დ+მ=♥
|
|
daki | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 9:34 PM | შეტყობინება # 91 |
55
Offline
| RoB-dOd, ohoo, chemo kargo yvelani shecdomebze vswavlobt da maxsovs romeligac fikshi vigacam tqva " shenishvnebs xelegashlili unda shexvdeo " , RoB-dOd, icii mkitxveli kritikosad unda chatvalo,vinc shens gamoshvebul romanshi raime xarvezs sheamchnevs da tu chems komentarebs arafrad chaagdeb((rac nagdad ar mjera)) shen dagakldeba torem me qartuli metyvelebac mshvenivrad vici da rac shefasebistvis sachiroa isinic :))
| |
|
|
daki | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 9:35 PM | შეტყობინება # 92 |
55
Offline
| rao wavikitxet kidev erti shefaseba amjerad sakutari tavis shesaxeb??! ; )
| |
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 9:49 PM | შეტყობინება # 95 |
572
Offline
| თავი მეექვსე: -აი ხომ ხედავ რა კარგად მღერის და უკრავს! -ძალიან მაგარია!-ძლივს ამოვილუღლუღე.რომელიღაც ახალგაზრდის გვერდით ჩამოვჯექი,თეოც გვერდზე მომიჯდა.სანამ სიმღერა არ დამთავრდა გაბრუებული ვიჯექი.სიმღერას მალევე მორჩა.თეო წამოხტა და ძმისკენ გაექანა.მივუხვდი რაც უნდა ეთქვა,ამიტომ დაძახების გარეშე მათთან მივედი. -კაი რა!ამან რა უნდა იმღეროს?-ახლოს მისვლისას გავიგე ეს სიტყვები.გიოსთან და თეონასთან ორი ნაბიჯი მაშორებდა,როცა ჩემს წინ გოგო აისვეტა,გიორგისთან მივიდა და გაუბედავად ტუჩზე უკბინა. -რო გირეკავ,რატო არ მპასუხობ?ახალი ნაშა გყავს სიხარულო?-გოგონამ ჩაისისინა და კიდევ ერთხელ აპირებდა გიორგისთვის კოცნას,მაგრამ გიომ მოიშორა და გვერდზე გაწია. -თავი დამანებე ანი!უკვე გითხარი და გიმეორებ!ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა.-გოგონას თითქოს არაფერი გაუგიაო.ისედაც ისეთი "სწერვის" სახე ჰქონდა მიღებული,მაგრამ გიორგის გვერდზე მდგომ თეოს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა და სადაც იყო გასკდებოდა. -ჰა,მითხარი ეხლა.ვინაა შენი ახალი ნაშა?ეს?-ხელი,რომელიღაც გოგოსკენ გაიშვირა,რომელმაც იმ წამსვე "გინებით" დაასაჩუქრა.-თუ ეს?-თითი ჩემსკენ გამოიშვირა.-თან შეხედე ერთი რა ლამაზია!კარგი არჩევ...-უცებ თეონა გოგონას მივარდა,თმაში ხელით წვდა და ძირს დააგდო. -ჰა შე ბოზო!კაია?-თმიდან ხელს არ უშვებდა და აქეთ-იქით აქნევინევინებდა თავს.-მეორედ ელენეზე ცუდი არაფერი წამოგცდეს!დამიჯერე მერე მოგკლავ!-ხმამაღლა ყვიროდა და იგინებოდა თეონა. -თეო!თეო! გაჩერდი.-თეონას წელზე ხელები შემოვხვიე და უკან გამოვწიე.-მაგაზე ხელის გასვრა არ ღირს! შეხედე!ფუ საფრთხობელა!არ გკიდია...-თეო უცებ დაწყნარდა.მაისური შეისწორა,ისე თითქოს რამდენიმე წუთის წინ არაფერი მომხდარაო და თავის ფორმას დაუბრუნდა.გვერდით დამიდგა და ელოდებოდა როდის ადგებოდა გოგონა მიწიდან.გიო და სხვები კი დაშტერებულები იდგნენ. -ინანებთ მაგას თქვენ!-დაგვემუქრა ანი და უკანმოუხედავად წავიდა. -გიტარა მომეცი კურდღელო!-ვუთხარი გიორგის და ხელიდან უხეშად გამოვართვი გიტარა.-ისწავლე!-ვუთხარი ირონიით. -მომწონხარ უკვე!-ჩაილაპარაკა თეომ და ძირს დაჯდა მოსასმენად.ყველამ,ისევ შეკრეს ჩემს გარშემო წრე.მეც დავჯექი და 4 non blondes-what's up-ის დაკვრა დავიწყე.შიგა და შიგ თავს ვწევდი და სახეებს ვაკვირდებოდი.ყველა გაოცებული იყო,მაგრამ ყველაზე მეტად გიოს გაოცებული სახე მოხვდა თვალში.თავი ჩავღუნე.გამახსენდა,როგორ ვმღეროდით რამდენიმე წლის წინ მე და მამა ამ სიმღერას.ერთი ცრემლი ჩამოგორდა ჩემს ლოყაზე,შემდეგ მიყვნენ მეორე და მესამე,ბოლოს კი შეუჩერებლად დაიწყეს ჩემს ლოყებზე სრიალი.ვტიროდი...მაგრამ სიმღერა არ შემიწყვეტია! დიახ!მე ვმღეროდი,მაგრამ სიმღერას არ ვწყვეტდი არაფრის დიდებით.სიმღერას მოვრჩი.ფეხზე წამოვხტი,თეონასკენ გავიქეცი და ჩავეხუტე. -აუ, აუ რა დებილი ვარ! ასე თუ იყო საერთოდ არ გთხოვდი იმღერეთქო!რა გჭირს ელენ... -მამა...-ეს ერთი...სანუკვარი სიტყვა ვთქვი და თეოს თმებში ჩავმალე თავი.ყველაფერი ვთქვი ამით და ახსნა-განმარტებას აღარ ვაპირებდი.ეხლა უკვე ორივე ერთად ვტიროდით.ყველა გარშემო შემოგვეხვია.უცნარი და გაკვირვებული სახეებით გვიყურებდნენ.ვერავის,ვერაფერი გაეგო,მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით...ჩვენ ორმა. -მეც მინდა მამა...-ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში თეომ.-არასოდეს არ მინახავს! -გოგოებო ერთი წამით რა!-გიორგი ჩვენთან მოვიდა და გაკვირვებული სახით გვკითხა.-რა გატირებთ?კაით რა!მოდით გავეროთ.ვიმღეროთ!-გიომ იქვე დაგდებული გიტარა აიღო,ძირს ჩამოჯდა და დაკვრა დაიწყო.-მოდით ეხლა!-გაგვიმეორა.ხასიათი გამოგვიკეთა.ცოტა ხანში მეც ავყევი...სულ გადამავიწყდა ცრემლები.მე და თეო სახლში გვიან მივედით. -ძილინებისა!მიყვარხარ დაიკო!-მითხრა თეომ.ლოყაზე მაკოცა და წავიდა. -მეც,ძალიან თან!ტკბილი ძილი.-გავაყოლე სიტყვები,მაგრამ ალბათ ვერც გაიგო.-ჩემს ოთახში ისე ავედი,რომ არავის გაეგო და გაღვიძებოდა.საწოლზე წამოვგორდი.დავინახე ფანჯარა ღია იყო.დასაკეტად ავდექი.აღმოჩნდა,რომ თეოსაც ღია ჰქონდა.ოთახში კი,როგორც მივხვდი გიო იყო შესული.სმენის ორგანო დავძაბე და რაღაც სიტყვებს მოვკარი ყური. -როგორ არ მინდა ესე მოქცევა!მე ხომ ასეთი არ ვარ!არადა,არადა...რა ლამაზია! -გიო!შენ რაც გითხრეს იმ სიტყვას არ გადაუხვიო!თუ რათქმაუნდა გინდა,რომ იქითა წელსაც ნახო! -ოოო,ხო ვიცი ვაა!არაა საჭირო ყოველ წამს მაგის გახსენება.ტკბილი ძილი დაიკო!-ოთახში შუქი ჩააქვრეს.ფანჯარას მოვცილდი.პიჟამა ჩავიცვი,გადავლების თავი ნამდვილად არ მქონდა.გაურკვევლობაში და იმის ფიქრში თუ ვისზე ლაპარაკობდნენ თეო და გიო ცოტა ხანი არ მეძინებოდა,მაგრამ ბოლოს დამღალა ფიქრებმა.შევწყვიტე ფიქრი და მალევე ჩამეძინა. დილით,როგორც ყოველთვის მაღვიძარამ გამაღვიძა.საწოლზე წამოვჯექი და დედაჩემის ნომერი ავკრიფე.სულ რამდენიმე დღე იყო რაც აქ ვიყავი,მაგრამ დედაჩემი უკვე ძალიან მენატრებოდა.დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ნამძინარევი ხმით მიპასუხა დედამ. -ძლივს!აქამდე ვერ დამირეკე?როგორ ხარ?მომენატრე ძალიან... -დედა,როგორ ხარ?მეც ძალიან მომენატრე!რა იყო გოგო სულ რაღაც სამი დღეა აქ ვარ და ერთი თვე რო გავა რაღა იქნება? -არვიცი.დედა გენაცვალოს შენ!კარგად ვარ.კიდევ კარგი გამაღვიძე-გაეცინა-დღეს თორმეტისთვის ნათიამ უნდა გამომიაროს,ევრო პარკში მივდივართ და... -ძალიან მაგარია დედიკო!მიდი და კარგად გაერთე! -გუშინ სად იყავი,დილაადრიან რო წასულხარ? -მესტია დავათვალიერე.ძალიან მაგარია.აქ ერთი გოგოა თეონა,ჩვენი კარის მეზობელი.მაგრად ჩავუბრატდი!ხოდა ეგ შემპირდა მთელ ზემო სვანეთს დაგათვალიერებინებო! -კარგია.ხო იცი წესიერად მოიქეცი.მაიმუნმა გუჯამ როგორ მიგიღო?წარმომიდგენია რამხელა სუფრა გაგიშალა მაგისი რო ვიცი! -დედა!კარგად ვიქცევი.-ვუთხარი და გავიცინე.-ხო მასე იყო!სუფრა გაამზადეს და რამდენი ხალხი იყო ერთი გენახა! -გუშინ ველაპარაკე.პახმელიაზე იყო და ეგრევე მივხვდი.დე არ გაცივდე კარგი? -დედიკო!ამ პაპანაქება სიცხეში გაციება არ გამიგია! -კარგი ხო.-გაეცინა.-წავედი ეხლა უნდა გავემზადო.გაკოცე ბევრი!მიყვარხარ.დამირეკე ხოლმე! -მეც მიყვარხარ დედიკო!აბა დროებით.-მობილური გავთიშე და აბაზანაში გავედი.თბილი წყალი გადავივლე,ოთახში დავბრუნდი,უბრალო, ვარდისფერი სარაფანი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.არავინ დამხვდა.კუჭმა მიკივლა,ამიტომ პირდაპირ სამზარეულოში შევედი.მაცივარი გამოვაღე,მარწყვის იოგურტი და ძეხვი გამოვიღე.კარგად დავნაყრდი და ეზოში გავედი.სუფთა და გრილი ჰაერი ტრიალებდა გარეთ.ძალიან მესიამოვნა.იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე გუშინდელ ღამეზე.კონცენტრაციას ვერ ვახერხებდი,სულ გიოს და თეოს საუბარზე ვფიქრობდი,მინდოდა გამეშიფრა,მაგრამ ვერანაირად მოვახერხე ეს! ერთფეროვნება მომბეზრდა,ისევ ჩემს ოთახში ავედი.აიპოდი და ფოტო-აპარატი ავიღე და გარეთ გავედი. ქუჩაში მივსეირნობდი.როგორც თეონამ მითხრა ამ სოფელს "ლენჯერი" ჰქვია.მესტიასთან ძალიან ახლოს არის,ნუ მესტიაა რა!აიპოდში მუსიკას ავუწიე და რიტმს ავყევი.ასე მივსეირნობდი ქუჩაში სანამ საათს არ დავხედე და გული არ გამისკდა.11:30-ს მიჩვენებდა.აქამდე გარემოს ვერ ვგრძნობდი.ეხლა კი ვიგრძენი,როგორ ამოსულიყო მზე და როგორ მეწვოდა ბეჭები.უმალვე უკან შემოვტრიალდი და ჩქარი ნაბიჯით გზას გავუყევი. სახლამდე ცოტა მანძილი რჩებოდა,როცა უკნიდან ვიღაცის ძახილი გავიგე.აშკარად არ გავდა ნაცნობ ხმებს.
I Hate This FuCkinG Life <3
შეტყობინება შეასწორა RoB-dOd - ორშაბათი, 2012-05-14, 9:50 PM | |
|
|
T-MOMSEN | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 10:05 PM | შეტყობინება # 96 |
266
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
daki | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 10:43 PM | შეტყობინება # 101 |
55
Offline
| RoB-dOd, vamee bodishi kargi sityvebit rom ar shegamke!! sulac ar vcdilob rom "magari" gogos imiji sheviqmna..[ arc mchirdeba] xo kidev ra naglii araa raa tu sheidzleba. simartle yoveltvis gulsatkenia.. da mgoni shens dawerils galatob _ ukve vechvob gaqvs xelebis gasashlelad "shno" ??! : )
შეტყობინება შეასწორა daki - ორშაბათი, 2012-05-14, 10:43 PM | |
|
|
|
|
|
makie | თარიღი: სამშაბათი, 2012-05-15, 3:39 PM | შეტყობინება # 105 |
144
Offline
| | |
|
|