ეშმაკის სამფლობელო.....
|
|
|
|
|
|
dodo | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 9:01 PM | შეტყობინება # 65 |
267
Offline
| madloba dzalian didi rom kitxulob smile smile smile smile<---es sachiro ar ariss me sheni mudmivi mkitxveli var:***myyy:***
| |
|
|
♥izabella♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 9:10 PM | შეტყობინება # 66 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 12:41 PM | შეტყობინება # 67 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| renesme, სახალისო ლექსი ძალიან მომეწონა. მართალია კარგა ხნის წინ წავიკითხე, მაგრამ კომენტარის დაწერა ვერ მოვასწარი. რაც შეეხება მომდევნო პოსტს... იშვიათად მიჩნდება ასეთი გრძნობა, რომ ადამიანი ჩემს გრძნობებზე საუბრობს, მაგრამ ამჯერად გამიჩნდა ეს შეგძნება შენი პოსტის კითხვისას. რაღაც ჩემეული დავინახე მაგ ნაწერში და გული მეტკინა, რომ თურმე სხვაც იტანჯებოდა თურმე ისე, როგორც მე დავიტანჯე, მაგრამ შემდეგ წავიკითხე რომ ეს უბრალოდ ფანტაზიაა და სინამდვილეში თავს არ გადაგხდენია. მივხვდი, რომ სწორედ ამიტომ იყო ჩემი განცდები უფრო მძაფრი და ყოვლისმომცველი. დღემდე არ ვიცი, იყო ეს სიყვარული? ოოო, რა დღეები გამოვიარე. მე ვიცოდი, რომ ცხოვრება გაგრძელდებოდა ისევე, როგორც ათასობით მიტოვებულის ცხოვრება გაგრძელებულა, მაგრამ ამასთანავე ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში სიხარული აღარ იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ ცარიელი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ყოველგვარი მზისა და სითბოს გარეშე. მე მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს "დემენტორი" დამესხა თავს და ყოველგვარი სიხარული წაიღო. გაიღიმეთ, გაიცინეთ, დამცინეთ, ეს სინამდვილეა. მართლა სრულ სიცარიელეს ვგრძნობდი და რა რთული იყო თამაში, რომ მე არა მიშავს რა. შემცივნული ბეღურასავით ვეძებდი სითბოს, მაგრამ ამაოდ. ამით უფრო მეტ ტკივილს ვაყენებდი მას, ვისაც გულით ვუყვარდი. გავიდა დრო, ჭრილობებმა პირი შეიკრეს და შესახორცებლად დაიწყეს მზადება. მე გადავერთე ყველაფერზე და ყველაზე "მის" გარდა. რაც მთავარია ვიპოვე ძალა, რომ მივმხვდარიყავი: ის ერთადერთი არაა და ჩემთვის გაჩენილი არა ის, არამედ სხვაა. ჰოდა, ერთხელ მივიღე სერიოზული გადაწყვეტილება, ერთ ასეთ "სხვ"-ობის კანდიდატს მივეცი შანსი და იმავე საღამოს ტელეფონზე მოვიდა გულისტკენამდე ნაცნობი ნომრიდან მესიჯი... ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. დღეს მე იმ ადამიანის მადლობელი ვარ, რომ ჩემში ასეთი გრძნობები გამოიწვია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ცხოვრებაში გულწრფელ და უკიდეგანო ბედნიერებას გამოიწვევს სხვა, მაგრამ ასეთ დიდ სევდას და სიცარიელეს ვფიქრობ (და დიდი იმედიც მაქვს) რომ არავინ. ჩემი სევდიანი ლექსებიც მისი გამოწვეულია. მოკლედ, მე შემიყვარდა ცხოვრება. ეს ამდენი რაზე მოვაყოლე მეც არ მესმის, უბრალოდ ყველას მინდა მოგცეთ რჩევა: ყოველგვარ უარყოფითში ეძებეთ დადებითი! იმიტომ, რომ მართლა ასეა. ვიღაც გენიოსმა თქვა: როცა ბედნიერების ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე, მაგრამ ჩვენ იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულს, რომ ვერ ვამჩნევთ იმ ერთს, რომელიც გაიღო ჩვენთვის. ნუ მიაშტერდებით დახურულ კარს და ახლადგაღებულში შეიჭერით, ან თუ არ გაღებულა, წიხლით შეანგრიეთ!!!!
| |
|
|
|
Jack♥sparrow | თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 3:51 PM | შეტყობინება # 69 |
I saw him. I kissed him. I love him.
1232
Offline
| AnasteishA, ანი შენს ნაწერს რომ ვკითხულობ არ ვიცი რა ვთქვა ისე ამაღელვებლად წერ . არამარტო მოთხრობას შეიძლება, არამედ ჩვეულებრივ თუნდაც გრძნობებზეც რომ ლაპარაკობ . Quote (AnasteishA) ყოველგვარ უარყოფითში ეძებეთ დადებითი! დიახ ეს ასეა . არ არსებობს უარყოფითი , რომემლსაც იოტისოდენა დადებითოი არ ახლავს სამწუხაროა რომ ვნებდებით და დადებითის ძებნას არ ვიწყებთ ..
| |
|
|
|
|
|
♥izabella♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-18, 11:02 PM | შეტყობინება # 73 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| ""ადამიანი და სანთელი"" ყველაფერი კარგად იქნება ერთხელ რატომღაც სურვილი გამიჩნდა ,რომ დავმჯდარიყავი და ანთებული სანთლისათვის მეყურებინა,თუ როგორ იწვოდა,როგორ იბრძოდა მისი უკანასკნელი გაელვების დროს…. გაგეცინებათ ალბათ ,ასე რომ ვამბობ უბრალო სანთელზე ,მაგრამ ჯერ მთავარი სათქმელი არ მითქვამს კიდევ… ეს ანთებული სანთელი რატომღაც ადამიანს და მის სიცოცხლეს მაგონებდა,რაც უფრო ვაკვირდებოდი ,მით უფრო ვრწმუნდებოდი,რომ მათ შორის განსხვავება არ იყო….. ალბათ ფიქრობთ რა სისულელეა ,რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ სანთელსა და ადამიანსო???…… თქვენ წარმოიდგინეთ მე ძალიან ბერი ვნახე,მოლოდინსაც კი გადააჭარბა იმდენი, გამიკვირდა როგორ შეიძლება ასე განსხვავებული არსებები ასე გავდნენ ერთმანეთს…????? სანთელი ავანთე და მის წინ დავჯექი ,თავი ხელებზე დავდე და დაუწყე ცქერა სანთელს, რატომღაც ის რომ იწვოდა ჩემმა გულმაც რაღაც ტკივილი იგრძნო… რატომ??? ალბათ იმიტომ რომ ძალიან მომაგონა ადამიანის ბედი,როგორ იბრძვის ის გადარჩენისათვის…. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ სანთელი წვის დროს ხანდახან მისი ცეცხლი გაძლიერდება,ხანდახან კი პირიქით იკლებს, განა ესე არ არის ,ჩვენს ცხოვრებაშიც არის აღმავლობის და ვარდნის დრო… როდესაც მის ტანზე მისივე ჩამონაღვენთი ჩამოვიდოდა და იქვე გაჩერდებოდა, თითქოს მისი დატოვება არ უნდოდა გაჩერდა და დაღად დაამჩნდა მის სხეულს……. მის დაღუპვაში ხშირად ბუნების ბობოქარი ძალებიც არ აკლებენ თავისას და მათი ძლევამოსილებით დაესხმებიან თავს უსუსურ მოწინაღმდეგეს,რომელსაც გადარჩენის არანაირი საშუალება არ გააჩნია… მაგრამ....... ეს სიტყვა ხომ ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაშიც არ არის გამონაკლისი მისი ანთება კვლავ შეიძლება, კიდევ შეიძლება რომ გაანათოს და ცოტაოდენი დროით მაინც გააგრძელოს სიცოცხლე …….. ღმერთმა ხომ ყველას მეორე შანსისი უფლება მოგვცა ,…… ეხა იმას გიამბობთ თუ რა ემართება ადამიანს იგივე სანთელს,სიცოცხლის ბოლო ნათების დროს…… როდესაც ის ბოლომდე დნება,მისი ცეცხლი იქაჩება ზემოთკენ, უნდა რომ ვიღაცამდე მიახწიოს , რაღაცას შეეხოს და თქვას მისი ბოლო სათქმელი , ხანდახან ეს გამოდის კიდეც , ხანდახან კი არა… უნდა რომ დაისვენოს საბოლოოდ,ამდენ ქარცეცხლში გამოტარებილი სხეულისაგან , სიმშვიდე და სიმსუბუქე იგრძნოს, ბოლოს გაიღიმება და საბოოლოდ მიწვება, დატოვებს ამ ქვეყნად მის დანამწვავ სხეულს მისი ცეცხლი კი რომელიც მთელი მისი არსებობის დროს ანათებდა გაქრება, თვალს სამუდამოდ მიემალება…. ბავშვებო ამას იმიტომ ვწერ რომ ,ჩვენ სიცოცხლეს ბევრი რამ ემუქრება…… დღეს ყველაზე გახმაურებული ბუნების ძალები.რომლებსაც ის ევერ ვებრძოლებით რომ გავიმარჯვოთ მასზე,ის გვასუსტებს მაგრამ ჩვენ მაინც გავძლიერდებით და მაინც აღვდგებით… არ შეშინდეთ,ყველაფერი კარგად იქნება მთავარია გჯეროდეს……..
| |
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: პარასკევი, 2011-03-18, 11:16 PM | შეტყობინება # 75 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Es Albat 19-s Daukavshire...Momewona...))
| |
|
|