572
Offline
| თავი მეოთხე: -ელენე! მაპატიე დღეს რაც ჩავიდინე.ვიცი გამოუსწორებელი იდიოტი ვარ!-გიორგი ახლოს მოვიდა,იმდენად ახლოს, მეგონა რომ ჩემი გული ეჭირა ხელში და გაშვებას არ აპირებდა. -ეხლა არაა მაგის დრო.ძალიან დაღლილი ვარ, უნდა დავიძინო!-კარი გავაღე,მაგრამ იმ წამსვე დახურა.სახე,რომ მოატრიალა ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. -თუ არ მაპატიებ აქედან არ წავალ!-საბრალო თვალებით შემომხედა. -მთვრალი ხარ.წადი სახლში. დაიძინე რა!-უკვე ვბრაზდებოდი. -ელენე!-ისევ ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა. -კარგი,კარგი, რა გაეწყობა...მთელი ღამე აქ მოგიწევს დგომა.-გამარჯვებული ხმით ვუთხარი.კარები მეორედ გავაღე, ახლა უპრობლემოდ.ოთახში შევედი.არც გამიხდია ისე დავწექი საწოლზე.ემოციებისგან დაღლილს კი მალევე ჩამეძინა. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა.ოთახში,რომ შემოვედი თავიდანვე აქ დამხვდა.ხოდა 8:30 დავაყენე,ყოველ დღე რომ გავეღვიძებინე ხოლმე.საოცრად დასვენებულმა და კარგ ხასიათზე მყოფმა გავიღვიძე,მაგრამ გული გამისკდა როცა გუშინდელი ტანსაცმელი ისევ ზედ მეცვა.გამახსენდა,როგორ ვქეიფობდი...მერე როგორ გამომიშვეს წადი, დაიძინეო...მერე ვიღაც რომ მეძახდა...ვაიმე გიორგი! კარები გამოვაღე,უცებ კი ფეხი რაღაცას წამოვკარი და ოთახის წინ გაშლილ ხალიჩაზე გავიშოტე.სცენა კი ასეთი იყო:ბიჭი(გიორგი),იატაკზე იყო "წამოწოლილი" და ეძინა. ისეთი მშვიდი და საყვარელი სახე ჰქონდა,წამით მინდოდა მოვფერებოდი,მაგრამ...დიახ! "მაგრამ" ხომ ყოველთვის,ყველგან არსებობს. სულ რაღაც დღე ნახევარის გაცნობილი მყავდა და უკვე საშინლად არ მომწონდა და მერე რაღა იქნებოდა. -გიორგიი!ადექი.ძროხა.არა, არ გცხვენია?აქ როგორ წევხარ! კიდევ კარგი მეორე სართულზე ჩემს გარდა არავინ არის,თორემ მერე ნახე შენ!-ვბუტბუტებდი და თან წიხლებს ვურტყავდი ფეხში.ვერაფრით ვერ გავაღვიძე.ბოლოს გადავწყვიტე,რომ ჩემს ოთახში შემეყვანა და დამეწვინა,მაგრამ ამ გოლიათს რა შეათრევს! ფეხებში მოვკიდე ხელი და ჩემს ოთახში შევათრიე.-არა ეს ნამდვილი ზეწოლაა!-ვაგრძელებდი ბუტბუტს.-გოლიათო! ადექი რა!გთხოვ... აუ რა დევილი ვარ, მეპატიებინა რაა! ხო კაი გპატიოობ!-უცებ ფეხზე წამოხტა და ოთახიდან გასვლისას მომაძახა. -ისე კაი ჯანიანი ყოფილხარ!-აღარ ვაპირებდი უკვე ამ "არსებაზე" ფიქრს. გადავწყვიტე,რომ საერთოდ ხმა არ გამეცა.უკეთესიც იქნებოდა,აღარც ვიჩხუბებდით,არც არაფერი.ვგრძნობდი,რომ თუ არ შევწყვეტდი ამ "მაიმუნობას" ღრმად შევტოპავდი. წყლის გადავლება გადავწყვიტე.თბილი წყლის შეხება ძალიან მესიამოვნა.მთლიანად მოვეშვი.ოთახში შევედი და ფანჯარა გავაღე.გრილი ჰაერი სახეზე მომელამუნა.აი ეს მესმის! თბილისის მტვრით სავსე ჰაერს კი არ გავს! ნუ რათქმაუნდა.ეს ხომ სვანეთია,სიმწვანეთი...თეომაც იმ წუთას გააღო ფანჯარა. -რა დამთხვევაა!ჩვენ ტყუპები ხომ არ ვართ შემთხვევით? -მეც მასე მგონია.ერთ მხარეს გვაქვს ოთახები,პლიუს ერთ დროს გამოვაღეთ ფანჯარა. ჰა აღაიარე ეხლა მითვალთვალებდი?-ორივეს გაგვეცინა. -ხო გითვალთვალებდი. ეხლახანს გაიღვიძე? -რა, არ გადავივლე გგონია?-მითხრა ირონიით. -უიმეე!გადი გოგო რაა!-მიმიხვდა ნათქვამს. -ეხლა არ მითხრა,შენც გადაივლე და ეხლა ტანსაცმელს არჩევ რა ჩაიცვა ხო? -ხო,ხო და ხო.ვიღაცა რო გვისმენდეს ეხლა ტელეპატები ვეგონებით. -თანაც გიჟები! აუ, ვერ ამირჩევია რა ჩავიცვა.-მითხრა შეწუხებული სახით.-აი ეს და ეს რო ჩავიცვა დღეს?კაი ამინდია გამოცხადებული.-ენა გამომიყო.ხელში კი ,მოკლე,დახეული შორტი ეჭიდა და მოკლემკლავება მაისური. -კარგი არჩევანია თე! და მე? უი! მე ეგეთი მაიკა მაქვს. მოიცადე.-კარადა გამოვაღე.თეთრი,თეოსნაირი,უბრალო მაისური და ჩემი საყვარელი ბრენდის Chanel-ის შორტი ავიღე და ფანჯრისკენ გავიქეცი. -კარგია? -ეხლა მართლა ვერ გაგვარჩევენ!მაგარია. -ფეხზე რა ჩავიცვათ? -კედები!-ერთხმად ვთქვით. -მისმინე,მიდი ჩაიცვი და მესტიაში წავიდეთ.მარგიანის სახლ-მუზეუმს დაგათვალიერებინებ. არ გინდა? -მინდა!მინდა!-ბავშვივით ვყვიროდი. -მიდი ხოდა მალე.გელოდები! -სამ წუთში.ჩემ კარებთან. -ოკეი.მოსულა.-ფეხზე converse-ს თეთრი კედები ჩავიცვი,ამ ბრენდისვე ზურგჩანთა მოვიკიდე,რომელშიც სხვადასხვა საჭირო ნივთი ჩავყარე.თმები შევიკარი,ჩემი საყვარელი კამერა კისერზე ჩამოვიკიდე და პირველ სართულზე ჩავედი. -დილამშვიდობის გუჯა!სალომე!-მივესალმე წყვილს,რომლებიც მაგიდასთან იჯდნენ და ტკბილად ჩაის სვამდნენ.-მე თეონასთან ერთად მესტიის დასათვალიერებლად მივდივარ. დამაგვიანდება. -დილამშვიდობის ელენიკო!ჩაის არ დალევ? ან ყავას?-ფეხზე წამოდგა სალომე. -არა იყოს, წავალ. -იცოდე ჭკვიანად.უი ხო,დედაშენს ველაპარაკეთ და რო მოიცლის დამირეკოსო! -კარგიი.-ბავშური კოცნით დავეშვიდობე წყვილს და გარეთ გავედი.ეზომ "დაგლიჯა".უამრავი ხე...მსხალი,ვაშლი,ბალი...რა არ მოგინდებოდა კაცს, აქ რომ არ ყვაოდა.საკმაოდ გრილოდა ეზოში.ამდენი ხის ფოთლებში რომელი მზის სხივები შემოაღწევდა?! გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა.კინაღამ ფეხზე მდგომს ჩამთვლიმა.უცებ დავახამხამე თვალები და გარეთ გავედი. -ხუთი წუთი!დაიგვიანე!-მითხრა თბილად თეონამ და ასევე თბილად ლოყაზე მაკოცა. -ეგ არაფერი.აბა წავედით?-თვალი ჩავუკარი. -წავედით,წავედით! ორი ულამაზესი გოგონა მისეირნობდა ხელი-ხელ ჩაკიდებული მესტიაში.სულაც არავინ აინტერესებდათ იმ წუთას_არც დაშტერებული თვალები და არც გაკვირვებული.ეს იყო ორი, სრულიად განსხვავებული ადამიანი,მაგრამ ამავე დროს ძალიან მსგავსები.მსგავსები...მათ ერთნაირი გულები ჰქონდათ! გული,რომელიც გამალებით ფეთქავდა და გული,რომელიც დამპყრობელს ელოდა.რათქმაუნდა! არასოდეს შეწყვეტენ ეს გულები ფეთქვას და მუდამ იბრძოლებენ...ბოლო წუთამდე.მოცემულ მომენტში მათ თავი ყველაზე ბედნიერები ჰგონიათ,იმისდა მიუხედავად,რომ საშინელ მტვერს ყლაპავენ,რომელიც მხოლოდ საღამოს იწმინდებოდა,ისიც მანქანების სიარულის კლების დროს. გიკვირთ?_რათქმაუნდა! მათ ერთმანეთი იპოვეს.ამას კი, ჯერ ვერც კი ხედავენ და აფასებენ. -ეს ცენტრია,როგორც ჩანს!-ჩავიბუტბუტე და წყალი მოვსვი. -ხო.ალბათ იმით მიხვდი,"კულტურის სამინისტრო" რომ დაინახე. -ზუსტად! -გაიხედე,ხედავ იმ სკვერს?ყოველ საღამოს იქ ვიკრიბებით ხოლმე "სასტავები" და ვმხიარულობთ. -ძალიან მაგარია.როგორც ჩანს ბევრი მეგობარი გყავს! -სიმართლე გითხრა არც ერთი.აქ ყველა "ზედაპირული" ხალხია. ხო იცი, რამ გააბლატავა ეს მესტიელები? რადგან მესტია გააკეთეს და ქალაქად აქციეს "გაძერსკდნენ" და "გასვეცკდნენ",არადა ცოტა ხნის წინ რა უბრალო ხალხი ვიყავით...ჩვენი საყვარელი კილოთი და წეს-ჩვეულებებით. -ვწუხვარ!-თეომ თავი ჩაღუნა და ჩაფიქრდა.-მაგრამ...შენ მათ არ გავხარ! არც ერთს.ძალიან კარგი ხარ! მსიამოვნებს შენთან მეგობრობა..არც რამე კომპლექსი მიჩნდება საუბარის დროს! -კარგი რა, ნუ გამაწითლე.მაგრად მევასები, ხო იცი? ეხლა რო არ ჩაგეხუტო,უნდა ვინანო მთელი ცხოვრება!-თბილად ჩავიხუტე და ამით ყველანაირად ვაგრძნობინე,რომ არასოდეს,არასოდეს ვუღალატებდი! მასთან ვიქნებოდი მთელი ცხოვრება ,როგორც საუკეთესო მეგობარი...თუ თვითონ მოინდომებდა, რა თქმა უნდა. -ალბათ შენ ბევრი მეგობარი გყავს!-ჩაიცინა. -სხვათაშორის რამოდენიმე.თან ბევჯერ მიღალატეს.არც კი ვიცი "მეგობარი" როგორ ვუწოდო მათ,მაგრამ ძმაკაცები უამრავი! -კარგია. -მალე მივალთ?-ვკითხე "ძალით დაღლილის სახით". -ათ წუთში სიხარულო,ნუ ხარ ზარმაცი! -არა!სულაც არა,ერთი სული მაქვს როდის მივალთ!-ფოტო-აპარატი ჩავრთე და პირველი სურათი გადავიღე ისე,რომ "ვილისი" არ გამოჩენილა. პირველი სურათი ასეთი გამოვიდა:_მე რაც შემეძლო ვიჯღანებოდი,თეო კი ენას ყოფდა. -მოვედით.შენ აქ დამიცადე.გიდს ვნახავ,ჩემი ნათესავია.ძალიან კარგად იცის აქაურობა! ისე რომ იცოდე,ეხლა ჩვენ მარგიანის სახლ-მუზეუმში ვართ.-ენა გამომიყო. -ეგ უკვე მითხარი-მეც გამოვუყავი ენა.-გელოდები.იმედია ახალგაზრდა გიდია! -კი როგორ არა.-გაეცინა.
I Hate This FuCkinG Life <3
|