გულის პულსი
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-26, 10:28 PM | შეტყობინება # 61 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
viku-vuku | თარიღი: კვირა, 2012-05-06, 3:42 PM | შეტყობინება # 62 |
397
Offline
| --------- თავი 6 ,,ზოგჯერ ვნახულობთ იმას ვინც ჩვენთვის ძვირფასია...ვესაურებით ისე თითქოს არაფერს ნიშნავდეს...მაგრამ ვკარგავდთ ისე თითქოს ყველაფერია... ეს ცხოვრება თავდაყირადაა მოწყობილი...ვცხოვრობთ ისე თითქოს არც გვიარსებია...ვკვდებით ისე თითქოს ყველაფერი ვართ...და ვაფასედეთ სიცოცხლეშივე, დაე ვუჩურჩულებდეთ ყურში საყვარელ ხალხს, თუ რას ვგრძნობთ მათ მიმართ...მაგრამ ეს წუთისოფელი სხვანაირად მოგვიწყვია კაცობრიოას...'' -ვიკა? -რა?-გამიკვირდა, როცა ვიღაცამ ჩემი სახელი იკითხა. ამიტომ შევტრიალდი და საოცრება, მეგონა რომ ის ადამიანი იყო, ვისაც ბავშვობაში ვიცნობდი, ხმის ტემბრით რატომღაც მას მივამსგავსე, მაგრამ შევცდი. -უკაცრავად შემეშალეთ-მითხრა ცივი ხმით და წავიდა. კარგად არც შემიხედავს, ბნელოდა და ვერ მივხვდი, კაცი იყო თუ ქალი. სახლში მალე დავბრუნდი. სინათლეები ანთებული იყო, რაც არ გამკვირვებია. სახლში შევერდი და ,,საოცარი'' სურათი დამხვდა. მამა ვიღაც გოგოს ეხუტებოდა. -ჰმ...ჰმ -მთელი ხმით ,,ჩავახველე'', მაგრან ეს რაღაც უფრო ყვირილს გავდა მნიშვნელოით ,,მოშორდით მამაჩემს, ის დაკავებულია!''. ამ დროს უცნობმა შემომხედა -ვიკა?-ეს მითხრა და მაგრად მომეხვია. მისი რეაქცია საშინლად არ მომეწონა!-ვიკა! ვერ მიცანი? ანა ვარ შენი მეგობარი! -რა?-,,გამიკვირდა'' -მაპატიე, რომ ასე წავედი, უნდა მეთქვა შენთვის, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი-მითხრა და თავი ჩაღუნა. -მამა გთხოვ დაგვტოვე.-ვუთხარი წყნარად და გულთბილადაც გავუღიმე -როგორც შენ იტყვი. -მითხრა და თავის ოთახისაკენ გაეშურა. -დაჯექი -ვუთხარი ანის და სავარძლისკენ მივუთითე -არაუშავს. მართალია ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო, მაგრამ მე უკვე გაპატიე. -მიყვარხარ-ეს მითხრა და მაგრად მომეხვია-ანგელოზი ხარ! ვიცოდი, რომ შენ იყავი იქ პარკში, მაგრამ როცა არაფერი გითქვამს, ვიფიქრე, რომ მეშლებოდა!-განაცხადა ეს სიამაყით. -მეც გიცანისავით, მაგრამ მერე შენი სიტყვების გამო ვიფიქრე, რომ მეშლებოდა!-განვუცხადე მე. -მომიყევი შენზე..-გავაგრძელე პაუზის შემდეგ-როგორ ხარ?შენი მშობლები? -კარგად, ნუ ნორმალურად. მშობლები გაცილდნენ. დედაზე არაფერი ვიცი უბრალოდ ადგა და მიგვატოვა, თურქეთში გათხოვდა. -რა? დედაშენი გათხოვდა? კიმაგრამ როგორ? ის ხომ ასეთი არ იყო?-წინადადება შევაწყვეტინე -როგორც ვხედავთ, ყველაფერი ისე არ არის როგორც, ერთი შეხედვით ჩანს...მამამ ცოლი მოიყვანა. ლონდონში ვცხოვრობთ. აქ მხოლოდ საქმიან ვიზიტზე ვარ. სამხატვროზე ვსწავლობ და აქ თქვენთან ახლოს, რომ სამხატვრო გარელეაა, იქ რაღაც შეჯიბრი ტარდება გამარჯვებული ჩვენთან ისწავლის და მე ამ საქმის მოგვარება დამევალა.-თქვა ეს ყველაფერი სევდიანად-დღეს მივფრინავ დაახლოებით 30 წუთში... -არაუშავს! ჩვენ ერთმანეთს მალე შევხვდებით დამიჯერე!-ვუთხარი და თვალი ჩავუკარი -კი მაგრამ როგორ? -როგორ და...-ყველაფერი მოვუყევი.აქმდე თუ როგორ ვცხოვროდი, აბსოლითურად ყველაფერი. ბოლოს დავემშვიდობე, საკონტაქტო საშუალებები გავცვალეთ და ის აეროპორტში გავგზავნე. ვუთხარი გაგაცილებმეთქი, მაგრამ მას ჩემსავით არ ჰყვარეიბია გაცილებები. მისი წასვლის შემდეგ, თავი მოვიწესრიგე და მიუხედავად იმისა, რომ თორმეტი სრულდებოდა, ჩემს ლეპტოპს მივუჯექი. გამიკვირდა, რადგან ანი საიტზე იყო. გადავწყვიტე რომ მიმეწერა. ,,აქ ხარ?''- მესიჯი მალე მოვიდა ,,აბა სად უნდა ვიყო?:)''-გამიკვირდა, მაგრამ მერე ვიფიქრე რომ მეხუმრებოდა ,,როგორ ხარ?'' ,,კარგად შენ?''-რას ნიშნავს მისი სიტყვები? მე მგზავრობაზე ვეკითხები ის კი რას მპასუხობს! ,,მეკაიფები?'' ,,უკაცრავად ვინ ხარ?''-აქ, რომ მყოლოდა დავახრჩობდი! ,,ვინ და ვიკა! ნუ მიშლი ნერვეს! ხომ იცი ვერ ვიტან ეგეთებს! და საერთოდ ახლა არ უნდა გეძინოს?'' ,,იცი ვიკა გეშლებათ, ...?'' ,,ანი! იცოდე, მარტო იმიტომ მოვიგებ იმ კონკურს, რომ მოვიდე მანდ და ჩემი ხელით დაგახრჩო!'' ,,ანი? მე ლიკა ვარ ანის და''-რა ანის და? გამიკვირდა, რადგან არ ვიცოდი და თუ ყავდა. არა იმ გოგოს ჩემი ხელით დავახრჩობ! ,,უი ბოდიში:)'' ,,არაუშავს:)'' ,,რაღაც რომ გთხოვო ლიკა შემისრულებ?'' ,,?'' ,,ანი რომ ჩამოვა უთხარი: ,, არასწორი მისამართის მოცემის გამო და ასევე ჩემი ნერვების მოშლისთვის, ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. მისი უკვე ,,ყოფილი'' მეგობრის ხელით'''' ,,:) გადავცემ:) იმედი მაქ გვამს მაინც მოგვცემ, რომ შემდეგ დავიტიროთ '' ,,არ ვიცი ვიფიქრებ! სად მაქ მაგისი ყვავილების ფული ახლა მე? ასე რომ არა:)'' ,,მე გასესხებ'' ,,ვალებს ვერ ვიტან''...- დიდხანს ვმესიჯობდით. ბოლოს დავემშვიდობე. 12 სრულდებოდა თითქმის. დაწოლას ვაპირებდი , მაგრამ ხელს რაღაც მიშლიდა. საშინელი წინათგრძნობა მქონდა. ზუსტად 12 საათზე კი მესიჯი მომივიდა. რამაც სულით შემძრა.... მოხდა ის რაც ღმერთის ნება იყო...რის გამოც მე ...
es tavi betas ar sheumowmebia samwuxarod....
| |
|
|
|
viku-vuku | თარიღი: კვირა, 2012-05-06, 8:47 PM | შეტყობინება # 64 |
397
Offline
| ♥vampiressa♥, sheni xatrit madlob rom kitxulob siyvarulze meocnebes esec marto me shevamowme თავი7 ,,შეძლება ფეხქვეშ მიწა გამოგეცალოს...შეიძლება თავზე ზეცა ჩამოგექცეს....შეძლება იმედიც დაკარგო... მაგრამ იცოდე, ყველაზე ბოლოს ის ქრება, რაც ამის მიზეზია..ეს ყველაფერი, კი მანამ გრძელდება სანამ ბრძოლას არ გადაწყვეტ...'' -ღმერთო ჩემო ოღონდ ეს არა! ოღონდ ის არა! ღმერთო გთხოვ ! გევედრები! გთხოვ! გთხოვ!-მუხლებზე დავეცი და ამ სიტყვებს გავკიოდი . ღმერთს ვევედრებოდი, რომ ის არ ყოფილიყო სიმართლე, რაც წუთისწინ წავიკითხე!- გთხოვ უფალო გევედრები! არწამართვა გთოვ!-ამ სიტყვებზე მამა შემოვარდა, მეუბნებოდა რაღაცეებს, მაგრამ მე არ მესმოდა, არ მესმოდა არცერთი სიტყვა. თითქოს დავყრუვდი და მხოლოდ ერთი რამეზე ვფიქრობდი ,,ოღონდ ის არა'', გამუდმებით ამ სიტყვებზე ვფიქრობდი და ვჩურჩულებდი. თითქოს მეც მოვკვდი, მეც მოვკვდი მასთან ერთად , თითქოს ახლა ცარიელ ფუტარაში ვზივარ, სადაც მაკავებენ მე კი გაქცევას ვლამობ, დიახ! მინდა გავიქცე! გავიქცე ამ ჯოჯოხეთიდან, რომელიც ჩემთვის შეიქმნა. რატომ უფალო, რა დაგიშავე? ის რატომ წამართვი? ვფიქრობდი და გამუდმებით ამ კითხვას ვსვამდი, რომელსაც ვერ ვპასუხობდი. არ ვიცი რა მოხდა, მხოლოდ ის მახსოვს, თვალები, რომ გავახილე და საავადმყოფოში ვიყავი.მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც მახსოვდა, თუ რატომ ვიყავი ასე და ახლაც იგივე განმეორდა...ტკივილი, სევდა და სიბნელე, რომელმაც მშთანთქა...მინდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს! უბრალო სიზმარი და მეტი არაფერი.. მინდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ გავიღვიძო და აღმოვაჩინო, რომ საშინელი სიზმარი მესიზმრა... ასე გავიდა, რამოდენიმე დღე.... -ძვირფასო გთხოვ დამელაპარაკე...გევედრები..ასეთს ვერ გიყურებ გთხოვ დამელაპარაკე...ვიცი შენთვის მძიმეა ასე ყოფნა პატარავ!-მამა, ყოველდღე ამას მიჩურჩულებდა ხოლმე, მე კი ასეთი საზიზღარი არსება, პასუხსაც არ ვცემდი და თუ რამეს ვიტყოდი იქნებოდა. -ის აღარ არის!-ამ სიტყვებში კი მთელ ჩემს ემოციას ვდებდი...ასე გრძელდებოდა, მანამ სანამ სიზმარი არ ვნახე. პირველად მეძინა ამ ერთი კვირის განმავლობაში და რაღაც სასწაულით სიზმარი ვნახე...-მესიზმრა მშვენიერება, სილამაზე, ირგვლივ სულ სითეთრე იყო.. სინათლე, რომელიც თვალს სიამოვნებდა...ჟღერდა მუსიკა, რომელიც ყურს ატკბობდა...და სითბო იყო..სითბო, რომელიც მე მათბობდა, ესეც ცხოვრებაში პირველად... და დავინახე ბუნება, საოცრება ,ის რაც არასდროს მინახავს, არარსებობს ქვეყნად სიტყვა, რომელიც ამას აღწერს. ვიყურებოდი და საოცარ გრძნობა მეუფლებოდა, ეს არ იყო სიმშვიდე, არ იყო ბედნიერება,არც სევდა და არც სიყვარული, მაგრამ ეს ყველაფრის ნაზავი იყო.... და დავინახე ღრუბელი, რომელიც თითქოს მე მიხმობდა, მიძახოდა და მეხვერწებოდა ჩემსკენ მოდიო. მეც მისკენ გავწიე, უკანასკნელად... მასთან მივედი და ის დავინახე... მიზეზი ყოველივე ჩემი სევდისა, ცრემლებისა, რომელსაც ვეღარ ვიკავებდი.. -ვიკა? აქ ხარ ჩემთან? აქ რა გინდა? შენც? -მითხრა ეს ანგელოზის ხმით. -ჯერ არა-ვუთხარი და გავუღიმე -ოჰ, მადლობა ღმერთს! -ეს თქვა და საოცარი ხმით გააგრძელა-იცი აქ სულ წვიმს...და სულ ვსველდები..სულ ცოტა მაკლია, რომ დავიხრჩე!-მითხრა და ჭაობისკენ მანიშნა -რა? -ვერ შეამჩნიე?-მითხრა ჩვეული ირონიით-შენთვის მართლა ეგეთი ძვირფასი ვიყავი?-მითხა იგივე ტონით. სხვა დროს ამაზე გავბრაზდებოდი და სულ ცოტამაინც აქედან წავიდოდი, მაგრამ არა ახლა-თუ შენთვის მართლა ასეთი ძვირფასი ვარ, გთოხვ ნუ ტირი მე მიყვარხარ! ჩემო პატარავ! ჩემო ფაშატო!-მითხრა და გამიღიმა. შემდეგ სახე დაემანჭა სევდისგან და ძალდატანებით გამიღიმა-გთხოვ ნუ ტირი ,თორემ აქ სულ წვიმს, ნუ ხარ მოწყენილი, თორემ აქ სულ ღრუბელია. გთხოვ! თუ შენთვის რამეს ვნიშნავ, შეეცადე გახდე მხიარული, გულღია, საოცრად მზრუნველი... როგორიც იყავი, მაშინ როცა გაგიცანი. გთხოვ..-ეს მითხრა, მაგრად ჩამეხუტა და გამომეღვიძა.იმ დღეს ცა ჩამომენგრა და ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, მაგრამ მე ვიპოვე სხვა გზა, მომავლის გზა!
| |
|
|
|
|
daki | თარიღი: კვირა, 2012-05-13, 5:59 PM | შეტყობინება # 67 |
55
Offline
| martlac intriigaa.. viku-vuku, didi asoebit nu wer torem ukve tvalebi mtkiva,darwmunebuli var marto me ar momdis egre xo kidev ra, bevr adgilze uazro mravalwertilebs svam da tvalshi cudad modis. es gansakutrebit meore tavshi sheinishneba. aseve sxva dros feradi asoebit agar dawero, amas aseve didi shrivti emateba da dzneli wasakitxia didi asoebit mxolod imis gamo ar dawero rom teqsti gaadido, mkitxvelzec izrune ; ) imedia chems shenishvnebs wyenit ar miigeb,yvelaze metad eg aris cudi..
შეტყობინება შეასწორა daki - კვირა, 2012-05-13, 6:00 PM | |
|
|
|
daki | თარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 11:33 PM | შეტყობინება # 69 |
55
Offline
| miixaria : D
| |
|
|
|
|