ეშმაკის სამფლობელო.....
|
|
♥izabella♥ | თარიღი: კვირა, 2011-02-27, 2:24 PM | შეტყობინება # 1 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| შეიძლება იფიქროთ “რაში მაინტერესებს ეხა ეს რას ფიქრობს ცხოვრებაზეო”’ და მართლებიც იქნებით ,უბრალოდ სურვილი გამიჩნდა რომ ვიღაცისათვის გამეზიარებინა ჩემი ფიქრები და …ბოდიში თავს თუ მოგაბეზრეთ….. კიდევ მითხარით სისულელედ თუ ჩათვლით და წავშლი… ყველა ადამიანის ცხოვრებას ისევე როგორც ,მონეტას,ორი მხარე აქვს…”დადებითი და უარყოფითი”,მაგრამ სასაცილოც ის არის რომ ჩემსას ყველასაგან განსხვავებით ერთი მხარე აქვს და ისიც უარყოფითი…… ყველაფერი ამ ლექსით დაიწყო...... ეს ასე რომ ვთქვათ ძილში დავწერე ,..გაგეცინათ ამაზე ხო??მეც დიდი ხანი ვიცინოდი...ერთ დილას გავიღვიძე და მომინდა რომ დამეწერა ,ადგომაც კი შემეზარა და ტელეფონში ჩავწერე :) იცი ჩემი ცხოვრებიდან რა დღე მენატრება ყველაზე მეტად? ის დღე როდესაც გაგიცანი!! რატომ? იმიტომ რომ იმ დღეს გავიგე სიყვარულის ნაზი სურნელი!! იცი კიდევ ამ სიყვარულმა რა მასწავლა?! მასწავლა ძლიერი ტაჯვა! ტანჯვამ კი სიძულვილი! სიძულვილმა კი სინანული.... ამ დღეს გავიგე მთელი ცხოვრების სიხარული....
შეტყობინება შეასწორა renesme - კვირა, 2011-02-27, 8:47 PM | |
|
|
|
|
♥izabella♥ | თარიღი: კვირა, 2011-02-27, 2:43 PM | შეტყობინება # 4 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
♥izabella♥ | თარიღი: კვირა, 2011-02-27, 3:15 PM | შეტყობინება # 5 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| რატომღაც მთელი ცხოვრება რაღაცას ველოდებოდი,და არც მოვიდა.უკვე იმდენი დრო გავიდა,რომ ლოდინმა დამღალა და მეც დავნებდი,თითქოს უკვე ძალა გამომელია,ჩემში მხოლოდ ტანჯვა და ტკივილი დარჩა.ცხოვრებამაც აზრი დაკარგა,როდესაც დავნებდი,არ მეგონა თუ ამდენად მწარე იქნებოდა არსებობა,ოცნებებისა და მიზნების გარეშე.ვფიქრობდი თუ ოცნებას შევწყვეტდი არსებობა გამიადვილდებოდა,მაგრამ თურმე ვცდებოდი ყველაფერი ფარსი აღმოჩნდა. ერთი რამე დღემდე მიკვირს ,რატომ ველოდებოდი .მე ხომ არავინ არაფერს შემპირებია.თუმცა არა, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ვიყავი დახლოებით სამი წლის,ვიღაცამ ძილში ჩამჩურჩულა"დაელოდე"...ეს სიტყვები მას მერე ყოველ ღამე ჩამესმოდა და მეც ტკბილად ვიძინებდი იმის მოლოდინში რომ რაღაც შეიცვლებოდა ,ამ სიტყვებმა დედის იავნანაც კი შემიცვალა.მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა მე კიდევ მჯეროდა ამ სიტყვების..გაგეცინებათ ალბათ და ისიც კი არ ვიცოდი რას?ვის? ან რატომ ველოდებოდი?? მე ხომ პატარა ბავშვი ვიყავი და უფროსისი ნათქვამი დავიჯერე.იმდენად გავითავისე რომ აქამდე ველოდებოდა ,ჩემდა საბედნიეროდ გამოვიღვიძე ამ სიზმარიდან.არ რა რატომ საბედნიეროდ კი არა და საუბედუროდ ,...ჯობდა ასეთ გამოღვიძებას ცხოვრების ბოლომდე იმ სიზმარში დავრჩენილიყავი.იქ ხომ სიყვარულის ბედნიერებისა და მეგობრობის სამფლობელო იყო,აქ ცხოვრება კი ჯოჯოხეთად ქცეულიყო რომელშიც ეშმაკი გამეფებულა და მის მონებად უქცევია ღმერთის შექმნილი არსებები......
შეტყობინება შეასწორა renesme - კვირა, 2011-02-27, 3:16 PM | |
|
|
bachia_bachia555 | თარიღი: კვირა, 2011-02-27, 3:39 PM | შეტყობინება # 6 |
206
Offline
| ra saintereso ragac chanss....:*
| |
|
|
|
|
♥izabella♥ | თარიღი: კვირა, 2011-02-27, 4:18 PM | შეტყობინება # 9 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-02-28, 1:59 PM | შეტყობინება # 14 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| კარგად ვერ გავიგე. ეს რაიმე ფიკის დასაწყისია, თუ უბრალოდ შენი აზრები და ფიქრებია? თუ მეორე, მაშინ ჩემს აზრს დავწერ შენ აზრებთან დაკავშირებით ეხლა ვნახე რომ ხარ 16 წლის. ჩემსა და შენს ასაკს შორის დიდი სხვაობა არ არის. ამიტომ არცაა გასაკვირი რომ მიახლოებით ერთნაირი აზრები გვაქვს. მეც გამოვიღვიძე მაგ ლოდინისგან, მაგრამ მე ერთბაშად კი არა ნელ-ნელა გავიღვიძე და შესაძლოა არც გამიღვიძია ბოლომდე. ჯერ ერთი ნატეხი გაჩნდა, მერე მეორე და თითქმის აიწყო მოზაიკა, რომ ლოდინი უაზრობაა, რომ ლოდინით ვკარგავ აწმყოს, დროს, ძვირფას წუთებს. ამასწინათ მილიონმეერთედ ვუსმენდი ადამ ლამბერტის სიმღერას მედ ვორლდ (შეშლილი სამყარო). და ასეთი სიტყვები გავიგონე: Children waiting for the day they feel good... Happy birhtday happy birhtday. მილიონმეერთედ ვუსმენდი და პირველად გავიგონე, პირველად გავიაზრე, პირველად გავითავისე. მერე კიდევ რაღაცეებს დავაკვირდი და გული დამწყდა. ბავშვობაში იმის ნატვრაში ვართ როდის გავიზრდებით, როდის ვიქნებით დამოუკიდებლები, ლამაზები, ჭკვიანები, აღარ ვიქნებით ბავშვები. აი ახლა თითქმის გავიზარდე, მაგრამ მინდა, რომ ბავშვი მეძახონ. მაინც მომავალს ვუცქერ, მგონია იმაზე საინტერესო ცხოვრება მელის, ვიდრე მქონდა ან მაქვს. არადა რას ვეძებ, რა მინდა? ხომ შემიძლია დღესვე ვიყო ბედნიერი? ან იქნებ ვარ კიდეც და ვერ ვხვდები? არაფერი არ ვიცი. უკეთესი მომავლის ლოდინი თითქოს თანდაყოლილი ინსტიქტია, მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი რამ, რაც მომავალში ნამდვილად გარანტირებული გვაქვს ბედნიერება კი არა სიკვდილია... სიკვდილის მოლოდინით ცხოვრება კი არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვცხოვრობ...
| |
|
|
♥izabella♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-02-28, 3:52 PM | შეტყობინება # 15 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|