ჯანდაბა!
ის საკურთხეველთან იდგება,ბენდნიერ მზერას მიაპყრობს მისკენ მიმავალ ჩემს დას,მაცდურად გაუღიმებს და ხელს ჩაკიდებს.შემდეგ გაისმება მღვდელის ხმა- მზად ხართ ცოლად მოიყვანოთ და ბლაბლაბლა.... ...და მე?მე ყველას ფეხებზე ვკიდივარ.ვიდგები სტუმრების რიგში და ვუყურებ მათ ბედნიერებას...ჩემს გრძნობებს ყველა აბუჩად იგდებს...მათ არაფერი იციან ჩემზე...მე კი ის ჩემს დაზე მეტად მიყვარს,ყველაზე მეტად მიყვარს...ხანდახან მძულს,მძულს როცა ჩემს დას ეხება,კოცნის....ქორწილშიც შემძულდება ორივე,როდესაც მღვდელი მათ ნებას მისცემს აკოცონ ერთმანეთს და ყველა დამსწრე ტაშს შემოკრავს.ოხ რარიგ მძულს ყველა ...შემდეგ მათი „პირველი ღამე“...ჯანდაბა,ჯანდაბა,სჯობს ამაზე არც კი ვიფიქრო.ხომ შეიძლებოდა ქეითის ადგილას მე ვყოფილიყავი,მე მეგძნო მისი სხეულის სიმხურვალე,მისი ტუჩების შეხება მუცელზე,კისერში, შემდეგ ტუჩებზე ნაზი ამბორი,რომელიც ნელ-ნელა ვნებიანში გადავიდოდა...ახ ჩემი თავიც მძულს,მძულს,რადგან საკუთარი დის ბედნიერება არ მახარებს,არათუ არ მახარებს,პირიქით,მაუბედურებს.
-ჯოზეფ,გესმის ჩემი?......ჯოზეფ გამოფხიზლდი.როგორ გამოვიყურები?მიხდება კაბა?თმა როგორ მაქვს?მაკიაჯი ვულგარული ხომ არაა ძალიან?-ფიქრებიდან გამომაფხიზლა ქეითმა.
-შენ ყოველთვის ყველაფერი გიხდება-მკვახედ მივუგე მას,მაგრამ შემდეგ დანაშაული ვიგძენი,ის ხომ არაფერ შუაშია,მიყვება საყვარელ მამაკაცს ცოლად.ის ბედნიერი უნდა იყოს მათ ხომ ერთმანეთი უყვართ.
მოსამზადებელ ოთახში ორგანიზატორი შემოვიდა
-ცერემონია წუტი წუტზე დაიწყება,ჯოზეფ შეუერთდი სტუმრებს
მე სარკეში კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს გამოსახულებას,ყალბი ბედნიერების ღიმილი ავიფარე სახეზე და დავიძარი სტუმრებისაკენ.კარგად უნდა მომერგო დის ქორწილით ბედნიერი ძამიკოს როლი,შემდეგ რამდენიმე სექსულური მანდილოსნის გულის მოგება უნდა მომესწრო,შემდეგ ერთერთი მათგანი სასტუმროში დამეპატიჟა და ვნებიანი სექსი გვქონოდა რათა არავის ეჭვი არ შეპარვოდა ჩემს ორიენტაციაში.მთავარია ქალბატონი ნასიამოვნები დარჩებოდა.მე ხომ ყველასატვის ცნობილი ქალების გულთამპყრობელი ჯოზეფ მეიერი ვარ.ამ საქმეში გაწაფული ვარ ...მე მე არ ვარ...წარმოდგენა დაიწყო....
|