თორნიკე
|
|
wikooo | თარიღი: ორშაბათი, 2011-04-25, 4:33 PM | შეტყობინება # 1 |
77
Offline
| სახელწოდება : თორნიკე ავტორი : wikooo (სალი) დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი:G (General) ჟანრი:დრამა სამარი:ეს მოთხრობა დაწერილია უბრალოდ ორ ადამიანზე, რომლებიც არიან კლასელები, მაგრამ კლასელობისა არაფერი ეტყობათ. ნამდვილი გაცნობის შემდეგ ორივეს ცხოვრება იცვლება, განსაკუთრებით შეინიშნება ბოლოს, როდესაც.... პროლოგი ''თორნიკე მკვდარია. ძალიან უყვარდი. სულ შენზე ლაპარაკობდა. არ შეიძლება გადმოიცეს ის სიყვარული, რომელსაც შენ გიძღვნიდა. ბოლო სიტყვებიც მახსოვს. იცი რა თქვა?? მხოლოდ ლიკუნასთვის ვხოვრობდი და ეს გადაეცითო. ახლაც შენთანაა, უბრალოდ ვერ ხედავ, მაგრამ ვიცი რომ გრძნობ. მალე წამოვალ აქედან...ახლა უკვე გზაში ვარ.''
შეტყობინება შეასწორა wikooo - ოთხშაბათი, 2011-04-27, 4:18 PM | |
|
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: ორშაბათი, 2011-04-25, 5:29 PM | შეტყობინება # 3 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| | |
|
|
|
wikooo | თარიღი: ორშაბათი, 2011-04-25, 5:50 PM | შეტყობინება # 5 |
77
Offline
| imedia mogewonebat. aba daviwyee (ogond cota ar iyos patara tavebia, patara motxrobaa da...)
| |
|
|
|
|
|
wikooo | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-27, 4:13 PM | შეტყობინება # 9 |
77
Offline
| თავი პირველი კიდევ ერთი დღე, ისევ ისე ამოდის მზე. ღრუბლებიც არსად ჩანან, თითქოსდა გაპარულან. რა ვაკეთო არ ვიცი, სახლიდან გასვლამდე კიდევ საათნახევარი მაქვს. რამ გამაღვიძა 7–ის 10წთ.ზე?? – სიზმარმა. ეს ერთადერთი არაერთფეროვანი რამ არის მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. რამდენიმე დღე ზედიზედ ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ;რა თქმა უნდა სკოლაზე (ეს არდადეგემიც რით ვეღარ დაიწყო რაა!). ახლა იმ ადამიანზე ვნახე სიზმარი, რომელზეც თუ მკითხავენ როგორიაო, ვერც კარგს ვეტყვი, ვერც ცუდს, რადგან მასზე არასოდეს მიფიქრია. ის თავისთვის, მე ჩემთვის. რამ დამასიზმრა თორნიკე?? ....და საათნახევარიც გავიდა. გამოვედი სახლიდან და გავუყევი სკოლის გზას. შემოვედი კლასში და დავინახე ბიჭები ჭადრაკს თამაშობდნენ, ზოგი გაკვეთილებს იმეორებდა (სიმართლე რომ გითხრათ, მხოლოდ ერთი იყო ასეთი), ზოგი უბრალოდ ლაპარაკობდა. ყველაზე საკვირველი იყო ის, რომ პირველად ვნახე წყნარი თორნიკე. ძალიან შეწუხებულივით იჯდა ბოლო მერხზე. თავი ხელებში დაემალა და ხმას არ იღებდა. მე მივედი თორნიკესთან და მერხზე ჩანთა დავდე (ჩემი ადგილი იყო). უკან გამოვბრუნდი და გოგონებთან წასვლა დავაპირე, მაგრამ: – ლიკუნაა.....–თორნიკე მეძახდა. ცოტა ხნით დუმდა, ისე, როგორც მე. ნაწყენი თვალებით გამომხედა – მმ...როგორ ხარ??–ჩაეცინა, ძლივს ხმა ამოიღო დიდი დუმილის შემდეგ. – რავი..კარგად – მეც დავდუმდი – და როგორ მოხდა რომ მიკითხე?! – დამცინავად დავსვი კითხვა. – აუf...დიიდი ამბავია, დიიდი. – მერე რა... მითხარი!! – ჩვენი ბიჭები მეუბნებოდნენ ლიკუნას რატომ არ ელაპარაკებიო, მშვენიერი გოგოაო, მეგობრულიო, გამგებიო... – აქ სიტვა გაწყვიტა. – მერე?? – მერე ის რომ...რავი...მერვე წელია შენთან ერთად ვარ და არაფერი ვიცი შენზე, შენს ხასიათზე...და მინდა, ყველას ვიცნობდე კლასში. – ოოხ...რა პატივია!! და ... მოწყენილი რატომ ხარ?? – დავინტერესდი, იქნებ წამეხალისა რაღაცნაირად... – ბიჭებმა მითხრეს, სანამ ხმას არ გასცემ, არ დაგელაპარაკებითო და მოვიწყინე რა... – მერე მარტო ბიჭები არიან კლასში?? – აქაც დამცინავი ტონი შევურიე კილოს. – ოო...მოიცა რა!! – ოხ..გამიბრაზდა ბიჭი... – მოცდილი მაქვს! – ნაგლის ტონით ვეუბნები. – ჰოო, ვიცი... მაპატიე... ძაან მოწყენილი ვარ და სუ ვჩხუბობ ხოლმე ასეთ დროს... – მართლა ნაწყენი ხმით თქვა. – ვაა...დაჟე ბოდიშეის თქმაც დავიწყეეთ?? – სასაცილოდ მომეჩვენა. თორნიკე და ბოდიშიი?? საკმაოდ შორს არიან ერთმანეთისგან. – ეე... ზარია... – ძლივს მოშორდა ჩემ ადგილს და თავისისკენ წავიდა. თავი მეორე პირველ დასვენებაზე ბიჭებს ''შეურიგდა'' და დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. იმის მეტი აღარაფერი უთქვამს ამ დღეს. თითქოს გავბრაზდი...სახლში რომ მოვედი, როგორც ყოველთვის, სწავლა დავიწყე. სწავლა რომ დავამთავრე, ჩემ დაქალებთან ერთად გავედი გარეთ. დიდი ხანი ვსეირნობდით. ხან რაზე ვლაპარაკობდით, ხან რაზე. მოყოლას ასე ვიწყებდით (ტრადიციულად) : – აუ, გოგო, დღეს მღვდელს ჩავაბარე აღსარება – ნერვიული ტონით იტყოდა თიკუნა. – მე კიდე სკოლაში მომიშალეს ნერვები მასწავლებლებმა, ვერ არიან კარგად რაა! – სალომე კი გაბრაზებული ტონით ისვრიდა სიტყვებს. მე კი ასე ვიწყებდი ხოლმე : – მე კიდე თორნიკემ მომიშალა ნერვები;ჩემი ჯინი სჭირს თუ რა არი ვერ გავიგე რა....ხმას რატომ არ მცემს? – არანაკლებ გაფსიხებული მეც ვისროდი სიტყვებს... მაგრამ დღეს ტრადიცია დავარღვიე: – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს...თორნიკემ გამცა ხმა, იკადრა და მკითხა როგორ ხარო დაა.. მერე კიდე ვლაპარაკობდით მერე. არა, მაინც ნაგლია. სანამ ბიჭებმა არ უთხრეს დაელაპარაკეო, მანამდე ხმას არ აოიგებდა... თორე ისე განა გაახსენდებოდა ჩემი არსებობა?! – გაბრაზებულმა ვთქვი და უკნიდან საოცარი სისწრაფით სირბილის ხმა გავიგე და შევბრუნდი. თიკუნას და სალომეს ჩავჩურჩულე რაც შეიძლება ჩუმად: – აი, ესაა თორნიკე. ნინძლავს დავდებ, ხმას არ გამცემს და გვერზე ისე ჩამირბენს, ზედ არ შემომხედავს. – ვაა, რა სიმპოა!! – სიცილით მეუბნება სალომე, თან თვალს არ აშორებს ამ მართლაც რომ სიმპო ბიჭს. გზა გავაგრძელეთ, ვითომც არ შემიმჩნევია. თორნიკე მოგვიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო, გამაჩერა. – ძლივს არ გიპოვეე!! – დაღლილი ხმით ლაპარაკობდა, ძლივს სუნთქავდა. – ისა..წამო რა, სალაპარაკო მაქვს. – გავიკვირვე და გვერდზე გავედით. – ვიცი, რომ გგონია, რომ ხმა იმიტომ გაგეცი, რომ ბიჭებმა მითხრეს. არადა ვამბობდი რამენიმე დღე ზედიზედ რომ აი ახლა მივალ, უნდა მივიდე, აი ახლა, აი ახლა... – და მხოლოდ რამდენიმე დღე ?? მანამდე არ გაგახსენდა რომ შენს კლასში არსებობს ერთი ლიკუნა?? ამის სათქმელად მოხვედი ?? რა გინდა საერთოდ აქ?? – თან მაგის სათქმელად მოვედი, თან არა. უბრალოდ დაგინახე და სანამ აქაა, ვეტყვი–თქო რა... შენ რა გინდა აქ?? – მე აქ ვცხოვრობ და შენ არ გიპასუხია ამავე კითხვაზე..ასე რომ, გისმენ! – აქ ცხოვროობ?? – კიდე რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სიტყვა გაწყვიტა. – მე..მეე..... მე 66–ე ბინაში გადმოვედი, რატოო არ მკითხო, მეთვითონაც არ ვიცი. – ეუf.... მე 67–ში ვცხოვრობ.. – ანუ შენი მეზობელი ვარ? – გაუკვირდა?? ალბათ ხო.. – ხოო. თანაც კარის..! – ისა... ბარემ აქ ვარ და შენც აქ ხარ და გკითხავ რა... – რა გინდა?? – ერთი სული მქონდა როდის მომშორდებოდა – დროზე თქვი, მელოდებიან. – აქედან სკოლამდე გზა არ ვიცი და ერთად ...რომ ვიაროთ? თანაც კარის მეზობელი ხარ!! – მმ....–ჩავფიქრდი, თიკუნასკენ მივიხედე, სალომ თავი დამიქნია, კი უთხარიო.– ხო, კაი. ჩემგან რა მიდის... – აუუ, ჯიგარი ხარ. ყველაზე ჯიგარი მთელ მსოფლიოში.... – ბოლო ხმაზე დაიყვირა თორნიკემ და სადარბაზოში შევიდა. გაშტერებული ვიყავი, რა მექნა არ ვიცოდი, რა მეთქვა არ ვიცოდი... გავქვავდი.... არც ვფიქრობდი თუ ასე საზიზღრად და დაუპატიჟებლად მესტუმრებოდა გულში. სწორედ ისე დააკაკუნა ჩემი გულის კარზე, როგორც მეორე დილას...
შეტყობინება შეასწორა wikooo - ოთხშაბათი, 2011-04-27, 5:02 PM | |
|
|
|
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-28, 0:13 AM | შეტყობინება # 14 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Sainteresoa ))
| |
|
|
wikooo | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-02, 3:38 PM | შეტყობინება # 15 |
77
Offline
| თავი მესამე დილით ადრე, რვის ნახევარი იყო, მაგრამ მეღვიძა. რატო უნდა მძინებოდა, სკოლაა დღეს. თორნიკემ კარზე დააკაკუნა და სკოლაში წამოდიო. მთვარეულის სახე ჰქონდა და პერანგი უკუღმა ეცვა. ჩვეულებრივ 8–ს რომ 20წთ აკლია, მაშინ გავიდავრთ ხოლმე სახლიდან, მაგრამ ეტყობა დაავიწყდა. პერანგზე რომ დავხედე, სიცილი ამიტყდა, მაგრამ მეც უკუღმა მეცვა პიჯაკი. დილიდანვე სიცილით დავიწყე დღე, მაგრამ ვიცოდი, რომ დღეს საკონტროლო უნდა მქონოდა... თორნიკე ჩემზე მაღალია, მუქი შავი თმა აქვს და მწვანე, რაჟღაჟა მწვანე თვალები. ყველა გოგოს მოსწონს, ყველა მასზე ოცნებობს. ნუუ...ჩემ გარდა რა თქმა უნდა. სულ მაგრად აცვია, მუუდამ! ძაან გიჟია, სულ განსხვავებული იდეები აწუხებს, დიდი ფანტაზია აქვს და ეს მომწონს მე მასში. ძაან მაგრად სწავლობს.... მეორე დილას სკოლაში ერთად წავედით. კლასში რომ ერთად შევედით, ყველას გაუკვირდა, მაგრამ ბიჭები ამაყი სახით უყურებდნენ. ანანოს,ნინის და მარის ძაან დააინტერესა რა იყო იმის მიზეზი ერთად რომ მოვედით. მეც სხვა რა გზა მქონდა, მოვუყევი ყველაფერი, თანაც დაწვრილებით. როგორც ერთ–ერთ ბიჭზე მეუბნებოდნენ, გიყვარსო (და სხვათაშორის ორზე), ისე არ დაუწყიათ და ამოვისუნთქე. ანანო. როგორც ყოველთვის, ბიბერზე ლაპარაკობდა, მარი მიყვებოდა კარიბის ზღვის მეოთხე ნაწილზე და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გამოსულა კინოთეატრებში, მაძალებდა წამოსვლას. ნინი ელესთან ერთად იჯდა ჩუმად და გოგოებს გვისმენდა. ამ დღეს ერთი დასვენება არ გასულა ისე, რომ ერთი სიტყვა მაინც არ ეთქვა თორნიკეს. ერთი კვირა გავიდა იმის შემდეგ, რაც თორნიკე ჩემკენ გადმოვიდა. ჩვენი(უკვე ჩვენი) მეზობლები გავაცანი, დიდები და პატარები, ბიჭები და გოგოები. ყველა დავუხასიათე, ყველაზე რაღაც მოვუყევი. ბიჭებიდან არავის მოეწონა, უსაქმურები ყოფილანო (სასაცილოა ხო??). ამ დღეს მივხვდი, რომ თორნიკე არ აირს ისეთი, როგორიც მეგონა. თითქოს მიხაროდა რომ ასე იყო. საღამოს გარეთ გავედით ქუჩის საჩვენებლად. ყველა მაღაზიაში შემიყვანა, რაც დაინახა(კიდევ კარგი ყველა არ დაუნახავს ). თორნიკესთან ბევრს ვიცინოდი. წარმოუდგენელია, არა?? სილამაზის სალონების დავიარეთ. DOLCE VITA–ში რომ შევედით მკითხა: – რომელი ნამცხვარი გიყვარს ყველაზე ძაან? – რატომ მეკითხები?? – პასუხი გამეცი და მეც გიპასუხებ. – ოხ, მომბაძველო. მმ...ეკლერი, როკოკო. შოკოლადის და ეგეთები რა.. ნაპოლეონი ყველაზე მეტად.... და ..რავი..კიდე ბევრი. – ხოდა, მოცდა მოგიწევს, უნდა ვიყიდო. ნამცხვრებით დატვირთულები სახლში ავედით. – რატომ მიყიდე?? – რავი ისე... ფული ხომ უნდა დაიხარჯოს ოდესმე!! – ეტყობოდა, იტყუებოდა, აწითლდა.... – არა, სიმართლე მითხარი, რა მორცხვი ხარ!!..... – კარგი....ოღონდ ახლა არა.... ჯერ არ არის დრო... – ხოო?? რისი?? – თავი გამოვიშტერე. – რისი და... იმისი, რომ... ჯერ კარი უნდა გავაღო. – ეე..... – თორნიკე სახლში შევარდა და გავიგე ღრიალის ხმა. ვიცოდი, რომ ამას მაშინ აკეთებდა, როცა რაღაც არასწორად გააკეთა. ყველაზე პატარა თავია და ბოდიშს ვიხდი ამისთვის, გამოვასწორებ...
შეტყობინება შეასწორა wikooo - ორშაბათი, 2011-05-02, 3:43 PM | |
|
|