ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ფორუმი » Fanfiction » მინი » M I D N I G H T
M I D N I G H T

Immortalთარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 7:19 PM | შეტყობინება # 1
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
სახელწოდება: M I D N I G H T
ავტორი: Immortal (ნუნუკა აბუაშვილი)
ბეტა stupid l@mb
დისკლეიმერი გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფანი მეიერს
რეიტინგი G (General)
პეირინგი ე.კ/ბ.ს.
ჟანრი დრამა,ანგსტ.
სამარი: ედვარდის განცდები ბელას მიტოვების შემდეგ.
სტატუსი დასრულებულია
ავტორისგან მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო stupid l@mbs და s@lis დახმარებისთვის და გვერში დგომისთვის.იმედი მაქვს მოგეწონებათ და ოდნავ მაინც გავამართლებ თქვენს იმედებს.

M I D N I G H T
ყველაფერი დამთავრდა. დასრულდა ერთი მონსტრის არსებობა ამ უკუღმართ სამყაროში. ჯანდაბა, ნუთუ კიდევ შემრჩენია მეტყველებისა და ფიქრის უნარი. ყველაფერს ხომ მაშინ დაესვა წერტილი, როდესაც უკანასკნელად შევხედე მის თვალებს, როდესაც უკანასკნელად შეეხო მზის სხივები ჩემს გაყინულ სხეულს, როდესაც უკანასკნელად დავაყენე საფრთხის წინაშე და უკანასკნელად მივაყენე ტკივილი... ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი. უნდა დამეცვა ბელა იმისგან, რაც ვიყავი. უნდა მეპოვა ჩემში ის ზებუნებრივი ძალა, რომელიც ეგოიზმს გადააჭარბებდა, რომელიც დაამარცხებდა ურჩხულს უთანასწორო ბრძოლაში. ყველაფერი თავის ადგილას უნდა დამელაგებინა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. უნდა გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თუ ამის მცირე შანსი მაინც არსებობდა. როგორ თავისუფლად გავუყევი ზღვის მორევს?! ის ხომ უფსკრულისკენ მიაქანებდა იმას, ვინც მიყვარდა! მე კი გავუძლებდი, ჩემი არსებობა ხომ ისედაც უფსკრული და ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ, რა უფლება მქონდა უდანაშაულო ადამიანიც ჩემეთრია იქ, მხოლოდ იმის გამო, რომ საუკუნის განმავლობაში პირველად მეგრძნო თავი ბედნიერად... პირველად ჩამედგა ჩემი არსებობისთვის სული. მქონოდა მიზეზი, რის გამოც, გამართლებული იქნებოდა ჩემნაირი მონსტრის სიარული დედამიწაზე, მაგრამ რა გავაკეთე! ბელას ცხოვრება გავანადგურე. მისი ერთადერთი შეცდომა ხომ ის იყო, რომ ბედმა ერთმანეთს შეგვახვედრა და გულწრფელად შევუყვარდი. რატომ არ ეშინოდა ჩემი? რატომ არ სჯეროდა, რომ მე მხოლოდ გაყინული, უსულო არსება ვარ, სისხლის წყურვილითა და ბოროტებით აღსავსე. რატომ მენდობოდა? რატომ სჯეროდა ჩემი იმაზე მეტად, ვიდრე ვიმსახურებდი? ჯანდაბა, ახლა უკვე სინანული გვიანია. ინციდენტმა ჯასპერთან, მაპოვნინა ის ძალა, რომ ყველაზე საყვარელი ადამიანისთვის დამეთმო საკუთარი ცხოვრების მთავარი აზრი. იქნებ გაუჭირდებოდა ჩემი დავიწყება? იქნებ ტკივილს მიაყენებდა უჩემობა? იქნებ ოდნავ მაინც დავაკლდებოდი მის ცხოვრებას? არა... ბელას სიცოცხლე ისეთი იქნებოდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. საშიში მონსტრებისა და ეგოისტი ვამპირების გარეშე. უნდა მიმეცა უფლება მისთვის ეცხოვრა ადამიანურად:სწავლა დაემთავრებინა, ვინმე შეყვარებოდა, ვინც ნამდვილად მისი ღირსი იქნებოდა და ჭეშმარიტად ბედნიერებას მისცემდა, სულის წართმევის გარეშე. ვინც წრფელი გულით შეიყვარებდა და დაიცავდა ყოველთვის, ყველგან... ვინც მისი გულისთვის ყველაფერზე წავიდოდა, შეუძლებელსაც კი შეძლებდა. ბელა გათხოვდებოდა, ეყოლებოდა შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები... ადრე თუ გვიან ისიც მოკვდებოდა... შეეძლო ცივ, გაყინულ გულს ნამსხვრევებად დაშლა? არა, მაგრამ ჩემმა შეძლო! ბელას წარმოდგენისას სხვა... კაცთან. როცა მის მკლავებში გაიქარვებდა ნაღველს, მხოლოდ მას მიუძღვნიდა თბილ ღიმილს და უნაზეს კოცნას ან როცა უკანასკნელად მოავლებდა თვალს ამ ქვეყანას... მე კი მის გვერდოთ არ ვიქნებოდი! შიგნით ყველაფერი გამეყინა. თითქოს ნაწილებად დავიშალე. ჰაერი არ მჭირდებოდა, მაგრამ მძიმედ სუნთქვა დავიწყე. მეგონა ტკივილი ბოლოს მომიღებდა, ერთ მუშტში მომიქცევდა და ნაწილებად დამშლიდა. მაგრამ უკვე სულერთი იყო რა მელოდა მე. მთავარი იყო რას უმზადებდა ბედისწერა ბელას. ,,კარგი რა, ედვარდ, ყველა ადამიანი მოკვდავია. ბოლოს და ბოლოს მისი სული გადარჩება. შენ კი მისი წართმევაც გინდოდა.’’-მკარნახობდა ხმა შიგნიდან, მაგრამ... მაინც საშინლად მტკივნეული, აუტანელი იყო მისი წარმოდგენა სამუდამოდ დახუჭული თვალებით, გაციებული, გაყინული სხეულით.... რაც ძალი და ღონე მქონდა თავი კედელს მივარტყი. მინდოდა ეს საშინელი ფიქრები მომეშორებინა. არავითარი უფლება არ მქონდა ბელაზე მეფიქრა. ეს აკრძალული სიყვარული იყო. მე მხოლოდ საფრთხის და უბედურების მოტანა შემეძლო მისთვის. მე ხომ, მხოლოდ ბუნების შეცდომა ვიყავი. თუმცა.... ჯანდაბა, ყოველთვის მეყვარებოდა ეს ადამიანური, სათუთი გოგონა მთელი ჩემი დაუსრულებელი არსებობის მანძილზე, მაგრამ უნდა ვყოფილიყავი საკმაოდ ძლიერი! დამეცვა იგი ამ საშიში სიყვარულისგან. ყველაფერი დასრულებული იყო... მე აღარასოდეს დავბრუნდებოდი. აღარასოდეს მივცემდი ჩემს თავს უფლებას მომეწყვიტა ბელა იმ სამყაროსგან, რომელსაც ეკუთვნოდა. ერთადერთი ვინც დაიტანჯებოდა, ეს მე ვიქნებოდი. სამუდამოდ ესვენებოდა მზე ჩემი დაუსრულებელი შუაღამიდან. გრძელი და მძიმე კოშმარი იწყებოდა. კოშმარი, რომელიც ყოველ წამს... არა, წამის მესამოცედ ნაწილს განათებული იქნებოდა ბელას სახით, გაჟღენთილი იქნებოდა მისდამი სიყვარულით. მე მხოლოდ მისი მოგონების უფლება მქონდა.....



DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 7:23 PM | შეტყობინება # 2
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ღმერთო ჩემო!!!!! cry cry cry cry cry ნუთუ ვინმემ გულგრილად უნდა წაიკითხოს ეს? ნუთუ ვინმემ ამის შემდეგ მაინც არ უნდა გაუგოს ედვარდს? ეს წარმოუდგენელია.... (შევიჭრი როლებში, მომიტევეეთ) Immortal, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!!! ძალიან ნიჭიერი და შემოქმედი გოგო ხარ... ნუ რა დღეში ჩავვარდი, რომ ვკითხულობდი იცი... ცრემლები მომადგა თვალებზე.... მიყვარხააარ ქალ!!! kiss :* kiss
სხვებსაც ველოდები იცოდეეე ah ah



Immortalთარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 7:24 PM | შეტყობინება # 3
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
stupid_l@mb, biggrin biggrin biggrin genacvalee.chemi yvelaze tbili,sayvareli da tavmdabali gogo xar sheen kiss kiss :* miyvarxaar.vaime bavshvebo sashinlad rom aris dadebuli ar miaqciot yuradgeba,exla gavrbivar da rom moval gavasworeb kiss kiss


S@liთარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 10:06 PM | შეტყობინება # 4
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Immortal, sayvarelo, sawmuxarod ver vaswreb dges wakitxvas,arada martla ise mindoda... sad xval wavikitxav da komentarsac dagitoveb happy
ai, ratom ar daido qartulad - ar vici sad etyoba sheni wordis bralia....? romeli wordi gaq? an romeli wlisaA? sad
mokled, tu ramea, ubralod avigeb am inglisurad dawerils da qartulad davwer me tviton da ise dagadebineb kiss :*


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


tamu1792თარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 10:07 PM | შეტყობინება # 5
The Cullen Member!
1363
106  +
   ±
Offline
KOLEEEEEEEEEEEEEEEG AGFRTOVANEBULI VAR,SITYVEBS VEGAR VPOULOOOOOB cry cry cry ASE ARASDROS AR MIAMAYIA SHENIIT kiss :* kiss AI AMIS WAKITXVIS MERE,SIRCXVILIT EDWARD-S ROGOR DAVADANASHAULEB IMASHI,RO AR UNDA MIETOVEBINA BELLA...KOLEG MIYVARXAR AI UZOMOD CHEMO UNICHIERESOOOOOOOO love VINC DAEXMARET,TQVEENC BAVSHVEBOO love

TEAM BELLWARD!!!

Rob♥Stenთარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 10:09 PM | შეტყობინება # 6
MrS.Cullen
1458
37  +
   ±
Offline
O Boje Moiiiii cry cry cry cry Vaiiimeee Meketebaaa :X cry cry Es Bagane Tan Leqsebs Wers Da Tan Motxrobeeebs!!!! Unichieresiaaa!!! cry cry cry kiss :* kiss :*


------თარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 11:02 PM | შეტყობინება # 7
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
kochag kocahg kochag =**
albat gindoda kartulad ceriliko xoda shevcvale, imedia ar gamibrazdebi biggrin

Immortalთარიღი: ხუთშაბათი, 2010-06-17, 11:18 PM | შეტყობინება # 8
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
Twilighter, vaimee ugrmesi madlobaa.aii martla ar vici,dges ver davwere veraprit qartulad da vipiqre mere shevasworeb metqi.madlobaa.gaixaree


Rosalieთარიღი: პარასკევი, 2010-06-18, 2:32 PM | შეტყობინება # 9
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Immortal, dzalian kargiaa yochaaaag love kiss dzaan momewonaa.. love



♥---♥თარიღი: პარასკევი, 2010-06-18, 6:21 PM | შეტყობინება # 10
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
ბრავო!!! უნიჭიერესი ხარ Immortal,
Quote (Immortal)
უნდა მიმეცა უფლება მისთვის ეცხოვრა ადამიანურად:სწავლა დაემთავრებინა, ვინმე შეყვარებოდა, ვინც ნამდვილად მისი ღირსი იქნებოდა და ჭეშმარიტად ბედნიერებას მისცემდა, სულის წართმევის გარეშე. ვინც წრფელი გულით შეიყვარებდა და დაიცავდა ყოველთვის, ყველგან... ვინც მისი გულისთვის ყველაფერზე წავიდოდა, შეუძლებელსაც კი შეძლებდა. ბელა გათხოვდებოდა, ეყოლებოდა შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები... ადრე თუ გვიან ისიც მოკვდებოდა... შეეძლო ცივ, გაყინულ გულს ნამსხვრევებად დაშლა? არა, მაგრამ ჩემმა შეძლო! ბელას წარმოდგენისას სხვა... კაცთან. როცა მის მკლავებში გაიქარვებდა ნაღველს, მხოლოდ მას მიუძღვნიდა თბილ ღიმილს და უნაზეს კოცნას ან როცა უკანასკნელად მოავლებდა თვალს ამ ქვეყანას...

აი აქედან ცუდად წავიდა ჩემი საქმე... cry cry cry cry cry cry



mileyთარიღი: პარასკევი, 2010-06-18, 6:24 PM | შეტყობინება # 11

93
17  +
31  ±
   ±
Offline
au ra magaria deveci ,broken: broken chemi unijieresi gogo Immortal,


S@liთარიღი: პარასკევი, 2010-06-18, 6:55 PM | შეტყობინება # 12
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Immortal, უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა, ნუნუკ!
ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე მომეწონებოდა შენი ფანფიკი! მართლაც რომ არაჩვეულებრივი ნაწერია! გამოგიტყდები და ვიტირე კიდევაც. შესაძლოა, უბრალოდ ჩემს განწყობას დაემთხვა, მაგრამ მართლა უმაგრესი რაღაც დაწერე და დიდი მადლობა მინდა გითხრა, ასეთი რამისთვის.

ფიქრის მანერა ჰგავს ედვარდისას და ის სწორედ ის ედვარდია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ წიგნების მიხედვით. ისე კარგად არის გადმოცემული მისი ტკიბილი და ტანჯვა, რომ გეგონება მართლაც სტეფანის დაწერილია, თუმცა, სიმართლე რომ გითხრა, მეეჭვება რომ სტეფანი შეძლებდა ამის დაწერას... მას უფრო სხვანაირი წერა აქვს, ჩემი აზრით ის უფრო მოქმედებებით და დიალოგებით გადმოსცმეს თავის სათქმეს და არ არის იმდენად აღწერილი ემოციები... შენ კი ძალიან დიდი რამე შესძელე - რომ გადმოეცი ედვარდის დიდი გულისტკივილი...
ძალიახ ახლოს მივიღე შენს მიერ დაწერილი თითიეული სიტყვა ...
შეუძლებელია გულგრილი დარჩე, როცა ამას წაიკითხავ! და ალბათ ყველას ვერჩევდი, რომ წაიკითხონ! :*:*

ნუნუკ, უმაგრესი ხარ და იმედია კიდევ გაგვახარებ შენი ფანფიკებით! ეს მართლაც კარგად გამოგდის kiss lips kiss


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


aNaNo_BLaCKთარიღი: პარასკევი, 2010-06-18, 7:09 PM | შეტყობინება # 13
VolTuRi
16
1  +
13  ±
   ±
Offline
Immortal, vaimeee ;( tirili davicyeeeeee :O dzaliaan magari xaaarr :*:*:* umagresze bevrad ufro magari xaar kiss ra magariaaaa :*:*:* yochaaag magaria dzaaan kiss


Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-06-18, 8:48 PM | შეტყობინება # 14
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
♥---♥, aNaNo_BLaCK, ugrmesi madloba bavshveboo. S@li, aii ar vici,sityvebit ver gadmogcem ramdens nishnavs chemtvis shen rom mogewona.didi didi madlobaa.me stephaniemde bevri miklia,magram imdenad miyvars edwardi,misi titoeuli sityva chemi sayvareli prazaa,vecade odnav mainc gadmomeca is rasac igrzonobda da damenaxebina tqventvis(vinc ar amartlebdit edwards roc wavida) ra awuxebda mas mashin da ratom moiqca asee.miyavarxaart yvelanii kiss :*


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-06-18, 9:18 PM | შეტყობინება # 15

842
83  +
   ±
Offline
Immortal, vaimee nanuukkk. ai martla dzaan magari iyo. dzalian nichieri gogo xar ase gaagrdzele kiss cota xnis win vkitxulobdi "shuagamis mzes" da dzalian gavs edwardis fiqrebs. titqmis zustad ise giweria rogorc edwardi fiqrobs. martla kinagam vitire. cremlebi momadga tvalebze. dzalian miyvarxar da ae gaagrdzele kidev gagvaxare sheni nawerebiit kiss kiss love
ფორუმი » Fanfiction » მინი » M I D N I G H T
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: