ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » უსულო სხეული
უსულო სხეული

eeekთარიღი: ხუთშაბათი, 2014-06-05, 0:23 AM | შეტყობინება # 1

142
21  +
40  ±
   ±
Offline
ერთ დროს ვაკეში გაზრდილი ნინო, ახლა უკვე მეტსახელად „დედიკო“, ვაგზლის მეტროსთან ჩასაფრებულა კლიენტების მოსაზიდად…. ყველა გამვლელს სთავაზობს თავის თავს…დღეს არ უმართლებს,როგორც ჩანს „ფრეთი“(ლამაზი) ლანამ აჯობა…უკვე მესამე კლიენტი გამოიჭირა.ჰმმ ახლა უკვე მეოთხეც…“დედიკო“ შურით აყოლებს თვალს თეთრ,წვეტიან ჩექმაში,მოკლე წითელ მოტმასნილ კაბაში გამოწყობილ ქერა, კიკინებიან „ფრეთის“,რომელსაც,იქედან გამომდინარე,რომ ტრუსის ზოლები ეტყობა და მკერდიც უშნოდ აქვს ამოყრილი და ისეთ შტაბეჭდილებას ქმნის თითქოს ისინი ძალათ ჩაძეკა,აშკარად პატარა აქვს კაბა…

„დედიკოს“ კი შურს,შურს „ფრეთის“ სილამაზის,გემოვნების…ყველაფრის, რაც მას აქვს.მას ხომ ყოველთვის მეტი კლიენტი ყავს.ფიქრობს რა აქვს „ფრეთის“ მასზე მეტი,რითიც ასე იზიდავს „კაცებს“…მას მუდამ უმართლებს.უბრალოდ დგას მეტროს შემოსასვლელთან და კაცები თვითონ მიდიან მასთან…არც კი ევაჭრებიან, რომ 10 ლარი ძვირია…ხო,ის ძვირიან და ხარისხიან მეძავად ითვლება.მასთან მხოლოდ ელიტას აქვს შანსი…

ჩვენი „დედიკო“ კი რამდენს წვალობს…ყველას მისდევს,სთავაზობს დაუვიწყარ სიამოვნებას,ბინძურ ფანტაზიებს უზიარებს მათ,რომ იქნებ როგორმე გამოიჭიროს ვინმე…კრიზისისას ხელიც კი შეუწყო და ფასი დააკლო…5იდან 4.39 ლარზე ჩამოვიდა.ისეთი კეთილია,თუ შეევაჭრე 3 ლარზეც თანახმაა…ნისიაც მოსულა.ამასწინათ ბლოკნოტიც კი იყიდა ჩავწერ რო ნისიები არ დამავიწყდესო…ხანდახან წამახალისებელი აქციებიც აქვს.მაგალითად თუ სამჯერ მიხვალ,მეოთხედ უფასოდ მოგემსახურება…ანდაც თუ სამ ან მეტ კლიენტს მიუყვან 1 კვირიან აბონემენტს გჩუქნის უფასო მომსახურების, დღეში რამდენჯერმე,როცა გინდა…

მაგრამ,როგორც ჩანს,საკმარისი არაა…მისი გაუხეშებული,დამჭკნარი სხეული არავის მოსწონს.მეორედ მასთან არავინ მიდის.ამიტომ მუდმივი კლიენტი არ ჰყავს.

ერთ დროს ქორფა და ლამაზი ნინო,ახლა ბებერ ლეშად ქცეულა…მისი სული ისეთივე გაუხეშებულია,როგორიც სხეული…გრძნომებიც ისეთივე გაციებული…თუმცა,ალბათ,სადღაც,გულის სიღრმეში ჯერ კიდევ არსებობს მასში ქალური სურვილები…რომელსაც ასე გამალებით უმალავს სხვებსაც და საკუთარ თავსაც…ალბათ,ოდესღაც მასაც უყვარდა,უხაროდა,სძულდა,ეშინოდა…

ალბათ,მოხდა მის ცხოვრებაში რაღაც ისეთი,რამაც ასე შეცვალა ის,რამაც აიძულა გაერიყა ყოველგვარი გრძნობა მისი ცნობიერიდან…ალბათ,რაღაც სტკივა…მაგრამ ახლა ამას მისთვისაც აღარ აქვს მნიშვნელობა.ახლა ის ცარიელია.მას მხოლოდ ფიზიკური საზრდო სჭირდება….სულიერ შიმშილს ამჯობინებს…მან უკვე გააკეთა არჩევანი… ახლა ვაჭარია…დიახ,ის სხეულით ვაჭრობს,ის ამაზრზენია,ზნედაცემული,რომელიც ოდესღაც ადამინი იყო,მაგრამ მოკვდა…ან მოკლეს…ახლა ის არსებობს თავის პატარა ქოხში,რომელშიც მხოლოდ ძველი ლეჟანკა და ერთი კარადაა…ამ ლეჟანკაზე ის ვაჭრობს თავისი სხეულით ისევ თავისი სხეულის არსებობისათვის…სულმა ის დატოვა…როგორც იქნა,დიდი ვაჭრობის შემდეგ „დედიკომ“ 3.59 ლარად იშოვა კლიენტი…გაოფლილი კაცების სუნად აყროლებული ოთახი…ღიპიანი კაცის ხვნეშა…“დედიკო“ მუშაობს…
ფორუმი » Fanfiction » საკუთარი შემოქმედება » უსულო სხეული
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: