ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
დასასრულის დასაწყისი

eeekთარიღი: სამშაბათი, 2013-05-14, 2:00 AM | შეტყობინება # 1

142
21  +
40  ±
   ±
Offline
-მხოლოდ ერთხელ...მხოლოდ ერთხელ...უბრალოდ გასინჯე... თავს კარგად იგძნობ...ჩვენ შენთან ვართ...ნუ გეშინია
ასე იწყება დასასრულის დასაწყის
ხარბად ვისუნთქავ მაგიდაზე დაყრილ ფხვნილს.ვცდილობ არცერთი ნამცეცი არ დავტოვო,ის ხომ ასე ძვირფასია ჩემთვის.ვგრძნობ როგორ მეწვის ნესტოები,როგორ მიფართოვდება გუგები,როგორ აწვება სისხლი ვენებს,თითქოს საზღვრებიდან უნდოდეს განთავისუფლება.გმერთო,როგორც იქნა ვგძნობ,დიახ ვგძნობ,მაგრამ არაფერს კარგს,ვგძნობ როგორი უსუსური ვარ,სუსტი...მძულს საკუთარი თავი.მე ხომ ვერასოდეს ვიტანდი მონობას,ახლა კი მე მონა ვარ უსულო ფხვნილის...მეგონა ტავს კარგად ვიგძნობდი,მეგონა გამბედაობა მომემანტებოდა,ბედნიერებას ვიგძნბოდი,თუმცა არა,ვიტყუები,ზუსტად ვიცოდი რომ კოკაინი ჩემს ცხოვრებას დაანგრევდა.უბრალოდ მინდოდა საზოგადოების ნაწილი გავხმდარიყავი,დიახ მინდოდა მასისგან განურჩეველი ვყოფილიყავი,უსულო არსება,ბოროტი,მინდოდა სინდისის გძნობა დამეკარგა,ასე ხომ უფრო კარგად ვიგძნობდი თავს.იმიტომ,რო ყოველთვის მტანჯავდა გრძნობა,რომ გარიყული ვიყავი,ყველასათვის მეორე ხარისხოვანი პიროვნება,რომელსაც მხოლოდ საჭიროებისათვის ცდილობდნენ გამოეყენებინათ,ანდაც ზედმეტი ტვირთი ვიყავი,რომელიც ყოვლე ნაბიჯზე დისკომფორტს უქმნიდათ...მივხვი,რომ სიკეთე და პატიოსნება ამ სამყაროში არ ფასდება,მაგრამ მე არ შემეძლო ბოროტება...ამიტომაც ვეგონე ყველას დებილი...დიახ,ისინი მართლები იყვნენ.
მომინდა,მართლა მომინდა მომეპოვებინა მეგობრების პატივისცემა და სიყვარული.მომინდა,რომ აგარ ვყოფილიყავი მეორეხარსიხოვანი და მეგონა,რომ თუ მათ ავყვებოდი ყველაფერი დალაგდებოდა.არა ისევ ვიტყუები,ესეც ზუსტად ვიცოდი რომ ასე არ იქნებოდა,უბრალოდ ტავს ვიტყუებოდი...ეს თუ არ გამომივიდოდა ვფიქრობდი,იმ ტკივილს მაინც დავივიწყებდი რასაც განვიცდიდი...
ახლა კი უბრალო ზომბი ვარ,რობოტი,რომელსაც მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს,როგორ იშოვოს კოკაინი და ამისათვის ყველაფერზეა წამსვლელი.მტკივა,მტკივა,რომ სწორედ მათ გავუცრუე იმედები,ვისთვისაც მართლა ძვირფასი ვიყავი...სინდისი მქეჯნის,დიახ,მცხვენია ჩემი თავის,მძულს ჩემი თავი.უბრალოდ მინდა დასრულდეს ჩემი ნაცრისფერი დღეები...
ისევ მიტოვებული სახლის დანგრეული სარდაფი.ძველი მაგიდა.გაზეთის ფურცელზე დაყრილი კოკაინი.ოღონდ ამჯერად ისეთი დოზით ნეტარებაში რომ შევცურავ და იქედან აგარ დავბრუნდები.ისევ ნესტოების წვა,აჩქარებული გულის ცემა,ვენებში სისხლის დაუკობელი მოძრაობა...მარტო ვარ....მეშინია

eeekთარიღი: სამშაბათი, 2013-05-14, 2:01 AM | შეტყობინება # 2

142
21  +
40  ±
   ±
Offline
ეხლა დავწერე და მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა happy

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2013-05-20, 5:32 PM | შეტყობინება # 3
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ძალიან მომეწონა! კარგი გადმოცემის უნარი გაქვს. ბოლოს დავინახე კიდეც ის სახლი მისი სარდაფითა და გაზეთის ფურცელზე დაყრილი კოკაინით... სამწუხაროა, რომ ეს თემა აქტუალობას არ კარგავს, მაგრამ სიცოცხლეს კი უამრავ ადამიანს აკარგვინებს. თავიდან ყველა ასე იწყებს, ცოტა დოზით, "უბრალოდ გასასინჯად", ბოლოს კი ყველამ კარგად ვიცით როგორც ამთავრებენ... კარგად წერ და მოხარული ვიქნები თუ შენ დაწერილ ვრცე მოთხრობას წავიკითხავ kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2013-05-23, 6:43 PM | შეტყობინება # 4

436
7  +
9  ±
   ±
Offline
მართლა ძალიან კარგად გადმოეცი ეს პრობლემა, დაგვანახე პიროვნება,რომელსაც სურდა მიბაძვით პატივისცემა დაემსახურებინა სხვებისგან,მაგრამ ყველაფერი უარესად მოხდა. ვფიქრობ უნდა განაგრძო წერა ; )

შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ხუთშაბათი, 2013-05-23, 6:43 PM

Vampire-Barbieთარიღი: ხუთშაბათი, 2013-05-23, 7:17 PM | შეტყობინება # 5

352
5  +
7  ±
   ±
Offline
kargi iyo happy imedia kide shemogvtavazeb shen nawerebs )))


eeekთარიღი: ორშაბათი, 2013-06-10, 4:11 PM | შეტყობინება # 6

142
21  +
40  ±
   ±
Offline
madloba bavshvebo happy vrcelebs ver vwer ar myofnis magdeni fantazia biggrin yoveltvis patara chanawerebit shemovifarglebi da dziritadad problemebze vwer biggrin kidev shemogtavazebt ramdenimes biggrin

eeekთარიღი: ორშაბათი, 2013-06-10, 4:12 PM | შეტყობინება # 7

142
21  +
40  ±
   ±
Offline
<3

შეტყობინება შეასწორა eeek - ორშაბათი, 2013-06-10, 4:13 PM

Mari_Amiთარიღი: ხუთშაბათი, 2013-06-13, 5:35 PM | შეტყობინება # 8

436
7  +
9  ±
   ±
Offline
eeek, მშვენიერია ^ ^
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: