მესიზმრებოდი
|
|
E:)B:) | თარიღი: პარასკევი, 2012-04-06, 3:28 PM | შეტყობინება # 1 |
106
Offline
| სახელწოდება: მესიზმრებოდი ავტორი: E:)B:) ბეტა: bella-vampire დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი: G(General) ჟანრი: რომანტიკა(Romance) სტატუსი: წერის პროცესშია
შეტყობინება შეასწორა E:)B:) - პარასკევი, 2012-04-06, 3:38 PM | |
|
|
E:)B:) | თარიღი: პარასკევი, 2012-04-06, 3:38 PM | შეტყობინება # 2 |
106
Offline
| პირველი თავი
- ერთი ამ მაღვიძარის მომგონი მაცემინა რა, - ჩავიბურტყუნე და ნელა ავდექი ლოგინიდან. აბაზანაში სწრაფად შევედი და იქიდან გამოსული პირდაპირ სამზარეულოში ჩავედი. ერთი ხელის მოსმით შევჭამე ყველაფერი და სახლიდან გავედი. ოხ, ეს დაწყევლილი სკოლა! როგორ დამღალა! დღეებს ვითვლიდი როდის მოვიდოდა ზაფხული და აქაურობას მოვშორდებოდი! და ეს დღეც დადგა. დღეს სკოლის ბოლო დღე იყო! ყელში იყო უკვე ყველა და ყველაფერი. აქ სუნთქვა აღარ შემეძლო. მინდოდა სადღაც არარეალურ სამყაროში აღმოვჩენილიყავი, სადაც მხოლოდ მე ვიქნებოდი. ჩემი გრძნობებით, ემოციებით, იმედებითა და სიზმრებით. მენატრებოდა ჩემი ლამაზი მეგობარი, რომელიც ჩემს გვერდით აღარ იყო. არ ვიცი რატომ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, სად წავიდა, მაგრამ ვიცი რომ ჩემთან აღარ არის. ცეკვაზე მუდამ ერთად ვიყავით. იქ გავიცანი. Uულამაზესი მეგობრობა გვქონდა, მაგრამ ერთ დღესაც აღარ იყო, უბრალოდ გაუჩინარდა. მე ცეკვა რა თქმა უნდა გავაგრძელე. ვიცი რომ ვერავის და ვერაფრის, ვერასდროს თავს ვერ დავანებებ. უკვე 8 წელია რაც ვცეკვავ. ვცეკვავ და ბედნიერი ვარ. უბრალოდ ჩემთვის ყველაფერია. ჩემი წყვილი, ნუ უკვე ყოფილი, საზღვარგარეთ წავიდა. ამიტომ დროებით მასწავლებელს გაკვეთილების ჩატარებაში ვეხმარებოდი. ისეც სიამოვნებას მანიჭებდა, პატარა ბავშვებს რომ ვასწავლიდი. ისეთი საყვარლები არიან, მუდამ თვალებში შემოგციცინებენ მეტი რომ გაიგონ შენგან. - ჰო, კიდე უფრო ნელა და ბოლო გაკვეთილზე მოხვალ, - გზაში სანდრო შემომეგება. ჩემი კლასელი და ძალიან კარგი მეგობარი. Mმის გარეშე სკოლა საშინელება იყო! და ჩემი ცხოვრებაც! - ოხ, სან შემაშინე, - გავიცინე და ჩავეხუტე. მიყვარდა! სიგიჟემდე მიყვარდა! Yყველას ეგონა რომ ერთად ვიყავით, ჩვენ ვერთობოდით ამით, მაგრამ ეს ნამდვილი სისულელე იყო! ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიყავით, თუმცა უბრალოდ არა, მე მის გარეშე არ შემეძლო! დღეს სკოლის ბოლო დღე იყო! ეს კი მართლაც რომ დიდი ბედნიერებაა! ცოტა ხანს კიდევ უნდა ვყოფილიყავი, მერე კი მეც მეღირსებოდა დასვენება და სოფელში წავიდოდი. გაკვეთილები სწრაფად გავიდა, იმასაც თუ გაკვეთილები ერქვა. ყველა ნიშნების გამოყვანით იყო დაკავებული, ჩვენ კი თავზე ვიმხობდით ყველაფერს. ბოლო ზარიც დაირეკა და ყველა კლასიდან გამოვცვივდით, კიბეები ჩავირიბინეთ და უკვე სკოლოს ეზოდანაც გამოვედით. - გილოცავთ ბავშვებო, უკვე მეთერთმეტე კლასელები ვართ, - გადავეხვიე მათ. - დიდი მოსალოცი ეგაა, - ბურდღუნებდა სანდრო. - კარგი რა სან, უშენოდ აქ გავგიჟდები, - გავიცინე. - ჩემი სიცოცხლე, - მოვიდა და ლოყაზე მაკოცა. - კარგით ბავშვებო, წავედი. დღეს ლენა ვერ მოდის და მარტო მე ვატარებ გაკვეთილებს. თან სამი ჯგუფი მყავს, - ამოვისუნთქე და ოდნავ სახე დამემანჭა. - ნუ ლილე მას, - გაიცინა თიკომ, - წამო წამო, ჩვენც მოვდივართ, - და ხელი ჩამავლო. თითქმის ყველა აქეთ ვცხოვრობდით და სულ ერთად მივდიოდით სახლში. გზაში ვარჩევდით რა გვქონდა სამეცაიდნო და ასე შემდეგ. როგორ მიხაროდა, რომ ეს დღე გამონაკლისი იყო. სამი თე გაკვეთილის სწავლაზე აღარ მექნებოდა ლაპარაკი. - აი სტუდიაც, წავედი, - ყველა გადავკოცნე და შიგნით შევედი. დარბაზის კარი გასაღებით გავაღე და გასახდელისკენ გავეშურე პირდაპირ. სპეციალური ფეხსაცმელები ჩავიცვი და სარკის წინ დავიწყე ვარჯიში. ჯერ არავინ იყო მოსული. ესეიგი დრო მქონდა თავდავიწყებას მივცემოდი. Mმუსიკა ჩავრთე და რუმბას ცეკვა დავიწყე. სხეულის ყველა ნაწილი მოძრაობდა და ულამაზესად გამოხატავდა ყველაფერს. Mე, ფეხი, ხელი , თეძო, ყველაფერი ნაზად ტრიალებდა წრეზე. ეს უკვე შეთვისებული მქონდა. ჩეკვა დავამთავრე. Uკვე ყველა ბავშვი მოსულიყო და გასუსულები მელოდებოდნენ. - ლილე მაშ, კველაზე კალგი ქარ, - შემთან მოვიდა პატარა შალი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. - მადლობა, - გავიღიმე, - ახლა კი დაეწყვეთ, - ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და ვარჯიშიც დავიწყეტ. ისეთი სასაცილოები იყვნენ და ამავე დროს საყვარლები, მათთვის შენიშვნის მიცემაც კი არ მინდოდა. - კარგით. ჩა-ჩა-ჩა, - თეძოს მოძრაობა გავაკეთე და თან მუსიკა ჩავრთე. წყვილები ერთად ცეკვავდნენ, სოლო გოგონები კი თავისთვის. - შოთო, როცა “რონდს” აკეთებ, ეცადე ნინიკოს არ გაუსწრო და ფეხები წვერებზე დადო, - ასე ვიყავი მთელი ერთი საატი. ხან რას გავკიოდი, ხან რას. ისინი კი ცდილობდნენ უკეთესები ყოფილიყვნენ, თანაც 2 კვირაში კონკურსი იყო. პატარებიც გადიოდნენ. მეც უნდა გავსულიყავი , მაგრამ უწყვილოდ არაერი გამოვა. - არ დაგავიწყდეთ, ზეგ 4 –ზე მოდიხართ. ნახვამდის, - გავიღიმე და სარკესთან ჩამწკრივებულ ბავშვებს დავემშვიდობე. Yველა გასახდელში შევიდა. Aახლა სოლო გოგონების ჯგუფი უნდა მოსულიყო. თითქმის ჩემი ასაკისები იყვნენ. ესენიც კონკურსისთვის უნდა მომემზადებინა. ნეტა მე თუ მეღირსებოდა ამ კონკურსზე გასვლა. ამოვიოხრე და შემდეგი ერთი საათისთვის მოვემზადე. წინ საკმაოდ რთული გაკვეთილი მელოდა!
| |
|
|
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 0:22 AM | შეტყობინება # 8 |
842
Offline
| მეორე თავი
- ნახვამდის, - ბოლო ჯგუფსაც დავემშვიდობე. უკვე 9 საათი იყო. დარბაზი დაიცალა. მეც გამოვიცვალე, შუქი ჩავაქრე და გარეთ გამოვედი. გასაღები ამოვიღე და ის იყო კარები უნდა დამეკეტა, რომ შიშისაგან ჰაერში შევხტი. - ბოდიში შეშინებისთვის, - გაიცინა უცნობმა. - არაუშავს, - მეც ავყევი და თან კარი ჩავკეტე. - ეს ცეკვის სტუდიაა, არა? - თავი დავუქნიე, -მასწავლებელი არ არის? - მკითხა ცოტათი გაოცებულმა. - დღეს არ იყო, მე ვატარებდი გაკვეთილებს, ხვალ 4-იდან აქ იქნება, - გავუღიმე. - ჰაჰ, ესეიგი ჩემს წინ მოცეკვავე დგას? - ფართოდ გამიღიმა. გამეცინა. - დიახ ასეა, - წასასვლელად მოვბრუნდი. - მომწონს ცეკვა, - ეშმაკურად აუციმციმა თვალები. - მერე სწავლა არასდროსაა გვიანი, - ლაპარაკში გარეთაც გამოვედით. - ხო, ალბათ, - გულიანად გაიცინა, - კარგი, ჩემი წასვლის დროა. მადლობა და ნახვამდის, - ისე წავიდა, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. - ნახვამდის, - წავიბურტყუნე და გაღიმებულმა თავი გავაქნიე. სახლამდე მალევე მივედი და რა თქმა უდნა პირველი აბაზანას მივაშურე. თითქოს ცოტა მომეხსნა დაღლილობა, ამიტომ სუფთა ჰაერზე გასეირნება გადავწყვიტე. პლეერი და ყურსასმენები ავიღე და გარეთ გამოვედი. დედას მოსვლამდე ერთი საათი იყო. ესე იგი, დრო მქონდა ღამის თბილისით დავმტკბარიყავი. ჩემი საყვარელი 16 სართულიანი კორპუსის სახურავზე ავედი და მისაკუთრებულ ადგილს მივაშურე. აქაურობა იყო ჩემი ცხოვრების მესაიდუმლე. ხელის გულივით ჩანდა ყველაფერი. სამება, რომელიც უდიდესი მადლით მავსებდა. ქართლის დედა, რომელიც მუდამ მახსენებდა, რომ ქართველი ვარ. განათებული ქუჩები, პატარა ბრდღვიალა ლამპიონები, სავსე მთვარე, ეს იყო ჩემი ზღაპრული სამყარო. მე აქ ბედნიერი ვიყავი. ჰო, აქ რაღაც სხვა ხდებოდა. არ იყო ის ერთფეროვნება, რაც ყველგან, არ იყო ის ტკივილი, რასაც ყველას თვალებში ვხედავდი, არ იყო ის ყალბი ღიმილი, რაც ყველას სახეზე აქვს აკრული. Aაქ მეც ვიხსნიდი ჩემს ნიღაბს და ნადმვილი ლილე გირგვლიანი ვიყავი. დიახ, მოცეკვავე ლილე და მე ამით ამაყი ვიყავი! ცეკვა სიგიჟემდე მომინდა. ფეხზე ავდექი და ტანგოს ცეკვა დავიწყე. თითოეული ტაქტი ჩემს გულში იჭრებოდა და ტანში ჟრუანტელი მივლიდა. გავჩერდი და ღრმად ამოვისუნთქე. ტაშის ხმა მომესმა. შიშისგან თუ გული არ გამისკდებოდა არ მეგონა. ნელა მივბრუნდი და ახლა უკვე ბრაზი მომერია. - შენ რა უკან დამყვები? – შევუბღვირე. - არა, - გაიცინა, - მარტო შენ არ გეკუთვნის აქაურობა, - ენა გამომიყო. - ვიცი, მაგრამ მერამდენედ უნდა გამიხეთქო დღეს გული? – ოდნავ გამეღიმა. - ეგ არაფერი. გინდა ვიცეკვოთ? – თვალები აუთამაშდა. - მეხუმრები? - ვითომ რატომ? – ჩაწეულ მუსიკას აუწია, ხელი ჩამავლო და ცეკვა დავიწყეთ. ნუთუ ეს მე ვიყავი? მე ხომ არ მახსოვს ასეთი ლილე? სრულიად უცხო ადამიანთან, ღამის ათ საათზე, 16 სართულიანი კორპუსის თავზე ვცეკვავდი ტანგოს. სრული სიგიჟეა! მაგრამ მე რომ ბედნიერი ვიყავი?! ჰო, ამ უცნობთან ბედნიერი ვიყავი! მუსიკა მთავრდებოდა. უცნობმა სწრაფი ტრიალი გამაკეთებინა, ჩაიმუხლა და უცბად აღმოვჩნდი მის მოხრილ მუხლზე გადაწოლილი. რამდენიმე წამი ასე ვიყავით. მერე უცბად გონს მოვედი და წამოვდექი. ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, ბოლოს ძლლივს ამოვილუღლუღე. - მგონი უკვე გვიანია, კიდევ ერთხელ ნახვამდის, - ტუჩის კუთხესთან ოდნავ გაეღიმა. სირბილით წამოვედი, ასე მოვედი სახლამდე. დედა უკვე მოსული დამხვდა. - სად იყავი? - პირველი კითხვა. - აუ დე, ვსეირნობდი და ვერც გავიგე როდის გავიდა დრო, - მოვიღუშე. - ოხ ლილე, ლილე, - ოდნავ გამიცინა და ოთახიდან გავიდა. სწრაფად გავიხადე და ლოგინში შევგორდი. ისეთი დაღლილი ვიყავი და ემოციებით დატვირთული, რომ კომპიუტერთან დაჯდომის თავიც აღარ მქონდა. თავი წამოვწიე და ფანჯრიდან გავიხედე. ცხელოდა. თანაც უკვე პირველი საათი იყო. ავდექი და ვიბანავე. მერე სახლიც მივალაგე და სტუდიისკენ წავედი. გასაღები მე მქონდა და მასწავლებლისთვის უნდა მიმესწრო. ვცდილობდი უცნობზე არ მეფიქრა, მე ხომ მისი სახელიც კი არ ვიცოდი, მაგრამ მასთან ცეკვა ეს რაღაც აუხსნელი იყო. ჩაფიქრებული მივედი და შიგნით შევედი. გამოვიცვალე და სტუდიაც მოვიყვანე ცოტა წესრიგში. ამასობაში ლენაც მოვიდა. - გამარჯობა, მას, - ღიმილით მივესალმე. - როგორ ხარ ლილე? - ღიმილითვე მიპასუხა, - ნუ კარგად უნდა იყო, იმიტომ რომ დღეს შენი მომავალი წყვილი მოვა. -რაა?- ყურებს ვერ ვუჯერებდი, - ვაიმე მართლა? ვაიმე მიყვარხართ, - მივედი და ჩავეხუტე, - სადაცაა მოვა და დაწყნარდი ახლა, - გაიცინა. - რა თქმა უნდა, - ვიცინოდი და გიჟივით ვხტუნაობდი. გასახდელში შევედი, ამ დროს კარების გაღების ხმა მომესმა. - გამარჯობა, - ეს უცნობის ხმა იყო. - გამარჯობა ალექსანდრე, - მიესალმა ლენა, - ლილე სად ხარ? - აქ ვარ მას, - გაღიმებული გამოვედი გასახდელიდან, მაგრამ უცბად გავშრი, - შენ? – მხოლოდ ეს წავილუღლუღე.
| |
|
|
|
|
|
E:)B:) | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 2:38 PM | შეტყობინება # 12 |
106
Offline
| ♥vampiressa♥ madloba Cemo kargoo <3 Mar_Ie arsebobs erti egeti korpusi da zustad egrea yvelaferi martla :D:D:D
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 6:21 PM | შეტყობინება # 13 |
436
Offline
| hmm ra sainteresoa : D
| |
|
|
bella1999 | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 7:09 PM | შეტყობინება # 14 |
151
Offline
| | |
|
|
bella1999 | თარიღი: სამშაბათი, 2012-06-12, 7:32 PM | შეტყობინება # 15 |
151
Offline
| | |
|
|