ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 14 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 12
  • 13
  • 14
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » შემდეგი გაჩერება_სიკვდილი
შემდეგი გაჩერება_სიკვდილი

Jack♥sparrowთარიღი: ხუთშაბათი, 2013-05-30, 10:21 PM | შეტყობინება # 196
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
საინტერესო იყო როგორც ყოველთვის <3,
ერთი სული მაქვს გავიგო მკვლელი ვინ არიიიისს :)) და ჯერ-ჯერობით პროლოგთანაც ვერ ვაკავშირებ,წარმომიდგენია შემდეგი თავი რა საინტერესოო და ამაღელვებელი იქნება <333 ერთი სული მაქვს



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2013-06-02, 10:32 PM | შეტყობინება # 197
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 15
ოდესმე ყველაფერი მთავრდება, მთავარია ვისთვის როგორ... შეიძლება შენთვის სასიამოვნო დასასრული სხვის სიკვდილს ნიშნავდეს. შენ მშვიდად იყო, საყვარელ ადამიანს ეალერსებოდე ბედნიერი, ამ დროს კი... საერთოდ არ არის რთული ყველაფრის გაწირვა, თუ იცი, რომ ამით „იმ ერთს“ გადაარჩენ. შენთვის უმნიშვნელო ხდება ყველაფერი, როდესაც ხედავ როგორ კვდება მის თვალებში ის ნაპერკწალი, ასე ძალიან რომ გიყვარდა, მისით სუნთქავდი და იფიცებ, რომ თუ საჭირო გახდება საკუთარ სიცოცხლესაც გაწირავ ამ ნაპერწკლის დასაბრუნებლად...
დანი აბაზანაში იყო შესული, სოფი კი მის სამზარეულოში საყვარელი მამაკაცისთვის საუზმეს ამზადებდა. მიუხედავად ყველაფრისა, თავს მშვიდად გრძნობდა. სამწუხაროდ სულ ტყუილად... ვერ გეტყვით არ იცოდა რა მოხდებოდა და ვერც წარმოედგინა ასეთი რამ თუ გადახდებოდა-მეთქი, რადგან მეც, თქვენც და სოფიმაც ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება, როდესაც სიმშვიდე ისადგურებს. როდესაც კარდგიოგრამაზე ერთი ხაზი ზემოთ ადის, მეორე ყოველთვის ქვემოთ ეცემა, თუ ასე არ ხდება, ჩათვალე რომ მოკვდი...
სამზარეულოს მაგიდაზე დადებული სოფის მობილური ერთ-ერთი ცნობილი მომღერლის ხმით ამღერდა, მაგრამ ეს არ იყო შეტყობინების ან ზარის მელოდია. დაბნეულმა გოგონამ ყოველგვარი ხელის აკანკალებისა და შიშის გარეშე გახსნა შემოსული MMS-ი და წამის მეასედში მისი მობილური სამზარეულოს მეტლახს დაასკდა. მაინც არ გაითიშა და საწყლად ამოიკვნესა ზარის შემოსვლისას. უკვე ჩაკეცილმა გოგონამ მობილურს ხელი დაავლო და "დაფარული ნომრის" დანახვისას გიჟივით დააჭირა პასუხის ღილაკს.
-ლიზა შენთანაა?-ხმა უკანკალებდა სოფის, რომელიც ცდილობდა დანის უჩუმრად ჩაეცვა და სასწრაფოდ სახლიდან გასულიყო.
-ჭკვიანი გოგონა ხარ, სოფი...-ჩაიცინა ნაცნობმა "უცნობის" ხმამ. მისი ხმა ამჯერად იმდენად საშიშად ჟღერდა, რომ სოფის ძარღვებში სისხლი გაეყინა. სასწრაფოდ ამოიცვა ჯინსი და კედები, კუბოკრული პერანგის ღილები სწრაფად შეიკრა, თმისთვის ხელი არც უხლია, როგორც ჰქონდა გაშლილი ისევე დაიტოვა და ის იყო სახლიდან უნდა გასულიყო, რომ აბაზანის კართან ჩაიარა და უცბად გაჩერდა. დიდხანს ფიქრობდა, ძალიან დიდხანს, მაგრამ ბოლოს მძიმე გადაწყვეტილება მიიღო_სიტყვის უთქმელად გავიდა სახლიდან.
ამ დროის განმავლობაში "უცნობი" საშინელ რაღაცეებს ეჩურჩულებოდა. ეუბნებოდა რას უზამდა ლიზას, რომელიც ახლა სკამზე მიბმული იჯდა, სკამი კი მეტროს ლიანდაგზე იდგა, ზუსტად შუაში... სწორედ ამ სცენის აღმბეჭდავი სურათი გამოუგზავნა "უცნობმა" სოფის MMS-ით და სწორედ ამიტომ ჩაიკეცა. სოფისთვის ყველა მკვლელობდა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ თუ ლიზას რამე დაემართებოდა მის გამო, გოგონა სიცოცხლის გაგრძელებას უბრალოდ ვეღარ შეძლებდა.
-ახლა კარგად მომისმინე შე ნაბიჭვარო!-ამოიგმინა სოფიმ როგორც კი სახლიდან გავიდა.-ლიზას ხელს არ დააკარებ, გასაგებია? მითხარი რა გინდა და მიიღებ, მაგრამ სამაგიეროდ ლიზას უნდა გაუშვა.
-სოფი, დამიჯერე, ნამდვილად არ ხარ ახლა ისეთ მდგომარეობაში, რომ თავს უფლება მისცე და მიბრძანო რა გავაკეთო. გა-სა-გე-ბი-ა?-დაუმარცვლა "უცნობმა" და შემდეგ თავისთვის ჩაიცინა.-ზუსტად ოცდახუთ წუთში, სადგურ "გოცირიძეზე" გაჩერდება მეტროს N2118 ვაგონი, რომელშიც შენ უნდა შეხვიდე. არავითარი პოლიცია, არავითარი მეგობრები და ზედმეტი ხალხი, თორემ ხომ იცი, შენი ძვირფასი მეგობარი ჩემ ხელშია. ჩვენს "ორფეხა ძაღლებს" რაც შეეხებათ, ამ თემაზე არ ინერვიულო. შენზე ადრე მოვლენ, მაგრამ არაუშავს. მთავარია შენ მოხვიდე მარტო, ჩემო ძვირფასო...-სოფიმ წყვეტილი ზუმერი გაიგონა და უცბადვე მოეგო გონს. იმასაც მიხვდა რატომ დაიბარა მკვლელმა ოცდახუთ წუთში. მან მშვენივრად იცოდა სადაც იყო სოფი, შესაბამისად ისიც იცოდა, რომ მითითებულ ადგილას მისასვლელად ყველაზე ბევრი თხუთმეტი წუთი დასჭირდებოდა. მკვლელმა მართლაც რომ შესანიშნავად გათვალა. პოლიციელები ზუსტად მითითებულ დროს მივიდოდნენ, რადგან სოფი არ მიეშვათ მკვლელამდე, მაგრამ მათ არ ეცოდინებოდათ, რომ გოგონა სინამდვილეში უკვე მასთან იქნებოდა... სოფი კარგად იაზრებდა, რომ მილიონიდან მხოლოდ ერთი შანსი არსებობდა ცოცხალი დაბრუნებულიყო. ხვდებოდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს წირავდა, მაგრამ ამ მომენტში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლიზას სიცოცხლე გადაერჩინა. დასაკარგი დრო არ ჰქონდა, ამიტომ პირველივე გამვლელი ტაქსი გააჩერა და მისამართი უთხრა...
დანი აბაზანიდან წელსქვემოთ პირსახოცშემოხვეული გამოვიდა და მაშინვე სამზარეულოსკენ გაემართა, რადგან მცირე დროის მიუხედავად, საყვარელი ქალი მაინც მონატრებოდა. გაუკვირდა სოფი იქ რომ არ დახვდა, მაგრამ მის ნაცვლად დახვდა ტაფაში დანახშირებული კარტოფილი.
-სოფი, სად ხარ, ლამაზო?-დაიძახა დანიმ და ახლა საძინებლისკენ გაემართა, მაგრამ გოგონა არც იქ არ იყო. დანიმ ტანსაცმელი ჩაიცვა და ახლა მობილური მოიმარჯვა ხელში, მაგრამ მაინც ვერაფერი გაარკვია. ბოლოს, მეათედ დარეკვისას, როდესაც დანი უკვე სერიოზულად ანერვიულდა, გოგონამ უპასუხა.
-სად ხარ? რამდენი ხანია გირეკავ, მოვკვდი ნერვიულობით!
-დამშვიდდი, დანი. კარგად ვარ.
-სად ხარ? რანაირი ხმა გაქვს, მოხდა რამე?-ბიჭი შეაშფოთა სოფის ხმამ.
-არაფერი, ყველაფერი კარგადაა. სამსახურიდან დამირეკეს, სასწრაფო საქმე აქვთ და გაფრთხილებაც ვერ მოვასწარი ისე გავიქეცი. სწორედ ამიტომ მაქვს ასეთი ხმა, ნერვები მომეშალა. ნუ ნერვიულობ.
-გამიკვირდა რომ არც დამხვდი და არც გამაფრთხილე. ვიფიქრე რომ რამე მოხდა.
-არა, დანი, ტყუილად ნერვიულობ.-სოფის ხმა ძალიან უკანკალებდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა იმის გაფიქრებისას, რომ შესაძლოა ეს ხმა ბოლოკერ ესმოდა.-დანი, ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეს, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ხარ და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.-სოფის ცრემლები წასკდა და პირზე ხელი აიფარა, რომ ცოტათი დამშვიდებულიყო და თავი ხელში აეყვანა.
-მეც, პატარავ. ძალიან მიყვარხარ.-თბილი ხმით უთხრა დანიმ, სოფიმ კი მეტს ვეღარ გაუძლო, ჯერ გაუთიშა, შემდეგ კი საერთოდ გამორთო მობილური.
ტაქსი მითითებულ მისამართზე მივიდა და მეტროს წინ გაჩერდა. სოფი ბევრს ფიქრობდა სანამ მანქანიდან გადავიდოდა, ბოლოს მძღოლის უხერხულმა ჩახველებამ გამოაფხიზლა, მგზავრობის საფასური გადაიხადა და მანქანიდან გადავიდა...
* * *
ბაქანზე ხალხი ირევა, მატარებელს ელოდება. პიკის საათში ყოველთვის განსაკუთრებულად ბევრი ხალხი ელოდება ტრანსპორტს და არც მეტროა გამონაკლისი. ეს ადგილი ზოგისთვის თავშესაფარი გამხდარა, ზოგისთვის კი დროის გასაყვანი, გასაგრილებელი ადგილი. მეტროში ხომ ყოველთვის განსაკუთრებული სიგრილეა, მითუმეტეს ახლა.
შუახნის ქალბატონი, ფართოფარფლებიანი შლიაპა რომ ახურავს და ყალბი მარგალიტებით იწონებს თავს, დაუღალავად ინიავებს მარაოს და იქვე გაცნობილ ახალგაზრდას ტვინს უჭედავს იმაზე ლაპარაკით, თუ როგორ კარგად ცხოვრობდა მისი ოჯახი ამ ”ვაი მთავრობის” მოსვლამდე. ახალგაზრდა სიცილს გაჭირვებით იკავებს და მშველელად მოვლენილ მატარებლის ვაგონს თავს აფარებს. მაგრამ არ უმართლებს, ქალი იქაც გვერდით უჯდება და განაგრძობს თავის მონოლოგს.
-შემდეგი სადგური_ ”გოცირიძე”.-აცხადებს ქალის მოგუდული ხმა და კარები იკეტება.
ვაგონში უმრავლესობას დაღლილი სახე აქვს, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი, ისინი ხომ დამღლელი სამუშაოდან ბრუნდებიან. შლიაპიანი ქალბატონი კვლავ არ ცხრება და ახლა უკვე იმ ბიჭის ლანძღვას იწყებს, წითლად შეღებილი თმა ეკლებივით რომ აუპრეხია და ცხვირზე საყურე გაუკეთებია. მას სულაც არ ესმის ქალის ლაპარაკი, მეტალს უსმენს ყურსასმენებით და იმაზე ფიქრობს თუ რა უთხრას მშობლებს სახლიდან ძვირფასეულობის გაქრობის მიზეზად. მის გვერდით მჯდომი გოგო კი ყველას დაკვირვებით ათვალიერებს და ცდილობს ხალხის მასაში თავისი პრინცი იპოვოს. თან ყოველ წუთს სარკეში იყურება და თმას ისწორებს.
-”გოცირიძე”. შემდეგი სადგური_ ”ნაძალადევი”.-კვლავ გამოაცხადა ქალის ხმამ და სანამ კარები კვლავ დაიკეტებოდა ვაგონში ერთი გოგონა შემოვიდა. გრძელი, წაბლისფერი თმა გაეშალა, დაბნეული იყურებოდა და ვიღაცას ეძებდა. მატარებელი დაიძრა და გოგონამ თავი ძლივს შეიმაგრა. წინ მიიწევდა და ცდილობდა, რომ ”ის” ეპოვა. მატარებელი გვირაბში შევიდა თუ არა, ვაგონიდან ვაგონში გასასვლელ კართან მდგარმა, უცნაური შესახედაობის, კაპიშონწამოფარებულმა ტიპმა კარი გამოხსნა და მემანქანესთან შევიდა. რამდენიმე წამში ვაგონი შუა გვირაბში გაჩერდა, სინათლე ჩაქვრა და გასროლის ხმა გაისმა, რომელსაც კივილის ხმა მოჰყვა. შემდეგ კი კაცის ბოროტულმა ხმამ გამოაცხადა_ შემდეგი გაჩერება_სიკვდილი! და როდესაც სინათლე აინთო, აღმოჩნდა რომ პირველი ვაგონის გარდა ყველა ჩახსნილი იყო...
* * *
დანი დივანზე იყო მოკალათებული, ლუდის ბოთლი გვერდით მოედგა და ერთ-ერთ მძაფრსიუჟეტიან ფილმს უყურებდა, როდესაც მისი მობილური ამღერდა.
-ირაკლი?-გაუკვირდა მეგორბის ზარი.
-ჰო, მე ვარ. მისმინე, შენი გოგოს ნომერზე კვლავ "დაფარული ნომრით" დარეკეს. საუბრის მოსმენას ვერ ვახერხებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე რომ მეთქვა.
-რა? როდის?
-დაახლოებით ნახევარი საათის წინ.
-კარგი, მადლობა. ძმა ხარ!-დანიმ გაუთიშა თუ არა, მაშინვე სასწრაფოდ წამოხტა, რომ წასულიყო, მაგრამ უცბად გაჩერდა. სად უნდა წასულიყო? აი სად გაიჭედა! ტელევიზორს ეცა და საინფორმაციო გადაცემას წააწყდა_კურიერის სპეციალურ გამოშვებას.
-მოგესალმებით! ეთერშია კურიერის სპეციალური გამოშვება. გვინდა გაცნობოთ, რომ ქალაქში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, მეტროსადგურები გადაკეტილია, მოძრაობა_შეჩერებული. მოგიწოდებთ სახლში დარჩენისაკენ. პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ ვითარების განსამუხტად, მაგრამ როგორც გაირკვა, სიტუაცია გამოწვეულია მანიაკი მკვლელის მიერ, რომელიც თვეების განმავლობაში აწიოკებდა ქალაქს. დღეს დილით, მან განახორციელა ზარი გოგონასთან, რომელსაც "უძღვნიდა" მკვლელობების სერიებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ მეტროს ვაგონში მკვლელთან ერთად იმყოფება ეს გოგონაც. როგორც ჩანს დამნაშავეს ყველაფერი წინასწარი ჰქონდა დაგეგმილი და წამებში გათვლილი. ვაგონი, რომელშიც იმყოფებიან, გაჩერებულია მიწისქვეშა ხაზის ზუსტად შუა წერტილში, რის გამოც შეჩერებულია მოძრაობა. ასევე მანიაკმა ძალიან ოსტატურად გათიშა დენის წყაროც. მკვლელი იმუქრება, რომ მოკლავს ორივე მძევალს. მეორე მძევალი მიბმული ჰყავს მატარებლის ლიანდაგზე მიმაგრებულ სკამზე და სიკვდილით ემუქრება. სწორედ ამის გამო პოლიციელები ვერ ახერხებენ მძევლების გამოხსნას და მკვლელთან მოლაპარაკებას. მანიაკი კომპრომისებზე უარს ამბობს. განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ სამართალდამცავებიც. ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებული რჩება მკვლელის ვინაობა. დარჩით ჩვენთან და პირველმა გაიგეთ განვითარებული მოვლენების შესახებ, დროებით!
დანი ადგილზე გაყინულივით იდგა და განძრევას ვერ ახერხებდა. ჟურნალისტის საუბრის განმავლობაში მიმდინარე კადრებმა გონება გაუთიშა. ხედავდა ხალხს, რომელნიც მეტროს შენობაში იყვნენ გამოკეტილნი, ხედავდა პოლიციელების ცოცხალს ჯაჭვს და ყველაზე მთავარი რაც დაინახა, იყო გვირაბის შიდა , შავ-თეთრი კამერით გადაღებული მცირე მონაკვეთი, სადაც ნათლად ჩანდა როგორ იყო მიბმული გოგონა ლიანდაგზე მდგარ სკამზე. დანიმ ამ გოგონაში ლიზა ამოიცნო... თვითონაც ვერ გაიაზრა ისე სწრაფად აკრიბა გიოს ნომერი, შემდეგ კი ბაიკის გასაღებს დაავლო ხელი და სახლიდან გიჟივით გავარდა...
* * *
-და აი, როგორც იქნა შევხვდით, ჩემო ძვირფასო...-გაისმა ვაგონში ხმა მემანქანის კaბინიდან. ხალხი შიშის ზარმა მოიცვა. ვერავინ ვერ მიხვდა ვის მიმართავდა მკვლელი, სანამ სოფი კაბინისკენ არ დაიძრა.
-აბა, აბა! არც ერთი ზედმეტი ნაბიჯი ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ ხომ იცი, ლიზა ჩემთანაა.
-რა გინდა? მითხარი რა გინდა ჩემგან. მე მოვედი, შეგიძლია ლიზა გაუშვა.
-მმმ, შეიძლება დაფიქრება. თუ კარგად მოიქცევი, მაგაზეც დავფიქრდები...
-რა გინდა ჩემგან?-სოფიმ კვლავ გაუმეორა კითხვა. ეცადა ხმის კანკალი არ შემჩნეოდა.
-ოო, სოფი... ეს ფრიად რთული საკითხია. მე რაც შენგან მინდა, ეს არ ჯდება სიტყვებით ასახსნელ ქმედებებში. უბრალოდ ვერ გადმოვცემ.
-მშიშარა ხარ! ლაჩარი!-გოგონას ერთმა აზრმა გაუელვა თავში.-იმის თავიც არ გაქვს, რომ მუქარის გარეშე მიიღო ჩემგან ის, რაც გინდა. ამისთვის სხვების სიცოცხლეს იყენებ.
-აღარ გააგრძელო!-დაიღრიალა უცნობმა, მაგრამ სოფი ამანაც ვერ შეაჩერა.
-ლიზა იმის გამო დაიჭირე, რომ შენამდე მოგეყვანე. იცოდი, რომ ისე, ჩემი სურვილით არასდროს გნახავდი. გახსოვს, ადრე გითხარი, რომ ცოლად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგყვებოდი, თუ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებოდით დარჩენილნი. იცი, აზრი შევიცვალე. ასე არასდროს არ მოვიქცევი! იმიტომ, რომ შენ ნამდვილი მამაკაცი არ ხარ!
-მოკეტე!-კვლავ დაიღრიალა უცნობმა. ვაგონში მყოფი ხალხი გაშტერებული მისჩერებოდა სოფის, რომელიც მონოლოგის დასრულებას არ აპირებდა.
-თუ ასე არ არის, დამიმტკიცე! დამიმტკიცე, რომ ჩემ აქ გასაკავებლად უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე არ გჭირდება! ლიზა და ეს ხალხი გაუშვი! თუ ასე მოიქცევი, დამარწმუნებ, რომ შენში არის რაღაც მამაკაცური.
-გეყოფა, გაჩუმდი! ლიზას გავუშვებ, ამ ხალხსაც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც სანახაობას უყურებენ.
-იმისიც კი გეშინია, რომ დამენახო...
-აი მაგასაც ნახავ!-ამ სიტყვებს ვაგონიდან მემანქანის კაბინაში გამავალი კარის შემოგლეჯვა და სოფის შოკი მოჰყვა. გოგონამ თავადაც არ იცოდა საიდან გამონახა იმის ძალა, რომ არ ჩაკეცილიყო.
-ჰო, მე ვარ! გიკვირს? ვერ წარმოგედგინა, რომ ასეთი რამის გაკეთება შემეძლო? შეცდი, ძვირფასო...
-რა გინდა ჩემგან?-სოფიმ ამჯერად ვეღარ შეძლო აკანკალებული ხმის დაფარვა.
-აი ეს უკვე მომწონს! ხმა გიკანკალებს, ჩემი გეშინია? მშვენიერია!
-რატომ აკეთებ ამას? რაში გჭირდება ეს სპექტაკლი? შენ ხომ ასეთი არ ხარ...
-არა, სოფი! ასეთი ვარ! შენ მაქციე ასეთად, ცივსისხლიან მკვლელად! შენ, რომელიც მთელი არსებით მიყვარდი! ჩემი ოცნების ქალი იყავი! იცი თუ არა, რომ სახლი შენი სურათებით მაქვს სავსე? ყველგან, საძინებელში, სამზარეულოში, სააბაზანოში, ყველგან შენ გიყურებ და ყოველთვის შენზე ვფიქრობ. რა არ გავაკეთე რომ დაგახლოვებოდი, მაგრამ შენ თითქოს ვერც კი მამჩნევდი! ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჯერ თავი შემეყვარებინა და მერე გამემხილა ჩემი ვინაობა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. შენგან უკვე იმ სითბოსაც კი ვგრძნობდი, ამდენ ხანს რომ ველოდი, მაგრამ... ჰმ, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ის ნაბიჭვარი და შენი თავი წამართვა! შენ კი დამცინე და მითხარი, რომ ჩემი ცოლი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდი, თუ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩებოდით. შენ ჩემს გრძნობებს დასცინე, სოფი, ფეხქვეშ გათელე! და სწორედ ამისთვის, შენ უნდა დაისაჯო! იმისთვის უნდა დაისაჯო, რომ ვერ დამაფასე! ვერ მიხვდი რის მინიშნებას ვცდილობდი მკვლელობებით! შენ მე ხელი უდანაშაულო ხალხის სისხლში გამასვრევინე!
-ალექს, მე, მე არ ვიცოდი...-სოფი მიღებული შოკისგან სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა.
-რა არ იცოდი? ის რომ მიყვარდი? კარგი რა... არ გინდა ზღაპრები! ყველანაირად ვცდილობდი რომ შენთვის თავი შემეყვარებინა. გავმხდარიყავი ისეთი, როგორიც შენ გჭირდებოდა. ვცდილობდი დანის დავმსგავსებოდი. ჩემი ბუნაგიც კი ისე მოვაწყვე, როგორც დანის ავტოფარეხი. ბაიკი არ მყავდა, მაგრამ არაფრით ჩამოვუვარდებოდი. რით მჯობია?
-ყველაფრით!-ვეღარ მოითმინა სოფიმ და ცრემლები წასკდა.
-მაგ ყველაფერს მალე დაემშვიდობები!
-არ გაბედო და დანის არ მიეკარო!
-სოფი, ძვირფასო, უკვე გითხარი, არ ხარ შენ იმ მდგომარეობაში, რომ ულტიმატუმები წამიყენო!
-რა გინდა ჩემგან? მიიღე და დაამთავრე ყველაფერი!
-ასე მარტივად ვერ გამოხვალ, ლამაზო. მე ამდენი ვიწვალე, თითოეულ მკვლელობას საათობით ვგეგმავდი. დღევანდელ დღეზე კი რომ იცოდე რამდენს ვფიქრობდი. დღეს ლამაზი შოუ უნდა დავდგა, გამორჩეული. თავიდან ყველას იმპულსურად ვკლავდი, მინდოდა მიმეხვედრებინა, რომ ჩემ გარეშე ბედნიერი ვერ იქნებოდი, მაგრამ არ გამომივიდა. შემდეგ კი მართლა კარგი გეგმა მოვიფიქრე. თითქოს უნაკლო იყო. მე ხალხს მოვკლავდი, მკვლელობების ადგილას სისხლით დანის ტატუს დავხატავდი, სამხილებსაც შევუქმნიდი, ყველაფერი მას დაბრალდებოდა, მე კი მძიმე სიტუაციაში მხარში ამოგიდგებოდი, განუგეშებდი და შენთვის ახლობელი გავხდებოდი. მაგრამ, იმ ქალმა გეგმები ჩამიშალა. როდესაც შენ და დანი წასულები იყავით, მე მის ავტოფარეხში, კარადაში სამხილები დავაწყვე, უკვე გამოვდიოდი ბაიკის ხმა რომ გავიგე და ისე სწრაფად გამოვვარდი, ბოქლომის ჩაკეტვაც კი დამავიწყდა. მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო, მე კი ვერ დავუშვებდი, რომ დანისი გამხდარიყავი, ამიტომ სასწრაფოდ პოლიციაში დავრეკე. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად უნდა წასულიყო, მაგრამ თავადაც იცი რაც მოხდა... სამაგიეროდ, შენ დანიზე გაბრაზებული იყავი, რაც მე მაწყობდა, მაგრამ არც ეს დამცალდა_გიომ და ლიზამ კვლავ ჩამიშალეს გეგმები.
-ალექს, დამიჯერე, ჩვენ არ ვიცოდით...
-მოკეტე, სოფი! შენი აზრი არ მაინტერესებს. მთავარი შედეგია! მთავარი ის არის, რომ შენ ჩემი ცხოვრება დაანგრიე. ეს ყველაფერი არ იკმარე და საბოლოოდ ისიც გაარკვიე, რომ თურმე ჩემი და ხარ! თურმე მთელი შეგნებული ცხოვრება ჩემი და მყვარებია! წარმოგიდგენია რა დღეში ჩავვარდი, როდესაც ეს გავიგე? დიდი სიამოვნებით გამოვასალმე მამა სიცოცხლეს, მაგრამ შეტყობინება აღარ გამოგიგზავნე, რადგან ეს პირადი ანგარიშსწორება იყო. დღეს კი, საბოლოოდ დავამთავრებ ყველაფერს. შენ არ გაქვს უფლება, ბედნიერი იყო ჩემ გარეშე. რადგან შენ ჩემთან ვერ იქნები, მაშინ საერთოდ არ იქნები! დღეს მოკვდები და ყველაფერი დამთავრდება. მე ალბათ დამიჭერენ, მაგრამ როდესაც გამოვალ, ადამიანურ ცხოვრებას დავიწყებ. დანის არ მოვკლავ. ის რომ არ გამოჩენილიყო, შენ ადრე თუ გვიან ჩემი გახდებოდი. ის იმსახურებს, რომ მთელი ცხოვრება შენი სიკვდილით გამოწვეული ტკივილი სტანჯავდეს.-სოფის ბოლო სიტყვები კარგად აღარ გაუგონია, რადგან რამდენიმე წამის წინ, მოესმა ის, რამაც აიძულა თავი შეეკავებინა და არ ჩაკეცილიყო. ძალიან შორიდან, თითქმის შეუმჩნევლად მოესმა ნაცნობი, ყველაზე საყვარელი და ყველაზე ძვირფასი ბაიკის ხმა... გამომდინარე იქიდან, რომ ვაგონი გვირაბის ბოლოსთან ახლოს იყო გაჩერებული და ქუჩის ხმაურიც ისმოდა ყრუდ, ბაიკის ხმა ნელ-ნელა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და სოფისაც უფრო და უფრო უჩქარდებოდა გული.
-ოჰო, სტუმარიც მოსულა! როგორც ჩანს, სანახაობის გამოტოვება არ უნდა. ჩვენ ხომ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მოდი შესაბამისად დავხვდეთ.-ალექსმა მემანქანის კაბინიდან ვაგონის კარი გააღო და როდესაც სოფიმ ნაცნობ ფიზიონომიას მოკრა თვალი, მუხლებში სისუსტე იგრძნო.
-შე ნაბიჭვარო!-ამოიგმინა დანიმ ალექსის დანახვისას და მისკენ გაემართა. ვერც იარაღის ლულამ შეაშინა და ვერც ალექსის მუქარამ, მაგრამ როდესაც ამ უკანასკნელმა მგზავრთაგან ერთ-ერთს, დაახლოებით ხუთიოდე წლის, დედას მიკრულ, აკანკალებულ გოგონას მხართან ძალიან ახლოს ესროლა, დანი გაჩერდა.
-იცოდე, შემდეგი სოფი იქნება. უკან დაიხიე, უფლებას გაძლევ სოფის ბოლოჯერ შეეხო.
-დანი, გთხოვ...-დანის ამ ხმის გაგონებამ საბოლოოდ მოუღო ბოლო, დაუფიქრებლად მივიდა გოგონასთან და ძლიერად ჩაიკრა გულში.
-როგორი გულისამაჩუყებელი სცენაა, თვალზე ცრემლი მომდგა!-ირონიულად ჩაიცინა ალექსმა, შემდეგ კი მკაცრად დაამატა:-სოფი, თვალებში მიყურე, შენთან საუბარი ჯერ არ დამიმთავრებია! დანი, შენ კი გთხოვ მშვიდად გვისმინო, თუ არა და სიმშვიდის შენარჩუნებაში მე დაგეხმარები...-ალექსმა ხელში იარაღი აათამაშა.
-ალექს, მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე. შენ სოფის ვერ შეეხები. სოფი ახლა აქედან მშვიდად გავა, ამ ხალხსაც გაუშვებ და ლიზასაც, ჩვენ კი დავილაპარაკებთ და ყველაფერს გავარკვევთ. მე ვიცი, რომ შენ ასეთი არ ხარ.
-არა, დანი, შენ უნდა ნახო როგორ მოკვდება სოფი. ყველაფერი შენი ბრალია.
-ალექს, სიცოცხლის გაცვლაზე რა აზრის ხარ?-დანი ყველანაირად ცდილობდა დროის გახანგრძლივებას, რომ გიოსთვის მოქმედების საშუალება მიეცა.
-შენი სიცოცხლე სოფის სიცოცხლის ნაცვლად? ჰმ, საინტერესოა...
-არა!-წამოიკივლა სოფიმ და ალექსისკენ გაიქცა, რომ დამიზნებული იარაღი გადაეგდებინებინა. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ დანიმ არამცთუ გოგონას დაჭერა, გააზრებაც კი ვერ მოასწრო. სამაგიეროდ ალექსის უკვე კარგად გაწვრთნილმა ხელებმა მარტივად მოახერხეს სოფის გაკავება და სულ მალე, გოგონამ იგრძნო როგორ მიაბჯინეს იარაღი საფეთქელზე, ცალი ხელი კი ყელზე შემოხვიეს.
-ესეც ასე, ყველაფერი შესანიშნავად განვითარდა. ახლა დანის შეუძლია სანახაობით დატკბეს. მაგრამ მოდი, ერთ შანსს მოგცემ. თუ დანის იმ ყველაფერს ეტყვი, რასაც ფიქრობდი მასზე, როდესაც გაბრაზებული იყავი, ან მაშინ რას ფიქრობდი, როდესაც ღამე სახლში არ მოდიოდა, შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგკლავ. გახსოვს, რა კარგად ვიყავით მის გამოჩენამდე? ყველაფერი მშვენივრად იყო, დალაგებულად...-ალექსი ამაზრზენად ეჩურჩულებოდა სოფის და გოგონას კანს უწვავდა მისი ცხელი სუნთქვა.
-შენთან საუბარში გატარებული არც ერთი საღამო არ მიღირს დანისთან ჩხუბადაც კი. შენ ვერასდროს მომანიჭებ იმხელა სიამოვნებას, რასაც დანი მხოლოდ ერთი კოცნითაც კი ახერხებს.-სოფი ალექსის გაგიჟებას ცდილობდა, რომ ყველაფერი მალე დაემთავრებინა.-შენ არ იცი რა ვიგრძენი მაშინ, როდესაც პირველად მაკოცა, როდესაც პირველად შემეხო... იქ, სოფელში, იმ მიტოვებულ სახლში...
-მოკეტე! არ მაინტერესებს! გადაწყვეტილია, შენ არ იმსახურებ ჩემს სიყვარულს. ერთი პატარა კახპა ხარ!-სოფიმ გაიგო, როგორ გადატენა ალექსმა იარაღი. იგრძნო როგორ უკანკალებდა ხელი, რომელშიც იარაღი ეჭირა. ისიც დაინახა როგორ გამოიქცა დანი მათკენ და ბოლოს... ბოლოს, გასროლის ხმასთან ერთად, იგრძო როგორ ჩამოუვიდა თბილი სითხე სახეზე. სოფიმ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და მის უკან მდგარ ბიჭთან ერთად ჩაიკეცა...
-სოფი!-დაიღრიალა დანიმ და გოგონას მივარდა. მარტივად გაათავისუფლა ალექსის მკლავებისგან აკანკალებული სოფი და გულში ჩაიკრა. ალექსმა ბოლოჯერ შეხედა გოგონას ამღვრეული თვალებით, ბოლოჯერ ამოილუღლუღა "მიყვარხარ" და თვალები მიეხუჭა. ხელი, რომლითაც ბოლო წამს საკუთარ შუბლთან მიტანილი იარაღის სასხლეტს გამოკრა, საბოლოოდ გაეყინა...
* * *
თუ გინდა იგრძნო რა არის სიცოცხლე, აუცილებლად უნდა დადგე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. წამის მეასედში უნდა გაგირბინსო გონებაში განვლილმა სიცოცხლემ და თუ მოგონებების უმეტესობა ღიმილს მოგგვრის, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ გიცხოვრია. თუ ასე არ არის, ესე იგი შენ მხოლოდ არსებობდი. როდესაც სუნთქვაშეკრული ელოდები ჩახმახის გამოკვრას, მხოლოდ მაშინ აფასებ სიცოცხლეს...
სიცოცხლის შეგრძნების შედარებით მარტივი ხერხებიც არსებობს. თუ შენ მოახერხებ და ოცდარვა აგვისტოს_მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს გერგეთის სამებაში შეხვდები, სწორედ მაშინ იგრძნობ, რომ ცოცხალი ხარ. იქ, სადაც ღრუბლები შენს ქვემოთაა, იქ სადაც ჰაერი სრულიად გამჭვირვალეა, სუფევს ის ყველაფერი, რაც სულს დაგიმშვიდებს. ტაძარში ფეხის შედგმისთანავე ყველა ტკივილი გაქრება და ყელში მობჯენილი, აჩქარებული გულისცემა გაგრძნობინებს, რომ ბედნიერი ხარ...
სოფი, დანი, გიო, ლიზა და საბა ტაძრის წინ, ხასხასა ბალახზე ისხდნენ და დანის თანასოფლელი მეგობრის მოყოლილ ლეგენდებს ისმენდნენ. ზურა ფასანაურიდან იყო, დანის და მის სახლს ერთი ღობე ჰყოფდათ და თვითონაც ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ ზურამ დაპატიჟა მეგობრები მარიამობას ყაზბეგში. ისინიც დიდი სიამოვნებით დათანხმდნენ. ამდენი დაძაბული დღის შემდეგ, ნამდვილად სჭირდებოდათ სულიერი სიმშვიდე. ახლა კი ისხდნენ და ელოდნენ როდის გათენდებოდა ოცდარვა აგვისტო. მართლაც დიდებული დღე ელოდათ. საღამოს უკვე დაკლეს ხარი, მარიამობას კი დოღი და სხვადასხვა თამაშობები გაიმართებოდა. ხინკალს მოახვევდნენ, იქეიფებდნენ და უფალს ადიდებდნენ. სოფიმ იცოდა, რომ ბრწყინვალე დღე ელოდა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, ვერც კი წარმოიდგენდა...
მაშინ, როდესაც მოციმციმე ვარსვკლავები მზის მკრთალმა სხივებმა შეცვალეს და განთიადს მამაოები ზარის რეკვით შეხვდნენ, დანიმ მის გულზე თავდადებულ გოგონას დახედა, ნაზად შეეხო ბაგეებზე და შემდეგ მშვიდად, სრულიად აუღელვებლად, მტკიცედ და სიყვარულით სავსე ხმით უთხრა:
-სოფი, მოდი ჯვარი დავიწეროთ...
-მოდი...

დასასრული



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2013-06-02, 10:36 PM | შეტყობინება # 198
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
და დღეს, კიდევ ერთხელ დავწერე სიტყვა "დასასრული" და კიდევ ერთხელ ამიკანკალდა ხელები. თუმცა არა, ვიტყუები. აქამდე არც ერთი მოთხრობის დამთავრებისას არ ამკანკალებია ხელები და არ ამჩქარებია გული ისე, როგორც დღეს. არა იმიტომ, რომ ეს ყველაზე მეტად მიყვარს და არა იმიტომ, რომ საკმაოდ დიდხანს ვწერდი. 11თვიანი წერის შემდეგ, როდესაც "საპნის ბუშტები" დავამთავრე, გონებაში ყოველთვის ვაგრძელებდი ემის და ჯეკის ამბებს. შემდეგ დავიწყე ჩემი ახალი შვილი: "შემდეგი გაჩერება_სიკვდილი!" ზუსტად 9თვე და 2დღე ვწერდი და დღეს, დადგა დრო როდესაც უნდა დამეწერა "დასასრული". ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი იქნებოდა თუ არა ჰეფი ენდი და ამას თქვენც წაკითხვისას შეიტყობთ. ბოლო მონაკვეთს ისე ვწერდი, თავს ძლივს ვაბამდი. ხელები მიკანკალებდა და არ მინდოდა დამესრულებინა. მაგრამ როგორც მიწერია, "ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, მთავარია ვისთვის როგორ..." დღეს მთელი დღეა საშინელ ხასიათზე ვარ, უკვე მომენატრნენ პერსონაჟები. მე ხომ მთელი ამდენი ხანი მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი. დღეს კი, დავემშვიდობე...
მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედექით, მამხნევებდით და მიტანდით. კვირები ელოდით ახალ თავს და თქვენს მუქარებს, ჩემს ჩამოხრჩობასთან დაკავშირებით არ ასრულებდით. გმადლობთ ყველაფრისთვის!იმედი მაქვს, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ. თქვენი ვამპირესა love love love lips lips lips lips



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

anka-anushkebiთარიღი: კვირა, 2013-06-02, 10:55 PM | შეტყობინება # 199

9
0  +
0  ±
   ±
Offline
bravo bravo bravoooooooooooo,dzalian kargi iyo,madloba nati am arachveulebrivi nacarmoebisatvis,gisurveb kidev didixans shegedzlos aseti shesanishnavi nacarmoebebis cera kiss kiss kiss

Jack♥sparrowთარიღი: კვირა, 2013-06-02, 11:04 PM | შეტყობინება # 200
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ვვაიმე, რა მაგარი იყოოო! მაგარიიიიიიი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ფანტასტიკური,ბრწყინვალე, ყოჩაღ რა, მართლა,სიტყვები არ მყოფნის. სიუჟეტი მაგრად იყო მოფიქრებული , ბოლომდე მეგონა რომ
ცუდად დამთავრდებოდა ყველაფერი და სოფი ან დანი მოკვდებოდა, უფრო დანი. და მერე ეს აბზაცი რომ წავიკითხე:
Quote (♥vampiressa♥)
იგრძნო როგორ უკანკალებდა ხელი, რომელშიც იარაღი ეჭირა. ისიც დაინახა როგორ გამოიქცა დანი მათკენ და ბოლოს... ბოლოს, გასროლის ხმასთან ერთად, იგრძო როგორ ჩამოუვიდა თბილი სითხე სახეზე. სოფიმ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და მის უკან მდგარ ბიჭთან ერთად ჩაიკეცა...

რატომღაც არასწორად გავიგე და მეგონა სოფი მოკლა ალექსმა cry კინაღამ გავგიჟდი.
თავიდან დანი რომ მოდის და რაღაც ძაან ტრაგიკული მომენტი რომ იქმნება, რა კაი იყოო <3 მთლიანად ჩავეშვი სიუჟეტში .
ალექსი რომ იქნებოდა მკვლელი , მართალი გითხრა, მოულოდნელი არ ყოფილა. მაგრამ უცბად , ''შენ ასეთი არ ხარ'' და ასეთი რაღაცები რომ უთხრა სოფიმ (სანამ გავიგებდით ვინც იყო მკვლელი) , მკვლელი მეგონა გიო biggrin cry cry cry და მე ვთქვი ''რა? როგორ? რატოოოოოოოოომ? ''
კიდევ კაი , გადავრჩი. გადავრჩითთთ.
აუ არა რა კაი იყო, მართლა, გულწრფელად.
ეს მომენტი სიგიჟემდე მომეწონა
Quote (♥vampiressa♥)
თუ გინდა იგრძნო რა არის სიცოცხლე, აუცილებლად უნდა დადგე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. წამის მეასედში უნდა გაგირბინსო გონებაში განვლილმა სიცოცხლემ და თუ მოგონებების უმეტესობა ღიმილს მოგგვრის, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ გიცხოვრია. თუ ასე არ არის, ესე იგი შენ მხოლოდ არსებობდი. როდესაც სუნთქვაშეკრული ელოდები ჩახმახის გამოკვრას, მხოლოდ მაშინ აფასებ სიცოცხლეს...

ძალიან ყურადღებით წავიკითხე და ჩავუფიქრდი. ჭკვიანურია , მართლა ეგრეა.
სამწუხაროდ, ყაზბეგში მქონდა წასვლის შანსი და ვერ წავედი cry მაგრამ ვიცი რა სილამაზეცაა იქ, გული დამწყდა ძალიან. წარმომიდგენია, რა მაგარი იქნება <3 შენ ნამყოფი იქნები..

მოკლედ, როგორც ვთქვი, ჩემთვის ბრწყინვალე თავი, დასასრული და საერთოდ, მთლიანად ფიკი ჩემთვის ძალიან საყვარელი და დაუვიწყარი იყო! წარმატებებს გისურვებ <333 უმაგრესი გოგო ხააააააააააარ უუუუუუუუკარგესიიიი უუუუუუუუუუნიჭიერესიი უსაყვარლესი ფანტასტიკააა kiss



bellwardთარიღი: კვირა, 2013-06-02, 11:05 PM | შეტყობინება # 201

1
0  +
0  ±
   ±
Offline
vaime umagresiiaa!!!! ai dzlian magariaa.. snec dzalian nichieri xar.. :** madloba imistvis rom aset karg fikebs wer da gvagrdznobinebn amden emocias. yochag. ehh.. momenatreba :((( <33

Vampire-Barbieთარიღი: კვირა, 2013-06-02, 11:13 PM | შეტყობინება # 202

352
5  +
7  ±
   ±
Offline
არა რა! აი ვიცოდი რო ეგ ალექსი იქნებოდა მკვლელი! მარა მაინც ძალიან შემეცოდა. საშინელებაა როდესაც იგებ, რომ ქალი, რომელიც გიყვარდა შენი საკუთარი დაა :((( ოხ შე მართლა ვამპირესა რა biggrin ისე რატომღაც არ მეგონა თუ ასე მალე დაამთავრებდი ამ მოთხრობას. ნუ ასეა თუ ისე, წარმატებებს გისურვებ და იმედს ვიტოვებ, რომ ახალ ნაწარმოებს მალე შემოგვთავაზებ და კიდევ ერთხელ მოგანიჭებ შენი ნაწერების კითხვის სიამოვნებას happy


♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2013-06-02, 11:13 PM | შეტყობინება # 203
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshveboooooooooooooooooo happy happy happy happy ugrmesi madlobaaa, sul gagimebuli vkitxulobdi komentarebs happy happy happy hoda martla, ar var me namyofi yazbegsi, ara biggrin biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mari_Amiთარიღი: ორშაბათი, 2013-06-03, 0:38 AM | შეტყობინება # 204

436
7  +
9  ±
   ±
Offline
ალექსი სოფის ვერ მოკლავდა,თავიდანვე ვიცოდი. მე ორი ვარიანტი მქონდა მკვლელზე,ან სოფის მეორე მხარე,ან ალექსი, უფრო პირველი მეგონა. რაც შეეხება ალქსის საქცილეს,მართლაც სოფიმ გააგიჟა. ისინი ხომ დანის გამოჩენამდე მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს,შემდეგ კი სოფიმ სულ მიივიწყა და გაწყვიტა ურთიერთობა. აი მთავარი შეცდომა მისი. არ მინდოდა მკვლელი მომკვდარიყო, ნუ არც ის მინდოდა საერთოდ ვინმე დაშავებულიყო,ლიზა ამ თავში საერთოდ არ დომინირებდა, მით უმეტეს რომ მასზე იყო აგებული მთლიანი ეპიზოდი,არც გიორგის რეაქცია, სოფისა და ალექსის მამაზეც მხოლოდ ერთი სიტყვით,სიკვდილით შემოვიფარგლეთ.მოკლედ აქ ბევრი რამ იყო გასაშიფრი და მეტად გასაშლელი. (ვგონებ მიხვდით დასასრულიდან რაც მსურდა)
დაა ნათიია,გილოცავ ამ შეუდარებელი ნაწარმოების დამთავრებას,თაან რეიტინგით პირველს. როგორც შენს წინა ნამუშევარს ვკითხულობდი,ასეთი და უფრო მძაფრი ემოცია მაქვს ამ ფიკზეც ^ ^ ხო დაიცოდე მომდევნოებზეც შენს მკითხველად მიგულე,ძალიან მაგარი იყო.

littlegirlთარიღი: ორშაბათი, 2013-06-03, 1:55 PM | შეტყობინება # 205
NObody's Little Girl
224
33  +
34  ±
   ±
Offline
momewonaa happy magram mee aleksisadmi simpatiit viyavi gamschvaluli da ar mindoda rom is agmocheniliyo mmkvleli sad shemecoda raa. bravo happy happy



♡COLD♡თარიღი: ორშაბათი, 2013-06-03, 2:40 PM | შეტყობინება # 206

26
3  +
0  ±
   ±
Offline
არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის შენ საქებად...
მიუხედავად იმისა რომ ბევრს ვეჭვობდი რომ ალექსი იყო მკვლელი... ბოლო თავამდე მაინც ეჭვი მეპარებოდა.
მეც მწყდება გული რომ დასრულდა, მაგრამ იმედი მაქვს მალე დადებ ახალ რომანს.
წარმატებები.



T-MOMSENთარიღი: ორშაბათი, 2013-06-03, 4:34 PM | შეტყობინება # 207

266
15  +
30  ±
   ±
Offline
WOW! ნათია, შეუდარებელი ხარ რა.
პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ სიუჟეტი იყო ძალიან უცხო, საინტერესო...შეუძლებელია ვინმემ შენი მოთხრობა წაიკითხოს და თქვას რომ არ მოეწონა.... ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება ეს biggrin
ეხლა რაც შეეხება დასასრულს... აიი თავიდანვე ხომ ვამბობდი რომ მკვლელი ალექსი იქნებოდა? სანამ ალექსის პერსონაჟი გამოჩნდებოდა იქამდე ვივარაუდე ეგ (სურათებიდან) biggrin ნუუ, ალბათ კარგი იქნებოდა ლიზას და გიოს რეაქცია გაგვეგო ამ ყველაფერზე თუმცა ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. ყველაფერი მაინც იდეალური იყო.
ხო, კიდევ ისიც უნდა ვთქვა რომ ძალიან, ძალიან მომწონს შენი წერის მანერა. აი ხომ არის მომენტი, როცა ვინმეს მოთხრობას/ლექსს კითხულობ და შენც წერის სურვილი გიჩნდება.მუზები რომ თავს დაგტრიალებენ და მოსვენებას აღარ გაძლევენ,აი ზუსტად ასე მემართება შენი ნაწარმოებების კითხვისას. happy
რა გითხრა არ ვიცი. მოუთმენლად დაველოდები შენს მომდევნო მოთხრობას და შენს ერთგულ მკითხველად მიგულე. happy



Rhaegarთარიღი: პარასკევი, 2013-06-07, 5:31 PM | შეტყობინება # 208
...to porcelain, to ivory, to steel.
15
0  +
0  ±
   ±
Offline
Quote (♥vampiressa♥)
თუ გინდა იგრძნო რა არის სიცოცხლე, აუცილებლად უნდა დადგე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. წამის მეასედში უნდა გაგირბინსო გონებაში განვლილმა სიცოცხლემ და თუ მოგონებების უმეტესობა ღიმილს მოგგვრის, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ გიცხოვრია. თუ ასე არ არის, ესე იგი შენ მხოლოდ არსებობდი. როდესაც სუნთქვაშეკრული ელოდები ჩახმახის გამოკვრას, მხოლოდ მაშინ აფასებ სიცოცხლეს...


რა კარგი იყო happy

მართალი რომ გითხრა, უფრო მოულოდნელ და განსხვავებულ დასასრულს მოველოდი... შეიძლება იმიტომ რომ პირველი თავის დასასრულიდან, ჯერარდ უეის სურათიდანაც უკვე ცხადი იყო რომ მკვლელი ალექსი იქნებოდა და მეტიც, იმასაც თავიდანვე მივხვდი, რომ მკვლელი და ეს უცნობი თაყვანისმცემელი ერთიდაიგივე ადამაინები იყვნენ. მაგრამ ამის მიხუედავად მაინც ვინერვიულე დასასრულისას, მეგონა რომ რომელიმე ამ წყვილიდან მოკვდებოდა... ბოლო სცენა ძალიან კარგი იყო, მოუხდა მოთხრობას სიმშვიდე ამ არეულობის შემდეგ biggrin

რაღა თქმა უნდა, ძალიან კარგი ნაწარმოები გამოვიდა და დიდი სიამოვნების ვკითხულობდი. ყოჩაღ!! kiss ძალიან ნიჭიერი რომ ხარ ამაზე აღარ არის ლაპარაკი smile




"When the snow falls and the white winds blow, the lone wolf dies but the pack survives.”

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2013-06-07, 10:22 PM | შეტყობინება # 209
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
უღრმესი მადლობა ბავშვებო. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. მადლობთ რომ კითხულობდით და მამხნევებდით. მიყვარხართ ყველანი ძალიან ძალიან! happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » შემდეგი გაჩერება_სიკვდილი
  • გვერდი 14 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 12
  • 13
  • 14
ძებნა: