სახელწოდება: სევერუსის დღიური ავტორი: ანანო თვარაძე რეიტინგი: G დისკლეიმერი: პერსონაჟების სახელებზე საავტორო უფლება აქვს ჯოან როულინგს. კატეგორია: მინი ავტორისგან: ამ მინი ფანფიკში არის აღწერილი სევერუსის ტანჯვა მას მერე რაც ლილი მოკვდა.
მე ის პირველად მიყვარდა ფანჯარასთან ვიჯექი. ვცდილობდი არ მეტირა მაგრამ თვალიდან ცრემლი ჩამომვარდა. ჩემი ბავშვობის სიყვარული, პირველი სიყვარული-ლილი ევანსი ჩემს გვერდით აღარ იყო. ჯეიმს პოტერ როგორ ვერ გიტან! შენ, რომ არ გამოგყოლოდა ლილი ცოლად ახლა მკვდარი არ იქნებოდა. მე ის პირველად მიყვარდა. შენზე პირველად! მერე მოხვედი და ყველაფერი აურდაურიე. მე მაწვალებდი, იცოდი რომ ჩემზე ძლიერი ჯადოქარი იყავი და როცა ლილი გვიყურებდა მაწვალებდი მის თვალში მაგარი რომ გამოსულიყავი. ყველაფერი, სულ ყველაფერი შენი ბრალია პოტერ! მახსოვს როგორ ბრაზდებოდი მაშინ როცა ლილი ჩემთან ერთად იყო. მაგრამ უკვე გვიანი იყო ლილის სიყვარული შენ იყავი მე მხოლოდ მეგობრად მთვლიდა. შენი ძმაკაცები ლუპინი,ბლექი და პეტიგრიუც გეხმარებოდნენ. მათაც ისე ვძულდი როგორც შენ. კლუბების გამოც გვქონდა ხოლმე ჩხუბი. მე სლიზერინში ვიყავი თქვენ ყველა გრიფინდორში.
მე და ლილი სანამ სკოლაში დავიწყებდით სიარულს სულ ერთად ვიყავით. ყვავილებით მორთულ მინდორში ნამიან ბალახზე ვიწექით და სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობდით. ერთხელ მახსოვს, რომ ლილის ვუთხარი: მიყვარხარ! მან ჯერ სერიოზული სახე მიიღო შემეგ გაიღიმა და მითხრა: ჯერ ადრეა მაგრამ მეც მიყვარხარ!
ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი,ვარ და ვიქნები რომ ლილის მერე არავინ მეყვარება.