გულის პულსი
|
|
|
|
|
|
|
|
viku-vuku | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-25, 9:02 PM | შეტყობინება # 52 |
397
Offline
| თავი 4 ,,ცხოვრება გეძლევა ერთხელ და უნდა იცხოვრო ისე რომ "ზევით თქვან: გაამეეორეე !'' მთელი ღამე არ მიძინია, ვფიქრობდი, დილით კი როცა ავდექი რაღაც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო... დილის 8 საათი იყო რომ გავიღვიძე. ადგომა არ მიცდია, ურალოდ გუშინდელზე ვფიქრობდი. გუშინ ჩემში მართლაც ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს ოთახს მოვავლე თვალი. ამ ოთახში თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი. ჩემთვის სიმშვიდესთან და სიმყუდროვესთან ასოცირდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ვგიჟდები, უფრო სწორaდ ვგიჟდებოდი შავ-თეთრზე. ეს ფერი საოცრად მომწონდა. მალაკოსფერში იყო ძირითადად ოთახი გადაწყვეტილი. ოთახი უმეტესად დატვირთული იყო სხვადასხვა ნივთებით. მიუხედავად ამისა რომ მაინც როგორღაც გამოვძებნიდი ადგილს ჩემს ოთახში რომ daმეხატა, მაგრამ მე გარეთ ჩემი ფანჯრის აივანზე დავდგეოდი და ვხატავდი ღამ-ღამოbით. მახსოვს პატარა რომ ვიყავი კინაღამ გადმოვარდი, მამამ მომისწრო და დამიჭირა მახსოვს მის შეკითხვაზე გაცემული პასუხის შემდეგ როგორ მოიქცა, იმის მაგივრად რომ დავეტუქსე გამიღიმა და მთხოვა დროებით აღარ დამეხატა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მოაჯირს არ გამიკეთებდა, რომ არ გადმოვვარდნილიყავი. იმის მერე მე სულ სხვა ჰობი გამიჩნდა, სურათების გადაღება. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მახსოვს, თუ როგორ ნახა მეზობელმა ჩემს foto აპარატში როგორ კოცნიდა მისი მეუღლე სხვა ქალს. ერთი ამბავი იყო. ამის მერე ამ საქმიანობას არც გავკარებივარ, რადგან ჩემ გამო ოჯახი დაინგრა.. საწოლში ნეbივრობას რომ მოვრჩი, უცებ ავდექი, თავი მოვიწესრიგე, ლოგინისქვემოდან საჩუქარი გამოვიღე და მამასთან ჩავედი. ვიცოდი რომ ეღვიძეbოდა, დღეს ხომ ის ამზადებდა პიცას. უჩვეულოდ კარგ ხასიათზე ვიყავი. მივედი და მივულოცე: --გილოცავ მაააააააა-მივულოცე და ისე ჩავეხუტე ლამის დავახრჩე. --მადლობ. აღარ მიბრაზდები?-ისე მკითხა თითქოს რაღაცის შემოპარებას ცდილობსო. --რათქმაუნდა არა, მაგრამ ნამდვილად გავბრაზდები თუ დღეს მას არ დაპატიჟებ ჩვენს მინი წვეულებაზე. ბოლო-ბოლო ხომ უნდა გავიცნო მომავალი მისის ლიკა ლორია?-მან გამიღიმა და მაგრად ჩამეხუტა --იცი რომ ჩემი ანგელოზი ხარ?-მე გამეცინა და ვუთხარი --7-ზე მოვიდეს, ნუ ვიცი ადრეა, მაგრამ იმედი მაქvs კარგად გავიცნობ და ამიტომ მირჩევნია მასთან მეტი დრო გავატარო.-მამას შევხედე და მივხვდი რომ მას ეგონა არ მომეწონებოდა- კარგი რა მამა, ეგრე ნუ ნერვიულობ. შენs რჩეულს თავს ყოველნაირად მოვაწონებ, გეფიცები.-როგორც ბავშვობაში ხელი მაღლა ავწიე და დავიფიცე. მას გაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ყველაფერს ერთად ვამზადებდით ბევრიც ვიმხიარულეთ. მე როგორც ყოველთვის ვერ მოვითმინე და საჩუქარი მანამდე მივეცი. ნახატი ვუყიდე რომელიც ყოველთვის მოსწონდა. მართალია ძალინ გაუხარდა, მაგრამ შემომხედა და მითხრა, რომ ჩემი ნახატი უფრო მოეწონებოდა. ამიტომ დავპირდი დაგიხატავ მეთქი. მალე ლიკაც მოვა ერთი. სული მაქვს როდის მოვა, რომ გავიცნო. ჩემს ოთახში ავირბინე. დამღლელი დღის გამო შხაპი მივიღე, განტვირთვა მჭირდებოდა. შხაპმა ყველანაირი ნერვიულობის კვალი გამიქრო. კარადიდან ტანისამოსი გამოვიღე რომ მომეზომა. თითქმის არაფერი მომეწონა, ყველა უბრალო იყო, მართალია მოდური მაგრამ ძირითადად შავ-თეთრი ამიტომ ხვალინდელი დღის გეგმაც შევიმუშავე: გადავწყვიტე მაღაზიებში წასვლა, რომ გარდერობი განმეახლებინა. ბოლოსდაბოლოს არჩევანი შავ მოკლე კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შევაჩერე, თმა გავიშალე და მაკიაჟის გაკეთებაც გადავწყვიტე, როდესაც კარზე ზარმა დარეკა, ამიტომ თავი დავანებე ამ ყველაფერს და დაბლა ჩავირბინე კარების გაღება მე მოვასწარი.. --საღამო მშვიდობისა-მომესალმა და თბილად გამიღიმა მე კი ჩავეხუტე ოღონდ არა აფერისტობის გამო. ძალიან ლამაზი ქალი აღმოჩნდა. მამაზე ოდნავ დაბალი, მხრებამდე წაბლოსფერი თმით და რაც არუნდა გასაკვირი იყოს თბილი ლურჯი თვალებით.. --შემოდი ლიკა -ისე შევიპატიჟე თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით, მაგრამ მე ხომ ასე მეგონა..-მიხარია შენი გაცნოbა ლიკა, იმედია დავმეგობრდებით. --რათქმაუნდა, მეც მაგის იმედი მაქვს-უცებ თვალები გაუბრწყინდა-ავთო გილოცავ მივიდა და ჩაეხუტა, შემდეგ კი უხერხულად შეიშმუშნენ როცა გაახსენდათ რომ აქ ვიყავი. მთელი საღამო არაჩვეულებრივად გავატარე. ლიკა დავხატე კიდევაც, მთელი 45 წუთი გაშეშებული იჯდა ჩემს გამო, ბოლოს ჩემი შედევრიც მოიწონა. ,,არ ვიცოდი თუ ეგეთი ლამაზი ვიყავი, მაგრამ ახლა მჯერა შენი სიტყვებისო”'' თქვა და მამას გაუღიმა. ვუყურებდი მამაჩემს და ვერ ვიჯერებდი ნუთუ ეს ის კაცი იყო რომელსაც მე ვიცნობდი. ალბათ არა, რადგან მისი თითოეული გამოხედვა მას ახლა არა 35 წლის მამაკაცს არამედ 19 წლის თინეიჯერ მოზარდს ამსგავსებდა. ის ისეთი ბედნიერი იყო, რომ მეც ბედნიერს მხდიდა. დაახლოებით 11 საათზე წავიდა ლიკა. წასვლის წინ ძლიერად ჩამეხუტა და ტკბილი ძილი მისურვა, ხოლო მამას როგორც პატარა ბავშვს თვალი ჩაუკრა. მამას რომ გავხედე გაშეშებული იდგა. გონს ვერ მოსულიყო. მე კი თავი ვეღარ შევიკავე და გულიანად ჩავბჟირდი. მიყურა, მიყურა და ბოლოს გულში ჩამიკრა. --შენ ჩემი ანგელოზი ხარ. --შენ კი უბრალოდ მამაჩემი-ეს ვuთხარი და გავუღიმე. მის თვალებში კარგად ჩანდა რომ მან ამ სიტყვების აზრი გაიგო.. --გუშინდელზე რას იტყვი? --ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ კონკურსში მონაწილეობას მივიღებ. უცილებლად გავიმარჯვებ, მითუმეტეს ახლა, როცა ვიცი რომ ლიკა გყავს გვერდით-წინადადება არ მქონდა დამთავრებული რომ პირზე ხელი ამაფარა და მითხრა --მე შენით ვამაყობ. ახლა კი წადი და დაისვენე, გუშინ არ გიძინია-ეს მითხრა შუბლზე მაკოცა და თავისი ოთახისკენ გაეშურა. მე ბედნიერი ვიყავი მომხდარით და სულ ხტუნვა-ხტუნვით ავირბინე მეორე სართულის კიბეები. არც კი გამომიცვლია, ისე ვიყავი დაღლილი საწოლზე ზემოდან დავწექი და ჩამეძინა. დილით 11 საათზე ავდექი და თავი მოვიწესრიგე. მამას შეხვედრა ჰქონდა ლიკასთან, მაგრამ მანამდე სამსახურიდან დაურეკეს პროლემები გვაქვსო და სასწრაფოდ წასულა, მე კი ეს ყველაფერი მაცივარზე გაკრული ბარათიდან გავიგე. დღეს მაღაზიებში უნდა შემევლო, ამიტომ მეც გადავწყვიტე რომ ისინი არ დამელოდებოდნენ და უჭმელად წავედი. მთელი დღე საკმაოდ კარგად გავატარე. ყველაფერi მაშინ დავამთავრე როდესაც კუჭმა დამიძახა:',,მოკვდები თუ რამე არ შეჭამეო”, ამიტომ მეც კაფეში შევედი და ერთ ფინჯან ყავასთან ერთად ნამცხვარიც შევუკვეთე. სახლში რომ მივედი უკვე 11 საათი იყო ხვალ 8-ze უნდა ავმდგარიყავი ამიტომ თავი მოვიწესრიგე თუ არა იმწამსვე დავიძინე. დილით რომ ავდექი გუშინდელზე უკეთეს ხასიათზე ვიყავი ამიtომ წითელი, მოკლე, ერთიანი კაბა და შავი ფეხსაცმელები ჩავიცვი da თმა გავიშალე. სასწავლებელში მალევე მივედი. შევამჩნიე რომ ყველა მე მიყურებდა. ამის გამო არც გავბრაზებულვარ, მე ხომ შევიცვალე. ჩემს კლასში შევედი და უკანა ბოლო მერხისკენ წავედი როდესაც დავინახე რომ ჩემს ადგილას ვიღაც იჯდა....
| |
|
|
|
viku-vuku | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-04-26, 7:22 PM | შეტყობინება # 54 |
397
Offline
| თავი 5 ,,მე მის თვალებში ცას ვხედავდი. ცაში მთელი გალაქტიკა ცხოვრობდა თავისი ვარსკვლავებით და კომეტებით,მზე მის შუაგულში შავად ბრწყინავდა. მის თვალებში მთვარე მოჩანდა,უცებ ყველაფერი ჩამოინგრა,თავზე დამენგრა. გავარვარებულმა ვულკანმა დაწვა ყველაფერი,ზღვა ადიდდა და ვულკანი ჩააქრო მაგრამ რაღას უშველიდა? გული უკვე ჩამწვარიყო. გულში მთელი გალაქტიკა ცხოვრობდა,ცხოვრობდა მაშინ,ოდეზღაც როცა გული ფეთქავდა,მზე კი ბრწყინავდა,ბრწყინავდა მაშინ,ბრწყინავდა ოდეზღაც და ბრწყინავს ეხლაც, მაგრამ მზეს გული აღარ აქვს. მისი გული დამწვარია.... ''
მე მის თვალებში ზეცა დავინახე.. ჩემს კლასში შევედი და უკანა ბოლო მერხისკენ წავედი როდესაც დავინახე რომ ჩემს ადგილას ვიღაც იჯდა.... -უკაცრავად-განგეb ხმამაღლა ვთქვი რომ უცნობს ჩემთვის ყურადღება მოექცია -გისმენთ-მითხრა თავის აუწევლად. ოხ, რა თავხედია, შემოხედვის ღირსადაც არ მთვლის. -შენ გეუნები იდიოტო!-საერთოდ ასეთი fიცხი არ ვარ ხოლმე მაგრამ ვერ ვიტან ეგეთ უზრდელ ბიჭებს. -გისმენთ მეთქი! ვერ ხედავთ რომ არ მცალია!?-მთხრა გარაზებული ხმით და მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ხატავდა. ბოლო სიტყვების შემდეგ ამომხედა. როცა კარგად შემათვალიერა თვალეbი ეშმაკურაd აუციმციმდა და გამიღიმა. -ეს ჩემი ადგილია!-ვთქვი პატარა ბავშვივით გაბუტულმა. -თქვენი სახელი? -ვიკა. -ვიკა, აქ არსად ეწერა რომ ეს ადგილი თქვენ გეკუთვნოდათ. ასე რომ მე ადგილიდან განძრევას არ ვაპირებ!- თქვა ეს და მომხიბვლელად გამიღიმა-მაგრამ როგორც მე ვიცი ეს ადგილი არავის ეკუთვნის შეგიძლიათ აქ დაჯდეთ-მის გვერდით ადგილზე მიმითითა. -ჯელტმენობაც ამას ქვია!-ვთქვი მრისხანედ და მის გვერდით მოვთავსდი. -ხო მართლა, მე ლუკასი ვარ, ლუკას ლავრი, მიხარია შენi გაცნობა. ვიკა?-ბოლო წინადადება ისე თქვა თითქოს ჩემი გვარი აინტერესებდა. -არც იფიქრო რომ მოხარული ვარ შენნაირი ჭკუასუსტის გაცნობით!-გარაზებულმა შევუბღვირე. ძლივს შევიკავე თავი რომ ენა არ გამომეყო ბავშვივით. ის მიყურებდა და იცინოდა ჩემs საქციელზე. -არ ვიცოდი თუ აქ მოუთვინიერებელი ფაშატებიც ყავდათ. მომწონს!-ყოველივე ეს ეშმაკური ღიმილით თქვა. -იდიოტო! შენს საქმეს მიხედე- ეს ვთქვი და წინ ამაყად გავიხედე. -აქ არ მოვიწყენ-ეს ჩაილაპარაკა და თავის საქმეს მიუბრუნდა გოგოს ხატავდა საოცრად მშვენიერ გოგოს, მაგრამ ახლა მას თავი დაანება, გვერძე გადადო და ცხენის დახატვა დაიწყო, რითაც ძალიან გავbრაზდი და ლამის მისივე ნახატი ჩავარტყი თავში. თავი ძლივს შევიკავე.. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე როცა ლექტორი შემოვიდა, მაგრამ მაინც არ მომეწონა როცა ლუკასი როგორც ახალი მოსწავლე ისე წარადგინა. ლუკასი კი რათქმაუნდა იღიმოდა და თვალები ეშმაკურად უელავდა. რაც მთავარია ჩემი გვარიც იკითხა რის შემდეგაც მე შემომხედა და თვალი ჩამიკრა. ამის შემდეგ ისეთი არაფერი გაუკეთებია ისეთი რითაც გამაღიzიანებდა. დღეს გასაღებები დაგვირიგეს ჩვენ-ჩვენი კაბინენტების. მე ლუკასის კაბინეტთან საკმაოდ ახლოს აღმოვჩდი. მართალია ეს არ მსიამოვნებდა.. არა, ვის ვატყუებ? როგორ არ მსიამოვნებდა, პირიქით მომწონდა კიდეც, უბრალოდ ამაში საკუთარ თავს ვერ ვუტყდებოდი. მომწონდა ეგ ბიჭი და თან როგორ.. უბრალოდ საკუთარ თავს ვარწყმუნებდი რომ არ მომწონდა და არც გულზე მეხატეbოდა. -მგონი გამომივიდა-შევძახე მაშინ როცა ჩემს მანქანას მივუახლოვდი( ლექციები უკვე დამიმთავრდა) -რა გამოგივიდა?-ჩემს უკან ხმა შემომესმა. -რა?-უცებ დავიბენი და შემეშინდა კიდევაც. -რა გამოგივიდა-მეთქი? უი შეგაშინე ბოდიში-მითხრა და გამიღიმა. -ეგ შენი საქმე არ არის! ახლა მეჩქარება, უნდა წავიდე, ნახვამდის-უხეშად მივახალე ყველაფერი. -მოიცა რა, გთხოვ..-მაგრამ მე არც მომისმენია პირდაპირ მანქანაში ჩავჯექი. მთელი დღე უქმად ვიყავი. დავდიოდი ირგვლივ და ხედებს ვარჩევდი. მინდოდა რამე დამეხატა მაგრამ მეზარებოდა. სულ mასzე ვფიქრობდი, ლუკა რა კარგი სახელია, ლუკასი რა კარგად ხატავს, ლუკასი რა ლამაზია, ლუკასი რა თავხედია და ასეთებს... ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა ჩემ საყვარელ პარკში შევედი. აქ ყოფნა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში ხშირად დავყავდი ავთოს. გამახსენდა, თუ როგორ ვერთობოდით ხოლმე როცა აქ მოვდიოდით და გული ჩამწყდა, რომ შემეძლოს უკან დაბრუნება დავბრუნდებოდი და ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი.. ამ ფიქრებში გართულმა ჩემ საყვარელ სკამზე დავჯექი და ყურადღება არც კი მიმიქცევია თუ ვინ იჯდა იქ.. -ვიკა? -რაა?-გამიკვირდა რომ ვიღაცამ ჩემი სახელი იკითხა ამიტომ შევტრიალდი და ჰოი საოცრება...
| |
|
|
|
|
|
|
|
|