M I D N I G H T
|
|
Immortal | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 7:19 PM | შეტყობინება # 1 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| სახელწოდება: M I D N I G H T ავტორი: Immortal (ნუნუკა აბუაშვილი) ბეტა stupid l@mb დისკლეიმერი გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფანი მეიერს რეიტინგი G (General) პეირინგი ე.კ/ბ.ს. ჟანრი დრამა,ანგსტ. სამარი: ედვარდის განცდები ბელას მიტოვების შემდეგ. სტატუსი დასრულებულია ავტორისგან მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო stupid l@mbs და s@lis დახმარებისთვის და გვერში დგომისთვის.იმედი მაქვს მოგეწონებათ და ოდნავ მაინც გავამართლებ თქვენს იმედებს. M I D N I G H T ყველაფერი დამთავრდა. დასრულდა ერთი მონსტრის არსებობა ამ უკუღმართ სამყაროში. ჯანდაბა, ნუთუ კიდევ შემრჩენია მეტყველებისა და ფიქრის უნარი. ყველაფერს ხომ მაშინ დაესვა წერტილი, როდესაც უკანასკნელად შევხედე მის თვალებს, როდესაც უკანასკნელად შეეხო მზის სხივები ჩემს გაყინულ სხეულს, როდესაც უკანასკნელად დავაყენე საფრთხის წინაშე და უკანასკნელად მივაყენე ტკივილი... ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი. უნდა დამეცვა ბელა იმისგან, რაც ვიყავი. უნდა მეპოვა ჩემში ის ზებუნებრივი ძალა, რომელიც ეგოიზმს გადააჭარბებდა, რომელიც დაამარცხებდა ურჩხულს უთანასწორო ბრძოლაში. ყველაფერი თავის ადგილას უნდა დამელაგებინა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. უნდა გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თუ ამის მცირე შანსი მაინც არსებობდა. როგორ თავისუფლად გავუყევი ზღვის მორევს?! ის ხომ უფსკრულისკენ მიაქანებდა იმას, ვინც მიყვარდა! მე კი გავუძლებდი, ჩემი არსებობა ხომ ისედაც უფსკრული და ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ, რა უფლება მქონდა უდანაშაულო ადამიანიც ჩემეთრია იქ, მხოლოდ იმის გამო, რომ საუკუნის განმავლობაში პირველად მეგრძნო თავი ბედნიერად... პირველად ჩამედგა ჩემი არსებობისთვის სული. მქონოდა მიზეზი, რის გამოც, გამართლებული იქნებოდა ჩემნაირი მონსტრის სიარული დედამიწაზე, მაგრამ რა გავაკეთე! ბელას ცხოვრება გავანადგურე. მისი ერთადერთი შეცდომა ხომ ის იყო, რომ ბედმა ერთმანეთს შეგვახვედრა და გულწრფელად შევუყვარდი. რატომ არ ეშინოდა ჩემი? რატომ არ სჯეროდა, რომ მე მხოლოდ გაყინული, უსულო არსება ვარ, სისხლის წყურვილითა და ბოროტებით აღსავსე. რატომ მენდობოდა? რატომ სჯეროდა ჩემი იმაზე მეტად, ვიდრე ვიმსახურებდი? ჯანდაბა, ახლა უკვე სინანული გვიანია. ინციდენტმა ჯასპერთან, მაპოვნინა ის ძალა, რომ ყველაზე საყვარელი ადამიანისთვის დამეთმო საკუთარი ცხოვრების მთავარი აზრი. იქნებ გაუჭირდებოდა ჩემი დავიწყება? იქნებ ტკივილს მიაყენებდა უჩემობა? იქნებ ოდნავ მაინც დავაკლდებოდი მის ცხოვრებას? არა... ბელას სიცოცხლე ისეთი იქნებოდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. საშიში მონსტრებისა და ეგოისტი ვამპირების გარეშე. უნდა მიმეცა უფლება მისთვის ეცხოვრა ადამიანურად:სწავლა დაემთავრებინა, ვინმე შეყვარებოდა, ვინც ნამდვილად მისი ღირსი იქნებოდა და ჭეშმარიტად ბედნიერებას მისცემდა, სულის წართმევის გარეშე. ვინც წრფელი გულით შეიყვარებდა და დაიცავდა ყოველთვის, ყველგან... ვინც მისი გულისთვის ყველაფერზე წავიდოდა, შეუძლებელსაც კი შეძლებდა. ბელა გათხოვდებოდა, ეყოლებოდა შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები... ადრე თუ გვიან ისიც მოკვდებოდა... შეეძლო ცივ, გაყინულ გულს ნამსხვრევებად დაშლა? არა, მაგრამ ჩემმა შეძლო! ბელას წარმოდგენისას სხვა... კაცთან. როცა მის მკლავებში გაიქარვებდა ნაღველს, მხოლოდ მას მიუძღვნიდა თბილ ღიმილს და უნაზეს კოცნას ან როცა უკანასკნელად მოავლებდა თვალს ამ ქვეყანას... მე კი მის გვერდოთ არ ვიქნებოდი! შიგნით ყველაფერი გამეყინა. თითქოს ნაწილებად დავიშალე. ჰაერი არ მჭირდებოდა, მაგრამ მძიმედ სუნთქვა დავიწყე. მეგონა ტკივილი ბოლოს მომიღებდა, ერთ მუშტში მომიქცევდა და ნაწილებად დამშლიდა. მაგრამ უკვე სულერთი იყო რა მელოდა მე. მთავარი იყო რას უმზადებდა ბედისწერა ბელას. ,,კარგი რა, ედვარდ, ყველა ადამიანი მოკვდავია. ბოლოს და ბოლოს მისი სული გადარჩება. შენ კი მისი წართმევაც გინდოდა.’’-მკარნახობდა ხმა შიგნიდან, მაგრამ... მაინც საშინლად მტკივნეული, აუტანელი იყო მისი წარმოდგენა სამუდამოდ დახუჭული თვალებით, გაციებული, გაყინული სხეულით.... რაც ძალი და ღონე მქონდა თავი კედელს მივარტყი. მინდოდა ეს საშინელი ფიქრები მომეშორებინა. არავითარი უფლება არ მქონდა ბელაზე მეფიქრა. ეს აკრძალული სიყვარული იყო. მე მხოლოდ საფრთხის და უბედურების მოტანა შემეძლო მისთვის. მე ხომ, მხოლოდ ბუნების შეცდომა ვიყავი. თუმცა.... ჯანდაბა, ყოველთვის მეყვარებოდა ეს ადამიანური, სათუთი გოგონა მთელი ჩემი დაუსრულებელი არსებობის მანძილზე, მაგრამ უნდა ვყოფილიყავი საკმაოდ ძლიერი! დამეცვა იგი ამ საშიში სიყვარულისგან. ყველაფერი დასრულებული იყო... მე აღარასოდეს დავბრუნდებოდი. აღარასოდეს მივცემდი ჩემს თავს უფლებას მომეწყვიტა ბელა იმ სამყაროსგან, რომელსაც ეკუთვნოდა. ერთადერთი ვინც დაიტანჯებოდა, ეს მე ვიქნებოდი. სამუდამოდ ესვენებოდა მზე ჩემი დაუსრულებელი შუაღამიდან. გრძელი და მძიმე კოშმარი იწყებოდა. კოშმარი, რომელიც ყოველ წამს... არა, წამის მესამოცედ ნაწილს განათებული იქნებოდა ბელას სახით, გაჟღენთილი იქნებოდა მისდამი სიყვარულით. მე მხოლოდ მისი მოგონების უფლება მქონდა.....
| |
|
|
|
|
S@li | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 10:06 PM | შეტყობინება # 4 |
*/In love with Rpattz/*
417
Offline
| Immortal, sayvarelo, sawmuxarod ver vaswreb dges wakitxvas,arada martla ise mindoda... xval wavikitxav da komentarsac dagitoveb ai, ratom ar daido qartulad - ar vici etyoba sheni wordis bralia....? romeli wordi gaq? an romeli wlisaA? mokled, tu ramea, ubralod avigeb am inglisurad dawerils da qartulad davwer me tviton da ise dagadebineb :*
I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again, I didn't want to try, so I turned myself to ice and stone, said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...
| |
|
|
|
|
|
|
|
♥---♥ | თარიღი: პარასკევი, 2010-06-18, 6:21 PM | შეტყობინება # 10 |
<<>
44
Offline
| ბრავო!!! უნიჭიერესი ხარ Immortal, Quote (Immortal) უნდა მიმეცა უფლება მისთვის ეცხოვრა ადამიანურად:სწავლა დაემთავრებინა, ვინმე შეყვარებოდა, ვინც ნამდვილად მისი ღირსი იქნებოდა და ჭეშმარიტად ბედნიერებას მისცემდა, სულის წართმევის გარეშე. ვინც წრფელი გულით შეიყვარებდა და დაიცავდა ყოველთვის, ყველგან... ვინც მისი გულისთვის ყველაფერზე წავიდოდა, შეუძლებელსაც კი შეძლებდა. ბელა გათხოვდებოდა, ეყოლებოდა შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები... ადრე თუ გვიან ისიც მოკვდებოდა... შეეძლო ცივ, გაყინულ გულს ნამსხვრევებად დაშლა? არა, მაგრამ ჩემმა შეძლო! ბელას წარმოდგენისას სხვა... კაცთან. როცა მის მკლავებში გაიქარვებდა ნაღველს, მხოლოდ მას მიუძღვნიდა თბილ ღიმილს და უნაზეს კოცნას ან როცა უკანასკნელად მოავლებდა თვალს ამ ქვეყანას... აი აქედან ცუდად წავიდა ჩემი საქმე...
| |
|
|
|
S@li | თარიღი: პარასკევი, 2010-06-18, 6:55 PM | შეტყობინება # 12 |
*/In love with Rpattz/*
417
Offline
| Immortal, უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა, ნუნუკ! ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე მომეწონებოდა შენი ფანფიკი! მართლაც რომ არაჩვეულებრივი ნაწერია! გამოგიტყდები და ვიტირე კიდევაც. შესაძლოა, უბრალოდ ჩემს განწყობას დაემთხვა, მაგრამ მართლა უმაგრესი რაღაც დაწერე და დიდი მადლობა მინდა გითხრა, ასეთი რამისთვის. ფიქრის მანერა ჰგავს ედვარდისას და ის სწორედ ის ედვარდია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ წიგნების მიხედვით. ისე კარგად არის გადმოცემული მისი ტკიბილი და ტანჯვა, რომ გეგონება მართლაც სტეფანის დაწერილია, თუმცა, სიმართლე რომ გითხრა, მეეჭვება რომ სტეფანი შეძლებდა ამის დაწერას... მას უფრო სხვანაირი წერა აქვს, ჩემი აზრით ის უფრო მოქმედებებით და დიალოგებით გადმოსცმეს თავის სათქმეს და არ არის იმდენად აღწერილი ემოციები... შენ კი ძალიან დიდი რამე შესძელე - რომ გადმოეცი ედვარდის დიდი გულისტკივილი... ძალიახ ახლოს მივიღე შენს მიერ დაწერილი თითიეული სიტყვა ... შეუძლებელია გულგრილი დარჩე, როცა ამას წაიკითხავ! და ალბათ ყველას ვერჩევდი, რომ წაიკითხონ! :*:* ნუნუკ, უმაგრესი ხარ და იმედია კიდევ გაგვახარებ შენი ფანფიკებით! ეს მართლაც კარგად გამოგდის
I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again, I didn't want to try, so I turned myself to ice and stone, said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...
| |
|
|
|
|
|