როგორ დავდოთ ფანფიკი საიტზე.
თავდაპირველად აირჩიეთ განყოფილება, სადაც დაიდება თქვენი ნაშრომი.
ადამიანები.
კატეგორია, სადაც ედვარდიც, ბელაც, ქვილეტებიც და ყველა ადამიანები არიან. არავითარი ვამპირები.
ალტერნატივა.
თავდაპირველი შინაარსი უნდა ჰგავდეს ორიგინალს. შემდეგ კი შესაძლებელია დაწეროთ ნებისმიერი რაც, რაც თავში მოგივათ.
საგის გაგრძელება.
მოქმედება იწყება მოვლენებიდან „განთიადის“ შემდეგ. ასევე აქ შედის „შუაღამის მზის“ თქვენებური ვერსია.
სამსახიობო ცხოვრება.
ნებისმიერ მსახიობზე, მათ ურთიერთობებზე, გადაღებების პროცეზზე... ასევე ფანფიკები რობსტენზე და სხვა წყვილებზე.
თარგმანი.
ალბათ, ხვდებით, აქ რომელი ფანფიკები შევა. არსებობს ბევრი რუსული/ინგლისური და სხვა ენებზე დაწერილი ფანფიკი. და თუ სურვილი გაქვთ, რომ თარგმნით, თქვენს მიერ ნათარგმნი ფანფიკი ამ კატეგორიაში გამოქვეყნდება.
მინი.
ფანფიკები, რომელთა ზომა არ აღემატება 2 ვორდის ფურცელს, გამოქვეყნდება აქ.
შემდეგი ნაბიჯი:
შედიხართ არჩეულ განყოფილებაში და ზემო მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ ღილაკს „New topic” და ვავსებთ შესაბამის გრაფებს:
თემის სათაური: წერთ თქვენი ფანფიკის სახელწოდებას.
თემის აღწერა: აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ნაწარმოების მთავარი აზრი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მოგინდებათ.
შეტყობინების ტექსტი: ეს არის ფანფიკის ძირითადი ადგილი, სადაც ხდება ეგრეთ წოდებული „ქუდის“ დაწერა და თავების ლინკების დამატება.
„ქუდის“ გაფორმება:
სახელწოდება: უნდა ემთხვეოდეს თქვენს მიერ შექმნილ თემის სათაურს.
ავტორი: სახელი და/ან ავტორის ნიკი. თუ მიუთითებთ სახელს, მაშინ ნიკიც უნდა მიუთითოთ, რომელიც ჩაწერილია მომხმარებლის პროფილში.
მთარგმნელი: ეს გრაფა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ ფანფიკის ავტორი და მხოლოდ თარგმნით მას.
ბეტა: ადამიანის სახელი/ნიკი, რომელიც გეხმარებათ ფანფიკის გასწორებაში, რედაქტირებაში, რომელიც გისწორებთ როგორც პუნქტუაციურ, ასევე ორთოგრაფიულ შეცდომებს და ასე შემდეგ.
დისკლეიმერი: ვის ეკუთვნის უფლებები თქვენ გმირებზე.
რეიტინგი•
რომელი ასაკის კატეგორიისათვის არის განკუთვნილი ფანფიკი. ანუ, რომელ ასაკის ადამიანს შეუძლია მიის წაკითხვა.
G (General) - ფანფიკი, რომელიც შეუძლია ყველამ წაიკითხოს.
PG (Parental Guidance) - ფანფიკი, რომელიც შეუძლია წაიკითხოს ადამიანმა, რომელმაც 12 წლის ასაკს მიაღწია და მშობლებისგან აქვს აღებული ნებართვა.
PG-13 - ფანფიკი, რომლის წაკითხვა შეუძლია 13 წელზე უფროს ადამიანს + მშობლების ნებართვა.
R (Restricted) - ფანფიკი მოზრდილი ადამიანებისთვის.
პეირინგი: უნდა იყოს მითითებული წყვილები, რომელთა შესახებ იქნება დაწერილი. მაგალითად, ეკ/ბს (ედვარდ კალენი/ბელა სვონი).
ჟანრი:
ექშენი (Action) - ფანფიკი დინამიური მოქმედებებით. ბევრი მოქმედებაა და ცოტაა გმირთა შორის ურთიერთობა.
იუმორი (Humour) - იუმორისტული ფანფიკი.
პაროდია (Parody) - პაროდია ორიგინალ ნაწარმოებზე.
დარკი (Dark, Darkfic) - მოთხრობა უამრავი მსხვერპლით და სისასტიკით.
Deathfic- ფანფიკი, სადაც ერთი ან რამოდენიმე გმირი კვდება.
რომანტიკა (Romance) - ფანფიკი რომანტიკული ურთიერთობების შესახებ. როგორც წესი, აქვს ბედნიერი დასასრული.
დრამა (Drama) - რომანტიკული ისტორია სევდიანი ფინალით.
ანგსტ (Angst) - განცდები, პერსონაჟის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა. ფანფიკში არის დეპრესიული მომენტები და დრამატული მომენტები.
ფლაფი (Fluff) - ეს არის თბილი, უპრობლემო ურთიერთობა პესპნაჟებს შორის.
Hurt/comfort - ფანფიკი, რომელიშიც ერთი პერსონაჟი იტანჯება, ხოლო მეორე მას მას ეხმარება პრობლემების დაძლევაში.
სამარი: სიუჟეტის მოკლე აღწერა
სტატუსი: წერის პროცესშია თუ დასრულებულია