ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » სიყვარულით დაბრმავებული
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-10-29, 3:20 PM | შეტყობინება # 31
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka, egec gamiketebia, tvaldaxuchulsac damikravs pianinoze, adre musikalur skolashi roca vswavlobdi da magra davamxecebdi xolme nawarmoebs (rac didi ishviatoba iyo) mara maincdamainc xshirad ara. tan lamazi da tan brma dzalian magari idea mogsvlia da kargia ro wer. davelodebi shemdeg tavs smile kiss


sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-10-29, 4:02 PM | შეტყობინება # 32
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
saaali, უღმესი მადლობაააა! kiss kiss kiss ძალიან გამიხარდა, რომ კიდევ ერთი მკითხველი მყავს happy ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ და უფრო საინტერესო გავხადო ეს ისტორია.

დამატებულია (2010-10-29, 4:02 PM)
---------------------------------------------

Quote (AnasteishA)
tan lamazi da tan brma dzalian magari idea mogsvlia da kargia ro wer. davelodebi shemdeg tavs

მადლობთ გენაცვალე kiss kiss შემდეგი თავიც ალბათ მალე იქნება, თუ კიდევ რამე არ დამემართა biggrin biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

DiiiK♥თარიღი: პარასკევი, 2010-10-29, 4:08 PM | შეტყობინება # 33
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, მე პატივი მქონდა პირველს წამეკითხა შენ თავი happy მინდა გითხრა, რომ ანალიზი ძალიან რომანტიული გამომივიდა biggrin მოკლედ შენმა თავმა ისე დამადნოო.... ნიკოლოზ ბარათაშვილს სულ სიყვარულს ვუხსნიდი.... love love love love love love love
ხო ეს გადახვევა... ისე კიი როგოოორ მომეწონა შენ კიი გითხარი... მაგრამ ყველას ხომ უნდა გავაგებინო, რომ აღფრთოვანებული ვაააარ ამ თავიით!!!! ყველაზე მაგარი თავი იყოოოოოო!!!!!! არა მარტო იმიტომ, რომ აკოცეს ერთმანეთს, არამედ იმიტომაც, რომ ისე კარგად გაქვს დადებითი ემოციები გადმოცემული, რომ მკითხველი სულ ადვილად ხდება პერსონაჟი და რაც მთავარია, უნდა რომ ასეთი წუთები არ დამთავრდეეს!!! ვაიმეე, იყო მომენტები... როდესაც კითხვის დროს ვაპაუზებდი აზრზე მოსასვლელად biggrin ნუ ჯერ ხომ ძალიან სასიამოვნო ფაქტია, მთავარი გმირის და ჩემი სახელი რომ ემთხვევა happy მერე მეორეე... რომ წავიკითხე ლაშას ნათქვამი, ყავის სახლში ვართო პირველ პაემანზეოო დავასტოპე biggrin მოკლედ... მოკლედ ისეეე მომწეონა შენი თავიი!!! და განსაკუთრებით ბოოლოოს... კოცნამ დააგვირგვინა ჩემი მოზღვავებული ემოციები სიხარულის ღიმილით!!!! გადასარევი გოგო ხარ ჩემო კარგოო :* აი შესანიშნავი აზროვნება გაქვს და შენს მეუღლეს მართლა გაუმართლა, ასეთი რომანტიკული და "გამომგონებელი" გოგონა რომ ყავს გვერდით... პაწუკებს როგორ გაუმართლათ, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ!!! happy love love love love love love love love love
ხოდა შენ მითხარი, ცოტა მეეჭვებოდა თუ გაამართლებდა ასე მალე კოცნა და ამბებიოო, მაგრამ მე თუ მკითხავ გაამართლა... თან ცოტა სიუჟეტს რომ ჩავწვდეთ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველოდება, ამაში დარწმუნებული ვაარ happy ასე რომ ველი შემდეეგ თააავს!!!



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-10-29, 4:40 PM | შეტყობინება # 34
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka,
Quote (stupid_l@mb)
ცოტა მეეჭვებოდა თუ გაამართლებდა ასე მალე კოცნა და ამბები

simartle rom gitxra cota dachqarebuli momechvena eg momenti, mara ragac lamazs ro wer adamiani vegar itmen, agar ginda gawelo siujeti da magito daachqare shenc albat. mec memarteba xolme masetebi, magram dzalian lamazad gamogivida yvelaferi. tamami nabijebis da eqsperimentebis nu shegeshindeba happy happy rac ar unda iyos, nawarmoebi shenia da mtavaria shen miigo siamovneba misi kitxvisas, mkitxvelis azric mnishvnelovania, magram nawarmoebi shenia (kidev ertxel vimeoreb, ra tavtologisti var shy biggrin ) da amitom mkitxvelis reaqciaze magdens nu inerviuleb



RoZy_HaLeთარიღი: პარასკევი, 2010-10-29, 6:56 PM | შეტყობინება # 35
Some People Call Me "Loony", Actually..
765
30  +
91  ±
   ±
Offline
dedaa gavafrine :OO me ki ar mgavs es uchkvianeli adamiani! yochag yochag! vaime dzaan magaria sof :*


Takoთარიღი: პარასკევი, 2010-10-29, 7:53 PM | შეტყობინება # 36
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
raga davweroo?? biggrin :D xom cii rom shens am nawarmoebze (faks agar vedaaxi) vgijdebii!!! love :love: love :love: love
es tavi gansakutrebit momewona, albat xvdebi ratomac biggrin
romantikaa love ra sayvarlobaa, pirdapir davdni... shemecoda ise lasha, ukve ukvars da albat ra dgeshia, tavs damnasheved grdznobs, tan ashakrad dzalain kargi adamianiaa...
bella gamaxsenda biggrin mis garshe ver gavdzleb amis shemdego, rom giweria love lahas ukve 100% ukvars, dianas jer ara mgonia ise ukvardes, ubralod siyvarulis wina grdznobaa chemi azrit biggrin :* :*
dzaalian did pativs gcem da icode rom sheni nawarmoebis fani vaar! "speci" xaar raa biggrin :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :*
male dade , ar gagvanawyeno es amdeni xalxi biggrin :*:*:*:*



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako - პარასკევი, 2010-10-29, 7:55 PM

sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-10-29, 9:09 PM | შეტყობინება # 37
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
stupid_l@mb,
Quote (stupid_l@mb)
sofka, მე პატივი მქონდა პირველს წამეკითხა შენ თავი მინდა გითხრა, რომ ანალიზი ძალიან რომანტიული გამომივიდა მოკლედ შენმა თავმა ისე დამადნოო.... ნიკოლოზ ბარათაშვილს სულ სიყვარულს ვუხსნიდი....

მე კიდე შენზე იმას ვდარდობდი ნეტა როგორ დაწერსთქო და ვიძახდი რამ დამადებინა ეს თავი ღამის 12 საათზე, დამედო დილითთქო biggrin
Quote (stupid_l@mb)
გადასარევი გოგო ხარ ჩემო კარგოო :* აი შესანიშნავი აზროვნება გაქვს და შენს მეუღლეს მართლა გაუმართლა, ასეთი რომანტიკული და "გამომგონებელი" გოგონა რომ ყავს გვერდით... პაწუკებს როგორ გაუმართლათ, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ!!!

ვაიმე დიკოოო! მაწითლებ shy shy shy ჩემს მეუღლეს რაც შეეხება, ალბათ ორივეს ერთად გაგვიმართლა იმიტომ, რომ ორივე რომანტიკოსები და თავგადასავლების მოყვარული გიჟები ვართ. შვილებიც ალბათ ჩვენს კვალს მიყვებიან biggrin biggrin biggrin
Quote (stupid_l@mb)
ხოდა შენ მითხარი, ცოტა მეეჭვებოდა თუ გაამართლებდა ასე მალე კოცნა და ამბებიოო, მაგრამ მე თუ მკითხავ გაამართლა... თან ცოტა სიუჟეტს რომ ჩავწვდეთ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველოდება, ამაში დარწმუნებული ვაარ ასე რომ ველი შემდეეგ თააავს!!!

ხოო რავიცი, მე ახლაც მგონია, რომ ცოტა დავაჩქარე მოვლენები, მაგრამ მთავარია, რომ მოგეწონათ მოულოდნელი კოცნა happy შემდეგ თავში კი რაღაცეები იცვლება და ვნახოთ როგორ მოგეწონებათ smile

დამატებულია (2010-10-29, 9:09 PM)
---------------------------------------------

Quote (AnasteishA)
mkitxvelis azric mnishvnelovania, magram nawarmoebi shenia (kidev ertxel vimeoreb, ra tavtologisti var ) da amitom mkitxvelis reaqciaze magdens nu inerviuleb

შევეცდები biggrin kiss kiss kiss
RoZy_HaLe,
Quote (RoZy_HaLe)
dedaa gavafrine :OO me ki ar mgavs es uchkvianeli adamiani! yochag yochag! vaime dzaan magaria sof :*

უღრმესი მადლობაააა! happy kiss kiss kiss

Quote (Tako)
dzaalian did pativs gcem da icode rom sheni nawarmoebis fani vaar! "speci" xaar raa :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :*
male dade , ar gagvanawyeno es amdeni xalxi :*:*:*:*

დიდი მადლობააა! happy happy ძალიან საყვარელი ადამიანი ხააარ love love love ვეცდები შემდეგი თავიც მალე დავდო kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Rosalieთარიღი: პარასკევი, 2010-10-29, 10:28 PM | შეტყობინება # 38
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
sofka, ese igi minda agshfoteba gamovtqva!
pirvel rigshi imito ro mteli ori tavi gamomrcha da exla wavikiTxe!
meore rigshi agshfotebuli var imito ro es ra wavikiTxe!!! surprised surprised wacko wacko
es iyo ar vici ra iyo..!! dzalian magrad wer vaime vuime vaime!! dzalian momewona.. magram Lashiko ra sayvareli busasunaa ( biggrin ) nu ar vicii.. love dikoc ra sayvareliaa.. vai_mee.. vaime shemdeg tavs velodebi vai vui vai.. vaaii.. love





შეტყობინება შეასწორა Rosalie - პარასკევი, 2010-10-29, 10:34 PM

sofkaთარიღი: კვირა, 2010-10-31, 1:51 PM | შეტყობინება # 39
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Rosalie, biggrin :D biggrin დიდი მადლობაააა!

დამატებულია (2010-10-31, 1:51 PM)
---------------------------------------------
თავი 5.

დღეს უკვე ერთი კვირაა, რაც დიანას ვხვდები... ისიც კი არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ? ნუთუ შემიყვარდა? არა! როგორ შეიძლება ადამიანი ასე უცბათ შეგიყვარდეს? ამაზე სხვისთვის დამიცინია და მე ეს არ უნდა დამმართნოდა! მაგრამ ერთ რამეს ვხვდებოდი, ვერ გადავიტანდი თუ შემიძულებდა...
არ ვიცოდი ბიჭებისთვის ეს ამბავი როგორ მეთქვა... ამის გაგების მერე ნიკა ალბათ ლანძღვას აღარ დამიწყებდა, უკვე პირდაპირ თავს გამიტეხავდა. ლევანი კი მკაცრი ტონით ლექციებს წამიკითხავდა, რომ უსინდისოდ ვექცევი მათაც და საწყალ ბრმა გოგოსაც... ღმერთო! ერთი მათი რეაქციის მეშინია ახლა ამ ამბავზე და მეორე იმის, რომ ოდესმე დიანაც გაიგედა სიმართლეს და არ მაპატიებდა.
- ლაშა! - მომესმა უკნიდან ანუკის ხმა და მივხვდი, რომ ისიც მასთან ერთად იყო.
- გამარჯობა! - მივესალმე ანუკის - დიანა... როგორა ხარ? - გული ისე ამიჩქარდა მის დანახვაზე, ვგრძნობდი მანამ არ დაწყნარდებოდა, სანამ მას არ შევეხებოდი. მინდოდა მისი ლამაზი ტუჩებისთვის ნაზად მეკოცნა, მაგრამ სასწავლებლის ეზოში იმდენი მოწმე იყო, მივხვდი ამის გაკეთება არ ღირდა და შუბლზე კოცნით დავკმაყოფილდი. ეტყობა ჩემს შეხებას არ მოელოდა და შეკრთა
- ლაშა! იქნებ თავი შეიკავო? - საყვედურის ტონით მითხრა და ჩემგან ერთი ნაბიჯით უკან გაიწია.
- დიანა, ასე სასტიკად ნუ მექცევი... ისიც საკმარისი იყო დასვენების გამო გუშინ რომ ვერ გნახე - ავწუწუნდი პატარა ბავშვივით და ჩემი თავით გაკვირვებული დავრჩი, გოგოსთან ასე პირველად ვიქცეოდი. - იცი როგორ მომენატრე? - ვუთხარი და ისევ მისკენ გავიწიე...
- ბავშვებო, ამის დრო არ გვაქვს! ერთმანეთს ლექციების მერე მოესიყვარულეთ - შუაში ანუკი ჩაგვიხტა, დიანას ხელი დაავლო და შესასვლელისკენ წავიდნენ.
- ღმერთო, რა იდილია დაარღვია ამ მეტიჩარა გოგომ! - მომესმა უკნიდან ნიკას ირონიული ხმა.
- ნიკა, ჯერ ახსნის საშუალება მომეცი და საჩხუბრად მერე მომვარდი
- არა მეგობარო, ჩხუბს არც ვაპირებ პირიქით, მინდა შეგაქო და არაჩვეულებრივი გეგმა მოგიწონო... სიმართლე გითხრა შენგან ამას არ მოველოდი და გაოცებულიც ვარ!
- რას ამბობ? რა გეგმაზე ლაპარაკობ? - გაუგებრობაში მყოფი მივაშტერდი
- კარგი რა, ჩემთან შეგიძლია არ დამალო და დაწვრილებით მომიყვე ყველაფერი, ლევანი კი არ ვარ მორალის კითხვა რომ დაგიწყო - ახარხარდა ნიკა...
- მე არანაირი გეგმა არ მაქვს და არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ გაიგე...
- ლაშა, გეყო თავის გასულელება! მშვენივრად მივხვდი რაც ჩაიფიქრე - მითხრა და ირონიული მზერით მომაშტერდა - ბრმა გოგო შეაბი... თავი გინდა შეაყვარო, რომ მერე რამე რო იყოს თავდასხმისთვის ვერ გიჩივლოს პოლიციაში, ხომ მართალი ვარ? - მისმა სიტყვებმა წყობიდან გამომიყვანა, თავი ვეღარ შევიკავე და ყბაში მთელი ძალით დავარტყი, ისიც ძირს დაეცა.
- ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიმეორო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებ! - გამწარებულმა მივაძახე, მანქანაში ჩავჯექი და იქიდან გიჟივით გავვარდი. მაინც ვერ ვხვდებოდი ასეთი აზრი თავში როგორ მოუვიდა? ნუთუ ასეთი უსულგულო ნაძირალა ვგონივარ? ყველაზე მეტად კი იმაზე გავბრაზდი, რომ შეიძლება დიანამაც ასე იფიქროს როცა ჩემს ვინაობას გაიგებს... არა! ამას ვერ გადავიტანდი, ეს უსამართლობა იქნება, მას ჩემს გრძნობაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს! ფიქრებში გახვეულმა მანქანა რომელიღაც მიყრუებულ ქუჩაზე გავაჩერე, თავი საჭეს ჩამოვადე და თვალები დავხუჭე. მერე კი ვინატრე ის დღე, როცა დიანას პირველად შევხვდი უბრალოდ გამქრალიყო! მინდოდა მეც დიანასავით მგონებოდა, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა დარბაზში მოხდა და არა იმ ავბედით დღეს, როცა ის დაბრმავდა. გავაცნობიერე, რომ საქმე მარტო სინანულში არ იყო და მე ის უზომოდ შემიყვარდა. ამიტომაც ვერ გადავიტანდი თუ ის შემიძულებდა, ამას სიკვდილი მერჩივნა!
მობილურის ხმამ აზრზე მომიყვანა და თავი ავწიე. ეკრანზე ლევანის სახელი ეწერა, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა და გადავწყვიტე მეპასუხა.
- ლევან, რა ხდება?
- ცოცხალი ხარ?! რეპეტიციაზე არ მოხვედი, ყურმილსაც არ იღებ და კიდევ მეკითხები რა ხდებაო?! – გაბრაზებული ყვიროდა ტელეფონში.
- კარგი მაპატიე, პრობლემა მქონდა და ვერ მოვახერხე მოსვლა – თავის გამართლება ვცადე.
- ეს ერთი კვირაა პრობლემები არ გელევა, ვეღარ გცნობ ლაშა! მოკლედ უნდა ვილაპარაკოთ, თან აქ რაღაც ხდება და უნდა მოხვიდე.
- არა, ლევან დღეს არ შემიძლია...
- შენ რა, არ გესმის?! აუცილებლად უნდა მოხვიდე, თანაც ახლავე!
- კარგი ნუ ყვირი, უკვე მოვდივარ – გადავწყვიტე ლევანი აღარ გამებრაზებინა და მანქანა დავქოქე. თანაც ამ ბოლო დროს ისედაც ბევრს ვაცდენდი რეპეტიციებს, ჩემს მაგივრად კი ბიჭებისგან საყვედური ლევანს ხვდებოდა, რადგან ბევრს მითმენდა. ზუსტად 15 წუთში უკვე სასწავლებელში ვიყავი, კიბეები სულმოუთქმელად ავირბინე და მესამე სართულზე, სარეპეტიციო ოთახში ფრთხილად შევიხედე.
- ოჰო! მობრძანდა ბიჭი! - ირონიულად თქვა ჩემს დანახვაზე ნიკამ.
- შემოდი, რა შეშინებული იყურები? - მითხრა ლევანმა და მეც შევედი. ოთახში სიჩუმე იდგა, ბიჭები კი რაღაც უცნაურად, დაძაბულები მიყურებდნენ. უცბათ ვიგრძენი, რომ ჩემს უკან ვიღაცამ კარი მიკეტა, მივტრიალდი და...
- სიურპრიზიიი! - იყვირა გახარებულმა ვიკამ და მონატრებული კისერზე ჩამომეკიდა.
- ვიკა?! როდის ჩამოხვედი? აქ როგორ მომაგენი? - გაოცებულმა კითხვები მივაყარე სამი თვის უნახავ შეყვარებულს.
- გუშინ ღამე ჩამოვფრინდი და შენი ნახვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერაფრით დაგიკავშირდი. მერე ამ დილით ნიკას დავურეკე, რომ გამერკვია რა ხდებოდა, მან კი აქ მოსვლა და შენი ნახვა მირჩია. რა იყო? არ მოგეწონა სიურპრიზი? - ნაწყენი ხმით მითხრა და კისრიდან დამნაშავესავით ჩამომეხსნა.
- უბრალოდ შეგეძლო დაგერეკა და გეთქვა, რომ მოფრინავდი და დაგხვდებოდი.
- ეგ მეც მინდოდა, მაგრამ ხომ გითხარი, რომ ვერ გიკავშირდებოდი. მართლა ერთი თვეა ვერ გირეკავ, რა სჭირს შენს ტელეფონს? ნომერი გამოცვალე?
- არა, უბრალოდ შენი შემცვლელი იპოვა და მაგიტომ არ გპასუხობდა - ვითომ იხუმრა ნიკამ.
- ნიკა მორჩი სისულელეებს და ადექით ორივე! რაღაც მომშივდა, კაფეში გავიდეთ და რამე შევჭამოთ - ფეხზე წამოდგა ლევანი და გაშტერებულ დათოს თვალით კარისკენ ანიშნა.
- ბიჭებო, არ არის საჭირო თქვენი წასვლა, ჩვენ მივდივართ - ვიკას ხელი მოვკიდე და კარისკენ წავედი. ისიც მორჩილად მომყვა, კარში გასვლისას ბიჭებს ხელი დაუქნია და ეშმაკურად გაუღიმა. კიბეები სირბილით ჩავატარე და შენობიდან სასწრაფოდ გავიყვანე, თან დაძაბული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, რომ სადმე დიანას და ანუკის არ გადავყროდით. მანქანაში ჩავსვი და იქიდან თავქუდმოგლეჯილივით მოვწყდი. არა, ახლა რა უნდა მექნა? რა უნდა მეთქვა ვიკასთვის? დიანა?! მისთვის როგორ ამეხსნა ვიკას გამოჩენა? მასთან ხომ მისი არსებობაც არ მიხსენებია? თუმცა ვიკას არსებობა მეც კი დამავიწყდა მას შემდეგ, რაც დიანას შევხვდი...
- ლაშა, ასე სად გეჩქარება? ცოტა შეანელე - შეშინებულმა იყვირა ვიკამ, როცა ჩვენს წინ მიმავალ მაქანას გავუსწარი და საპირისპირო მიმართულების მხარეს მოძრავმა მანქანამ დამისიგნალა. ვიკას ყვირილმა გამომაფხიზლა და სიჩქარეს მოვუკელი. მერე შევეცადე უდარდელად გამომეკითხა მისი ამბავი.
- აბა... მომიყვები როგორ გაატარე ეს სამი თვე უკრაინაში? კარგი იყო დედიკოსთან?
- სიმართლე, რომ გითხრა მოსაყოლიც არაფერია. დედაჩემთან საერთო ენას ვერასოდეს ვპოულობდი და არც კი ვიცი რატომ დავთანხმდი ამდენიხნით იქ დარჩენაზე. გუშინდელს აქეთია თავს ბედნიერად ვგრძნობ... აქ მირჩევნია, მამაჩემთან!
- ხოო, რა თქმა უნდა, ის ხომ ყველა შენს კაპრიზს გისრულებს? – ირონიულად გადავხედე.
- კაპრიზს კი არა სურვილს! და ასეც უნდა იყოს, მე ხომ მისი ერთადერთი და საყვარელი შვილი ვარ? თანაც იმის საშუალება ყოველთვის აქვს, რომ გამანებივროს. აბა თუ გამოიცნობ გუშინ საღამოს სავახშმოდ, რომ წამიყვანა რა ვთხოვე?
- ნუთუ ახალი მანქანა? – ვითომ გავიკვირვე.
- არა, სულელო! ახალ მანქანას ჩემს უთქმელადაც მჩუქნის და დღეს საღამოს სახლთან დამახვედრებს. მე კი ვთხოვე, რომ ჩვენი ჯგუფისთვის ნორმალური სტუდია და პროდიუსერი ეშოვა - თქვა და კმაყოფილი ღიმილით გადმომხედა.
- ვერ გავიგე, რომელი ჩვენი ჯგუფისთვის?
- როგორ თუ რომელი ჯგუფისთვის? რა თქმა უნდა “The black angels!’’
- რამდენადაც ვიცი შენ მაგ ჯგუფში არ შედიხარ და ასეთი დაინტერესებული რატომ ხარ?
- ხოო, შენ ჯერ არ იცი, მაგრამ დღეიდან მე უკვე თქვენი ჯგუფის ახალი სოლისტი ვარ! შენს მოსვლამდე სწორედ მაგაზე ვლაპარაკობდი ბიჭებთან, რომ ჩემი ჯგუფში აყვანა კარგი იქნებოდა თქვენთვის და ეს აზრი ყველას მოეწონა, ანუ ყველა თანახმაა.
- აი, მე კიდევ სულ არ მომწონს ეგ აზრი! ვიკა, მაინც საიდან მოგივიდა ასეთი სისულელე თავში? - გავბრაზდი და ავუყვირდი.
- რატომაა სისულელე, თუ ცოტას დაგეხმარებით და პოპულარულებს გაგხდით? მე ვიმღერებ, მამაჩემი დაგვაფინანსებს, კლიპს გადავიღებთ, ალბომს ჩავწერთ და ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ მოვისურვებთ!
- ვიკა! კარგად გიცნობ და ვიცი მოინდომებ, რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ გინდა, მაგრამ მე მამაშენი არ ვარ და შენს კაპრიზებზე სიარულს არ ვაპირებ გასაგებია?!
- ასეთი უხეში რატომ ხარ? ჩემთან როდის აქეთ აიმაღლე ხმა? - გაოცებული და შეშინებული მიყურებდა. – მე უბრალოდ მიყვარხარ და შენი დახმარება მინდა.
- მე კიდევ არ მინდა! და გთხოვ ეგ სისულელე ამოიგდე თავიდან.
- ვერა! იმიტომ, რომ მე და ბიჭებმა შენს გარეშე იმდენი გეგმები დავაწყვეთ...
- საქმეც მაგაშია, რომ ჩემს გარეშე დააწყვეთ, არ შეიძლებოდა ჯერ ჩემთვის გაგენდო ეგ ბრწყინვალე იდეა, სანამ ბიჭებს გააშტერებდი სისულელეებით?
- კი, მაგრამ მაინც რატომაა სისულელე, რა არ მოგწონს?
- ვიკა, შენ ხომ ნორმალურად ვერც კი მღერი?
- რატომ ვერ ვმღერი? შენ ხომ გაქვს ჩემი ნამღერი მოსმენილი კარაოკე ბარში? და სულაც არ გითქვამს, რომ ცუდად ვმღერი... - მისმა ნათქვამმა, მორიგმა სისულელემ უარესად გამომიყვანა წყობიდან და მანქანა გავაჩერე, რომ განერვიულებული რამეს არ დავჯახებოდი.
- როგორ არ გესმის?! კარაოკე ბარი და სცენა ერთი და იგივე არ არის ვიკა! მერე შენ ისეთი ხმა არ გაქვს, რომ სცენაზე მაყურებლის წინ იმღერო. რატომ გინდა ვინმემ შეურაწმყოფა მოგაყენოს და ყრუ დაგიძახოს?! - მივხვდი, რომ მეტისმეტი მომივიდა და ვიკას ვაწყენინე. - მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, უბრალოდ ვერაფრით შეგაგნებინე, რომ ეს უაზრობაა.
- ბიჭებს რაღას ეტყვი? მათ ხომ ისეთი იმედი მიეცათ...
- მაგას მე მოვაგვარებ, შენ კი ახლა სახლში გაგიყვან და ჩემს ნათქვამზე იფიქრე!
- მაგრამ ერთმანეთის ნახვა წესიერად ვერც კი მოვასწარით, თან ჩხუბიც მოვახერხეთ და ასე უნდა დამტოვო? - შეეცადა თავი დამნაშავედ მეგრძნო და ეს მოახერხა კიდეც!
- ახლა საქმე მაქვს, საღამოს კი გამოგივლი და სადმე წავიდეთ კარგი?
- კარგი და ჩვენი შერიგაბაც ავღნიშნოთ – ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, მერე კი ჩემსკენ გადმოიხარა და მისი ნაცნობი, ტკბილი ტუჩები ჩემსას შეეხო...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-10-31, 2:09 PM | შეტყობინება # 40
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
...ნაცნობი ტკბილი ტუჩები არა? მომეშალა ნერვები!!! biggrin biggrin biggrin biggrin მკითხველისთვის ცოტა უსიამოვნო თავია, მაგრამ საინტერესოდ ვითარდება სიტუაცია. უკვე შემდეგ თავს ველოდები. ისე ძნელი არ არის თანდათან რო წერ? თუ აქ დებ თანდათან? კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკვე კარგა ხნის დაწერილია ისე გარკვევით, შეთანხმებულად და დალაგებით წერია ყველაფერი


★Gvanca★თარიღი: კვირა, 2010-10-31, 2:14 PM | შეტყობინება # 41
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magrad momewona martla magari idea iyo lashas sheyvarebulis gamochena magrad gaq lashas grdznobebi gadmocemuli


elle____თარიღი: კვირა, 2010-10-31, 3:08 PM | შეტყობინება # 42
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaaaan dzaaaaaaan magariaaa... erti suli maqvs rodis dawer axal tavsss .. dzaaaan magaria yochaaaaaag !!!!!!!!!!!!!!
Quote (AnasteishA)
...ნაცნობი ტკბილი ტუჩები არა? მომეშალა ნერვები!!!

biggrin :D biggrin :D



sofkaთარიღი: კვირა, 2010-10-31, 3:34 PM | შეტყობინება # 43
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
AnasteishA,
Quote (AnasteishA)
..ნაცნობი ტკბილი ტუჩები არა? მომეშალა ნერვები!!! მკითხველისთვის ცოტა უსიამოვნო თავია, მაგრამ საინტერესოდ ვითარდება სიტუაცია. უკვე შემდეგ თავს ველოდები. ისე ძნელი არ არის თანდათან რო წერ? თუ აქ დებ თანდათან? კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკვე კარგა ხნის დაწერილია ისე გარკვევით, შეთანხმებულად და დალაგებით წერია ყველაფერი

ხოო, წინასწარ ვიცოდი ეს თავი რა რეაქციას გამოიწვევდა მკითხველებში biggrin biggrin მაგრამ ამის გარეშე დამეთანხმები ალბათ, რომ საინტერესოც არ იქნებოდა. თავებს თანდათან ვწერ, მართალი ხარ ცოტა ძნელია, მაგრამ ასე მირჩევნია, როცა ვიცი, რომ მკითხველი შემდეგ თავს ელოდება უფრო სწრაფად ვწერ. happy happy

დამატებულია (2010-10-31, 3:34 PM)
---------------------------------------------

Quote (bella-bella)
dzaan magrad momewona martla magari idea iyo lashas sheyvarebulis gamochena magrad gaq lashas grdznobebi gadmocemuli

მადლოოობთ!:kiss: kiss kiss ყველანაირად ვცდილობ ზუსტად და გარკვევით გადმოვცე გმირების განცდები და მიხარია თუ ეს შევძელი happy

Quote (sofka)
dzaaaaaan dzaaaaaaan magariaaa... erti suli maqvs rodis dawer axal tavsss .. dzaaaan magaria yochaaaaaag !!!!!!!!!!!!!!

დიდი მადლობააა!:kiss: kiss kiss ვეცდები ახალი თავიც რამდენიმე დღეში დავდო, გპირდებით დიდხანს არ გალოდინეებთ happy happy happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: კვირა, 2010-10-31, 5:27 PM | შეტყობინება # 44
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (sofka)
გპირდებით დიდხანს არ გალოდინეებთ

:*:*:*:*:*:*:* magari xar dzaan :*:*:*:*:*:*



saaaliთარიღი: კვირა, 2010-10-31, 6:16 PM | შეტყობინება # 45
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
aaaaaaaaaaaa es tavic ra magari iyooooo wacko %) wacko %) wacko rogorc yvela sxva danarchenebii happy ^_^ aii umagresad wer ar vici ra gitxra biggrin :D biggrin geubnebi shepasebis unar ar maqvs magram rogorc shemidzlia ise gagebineb chems azrs smile martlac umagresi tavii iyoo.. shenze kide ra vtqva xo ravii unichieresi xar da kidev shemdeg tavs velodebi sulmoutmenlad heart :heart: love :love: love :love: love :love: love biggrin

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - კვირა, 2010-10-31, 6:17 PM
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » სიყვარულით დაბრმავებული
ძებნა: