოგიწერო?
-უარს არ ვიტყოდი, მაგრამ მგონი ჯერ ჯვრისწერა ჯობია!-გაეცინა დანის, სოფიმ კი ზურგი აქცია და სრული იგნორი გამოუცხადა.
-კარგი რა, ნუ ბავშვობ!! გამარკვევინე რა მოხდა, ხომ ვიცი რომ შენც ინტერესით კვდები-თავთან ჩამოუჯდა დანი, მაგრამ გოგონას მხრიდან კვლავ ცივი დუმილი „ჟღერდა“.-სოფი, ხომ იცი, რომ მაინც ჩემი იქნები? მაშინაც ასე ჯიუტობდი, რესტორანში რომ გალოდინე, შემდეგ კი...-ბიჭმა თვითონაც ვერ შენიშნა, ისე გაილოკა ტუჩები, მაგრამ სოფი კვლავ ურეაქციოდ იწვა.
-ჰმ,-ჩაიცინა დანიმ და სულ რამდენიმე წუთში სოფის კვლავ წამოადგა თავზე, ოღონდ ამჯერად წყლით სავსე, ორლიტრიანი ლუდის ბოთლით ხელში, რომელიც გოგონას ზურგზე დააცალა. სოფი შეაკრთო წყლის სიცივემ და გველნაკბენივით წამოხტა ადგილიდან, შემდეგ კი დანის მთელი ძალით გააწნა სილა.
-აი ეს, არ უნდა გაგეკეთებინა!-ბოროტულად ჩაიცინა ბიჭმა, სოფი ცალი ხელით აიტაცა, არაგვისკენ გაიქცა და დაუფიქრებლად გადახტა ყინულივით ცივ წყალში. ცივი წყლისა და ზედმეტად სწრაფი დინების გამო, სოფის კივილი: „ხელი გამიშვი, იდიოტო!“, შეიცვალა როგორც: „ხელი წესიერად მომკიდე, კრეტინო!“.
-იდიოტო, ვერ გიტან! ამომიყვანე!-მთელი ხმით გაჰკიოდა სოფი და თან გამალებით ეკვროდა სიცილისგან გადაბჟირებულ ბიჭს.-დანი, არ ვხუმრობ, მართლა ცუდად ვარ!-დანი სოფის ხმიდან გამომდინარე დარწმუნდა გოგონას სიმართლეში და ისევე სწრაფად ამოიყვანა წყლიდან, როგორც ჩააგდო. ნაპირზე ამოსვლისთანავე გოგონას პირსახოცი შემოახვია და ეცადა თვითონაც გაეთბო, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოუვიდა.
ამ განუწყვეტელ კამათსა და გოგონების გარუჯვაში, დროც შეუმჩნევლად გაიპარა და დაახლოებით ხუთი ხდებოდა, რომ სოფის კუჭმა შეახსენა თავი.
-ბავშვებო, არ გშიათ? წავიდეთ რა...
-აუ, მგონი მეც მშია...-აჰყვა ლიზაც.
-მშია კი არა, ვკვდები. ვერ ხედავთ როგორ გავხდი?-დაიწუწუნა გიომ და მისი ხუმრობით გამხიარულებულნი, სახლისკენ გაემართნენ კუჭების დასაწყნარებლად.
-საღამოსთვის არაფერი მოვიფიქროთ?-დაიწყო სოფიმ, როდესაც კარგად დანაყრებული სავარძელში მოკალათდა და დანის მის სიტყვებზე შეუმჩნევლად გაეღიმა, რადგან მას უკვე დაგეგმილი ჰქონდა ეს საღამო სოფის მონაწილეობით.
-მდინარეზე გადავიდეთ, კოცონი დავანთოთ და სიმინდები შევწვათ...-თქვა სკამზე გადასვენებულმა, ჭამისაგან მუცელგაბერილმა გიომ.
-შენ კიდევ ჭამაზე ფიქრობ? დასცინა ლიზამ და თმა მოუჩეჩა საყვარელ ძამიკოს.
-ეს ერთი ბედნიერება მაინც შემარგეთ!
-ოჰ, მოგიკვდი შენ, როგორი უბედური მყავხარ.
-ეჰ, რას ვიზამთ... არა რა, თქვენ ხომ ისე არ შეგიძლიათ, რომ შარი არ ამკიდოთ!-გაახსენდა გიოს არაგვზე მომხდარი ამბავი.-ერთი დღეა რაც ჩამოვედით და უკვე გვაჩხუბეთ იმ ბიჭთან.
-შენს ძმაკაცს მოსთხოვე მაგაზე პასუხი,-ჩაისისინა სოფიმ.
-ამის ძმაკაცს, სხვათაშორის, გოგონას გამო, რომელიც მაგნიტივით იზიდავს შარს, ტუჩი გაუსკდა და ამ გოგონას შეუძლია მოურჩინოს...-თვალი ჩაუკრა დანიმ სოფის და გოგონაც ერთიანად გაწითლდა.
-არავინ გეხვეწებოდა იმ გოგონას დაცვას!
-კარგი! მაშინ ამიერიდან, როდესაც ვიღაც ნაბიჭვარი შენს ლოგინში შეთრევას შეეცდება, მშვიდად ვიქნები!-ბიჭმა ხმას ოდნავ აუწია, შემდეგ კი მაგიდაზე მიყრილ სანთებელასა და სიგარეტს დაავლო ხელი და გარეთ გავარდა.
-იდიოტი!-ჩაიბურტყუნა სოფიმ და დანის გაჰყვა.
-დამელოდე, უნდა გელაპარაკო!-დაუძახა გოგონამ და ნაბიჯს აუჩქარა, რომ ტყისკენ მიმავალ ბიჭს დასწეოდა...

P.S. ბავშვებო, ეს თავი ნახევრად მძინარემ ავკრიფე და იმედი მაქვს ძალიან ბევრი შეცდომა არ იქნება. არც გადამიკითხავს, პირდაპირ ვდებ. იმედია მოგეწონებათ <3



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mari_Amiთარიღი: კვირა, 2013-04-14, 1:15 PM | შეტყობინება # 182

436
7  +
9  ±
   ±
Offline
რა ტკბილი თავი იყო ^__^ და "რეალს" ნუ მიჩაგრავთ პატივცემულო ავტორო :P kiss

littlegirlთარიღი: ორშაბათი, 2013-04-15, 6:33 PM | შეტყობინება # 183
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
Mari_Ami, giertdebiii biggrin
au male dade shemdeg tavi raa :(((
rogor aaechvianebs sawkal danis :((




belwardთარიღი: ორშაბათი, 2013-04-29, 11:11 PM | შეტყობინება # 184

1
0  +
2  ±
   ±
Offline
nati xo ici am fikis shesaxeb rasac vfiqrob da rogor miyvarxart shenc da esenic! magram shen nervebs mishli sad aris amden xans axali tavi? ver gadamirchebi icode. velodebi velodebii <3 <3
P.S E:)B:) var. imis paroli damaviwyda :D:D:D:D

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2013-05-08, 1:48 PM | შეტყობინება # 185
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 13

დანის კმაყოფილად ჩეღიმა, მაგრამ სოფისკენ მოქუფრული სახით შებრუნდა.

-რა გინდა?

-შენ თვითონ რა გინდა?-აღშფოთდა სოფი და როდესაც ბიჭს წამოეწია, შედარებით მშვიდად განაგრძო სიარული მასთან ერთად, ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა სად მიყვებოდა.

-შენ მომდევ და კიდევ მე რა მინდა?

-დანი, ვფიქრობ რომ უნდა ვილაპარაკოთ და ყველაფერი გავარკვიოთ. არ მინდა, რომ ყოველ სიტყვაზე დავხოცოთ ერთმანეთი. მე ჩემთვის, შენ_შენთვის.

-სოფი, ხვდები მაინც რას ამბობ? განყოფილებიდან ისე გავარდი, არაფრის თქმის საშუალება არ მომეცი, მერე ზარებს არ პასუხობდი, ახლა კი ისე დაამთავრე ყველაფერი, რომ ჩემი აზრი ფეხებზე დაიკიდე.

-შენ რაც გააკეთე იმის მერე კიდევ მე მამტყუნებ?-ხმას აუწია სოფიმ და ვერც შენიშნა საუბარში როგორ მიუახლოვდნენ ჩანჩქრეს.

-რა გავაკეთე? შენ თვითონ ამტკიცებდი ჩემს უდანაშაულობას და ახლა მკვლელი გგონივარ?-დანი გოგონას ისე მიუახლოვდა, რომ ამ უკანასკნელს სახეს უწვავდა მისი ცხელი სუნთქვა.-გჯერა, რომ მკვლელი ვარ?-ჩურჩულით ჰკითხა დანიმ და სულ ოდნავ შეეხო გოგონას მთრთოლვარე ბაგეებს.

-ვიცი, რომ მკვლელი არ ხარ...-სუნთქვას ამოაყოლა გოგონამ ეს სიტყვები და თვალები მიეხუჭა.-მაგრამ იმ ქალზე რაღას მეტყვი? შენ თუ უკვე ისიც მოასწარი, რომ შვილი გყავს, ამაში მე ვარ დამნაშავე?-დანიმ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ახარხარებულიყო, უბრალოდ ჩუმად ჩაიფხუკუნა, სოფი გულში ჩაიკრა და სიცილითვე უპასუხა:

-სოფი, როგორ შეგიძლია საკუთარი საქმროს დეიდაზე იეჭვიანო?-სოფის ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ კი ერთიანად გაწითლდა და შუბლით მიეყრდნო დანის ფართე მკერდს.-ბავშვი კი_სანდრო, ჩემს დეიდაშვილს ეყოლა სულ ცოტა ხნის წინ და სამშობიაროში ვიყავი დეიდაჩემ ეკასთან ერთად. და რაც შეეხება ჩემს შვილს, მგონი ჯერ არ გვყავს, ხომ?

-იდიოტო!-გაეცინა სოფის და უფრო ძლიერად ჩაეკრა გულში ბიჭს.

დანიმ ნიკაპზე ხელი წაავლო, თავი ზემოთ ააწევინა და ნაზად შეეხო მის ბაგეებს. სოფი თითის წვერებზე აიწია და დანის თმაში ხელი შეუცურა, ამ უკანასსკნელმა კი ხელის მარტივი მოძრაობით გადააძრო საცურაო კოსტუმზე გადაცმული თხელი სარაფანი და ხელში აყვანილი შეიყვანა ჩანჩქერის ქვეშ. სოფის იმდენად ათბოდა დანის ცხელი სხეული, რომ ცივი წყლის შეხება არც უგრძვნია. წამით მოსწყდა საყვარელი მამაკაცის ტუჩებს და ის ოდნავი ზეწოლით ჩააყურყუმალავა წყალში, დანიმ კი გოგონას ფეხებში ხელი წაავლო და ისიც ჩაითრია.

-მიყვარხარ...-ძლივს მოასწრო სოფიმ ამის დაჩურჩულება, რადგან დანის ტუჩები ისევ მისსას შეეწება და გონება გაუთიშა. სოფის მართლა აღარ შესწევდა საღად აზროვნების უნარი და თვითონაც არ იცოდა, რას აკეთებდა. მხოლოდ ახლა მიხვდა ბოლომდე, რას ნიშნავდა სიამოვნებისგან მეცხრე ცაზე ყოფნა... დანიმაც იგრძნო, რომ მეტი უბრალოდ აღარ შეეძლო, გოგონა ხელში აყვანილი ამოიყვანა წყლიდან და ისე,

რომ მის ბაგეებს არ მოშორებია, იმ პატარა ქოხისკენ წაიყვანა, რომელზეც გიოს ესაუბრა და რომელიც გუშინ ღამით მოაწყო. სოფიმ იგრძნო როგორ შეეხო მის ზურგს თხელი პლედი და დაახლოებით მიხვდა რა ხდებოდა. ეცადა მუხლებისა და გულის კანკალი შეეჩერებინა, მაგრამ ამაოდ. მის მუცელში კი თითქოს გრანდიოზული რკინიგზა იყო გამართული. დანი დროებით მოსწყდა გოგონას ტუჩებს და ყელზე ნაზად აკოცა. სოფის გახშირებული სუნთქვითა და არეული თვალებით ხვდებოდა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა და შედარებით გათამამდა. გოგონას თითები ნაზად დაცურავდნენ დანის აჩეჩილ თმებში და ბიჭს ეს უფრო აგიჟებდა. ნელ-ნელა, კოცნით დაუყვა სოფის მუცელს და როდესაც იგრძო, როგორ დაეჭიმა გოგონას მთელი სხეული, ოდნავ, თვითკმაყოფილად ჩაეღიმა და კვლავ მის ტუჩებს დაუბრუნდა.

-მიყვარხარ...-უჩურჩულა დანიმ და ნაზად აკოცა ყურის უკან, სოფიმ კი იგრძნო როგორ შეუხსნეს მოხერხებულმა თითებმა საცორაო კოსტუმის ბიუსტჰალტერი...

* * *


-გიო, სოფის მობილური სახლში დარჩა. წეღან შეტყობინება მოუვიდა და მე ვნახე...-ოთახში ატირებული ლიზა შევარდა და გიოსა და ალექსის ყურადღება მიიპყრო.

-და მერე რა მოხდა? რა გატირებს?-გაუკვირდა გიოს ატირებული დის დანახვა.

-თვითონ ნახე...-ლიზამ აკანკალებული ხელით გაუწოდა მობილური ძმას და ეს უკანასკნელი შეტყობინების წაკითხვისას ერთიანად გაწითლდა სიბრაზისგან, ცხვირის ნესტოები დაებერა და მობილური მისი რომ ყოფილიყო, აუცილებლად შეასკდებოდა რომელიმე კედელს...

-მგონი სოფის უნდა გავაგებინოთ. წავალ, ჩამოვიყვან...-წამოდგა ალექსი.

-დარჩი შენს ადგილას!-გიოს ხმა არ აუწევია, მაგრამ ეს სიტყვები ისეთი ტონით წარმოთქვა, რომ ჯობდა ეყვირა ან რამე დაელეწა.

-გიო, ვერ ხვდები რომ სოფი საფრთხეშია?

-რას ბოდავ? სოფის დანისთან ყოფნა აგდებს საფრთხეში? იქნებ ისიც თქვა, რომ ლაშა დანიმ მოკლა?-იღრიალა გიომ.

-არ ვიცი! ჩვენ ხუთიდან ვის ჰქონდა საბაბი, რომ სოფის აბეზარი თაყვანისმცემელი მოეკლა?

-შეჩემა, სულ გა......დი?-გიო იმდენად გაცოფდა, რომ ლიზას არსებობა საერთოდ დაავიწყდა, მაგრამ როდესაც გონს მოეგო, გოგონა უკვე მეორე სართულზე ადიოდა.

-გიორგი, დაუფიქრდი შენს სიტყვებს! აბა ვის გინდა რომ ბრალი დავდო? შენ თუ ლიზას?-ალექსის სიტყვები და გიოს მიერ მისი მიხრჩობის მცდელობა ერთი იყო, მაგრამ უცბადვე მოეგო გონს, ხელები შეუშვა და გარეთ გავარდა.

* * *


-სოფი, სად იყავი აქამდე?-უჩურჩულა მასზე ზურგით მიხუტებულ გოგონას დანიმ და ნაზად აკოცა კისერზე, სოფის კი უბრალოდ გაეღიმა და მისკენ გადაბრუნდა.-ახლა წესით იცი რა უნდა თქვა?

-რა?-გაეცინა გოგონას.

-"აქ დავდგამ კარადას!" ან, "ქორწილში რამდენი კაცი დავპატიჟოთ?" უკიდურეს შემთხვევაში კი: "არავის უთხრა, გთხოვ..."

-ბევრს უთქვამს შენთვის ეს ფრაზები?-ენა გამოუყო სოფიმ.

-რატომ მეკითხები იმას, რისი პასუხიც ისედაც იცი?-წარბი ასწია დანიმ და შემდეგ გოგონას ვნებიანად აკოცა.

-პრინციპში, არც მაინტერესებს!-გაიცინა სოფიმ.-ახლა მე გიპოვე და აღარსად გაგიშვებ!-შემდეგ კი ბიჭს ზემოდან მოექცა და კოცნა გააღრმავა...

მაშინ, როდესაც ერთნი სიყვარულით ტკბებოდნენ და მეორენი დანის უდანაშაულობაზე ჩხუბობდნენ, ლიზა ოთახში იჯდა კალმითა და ფურცლით ხელში და ცდილობდა ჩამოეწერა, თუ ვინ რას აკეთებდა მკვლელობის მომენტში. გიო ყველა ოთახში ხაფანგებს აგებდა თაგვის დასაჭერად, ალექსი ცენტრში იყო ჩასული საჭმლის საყიდლად, ლიზა კი... ლიზა სეირნობდა, მარტო... გოგონა იმედოვნებდა, რომ სოფი და დანი ერთად იქნებოდნენ, მაგრამ ვერაფერს გამორიცხავდა. ეჭვმიტანილი სწორედ საკუთარ ხუთეულში უნდა მოეძებნა და ეს კლავდა. ერთადერთი, ვისი დამნაშავეობაც ყველაზე ნაკლებად ატკენდა გულს, ეს ალექსი იყო. ვის რა საბაბი შეიძლებოდა ჰქონოდა ამდენი მკვლელობის ჩასადენად? ყველაზე სარწმუნო და რეალური მიზეზი იყო სოფის სიყვარული, რადგან მკვლელი სწორედ მის თაყვანისმცემლებს იშორებდა. გიო ავტომატურად გამოირიცხებოდა, რადგან ის, სოფი და ლიზა შეიძლება ითქვას ერთად გაიზარდნენ და გოგონა აუცილებლად შენიშნავდა, თუ მის ძმას მეგობრობის გარდა სოფის მიმართ სხვა გრძნობებიც ჰქონდა. რჩებოდნენ დანი და ალექსი. დანი ყველაზე სარწმუნო იყო, მაგრამ როგორც ჩანს მას ჰქონდა რაღაც ისეთი ალიბი, რითაც დაარწმუნა გამომძიებელი მის უდანაშაულობაში. შესაბამისად ისიც გამოირიცხებოდა. ხუთეულიდან რჩებოდნენ სოფი, ალექსი და თავად ლიზა. გოგონამ რა თქმა უნდა მაშინვე გამორიცხა საკუთარი თავი. ალექსსა და სოფის შორის ყველაზე ლოგიკურად დამნაშავე ალექსი გამოდიოდა, მაგრამ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო ლიზასთვის, ის როგორც მომავალი ფსიქოლოგი, ვალდებული იყო განეხილა სოფის ვარიანტიც, რადგან არც თუ ისე იშვიათი შემთხვევა იყო ფსიქოლოგების პრაქტიკაში პაციენტი

გაორებული პიროვნებით, ან არასრულფასოვნების კომპლექსით. სოფის მძიმე ბავშვობიდან გამომდინარე, არ იყო გამორიცხული, მის ერთ, გაბოროტებულ ნაწილს ისეთი საშინელება ჩაედინა, რომელიც მეორეს შიშის ზარს დასცემდა. შესაძლოა ისიც, რომ არასრულფასოვნებით შეპყრობილ გოგონას, უბრალოდ ერთ დღეს სახელგანთქმულობა მოუნდა და ასეთი გზა გამონახა... ლიზა ახლა ისე აზროვნებდა, როგორც ფსიქოლოგი, მაგრამ ემოციებს აყოლილი გონებითა და გულით, საკუთარ დამნაშავეობას უფრო ადვილად დაიჯერებდა, ვიდრე სოფისას. ერთადერთი ადამიანი დარჩა განსახილველად და ეს ალექსი იყო. ლიზა არ იცნობდა მას კარგად, მაგრამ იცოდა, რომ ალექსი ძალიან ჩაკეტილი ადამიანი იყო. არც სოფისთან ჰქონდა ისეთი განსაკუთრებული უერთიერთობა, რომ მის გამო ხალხი ეხოცა. ლიზა ვერაფერს იტყოდა მის დამნაშავეობაზე, მაგრამ ერთადერთ ვარიანტად ისღა რჩებოდა. გამორიცხავდა, რომ შეიძლებოდა მკვლელი ვინმე სხვა ყოფილიყო, რადგან ისეთ პატარა სოფელში, როგორიც ჩაბაროხია, შეუძლებელია არ შეემჩნიათ უცხო ადამიანის გამოჩენა, რაოდენ ფარულადაც არ უნდა ემოქმედა მას. ერთის მხრივ, ეს ვითარება ხელსაყრელი იყო იმით, რომ ეჭვმიტანილების რიცხვს მინიმუმამდე ამცირებდა, მაგრამ ლიზა მაინც უკმაყოფილების შეგრძნებით იტანჯებოდა. როდესაც ამ თემაზე ფიქრისგან თავი ასტკივდა, ფურცელი და კალამი გვერდით გადადო, თვალები დახუჭა, ყურებზე ხელი მიიჭირა და საწოლზე დაენარცხა. ეცადა გარესამყაროსგან გათიშულიყო და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ, ჩაეძინა კიდეც...

* * *


-დანი, ეკას გამაცნობ? ალბათ მაშინ ცუდად იფიქრებდა და მინდა ბოდიში მოვუხადო...-თქვა დანის მკლავებში ჩაკარგულმა სოფიმ ისე, რომ მათ წინ დანთებული კოცონისთვის თვალი არ მოუშორებია. ცეცხლის ენები საოცარ ცეკვას ასრულებდნენ ჩანჩქერის ფონზე და სოფის უბრალოდ არ შეეძლო ამ სანახაობისთვის თვალის მოწყვეტა.

-ცუდად არ უფიქრია, იმიტომ რომ როგორღაც მიხვდა რა შეიძლებოდა მოგსვლოდა და არც ბოდიში გაქვს მოსახდელი, მაგრამ აუცილებლად გაგაცნობ. ეკასაც გაგაცნობ და მისი ოჯახის ყველა წევრსაც. მე ფაქტიურად ეკას გაზრდილი ვარ. მამაჩემი საქართველოში დაბადებული და გაზრდილი იყო, მაგრამ ბაბუა იყო ისრაელიდან, მის გამო მქვია ასეთი სახელი...-ჩაიცინა დანიმ.-მამა ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ისრაელში წავიდა, მიწამ თავისი მოითხოვა და ისიც დაბრუნდა. დედა კი რა თქმა უნდა მას გაჰყვა. ამ დროს მე ორი წლის ვიქნებოდი და ასაკის გამო ვერ წამიყვანეს. მერე სულ რაღაც პრობლემები იქმნებოდა და ვერ მივყავდი. გარდატეხის ასაკი განსაკუთრებით რთულად გავიარე, მამის ხელი მაკლდა. ეკა და ბესო_ბიძაჩემი

ყველანაირად ცდილობდნენ და ისე მზრდიდნენ, რომ საკუთარი შვილისგან_ანისგან არ მასხვავებდნენ, მაგრამ ისინი ჩემი მშობლები მაინც არ იყვნენ. მამა შარშან იყო ჩამოსული, დედა კი არ წამოყვა. ფულის გამო ყველაფერზე უარი თქვა. მამას ნახვისას საერთოდ არაფერი არ მიგრძვნია, უცხო იყო. საშინელი გაუცხოება მქონდა. ერთი კვირა იყო საქართველოში. ამ ერთი კვირის განმავლობაში ფაქტიურად სახელოსნოში ვცხოვრობდი. იმ პერიოდში მე და გიოს ახალი გახსნილი გვქონდა ჩვენი საკუთარი მოტო-სახელოსნო და სულ იმას ვიმიზეზებდი, რომ ახალ დაწყებულ ბიზნესს ყურადღება სჭირდებოდა და ამის გამო ვერ მივდიოდი სახლში. მამასაც სხვა გზა აღარ დარჩა და ერთი კვირის თავზე უკან გაფრინდა. ამის შემდეგ მათთან ყველანაირი კონტაქტი გამიქრა. მართალია ეკას დედას ვერ ვეძახი, მაგრამ ფაქტიურად დედაჩემია. არ ვიცი ეს ამბავი რატომ მოგიყევი, მაგრამ ახლა აღარ არსებობს რამე, რაც ჩემ შესახებ არ იცი.

-დანი, მიყვარხარ...-სოფი მისკენ შებრუნდა და ჯერ ყელში აკოცა ბიჭს, შემდეგ კი ნელ-ნელა გადაინაცვლა ზემოთ. ის იყო მათმა ტუჩებმა ერთმანეთი იპოვეს, რომ დანის მობილური ამღერდა.

-არ უპასუხო...-ჩაიჩურჩულა უკვე ვნებამორეულმა სოფიმ და კვლავ კოცნა გააგრძელა, მაგრამ მობილური არ ჩერდებოდა და როდესაც დანიმ მობილური აიღო, რომ ხმა ჩაეწყვეტინებინა, თვალი ეკრანისკენ გაექცა და მაშივე მოშორდა გოგონას.

-გიო რეკავს. მან კი იცის, რომ თუ სამყაროს აღსასრული არ დადგება, ახლა არაფრის დიდებით არ უნდა დამირეკოს...-ჩაილაპარაკა ბიჭმა და პასუხის ღილაკს დააწვა.

-დანი, სამყაროს აღსასრული არ არის, მაგრამ შენ და სოფი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ, სასწრაფოდ!-გიომ მობილური გათიშა, დანიმ კი შეშფოთებული თვალებით გახედა სოფის.

რა ხდება?-აღელდა გოგონა.

-არ ვიცი, მაგრამ სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ.-წამოდგა დანი და სოფიც წამოაყენა. გოგონამ უცბადვე გადაიცვა სარაფანი და დანისთან ერთად გაუყვა გზას. თან გული და მუხლები ერთნაირად უკანკალებდა, მუცელში კი მჭრელ ტკივილს გრძნობდა. დაახლოებით ხვდებოდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და არ უნდოდა, რომ ეს ბედნიერი დღე ასე ჩაშხამებოდა. ნუთუ არ იყო დრო, რომ ყველაფერი დამთავრებულიყო? ნუთუ არ იყო დრო, რომ ბედნიერად ეცხოვრა? არ შეიძლებოდა, რომ ისიც გადასულიყო თეთრ ზოლზე?

-რა მოხდა?-იკითხა დანიმ მაშინვე, როგორც კი სახლში ჩავიდნენ.

-კიდევ ერთი მკვლელობა...-ჩაილაპარაკა ლიზამ.

-ვინ?-ხმა აუკანკალდა სოფის.

-ლაშა.

-რა? და ვის ჰქონდა მიზეზი?

-ნუთუ ვერ ხვდები, სოფი?-"აღშფოთდა" ალექსი.-დანი, მიჭის ამის თქმა, მაგრამ შენც კარგად იცი, რომ როდესაც ეჭვიანობ, ჭკუა გეკეტება და ყველაფერზე წამსვლელი ხარ.

-შენ ბიჭო ... ხომ არ გაქვს? რას ბოდიალობ? გინდა მითხრა რომ ის ნაბიჭვარი მე მოვკალი?-გაცოფდა დანი.

-მე არაფერს არ ვამტკიცებ, დანი. ძმაკაცები ვართ და ბრალს ტყუილად არ დაგდებ, მაგრამ ფაქტებს რა ვუყოთ?

-სოფი, შენ და ლიზა ზემოთ ადით...-დანიმ კბილებში გამოსცრა ეს ფრაზა ისე, რომ ალექსისთვის თვალი არ მოუშორებია.

-დანი, დამშვიდდი და გეყოფა. ოთახს არავინ არ დატოვებს, ყველანი დავსხდებით და ცივი გონებით გავარკვევთ, თუ ვინ სად იყო მკვლელობის მომენტში.-მშვიდად ჩაილაპარაკა სოფიმ, მაგიდას მიუჯდა და ფურცელი და კალამი მოიმარჯვა.-მე და დანი ერთად ვიყავით, შესაბამისად ორივე გამოვირიცხეთ...

-რატომ? თქვენ რომ ერთად იყავით, ამის მოწმე არავინ არ არის. თუ ცივი გონებით უნდა ვიაზროვნოთ, მოდი მაშინ გამონაკლისებს ნუ დავუშვებთ.

-ალექს, ხომ არ ფიქრობ, რომ ზედმეტად ადანაშაულებ დანის?-წამოენთო სოფი.

-არა, სოფი. უბრალოდ მართლა არც ერთმა არ ვიცით, რატომ იყავით თქვენ ერთად.

-მგონი ადვილი მისახვედრი არ უნდა იყოს...-ჩაისისინა გიომ.

-გიო, მომისმინე. ჩვენ აქ ყველანი მეგობრები ვართ და თუ აუცილებელია რომ ვინმეზე ეჭვი მივიტანოთ, მაშინ არც ერთს არ უნდა ჰქონდეს ვეტო დადებული. ასე რომ, მე ყველა თქვენგანზე მაქვს ეჭვი. დანი იმიტომ, რომ იდეალური ვარიანტია ეჭვიანობის ნიადაგზე მოეკლა ის ბიჭი. გიო დანის ძმაკაცია, თან სოფის ბავშვობიდან იცნობს და ისე უყურებს, როგორც ლიზას. შესაძლოა მასში ძმის ინსტიქტმა გაიღვიძა და სოფის დაცვა გადაწყვიტა აბეზარი თაყვანისმცემლებისგან. მარტო ეს შემთხვევა ხომ არ არის, თბილისიც უნდა გავითვალისწინოთ. შემდეგი ვარიანტია ლიზა. ლიზაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან თბილისში მომხდარი მკვლელობების დროს ის თითქმის ყოველთვის სოფისთან იყო, ასე რომ ის და სოფი ერთნაირად არიან ეჭვმიტანილები. მაგრამ დღეს, როდესაც სოფი და დანი წასულები იყვნენ, გიო ყველა ოთახში ხაფანგს აგებდა, მე კი ცენტრში ვიყავი ჩასული საჭმლის საყიდლად, ლიზა რამდენიმე საათით სახლიდან იყო გასული და მხოლოდ ღმერთმა თუ უწყის რას აკეთებდა. სოფიღა დამრჩა. გაგიკვირდებათ და სოფიზეც კი არსებობს ეჭვები. ხომ შეიძლება ეს ყველაფერი ყურადღების მისაქცევად გაეკეთებინა? ან მძიმე ბავშვობის იარა აიძულებდა ამას...

-ალექს, ზედმეტად ბევრ დეტექტივს ხომ არ უყურებ?-გაცოფდა სოფი.-მოდი ერთ პატარა დეტალს შეგახსენებ: როდესაც პირველივე მკვლელობის შემდეგ დამიჭირეს, მაშინ მკვლელმა პოლიციელების გასაფრთხილებლად გამომძიებელი მოკლა და წერილიც კი დატოვა, რომ ჩემთვის არ დაებრალებინათ მისი უნიკალური ნამუშევარი. დანი კი სულ რამდენიმე დღის წინ იყო დაკავებული და დაუმტკიცეს

უდანაშაულობა. დღესაც, მკვლელობის დროს დანისთან ერთად ვიყავი და თუ ამაში ეჭვი გეპარება, მაშინ სხვა გზა აღარ მრჩება და გეტყვი, რომ დღეს დანისთან ვიწექი. იმედია ხვდები, რომ ამას არ მოვიგონებდი მხოლოდ შენს დასარწმუნებლად.-სოფის სიტყვებმა დანის გაფართოებული თვალები, ლიზას ჩუმი ჩაფხუკუნება, გიოს გაკვირვება და ალექსის გაცოფება გამოიწვია.

-თუ შეიძლება თქვენი ინტიმური დეტალები თქვენთვისვე შეინახეთ.-ჩაისისინა ალექსმა.

-არც ვაპირებ ამის გამომზეურებას. მაგრამ უბრალოდ იმდენად შევწუხდი შენი უაზრო ეჭვებით ჩვენს მიმართ, რომ სხვა გზა აღარ დამრჩა. ახლა რაც შეეხებათ დანარჩენებს. მართალია ემოციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ჩემთვის ჩემი დამნაშავეობის დაჯერება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ლიზასი. ასევე ვარ გიოზეც. ალექს, შენთან კი იცი როგორი ურთიერთობაც მაქვს. არ გიცნობ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია ურთიერთობა გვაქვს. ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია შენი ასეთი ზედმეტი მონდომება მკვლელის ძიებაში და უნდობლობა ძმაკაცის მიმართ.

-მოკლედ, ახლა ყველანი მოვრჩეთ უაზრო პანიკას და თბილისში დავბრუნდეთ. გამომძიებლები ჩვენზე უკეთ გაარკვევენ ყველაფერს.-ახალი იდეა წამოჭრა გიომ.

-შენ იმ გამომძიებლებს ენდობი? მე მათ ჩემ თავს ვერ ჩავაბარებ.-აღშფოთდა ალექსი.

-ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მოკლედ, ყველანი გაემზადეთ და გავედით...

მაშინ, როდესაც ყველანი, დანისა და სოფის გარდა მანქანით მიყვებოდნენ წინ მიმავალ შავ „იამაჰას“, მანქანაში კი მკვდარი სიჩუმე სუფევდა, ლიზას მობილური იმდენად მოულოდნელად ამღერდა, რომ გოგონა მოულოდნელობისგან შეხტა კიდევაც.

-დიახ... რა? კარგი...-გაოგნებულმა ლიზამ საუბარი დაასრულა თუ არა, მაშინვე ამღერდა გიოს მობილური და იგივე განმეორდა ალექსის შემთხვევაშიც. ყველას პოლიციიდან ურეკავდნენ და დაკითხვაზე იბარებდნენ. არ დაურეკავთ მხოლოდ სოფისა და დანისთვის. სოფის ეჭვები ღრღნიდა ალექსთან დაკავშირებით, ასევე იყო ლიზაც, ბიჭები კი ვერავისზე ვერ ფიქრობდნენ, რადგან ზოგადად უჭირდათ ამ თემაზე ფიქრი. მხოლოდ ალექსი იყო მონდომებული მკვლელის მოძებნით და ეჭვები ლიზაზე ჰქონდა. ფსიქოლოგზე უკეთ ვინ იცნობს ადამიანის გონებას? სწორედ ის ფლობს ადამიანის გონების საიდუმლოებებს და შეუძლია მათი ისე გამოყენება,

როგორც სურს. ლიზას თავისუფლად შეეძლო სოფის ჭკუიდან შეშლა და ალექსიც ამ არგუმენტს ეყრდნობოდა. ცდილობდა სხვა სამხილებიც მოეძებნა ლიზას წინააღმდეგ, მაგრამ რატომ იყო ასე დაინტერესებული მისი დამნაშავეობით, ეს მხოლოდ მან იცოდა...

თბილისში ჩასვლისთანავე, წაღებული ნივთები სახლებში დატოვეს, მოწესრიგდნენ და განყოფილებისკენ გაემართნენ. გამომძიებელი მოუთმენლად ელოდა მათ და ერთი სული ჰქონდა თუ როდის გახსნიდა საქმეს, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა და უფროსისგან როდის მიიღებდა მადლობის წერილს.

-ზურაბ, შეუდარებელი ხარ! ვამაყობ შენით!-უფროსის ხმის იმიტაცია გააკეთა ზურაბმა და სავარძელში ისე გადაწვა, რომ კინაღამ გადაყირავდა.

-ბატონო ზურაბ, მოვიდნენ!-ოთახში თავი შემოყო წითურმა, პირსინგიანმა გოგონამ, რომელიც გამომძიებლის თანაშემწე იყო. განყოფილებაში ყველას უკვირდა მისი ეს პოზიცია, რადგან ზურაბის „გახსნილი“ თითქმის ყველა საქმე, სინამდვილეში ამ გოგონას გახსნილი იყო და შესაბამისად ლილუ იმაზე მაღალ თანამდებობას იმსახურებდა, ვიდრე გამომძიებლის თანაშემწეობაა, მაგრამ მისი გარეგნობისა და სტილის გამო უფროსების გაღიზიანებას იწვევდა. ეუხერხულებოდათ საპატიო სტუმრებისთვის წარედგინათ გოგონა, გამომძიებლისთვის სრულიად შეუფერებელი ვიზუალით და ამიტომ მის საქმეებს ზურაბს აწერდნენ. ლილუც მორჩილად ეგუებოდა ბედს, რადგან აქ თუ პირად საქმეს გაუფუჭებდნენ, სხვაგან სამსახურს ვერ იშოვიდა, უდროოდ დაუბლებულ და-ძმას კი უფულოდ ვერ არჩენდა.

-მერედა შემოუშვი, რაღას უცდი?-ზურაბი გაიჯგიმა და მაგიდაზე მიყურილ საბუთებში დაიწყო ქექვა, რომ საქმიანი იმიჯი მიეღო.

კაბინეტში მიყოლებით შევიდნენ სოფი, ლიზა, გიო, დანი და ალექსი. ზურაბი ყველას ხელის ჩამორთმევით მიესალმა, სოფი კი „გულთბილად“ მოიკითხა და ისიც ახარა, რომ სულ მალე მკვლელს გისოსებს მიღმა ამოალპობდა.

-პირველ რიგში მინდა განვმარტო, რომ გიორგაძისა და ქავთარაძის უდანაშაულობაში უკვე დავრწმუნდით საფუძვლიანი კვლევების შედეგად, ასე რომ თქვენ მხოლოდ ფორმალურად მოგვცემთ ჩვენებას და დაგვეხმარებით თქვენი მეგობრების ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენაში.-სერიოზული სახითა და ოფიციალური ტონით დაიწყო გამომძიებელმა.-ახლა ჩემი თანაშემწე დასაკითხად გაიყვანს ჯერ ბატონ გიგაურს და შემდეგ და-ძმა ჩოხელებს. თქვენ კი ჩემთან დარჩებით და გამესაუბრებით, სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის კი უკვე

გვეცოდინება თუ ვინ არის სინამდვილეში სისხლიანი მანიაკი.-ზურაბი სავარძელში მოხერხებულად გადაწვა და ლილუს გასძახა:-ლილუ, ძვირფასო, თუ შეიძლება შენ და კახამ ჩვენი სტუმრები დასაკითხად გაიყვანეთ, მე კი მანამდე მონატრებულ მეგობრებს გავესაუბრები...

დაკითხვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, განსაკუთრებით ლიზას შემთხვევაში. ბიჭები მალევე გამოუშვეს, შეიძლება ითქვას მხოლოდ გაესაუბრნენ, ლიზას კი პირველი მკვლელობიდან მოყოლებული ყველაფერი დეტალურად გამოჰკითხეს. მის დაკითხვას ბატონი ზურაბიც ესწრებოდა. გოგონა ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ როდესაც ზურაბმა ჯიუტად მოსთხოვა დანაშაულის აღიარება, ლიზას საკუთარი უძლურების გააზრებისგან ცრემლები წასკდა, გამომძიებელმა კი მისი ეს რეაქცია დანაშაულის აღიარებად ჩათვალა და ახლა უფრო მკაცრად დაუწყო გამოკითხვა. სოფი და გიო კი ამ დროის განმავლობაში დერეფანში ბოლთას სცემდნენ და ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ სჭირდებოდა ლიზას დაკითხვას ამდენი დრო და გამომძიებელი. ალექსმა თავი თავისუფლად რომ დაიგულა, უცერემონიოდ წავიდა განყოფილებიდან. აღარ უნდოდა იმ ადამიანებთან გაჩერება, ვინც პოტენციური დამნაშავეები იყვნენ.

-დანი, ერთი იდეა მაქვს! ვიცი ახლა ეს შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ სასწრაფოდ მამაჩემი უნდა ვნახო. დღეს მთელი დღეა იმაზე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი სულაც ჩემს ოჯახს უკავშირდებოდეს...-სოფი ტუჩს იკვნეტდა, დანიმ კი იცოდა, რომ გოგონა ასე მხოლოდ მაშინ იქცეოდა, როდესაც რაღაცაზე ნერვიულობდა.

-გიოს გავაფრთხილებ და წავიდეთ...

სოფი მთელი გზა ფიქრობდა იმაზე, ღირდა თუ არა ბებიამისთან შეხვედრა, მაგრამ ამავდროულად მამამისის ნახვის სურვილიც კლავდა. ფიქრობდა როგორ დაეწყო საუბარი და როდესაც ბებიასთან შეხვედრის მომენტს წარმოიდგენდა, ნერვიულობისგან კანკალი ეწყებოდა. ორსართულიანი, თეთრი, ულამაზესი სახლის ჭიშკარს ისე მიუახლოვდნენ, რომ სოფის ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ნამდვილად უნდოდა ამ სახლის დიასახლისთან საუბარი, თუ არა...

-სოფი, არ გადახვალ?-გამოაფხიზლა დანიმ და გოგონაც ბაიკიდან გადავიდა.-როგორ გირჩევნია, შემოგყვე?

-მმმ, არა... არ მინდა ისეთ მდგომარეობაში მნახო, როგორშიც იქ ვიქნები.

-კარგი, ანუ მოგყვები.

-არა დანი, არ მინდა.

-მე კი არ მინდა, რომ თავი მარტოდ იგრძნო.-ბიჭი მსუბუქად შეეხო გოგონას ბაგეებს და შემდეგ ზარი დარეკა.

ჭიშკარი კარისკაცმა გააღო და სოფის დანახვისას თავი ძლივს შეიკავა, რომ პირჯვარი არ გადაეწერა. უსიტყვოდ შეუშვა ორივენი შიგნით, დანიმ ბაიკიც შეიყვანა და შემდეგ მოხუცმა კარი დახურა. ასეთივე რეაქცია ჰქონდა მოახლესაც, რომელიც მაშინვე მეორე სართულისკენ გაიქცა გაფითრებული სახითა და ჩუმი ჩურჩულით: „უფალო დამეხმარე!“ რამდენიმე წუთში მისაღებში მაღალი, წარმოსადეგი ქალბატონი გამოჩნდა, კოხტად გადავარცხნილი ჭაღარა თმითა და ოდნავ დანაოჭებული სახით. სოფის მისი დანახვისას მუხლებში ძალა გამოეცალა და რომ არა დანი, ალბათ ისიც ქალბატონი მაიასავით სავარძლის კიდეზე ჩამოჯდებოდა, რომ არ ჩაკეცილიყო.

-ღმერთო დიდებულო!-პირჯვარს იწერდა შეშინებული მოხუცი და თვალები ცრემლებით ევსებოდა.-სოფი?

-ნამდვილად სწორად მიხვდით, ქალბატონო. სწორედ რომ სოფი ვარ და არა საფლავიდან წამოყენებული დედაჩემი, რომელიც თქვენ შეიწირეთ!-კბილებში გამოსცრა გოგონამ და თვითონაც გაუკვირდა თუ საიდან ჰქონდა ამდენი სითამამე.

-რა სისულელებს ამბობ! დაფიქრდი და დედაშენზე ისე ილაპარაკე!

-ნუ ღელავთ! მე მასზე ცუდს არაფერს ვიტყვი, მიუხედავად ყველაფრისა, რადგან მე მშვენივრად ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში.

-მითხარი რამდენი გინდა! ფული არაა პრობლემა. მითხარი და წადი აქედან!

-თქვენი ბინძური ფული არაფერში მჭირდება! უბრალოდ მინდა ვიცოდე მამაჩემის ვინაობა...-სოფის ბოლო სიტყვებზე ხმა ჩაუწყდა.

-ვალერი გიგაური. ორმოცდათხუთმეტი წლის. ცხოვრობს თბილისში, ვერაზე. ჰყავს ერთი ბიჭი, შენზე ორი წლის უფროსი და მეუღლე, ნინელი ცქიტიშვილი. მუშაობდა თბილისის მთავარი პროკურორის თანაშემწედ, ახლა პენსიაზეა გასული. ნატოსთან ურთიერთობის ამბავი ისე მოაგვარა, რომ ვერავინ ვერ გაიგო, ასე რომ დაუფიქრებლად მოგცემს იმდენ თანხას, რამდენსაც მოსთხოვ. აი მისი მისამართი...-ქალმა ფურცელზე გაკრული ხელით მიაწერა რაღაც და სოფის გაუწოდა.
-ქალბატონო, შეიგნეთ რომ ფული არ მჭირდება. უბრალოდ მინდა მამაჩემი ვნახო.

-კი, მჯერა, როგორ არა. ალბათ შენ და შენმა საყვარელმა აღარ იცით როგორ ირჩინოთ თავი და ფული გჭირდებათ...-ქალმა მზერა დანიზე გადაიტანა, სოფიმ კი უბრალოდ მეტი ვეღარ აიტანა, ბიჭს ხელი მოკიდა და გარეთ გავარდა.

სოფიმ საკუთარი აღელვების გამო საერთოდ ვერ შენიშნა დანის გაფითრება მანამ, სანამ ბაიკზე ამხედრებულები ხუთი წუთი არ ისხდნენ და დანი უაზროდ არ აბღუილებდა ძრავას.

-დანი, რა მოხდა?-სოფი ეცადა ხმაში ცრემლები დაემალა, მაგრამ ვერ მოახერხა.

-აა, არაფერი... წინ გადმოდი და ისე წავიდეთ,,,-გოგონა მართლაც ასე მოიქცა, ბიჭს გულში ჩაეკრა და ცრემლებს თავისუფლება მიანიჭა. დანი კი ცდილობდა აბეზარი ფიქრები გაექრო და სანამ ყველაფერს არ გაიგებდა, ტყუილად არ ენერვიულა. მაგრამ როგორია არ ინერვიულო, როდესაც იცი, რომ შენი საყვარელი ქალის მამა... ბიჭმა თავი გაიქნია ფიქრების გასაგდებად და გვერდი აუქცია შავ „BMW”-ს მარკის ავტომობილს, რომელიც ჯიუტად მიჰყვებოდა გვერდით. დანიმ ვერც გაიაზრა ვის ავტომობილს აუქცია გვერდი და გზა მშვიდად განაგრძო... ნაცნობ ქუჩაზე რომ შეუხვია, გულში ღმერთს სთხოვდა, რომ ფურცელზე მიწერილი სახლის ნომერი არ დამთხვეოდა მისთვის საკმაოდ ნაცნობ სალხს, მაგრამ როდესაც მითითებული ეზოს ჭიშკართან გაჩერდა, მიხვდა, რომ მისი საშინელი წინათგრძნობა გამართლდა და გულში გემრიელად შეიგინა კიდეც.

-სოფ, მოვედით, მაგრამ იქნებ არ გინდა?-შეაპარა დანიმ, მაგრამ გოგონას თვალებში ამოიკითხა რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და ვერაფერს გახდებოდა.

-არა, დანი. მირჩევნია ვიცოდე ვინ არის...-გოგონამ ცრემლები შეიმშრალა და ბაიკიდან გადავიდა, დანიც უკან მიჰყვა.

-სოფი, გთხოვ, არ გინდა რა... გეხვეწები, დამიჯერე.

-დანი, რა დაგემართა? ნუ დარდობ, მეტად გული უბრალოდ ვეღარ მეტკინება...

სოფიმ ჭიშკარში შეაბიჯა და დაახლოებით ხუთ წუთში შავი „BMW”-ც იქვე გაჩერდა. მისი პატრონი ცდილობდა გამოეცნო, თუ რა ესაქმებოდა აქ ამ წყვილს, მაგრამ რამდენიც არ უნდა ეფიქრა, სწორ პასუხამდე დახმარების გარეშე მაინც ვერასდროს მივიდოდა... სოფი ცრემლიანი თვალებით უყურებდა მაღალ, შავგვრემან მამაკაცს და ცდილობდა სიტყვებისთვის თავი მოეყარა, რომ ხმა ამოეღო. კაცი კი გაფართოებული

და ოდნავ შეშინებული თვალებით უყურებდა ხან სოფის და ხანაც მისთვის კარგად ნაცნობ დანის...

-შენ, ნატოს შვილი ხარ?-ძლივს ამოილუღლუღა კაცმა.

-მე თქვენი შვილი ვარ...

-კი მაგრამ, შენ არ უნდა გაჩენილიყავი, მე ხომ ნატოს აბორტის ფული მივეცი...

-მაგრამ მე მაინც გავჩნდი! გავჩნდი და დედისგან შორს, საშინელ ქალთან გავიზარდე! ქალთან, რომელიც დედაჩემის გამოგზავნილ ფულს ისე მოიხმარდა, როგორც გაუხარდებოდა. ქალთან, რომელიც სასკოლო წიგნებსაც კი არ მყიდულობდა. თექვსმეტი წლის ასაკში ბარში დავიწყე მუშაობა. ვიტანდი მთვრალ კაცებს და მათ შეურაცხყოფას, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ტანსაცმლის ფული მქონოდა. ვიტანდი ჩემი გამზრდელის დამცირებას და ცემას და ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი ბრალია! თქვენი ბრალია, რომ ოცდაორი წლის წინ დედაჩემის გრძნობები ფეხებზე დაიკიდეთ და თქვენი სიამოვნებისთვის გამოიყენეთ.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - ოთხშაბათი, 2013-05-08, 2:18 PM

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2013-05-08, 1:48 PM | შეტყობინება # 186
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
-მაგრამ მე მაინც გავჩნდი! გავჩნდი და დედისგან შორს, საშინელ ქალთან გავიზარდე! ქალთან, რომელიც დედაჩემის გამოგზავნილ ფულს ისე მოიხმარდა, როგორც გაუხარდებოდა. ქალთან, რომელიც სასკოლო წიგნებსაც კი არ მყიდულობდა. თექვსმეტი წლის ასაკში ბარში დავიწყე მუშაობა. ვიტანდი მთვრალ კაცებს და მათ შეურაცხყოფას, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ტანსაცმლის ფული მქონოდა. ვიტანდი ჩემი გამზრდელის დამცირებას და ცემას და ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი ბრალია! თქვენი ბრალია, რომ ოცდაორი წლის წინ დედაჩემის გრძნობები ფეხებზე დაიკიდეთ და თქვენი სიამოვნებისთვის გამოიყენეთ. თქვენი ბრალია ჩემი თითოეული საშინელი მოგონება და ისიც, რომ ახლა ჩემს ორგანიზმში ცრემლები სისხლზე მეტია! -სოფის ისტერიკა დაეწყო, ცრემლებს ვერ იჩერებდა და ხმას უფრო და უფრო უწევდა. გრძნობდა დანის მკლავებში როგორ მოექცა და ბიჭი ხელებს როგორ უკავებდა. გრძნობდა იმასაც, რომ მამაკაცი შეშინებული თვალებით უყურებდა, მაგრამ გაჩერება უბრალოდ არ შეეძლო. ამდენი წლის ნაგროვი ბოღმა და ცრემლები ერთიანად გამოანთავისუფლა და ეგონა, რომ ეს გრძნობა ერთიანად წალეკავდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო... ეს მაშინ გააცნობიერა, როდესაც სახლის კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ბიჭი შემოვიდა ძახილით: „-მამა, სტუმრები გყავს?“ ეს „ბიჭი“ კი არც მეტი, არც ნაკლები, დანის მეგობარი და სოფის ყოფილი ბენდის დრამერი ალექსი იყო...


ჩემი ტკბილებო და თბილებო! პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაცშვეო, სახლში არ ვარ, ბებოსთან ვარ და ამიტომ ვერ ვახერხერბდი ამდენ ხანს დადებას. ახლაც მეზობლის წყალობით შემოვედი ცოტა ხნით. სამაგიეროდ გრანდიოზული თავი დაგახვედრეთ! იმედი მაქვს მოგეწონებათ. და მართლა, გარკვეული მიზეზების გამო დანის გვარი გულედანი შეიცვალა ქავთარაძით და არ გაგიკვირდეთ, ახალი არავინ არ შემომიყვანია biggrin დიდი მადლობა ყველას რომ ასე ერთგულად მიძლებთ biggrin
p.s. ბავშვებო, ბოდიშს გიხდით ამდენი უცენზურობისთვის, უბრალოდ ნაწერი ითხოვდა... biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა ♥vampiressa♥ - ოთხშაბათი, 2013-05-08, 2:19 PM

anka-anushkebiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-05-08, 2:32 PM | შეტყობინება # 187

9
0  +
0  ±
   ±
Offline
cry cry cry ras gviketeeeeeb cry cry cry ase gamochndebi xolme da gvaporiaqeb,bravooooo dzalian magari iyoooo cool cool cool

Mari_Amiთარიღი: ოთხშაბათი, 2013-05-08, 9:06 PM | შეტყობინება # 188

436
7  +
9  ±
   ±
Offline
აი რას ვფიქრობ მე საბოლოოდ ეს მკვლელობები სოფის დანაშაული იქნება )) რაც შეეხება სოფის მამის შვილს სულ არ მოველოდი მაგრაამ დიდი ამბები გველის წინ, perfect!

Vampire-Barbieთარიღი: ოთხშაბათი, 2013-05-08, 9:33 PM | შეტყობინება # 189

352
5  +
7  ±
   ±
Offline
Quote
ეს მკვლელობები სოფის დანაშაული იქნება )



♡COLD♡თარიღი: კვირა, 2013-05-12, 8:02 PM | შეტყობინება # 190

26
3  +
0  ±
   ±
Offline
დდდდნ.....
ისედა არ გამიკვირდება თუ ეს სოფის მამა იქნება...
ნუ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მას შეიძლება სცოდნოდა სად იყო იმ დროს მისი შვილი და შესაბამისად სოფიც,
აი ლაშას მკვლელობას როგორ მოახერხებდა ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია.



Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2013-05-23, 0:16 AM | შეტყობინება # 191
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ალექსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი? ? ? ? ? ?
ვაიმეეე , ამ ბოლო თავში თურმე რა ამბები მომხდარააა.
გამიხარდა სოფი და დანი რომ შერიგდნენ და გავბრაზდიი ლიზაზე რომ მიიტანეს ეჭვი, იმედია არ იქნება მკვლელი, კარგი მეგობარი მგონია.
ალექსი მართლა საეჭვო ტიპია და ნერვებს მიშლის და რრატომღაც მეგონა სოფი უყვარდა , მაგრაამ აიი ბოლოს მაგარრიიი ავირიე და ერთი სული მაქვს სანამ ახალი თავი დაიდება. ვსიო , გადავწყვიტე, გიო საუკეთესოა ;დ ეგეთი უფროსი ძმა მინდა.



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2013-05-26, 3:07 AM | შეტყობინება # 192
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 14
სოფიმ იგრძნო როგორ ეცლებოდა მუხლებში ძალა და ძლივს მოასწრო დანიმ მისი დივანზე ჩამოჯენა. ალექსმა სასწრაფოდ წყალი მიურბენინა და მის წინ ჩაიმუხლა, მაგრამ გოგონა მის დანახვაზე უარესად გახდა, მეტი ვეღარ შეძლო და უბრალოდ გაითიშა...დანიმაც ვეღარ შეძლო მეტის ატანა, სოფი ხელში აიყვანა და კარისკენ გაემართა, მაგრამ უცბად გაჩერდა, მობრუნდა და ვალერის უთხრა:
-კეთილი ინებეთ და ლაექსს აუხსენით რატომ გახდა სოფი ცუდად მისი დანახვისას. მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება ეს გააკეთოთ ამიტომ მე თავად ვეტყვი: ალექს, სოფის დაკარგული მამა ის კაცია შენს გვერდით რომ დგას და უცოდველი სახით იყურება!-მონოლოგის დამთავრებისას დანი უცერემონიოდ შებრუნდა და წავიდა. ჰაერზე გასვლისას სოფი გამოფხიზლდა და სუსტად გაახილა თვალები. მაგრამ როდესაც დაინახა, რომ დანისთან იყო, დამშვიდდა და ისე მიხუჭა. ბიჭმა ის ისევ წინ დასვა, ჩაიხუტა და ძრავა ააღმუვლა.
-სოფი, ახლა მე შენ ეკასთან წაგიყვან, მე კი განყოფილებაში წავალ გიოსთან რომ გავარკვიო რა ხდება, კარგი?
-არა! საშინლად გამოვიყურები, თან ლიზას ნახვა მინდა.
-გპირდები, რომ ლიზას სახლში მოგიყვან, ახლა კი გთხოვ არ შემეწინააღმდეგო, ცუდად ხარ და დასვენება გჭირდება.
-ალექსი?
-ალექსი თავად გაარკვევს ურთიერთობას მამამისთან. შენ მაგაზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებ.-დანიმ ნაზად აკოცა გოგონას, რომელიც მასზე მიხუტებული ცრემლებს ვერ იკავებდა და გულში, ღრმად, ძლიერ ტკივილს გრძნობდა.
-ეკა, ეს სოფია- ჩემი საცოლე. თუ შეიძლება რომელიმე ოთახში შევიყვან, ცუდად არის და არ მინდა მარტო დავტოვო...-ჩურჩულით უთხრა დანიმ დეიდას, რომ გოგონა არ გაეღვიძებინა და სახლში შევიდა.
-კი, მაგრამ რა სჭირს? სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო?-დაპანიკდა ქალი და სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში შეუძღვა დანის.
-არა, არ გინდა. ფიზიკურად არაფერი სჭირს, უბრალოდ ძლიერი ტრავმა მიიღო.
-დანიელ, იცოდე თუ შენი ბრალია...
-ეკა, გეყოფა, დამშვიდდი! სოფის დავტოვებ და ვეცდები მალე დავბრუნდე. ხო მართლა, სანდრო სად არის?
-ანის ჰყავს გაყვანილი სასეირნოდ. იცოდე, თავს გაუფრთხილდი, შვილო...
დანი განყოფილებისკენ გაემართა, მაგრამ გული დეიდამისის სახლში დარჩა. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამე მომხდარიყო. თავი სერიალში ეგონა. განა ასეთი პატარაა ეს თბილისი? იმის წარმოდგენაც კი არ უნდოდა, თუ რა ხდებოდა ახლა ალექსის მშობლების სახლში. უნდოდა ვალერი ცემით მოეკლა, მაგრამ თავს იკავებდა. ახლა ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა...
ბაიკი განყოფილებასთან რომ გააჩერა, სწორად მაშინ გამოდიოდნენ იქიდან გიო და ლიზა.
-რა მოხდა?-ჩამოქვეითდა დანი და მეგობრებს მიუახლოვდა.
-ვერაფერი დაუმტკიცეს. ლიზა, როგორც იქნა, გამოტყდა, რომ სეირნობისას საბას ესაუბრებოდა. ჯერ მობილური შეამოწმეს, მერე საბა დაკითხეს, ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ინდაურის წონის გოგო ამხელა ბიჭს დანითა და შიშველი ხელებით ვერ მოერეოდა. ჩემი უდანაშაულობა კი ხაფანგზე დატოვებული ანაბეჭდებით დაამტკიცეს.
-დაიცა, ეგ ხო კარგი, მაგრამ ლიზა ჩვენ საბას ესაუბრებოდა?-თვალები მოწკურა დანიმ და ცალი წარბი აწია.
-დიახ, მერე რა მოხდა?-ენა გამოუყო ლიზამ.
-არაფერი, დაიკო, რა მოხდა და რა ხდება მაგას საბასთან გავარკვევ.-გაუცინა გიომ და ხელი მოხვია.
-სოფი სად არის?-გაუკვირდა ლიზას.
-ოო, ეგ გრძელი ამბავია...-ამოიოხრა დანიმ.-გიო, ბაიკით ხარ?
-კი, რა ხდება?
-დასხედით და გამომყევით. სადმე გავჩერდეთ და დავილაპარაკოთ ადამიანურად, თან საქმეც მაქვს...
დანიმ ბაიკი პირველივე კაფესთან გააჩერა და გიო და ლიზაც მას მიყვნენ. როდესაც ზრდილობის გამო გააკეთეს შეკვეთა და მოხერხებულად მოკალათდნენ, დანიმ თხრობა დაიწყო:
-სოფიმ რატომღაც ეს მკვლელობები მამამისს დაუკავშირა და გადაწყვიტა, რომ დღესვე ენახა. წავედით ბებიამისთან, სოფის ისე ელაპარაკა, ქალი რომ არ ყოფილიყო, ხელით შევეხებოდი. ფული შესთავაზა სიჩუმისთვის. მამისის მისამართი ფურცელზე მიუჯღაბნა და წამოვედით. მამამისი კი იცი ვინ არის?-დანიმ ეს უფრო გიოს ჰკითხა, ვიდრე ორივეს ერთად.-ვალერი გიგაური, ორმოცდათხუთმეტი წლის. ცხოვრობს თბილისში, ვერაზე. მუშაობდა თბილისის მთავარ პროკურორად, ახლა კი პენსიაზე გავიდა. ჰყავს ერთი ბიჭი, სოფიზე ორი წლით უფროსი და მეუღლე, ნინელი ცქიტიშვილი.
-ახლა არ მითხრა, რომ რასაც მე ვფიქრობ სიმართლეა...-გაოგნებული ხმით იკითხა გიომ და დანის მიაჩერდა.
-დიდი სიამოვნებით გეტყოდი, რომ სულ გამოქლიავდი და სისულელეებს ბოდავ, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია.
-იქნებ მეც გამარკვიოთ რაზე ლაპარაკობთ?-ვეღარ მოითმინა ლიზამ.
-ვალერი გიგაური ალექსის მამაა.
-რა?-გოგონას "კოკა-კოლით" სავსე ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ერთიანად გაიწუწა.-ანუ რა გამოდის, რომ სოფი და ალექსი...
-კი, ლიზა. მასე გამოდის.
-და ამ ყველაფერთან ერთად ისიც გამოდის, რომ ალექსს ყველაზე კარგი მიზეზი ჰქონდა სოფის გასამწარებლად...-ჩაილაპარაკა ლიზამ.
-და ვალერსაც...
-ალექსმაც და მამამისმაც ახლა გაიგეს თუ ვინ არის სოფი...
-რა დარწმუნებული ხარ?-არ ცხრებოდა ლიზა.
-ვალერზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ალექსს პირადად მე ვუთხარი. სოფი ამ ამბის გაგებისას ცუდად გახდა. სახლში მარტო დატოვება ზედმეტად სარისკო იყო, ამიტომ დეიდაჩემთან დავტოვე და მაშინვე თქვენთან წამოვედი.
-კარგად მოქცეულხარ. ახლა დასვენება სჭირდება, მაგრამ, დანი, არამგონია რომ საქმე ასე მარტივად იყოს. რატომ ცდილობდა ალექსი ჯერ შენ დადანაშაულებას და შემდეგ ჩემსას? ხომ შეეძლო, რომ უბრალოდ მშვიდად დალოდებოდა გამოძიების პასუხს? და საერთოდაც, არის ადამიანი, რომელიც არც მე და არც სოფის არ გაგვხსენებია მკვლელზე ფიქრისას.
-ვინ? სოფელში ხომ მარტო ჩვენ ვიყავით?-ვერ მიხვდა დანი.
-კი, მაგრამ ადრე სოფის ჰყავდა ერთი "უცნობი" თაყვანისმცემელი, რომელიც დაფარული ნომრით ურეკავდა და გაუთავებლად ესაუბრებოდა. სოფის ისეთ რაღაცეებს ეუბნებოდა, რაც მხოლოდ მან იცოდა. ცოლობაც კი სთხოვა. ცოტა ხანში სოფიმ მასთან უერთიერთობა გაწყვიტა, მაგრამ როდესაც შენ დაგაკავეს, მას კიდევ დაურეკავს და ცდილობდა სოფი შენს დამნაშავეობაში დაერწმუნებინა.
-ამას ახლა რატომ ვიგებ?-აღშფოთდა დანი.-და საერთოდაც, თუკი ის შეშლილი სოფის ცოლობას სთხოვდა და განუწყვეტლივ უთვალთვალებდა, რატომ გაუჭირდებოდა მისი აბეზარი თაყვანისმცემლების თავიდან მოშორება?
-პოლიციას მისი ვინაობა არ დაუდგენია?-ჩაფიქრებული ჩანდა გიო.
-არა, მასზე არავინ არაფერი არ იცის.
-ჰოდა მაშინ ამას მე გავარკვევ...-ჩაილაპარაკა დანიმ, მობილური ამოიღო და ვიღაცის ნომერი აკრიბა.
-ირაკლი, მე ვარ, ძმა. როგორ ხარ? შენი დახმარება მჭირდება, სახლში ხარ? ............................. კარგი, მოვდივარ.-დანიმ საუბარი დაამთავრა და მეგობრებს ანიშნა, რომ გაყოლოდნენ.
გიო ადვილად მიხვდა რასაც აპირებდა მისი ძმაკაცი, ლიზა კი ბავშვური გულუბრყვილო თვალებით იყურებოდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა... როდესაც ირაკლიდ წოდებულთან მივიდნენ და ლიზამ მის სახლში ჰაკერისთვის შესაფერისი აპარატურა აღმოაჩინა, მიხვდა რომ საქმე სერიოზულად იყო და სულ მალე შეშლილი ფსიქოპატის ვინაობასაც გაარკვევდნენ...
* * *
სოფიმ თვალები გაჭირვებით გაახილა, მაგრამ ეგონა, რომ ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა, რადგან ოთახში უკუნი სიბნელე სუფევდა. ხელის ფათურითა და ვარაუდით მოძებნა ტუმბო საწოლის გვერდით და მასზე მდგარი ღამის ნათურა აანთო. სიბნელეს შეჩვეულს სინათლემ თვალი მოსჭრა, მაგრამ როდესაც აღმოაჩინა, რომ მისთვის სრულიად უცნობ ოთახში იმყოფებოდა, გადაწყვიტა, რომ ძილის გაგრძელება არ ღირდა. ეცადა მობილური მოეძებნა, მაგრამ ამაო წვალების შემდეგ გაახსენდა, რომ ის დანის დაუტოვა და გონებაშიც ნელ-ნელა ამოუტივტივდა მომხდარი ამბები. განყოფილება, მამამისის სახლი, ვალერი გიგაური, ალექსი, გონების გათიშვა, ბაიკი და დანის სიტყვები... სწორედ ამ სიტყვების გახსენებისას მიხვდა სოფი ახლა სად იმყოფებოდა და დაფეთებული წამოხტა საწოლიდან. პირველ რიგში რაც ესაჭიროებოდა, ეს იყო აბაზანა და სარკე!
-დანიელ ქავთარაძე, ყელს გამოგჭრი როცა დაბრუნდები!-იცოფებოდა სოფი და ცდილობდა თავი მოეწესრიგებინა, მაგრამ სარკიდან მაინც თვალებჩაწითლებული გოგონა უცქერდა.-არა, ნამდვილად მოგკლავ!-ჩაისისინა კიდევ ერთხელ, თმა თითებით დაივარცხნა და როდესაც ადამიანს დაემსგავსა, გადაწყვიტა ოთახიდან გასულიყო.
-ვაიმე, რა კარგი გოგოა იცი? აი ხომ ეძინა და ცუდად იყო, მაგრამ მაინც შევამჩნიე. ნამდვილად გამიხარდება ჩვენი რძალი თუ გახდება.-ეჭორავებოდა სამზარეულოს მაგიდასთან მოკალათებული ეკა შვილს, რომელსაც ხელში ჩვილი ბავშვი ეკავა და მსუბუქად არწევდა. სოფის გაეღიმა და ყურადღების მისაქცევად ჩაახველა. ორი წყვილი თვალი მაშინვე მას მიაშტერდა.
-ოიჰ, ჩვენს გოგონასაც გაუღვიძია! მოდი, შვილო, დაჯექი, ყავა გირჩევნია თუ ჩაი?-მშინვე მაგიდასთან მიიყვანა ეკამ სოფი.
-დედა! იქნებ ჩვენს სტუმარს სულ არ აქვს ამ ყველაფრის თავი? მე ანი ვარ, ძვირფასო, ეს ეკაა, ეს პაწაწინა კი ჩემი შვილი სანდრო.
-სასიამოვნოა. დანი მიყვებოდა თქვენზე...-გაუღიმა სოფიმ და ზრდილობის გამო თვითონაც მაგიდას მიუჯდა.-ქალბატონო ეკა...-დაიწყო გოგონამ, მაგრამ ეკამ ისეთი მზერა სტყორცნა, მაშინვე გაჩუმდა.
-არავითარი ქალბატონო! პირდაპირ ეკა! შენხელა შვილი რომ მყავს ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ბებერი ვარ. მე ჯერაც მიჩქეფს ძარღვებში სისხლი!-გაიცინა ქალმა და სოფის ყავა მიართვა.
-კარგი...-გაეცინა სოფისაც.-მინდა ბოდიში მოგიხადო მაშინდელისათვის, უბრალოდ...
-ოჰ, არ გინდა.-ხელი აიქნია ეკამ.-ვიცი რაც მოხდა, არაა ახსნა საჭირო. მიდი, ყავა დალიე და მე მანამდე რაღაცეებს გკითხავ.-წარბები აათამაშა ქალმა.
-დედა! ხომ ხედავ, რომ სოფის ამის ხასიათი არ აქვს?-კვლავ ჩაერთო ანი, რომელმაც სოფის მადლიერი მზერა მიიღო საჩუქრად.
-ანი, დარეკვა მინდა, თუ შეიძლება.
-აი ჩემი მობილური, შეგიძლია ოთახში შეხვიდე და იქიდან ისაუბრო!-თვალი ჩაუკრა გოგონამ და სოფის თაცისი მობილური გაუწოდა.
-დანი, თუ არ გინდა, რომ ჩემი ხელით გამოგასალმო სიცოცხლეს, სასწრაფოდ მოდი!-მართლაც რომ საშიშად ჩაისისინა სოფიმ მობილურში, როგორც კი ოთახის კარი მიიხურა.
-დამშვიდდი, მოხდა რამე?
-თუ იმას არ ჩავთვლით, რომ შენი საცოლე, რომელიც შენს ნათესავებს გააცანი, საშინლად გამოიყურება, მაშინ არაფერი! გირჩევნია დროზე მოხვიდე, თორემ როგორც გავიგე ბიძაშენი და ანის ქმარიც აპირებენ მოსვლას და იქნებ მოახერხო და შენს დანარჩენ ნათესავებს მაინც წარუდგინო ჩემი თავი მაშინ, როდესაც ადამიანურ ფორმაში ვიქნები.
-ნუ ბრაზობ! მოვდივარ...
დანი დეიდამისთან რომ მივიდა, ეკა და სოფი კვლავ სამზარეულოში ისხდნენ და ეკა გოგონას კითხვებით სულს ხდიდა. კარი ანიმ გაუღო და კარგადაც შეამკო იმის გამო, რომ სოფი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.
-აი, მეც დავბრუნდი!-მოჩვენებითი ღიმილით შევიდა სამზარეულოში დანი, მაგრამ სოფის მზერა დაინახა თუ არა, ღიმილი მაშინვე სახეზე შეეყინა.
-რა კარგია, ძვირფასო...-ბოლო სიტყვა კბილებში გამოსცრა სოფიმ.-ძალინ მომენატრე...
-ვიგრძენი და მოვედი.
-ვაიმე, რა საყვარლები ხართ...-დადნა ეკა.-ცოტა ხანში ბესო და ლუკაც მოვლენ და ყველამ ერთად ვივახშმოთ.
-რა სამწუხაროა რომ ჩვენ ვერ დავრჩებით...-წამოიწყო სოფიმ და შეუმჩნევლად დანის უჩქმიტა, რომ სასწრაფოდ მიზეზი მოეგონებინა.
-ჰო, ეკა, უნდა წავიდეთ. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა.
-რა? არა, ჩემო კარგებო! არავითარ შემთხვევაში!
-დეიდა, პირობას გაძლევ, რომ ამ დღეებში მე და სოფი აუცილებლად გესტუმრებით.
-ოჰ, კარგი, რადგან არ იშლით... სხვათაშორის, დანი, შენს საცოლეს თითზე ბეჭედი ვერ შევამჩნიე და იმედი მაქვს ამას აუცილებლად გამოასწორებ!-გაუცინა ეკამ, შემდეგ კი "გაღიმებული" წყვილი გააცილა და ღიღინ-ღიღინით შევიდა სამზარეულოში, რათა ფანჯრიდან დაენახა როგორ მიდიოდნენ მისი დიშვილი და ახლადგამომცხვარი სარძლო.
-დანი, გპირდები რომ როდესაც საჭირო ინფორმაციას გამოგტყუებ, აუცილებლად მოგკლავ!-შეუღრინა სოფიმ და უკან შემოუჯდა ბიჭს, რომელიც უკვე აღმუვლებდა შავი "იამაჰას" ძრავას...
* * *
-ლილუ, სასწრაფოდ მჭირდება გიორგაძისა და ქავთარაძის ბოლო კვირების მოძრაობის გეგმა. უნდა ვიცოდე სად იყვნენ, ვისთან ერთად, რა საქმეზე და საერთოდ ყველაფერი!
-კი მაგრამ, ბატონო ზურაბ, ჩვენ ხომ უკვე დავამტკიცეთ რომ ისინი უდანაშაულონი არიან? მე ვფიქრობ კარგი იქნებოდა საფუძვლიანად დაგვეკითსხა ბატონი ალექსანდრე გიგაური.
-შენთვის აზრი არ მიკითხავს! აღარ გაბედო გუგაურის ხსენება! დაგავიწყდა რომ ის ყოფილი პროკურორის შვილია?
-და მერე რა? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უდანაშაულო უნდა იყოს? ის არც კი დაგვიკითხავს ნორმალურად!
-არაუშავს. რაც გთხოვე ის გააკეთე. მართალია ორივეს ჰქონდა ალიბი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ერთად მოქმედებდნენ.
-მე მაინც გიგაურზე ვფიქრობ!-ჩაიბურტყუნა გოგონამ და ბატონი ზურაბის ოთახიდან გავიდა მისი მორიგი კაპრიზის შესასრულებლად...
* * *
-ჰო, ლიზა, ნამდვილად ასე იყო. ისიც კი მითხრა, დედაშენს აბორტის ფული მივეციო. ხომ წარმოგიდგენია რა მომივიდოდა? რაც კი სათქმელი მქონდა ყველაფერი პირში მივახალე და ამ დროს რას ვხედავ, ალექსი არ შემოდის?! თან იძახის: "მამა, სტუმრები გყავს?"-ო. კინაღამ მოვკვდი...
-ვერ დავიჯერე დანიმ რომ მითხრა. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი გარეწარი იყო?
-თურმე შეიძლება. უკვე ცრემლიც კი აღარ მაქვს, რომ ვიტირო, სულ გამომფიტა...
-დამშვიდდი, სოფი. არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რაც უკვე მოხდა და რასაც ვეღარ შეცვლი.-დაამშვიდა ლიზამ და საუკეთესო მეგობარი მაგრად ჩაიხუტა.
-გოგოებო, ახალი ამბავი გვაქვს!-ოთახში დანი და გიო შემოვიდნენ, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ირაკლისთან იყვნენ.
-მოუთმენლად გელით!-მოსასმენად მოემზადა სოფი. ბიჭებიც მათ პირისპირ ჩამოსხდნენ და დანიმ მოყოლა დაიწყო:
-ჩვენს ძმაკაცს, ირაკლის, აქვს ისეთი აპარატურა, რომელიც ბევრი რამის გარკვევაში გვეხმარება. შეიძლება ითქვას, ხანდახან ჰაკერობს ხოლმე... სოფის მობილურში შემოსული ყველა ზარი შეამოწმა და მათ შორის ერთი ზარიც, რომელიც დაფარული ნომრიდან განხორციელდა.
-მერე?-აღმოხდა სოფის, რომელიც ადგილზე ცქმუტავდა.
-დამაცადე!-გაეცინა დანის.-მერე დაფარული ნომერი გახსნა და აღმოაჩინა, რომ...
-ნუ მომკალი!-ვერ ისვენებდა ლიზაც.
-ნომერი, რომლიდანაც პირველი მკვლელობის შემდეგ შემოვიდა შეტყობინება და დაფარული ნომერი, რომლიდანაც მკვლელობამდე ურეკავდნენ სოფის, ერთი და იგივეა.
-მაგრამ მე დაფარული ნომრით მაშინაც დამირეკეს, როდესაც შენ დაკავებული იყავი!-დაიბნა სოფი.
-მართალი ხარ! რა თქმა უნდა ეგ ნომერიც გავხსენით და აბა თუ გამოიცნობ რა აღმოვაჩინეთ? ლაშას მკვლელობის შემდეგ შეტყობინება სწორედ მაგ ნომრიდან გამოგიგზავნეს.
-არ არსებობს! ანუ "უცნობი" და მკვლელი ერთი და იგივე ადამიანია?-დაიბნა ლიზა.
-როდესაც "უცნობმა" ცოლობა მთხოვა, მე ვუპასუხე, რომ ცოლად მხოლოდ იმ შემთხვევაში გავყვებოდი, თუ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩებოდით!-თავის მართლებასავით ჟღერდა სოფის სიტყვები.
-და მასაც შენი ხუმრობა სიმართლე ეგონა!-საბოლოო დასკვნა გააკეთა გიომ.
-მაგრამ მაშინ არსებობს ერთი უზარმაზარი კითხვის ნიშანი.-ჩაფიქრებულმა დაიწყო ლიზამ.-რატომ არ მოკლა მკვლელმა დანი?
-იმიტომ, რომ ცდილობს მისი ჩადენილი მკვლელობები დანის დაბრალდეს და მე შევიძულო...-აღმოხდა გაოგნებულ სოფის.
-მგონი კვანძი ნელ-ნელა გაიხსნა. ახლა მთავარია გავარკვიოთ ვინ არის შენი "უცნობი".
როგორც გამომძიებელმა თქვა, ყველა ნომერი, რომლიდანაც მკვლელობების შემდეგ შეტყობინება მომდიოდა, სხვადასხვა ადამიანზეა გაფორმებული, მათი რეალური მონაცემები კი ბაზაში არ არსებობს.-ჩაილაპარაკა სოფიმ.
-რომ გავიგოთ ამ ნომრების გაყიდვის თარიღი, შევძლებთ ოფისის ჩანაწერებში ამოვაგდოთ იმ მონაკვეთის ვიდეო და ვნახოთ ვინ ყიდულობს ნომერს.
-გიო, არაჩვეულებრივი იდეაა! მაგრამ ამაში ნამდვილად დაგვჭირდება გამომძიებლის დახმარება...

* * *
ნახევარ საათში უკვე ყველანი ბატონი ზურაბის კაბინეტში ისხდნენ და მოუთმენლად ელოდნენ ექსპერტიზის პასუხს. ცოტა ხანშჳ კარი ლილუმ შემოაღო, რომელსაც ხუთი წყვილი თვალი ერთდროულად მიაშტერდა.
-კარგი ამბავი არ მაქვს... ორივე ნომერი სხვადასხვა უბნის ჯიხურშია ნაყიდი და ვერც ერთი გამყიდველი ვერ იხსენებს მყიდველის გარეგნობას.
-ამ საქმეს მაინც გავხსნი!-მუშტი დასცხო მაგიდას ზურაბმა და ოთახიდან გავარდა. დანარჩენებიც იმედგაცრუებულნი გაემართნენ სახლებისაკენ. ცუდია, როდესაც გგონია, რომ სადაცაა მწვერვალზე ააბიჯებ, ამ დროს კი ფეხქვეშ მიწა გეცლება...
* * *
დანის სახლში, მისსავე საძინებელში და მისსავე საწოლში, სოფი მისსავე მკლავებში გახვეული იწვა, სივრცეში იყურებოდა და თავისდაუნებურად ეღიმებოდა.
-რაზე ფიქრობ?-სიჩუმე დაარღვია დანის თბილმა, მოსიყვარულე ხმამ.
-იმაზე, თუ რამდენი რამ არ იცი...-ენა გამოუყო გოგონამ.-იცი, როდესაც აქ გადმოხვედი საცხოვრებლად, მე ლიზასთან ვიყავი და შუაღამისას ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ აყენებდი შავ "იამაჰას", სერიით AB-0160 ავტოფარეხში. იმ დღის შემდეგ, ეს ქცევა ტრადიციად მექცა. ბაიკის ხმა წესიერად არც ისმოდა და მე უკვე ფანჯარაში ვიყავი გადმოყუდებული, რომ დამენახე. სმენაც განმივითარდა და შენი ბაიკის ხმას მილიონში ვცნობდი. დროთა განმავლობაში შენი გრაფიკიც ვისწავლე. დილით თორმეტზე გადიოდი და საღამოს რვაზე ბრუნდებოდი, როცა დათბა_ცხრაზე. ამ დროს მე და ლიზა ყოველთვის ეზოში ვიყავით. ვცდილობდი თვალში მოგხვედროდი, თავს ვირწმუნებდი, რომ მხოლოდ შენი ბაიკი მაინტერესებდა, მაგრამ სინამდვილეში ვიცოდი, რომ ეს ასე არ იყო... ერთხელ, ის დღე არასოდეს დამავიწყდება, მე და ლიზა ვსეირნობდით, წვიმა დაიწყო და მე ლიზას ვუთხარი, რომ იმ წამს წვიმაში ბაიკით სეირნობაზე მეტად არაფერი არ მინდოდა. სიტყვა დამთავრებულიც არ მქონდა, რომ ბაიკის ხმა გავიგონე, ნაცნობი ბაიკის... სიტყვებით ვერ აღვწერ რა დამემართა. მუხლები ისე ამიკანკალდა, რომ ნაბიჯი მერეოდა, გული კი მეგონა საგულედან ამომიხტებოდა. კორპუსთან ახლოს ვიყავით, შენ ბაიკი ფარეხში შეაყენე, შემდეგ კი ისე ჩაგვიარე, რომ გვერდით არც გამოგიხედავს. ვერ დაგვინახე და წახვედი. თან მობილურზე საუბრობდი, როგორც გაგონილიდან დავასკვენი, ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდი... იმ მომენტში მინდოდა, რომ საკუთარი ხელით მომეკალი. ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ მეორე დღისით, ბაიკის ხმაზე ფანჯრიდან არ გადმოვიხედე. სამაგიეროდ საღამოს რომ არ დაბრუნდი, ჯერ ნერვიულობთ მოვკვდი_მეგონა ავარიაში მოყევი, გიოს ნახვის შემდეგ კი მივხვდი, რომ არაფერი არ გჭირდა და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ეჭვიანობა. მთელი ღამე ველოდი როდის გავიგონებდი ნაცნობი ბაიკის ძრავის ღმუილს, მაგრამ იმ ღამეს შენ სახლში არ დაბრუნებულხარ... გადავწყვიტე, რომ ეს ამბავი აღარ გამეგრძელებინა. ერთი კვირა გავძელი ისე, რომ შენი ბაიკის ხმის გაგონებისას არც ფანჯრიდან გადმომიხედია და საღამოსაც არ ჩავსულვარ სასეირნოდ, მაგრამ ერთი კვირის თავზე მოხდა ის, რამაც მაიძულა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი იმაში, რომ მიყვარდი...
სამსახურში მაგვიანდებოდა, ავტობუსი კი არსად ჩანდა. გზის პირას გავედი, რომ შემემოწმებინა მოდიოდა თუ არა. საეჭვოდ ახლოს ვიდექი გუბესთან, როდესაც ერთმა შეშლილმა ჩამიქროლა ბაიკით და გუბის წყლით გამაგრილა. ბაიკი მოშორებით გაჩერდა და უკუსვლით წამოვიდა, მე კი მისი სერია ვიცანი და აღარ ვიცოდი სად დავმალულიყავი. ამის მერე შენც იცი რაც მოხდა...-სოფიმ ენა გამოუყო დანის, რომელიც გაოგნებული, აღტაცებული, თბილი, სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა და ჯერ კიდევ ვერ დაეჯერბინა, რომ გოგონა, რომელიც მის მკლავებში იყო ჩაკარგული და ასე ემოციურად უშიშვლებდა გრძნობებს, მართლა მას ეკუთვნოდა.
-მერე მოხდა ის, რამაც მეც მაიძულა გიოსთვის მეთქვა, რომ მომწონდი როგორც გოგო და "ერთი ღამის პონტი" არ მაინტერესებდა!-თხრობა განაგრძო დანიმ.-როდესაც გუბის წყლით გაგაგრილე და "დანაშაულის გამოსასყიდად" სამსახურში წაყვანა შემოგთავაზე, შენ ისეთი თვალებით მიყურებდი... უბრალოდ არ შეგეძლო უარი გეთქვა, მაგრამ ვერც სიამაყეს ამარცხებდი. ბაიკზე რომ დაჯექი, არ იცოდი ხელები სად წაგეღო და უხერხულად მომკიდე წელზე. სანამ ავტობანზე არ გავედით და სიჩქარეს არ მოვუმატე, ვერ დაგარმწუნე რომ წესიერად მომჭიდებოდი. იქ კი... ჰმ, მე სიჩქარეს ვუმატებდი, შენ უფრო მეტად მხვევდი ხელებს. რომ მივედით რამდენიმე წამი იგივე პოზაში იჯექი, სანამ არ ჩავახველე და გამოგაფხიზლე. ბაიკიდან რომ გადახვედი წაბარბაცდი კიდეც. ისეთი საყვარელი იყავი, ისეთი უმწეო... მერე კი. გიოს დაბადების დღეზე... კარი მე რომ გაგიღე, იმდენად დაიბენი, რომ ისიც კი თქვი, ალბათ კარი შემეშალაო. გიყურებდი და ვხვდებოდი, რომ შენში არ ვხედავდი გოგოს, რომელიც მხოლოდ ერთი ღამისთვის მენდომებოდა. არ იყავი ის, ვისგანაც მხოლოდ სიამოვნებას მივიღებდი და დავივიწყებდი. არ ვიცი რა გამიკეთე, მაგრამ მინდოდა, რომ მუდამ შენ გვერდით ვყოფილიყავი და ახლაც ასეა. თითოეული წამი, რომელსაც შენ გარეშე ვატარებ, საუკუნედ მეჩვენება...
-დანი, ყველაზე ტკბილად იცი რა მახსენდება?-გაეცინა სოფის და გაწითლდა.
-გაწითლდი! ჰმ, საინტერესოა რა ჩავიდინე ისეთი, რომ ვერ ივიწყებ!-თვითკმაყოფილად ჩაეციან დანისაც.
-იცოდე აღარ გეტყვი!-"გაიბუტა" სოფი, მაგრამ დანის მზერის დანახვისას უმალ მოლბა და განაგრძო.-პირველი კოცნა... მაშინ შენზე ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ისეთი ნაწყენი... გული ისე მტკიოდა, შენი დანახვაც კი აღარ მინდოდა. სახლში რომ მომადექი და ვისაუბრეთ, ყველაფერი, უფრო სწორად თითქმის ყველაფერი გითხარი რასაც ვგრნობდი, შენ კი საუკეთესო გზა გამონახე ჩემს გასაჩუმებლად. ვიგრძენი როგორ მეცლებოდა მუხლებში ძალა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, მაგრამ შენს ტუჩებს ვერ ვშორდებოდი...-სოფიმ ვერც გააცნობიერა ისე გაილოკა ქვედა ტუჩი, მაგრამ მისი ეს ქმედება დანის არ გამოჰპარვია და ახლაც, როგორც მაშინ, სოფის კოცნით გააწყვეტინა სიტყვა...
ბედნიერი საღამო იყო... ბედნიერი და მშვიდი... სწორედ ისეთი, როგორიც არის ზღვა, ქარიშხლის მოახლოვების წინ...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Vampire-Barbieთარიღი: კვირა, 2013-05-26, 11:22 AM | შეტყობინება # 193

352
5  +
7  ±
   ±
Offline
პირველი ვარ!...მგონი...შესანიშნავ!


Mari_Amiთარიღი: კვირა, 2013-05-26, 1:37 PM | შეტყობინება # 194

436
7  +
9  ±
   ±
Offline
აჰჰ ვგონებ მოვიდა დრო გავიგოთ რა კავშირშია პროლოგი ამ თავებთან. ძალიან მაგარი იყო

T-MOMSENთარიღი: ხუთშაბათი, 2013-05-30, 5:23 PM | შეტყობინება # 195

266
15  +
30  ±
   ±
Offline
2 tavi ertad wavikitxe, siamovneba mivige happy
aah dzalian sayvarlebi arian es gvritebi <3
mkvleli aleqsi mgonia. moutmenlad veli axal tavs ))


ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » შემდეგი გაჩერება_სიკვდილი
ძებნა: