დ+მ=♥
|
|
RoB-dOd | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 9:00 PM | შეტყობინება # 376 |
572
Offline
| თავი მეთორმეტე: -მოხვედით გოგოებო?აბა ვიჭყუპალავოთ?-გაიცინა ილომ. -არა ვიდგეთ და ვიცინოთ!-ვუთხარი და ენა გამოვუყავი. -ესენი ვინ მოსულან!-თქვა გიომ,ისე თითქოს ჩემი ნახვა განსაკუთრებით გაუხარდაო.ჩემსკენ გამოიქცა,ისე მორბოდა მეგონა ეხლა გადამივლის და გამჭყლიტავს თქო,მაგრამ... -აა!გამიშვი ხელი გიორგი!-ვუთხარი გიორგის.მან კი ზურგზე მომიკიდა და წყალისკენ გამაქანა. -აბა საბანაოდ მოვედიო?-მითხრა ირონიით და წყალში ჩამაგდო.კინაღამ დავიხრჩე იმდენი ხანი მაწვებოდა ხელით თავზე. -ნახე შენ რა გიქ...-ისევ თავი ჩამაყოფინა,როგორღაც მის მკლავებს თავი დავაღწიე და თეოსკენ გავიქეცი,მაგრამ ის იყო ახლოს უნდა მივსულიყავი,რომ ილომ აიტაცა ხელში და წყლისკენ გააქანა. -ელენ...-ერთი ჩაილაპარალა და წყალში "ჩაყვინთა".ნაპირზე ძლივს-ძლივობით ავხოხდი და დავჯექი.სულ ვცახცახებდი ისე მციოდა.ასე უცებ არ ვაპირებდი წყალში შესვლას და არც ასეთ რაღაცას არ მოველოდი გიორგისგან.გიორგიმ მოირბინა,კიდევ ერთხელ უნდა წავეყვანე "საყვინთაოდ",მაგრამ ბოლო წუთში გადაიფიქრა და გვერდზე მომიჯდა. -გაბრაზდი?-მითხრა და ხელი მხარზე დამადო. -არა,უფრო გაკვირვებული ვარ!ასე უცებ,რა გეტაკა,როგორ შეიც... -"დახრჩობა" შეცვლას ნიშნავს?-კბილები დაკრიჭა.ლამაზი სიცილი ჰქონდა... -არა,უბრალოდ.-პირი გავაღე კიდევ უნდა მეთქვა რაღაც,მაგრამ თითი წუჩებზე დამადო და გამაჩუმა. -დავმეგობრდეთ,რას იტყვი?-მითხრა გამარჯვებული სახით,თითქოს ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ პასუხი იპოვაო. -როგორ იქნა რაღაც ჭკვიანური თქვი!-გავიცინე.მან კი ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა. -გამარჯობა.მე გიორგი ვარ,ოცდაერთი წლის.შეყვარებული არ მყავს.ერთი გოგო მომწონს,მაგრამ,ნუ ხო,რავიცი.ბევრი შეყვარებული მყოლია.ერთი და მყავს და საყვარელი დედა.ჯერჯერობით ვარ უმუშევარი,მაგრამ ამას გამოვასწორებ.ჰა როგორი ბიჭი ვარ?-სიცილით მითხრა. -საკმაოდ კარგი!ეხლა მე.გაგიმარჯოს,მე ელენე ვარ,ოცი წლის.შეყვარებული არ მყავს.ერთი ბიჭი მომწონს,მაგრამ სასტიკად მაბრაზებს.მყავს საყვარელი დედიკო.უმუშევარი ვარ,დედის ხარჯზე ნუუ!-ვთქვი სილით,თან ვაკვირდებოდი,როგორი ბედნიერები იყვნენ ილო და თეო.თეო განსაკუთრებით,იმისდა მიუხედავად,რომ სულ რამდენიმე წამი ჰქონდა თავი წლის ზევით და არა ქვემოთ. -ჰა,აბა როგორი გოგო ვარ? -ძალიან კარგი!-ფეხზე წამოხტა,ხელში ამიტაცა და წყლისკენ გამარბენინა.როგორღაც წყალში თავის ჩაყოფისას მოვახერხე და ფეხი წამოვუდე.ძალიან გამიკვირდა.წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და წყალში ტყლაპუნი გაადინა.მეც ვისარგებლე სიტუაციით და თავზე დავაწექი.ბოლოს შემეშინდა ზედმეტი ხო არ მომივიდა თქო,ამიტომ ხელი ავუშვი. -ჰა,გეგონა დამახრჩობდი?-წყლიდან ამოყვინთა და ფეხში წამავლო ხელი.ხუთი წუთის განმავლობაში ,წყლიდან ხან ზევით ამომაწევინებდა თავს ხან ქვევით ჩამაყოფინებდა.კიდევ კარგი თეოც აქ იყო... -ჰა!მაიმუნო!-შეახტა თეო ძმას ზურგზე და წყალში ჩააგდო.ილომაც არ დააყოვნა და თეო კიდევ ერთხელ აყვინთავა,თავის ძმაკაცის "დაჩაგვრისთვის".ნაპირზე გამოვფოფხდი და პატარა კენჭებზე გავიშხლართე."აი ეხლა მოვა,აი ეხლა"-ვფიქრობი ჩემთვის.გიომაც არ დააყოვნა და მომიახლოვდა. -ე,ტუჩებზე რა გჭირს გოგო!-თითო შემახო.შემაჟრჟოლა. -რაა?-წამოვიყვირე. -ლურჯი გაქვს სუმთლად!-ჩაიხითხითა.-ისე შენს თვალებს კი უხდება! -აუ კაი რა.სასაცილოა ეგ?-ვუთხარი გაბუტულმა. -კაი რა იყო.შენ დღეს ისე არ მოხვიდოდი და თან შენ საშინლად თეთრ კანს კაი რუჯი არ აწყენდა. -ხო.ეხლა დავწვები თუ დამაცდი და რუჯს მივიღებ.-თეოს ჩანთიდან მზისგან დამცავი კრემი ამოვიღე და ფეხებზე და ხელებზე გავინაწილე.ზურგზე რათქმაუნდა დამრჩა.ვერანაირად ვერ წავისვი,ამიტომ ხმამაღლა შველა ვითხოვე.სასწრაფოდ წაისვა კრემი ხელზე გიომ და ის იყო,რომ უნდა წაესვა,როცა თეომ მოირბინა. -მე გამჭვირვალე ვარ?მე თვითონ წავუსვამ! -შენ მოდი აქ გოგო!-ილომ მოირბინა და ხელში აიტაცა თეო.-მომინდომა აქ!-სიცილით თქვა და თეო წყალში ჩააგდო.გიომაც არ დააყოვნა და კრემის წასმა დაიწყო.რამდენიმე წუთი გავიდა და კიდე მისვამდა. -გიორგიი!-შევუბღვირე და წინ გავიწიე. -ა,ხო.-სიცილით თქვა,ფეხზე წამოდგა და წყალში გადახტა.ცოტა ხანში თეოც მოვიდა და ჩემს გვერდზე დაწვა. -ამმ...ზურგზე წამისვით ვინმემ!-თქვა ნაზად და გაიცინა.სპეციალურად არ ავდექი. -მე მეზარება!-თქვა გიორგიმ და წყალში მეასეჯერ ჩახტა. -მე მოვალ!-თქვა გახარებულმა ილომ და იმ წამსვე ჩვენს გვერდით გაჩნდა.ილომ უხმოდ წაუსვა კრემი თეოს,რათქმაუნდა უხმოდ!ასეთ მომენტებში ჩუმად ყოფნა სჯობს. კარგა ხანი ვიწექი მზეზე.გიო ათასჯერ მოვიდა და ადგომა მთხოვა,მაგრამ არ ვინძრეოდი,თეოც ასევე არ დგებოდა ილოს თხოვნების მიუხედავად. -იცოდე,ეს ბოლო მოსვლაა,ამის მერე უეჭველი დაგახრჩობ! -არ შემაშინო ერთი!-დავეჯღანე გიოს.ფეხზე და წელზე ხელი შემომხვია და წყლისკენ გამაქანა. -არა!არა!ცივ წყალში არ შეიძლება ეგრევე!-ვყვიროდი ხმამაღლა. -ლოსიონი ხომ გისვია სიხარულო!-ბოლოს სიტყვები უკვე წყალში მესმოდა.გიორგის გამოვექეცი და გაქცევა ვცადე.პლიაჟი საკმაოდ დიდი იყო,მაგრამ გიო დამეწეოდა!აქამდე თუ ვერ ვგრძნობდი ადამიანებს გიოს,თეოს და ილოს გარდა,ახლა უკვე კარგად მესმოდა ყველაფერი.განსაკუთრებით ანის წამოძახილები. -შეხედეთ ერთი გოგოებო!რა ბედნიერები არიან.ოთხი ნაშვილები...ელენე ხო განსაკუთრებით რაა!-თქვა ირონიით და გაიცინა. -რა თქვი?-ამდენი სირბილის შემდეგ გავჩერდი და ანისკენ წავედი.-ხო,რა თქვი!ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით! -ვერ გაიგე?-ასევე ირონიით თქვა. -მოიცა,ეხლავე გავიგებ!-მისკენ გავიქეცი.იწვა და რუჯს იღებდა,ჰმ...რუჯს იღებდა კი არა ხალხს ჭორავდა.თმაში ხელი მოვკიდე და წყლისკენ წავიყვანე. -ეხლავე,ეხლავე აგაჭიკჭიკებ!-ვუთხარი ირონიით და წლისკენ სვლა გავაგრძელე.მისი "დაქალი" წამომეწია,მაგრამ თეომ მოირბინა და "მოიგერია". -ელე!ელე!-ყვიროდნენ ბიჭები. -ახლავე ბიჭებო!-სიცილით ვთქვი და მდინარეში თავი ჩავაყოფინე ანის. -არ მეტყვი?-ისევ,ამოვაწევინე თავი და ჩავაყოფინე. -ჩემი ელენე.-გავიგე გიორგის სიცილი.-რა ჯანიანია ტო!-ამ სიტყვებმა რათქმაუნდა სტიმული მომცა. -ვერ გაიგე შე ნაშვილებო?-როგორღაც მოახერხა თქმა ანიმ.ხელი გავუშვ თმიდან.ფეხზე წამოდგა.წელში მთლად გასწორებული არ იყო,რომ სილა გავაწანი."მიწამაც თავისი მოითხოვა",ანი ძირს წაიქცა და ათასი საძაგლობების ყვირილი დაიწყო. -ეგ მეორედ არ გაიმეორო!-ვთქვი გაყინული ხმით,თეოს გვერდზე დავდექი და თავი მის მხარზე ჩამოვდე.არ ვტიროდი,მაგრამ ეს სიტყვა...საშინელება იყო!მე არ მეკადრებოდა,ამიტომაც "გავჭედე". -დავიკიდოთ ეხლა!-მითხრა გიომ და მხარზე ხელი წამომარტყა. საღამომდე დავრჩით მდინარეზე.ბევრი ვიმხიარულეთ,ვიყვინთავეთ და უამრავი სურათები გადავიღეთ.ბოლოს კი ოთხივე სახლისაკენ გზას დავადექით. -აბა ხვალამდე ელე!-ვთქვა გიომ,როდესაც სახლს მივუახლოვდით. -ხვალე რამე ხდება?-ერთად ვთქვით მე და თეომ. -რათქმაუნდა.-გაიცინა გიომ,გადამკოცნა და სახლში შევიდა.ილო,ჯერ თეოს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა,მერე მე. -კარგად გოგოებო,ხვალამდე! -აუ,რა ხდება ხვალე?-წამოიძახა თეომ. -ხვალე გეტყვით.-თვალი ჩაუკრა ილომ და სახლისკენ წავიდა.მე და თეოც დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლებში შევედით.ჩუმად ავირბინე კიბეები,საწოლზე წამოვგორდი და ოცნებებში მოგზაურობა დავიწყე.
I Hate This FuCkinG Life <3
შეტყობინება შეასწორა RoB-dOd - ოთხშაბათი, 2012-05-30, 9:15 PM | |
|
|
littlegirl | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 9:10 PM | შეტყობინება # 377 |
NObody's Little Girl
224
Offline
| Quote (RoB-dOd) შეყვარებული არ მყავს.ერთი გოგო მომწონს,მაგრამ,ნუ ხო,რავიცი Quote (RoB-dOd) .ერთი ბიჭი მომწონს,მაგრამ სასტიკად მაბრაზებს vaime aq ra xdebao??
| |
|
|
|
littlegirl | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 9:17 PM | შეტყობინება # 379 |
NObody's Little Girl
224
Offline
| | |
|
|
littlegirl | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 9:18 PM | შეტყობინება # 380 |
NObody's Little Girl
224
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-30, 10:14 PM | შეტყობინება # 385 |
572
Offline
| Bells, ჯიგარი ხარ littlegirl, იიი,ჩემი გოგო:-*მადლობ! აწი ნახე შენ;პპ nati_cullen, Vampire-Barbie, შევეცადე მაინც bella-vampire, მადლობ თამო.აუ მოომწერე პმ-ში აბა ბავშვებო,ახლავე გაფრთხილებთ,რომ ახალ თავს საკმაოდ დააგვიანდება,ასე რომ ძალიან არ მისაყვედუროთ,კარგი?მიყვარხართ ყველა!
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
|
|