ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
"Love? - სიყვარული?"

Mariam_MXთარიღი: კვირა, 2012-02-05, 4:43 PM | შეტყობინება # 1

6
0  +
0  ±
   ±
Offline
სახელწოდება: "Love? - სიყვარული?"
ავტორი: (Mariam_Mx)
ბეტა: არ მყავს
ჟანრი: რომანტიკა
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ეს ჩემი პირველი მოთხრობაა ამ საიტზე. იმედია მოგეწონებათ!

ლიზა : ლიზა :


გიორგი :


პროლოგი:ლიზა 25 წლის გოგონაა, რომელიც ოცნებობს ნამდვილ სიყვარულზე და უზრუნველ ცხოვრებაზე.
მამამ პატარაობაში მიატოვა და დღემდე დედასთან ცხოვრობს.
ახალი სამსახური , ახალი გარემო, მას ბევრ დაძაბულ და ბედნიერ წუთებს უმზადებს.
ახალი მეგობრები, მტრები და სიყვარული, რომელიც მთლიანად ცვლის გოგონას ცხოვრებას.



Mariam_MXთარიღი: კვირა, 2012-02-05, 4:52 PM | შეტყობინება # 2

6
0  +
0  ±
   ±
Offline
1 თავი - სამსახური
7:30 სთ.
მაღვიძარამ დაიწკრიალა. ჯერ კიდევ არ გათენებულიყო კარგად.ირგვლივ ღამის გადმონაშთი სიბნელე გამეფებულიყო. სიწყნარეს ქუჩიდან შემოსული მანქანების ხმა არღვევდა. მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა გოგონას ხელმა გამორთო. ბალიშიდან აძეძილი თავი წამოსწია და თქვა :
„მსხვერპლი უნდა გაიღო სამსახურისთვის.“ იძულებით წამოდგა, დილის შხაპი მიიღო,წინა დღეს გამზადებული ტანსაცმელი აიღო და ჩაიცვა. თმა გადაიწია და ზევით შეიკრა.ოთახიდან გასულს შემოსასვლელში დედა დახვდა:
- დილა მშვიდობილა ლიზა.
- დილა მშვიდობისა.
- უკვე მიდიხარ?
- კი, მივდივარ. 9სთ-ზე დამიბარეს.
- ხომ არ ნერვიულობ?
- ცოტას, მაგრამ იმედია გამომივა.
- არაფერია სანერვიულო.წარმატებები.
- გმადლობ.
ლიზა სახლიდან გამოვიდა და ბიძიის ნაჩუქარ, პატარა მანქანაში ჩაჯდა.რაც უფრო უახლოვდებოდა ტელევიზიას , მით უფრო ემატებოდა ნერვიულობა და დაძაბულობა. როგორც იქნა მიაღწია. სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა და მანქანიდან გადმოვიდა.თავდაჯერებულმა გადმოდგა 2 ნაბიჯი. ძალიან მოსწონდა ახალი ტანისამოსი, მაგრამ ბედნიერება არ დააცადეს. ტელევიზიის ეზოში გიჟივით შემოვარდა შავი Land Cruiser-ი,მაინც და მაინც იმ გუბეში გაიარა, რომელიც ლიზას გვერდით იყო და გოგონა მთლად გაწუწა.მანქანა გაჩერდა და გარეთ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. შეწუხებული სახით მიუახლოვდა ლიზას , რომელიც ჯერაც ვერ ხვდებოდა რა მოხდა .
- უკაცრავად , დიდი ბოდიში. - მიმართა კაცმა
- ბოდიში უშველის? თქვენ იცით რომ დღეს ჩემი სამსახურის ბედი წყდება? ღმერთო ჩემო - ყვიროდა და თან თავის ახალ ტანსაცმელს ცრემლიანი თვალებით მიშტერებოდა
- სამსახურის? - გაიღიმა ეშმაკურად კაცმა
- დიახ, სამსახურის.. წინ არ იხედებით როცა მართავთ? - შეუბღვირა ლიზამ მამაკაცს, რომელიც 30-31 წლისა იქნებოდა
- თქვენი სახელი?
- უკაცრავად?
- თქვენი სახელი და გვარი მითხარით თუ შეიძლება
- ელიზაბეტ (ლიზა) ერისთავი.
- გამარჯობა ლიზა , მე შენი ახალი უფროსი ვარ, გიორგი ყიფშიძე. - თბილად გაუღიმა კაცმა ლიზას და ხელი გაუწოდა
- მაპატიეთ , მაგრამ ხუმრობისთვის არ მცალია. ახლა შენობაში უნდა შევიდე და უფროსი ვნახო, ვეცდები სიტუაცია ავუხსნა, თქვენ კი თუ შეიძლება წამომყევით, თქვენ ჩემი სამხილი იქნებით. - ლიზამ კაცს შეუბღვირა და გაბრაზებული, პატარ-პატარა ნაბიჯებით შენობისკენ წავიდა, დრო და დრო უკან იხედებოდა და ამოწმებდა მოყვებოდა თუ არა კაცი, რომლის გამოც შეიძლებოდა დიდი შანსი გაეშვა ხელიდან.

