სახელწოდება:Je t’aime ავტორი:Karkusha=] ბეტა:Karkusha=] დისკლეიმერი:გმირების სახელები ეკუთვნის ს.მეიერს + ჩემი გმირები. რეიტინგი:G/PG-13 პეირინიგი:ედვარდი/ბელა/ტონი/ნიკოლა და სხვა დანარჩენი. ჟანრი:Romance, Drama, Angst [b]სამარი :[/b] Part 1 / ბელა უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში მიემგზავრება. რა მოხდება როდესაც, მწვანეთვალებიან ლამაზმანს შეხვდება? როგორ განვითარდება მისი ცხოვრება? Part 2/ რა მოხდება თუ ორი ერთნაირი და ამავდროულად სხვადასხვანაირი ადამიანი შეგიყვარებს?! როგორ არჩევანს გააკეთებ შენ?.. ან გაქვს საერთოდ არჩევანის უფლება?...
სტატუსი:Part 1 – დასრულებულია Part 2 - პროცესშია.
ავტორისგან:იმისდა მიუხედავად რომ წინა ნაწილის ბოლოს ფანფი შევაჩერე, ახლა გადავწყვიტე ისევ გავაგრძელო. არ მინდა დაუსრულებელი დავტოვო. ამიტომ შევეცდები ჩავამთავრო. ვერ გეტყვით რამდენად ხშირად გამოვა თავები,რადგან ეს ჩემზე დამოკიდებული არაა. სიმართლე გითხრათ არ მეგონა პირველ ნაწილს ამდენი მკითხველი თუ ეყოლებოდა. თქვენი კომენტარები დამეხმარა იმაში,რომ ეს ნაწარმოები ასე- თუ ისე განმევითარებინა. ვიცი შეიძლება ბლომად მაქვს გრამატიკული შეცდომები და ა.შ. მაგრამ მე ჯერ მხოლოდ ვსწავლობ წერას და იმედია რასაც დავწერ მოგეწონებათ. ასევე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც წინა ნაწილს კითხულობდა და მოსწონდა. იმედია არ დაგაღალატებთ. :)
ლინკი პირველ ნაწილზე. დააჭირეთ სურათს და გადახვალთ. <a class="link" href="http://twifans.ucoz.com/forum/27-519-1" rel="nofollow" target="_blank"> </a>
soundtracks Depeche mode - Dangerous Nickelback - Savin' Me Skillet - Don't Wake me The afters - Light Up The Sky Lara Fabian - Je t'aime Shym - Tes Parti Garou - Je n'attendais que vous Нервы - Курим
გმირები
ბელა
ედვარდი
ტონი მეისონი
ტანია
ელისი
ჯასპერი
პოლინა
ემი
რაილი
როზალი
ემეტი
ნიკოლა
სებასტიანი
მაქსი
ფრედერიკი
მარგარიტა ( ემის დედა)
კარლაილი
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
რაც პარიზში ჩამოვედი, თავს სულ სხვაგვარად ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ ის ყველაფერი რაზეც ადრე ვოცნებობდი, ახლა ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო. მაგრამ ძველი ჩვევები მაინც დარჩა ჩემში და თავიდანვე ბიბლიოთეკას მივაშურე. რამოდენიმე საათი სიწყნარეში, ძველ გარემოში და გამახსენდა ის დრო, როცა აქ ვიჯექი. ის დრო, როცა დედაჩემი ცოცხალი იყო და თავს ასე თუ ისე, ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი. ბოლოს გადავწყვიტე ბავშვებთან დავბრუნებულიყავი. წიგნები ჩავაბარე და უკვე გასასვლელთან ვიყავი, როდესაც ტელეფონმა დამირეკა, საძებნელად თავი დავხარე და უეცრად ვიღაცას დავეჯახე. უფროსწორედ ერთმანეთს შევასკდით. - უკაცრავად... არ მინდოდა... - და გოგონას ავხედე. ჩემ წინ ულამაზესი გოგონა იდგა. დიდი ყავისფერი თვალებით და გრძელი, უმშვენიერესი ყავისფერი თმით.მზის შუქზე ეს ყავისფერი მოწითალო ფერს იღებდა რაც უფრო მშვენიერს ხდიდა ამ არსებას. მისმა თვალებმა დამატყვევეს. გოგონას ხელში კონსპექტები ეკავა, რომლებიც ჩემი დანახვისას გაუვარდა. ვერ მივხვდი რა სჭირდა. თვალები გაუფართოვდა, შეშფოთებული მზერით მიყურებდა. შემეშინდა ცუდად ხომ არ გახდა-თქო და შევეკითხე: - კარგად ხართ? - ედვარდ?! ?! ?! - გაოგნებულმა დაიჩურჩულა გოგონამ. გამიკვირდა, ეტყობა ვიღაცაში ავერიე. - არა. თქვენ შეცდით. მე ედვარდი არ ვარ, ტონი მქვია... - გაღიმება ვცადე. - ეს შეუძლებელია. სად ხარ დაკარგული ამდენი ხანი?! - გოგონას თვალებში სიმტკიცე ამოვიკითხე და უნებურად უკან დავიხიე. - თქვენ ცდებით. ედვარდი არ ვარ. - ნუ იტყუები! როგორ ბედავ და ამხელა ტყუილს როგორ ამბობ?! - ჩემკენ წამოვიდა. - დამიჯერეთ ცდებით. მე ედვარდი არ ვარ. ტონი მეისონი ვარ. არ ვიცი რატომ მიმამსგავსეთ ასე იმ ვიღაც ედვარდს, მაგრამ გთხოვთ გეყოთ. გამატარეთ მეჩქარება. გოგონა გაშეშდა. ეტყობა მიხვდა რომ მართლა ცდებოდა. - მ-მაპატიეთ... ალბათ შევცდი... ისა... კარგით... მაპატიეთ. - და ჩქარი ნაბიჯებით გამშორდა. ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობში მყოფი სახლისკენ გავემართე.
მესამე პირი.
გოგონა ყავისფერი თმებით პარიზის ერთ-ერთ პარკში იჯდა, სრულიად მარტო. სახეზე ეტყობოდა რომ რაღაც აუტანელი ტანჯავდა მის ლამაზ სულს...თუმცა თვითონაც ვერ გაეგო, რა მოხდა ამ ბოლო პერიოდში. მასთან შეხვედრამ, ის უცნაური პერიოდი გაახსენა,რომლის დავიწყებასაც ასე ძალიან ცდილობდა. გაახსენდა მისი ლამაზი თვალები და უნებურად გაიღიმა. „ერთი წელი“ - დაიჩურჩულა ჩუმად. თითქმის ერთი წელი გავიდა. რა ჩქარა მიფრინავს არა დრო? ხო, ბელაც ასე ფიქრობდა. მას ვერ დაეჯერებინა რომ ის ბიჭი, რომელიც ცოტახნის წინ ასე უტაქტოდ დაეჯახა ედვარდი არ იყო. არადა როგორ გავდა... მასავით ბრინჯაოსფერი არეული თმა...ეს საშინელი მწვანე თვალები, რომელთა დანახვისას ბელას უნებურად ჟრუანტელი უვლიდა. ფიქრებში წავიდა... ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა... - გისმენთ? - ბელა,ბელა სად ხარ? - აფორიაქებული ნიკოლას ხმა ისმოდა. - ვსეირნობ. არ ინერვიულო.. - ბელა ცდილობდა არაფერი არ გამოემჟღავნებინა, მაგრამ ეტყობოდა რომ ეს არ გამოსდიოდა. - ბელა, რა გჭირს? მოხდა რამე? ყველა ისე ვნერვიულობთ! ბიბლიოთეკაში მეგონე და შემოვიარე.. ელისი მორიგ ვახშამს აწყობს ჯასპერთან და უნდა რომ ჩვენც მივიდეთ. რაღაც სიახლე მაქვსო... - კარგი. არ ინერვიულო ნიკო. ახლავე წავალ სახლში, მოვწესრიგდები და დაგირეკავ როცა მზად ვიქნები. - კარგი საყვარელო. თავს გაუფრთხილდი. მიყვარხარ. - მეც მიყვარხარ... ბელამ ამოიოხრა. ეთქვა თუ არა მეგობრებისთვის, ის რაც შეემთხვა? გულის სიღრმეში მაინც სწამდა, რომ ის ბიჭი, ედვარდი არ იქნებოდა და მართლა შეცდა. საბოლოოდ გადაწყვიტა არავისთვის არაფერი არ ეთქვა და სახლისკენ გაემართა.
ვახშამი ელისთან.
ნიკოლამ ბელას გაუარა და ერთად წავიდნენ ჯასპერის სახლში. ჯასპერი პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდა; მას ლამაზი,ნათელი და მყუდრო ბინა ჰქონდა. ელისი ამ ბოლო პერიოდში სულ მასთან იყო,მოსწონდა როდესაც ჯასპერს უვლიდა. ბელაც არაფერს არ ეუბნებოდა. უხაროდა...მისი საუკეთესო დაქალი ბედნიერი იყო. საღამოს 6 საათზე ყველა ელისთან შეიკრიბა. ელს სასტუმრო ოთახი ყვავილებით,სანთლებით და ლენტებით მოერთო. არავინ არ იცოდა რა ხდებოდა. ყველა ელოდებოდა. საბოლოოდ ელისმა ბოლო კერძი დაამზადა და სუფრაზე დადო. შემდეგ ჯასპერთან მივიდა,ჯასმა შამპანიურით სავსე ჭიქა მიაწოდა და ორივე აქ მყოფი საზოგადოებისკენ შემოტრიალდა. - ჩვენ ახალი ამბავი გვინდა გაცნობოთ.. - დაიწყო ჯასმა. - როგორც იცით, სულ ახლახანს ელისს,ჩემს პაწიას, ხელი ვთხოვე და ის საბედნიეროდ დამთანხმდა. ხოოდა...მინდა გაცნობოთ რომ ჩვენი ქორწილი მარტში შედგება. ანუ სულ რაღაც ერთ თვეში. ძალიან არ გვინდა გრანდიოზული ქორწილი. მეგობრების წრეში გადავწყვიტეთ... - ვაიმე ელ! - და ბელა გახარებული მოეხვია ელისს. - ისე მიხარია საყვარელო! გილოცავთ! - ჯასპერი გადაკოცნა. - მოდით ჩვენ ლამაზ წყვილს გაუმარჯოს! - გაუმარჯოს! - შესძახა ყველამ და ჭიქები მიაჭახუნეს.
ბელა ცოტახნით გამოვიდა აივანზე რათა სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა. სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. უცებ არსაიდან ელისი გაჩნდა. - ბელა? რატომ ხარ მარტო? ყველა მხიარულობს. ჯასი ახლა ტორტს ჭრის. - არ მინდა ელ... ცოტახანი სუფთა ჰაერი უნდა ჩავისუნთქო. - და მოწყენილად გაიღიმა. - შენ რა ეწევი? - ელისმა გაკვირვებულმა შეხედა. - ამას მაშინ აკეთებ, როცა რაღაც ცუდი ხდება შენ თავს და გინდა განიტვირთო. იქნებ მითხრა რა მოხდა. - და ღამით აკიაფებულ პარიზს გახედა. - ლამაზია... - ხო... არა ელ,არაფერი არ ხდება. - ბელამ თავი დახარა. - ცუდი მსახიობი ხარ. - გაიღიმა ელმა. - ხო კარგი... გეტყვი. ამ დილით ბიჭს შევეჯახე ბიბლიოთეკაში... - ოხ..და ამის გამო ხარ ასე?? - გაიცინა ელისმა. - არა ელ...არა. საქმე იმაშია რომ ეს ბიჭი, ედვარდის კოპიო,ასლი იყო.. თვალები, თმები,ტუჩები,ცხვირი... ოღონდ მასავით სიბნელე და იდუმალება არ ედგა თვალებში. უცებ ედვარდი მეგონა...მან უარი განაცხადა. ტონი მქვიაო და შეგეშალეთო. არადა იცი როგორ გავდა? მგონი ვგიჟდები.. - და ამოიოხრა. - ბელა...არც კი ვიცი რა ვთქვა..შოკში ვარ... - ელისი დაბნეული იყო. ვერ წარმოედგინა ასეთი რამ როგორ მოხდა. - ედვარდზე გამახსენდა... გუშინ ღამე სკაიპში ვიყავი შესული. ედვარდი ქსელში იყო. გამიკვირდა. წელია რაც არ შემოსულა. მივწერე მაგრამ არ მიპასუხა. საინტერესოა რას შვრება... - არ ვიცი ელ... მე კი დავიბენი. მის მეტი ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. თითქოს ის ხავსი,სიბინძურე და ნალექი რომლის დამალვას და დავიწყებას ასე ვცდილობდი, ამოტივტივდა კამკამა წყლის ზედაპირზე. - ბელა მესმის...შენ და ედვარდს რაღაც გაკავშირებდათ,თუმცა ამას ორივე მალავდით. უნდა დაივიწყო გესმის?! შენ ნიკოლა გყავს! ის ბიჭიც დაივიწყე... შეიძლება მოგეჩვენა... შეეშვი მოგონებებს და დღევანდელი დღით იცხოვრე. -ელისი ბელას მოეხვია. - მადლობა ელ. მართალი ხარ. ზედმეტს ვფიქრობ მასზე. - ახლა კი წამოდი და ვიმხიარულოთ. ჩვენს კავალერებს დავუბრუნდეთ. ორივემ გაიცინა და მხიარულების ცენტრისკენ გასწიეს.
ამ დროს ემის სახლში.
-ჰეი! ტონი! აე! გაიღვიძე ბიჭო! - და მაქსმა ტონის დაჭმუჭნული ქაღალდი ესროლა. ტონი გამოფხიზლდა და გაუგებრად ახედა ძმაკაცს. -ვერ ხარ? - რა ვერ ვარ. მე კი არა, შენ ვერ ხარ. სად დაფრინავ მთელი დღეა!? ბიბლიოთეკიდან რაც მოხვედი შენ თავს არ გავხარ. რამე ნახე იქ? მოჩვენება ხომ არ ამოგიხტა წიგნიდან?! - და გულიანად გაიცინა. მეისონმა მოქუფრულად შეხედა, ჩუმად შეაგინდა და ყურსასმენები გაიკეთა. მაქსმა შუა თითი უჩვენა და კონსპექტის წერა განაგრძო. ტონი კი ისევ ფიქრებში წავიდა... იმ უცნობი გოგოს თვალებს ვერ ივიწყებდა. სახელი მაინც ეკითხა...თავს უკანასკნელ იდიოტად გრძნობდა. მისი ლამაზი ყავისფერი და დიდრონი თვალების დავიწყება არ შეეძლო. უნდოდა გაეცნო.. და თავში უაზრო აზრი მოუვიდა.“ იქმადე ვივლი ბიბლიოთეკაში, სანამ ისევ არ შევხვდები...“ და თავისი გენიალური აზრით კმაყოფილი მეორე გვერდზე გადაბრუნდა,თვალები დახუჭა.
იტალია. კარლაილ კალენის სახლი.
ედვარდ კალენი თავის ოთახში, საწოლის კიდეზე იჯდა და რაღაცაზე დაკვირვებით ფიქრობდა. საწოლში ქერათმიანი ქალი იწვა და მშვიდად სუნთქავდა. ეძინა. ედვარდმა რაღაც წაიბუზღუნა და მოსაწევად გასვლა დააპირა. ქვედასაცვლის მეტი არფერი ეცვა. -ედი...ჩემო სიცოცხლე...მოდი ჩემთან... - ქერათმიანი გოგო ზანტად წამოჯდა საწოლზე და ედვარდს შეხედა. ბიჭმა ცალი წარბი აწია და სარკაზმით დააკვირდა მის მორიგ სათამაშოს. - რა მიწოდე? - ზიზღით კითხა და აალებული თვალები მიაპყრო გოგოს. - ედი... - ამოიკვნესა გოგონამ. ეტყობოდა რომ შეეშინდა. ედვარდი უეცრად მასთან გაჩნდა,კისერში ხელი წაავლო და მაგრად მოუჭირა. -მგონი ერთხელ უკვე გასაგებად გითხარი ედი აღარ დამიძახო-თქო. მე კი ძვირფასო, გამეორება არ მიყვარს. თუ სიცოცხლე გინდა ახლავე მოუსვი აქედან. თორე მიგახრჩობ. - ზიზღით გაუშვა ხელები, გოგონა დაფაცურდა , ტანსაცმელს ხელი დაავლო და გიჟივით გავარდა ოთახიდან. ედვარდმა საიმოვნებით ჩიაცინა და სიგარეტი გააბოლა. უცებ კაკუნი მოესმა. - შემოდი. - ედვარდ? - კარში კარლაილი გაჩნდა. - ჰო... რა გინდა? - ძალიან არ მინდოდა აქ მოსვლა,მაგრამ შენი ოთახიდან გამოქცეულ მორიგ გოგოს წავაწყდი და თავი ვერ შევიკავე. აქ არა ედვარდ...თუ ქალები გინდა სასტუმროში წაიყვანე. - კაი ჰო. ცალკე ვიქირავებ რამეს. - კიდევ ერთი საქმე მქონდა. - კარლაილი სავარძელში ჩაჯდა და ედვარდს დააკვირდა. - გისმენ. - ცივად მიუგო ბიჭმა. - რუსეთში უნდა გაემგზავრო. - მანდ რა მინდა? - გვიღალატეს. მანდ დიდი ბიზნესი მაქვს. ივანს ყველაფერი უნდა მოეგვარებინა მაგრამ ტრაკი არ გაანძრია,ამიტომ შენ უნდა წახვიდე და დასაჯო ისინი ვინც ასე გვიღალატა. - რა ქნეს? - როგორც იცი მანდ ფართო ფაბრიკა გვაქვს. ციმბირში ხე-ტყის მიწების საკითხს ეხება. გარკვეული საქონლის ფული აგვახიეს. მე ღალატს არავის ვპატიობ დაიმახსოვრე. როსინის შთამომავალი ყოლია, რომელმაც ჩემ ბიზნესში ცხვირი ჩაყო. წახვალ და იცი რასაც იზამ. - კარგი,წავალ. მაგრამ რაღაც უნდა შემისრულო. - რა მაგალითად. - პარიზში უნდა შევიარო გზად. ან შედეგ როცა დავბრუნდები რუსეთიდან. - მანდ რა გინდა? - კარლაილი შეშფოთებული უყურებდა შვილს. ამ უკანასკნელს წარბიც არ შეუხრია. - დაუმთავრებელი საქმეები დარჩა. ყველას უნდა მივუზღო სამაგიერო. - ედვარდ... - არა კარლაილ. თუ გინდა რომ შენს ბიზნესს მივხედო, ეგ უნდა გამიკეთო. როგორც კი რუსეთში მოვრჩები ყველაფერს, პირდაპირ იქით წავალ. - ედვარდი მტკიცედ და ცივად ლაპარაკობდა. ადგა, გამოაღო კარადა და ვისკი დაისხა. - რამდენიხნით მიდიხარ? - არ ვიცი. მაგას იქ გავიგებ. - ვისკი მოსვა და ბნელად გაიღიმა.
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
კარკუშ... ვაიმე ემოციებს ვერ ვმალავვ !!! ნუთუ აღდგა...ნუთუ აგრძელებ...მიჩქმინტეთ ვინმემმ ! ვაიმე როგორ მომენატრე შენ პირველ რიგში და შენი პა ტარა თითების ნამოქმედარები ^)) ვაიმეე რა კარგი ხარ ! დღეს ისე ცუდ ხასიათზე ვიყავი არ ვიცოდე ასეე რამე თუ გამომიკეთებდა ხასიათს... (( ; )) ესს პირველი თავი კიდე ! ვაიმე მაინც ვერ ვიჯერებ და თუ გინდათ მომკალით რა ! ჩემი ყველაზე...ყველაზე.. საყვარელი ფიკი გრძელდება !! ყველაფე რი მახსოვს,არ დამვიწყებია. არანაირად ! მიყვარს...მიყვარს ეს ორი მოიცაა ტომი?! ედვარდის ტყუპის ცალია უეჭველი... ვაიმე ბელა?! როგორ ენატრება ე დვარდი... ეს კიდე სუფთა ცხოველი გამხდარა ! ნეტა რისთვის მიდის პარიზში... ვაიმეე ბელას ალბათ გული დაარტყამს.. ! კარკუშ აი ეხლა უფრო ..უფრო პა ტივს გცემ ^ მე მეგონა ასე მიგვატოვე... აღარც შემოხვდიდოდი.. დადაამმ და კარკუშას ფიკი აგრძელებს 21-ე საუკუნეში მოღვცაწეობას !
RoB-dOd, შენმა კომენტარმა ისე გამახარა და იმხელა სტიმული მომცა რომ არც კი ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა! ძალიან სასიამოვნოა ავტორისთვის როდესაც ამხელა სიყვარულს ხედავ. დიდი მადლობა,რომ ბოლომდე ჩვენი ფიკის ერთგული დარჩი.
Quote (RoB-dOd)
ვაიმე როგორ მომენატრე შენ პირველ რიგში და შენი პა ტარა თითების ნამოქმედარები ^))
დიდი მალდობა საყვარელო! მეც მომენატრეთ!
Quote (RoB-dOd)
ვაიმეე რა კარგი ხარ ! დღეს ისე ცუდ ხასიათზე ვიყავი არ ვიცოდე ასეე რამე თუ გამომიკეთებდა ხასიათს... (( ; )
მიხარია
Quote (RoB-dOd)
ედვარდის ტყუპის ცალია უეჭველი..
კი წინა ნაწილიდანაც ჩანს რომ ეს ბიჭი ედვარდის დაკარგული ტყუპისცალია
Quote (RoB-dOd)
როგორ ენატრება ე დვარდი...
მონატრება ნაკლებად,უფრო ეიფორია შემიძლია ვუწოდო მის მდგომარეობას
Quote (RoB-dOd)
ეს კიდე სუფთა ცხოველი გამხდარა !
ცხოველი რომ არ გამეხადა იმას ვერ დაგანახებდით რისი ჩვენებაც მინდა :))) მინდა რომ დაიტანჯონ ჩემი გმირები :დ სადისტი ვარ
Quote (RoB-dOd)
ნეტა რისთვის მიდის პარიზში...
აბა გამოიცანი
Quote (RoB-dOd)
ვაიმეე ბელას ალბათ გული დაარტყამს.. ! კ
არა მარტო ბელას! მისი გამოჩენა განსაკუთრებით გრანდიოზული უნდა იყოს!
Quote (RoB-dOd)
კარკუშ აი ეხლა უფრო ..უფრო პა ტივს გცემ ^ მე მეგონა ასე მიგვატოვე... აღარც შემოხვდიდოდი.. დადაამმ და კარკუშას ფიკი აგრძელებს 21-ე საუკუნეში მოღვცაწეობას !
ნამდვილად,ნამდვილად! იცი არც დამვიწყებიხართ! მუდამ მინდოდა გაგრძელება,მაგრამ დრო არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ ეს გამეკეთებინა. მაგრამ საბოლოოდ როდესაც პირველი ნაწილის გვერდზე შევედი და თქვენგან ამხელა სიყვარული დავინახე,თავი დამნაშავედ ჩავთვალე და გადავწყვიტე ჩამემთავრებინა.
დიდი მადლობა კომენტარისთვის!
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
tamrooooo iciii rogor gamixardaaa? ai ar vici sityvebit rogor gadmovceee! es fiki uzomod miyvardaa, ai uzomood. sheni weris stili dzalian momwons, ufro sworad miyvars. ai ise wer ro ar vici, gitrevs, gajadoebs.... ragac dzala gaachnia da ar gadzlevs uflebas ro sheeshva. ai amis danaxvam ki mini shoki gamoiwvia chemshi. pirvel temashi ro wavikitxe agar vagrdzelebo guli ise damwyda ro ravi, tan rogor intrigul adgilas gqonda gawyvetili. martla dzalian gamixarda rom gadawyvitee gagrdzeleba da warmatebebs gisurveeb!
შენმა კომენტარმა ისე გამახარა და იმხელა სტიმული მომცა რომ არც კი ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა! ძალიან სასიამოვნოა ავტორისთვის როდესაც ამხელა სიყვარულს ხედავ. დიდი მადლობა,რომ ბოლომდე ჩვენი ფიკის ერთგული დარჩი.
ჰეჰ ! რათქმაუნდა მადლობა უნდა გადამიხადო ;დდ მადლობა შენ თამ, შენ ! რომ ასეთ საოცრებას წერ. მე ასეთ კომენტარებს არასოდეს მოგაკლებ ,იმიტომ რომ იმსახურებ ! რა ბინდი.. ;დდ ბოდიშით ფანებო((
Quote (Karkusha=|)
დიდი მალდობა საყვარელო! მეც მომენატრეთ!
ჩემო საყვარელოო^
Quote (Karkusha=|)
კი წინა ნაწილიდანაც ჩანს რომ ეს ბიჭი ედვარდის დაკარგული ტყუპისცალია
აუუ ახლაა აქ წავა ინტრიგ-მანია ,ისეთი რო ვაი მე მერე მე !
Quote (Karkusha=|)
ნამდვილად,ნამდვილად! იცი არც დამვიწყებიხართ! მუდამ მინდოდა გაგრძელება,მაგრამ დრო არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ ეს გამეკეთებინა. მაგრამ საბოლოოდ როდესაც პირველი ნაწილის გვერდზე შევედი და თქვენგან ამხელა სიყვარული დავინახე,თავი დამნაშავედ ჩავთვალე და გადავწყვიტე ჩამემთავრებინა.