ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
აუხდენელი ოცნებები

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2011-04-05, 11:21 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline

სახელწოდება: აუხდენელი ოცნებები
ავტორი: bella-vampire
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G(General)
ჟანრი: ანგსტ(angst) დრამა (Drama) რომანტიკა (Romance)
სტატუსი: წერის პროცესშია
სამარი: ეს არაა მთლიანი ფიკი. აქ დავდებ უბრალოდ პატარ-პატარა ჩანახატებს. ძირითადად დრამა იქნება და ამიტომ დავარქვი ,,აუხდენელი ოცნებები.” აქ თითქმის ყველა ჩანახატი ცუდად დამთავრდება და გმირებს დიდი იმედგაცრუება ექნებათ. მოკლედ, თქვენ თვითონ მიხვდებით. იმედია მოგეწონებათ

ავტორისაგან: პოსტერისთვის დიდი მადლობა ლუკას. (vampire) :*

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ოთხშაბათი, 2011-04-06, 10:15 PM

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-04-30, 5:55 PM | შეტყობინება # 31

572
28  +
48  ±
   ±
Offline
surprised ვაიმე რა საყვარლობაა kiss მიყვარს...მიყვარს ძალიან საყვარლად გიწერია ;( ;( მიყვარს შენი პატარ-პატარა მოთხრობები ... უზომოდ... ;( smile

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-04-30, 6:54 PM | შეტყობინება # 32
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-vampire, eg ki vnaxe magram me kidev axali minda biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-09-02, 4:17 PM | შეტყობინება # 33

842
83  +
   ±
Offline


,,ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება, მას ყოველთვის აქვს დასასრული.” ყოველთვის მახსოვდა ეს ფრაზა, რომელიც ჩემმა ერთმა ძველმა, გარდაცვლილმა მეგობარმა მითხრა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე. შემდეგ წავიდა და თავისი ბედნიერება დაასრულა... მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი, თითქოს ჩემი ნაწილი დავკარგე... მაგრამ ახლა... ახლა სულ სხვანაირად ვარ, ბევრად უფრო ცუდად. თითქოს სული დანაზე გამომედო და ახლა ნელ-ნელა იხლიჩება, ნაკუწებად იშლება... ჩემი ბედნიერება ვიპოვე, ძლივს მივაგენი მას დახლართულ დაბირინთებში დავიჭირე. ახლა კი ხელიდან მეცლებოდა, სამუდამოდ ვკარგავდი მას. თანაც ისე, რომ მე არაფრის გაკეთება, არაფრის შეცვლა არ შემეძლო. იმ წამს მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე უფსკრულში, სადაც ვერაფერს ვიგრძნობდი, ვერაფერს გავიგებდი. იმ სიტყვების გაგებას, მერჩივნა ყრუ ვყოფილიყავი და ეს განაჩენი არ მომესმინა. მისი სახის დანახვას მერჩივნა ბრმა ვყოფილიყავი, არ შემეხედა მისთვის, არ ჩამეხედა თვალებში და არ დამენახა ის, რაც იქ იყო. შიში... ისეთივე შიში, რომელიც ჩემს თვალებში იკითხებოდა. მე მის გამო მეშინოდა, მას ჩემ გამო, ბოლომდე ერთმანეთზე ვიყავით დამოკიდებულნი... ერთის გაუჩინარება კი, მეორის გაუჩინარებას გამოიწვევდა, სულიერად მხოლოდ... ვხვდებოდი, არ მქონდა უფლება მას წავყოლოდი, მე აქ მქონდა დასამთავრებელი საქმე, რომელიც ჩვენ, ერთად უნდა დაგვემთავრებინა, უნდა მიგვეხედა ჩვენი მესამე ნაწილისთვის... მე კი მის გარეშე არაფერი არ მინდოდა..! ერთ წამში დაინგრა ყველაფერი, გაფერმქთალდა ჩემი ფერადი ცხოვრება. ცისარტყელის ფერების ნაცვლად კი, უფსკრულისფერმა, სევდისფერმა დაისადგურა ჩემს სულში. მხოლოდ შავი... იქ არ იყო თეთრიც კი, რომ ჩემთვის გზა გაენათებინა, ესწავლებინა ჩემთვის ცისარტყელის გარეშე ცხოვრება, მაგრამ არა! მხოლოდ შავი, და აქა-იქ ნაცრისფერიც გაიელვებდა. ლამაზი სიზმარი მტანჯველ კოშმარში გადაიზარდა, სადაც სულ სიცივე იყო, ყველაფერს სიცივის ფერი ედო. და მეც... მეც სიცივე მშთანთქავდა მალე. მაგრამ, ეს არ იყო კოშმარი. ეს რეალობა იყო! რეალობაში გაღვიძებული კოშმარი... რომელიც დაუნდობლად მექცეოდა და ჩემს ცხოვრებაში არ უსვამდა ,,მძიმეს” მან პირდაპირ ,,წერტილისთვის” გამიმეტა, არ დამინდო და გამანადგურა. არა, გაგვანადგურა, ,,ჩვენ” დაგვისვა წერტილი. მე ჩემი სულის ტკივილში დავბოდიალობდი, ის კი თავისაში, მაგრამ ეს ,,ჩვენი” სულის ტკივილი იყო, ორივე ერთად, ერთნაირად განვიცდით რეალობის სიმწარეს, და სულის კივილამდე გვტკიოდა ეს რეალობა. მინდოდა მეყვირა, მეკივლა... მინდოდა დამერწმუნებინა ჩემი თავიც და პირველ რიგში ის, რომ ეს არ იყო რეალობა. უბრალოდ ჩვენ საშინელ კოშმარში მოვხვდით, გზა აბნეულები დავიკარგეთ, თუმცა გამოჩნდებოდა ბილიკი, გზა გაგვინათდებოდა და დავბრუნდებოდით უკან, ცისარტყელის ფერებში. მაგრამ რაც არ უნდა ძნელი ყოფილიყო, რეალობისთვის თვალის გასწორება მამინც მოგვიწევდა, მისთვის თვალებში ჩახედვა და ისევ ამ შიშის დანახვა, ცხოვრების შიშის დანახვა...


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2011-09-02, 4:18 PM

beautifulთარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 6:58 PM | შეტყობინება # 34

11
8  +
22  ±
   ±
Offline
"რომელიც დაუნდობლად მექცეოდა და ჩემს ცხოვრებაში არ უსვამდა ,,მძიმეს” მან პირდაპირ ,,წერტილისთვის” გამიმეტა"
თამო,
უბრალოდ იყოს სიტყვების გარეშე sad sad



bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-04-13, 1:02 AM | შეტყობინება # 35

842
83  +
   ±
Offline
beautiful, soooffff kiss kiss kiss

viku-vukuთარიღი: პარასკევი, 2012-04-13, 10:10 AM | შეტყობინება # 36

397
10  +
12  ±
   ±
Offline
momwons:):):)

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა: