ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: S@li  
''ელენას ფიქრები... ელენას დღიურში''

Twilighterთარიღი: შაბათი, 2012-02-04, 1:49 PM | შეტყობინება # 1

157
29  +
16  ±
   ±
Offline

ფაფნიკი: ელენას ფიქრები... ელენას დღიურში

ავტორი: ნინი სირაძე

სტატუსი: წერის პროცესშია

პერსონაჟები: ელენა გილბერტი, სტეფან სალვატორე

Iძვირფასო დღიურო, დიდი ხანია ჩემი სევდიანი ფიქრები შენთვის აღარ გამიზიარებია, უფრო სწორად დიდი ხანია ასეთი სევდიანი ფიქრები აღარ მქონია. იმ წამიდან როდესაც სტეფანს პირველად ჩავხედე თვალებში, ჩემი გული, სული, სხეული კვლავ გაცოცხლდა და მან ის სიცარიელე შემივსო რაც მშობლების დაკარგვამ მომიტანა. სტეფანის გაცნობის შემდეგ სიტყვები ”კარგად ვარ” აღარ იყო ტყუილი, როდესაც ხალხი მეკითხებოდა თუ როგორ ვიყავი. მან ხელახლა მაჩუქა სიცოცხლე, რომელშიც ახალი ელენა დაიბადა, ძველი მარტო სხეული დარჩა. ძალიან ბევრი ხიფათი გადავიტანეთ ერთად. ამ გასაჭირის გადალახვა კი მხოლოდ ჩვენმა სიყვარულმა შეგვაძლებინა. ორივენი ვიბრძოდით ერთმანეთის გადასარჩენად, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთისთვის კვლავ ჩაგვეხედა თვალებში და ამოგვეკითხა სიტყვა ”მიყვარხარ!” ახლა კი ის ყველანაირად ცდილობს არ მომცეს საშუალება მისი თვალებიდან ეს სიყვარული ამოვიკითხო. უნდა ვაღიარო ძალიან მონდომებულია, მაგრამ არ გამოსდის ბოლომდე, რადგან ეს გრძნობა მასზე ძლიერია. საინტერესოა კიდევ რამდენი ხანი შესძლებს მისთვის შეუფერებელი როლის თამაშს? ნეტავ კიდევ რამდენი ხანი იქნება მის სხეულში ისეთი სული რომელშიც არაკომფორტულად გრძნობს თაავს? ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანი იქნება ასე, რადგან დღითიდღე ვრწმუნდები თუ როგორი ძვირფასია და როგორ მიყვარს ყველაფრის მიუხედავად და მაინც ძალიან მიყვარს. Stefan I love you hold on that!
biggrin biggrin


  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: