წყალქვეშ
|
|
Katherine_Pierce | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-25, 6:22 PM | შეტყობინება # 1 |
9
Offline
| სახელწოდება: წყალქვეშ
ავტორი:მე
ბეტა:ძებნის პროცესშია
ჟანრი: რომანტიკა, დრამა, ფანტასტიკა
სამარი: ეს ფიქი არის მისტიურ არსებებზე ანუ ქალთევზებზე..არც ვიცი რა გამომივა, მაგრამ თუ მოგეწონებათ და თუ შევძლებ გავაგრძელებ აუცილებლად წერას..
შეტყობინება შეასწორა Katherine_Pierce - ოთხშაბათი, 2011-05-25, 6:24 PM | |
|
|
Katherine_Pierce | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-25, 6:29 PM | შეტყობინება # 2 |
9
Offline
| პროლოგი
საერთოდ ყველა ფიქრობს, რომ წყალქვეშ ყველაფერი ლამაზი და მშვიდია. რაღაც მხრივ მათ ვეთანხმები კიდეც. აქაურობა მართლა ულამაზესია, მაგრამ სიმშვიდის სახელი ტყუილად აქვს მისაკუთრებული. ხო რათქმაუნდა ისინი აქ არ ცხოვრობენ და რა ადგილებშიც ცხოვრობენ იქ სავსებით სიმშვიდეა. მაგრამ ალბათ ასე არ იფიქრებდნენ თუ ეცოდინებოდათ ზღვის მარადიული მცხოვრებლების შესახებ. თუ ეცოდინებოდათ, რომ ისინი არა მარტო მათ მითებში და ზღაპრებში არამედ რეალობაშიც არსებობენ.
შეტყობინება შეასწორა Katherine_Pierce - ოთხშაბათი, 2011-05-25, 6:30 PM | |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-25, 7:23 PM | შეტყობინება # 4 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| damainteresa.... mgoni shen axali xar hoda WELCOME !!
| |
|
|
|
|
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-05-27, 4:33 PM | შეტყობინება # 10 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| Katherine_Pierce, საინტერესოა... წარმატებეს გისურვებ! მაგრამ ამ გამყოფილებაში არ უნდა იყოს (აქ ფიკები მხოლოდ ”ბინდზე” იდება) . შენი ფიკი გადავიდა ”ფანფიკები სხვა ნაწარმოებების მიხედვით” <<< აქ
| |
|
|
|
|
|
Katherine_Pierce | თარიღი: შაბათი, 2011-06-04, 4:57 PM | შეტყობინება # 14 |
9
Offline
| თავი 1
ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე და როცა დავრწმუნდი, რომ ვერავინ მხედავდა სახლიდან მაშინვე სწრაფად გამოვცურე. ვიცოდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა , მაგრამ მაინც არ ვამხელდი, რომ მაინტერესებდა. ამის გამო თითოეული ჩვენგანი მკაცრად ისჯებოდა. ეხლა გიჟ მელისასთან მივცურავდი, უფრო სწორად მელისასთან. გიჟის სახელი მას მაშინ მიეკუთვნა, როდესაც დანარჩენმა ქალთევზებმა გაიგეს მელისას ადამიანების სამყაროში მოგზაურობაზე და გააგდეს. ესე ვთქვათ ყველა ერთად ვცხოვრობთ. თვითონ ზღვა არის ჩვენი საერთო საცხოვრებელი, მაგრამ ისინი ვერც ამან შეაჩერა. საწყალ მელისას სამუდამოდ აუკრძალეს წყალში დაბრუნება. მას მისჯილი ჰქონდა სამუდამოდ ადამიანურ ფორმაში ეცხოვრა, მაგრამ თუ მაინც გაჯიუტდებოდა და დაბრუნდებოდა ყველა ერთხმად შეპირდა, რომ მოკლავდნენ. სასაცილოა არა? ამ ყველაფერს ისე გიყვებით თითქოს ვიღაც უცხოს ისტორია იყოს, მაგრამ ამ ყველაფრის მონაწილე მეც ვიყავი. ჩვენთან არასამართლიანი და მკაცრი კანონები არის: ან წყალქვეშ უნდა იცხოვრო სამუდამოდ ან მის ზემოთ. უცებ ფიქრი შევწყვიტე, რადგან იმ ბორცვთან ვიყავი სადაც მელისას უნდა შევხვედროდი. წყლიდან მხოლოდ თავი ამოვყავი და უფრო ახლოს მივცურდი. -დავაგვიანე? - არა, უბრალოდ მე მოვედი ცოტა ადრე. - მიპასუხა მელისამ და მე შემომხედა, - აქ რატომ მოხვედი სირენა? მაინც რა გაინტერესებს? -ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი. როგორი ცხოვრება არის ზემოთ? განსხვავდება თუ არა ის ჩვენი სამყაროსგან? სად ჯობია ცხოვრება და როგორები არიან ადამიანები? - ბოლო სიტყვა კი ჩურჩულით ვთქვი. ძალიან აჟიტირებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ უამრავი საინტერესო რამის გაგების საშუალება მქონდა. - და საერთოდ შენი ისტორია მომიყევი, - რათქმაუნდა ვიცოდი რომ ზღვიდან სამუდამოდ გააძევეს, მაგრამ ზუსტი ამბავი მეც არ ვიცოდი და ძალიან მაინტერესება. -არა, სერენა. ამდენი ხნით ვერ დავრჩები, სამუშაოზე უნდა დავბრუნდე. ნუ როგორ გითხრა...- მელისას დაწყებულიც არ ჰქონდა, რომ თავი ვერ შევიკავე და გავაწყვეტინე. -მოიცა, მოიცა. წეღან რა ახსენე? - ვცდილობდი როგორმე გამეხსენებინა ის უცნაური სიტყვა.- სამუშო, სამაუშო თუ რაღაც ეგეთი, რომ თქვი. მელისამ წარბები ზემოთ აწია და მკაცრი სახით შემომხედა. - ეხლა რა ვქნა? დამაცდი თუ აღარ მოგიყვე? -კაი, ბოდიში.- მივხვდი, რომ თუ არ შევაწყვეტინებდი ყველაფერს გავიგებდი.. მაგრამ ხშირად თუ შევაწყვეტინებდი კი საერთოდ ვერაფერს გავიგებდი. მე კიდე მეტჯერ აქ ვეღარ მოვიდოდი, ამიტომაც დიდი ამბის მოსასმენად მოვემზადე. - გააგრძელე. -ხო და მოკლედ ... - და როგორც კი მან მოყოლა დაიწყო შეკრული წარბები მაშინვე გაეხსნა და სახე გაუბრწყინდა. გული მიგრძნობდა, რომ სასიამოვნო ისტორიის მოსმენა მომიწევდა.
შეტყობინება შეასწორა Katherine_Pierce - შაბათი, 2011-06-04, 4:57 PM | |
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: შაბათი, 2011-06-04, 8:35 PM | შეტყობინება # 15 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Hmm..momewona magram ufro xshirad dade xolme daa egeb ufro didi tavebic dado
შეტყობინება შეასწორა ucnobiucnobi2 - კვირა, 2011-06-05, 7:53 PM | |
|
|