"განთიადის" მსოფლიო პრემიერა!
|
|
|
Bells | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-24, 8:55 PM | შეტყობინება # 2 |
Between Clouds And Heaven
1089
Offline
| ვეღარ ვითმენ, ამიტომ პირველმა უნდა დავწერო
ეს არის ნამდვილად საოცარი ფილმი მთელ საგაში!!! აი ემოციებს ვერ ვფარავდი ყურებისას და რომ დამთავრდა აღარაფერს ვამბობ, კინაღამ გადავირიე აღფრთოვანებისგან, ლამის ბილ კონდონის ძებნა დავიწყე სოციალურ ქსელში რო მადლობა გადამეხადა ეს არის იდეალური ეკრანიზაცია... ფილმში ასე უნაკლოდ იყოს გადმოცემული და ჩატეული მთელი წიგნი, ნამდვილად არ მინახავს, არანაირი ნაკლოვანების გრძნობა არ დამრჩენია, პირიქით ბევრი დამატება და ინტერპრეტაცია იდეალურადაა გაკეთებული! მსახიობებზე აღარაფერს ვამბობ, არაჩვეულებრივები არიან! ნამდვილი სიამოვნება მივიღე თითოეულის თამაშით, უფრო სწორად, არ თამაშობდნენ, ისინი ნამდვილი გმირები იყვნენ^^ ნუ სათითაოდ არ ჩამოვთვლი და გავარჩევ რა მომეწონა, თორემ გავავსებ აქაურობას, თუმცა არ შემიძლია არ ავღნიშნო ბელას ვამპირად გადაქცევის სცენა! აი სიტყვებია რ მყოფნის ისე საოცრადაა ყველაფერი, ბილი მართლაც გენიოსია და საერთოდ ყველა ის ადამიანი ვინც ამ სცენის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ბელას ზარღვებში შხამის შესვლის და ორგანიზმის აღდგენა საოცარია! იგივეს ვიტყოდი თაფლობის თვეზე და კიდევ ძალიან ბევრ სცენაზე ახლა მხოლოდ იმას დავასახელებ რამაც მცირე უკმაყოფილება დამიტოვა: ელისის ვარცხნილობა (თუ შეიძლება ამას ვარცხნილობა ვუწოდოთ) თვალები სად ქონდათ ნეტავ ვიცოდე რო გადახოტრეს ეს თავი კიდევ, ბელა ქორწილში, კაბით, ვარცხნილობით და ყველაფრით სიზმარში უკეთესი იყო ვიდრე რეალურ ქორწილში, იქ უფრო მომეწონა, ამიტომ პირიქით რომ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ესეც მშვენიერია^^ ასევე ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ისეთი ეფექტებთაა გადაღებული და ბევრი ისეთი სცენაა, რომ 3D-ში ნამდვილად მაგარი იქნებოდა... მოკლედ, ბილ კონდონი ჩემი გმირია! აი უდიდესი სიაომვნება მივიღე ყურებისას, ბევრი ვიცინი, ბევრჯერ მომადგა ცრემლი, ბევრჯერ გავიღიმე სიამოვნებისგან და ბევრჯერ შემეკრა სუნთქვა, მოკლედ ეს იყო ისეთი ფილმი როგორიც უდნა ყოფილიყო და მოახდინა ის რა ცუნდა მოეხდინა! ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ვთქვა: "განთიადი" არის საუკეთესო ფილმი მთელს საგაში! და მიხარია რომ მე-2 ნაწილიც ბილ კონდონის გადაღებულია^^
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-24, 9:10 PM | შეტყობინება # 3 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| ღმერთო ჩემო! ამ წუთას მოვედი კინოთეატრიდან და ყველანაირი მნიშვნელობით შოკში ვარ! უძლიერესი ფილმი იყო, ეტყობოდა ბილის ხელი! აი არ ვიცი რა ვთქვა, მთეწლს საგაში ყველაზე ძლიერი ფილმი იყო. რა ეფექტები იყო ცუდად გავხდი. იმ სცენაზე ჯეიკმა რომ ბლა ნახა და მერე გარდაისახა რამის ცუდად გავხდი, უმაგრესად იყო გაკეთებული. ქორწილზე და ესმეს კუნძულზე აღარაფერს ვამბობ :X მსახიობები რომ პროფესიონალები იყვნენ ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც ისე მაგრად ითამაშეს ცოტა დამაკლდა რომ არ ავტირდი. გარდაქმნაზე დავდუმდი. ასეთი მაგარი არასდროს არაფერი მინახავს :X:X:X ჯეიკობის რეაქცია ბელას რო გული გაუჩერდა იყო რაღაც სასწაული, როგორ შემეცოდა ;( ედვარდი საერთოდ, როგორ ცდილობდა რომ არ დაეკარგა, როგორ სთხოვდა ;(;( რენესმეს ფიქრები რომ მოისმინა სანამ დაიბადებოდა რა საყვარლები იყვნენ სისხლის დალევის მომენტი კი მთლად საშინელება არ ყოფილა :დ ის მომენტი ჯეიკი რომ ნესისთან შევიდა უმაგრესი იყო, როგორი სახით მიდიოდა და რა დაემართა, მუხლებზე რომ დაემხო მის წინ :X:X ბრძოლაც მაგარი იყო, ნამდვილად ვამპირული :დ მართალია პერსონაჟების ძირითად ნაწილს გარეგნობა შეუცვალეს და არ მომწონდა ეს სიახლე, მაგრამ ახლა თითოეული იმაზე მეტად შემიყვარდა ვიდრე მიყვარდა ♥ მეტი აღარ ვიცი რა ვთქვა, ცოტა მოვალ აზრზე და მერე ბლოგზე განვავრცობ ყველაფერს ♥
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-24, 9:33 PM | შეტყობინება # 5 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
|
|
takooo | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-11-24, 11:17 PM | შეტყობინება # 9 |
159
Offline
| ai gmerto dzaan magarii iyooo bill condoni udzlieresi rejisori yofila, taplobistve da dabadebsi scena saertod dzaan magarii iyooo da edwardii xo saertod, vaimee bolos gavskdii imdeni vitiree, bellas gacocxlebas ro cdilobda edwardiii, vaimee gmerto udzalian magresi iyo, roberti da kristenii xo unikalurebi arian, dzalian magard itamshes, rac sheexeba sagis sxva wevrebs, yvela dzaan momewona,ai shokshii var dzlain nasiamovnebii var, ai etyoba rom mteli guloitaa gadmocemuliii
| |
|
|
|
Esme_ | თარიღი: პარასკევი, 2011-11-25, 12:52 PM | შეტყობინება # 11 |
68
Offline
| arachveulebrivi ekranizxaciaa, yvelaze emociuri nacili gamovida, imis miuxedavad rom gadasarevad vicodi ra rogor iqneboda, makankalebda belas transformaciis scenaze, msaxiobebma fantastiurad itamashes, sityvebi ar myofnis martla, gaizardnen, daixvecnen namdvilad, yvela emocia bunebrivi da anmdvili iyo, teilorii dzalian damajerebeli iyoo, arc velodi, am nacilshi molodins gadaacharba. filmshi erti patara shecdoma agmovachine, sheidzleba metic aris, magram es erti imdenad umnishvneloa, rom arc girs amaze nerviuloba, es im scenas exeba roca, irina sets uyurebs da lorenis sikvdili axsendeba, seti ar iyo mgeli roca loreni mokvda!!! is mxolod mesame cignshi uertdeba xrovas... xoo gansakutrebit minda avgnishno vizajiii!!! martlac rom oskaris girsia, gamxdari da mkvdari bella imdenad bunebrivi iyo, rom shemeshinda kidec!! aseve dzalian bidebrivi iyo billy burke, dzalian kargad itamasha, saocreba iyo! mokled agar gavagrdzeleb tore dzalian bevri gamomova :D, kmayofili var dzalian da moutmenlad velodebi bolo nacils... guli mcydeba rom mand ar viyavi da tqventan ertad ar vuyure premieras, italiurad cota saascilod jgerda : D :D:D:D:D
| |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-11-25, 7:42 PM | შეტყობინება # 15 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ყველას კომენტარი წავიკითხე უკლებლივ და უნდა ვაღიარო, რომ მე თქვენნაირი ემოციები არ გამჩენია სამწუხაროდ, დიდი გავლენა იქონია იმან, რომ წიგნი წაკითხული მქონდა. ალბათ თქვენც წაკითხული გქონდათ, მაგრამ მაინც ესოდენი ემოცია გამოიწვია თქვენში. ჩემზე ორმა მომენტმა იმოქმედა- თაფლობის თვემ (გავწითლდი) და გარდაქმნამ (ჩამითრია). ქორწილში ბელათი არ აღვფრთოვანებულვარ- პრემიერებზე ნანახი მყავს კრისი და მაშინაც კარგად გამოიყურება ხოლმე, არაფერი განსაკუთრებული. კაბა, უნდა ვაღიარო, უმაგრესი და უდახვეწილესი (ახალი ჯიში გამოვიყვანე ამ სიტყვის ) იყო. საკურთხეველთან უცებ მომღიმარე ედვარდი რომ გამოჩნდა, ასე მეგონა ბელას კიარა მე მიღიმოდა და ჩემთვის ახლობელი ადამიანი იყო- როგორ იცის შემოჩვევა პერსონაჟმა. ჩამრჩა ჯეიკობის და ბელას ცეკვის მომენტი- საყვარლად აბზრიალებდა თავის შელიფიანა ბელას. ლამაზი სცენა იყო. რიოს სცენა მეგონა უფრო ხანგრძლივი და ლამაზი იქნებოდა, მარა ან ბევრი სცენა ამოჭრეს, ან საერთოდ არ იყო საჭირო ეგ მომენტი. ესმეს კუნძული- ვააააუ. სანამ უცნაურ კარს შეაღებდა, გამიჩნდა კითხვა- ეს უნდა შეამტვრიოს თუ როგორაა? დიდი ვერაფერი იყო ოკეანეში ჩასვლის მომენტი... რას ვიზამთ. პირველი ღამე და მომდევნო დღე მშვენიერი იყო, ჭადრაკის სცენებიც ლამაზად იყო საწყალი ბელა. დანარჩენზე პრეტენზია არ მაქვს, კარგად იყო ყველაფერი, აი მერე ბავშვის ფიქრის გაგონების სცენა- სცენის დასაწყისშივე როგორღაც მივხვდი, რო ახლა გაიგონებდა ედვარდი, ველოდებოდი და რო არ ესმოდა, მეთქი ჰაა, დროზე, გაიგონე და გაიგონა კიდეც! -ძალიან საყვარელი სცენა იყო და ჯეიკობი ძალიან შემეცოდა ამ სცენას რომ შეესწრო და კარლაილმა რომ დაბლა ჩაიყვანა რაღაც ესე გამოუვიდა- ეი, შენ ძაღლო, სად ახვედი? ჩამოდი, დაბლა! აუუ, ის რა საზიზღარი სცენა იყო- რენტგენი რო გადაუღეს და ედვარდი ისე ეჩხუბებოდა, გეგონება გამოწერილი ჰქონდა ბელას სიკვდილი. გინდა თუ არა, მტოვებო და ტვინს უჭამდა. ამ გოგოს სასტიკად წვრილი ფეხები საცოდავად ჩანდა ფეხმძიმობის დროს. მერე მოდის ძვლებში გადატეხის სცენა- ეს როგორ მოხდა ვერ მივხვდი- ჭიქისკენ დაიხარა თუ რა იყო? აქ იწყება ფილმის პიკი, რომელიც ისეთ მაყურებელზეა გათვლილი, რომელსაც წიგნი წაკითხული არ აქვს. დიახ, მათზე მშვენივრად იმუშავებდა, მე კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მატყუებდნენ. იმდენ ხანს ეგდო ბელა მკვდარი, რო ვამპირის შხამი კი არა მამაზეციერი (თუ სასწაულის ჩადენას არ მოინდომებდა) ვეღარ გააცოცხლებდა შხამის მიმდინარეობის მომენტები მშვენიერი იყო, მომეწონა, ლამაზად იყო გაკეთებული. და ბოლოც, გარინდულები ელოდნენ და ბელამ თვალი გაახილა...ვამპირი ბელა ულამაზესი იყო...ულამაზესი. და ჩემი უსაყვარლესი სცენა გამომრჩა- ჯეიკობის აღბეჭდვის სცენა. ყველაზე მეტად ეგ მომენტი მომეწონა, მოსაკლავად მისული დაამუნჯა და დაიმონა... მუხლის მოდრეკის სცენა ყველაზე მაგარი იყო. ბოლოსდაბოლოს კიდევ ერთი ღირსეული ფილმი გადაიღეს ბინდის შემდეგ. დანარჩენები ან წიგნი არ იყო საკმარისად საინტერესო, ან რეჟისორები ვერ ქაჩავდნენ. პრინციპში კმაყოფილი ვარ, მაგრამ რომ არ გაეხლიჩათ უკეთესი იქნებოდა და აღარც ფილმი გაწელვა დასჭირდებოდათ.
| |
|
|