უსათაურო
|
|
wikooo | თარიღი: პარასკევი, 2011-05-06, 9:55 PM | შეტყობინება # 16 |
77
Offline
| | |
|
|
wikooo | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-11, 4:41 PM | შეტყობინება # 17 |
77
Offline
| თავი მეოთხე ლუკას გახსენებაზე გავქვავდი და ცრემლების დიდი ნაკადი მომაწვა თვალებზე. დათომ გამომხედა და მაშინვე შენიშნა რა საოცრად ბრწყინავდა ჰაერში მფრინავი ცრემლები მზის სხივებზე. მაშინვე აქეთ, ჩემკენ წამოვიდა, თავისი უხეში ხელებით შემეხო. უხეში, მაგრამ სასიამოვნო... გაყინული ხელები მაინც თბილი იყო, მაინც თბილად მეხვეოდა სხეულზე, მაინც მსიამოვნებდა... ისეთი ტლანქი მოძრაობით ამაჯბაჯდა კიბეებზე! ხელი ჰქონდა გადახვეული ჩემს მხრებზე და კისერსაც ეხახუნებოდა. ლამაზად დაეშვა სკამზე და გულში ჩამიკრო. საშინლად მეშინოდა...იქნებ ლუკას არ უნდოდა ეს რომ მომხდარიყო...სისულელეა ხო?? კიი...სისულელეა... მთელი ლექციის განმავლობაში მე და დათო ერთად ვისხედით, შეყვარებულებივით. ანანოს უხაროდა, რომ ლუკას შემდეგ ისევ შემეძლო შეყვარება, მაგრამ არა..ეს არ იყო შეყვარება, ყოველ შემთხვევაში ნამდვილი. ამ დღესაც სასაფლაოზე გავედი, ანანოსთან ერთად. სასაფლაო საოცარი იყო. სამოთხეს გავდა. სწორედ ლუკას შეეფერებოდა. ისიც ასეთი ლამაზი და მშვენიერი იყო. სწორედ ასეთ განწყობაზე ველაპარაკებოდი ჩემს ჰაერს, რომელიც დიდი ხანია მაღლა გაფრენილიყო. – ლუკა...როგორ ხარ ჩემო უკვე არ არსებულო, მაგრამ აქ მყოფო სიცოცხლევ? რატომ არ მიპასუხე იმ კითხვაზე დღეს რომ დაგისვი? შე საზიზღარო! როგორ მიყვარხარ იცი ჩემო მკვდარო ჰაერო? ოოჰ...–ღრმას ამოვისუნთქე–რა საშინლად, საოცრად, უზომოდ, მთელი გულით და სულით მიყვარხარ!! რა უცბად გამიფრინდი ცხოვრებიდან ჩემო მერცხალო. შენს ''კი''–ს ან ''არა''–ს ველი.... მართლა სამოთხეში მეგონა თავი. ნეტავ მართლა სამოთხეში ვყოფილიყავი. იქაც ხომ ლუკა იქნებოდა? მაგრამ რატომ ვარ ასე დარწმუნებული? იქნებ სულაც არაა სამოთხეში? იქნებ ჯოჯოხეთში იწვება და ნადგურდება მისი სული? მაშინ მეც ჯოჯოხეთში მინდა... ლუკასთან ერთად ჯოჯოხეთშიც სამოთხე იქნებოდა...ჯოჯოხეთშიც ბედნიერი ვიქნებოდი... – ლუკა, იცი რა... – პატარა ბავშვის ხმით ვლაპარაკობდი 18წლის გოგო. – მომენატრე და კიდევ უფრო მომენატრები განსაკუთრებით ხვალ და იცი რატომ? იმიტომ რომ... – ამ დროს გავჩერდი და იცით რატომ? იმიტომ რომ ღრუბლები დავინახე. სასაცილოდ ჟღერს ხო?? მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ღრუბლები...ის...მათ...ეს ასოები იყო. ვკითხულობდი ჰორიზონტალურად, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ვკითხულობდი მეორე მხრიდან, როგორც ეგვიპტეშია, მაგრამ არც ახლა გამოვიდა რამე. ვერტიკალურად წაკითხვის შემდეგ კი გული ცუდად გამიხდა, ცოტაც და წავიქცეოდი. ანანომ დამიჭირა. ვფიქრობდი ერთ კითხვაზე, მაგრამ პასუხი არ მომდიოდა : როგორ? როგორ...როგორ... როგორ დავინახე ეს? – ანანო.... – ხათ, ხათ, კარგად ხარ? – კი, ხათ–ს ნუ მეძახი... ხედავ? იქნებ მარტო მე ვხედავ? შენ ხედავ მე რასაც ვხედავ? აუ...მოლანდებები დამეწყო. – კი ხათ, მეც ვხედავ. მიჩვეული ვარ და ხათ უნდა დაგიძახო... კ დ რ მ ი ა ო ა ვ ბ. მ გ ი დ გ ი ც ღ ა ტ ი ე ქ ო შოკში ვიყავი ეს რომ წავიკითხე. ლუკამ პასუხი გამცა, თანაც რა უცნაური გზით!! რა უცნაური დღეა დღეს! ანანოც არანაკლებ გაოცებული იყო. არ მჯეროდა, რომ ლუკამ პასუხი გასცა ჩემს კითხვას. მაგრამ მაინც მჯეროდა და იცით რა ბედნიერი ვარ, რომ სწორი ვიყავი? საოცრად მიხარია.... – რა ხდება აქ? რას უყურებთ? – დათომ გამიხეთქა გული. დათოს კითხვა და ჩემი კივილი ერთი იყო. – შეგაშინე? უიმე...რამხელაზე იყვირე, ყური მეტკინა! – ყურზე ისვამდა ხელს და თვალისმომჭრელი ღიმილი ემჩნეოდა. – დათო, დათო, მაღლა აიხედე!! დროზე! – უკან შევბრუნდი–არაფერი იყო ცაზე. – რას შევხედო? უღრუბლო ცა მანამდეც მაქვს ნანახი... – ცოტა არ იყოს ცინიკური ხმა გავიგე. – არა, არა,....იქ....იქ სიტყ...ვები...იყ...ო! – მმმ...ართლა! მმ...ართ...ლა...იყ...ო! – ჩემნაირად, ნაყვეტ–ნაწყვეტ წამოიბლუყუნა ანანომ. – ეჰ...–ამოიხვნეშა დათომ – ვიცი, ვიცი! მჯერა...–სახეზე რომ შევხედე, აშკარად იტყუებოდა, თავს აქნევდა და ცას უყურებდა, თან მხარზე მეპერებოდა. – ისე გიყვარდა....რა ერქვა? ლუკა ხო? – ხო, ხო, ლუკა ქვია. – არა, არ ქვია–ერქვა. უკვე ერქვა... – დათო წყნარად ამბობდა და სიბრალული დამჩნეოდა გაუბედურებულ სახეზე. – არ ის...ის...მხოლოდ ფიზიკურად მოკვდა, ის...ის ცოცხალია! მჯერა რომ ახლა მიყურებს. არა, არა..გვიყურებს! – ახლა ლუკას საფლავის ქვას დავუწყე მოფერება, დათოს მკლავებისაგან გავთავისუფლდი. – აი, ჩემო ლუკა, გაიცანი, ეს დათოა. დათო, დათო, აი აქ ლუკაა. ხედავ? მე ვხედავ. შენც უნდა დაინახო, მაგრამ ვერ დაინახავ. მე გულში მიზის. გაიგე ლუკა? ისევ გულში მიზიხარ, მაშინდელივით... – ხელი საფლავისკენ მქონდა გაშვერილი და ცას შევციცინებდი. ცას, სადაც პასუხი ეწერა! მაგრამ არა ის, რაც მე მჭირდებოდა.... – დამიბრუნდი ჰაერო? მომიფრინდი მერცხალო? რატომ მეგონა რომ...რატომ არ ვიცოდი, რომ ცოცხალი ხარ? – რა ბედნიერი ტონით ლაპარაკობს, თითქოს მართლა ხედავს. – დათომ გადაუჩურჩულა ანანოს. მინდოდა მეთქვა, რომ მე მას ვხედავ, მაგრამ ლუკასთან ლაპარაკი მერჩივნა. – იცი რომ ახლა ვსუნთქავ? ჰაერი დამიბრუნდა, ანანო, ჰაერი მოვიდა... – თვალები გამიბრწყინდა, სახე ამენთო, როცა დათოს გავხედე და მის გამოხედვაში რწმენა ამოვიკითხე. დამათრობლად იღიმოდა, საოცრად უბრწყინავდა თვალები, დილის ნამივით, ბალახზე რომ კაშკაშებს ხოლმე... თითქოს ბედნიერი იყო და უხაროდა, რომ მე მაინც მიყვარდა ლუკა. ეს მის თვალისმომჭრელ ღიმილში შევამჩნიე და უცბად ყველა იმ მომენტმა და სიტყვამ, რომელიც დათოსთან გამიტარებია და მითქვამს, ტვინში სინათლის სიჩქარით გამიელვა. ერთმანეთს ენაცვლებოდა სურათები, თითქოს გამოფენაზე ვარ. მაგრამ ისე ვაკვირდებოდი ამ სურათებს, რომ ლუკასთან არ შემიწყვეტია ლაპარაკი. – ჩემო მკვდარო, მაგრამ ამავდროულად ცოცხალო მერცხალო, როგორ მომენატრე იცი? იცი როგორ მიყვარხარ? – ორივე კითხვაზე მე პასუხი მომეცა და ეს პასუხები იყო : ''კი, მეც!'' არა, არა, არ მოგესმათ, ნუ გიკვირთ. ეს მართლა ასეა! დავინახე ეს სიტყვები, როცა მიწას დავხედე. მიწას, სადაც ჩემი ყველაფერი განისვენებდა. ისევ დამიბრუნდა სიცოცხლის ხალისი, რადგან ვიცოდი, რომ ლუკა მიყურებდა, მისმენდა, პასუხს მაძლევდა. ლუკა ჩემთან ერთად იყო–სულიერად. დათო კი...დათო ფიზიკურად..და მგონი სულიერადაც..სულით და გულით!!....
შეტყობინება შეასწორა wikooo - ოთხშაბათი, 2011-05-11, 5:29 PM | |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 9:42 PM | შეტყობინება # 19 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Quote (♥vampiressa♥) isaa, vaiii davibeniii 3tavi ertad wavikitxe mara yvelaze metad bolo tavshi gavchede mand mec gavchede
| |
|
|
|
wikooo | თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 6:42 PM | შეტყობინება # 21 |
77
Offline
| თავი მეხუთე როგორც გაყინული ციმბირში, ისე ვერ ვანძრევდი ხელებსა და ფეხებს. თვალები რომ ამტკივდა, მივხვდი, რომ 15 წუთზე მეტი არ ვახამხამებდი. მოძრაობის უნარი წამერთვა იმის შემდეგ რაც გავიღვიძე. მეუცნაურა ის უცნაური სიზმარი, რომელიც ამაღამ დამესიზმრა. რაღაც ძაან დავეჩვიე ამ ბოლო ხანებში სულელ სიზმრებს. ლუკა ცოცხალი იყო და დათო გამაცნო, დაგეხმარებაო. სულელურია ხო მგონი? კიი...აშკარად, თანაც უცნაურია ცოტა არ იყოს. მაგრამ სიზმარშიც ისეთივე მშვენიერი იყო, როგორიც სიცოცლეში, როგორიც მე ის მახსოვდა და ვიცოდი, არასოდეს დამავიწყდებოდა... ლუკასი ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ... მე და ... დათო ... შეიძლებოდა ოდესმე ... არა, ძალიან რთული წარმოსადგენია!! მოუხეშავი გარეგნობის, ტლანქი მოძრაობით ვიღაც ნაცნობი ბიჭი დამადგა კარზე. ძლივს მივხვდი, რომ ის დათო იყო. ისიც ლაქიანი და მზისგან დამწვარი კანით მივხვდი, თანაც თვალისმომჭრელად ანათებდნენ მისი მწვანე თვალები და მოლოდინით სავსე, უსაყვარლესი ღიმილი. ფანჯრიდან გავიხედე, სასიამოვნოდ ეცვა, თანაც გამიკვირდა–ასე ადრე რა უნდოდა? თავიდან ვაპირებდი არ ავმდგარიყავი, მაგრამ მაინც წამოვიწიე, ხალათს ხელი ჩავავლე და შემოვიცვი. ეჭვი მეპარებოდა, რომ სწორი მხრიდან ჩავიცვი, მაგრამ გასწორების თავი სად მქონდა! თანაც სულაც არ მაინტერესებდა...ჩუსტებშიც უკუღმა შევაცურე ფეხები–მარცხენაში მარჯვენა. ხალიჩიდან რომ გადავედი, მივხვდი–მარცხენა ფეხზე არ მეცვა და სიცივის სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ზოზინით და მთვარეულივით წავედი კარისკენ. მოვასწარი და კედელს შევეჯახე, სამზარეულოში სკამი გადავაყირავე და მგონი პატარა მაგიდაც წავაქციე. კართან მივედი, სახელურს მოვკიდე, ტკბილად დავამთქნარე, თვალები მოვიფშვნიტე და ძლივს გავაღე რკინის კარი ძალაგამოლეულმა. – დიილააააა მშვიდობისააა!! – ისეთი ბედნიერი და ხალისით სავსე ხმით შემეგება დათო! ალბათ რამე დღესასწაულია. ნეტავი რაა?? მაგრამ არ ვიცი, ვერ ვფიქრობ. – ჰოო...ჰოო...რამ მოგიყვანა აქ ასე ადრე? – არც კი მომიკითხავს, რატომღაც თავიდან მინდოდა მომეშორებინა, ალბათ იმიტომ რომ მეძინებოდა. ისევ ვამთქნარებ, ისევ თვალებს ვიფშვნეტ. ასე შევეგებე დათოს, თუ ამას შეგებება ქვია... – პირველ რიგში – ხომ გაქვს მობილური გამორთული? – კიი...რა იყო რო? რამე ხდება დღეს? რატომ მოხვედი? – ახლა არ მითხრა, რომ დაგავიწყდა შენი საკუთარი დაბადების დღე... – გაკვირვებული ვუყურებდი, ისე სწრაფად გავიდა 19 წელი... არ მეგონა რომ უკვე დაბადების დღე მოსულიყო... – ხოოდა..მე ვარ პირველი, ვინც გილოცავს და... – ჩაახველა, ხმა დაიბოხა და – რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ხათოს დაბადების დღეა – წაიმღერა. მესიამოვნა მისი სასიამოვნო ხმა. მართლაც მზე ანათებდა, ხანდახან იტყუებიან ხოლმე მილოცვის დროს... – უიი...უკვე 9 ნოემბერია? მადლობ, მადლობ...მადლოობ – დავამთქნარე ისევ – დიდი...მადლობა. – ჰოო გავიგე, არაფერს – ჩაეცინა – ანუ მართლა დაგავიწყდა? – ერთი კარგად გადაიხარხარა და ხელები გამოიშვირა. ერთ ხელში ყვავილები ეჭირა, მეორეში – ტკბილი ქვეყნის ტორტი. თანაც სწორედ ის ყვავილი აოურჩევია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს – იასამანი. მაშინვე ანანო გამახსენდა. ვიფიქრე ის ეტყოდა იასამნებზე და შოკოლადის ტორტზეც. იცის, რომ ორივეზე ჭკუას ვკარგად, იცის ჩემი სუსტი წერტილები. – ანანომ მირჩია იასამნების ყიდვა, მაგრად უყვარსო...
| |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 9:32 PM | შეტყობინება # 23 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Sayvarloba Iyo :))
| |
|
|
|
|
|
wikooo | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-23, 4:36 PM | შეტყობინება # 27 |
77
Offline
| თავი მეხუთე(გაგრძელება) –შოკოლადის ტორტიც ანანოს იდეა იყო? – არა, კარგად გამოიყურებოდა და ვიყიდე. იმედია კარგი გემო ექნება. ტორტზე მართლა არაფერი უთქვამს... – კაი, კაი, შემოდი. ყავა გინდა ხო?? – კი და შენც არ გაწყენდა. – ამ დროს დამათვალიერა, როგორ მეცვა, თვალი შემავლო როგორ შევედი სამზარეულოში, მაგას თუ შევსლა ქვია. – ხალათი უკუღმა გაცვია და... – ვიცი, ვიცი, ჩუსტიც... – შევაწყვეტინე. – მერე...თუ იცი...უკუღმა რატომ გაცვია? ადამიანურად და ნორმალურად ჩაცმა ასე რთულია? მინდოდა მეთქვა სარკეში ჩაიხედე–მეთქი, მაგრამ დღეს, რატომღაც განსაკუთრებულად, საყვარლად ეცვა და გადავიფიქრე. უპასუხოდ დავტოვე. – რა არის? გაქურდეს? ვინმეს ეჩხუბე გუშინ? რა მოხდა? შენც ხომ არ დაზიანდი? – ყველაფერი ერთად მომაყარა. კიდევ უნდოდა კითხვების დასმა, მაგრამ გავაჩერე, ესეც მეყო. – არაფერი არ არის, არ გამქურდეს, არავის არ ვეჩხუბე, არაფერი არ მომხდარა, მე არ დავშავებულვარ. – სათითაოდ გავეცი თითო კითხვაზე პასუხი. – ვერ დავინახე სკამი და მივეჯახე, გასწორების თავი არ მქონდა...შენ არასდროს მოგსვლია მასე? – კი, კი, როგორ არა...მარტო სკამი არა, მაგიდაჩ გადაგიყირავებია და გთხოვ...ნუ მეჩხუბები, არ მიყვარს რომ მიყვირიან. – წყენა გაისმა მის ხმაში, თვალი ამარიდა და იატაკზე გააპარა. გული დამიმძიმდა... – კარგი, აღარ ვიზამ, მაგრამ ერთი ეს მითხარი : ვის უყვარს რომ უყვირიან? – გავიღიმე, მაგრამ არ მეღიმებოდა, უბრალოდ მეძინებოდა. – ხოოდა...დღეს დიდი დღეა, შენ დაიბადე! – ჯერ არ დავბადებულვარ. – დათოს გაუგებრობით სავსე თვალები საოცრად მიყურებდნენ, კარგი გაგებით. ჩავიძირე... – 5–ის 20 წუთზე დავიბადე, საღამოს. – ოო, არაუშავს... ყავა მაგიდაზე დავდგი და ტორტის დაჭრა დავაპირე, მაგრამ დათომ შემაჩერა, მე დავჭრი, ლამაზად მერხებაო. მწვანე თვალები უბრწყინავდა და მხოლოდ ახლა შევამჩნიე რა მრავლისმეტყველნი იყვნენ, მაგრამ არაფერს ამბობდნენ, უბრალოდ მე მიყურებდნენ და თანაც სასიამოვნოდ... სანამ დაჭრას დაიწყებდა, სანთლები მოიტანა და ტორტს ჩაურჭო. ''სურვილის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეს'' ცოტა ღიღინით, მაგრამ სასიამოვნოდ ჩამჩურჩულა. ის საკმაოდ ახლოს იყო, კინაღამ გადმომივარდა გული. მინდოდა მეოცნება ლუკასთან ყოფნაზე, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს უბრალოდ ნატვრა იქნებოდა და არა მარტო ნატვრა, არამედ შეუძლებლობა მხოლოდ სიკვდილამდე... სხვა სურვილი ჩავიფიქრე და სანთლები ძლივს ჩავაქრე, თანაც ბოლომდე არა, ძალა არ მეყო. დათო მომეხმარა. შეამჩნია რა საოცრად მეძინებოდა და ლოყაზე კაარგა გვარიანად შემომიტყაპუნა თავისი თბილი და საშინლად სასიამოვნო ხელები. – სახლში მარტო ხარ? – ხო, აბა როგორ ვიქნები ვინმესთან ერთად. ყველა დამეხოცა, ლუკაც გამიფრინდა ცხოვრებიდან, ჩემი მერცხალი. ნინიც წავიდა, გამექცა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, ნინიზე აღარ ვფიქრობ... – ეს ისე წყნარად ვთქვი, თითქოს საერთოდ არ მადარდებდა, რადგან ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა. – მოყოლა შეგიძლია თუ...სხვა თემაზე გადავიდეთ? – კი,კი... გახსოვს 15წლის წინ რვა თუ რვანახევრ ბალიანი მიწისძვრა? – კიი...მაგას რა დამავიწყებს! ყველაფერი გაანადგურა, ძმაც გამინადგურა.... – დავინახე დათოს თვალებზე მომდგარი ცხარე ცრემლები და მისი დასველებული ღაწვები. ვიცოდი რასაც განიცდიდა, მეც განვიცადე ოდესღაც.... სხვა გზა არ მქონდა (შემეცოდა) : ავდექი. ხელსახოცით სავსე რაღაცა დავდგი მაგიდაზე და გავაგრძელე მოყოლა. – მმ...ეე..ცოდებიი.... – დათოს ჩაეღიმა, თან კოპები შეკრა. – მაგ სიტყვას ნუ ამბობ, ვერ ვიტან. – ხოდა მაგ დღეს, სწორედ ზაფხულის პირველ დღეს...დავრჩი მარტო. დათო წყალი ხომ არ გინდა? – საოცრად შემაწუხა მისმა შეწუხებულმა სახემ, გამომეტყველებამ, ცახცახმა... თავი წყნარად დამიქნია, ლაპარაკის უნარი წართმეოდა. დათოს შემყურეს მეც ჩამომცვივდა ცრემლები. მწვანე და ნათელი, ღრმა თვალები მომიახლოვდნენ : დათო გვერდზე მომიჯდა, გულში ჩამიკრო და ჩემ დაწყნარებას მოყვა. ხელს მისვამდა მკლავებზე. სიმწრის ცრემლებით დავუსველე პერანგი, არც მე დავრჩი მშრალი. საოცარი გრძნობა დამეუფლა, როდესაც მისი გულისცემა ვიგრძენი, როცა მისი ხელები, ყველაზე სასიამოვნო ხელები ჩემს მკლავებს ეხახუნებოდა, როცა ისინი ჩემს ლოყას შეეხნენ და გამიწმინდეს სახე ცრემლებისგან. ''ჩჩ...ნუ ტირი...'' მესმოდა....მაგრამ ბუნდოვნად მესმოდა. მესმოდა, მაგრამ არ ვუსმენდი... რაღაცნაირმა ჟრუანტელმა დამიარა. მგონი ეს დათომ იგრძნო, მაგრამ არ შევიმჩნიე. – დედა მეუბნებოდა, რომ გარეთ უნდა გავსულიყავით. მე ...ჩემს თოჯინას ვეხუტებოდი იმის მაგივრად, რომ დედას გვერდზე ვყოფილიყავი. ნაგრამ მიხვდა და ხელი ჩამჭიდა, გარეთ გამიყვანა, მაგრამ უფრო გამათრია, ვიდრე გამიყვანა. ხელჩაკიდებულები მოვრბოდით გზაზე. კორპუსი ნელ–ნელა, უფრო და უფრო იშლებოდა... უკან მამა მორბოდა, ჩემი პატარა ძმით ხელში. ის მხოლოდ წლინახევრის იყო, მე–ოთხის უნდა გავმხდარიყავი. რაღაც რკინა ჩამოვარდა და მამას დაეცა ზურგზე. ბავშვი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ დაიჭირა. ყვირილის ხმა დედამ გაიგო და მასთან გაიქცა. მოვრბოდით, მოვრბოდით, ბოლო სისწრაფით მოვრბოდით. მე წინ ვიყავი, დედამ გამომიშვა. ის მამას მოათრევდა, ძმა მე მყავდა. ძლივს მეჭირა. რაღაცა აფეთქდა. დედა და მამა გაფრინდნენ. – დათოს ჩაეღიმა – ნუ იცინი.... რატო გაგეღიმა. – გაფრინდნენ... – ხოო.... გაფრინდნენ... მაღლა და მაღლა, სადღაც...ძაან მაღლა,ცაში.... რომელიღაც მეზობელი მოვარდა. ძმა წამგლიჯა ხელიდან, ცოდოაო. – და შენ არ იყაავი ცოდო?? ეე..... რანაირი ხალხია რა... – ხო, ხო. მეორე მეზობელმა მე ჩამჭიდა ხელი, უსაფრთხო ადგილას გავიქეცით. მე მასთან ვცხოვრობდი, მაგრამ ... წამოვედი, არ მინდოდა, ვერ ... – ვერ ცხოვრობდი?? – ხო, ვერ ვცხოვრობდი. არ ვიცი ცოცხალი არის თუ არა ძმა. – უნდა უჩივლო! – მწარედ გადაწყვიტა დათომ. – უნდა უჩივლო! – უტიფრად გაიმეორა, – ძმა წაგართვა და მგონი ვერც ხვდები, რომ მაგას წართმევა ქვია. უკვე 15წელი გავიდა და ძმის გარეშე გაატარე ეს მთელი დრო, როცა ძმა ცოცხალია! უეჭველად უნდა უჩივლო. ის მაინც უნდა იცოდე, ცოცხალია თუ არა... ეგ მინიმუმია.... უნდა უჩივლო!! – ოო, არ მინდა რა... – მაშინ ტელევიზორში გამოაცხადე. რამე უნდა იღონო, გაიგე? არ შეიძლება მასე სწრაფად და უბრალოდ დანებება. არ დანებდე გესმის? არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდე, გაიგე? განსაკუთრებით ასეთ დროს, როცა საქმე ძმას შეეხება!! – დათო ისე ლაპარაკობდა, როგორც რომელიმე პარტიის წევრი არჩევნების წინ. ვუყურებდი მწვანე თვალებში და სახტად დავრჩი. გამახსენდა დათოს სიტყვა : ''დაგეხმარება''. იცით? მივხვდი, რომ ლუკა მართალი იყო. დათო უფრო და უფრო უმატებდა ხმას. მაიმედებდა და სტიმულს მაძლევდა. არ ვიცოდი რა მეთქვა, რა გამეკეთებინა. – უნდა მოძებნო! არ დანებდე, გესმის? – კიდევ უნდოდა რაღაცების თქმა, მაგრამ შევაწყვეტინე, მივეწებე, ჩავეხუტე და მადლობა–მეთქი ჩავჩურჩულე. თითქოს სახლში ვინმე ყოფილიყო. დათოს გაუკვირდა, გაოცებული იყო ჩემი მოქმედებით. მე ვგრძნობდი დათოს სხეულს და სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორ მსიამოვნებდა ეს. იქნებ მართლა უნდა გავაკეთო რამე? ძმაა ბოლოს და ბოლოს. მე და დათო გვიანობამდე ვიყავით, კონკრეტულად – პირველ საათამდე. მთელი დღე მასთან გავატარე! იმდენი დავლიეთ, თავი საოცრად ამტკივდა. მაინც გადავწყვიტე, რომ გამომეცხადებინა ტელევიზორში. იცით? დათო დამეხმარა. მაგარია ხო? :D
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-23, 4:51 PM | შეტყობინება # 28 |
572
Offline
| | |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-25, 1:46 PM | შეტყობინება # 30 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| )) like
| |
|
|