როგორც იქნა შეაღწიეს შენობაში. გაწუწულ ლიზას ყველა ალმაცერად ათვალიერებდა, გიორგის კი ყველა ღიმილით ესალმებოდა.მეორე სართულზე რომ ავიდნენ ლიზა ერთ ქალბატონთან მივიდა და ჰკითხა:
- სად შეიძლება ვნახო ამ განყოფილების უფროსი?
- ეს არის მისი კაბინეტი - გადაღლილი ხმით უპასუხა ქალმა და თითით ოთახზე მიანიშნა - მაგრამ თვითონ ბატონი გიორგი თქვენს უკან დგას.
ლიზა წამით გაჩერდა.მიხვდა რომ კაცი არ ხუმრობდა. მისკენ შებრუნდა და თვალებში ჩახედა:
- ესეიგი მართლა თქვენ ხართ. - მიუგო კაცს იმედგაცრუებულმა
- დიახ ლიზა, მე გიორგი ყიფშიძე ვარ, სასიამოვნოა - კიდევ ერთხელ გაუწოდა კაცმა ხელი ღიმილით.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა. - უხალისო ხმით მიუგო ლიზამ
- კაბინეტში შევიდეთ და დავილაპარაკოთ. - ხელით ანიშნა გიორგიმ ლიზას და კიდევ ერთხელ გაუღიმა.
- კი , მაგრამ , ასე? - დაიხედა ტანსაცმელზე და ის უსიამოვნო შემთხვევა გაახსენდა.
- მართალი ხარ. ჩემი შეცდომა რომ გამოვასწორო ყოველგვარი გასაუბრების გარეშე აყვანილი ხარ, ხვალ დილით , 9ზე აქ იყავი, კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს დღევანდელისთვის. - კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ბზინვარე კბილები, რომელიც მის , ისედაც დახვეწილ სახეს კიდევ უფრო ალამაზებდა.
- ჩათვალეთ რომ შეცდომა გამოასწორეთ - ლიზას ძალიან გაუხარდა და გაუღიმა. - ახლა შემიძლია წავიდე?
- კი, ახლა წადი.. ხვალ კი როგორც შევთანხმდით.
- დიახ, დიახ..არ დავიგვიანებ. გმადლობ
- ხვალამდე

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-02-06, 0:45 AM | შეტყობინება # 3
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
აუ ეს რა კარგი რაღაცააა, ძალიან მომეწონა, საინტერესო დასაწყისია. პერსონაჟებიც საყვარლები არიან და გაცნობა მომეწონა ძალიან. ახალ თავს ველოდებიი kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Mariam_MXთარიღი: ორშაბათი, 2012-02-06, 4:15 PM | შეტყობინება # 4

6
0  +
0  ±
   ±
Offline
2 თავი

ლიზა უფროსს დაემშვიდობა.შენობიდან გამოვიდა და მანქანისკენ წამოვიდა. სიხარულისგან აღარც ახსოვდა თავის დასვრილი ტანსაცმელი. მანქანაში ჩაჯდა. სარკე გაისწორა და დაქოქა. სახლში გახარებული დაბრუნდა.
- დედა, ვერც წარმოიდგენ რა მოხდა...
შემოვიდა სახლში გახარებული და დედამისს ხმის ამოღებაც არ აცადა, ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოუყვა.ნინოს სახეზე ბედნიერება არ ეწერა, შეშინებული და ჩაფიქრებული მზერა ჰქონდა.
- ასეა და ასე... რა მოხდა არ გიხარია? - ჰკითხა ლიზამ დედამისს
- ერთია ის რომ სამსახურში აგიყვანეს, მაგრამ ეგ შენი უფროსი არ მომწონს. თავხედი კაცი ჩანს.
- კარგი დედა რა
- რა კარგი რა, რა კარგი რა? იცოდე მასთან ფრთხილად იყავი.
- მაშინებ... - ღიმილი, რომელიც ასე შვენიდა სახიდან გაუქრა
- არ გაშინებ, გაფრთხილებ.
- მოკლედ , ხვალ დამიბარა და უნდა მივიდე - სცადა თემა შეეცვალა
- კარგი, როგორც გინდა, უბრალოდ მასთან ფრთხილად იყავი, ესაა და ეს. ისე გილოცავ. ძალიან მიხარია რომ მუშაობის დაწყებას აპირებ. მეც გადავწყვიტე რაღაც.
- მაინც?
- მომბეზრდა ასე უსაქმოდ ჯდომა. ფორტეპიანოს გაკვეთილებს ჩავუტარებ მოსწავლეებს. რამდენი ხანია ამ პიანინოზე არ დამიკრავს, ალბათ აიშლებოდა, ხელოსანს მოვიყვან და ბავშვებს მივიღებ.
- ძალიან კარგი დედა - გაუღიმა ლიზამ და ოთახიდან გავიდა ,რომ შემდეგი დღისთვის ტანსაცმელი აერჩია.

ოთახი მიალაგა, შხაპი მიიღო და ათი საათისთვის უკვე იწვა, უნდოდა მალე დამდგარიყო ხვალინდელი დღე, მაგრამ ნერვიულობისგან ვერ დაიძინა.
სანატრელი დღეც გათენდა. მაღვიძარამ ზუსტად 7 საათზე დარეკა. მთელი ღამის უძილარმა დამძიმებული თავი ძლივს ასწია , ფეხები საყვარელ ჩუსტებში ნაზად შეაცურა და სააბაზანოში გავიდა. ცივი წყალი გადაივლო რომ გამოფხიზლებულიყო , ყავა დალია და წინა დღეს შერჩეულ ტანსაცმელში გამოეწყო. თმები აიწია, როგორც ყოველთვის, სარკეში ჩაიხედა, ისევ მოეწონა თავი. მძინარ დედას თავზე სიყვარულით აკოცა, ჩანთა და მანქანის გასაღები აიღო და სამსახურისკენ გაემართა.

მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა, გადმოვიდა და ჩაკეტა. 25 წლის გოგონა თავდაჯერებული მიაბიჯებდა ტელევიზიისკენ.შენობაში რომ შევიდა კართან 40 წლამდე, სასიამოვნო გარეგნობის ქალი დახვდა .
- გამარჯობა
- გამარჯობა - მიესალმა დაბნეული ქალს
- მე ბელა ვარ, უფროსმა გამომაგზავნა რომ დაგხვდე , შენს სამუშაო ადგილას მიგიყვანო და გასწავლო რაც გევალება. - ნაზად და სასიამოვნოდ ესაუბრებოდა გოგონას ქალი.
- მე ლიზა ვარ, სასიამოვნოა ბელა. ძალიან კარგი, მაშინ წავიდეთ, არა?
- წავიდეთ. - გაუღიმა კიდევ ერთხელ ქალმა და ხელით ლიფტისკენ მიანიშნა.
ქალმა ხელი მეორე სართულს მიაჭირა. ყველა დიდი ინტერესით და გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა ახალ თანამშრომელს.
ბელამ ოთახის კარი გააღო, რომელიც გიორგის კაბინეტის გვერდზე იმყოფებოდა.
- შენ აქ იმუშავებ. აი გასაღები. შეგიძლია მოაწყო ოთახი ისე, როგორც გაგეხარდება. ეს შენი კომპიუტერია , რომელსაც პაროლს დაადებ და შენს გარდა არავის შეეძლება ინფორმაციის აღება .
- გასაგებია - გაფართოებული თვალებით შეათვალიერა ლიზამ დიდი და ლამაზი ოთახი, რომელსაც მოვარდისფრო ფერი დაჰკრავდა. ფანჯარასთან მაგიდა იდგა, რომელზეც კომპიუტერი და საბუთების დასაწყობი ადგილი იყო. წინ ორი სკამი კლიენტებისათვის. მაგიდაზე ასევე იდო ტელეფონი. - ძალიან მომწონს აქაურობა.- ღიმილით უთხრა ქალს - მაგრამ მე რა მევალება?
- შენ ბატონი გიორგის მდივანი იქნები. - უთხრა ქალმა
- მდივანი? - დედის სიტყვები გაახსენდა და ცოტა არ იყოს შეეშინდა ლიზას.
- დიახ, მდივანი.. რა მოხდა? - დაეჭვდა ქალი გოგონას გამომეტყველებაზე
- არა, არაფერი. რა მევალება?
- ტელეფონით უპასუხებ მათ ვინც გიორგის იკითხავს და მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ გადართავ მათ უფროსის ხაზზე. რამდენადაც ანკეტაში გიწერია, კომპიუტერი გაგეგება, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი საიტიც შენ ჩაგაბაროთ. მოკლედ, იმედია თავს გაართმევ არა? თუ კარგად და მონდომებით იმუშავებ , შესაძლოა მეტი რამეც დაგეკისროს უფრო მაღალი ანასღაურებით. - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ქალმა, გოგონას გაეღიმა - ახლა მე წავალ, ცოტა ხანში უფროსიც მოვა და თვითონ აგიხსნის ყველაფერს.
- კარგი, გმადლობ...
- ნახვამდის
ლიზა კომპიუტერს მიუჯდა, ახალი პაროლი შეიყვანა და ფაილებს გადახედა. კარებზე კაკუნი შემოესმა :
- მობრძანდით - ეს სიტყვა ეუცხოვა
- გამარჯობა - კარი გაიღო და ღიმილით ოთახში გიორგი შემოვიდა
- გამარჯობა - ლიზამაც აჩუქა თავის ლამაზი ღიმილი
- აბა? როგორ მოგწონს აქაურობა?
- ძალიან მომწონს, მაგრამ არ მეგონა თუ თქვენი მდივანი უნდა ვყოფილიყავი... - ელაპარაკებოდა და თან ფეხზე წამოდგა
- დაბრძანდი, დაბრძანდი...- ღიმილით მიუგო ისევ გიორგიმ და თვითონ წინ დაუჯდა.
- დიახ...
- ალბათ ბელამ აგიხსნა რაც გევალება არა?
- დიახ , ამიხსნა, ძალიან სასიამოვნო ქალია...
- მიხარია მასზე ასეთი შთაბეჭდილება რომ დაგრჩა..
- დიახ, ნამდვილად ასეთია.
- მან ამღზარდა, დედის მაგივრობა გამიწია და დღემდე ჩემთანაა. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს და შვილივით ვუყვარვარ.
- დედა არ გყავთ? - ხმაშეცვლილმა მიუგო ლიზამ
- არა, არ მყავს. პატარა ვიყავი როცა მიმატოვა, მამამ გამზარდა. ბელა ჩვენი შორეული ნათესავია , რომელიც ჩემი დაბადებიდან ჩვენთან ცხოვრობს. მამაჩემი და ის და-ძმასავით არიან .
- რა კარგია... მე მამა არ მყავს
- მართლა?
- დიახ, მეც პატარაობაში მიმატოვა, დედამ გაჭირვებით ამღზარდა. ახლა კი ვცდილობ იმედები გავუმართლო. მის გარდა არავინ მყავს.
- ჩემი იმედი გქონდეს - ღიმილით უთხრა ისევ გიორგიმ. მიხვდა რომ ზედმეტს ლაპარაკობდა ახალ თანამშრომელთან, ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯით კარისკენ წავიდა. - ახლა წავალ. თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს, გვერდზე კაბინეტში ვარ.
- კარგი, დროებით და გმადლობ.
- არაფერს.. - ოთახიდან გავიდა. ლიზა კი ისევ კომპიუტერს მიუჯდა და შეეცადა დაემახსოვრებინა სად რა იყო შენახული.

eleeთარიღი: ორშაბათი, 2012-02-06, 5:04 PM | შეტყობინება # 5

131
2  +
7  ±
   ±
Offline
Mariam_MX, Momewonaa :)) kargad wer kiss shemdeg tavs rodis dadeb? :)))

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-02-06, 5:22 PM | შეტყობინება # 6
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ohooo, sainteresoaaa happy happy gagrdzeleba male iqneba?


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♫_Ani_♫თარიღი: ორშაბათი, 2012-02-06, 9:11 PM | შეტყობინება # 7

225
6  +
16  ±
   ±
Offline
საინტერესოა happy


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2012-02-14, 7:31 PM | შეტყობინება # 8
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
auu gagrdzeleba sadaa? sad


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

qristine25თარიღი: სამშაბათი, 2012-05-08, 10:34 PM | შეტყობინება # 9

3
0  +
6  ±
   ±
Offline
auu aghar unda dado shemdegi tavii?:(:(

dakiთარიღი: კვირა, 2012-05-13, 5:27 PM | შეტყობინება # 10

55
0  +
0  ±
   ±
Offline
subiekturi viqnebi _ girchevt cota gansxvavebuloba da gamorcheuloba shematot fiks.. cota fantastika,sashineleba..es martlac migweva iqneba. :))
Mariam_MX, ar gewyinos shens fikze rom vwer chems azrs,es imatac exebat vinc mwerlobam gaitaca.. mtavaria albat aseti producti shestavazo mkitxvels, es ufro dzneli saqmea da tu sainteresot waiyvant shinaars uechvelad dasafasebelia,tumcaga aseti janris (drama,melodrama,romantika)) bevrs moswons.


შეტყობინება შეასწორა daki - კვირა, 2012-05-13, 6:05 PM

dakiთარიღი: კვირა, 2012-05-13, 5:32 PM | შეტყობინება # 11

55
0  +
0  ±
   ±
Offline
avtoristvis es pirveli fiki yofila, amitom chemi rchevebidan gamomdinare dzalianac ar gamkicxot..dasawyisistvis esec gamodgeba..))
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: